You are on page 1of 2

"ქუჩაში ერთხელ წაიქცა ბავშვი" გალაქტიონი ამგვარად წერდა... ვერ ვუტოლდები პოეტთა მეფეს, მაგრამ სხვაგვარად მინდოდა მეთქვა...

ქუჩაში ერთხელ ლექსი დავწერე და მივუძღვენი საყვარელ დედას. მე ამ ლექსებში დავხატე სევდა, ასე დავიწყე იმ წუთას წერა: -დღეს ოცნება ამეკიდა დამაქვს ფიქრი უკან... მე ვისწავლე მარტოობა სიყვარული მინდა. მოკლებული დედის სითბოს ვინ მაღირსებს ნეტა... ბოლოს როდის ჩაგეხუტე აღარ მახსოვს დედა! ჩემი ფიქრი დღეს მეტია როგორც ნისლი მთაზე... სიყვარულიც ულევი მაქვს ვით ყვავილი ბაღებს... როდის მოვა გაზაფხული აყვავდება ნუში... მე შენს სითბოს ისევ ვიგრძნობ და ჩაგიკრავ გულში...

მე არ ვიცი მონატრებას როგორ ვუძლებ ახლა, არ მაკლია არაფერი უშენობის გარდა... როგორ მინდა რომ უეცრად დრომ მილიოს წლები, მერე კიდევ ჩვენს შეხვედრას მოეფეროს დღენი. აქ უშენოდ მარტოობამ თმას ჭაღარა შემატა, დიდმა დარდმა ჩემს ღიმილში ჩუმი სევდა დახატა. ახლა ვზივარ...კალმით ვთხუპნი ძველ რვეულის ფურცლებს... ხან ტირილით,ხან სიცილით ასე ვითვლი წუთებს...

You might also like