You are on page 1of 4

ტერენტი გრანელი

• კოლაჟი
• მარიამ ტატიშვილი
კოლაჟი

აქ ყვავილებიც მოიპოვება, დღეს იმედები ისევ ქრებიან,


ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია. არავინ არის, რომ ხელი მივცე.
ჩემი ცხოვრება არის პოემა, დავტოვე ქუჩა წინ მინდვრებია,
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია მე უფრო მიყვარს გაშლილი სივრცე.

ძველი ფიქრები ისევ დგებიან, ასე თავდება ჩემი ცხოვრება,


ალბათ ასეა ნება განგების. იქ დუმილია და ქალი ცხოვრობს.
ცაზე ურიცხვი ვარსკვლავებია, მწყურია ზეცის გამოთხოვება,
და ცა ინთება, როგორც კანდელი. მთვარესაც მინდა გამოვეთხოვო.

თეთრი ფიქრები სადღაც მიდიან, ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,


თითქოს ქარია ჩემი ცხოვრება. მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
რა ვქნა, რომ აწი არ შემიძლია ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება,
ამ შეცდომების გამოსწორება. ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა.

You might also like