You are on page 1of 4

კონკურსანტი:ონისე თირქია

პედაგოგი:ნინო ვეკუა

სკოლა:ქართულ-ბრიტანული სკოლა ბრიტანიკა

მისამართი:მეფისაშვილის 3

ტელეფონი:574112949

ელ-ფოსტა:onise.tirkia@gmail.com

ჩემი საყვარელი პერსონაჟი


დრო გარბის.გზად შემხვედრ არავის და არაფერს ინდობს და ამ დროს ჩნდება
ლიტერატურა,ხელოვნება.დაუძინებელი მეტოქე დროის.ნებისმიერ წუთს შეიძლება
შედევრი იქმნებოდეს.იქმნება სიუჟეტები,ადგილები,პერსონაჟები.ყველაფერი
ის,რამაც შეიძლება გაგვაღიმოს,გაგვაბედნოეროს,რაღაც,რაც შეიძლება მისაბაძი
გახდეს ჩვენთვის.იქნებ სწორედ ეს არის ლიტერატურის ფარული ძალა.ათასგვარ
საშუალებასა და მაგალითს გაძლევს იმისათვის თუ როგორ იცხოვრო.პერსონაჟებიც
სხვა ვინ არიან თუ არა გზამკვლევები საით უნდა,ან საით არ უნდა
წავიდეთ.მაშინ,როცა ვიღაცის ტყავის მორგებას ცდილობ,ეს ვიღაც ათასჯერ ან
თუნდაც ათიათსჯერ უნდა აღემატებოდეს იმას,ვინც ხარ.არსბობს თეორია იმისა,რომ
ისტორია სპირალზე მოძრაობს,შესაბამისად დღევანდელი დღე წარსულის
გაუმჯობესებული ვერსიაა,სწორედ ამიტომ,სჯობს სიღრმეებს მივყვეთ და ყველა
ცხოვრებისეული საიდუმლო მისგან გავიგოთ ვისაც ყველაზე დიდი ხანია
ცოცხლობს.სწორედ ამიტომ,მინდა დავწერო ჩემს საყვარელ პერსონაჟზე,რომელსაც
ჰქვია-ოდისევსი.

ბრმა ჰომეროსის მუზას თუ დავუჯერებთ ოდისევსი ყველაზე ბედკრული,ბედისგან


განწირული ადამიანია და თავად სახელი ოდისევსიც იმავეს ნიშნავს.მაშასადამე
ლოგიკურია,რომ დაიბადოს კითხვა,თუ რატომ უნდა მოგეწონოს ის,ვინც თვითონ
ბედსაც კი არ მოსწონს.რატომ მაინცდამაინც ის,მაშინ როცა გვაქვს ფუფუნება
დავასახელოთ წარჩინებული,წარმოსადეგი,ყველასთვის სანუკვარი და საყვარელი
პერსონაჟები.ოდისევსი,ულისე,ულიქსესი, არის ადამიანი,რომელიც უკვდავებაზე
ამბობს უარს,იმის გამო,რომ სახლი მოენატრა და შინ უნდა დაბრუნება.ბედისგან
მოძულებულთან ერთად ბევრმა შეიძლება სულელადაც ჩათვალოს თუმცა ეს
პერსონაჟი ბევრ საკითხს "ჰომეროსისეულად" ანუ შეპარვითა და არაკებით ხდის
ფარდას.აზრობრივი ჯაჭვი,რომ არ დაიკარგოს ჯობს საუბარი დავიწყოთ ოდისევსის
სახლიდან.ქვებითა და კლდეებით გარშემორტყმული,ხრიოკით სავსე
ითაკიდან.ოდისევსის,როგორც პერსონაჟის სიდიადე გამოხატულია ამბის
დასაწყისშივე.ის,შეიძლება ითქვას პარადოქსული ფაქტი,რომ უკეთური იღბლის
მქონე და ამავდროულად ღმერთების რჩეული ადამიანი უარყოფს
უკვდავებას,უარყოფს მარადიულად უზრუნველყოფილ ცხოვრებას ქალღმერთთან
და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ჩვეულებრივზე უარესი
ადგილისთვის,რომელზედაც წესიერად ყვავილიც არ ხარობს,ხაზს უსვამს
ოდისევსის სულიერ სიმაღლეს და ნათელი მაგალითი ხდება იმისა,თუ რა არის
სწორი არჩევანი.ნათელი მაგალითი იმასა,რომ ადამიანი არაფერია გრძნობების
გარეშე.ჰომეროსი ფაქტიურად ქმნის ადამიანის ხატებას რომელიც საკუთარი
გულითა და პიროვნების არსით,მართლაც ღმერთებს შეედრება.აშკარა ხდება ის,რომ
სხვებისთვის უმნიშვნელო და საძაგებელ რამეს ჩვენთვის სიცოცხლეზე მეტი
მნიშვნელობა ჰქონდეს და ეს ასეც უნდა იყოს.ადამიანს უნდა შეეძლოს რამისთვის
თავის გაწირვა.საბოლოო ჯამში ოდისევსი გადაწყვეტს სახლში დაბრუნებას და
მფარველი ძალების საშუალებით ის თავს აღწევს მასზედ შეყვარებული ქალის
მარყუჟებს,თუმცაღა სწორედ აქ ვლინდება რაში მდგომარეობს ოდისევსზე ბედის
წყრომა და მას უხდება თავი დააღწიოს ათასგვარ განსაცდელს.მიუხედავად
იმისა,რომ თავად ავტორის თქმითაც ოდისევსი ღმერთებთან შესადარებელია და
შესაბამისად მას უნდა გააჩნდეს ძალა თავად აარიდოს ფათერაკებს თავი,მას
გადარჩენაში ძალიან ხშირად ეხმარებიან ღვთაებები,სულები და მსგავსი
ქმნილებები.ოდისევსი,რომ უბრალოდ ჩვეულებრივი პერსონაჟი ანდაც ისტორიული
პირი იყოს ჰომეროსი მას ამგვარი დიდებითა და პატივით არ შემოსავდა.ის
ირონიული პასაჟიც,სადაც ერთი შეხედვით ბედდაქცეულ ადამიანს ღმერთები
წყალობენ,მიუთითებს იმაზე,რომ იგი ტანჯვით იკაფავს გზას დიდებისაკენ,თუმცა ეს
ასე არ იქნებოდა უკვე,რომ არ იყოს იგი დიადი.

You might also like