Professional Documents
Culture Documents
ორი ამბავი მეფე ერეკლეზე, 1902
ორი ამბავი მეფე ერეკლეზე, 1902
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1902 წელი
„თეკლა-ბიჭი“
მთაში უბირის კაცისაგან ისეთ რასმე გაიგონებთ ჩვენს სახელოვან ისტორიულ მოღვაწეებზე,
რომლის მსგავსს ვერც ერთი ისტორიკოს-არხეოლოგი წიგნების და ნივთების ჩხრეკა-ძიებით
ვერ აღმოაჩენს. უსწავლელს, უბირს კაცს არავითარი მზამზარეულად შედგენილი აზრი არა
აქვს, ამბობს, რაც გაუგონია თავისავე მსგავსის უბირის პირით და ხშირად თითონაც არ ესმის,
რას ამბობს. სწორედ ამიტომ არის ძვირფასი და საყურადღებო მისი ნაუბარი. მისი მოთხრობა.
შამეჯინჭრება მე გული.
– ნუთუ ეგა გწყინს? – ჰკითხა მან ღიმილით, – ჩემო თეკლავ, განა ეგ იმედი მაქვს შენი? ნუთუ
ეგრე სულმოკლეცა ხარ? ფშავლები არიან. რა ვუყოთ, მაგათი წესი ეგ არის, დამშვიდდი!
დიახ, დიდებულმა გმირმა მეფემ იკისრა მწვერვალიდგან დაბლა ჩამოსვლა და, ვინ იცის, სხვა
რამდენს რასმე კისრულობდა (მოიგონეთ, ტოტლებენს რომ დაუჩოქა), მხოლოდ იმ
განზრახვით, – ერი გაეერთგულებინა და მით საქვეყნო საქმე კეთილად წარემართა. შეიძლება
ეს მაღლიდან დაბლა ჩამოსვლა ბევრჯელ ბევრში ჰვნებდა, მაგრამ რომ ბევრ შემთხვევაში
გამოსადეგიც იქნებოდა, ეს უეჭველია.
II
ხიმიკაურის ხმალი
– ვაი დედას მტრისას, ერეკლევ ბატონიშვილო, ეგ ხო ჩემ მოკვლა იქნების?! მამკალ კიდეც,
რაკი ხმალს გამამართომ.
ერეკლემ იცოდა კარგად, ვაჟკაცისათვის კარგი ხმალი მეორე სიცოცხლე იყო, მაგრამ რა ექნა,
თითონაც ვაჟკაცი იყო და ხიმიკაურის ხმალიც მეტისმეტად მოეწონა.
საქმემ იარა და იქამდე მივიდა, რომ დაუთმო ძაღლიკამ და მის ნაცვლად მიიღო სხვა ხმალი
და ერთი თოფი, რომელიც დღეს ხევსურეთში ინახება ხიმიკაურების ოჯახში; ამ თოფს
ხევსურნი „ბატონიაანთეულ თოფს“ ეძახიან და ვისაც სურს მისი ნახვა, ამ სახელით
შეუძლიან მოიძიოს და ჰნახოს.
ალბად გაწყრა ძაღლიკა, „გულს შამოეყარა“, რომ ხმალი „წაართვეს“ და აღარც ადგილი –
მამულ-დედული ინდომა, მეფისაგან ნაჩუქარი.