You are on page 1of 1

გულის სწორნი ერთმანეთს სადღაც ბოლოში კი არ ხვდებიან.

ისინი ყოველთვისერთმანეთში არიან. სიყვარული ეს არის:


ფრენით ესწრაფვოდე იდუმალ ზეცას, რათა ყოველ
ჯერზეასეულობით ფარდა შეხსნა. ჯერ ცხოვრება უნდა მიუშვა.
ბოლოს კი იარო მოძრაობისგარეშე. სიყვარული კი არ უნდა
ეძიო, არამედ ის ზღუდეები იპოვო, რომლებიც მისწინააღმდეგ
აღმართე საკუთარ თავში.განიშორე ათასობით
ნახევარსიყვარული, რათა ერთი მთლიანი გულით დაბრუნდე
შინ.რაც უფრო მეტად აღვწერთ და განვმარტავთ სიყვარულს,
მით უფრო გვრცხვენია ჩვენი სიტყვების, როცა გვიყვარდება.
სიყვარული ხიდია ჩვენსა და ყველაფერს შორის.თუკი ვერ
მიპოვი საკუთარ თავში, ვერასოდეს მიპოვი. რამეთუ მე
დასაბამიდანვევიყავი შენთან. სიტყვიერი განმარტება საგანთა
უმრავლესობას გასაგებს ხდის, მაგრამ კიდევ უფროგასაგებია
სიყვარული ლაპარაკის გარეშე.გონება უძლურია სიყვარულის
გამოსახატად.მხოლოდ გულით ეხები ზეცას.დაე შენი საქმენი
ისეთი მშვენიერნი იყვნენ, როგორც შენი სიყვარული.მე შენი
ვარ. ნუ მომცემ უკან საკუთარ თავს.როდესაც შენთან ვარ,
მთელს ღამეს ერთად ვათენებთ. როდესაც არ ხარ ჩემთან, ვერ
ვიძინებ. დიდება უფალს ორივე უძილობისათვის. და მათ
შორის განსხვავებისთვისაც.მინდა გხედავდე. ვიცოდე შენი ხმა.
ვიგრძნო, როცა სახლს უახლოვდები. შევიყნოსო შენი
სურნელი, როცა შემოვდივარ შენს მიერ ახლად დატოვებულ
ოთახში. მინდა ვიცოდე სიხარული იმისა, რომ ჩურჩულით
მთხოვ მეტს. შენს ნათელში ვსწავლობ, თუ როგორ მიყვარდეს.
შენს მშვენიერებაში, თუ როგორ შევქმნა პოეზია. ჩემს გულში
ცეკვავ, სადაც არავინ გხედავს.

You might also like