You are on page 1of 2

ლიტერატურული თხზულება

მშობლები ხშირად ზედმეტად ერევიან


ზრდასრული შვილების ცხოვრებაში.
„ოთარაანთ ქვრივის“ ერთ-ერთ მონაკვეთში ქვრივი
თავის ვაჟს, გიორგის, ამჩნევს არაბუნებრივ ქცევებს. რამაც
თავი დაახლოებით 2 წელია რაც გამოიჩინა, ქვრივს შვილის
საქციელი არ მოსწონს და ღელავს იმაზე თუ რა შარში გაეხვია
ის. მიუხედავად დედა-შვილის ახლო და თბილი
ურთიერთობისა, ქვრივი მაინც ფიქრობს, რომ იყო რაღაცები,
რასაც გიორგი არ გაუმხელდა. ჩემი აზრით, დედამისი ამ
შემთხვევაში სწორად ფიქრობს, რადგან მართლაც არის
რაღაცები, რისი ცოდნაც არაა მშობლებისთვის აუცილებელი.
რა თქმა უნდა, იგი ნერვიულობს მასზე, მაგრამ მაინც არაა
გიორგის ჩანაფიქრის/ფიქრების ცოდნა ქვრივისათვის
სავალდებულო.
რაც შეეხება პირადად ჩემს აზრს, ზრდასრულ ადამიანს
მშობელი არ უნდა აკონტროლებდეს, რადგან ის არის
ზრდასრული, რაც ნიშნავს ზრდა დასრულებულს.
განვითარებულ, ჩამოყალიბებულ ადამიანს მშობელი
მითითებას არ უნდა აძლევდეს. მითითებას და არა რჩევას
რადგან ამ ორს შორის დიდი განსხვავებაა რაც ბევრს
ეშლება. ჩემი პოზიციის გასამყარებლად მინდა რამდენიმე
არგუმენტი მოვიყვანო:
 დამოუკიდებლობა: მოზრდილები ეძებენ დამოუკიდებლობას
საკუთარ ცხოვრებაში. მშობლების მუდმივმა ჩარევამ შეიძლება
ხელი შეუშალოს მათ უნარს მიიღონ გადაწყვეტილებები და
ისწავლონ საკუთარი გამოცდილებიდან.
 პატივისცემა და ნდობა: ზრდასრული ადამიანის არჩევანისა და
გადაწყვეტილებების პატივისცემა გამოხატავს ნდობას შვილების
შესაძლებლობებში. მათი არჩევანის გაკეთების თავისუფლების
მინიჭებით მშობლებს შეუძლიათ ჯანსაღი და სანდო
ურთიერთობის დამყარება.

 საზღვრების დადგენა: მშობლებთან მკაფიო საზღვრების


დადგენა გვეხმარება ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნებაში
ჩართულობასა და დამოუკიდებლობას შორის. ურთიერთგაგება
დაგვეხმარება ამ საზღვრების ჩამოყალიბებაში.

აღნიშნული პრობლემა 21-ე საუკუნეშიც აქტუალურია და ამის


შესაცვლელად წინ კიდევ ბევრი რამის გათვალისწინება და სწავლაა
საჭირო.

კიკნაველიძე

You might also like