You are on page 1of 1

თავი 1

ერთხელ დავით კურაპალატს ჰქონდა წვეულება. გარე მტერიც და შინაური შუღლიც არ


არსებობდა. ერთმანეთს შაირებით ელაპარაკებოდნენ, მაგრამ ყველას ხუმარა სჯობდა.
ორბელიძე, რომელიც იყო მეფის ერთ-ერთი სარდალი ამბობს ორაზროვან გამოცანას : თავიდან
ფეხებამდე მასხარაო. მასხარამ უპასუხა ასევე ორაზროვნად და მიანიშნა, რომ ტყუილად
ელოდა თორნიკეს ადგილს. მეფე შეკრთა და დაინტერესდა თუ რატომ არ იყო თორნიკე მის
გვერდით. აღმოჩნდა, რომ თორნიკე უარს აცხადებს მეფესთან სამსახურზე. მეფემ დაიბარა
მეორე დღისთვის ერისთავი, რათა ეკითხა გადაწყვეტილების მიზეზი.

თავი 2

მეორე დღეს შეიკრიბა დარბაზი და თორნიკე არ დაიმალა. იგი ელის ერისგან ბრალდებას და
შემდგომ განჩინებას. მეფე კრებას მიესალმა. თვალამღვრეული შეჰყურებდა თორნიკეს და თან
საუბრობდა. მთელი კრება და მათ შორის თორნიკეც ყურადღებით უსმენდნენ : რაც არ უნდა
ბრძენი იყოს კაცი, მისი ნდობა ძნელია და მეფეც ნუ გეგონებათ უშეცდომო. ჩვენ წინაპრებს
ადრევე გადაუწყვეტიათ, რომ სამსჯავროში რაც უფრო მეტი მსაჯული იქნება მით უკეთესი. და
აი მოგიწვიეთ განსახილველად, თქვენ იმსჯელეთ და მე ავირჩევ, თუ რომელი უკეთესია.
თორნიკე ერისთავი თითქოს გვღალატობს და მოულოდნელად ხელს იღებს სამეფო სამსახურზე.
იწუნებს თორნიკე სარდლობას და აპირებს დასვენებას, არც მეფეს უსმენს და არც ხალხს.
დიდ მამულიშვილს არ შეეშვენება ურჩობა. ვერ მივხვდი მისი გადაწყვეტილების მიზეზს.
ყველამ თქვას სახალხოდ თუ რა იცის და გადავწყვიტოთ. – თქვა ეს და დაბრძანდა მეფე,
ხოლო გვერდით მოუსხდნენ მსაჯულებად მოხუცებულნი. შემდეგ ყველანი ჩამოსხდნენ. სიჩუმე
ჩამოვარდა და ელოდნენ თორნიკეს.

თავი 3

მშვენიერი და ახოვანი თორნიკე წამოდგა სასაუბროდ. თაყვანი სცა მეფეს და კრებას და


გულზე ხელები მიიჭდო. ტიროდა და ცრემლს ვერ იკავებდა ერისთავი. გულნატკენი უყურებდა
ხალხს. კითხვებს მორჩილად და დამაჯერებლად პასუხობდა. ამბობდა, რომ სამსახურის
დატოვება არ უნდოდა, მაგრამ მისი ასაკი უკვე სხვა მოვალეობას ითხოვდა და დაიწყო მან
თხრობა თავისი თავგადასავლის.

თავი 4

თორნიკე ყვებოდა, რომ იგი მომსწრე იყო საქართველოს ვარამის. “მეფეს არ ახსოვს ის,
რაც მე მახსოვს და გულზე მაზის ის დაღი. ყოველი მხრიდან გვესეოდა მტერი. გვიტევდნენ
და ჩვენს გაქრობას ცდილობდნენ. მთელი საქართველო წავიდა საბრძოლველად. არ არსებობდა
ბატონსა და ყმას შორის განსხვავება.” ქართლის შვილები თავიანთ ვალად თვლიდნენ,
სამშობლოსთვის სიკვდილს. ერთი ქართველი ასს მტერს ებრძოდა. სისხლით მოირწყა მთა და
ბარი და აღდგომის კვერცხს დაემსგავსა. განახევრდნენ ქართველები, მაგრამ მაინც სძლიეს
მტერს. მხედართმთავარი მაშინ იყო იოანე, რომელიც შემდგომ ბერად აღიკვეცა. ჯოჯოხეთის
რისხვა იყო მისი რისხვა და სანამ ის ბრძოლის ველზე იბრძოდა, მტერს მოსვენებას არ
აძლევდა. როდესაც იოანემ ნახა, რომ საქართველო გასაჭირში აღარ იყო, მიაშურა ღმერთის
სამსახურს. მხოლოდ ის თქვა, რომ ფარ-ხმალი გამოუდეგარი გახდა და დრომ მოაღწია რომ,
ღმერთის ვალი მოეხადა. იოანემ ყველა დალოცა და მისი ხმალი, როგორც რჩეულს, თორნიკეს
გადასცა. ამის შემდეგ თორნიკე უფრო მამაცი და უშიშარი გახდა. ამხელა დიდებას თორნიკე
ვერ კადრულობდა, მაგრამ მაინც იხდიდა მის ვალს. იგი ვეღარ იბრძოდა ძველებურად, მაგრამ
ის მაინც არ ნებდებოდა, ახლა კი ვეღარც ხელს და ვეღარც მუხლს ვერ ხმარობდა. მან თქვა,
რომ მის გაზრდილებს მასზე ბევრი შეეძლოთ და მეტად შეშვენოდათ სარდლობა. მან იოანეს
გზა აირჩია და ნებართვა ითხოვა, რომ მისი ხმალი სხვისთვის გადაეცა. ეს თქვა და
ორბელიძეს ხმალი გადასცა.

You might also like