You are on page 1of 1

siyvarulis filosofia

Till love and fame to nothingness do sink.

John Keats

I
მარადიულ წყვილთ გარეშე წარიშლება ზღვარი.

ვიცი, უმალ დამდინდება ცრემლთა ნიაღვარი.


პოეზიის გარეშე ხომ ვეღარ იდენს მტკვარი,
გკითხავთ, განა რა იქნება ცხოვრება ამგვარი.

II
ძველ ამურის ისრის შხამი გულზე ცეცხლად მედება,

სიყვარული, მახსოვს როგორც უმძლავრესი ქმედება.


ამ სენისგან განკურნება აღარ მეიმედება,
სწორედ მისგან იბადება წმინდა შემოქმედება.

III
ოცნებათა ფანტასტიკურ წყებას დაებინდა სული,

თვით ჰელენედ მესახება გზად მიმავალი ასული.


ოჰ, ის მწველი ნეტარება, როს აჩქროლდა ძლიერ გული.
პოეზია, მუსიკა და სიყვარული... სიყვარული.

ლ. გაჩეჩილაძე

2023 წ; 1 ივნისი.

You might also like