You are on page 1of 1

სიყვარული ყოველგვარ ტკივილზე ძლიერია

სიყვარული? ნუთუ რა არის ეს გრძნობა რომელსაც არაფერი შეედრება. რეალურია?


აუცილებელია? როგრია?? სიყვარული ეს არის გრძნობა რომელსაც ვერაფერი შეედრება .
ეს არის ის რაც ადამიანს დაბადებიდანვე მოყვება, მაგრამ მასაც ისევე უნდა სწავლა
როგორც სიარულს და ლაპარაკს. ეს არის უნივერსალური სიამოვნება რომელიც იმასაც
კი ჯობია როდესაც გზაზე მიდიხარ და რაღაც ბავშვობის დროინდელი სუნი გეცემა
არსაიდანღაც, რომელიც მოგონებებს გიღვიძებს.

სიყვარული სამყაროს გაჩენამდეც არსებობდა. გაჩენის შემდეგაც.. ევასა და ადამს


ზუსტად სიყვარული აჩერებდათ ერთად. სიყვარულის უნარი ადამიანს დაბადებისთანავე
აქვს, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე ამასაც სწავლა ესაჭიროება. ნამდვილი
სიყვარულის დაუფლება ხშირად რთულია, რადგან შეიძლება რაღაც რაღაცები ადამიანს
არ აკმაყოფილებდეს მის პარტნიორში, რათქმაუნდა ეს არაა ის რასაც ნამდვილს
ვუწოდებთ. აი მაგალითად თუ გაინტერესებთ სიყვარული როგორი უნდა იყოს მოდით
გავიხსენოთ ავთანდილისა და თინათინის ურთიერთობა, ტარიელისა და ნესტანის . ანდაც
უძლიერესი სიყვარული ხომ ბათუსა და ნაზიბროლას აქვთ ერთმანეთის მიმართ , იმ
შეცდომის მიუხედავად რაც ბათუს ძიძიშვილმა დაუშვა, ალბათ გაგიჭირდებათ ისევ
ადამიანში რაიმე ღირსეულის დანახვა მაგრამ ბათუს ეს არ შეშლია .

საბოლოოდ სიყვარულს არაფერი შეედრება. სიყვარული თუ გაკავშირებს


ადამიანთან და არა სხვა რამე, ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს…
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
კიკნაველიძე ალექსანდრე

You might also like