You are on page 1of 2

მეჯოგე დათა თუთაშხია მშვიდად ცხოვრობს და შრომობს ანჩაბაძეების მიწაზე .

ერთ
დღესაც მასთან უცნობი მამაკაცი მივა და მეგობარ არჩილის წერილს გადასცემს , სადაც
არჩილი სთხოვს სტუმრის შენახვა-დაბინავებას. სტუმარ რევოლუციონერს მალე
ჟანდარმები დაადგებიან თავზე და დათა როგორც მეგობარი და მასპინძელი ჩაებმება
ბრძოლაში. მართალია, დაჭრილ რევოლუციონერს ვიტალი ანდრეევს ჟანდარმები მაინც
შეიპყრობენ, დათა კი გაქცევით უშველის თავს. ამ დღიდან შეიცვლება დათას მშვიდი
ცხოვრება და იგი იძულებულია გააბრაგდეს, რადგან შეტაკებისას მან ერთ ჟანდარმი
მძიმედ დაჭრა და ა ახლა კანონის წინაშე პასუხს აგებს.

კავკასიის სამმართველოს ჟანდარმერიის უფროსი გენერალი გრაფი სეგედი პირველად


ხვდება მუშნი ზარანდიას. მუშნის სურვილია ჟანდარმერიაში სამსახური ანარქისტებთან
საბრძოლველად, რადგანაც მეამბოხეები არ უყვარს, არ სჯერა მათი. გრაფი სეგედი
სამსახურში აიყვანს და კონტრაბანდისტების საქმეს ჩააბარებს. ამიერიდან მუშნი
ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმერიის უმცროსი გამომძიებელია . ამ მომენტიდან
გადაიკვეთა ბიძაშვილების გზები. ერთი აბრაგი, მეორე კი მეფის სამსახურში ,
ჟანდარმერიის გამომძიებელი.

საინტერესო სცენა გვხდება სარჩიმელიას და მისი დაჯგუფების მიერ გაძარცვული ხალხის


მოქმედების დროს: ერთი მხრივ ადგილობრივი გლეხები, რომლების ამ
ბოროტმოქმედების გაპროტესტებას არ აპირებენ და მეორე მხრივ, დიდგვაროვანი ქალი ,
რომელიც გაბედავს და შველას .ხმამაღლა ითხოვს. ქალის კივილზე დათა თუთაშხია მივა
და კუთვნილი ნივთების ბდაბრუნებისას გავეშებულები მიცვივდებიან ნაძარცვს და
თვითვე იქცევიან მძარცველებად. დათამ კი უსამართლობასთან მებრძოლმა ,
სამართლიანმა ადამიანმა მდიდრების მიერ შეთავაზებულ ფულზეც კი უარი თქვა .

ანარქისტებს ტერორისტული აქტის მოსაწყობად დიდი თანხა სჭირდებათ . ამ მიზნით


ანარქისტი ნიკიფორე დათასთან მივა და დახმარებას სთხოვს. ფოთელი მევახშის -კაჟა
ბულავას გაძარცვას „ექსპროპრიაციას“ გეგმავს. დათა წინააღმდეგია 6 შვილის მამის
გაძარცვის, მაგრამ ნიკიფორე ძმადნაფიცობას ახსენებს და დასძენს , რომ ეს მევახშე
რიგითი მძარცველია და სხვებს აუბედურებს. როცა კაჟას სახლიდან ფული წაიღეს
გამომშვიდობებისას ნიკიფორემ მიმართა რომ ხალხის სიკეთისთვის ამაგი არ
დაეკარქებოდა. „შენც კარგად იყავი ნიკიფორე, მაგრამ ნაძარცვი ფულით შექმნილი
ხალხის სიკეთის არ მჯერა იცოდე -უპასუხა დათამ.

საინტერესო ეპიზოდია დოცენტის - თავადი მიქელაძის (რომელიც გერმანიიდან


აკრძალული ლიტერატურის ჩამოტანისთვის დააკავეს. დაკითხვის სცენისას კარგად ჩანს
როგორ ოსტატურად დაიყოლიებს მუშნი ზარანდია თანამშრომლობაზე, როგორ
აიძულებს უარი თქვას პოლიტიკურ მოღვაწეობაზე ახალგაზრდა დოცენტმა
მიქელაძემ.იგი მუშნის ვერაგული გეგმის მსხვეპლი გახდა.

დათა თუთაშხია დიდი სიყვარულით და პოპულარობით სარგებლობს ხალხში ,რისიც


ძალიან ეშინია გრაფ სეგედს. მისი აზრით, არეულობების დროს, სწორედ მისნაირები
ევლინებიან ბრბოს წინამძღოლად.

ბოლოს დათას მამა და ძმა ( კოსტა) ესტუმრებიან. ძმა დათას ცხოვრების ჭესის შეცვლას
სთხოვს, „არ გამოვა ერთი ძმა აბრაგი და მეორე მეფის სამსახურში“. დათას მამა ამის
წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ ყველას ღმერთი გვჩუქნის ბედს და რომ ეს დათას
ბედია.

You might also like