You are on page 1of 2

„ქუჩაში ერთხელ...


წვიმა განაბული, მზე დამალული, მიწა დანამული, ვიღაც გალუმპული სველი,გაყინული ქუჩა გარინდული, ღამე დაბინდული, მთვარე შემალული ღრუბლით დაფარული, ცა შემუსვრილი რუხი ფერით სრული, ვარსკვლავთ დაკარგული ბრწყინვალების სული წვიმა განაბული, ვიგაც გალუმპული, სველი გაყინული გული ანთებული, ცხელი, გათანგული...

წვიმაა... ქუჩაში ადამიანები ქოლგით და უქოლგოდ აფორიაქებულნი მიიჩქარიან სადღაც. წვიმაა... ტრანსპორტიც თითქოს შფოთვით მოძრაობს. წვიმაა... ჩქარი, ქაოტური ნოტები ჟღერს ირგვლივ...

გოგონა შავი, სველი თმითა და სამოსით ნელა, ნაზად მოაბიჯებს ტროტუარზე. სახეზე უსიამოვნო სიცივის ნაცვლად მშვიდი ღიმილი ამჩნევია. რაღაც ჩაუბღუჯავს თხელი თითებით...ენძელები... მოაბიჯებს ნელა. მწვანე, სველი შარფი მოიხსნა ყელიდან. აიხედა ზევით. წვიმა უმალ მოეხვია ყელზე, თვალები დახუჭა, ჩაეღიმა... თითქოს გაზაფხულის წვეთები ჩაეღვარა სხეულში... ენძელებს დახედა... ყვავილების სურნელით არის ალბათ გაჟღენთილი... თვალები...სიცოცხლის ნაპერწკლებით სავსე, შავი, უზომოდ ღრმა და სევდიანი...თან მბრწყინავი...

თითებმა თავისით დაიწყეს თამაში სიმებზე... გოგონამ უკან მოიხედა, ალბათ მუსიკის ხმაზე. კიდევ ერთხელ გაუნათდა სახე, ჩაიღიმა, წვიმის წვეთებს გააყოლა მზერა... ისევ ნელა, ნაზად განაგრძო გზა...მიიმალა მოჩქარე ადამიანებში. წვიმაა... ნეტავ რა ერქვა... ხურდების ჩხრიალმა გაიელვა სადღაც. ქოლგიანი ადამიანები მოგროვილან ჩემს ირგვლივ. დაბლა ეულად მიგდებულ, გალუმპულ ჩანთაზე შეგროვილი მონეეტები თითქოს ღიმილით ეგებებიან წვეთებს... წვიმაა...

ნატო ცოფურაშვილი

You might also like