You are on page 1of 2

დღესდღეობით მსოფლიო მაშტაბით ნუკლეარული ოჯახების მომრავლდა.

ბევრი ბავშვის მშობელი განქორწინდა ან/და ზოგს უბრალოდ არ ყავს მამა ცოცხალი.
რა საკვირველია ეს ყოველივე აისახება ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მის
სოციალიზაციის პროცესებზე. საინტერესოა თუ როგორ წარიმართება როლთა
გადანაწილება მსგავსი ტიპის ოჯახებში. არაერთი მოზარდი დადგა შემდგომ
ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე.

კვლევის მიზანია ვიკვლიო მარტოხელა დედების როლი ბავშვების


სოციალიზაციის პროცესში. კვლევის ობიექტი პირები, რომლებმაც
სრულწლოვანების ასაკს მიაღწიეს. მათი ასაკი იქნება 18-დან 25 წლამდე. კვლევაში
ჩართულ ადამინებს უნდა ჰყავდეს განქორწინებული მშობლები და/ან
გარდაცვლილი მამა მაშინ, როდესაც ისინი იყვნენ 6 წლამდე ასაკის.

ამოცანები:

1. როგორ ხდება ოჯახში ფუნქციების გადანაწილება, როდესაც მამა


გარდაცვლილია და/ან მშობლები განქორწინებულები არიან;
2. როგორ ხდება მამაკაცის ფუნქიების შეთავსება;
3. როგორ მოქმედებს ეს ყოველივე ოჯახის ეკონომიკურ პროცესებზე;
4. როგორ მოქმედებს ეს ყოველივე როლური მოდელების ათვისებაზე.

ჩემი კვლევის ფარგლებში გამოვიყენებ სიღრმისეულ ინტერვიუს, რომელიც


საშუალებას მომცემს სრულფასოვნად ვიკვლიო კვლევაში მონაწილეთა
ცხოვრებისეული გამოწვევები. კვლევაში მონაწილე ობიექტებს ეყოლებათ
გარდაცვლილი მშობლები ან/და განქორწინებული 6 წლამდე. რესპოდენტებს
შევარჩევ არაალბათურად, ანუ ისინი იქნებიან მიზანმიმართულად შერჩეულები.
მათი ასაკი იქნება 18-დან 25 წლამდე.
რაც შეეხება კვლევის შეზღუდვებს, შესაძლოა რესპოდენტები ბოლომდე
გულწრფელები არ იყვნენ ინტერვიუს პროცეში. ასევე შეზღუდული ვარ
რესპოდენტების რაოდენობაშიც.

You might also like