You are on page 1of 4

ჰანს ჰაინერ ბური, დაბ. 25.10.

1965

ჰანს ჰაინერი 1965 წელს, აღმოსავლეთ ბერლინის შუაგულში


(გდრ), ახალგაზრდა ინტელიგენტების ოჯახში დაიბადა. მან
ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა გაატარა ბერლინის
განაპირას, მშვიდ უბანში.
სკოლის დამთავრების შემდეგ 1984-1986 წლებში სავალდებულო
სამხედრო სამსახური მოიხადა როსტოკში.
1986-დან 1990-მდე დრეზდენის სამხატვრო აკადემიაში ვერნერ
შელენბერგისა და ანდრეას თიმეს ხელმძღვანელობით
ხელოვნების სწავლება და რუსული ენა შეისწავლა.

რუსული ენის სწავლისას მან რამდენიმე თვე გაატარა


სმოლენსკში, კიევში, მოსკოვსა და ლენინგრადში; აქ პირველად
გაეცნო კავკასიის ისტორიას, საქართველოს კულტურასა და
ქართული ენას. ის აღტაცებული იყო ცვეტაევას, ახმატოვას,
ბლოკისა და მაიაკოვსკის შემოქმედებით და მათი
ხელოვნებისგან შთაგონებული აქტიურად ხატავდა და თხზავდა
ლექსებს.
1989 წ. ბერლინის კედლისა და სოციალიზმის ნგრევამ
რადიკალურად შეცვალა ყველა ვითარება. ბევრისთვის დაიწყო
ახალი, ჯერაც გაურკვეველი ცხოვრება მრავალი
შესაძლებლობითა და საშიშროებით.

1990-დან 1993-მდე ჰანს ჰაინერი ამსტერდამში იმყოფებოდა,


სადაც სწავლობდა გერიტ რიტველდის სახელობის თავისუფალი
ხელოვნებისა და მხატვრობის აკადემიაში; სამხატვრო
ხელოვნებას ეუფლებოდა: პიტერ რეისმასთან, ჰერმან
გაბლერთან, ფრანკ მანდერსლოტთან, როოს თეუვსთან და იოჰან
ვან ოორდთან. აქვე შედგა მისი ნიმუშების პირველი გამოფენები.
ნამუშევრები შეისყიდეს ამსტერდამელმა კოლექციონერებმა. 1993
წელს მან დაამთავრა აკადემია და მიიღო დიპლომი.
1993-დან 1996-მდე ჰანს ჰაინერი კვლავ ბერლინში აგრძელებს
შემოქმედებით საქმიანობას. ამ წლებში ახალგაზრდა ხელოვანი
იზიარებდა ატელიეს ჰოლანდიელ, ამერიკელ და გერმანელ
მხატვარ მეგობარებთან ერთად.
ამ პერიოდში მისი ნახატები წარდგენილია ბერლინისა და
როსტოკის გალერეებში, G+S (1992 და 1993), გალერეაში Bauerfeind
(1994), გალერეაში Parzifal (1995).

1996 წ. მიეცა შესაძლებლობა დამოუკიდებელ საქართველოში


ემუშავა გერმანულის მასწავლებლად. ჰანს ჰაინერი 1996-დან
1999-მდე ასწავლიდა რუსთავის მე-17 სკოლაში. ამ დროს მან
აღმოაჩინა და შეიცნო ულამაზესი საქართველო და მისი
მრავალწახნაგოვანი კულტურა, ბევრი იმოგზაურა ხევსურეთში,
თუშეთში, კახეთში, მცირე კავკასიონსა და ჯავახეთში.

მჭიდრო მეგობრობა ჩამოუყალიბდა ხელოვანებთან ოთარ


ლალიაშვილთან, მალხაზ დათუკიშვილთნ, არჩილ დარჩიასთან,
ნუგზარი ნათენაძესთნ, ავთო მესხთნ, მურთაზ და ლია
შველიძეებთან, მამუკა და ლუკა ცეცხლაძეებთან.
1998 წ. დიდფორმატიანი ნახატების გამოფენა მოაწყო ოთარ
ჩხარტიშვილთან ერთად თბილისის ეროვნულ გალერეაში
(ცისფერი გალერეა).
2000 წ. ჰანს ჰაინერმა იქორწინა ქართველ გოგონაზე - თეონა
პაპუაშვილზე და შექმნა გერმანულ-ქართული ოჯახი, შეეძინათ
ოთხი შვილი.
2001 წლის ივნისში არჩილ დარჩიას ძველ გალერეაში მოეწყო
მისი ფერწერული ტილოების პერსონალური გამოფენა სათაურით
- „კავკასიური ბაროკო“.
2003-2004 წლებში იმყოფებოდა სამარყანდში, უზბეკეთში.
2003 წლიდან თბილისში დააარსა ტურისტული კომპანია Kaukasus-
Reisen, რომლის ძირითადი შეთავაზება თავგადასავლიანი
მოგზაურობებია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
Kaukasus-Reisen დღემდე მშვენიერ ტურებს სთავაზობს
დამსვენებელს მთელ კავკასიაში.
2007 წ. მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა გალერეა ბაიაში
სახელწოდებით “ცხენის ქურდი საიათნოვას ქუჩიდან“.
2008 წელსა და 2010 წელს გამოფენები New Art Gallery-ში Rusiko Oat-
თან.
2011 წ. სტუდიური გამოფენა ნუგზარ ნათენაძესთან ერთად.

2012წ. მონაწილეობა Artisterium-ში თბილისში.


2013 წ. პერსონალური გამოფენა „თურქი მხედარი“ გამრეკელის
გალერეაში.
2014 წლიდან გახშირდა მოგზაურობები აზერბაიჯანში, სომხეთში,
თურქეთსა და ჩრდილო კავკასიაში და გაფართოვდა Kaukasus-
Reisen-ის ტურისტული შეთავაზებები.

2010 წლიდან ნახატებთან ერთად იქმნება მრავალი ციფრული


ნამუშევარი, 2019 წლიდან კი პირველი NFT-ები (ციფრული
ხელოვნების ნიმუშები).
ჰანს ჰაინერის NFT-ები განთავსებულია ციფრული ხელოვნების
სავაჭრო სხვადასხვა პლატფორმაზე - Superrare-ზე, KnownOrigin-ზე,
Rarible-სა და OpenSea-ზე.

ჰანს ჰაინერი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ხან თბილისში,


ხან საგურამოში, ხანაც ბერლინში.
ამონარიდები ჰანს ჰაინერის ციტატებიდან:

„თავგადასავლები კავკასიის სტეპებსა და მაღალ მთებში


ყოველთვის აღმაფრთოვანებდნენ. ქართველი ინტელიგენციის
არსი და სული, კახელი მეღვინეების იუმორი, ხევსურების
ტემპერამენტი და ქართველი მანდილოსნების სილამაზე ჩემს
მუდმივ შთაგონებასა და აღტაცებას იწვევდა.

2000-იანი წლების ინტერნეტმა ჩვენ, ხელოვანები საერთაშორისო


დონეზე დაგვაკავშირა. პოლიტიკა, ომები, ფინანსური კრიზისები,
პანდემიები და ყველანაირი კატასტროფა ყოველ ნაბიჯზეა
ჩასაფრებული და ხელს უშლის ჩემი ხელოვნების სწრაფვას
ჰარმონიისკენ. ჩემს ნახატებში ხშირად არის რაღაც მკვეთრი,
უხეში, დაუნდობელი, თუმცა ამავდროულად პოეტური.
თითქოს დრო არასოდეს გვყოფნის. ჩვენ დროთა დინების
შეუბრალებელ მორევში ვიმყოფებით, გაფუჭებული
საზოგადოებრივი წყობის სისტემების გარემოცვაში და
ვცდილობთ ჩვენი მცირეოდენი პირადი ხელწერა და სათქმელი
დავტოვოთ ხელოვნებაში.
მე ვაგრძელებ გერმანულ ფესვებსა და საქართველოში ჩემს
ცხოვრებას შორის შემოქმედებითი ბალანსის ძიებას.“

ვებგვერდი: https://hansheinerbuhr.com

You might also like