You are on page 1of 1

რემარკის სამი მეგობარი

 დრო თითქოს გაჩერდა. ის აღარ იყო ნაკადი, სიბნელიდან რომ მოდის და


სიბნელეში მიემართება. დრო იყო ტბა, რომელშიც ცხოვრება მდუმარედ
ირეკლებოდა
 გულთან ახლოს არაფერი მიიტანოო. თუ მიიტან, დათმობაც გაგიჭირდებაო.
არადა, ყველაფრის დათმობა მოგიწევსო.
 მოკრძალება და პასუხისმგებლობა მხოლოდ რომანებშია დაფასებული.
ცხოვრებაში ასეთებს ხმარობენ და მერე აგდებენ ხოლმე
 მაგრამ ზოგჯერ, საღამოობით, ხელოვნურად ნაგები სიმაგრე ინგრეოდა და
ცხოვრება მოსლუკუნე, აჩქარებულ მელოდიად იქცეოდა, ველური
მონატრების, წადილის, დარდის და იმედის ნარევად, იმედისა, რომ თავს
დააღწევ ამ უაზრო გაბრუებას, მარადიული არღნის უაზრო ზუზუნს, და
სულერთია, სად აღმოჩნდები.
 მოწიწება! ადამიანს თავისი მწირი კარგი თვისებები მხოლოდ მაში, ახსენდება,
როცა გვიანია. მერე უჩუყდება გული, რა კეთილშობილი შეეძლო ყოფილიყო,
და ეს სიქველედ მიაჩნია.
 სიყვარული ერთგვარ გულუბრყვილობას გულისხმობს

You might also like