You are on page 1of 1

თავი 7

ჯავრი დედისა

(მთავარი სათქმელი)

ახალგაზრდა ჭაბუკის დედა ოთარაანთ ქვრივი ძალიან სწუხს იმაზე რომ მისი შვილი
ცოლის შერთვას არ აპირებდა. ქვრივი მუდამ ეძებდა გზას რომ რამე ექნა მაგრამ ის
ფიქრები აყოვნებდა რომელიც რწმენამ გამოიწვია: იქნებ ღმერთს ჯერ არ გადაუწყვეტია
ეს ამბავი?.. და ასე შემდეგ. მაგრამ მას ძალიან უნდოდა გიორგის შვილის ხელით ტარება
და მოვლა. სამწუხაროდ ქვრივი ხვდებოდა რომ ამ ამბავს პირი ჯერ არ უჩანდა . მის ამ
წუხილს ისიც დაემატა რომ იგი ხედავდა თუ როგორ ეცვლებოდა ვაჟს დღითიდღე
ხასიათი, იმის მიუხედავად რომ გიორგი მანამდეც სერიოზული და გაწონასწორებული
ბიჭი იყო, ის ახლა უფრო გულჩათხრობილი და დანაღვლიანებული გახდა. სახლში
საღამოს დაბრუნებული თუ მთვარიანი ღამე იყო ბალახზე წამოწვებოდა და მთვარეს
შესცქეროდა. ქვრივმა დიდხანს უყურა ამას და ბოლოს როცა ვეღარ მოითმინდა კითხვები
დააყარა შვილს. აინტერესებდა რატომ შეიცვალა ასე, რა ხდებოდა მის თავს , და რატომ
იყო მუდამ გარინდული. გიორგი კი ლაკონიურად პასუხობდა: -კაცი როდის იყო რომ სულ
ერთ ხასიათზეა დედი?. ქვრივს მიაინც უკვირდა და კითხვები არ ასვენებდა . ბოლოს კი ის
ამბები გაუხსენა რომლებზე ფიქრსაც ვერ წყვეტდა. დრო იყო რომ პასუხი გასცემოდა მის
თითოეულ შეკითხვას: - იმდღევანდელი არ იყოს... დაიწყო მან. -ვენახში რომ იყავი მე
სადილი ჩამოგიტანე შენ ვერც კი შემამჩნიე ისე იყავი ბარზე დაყრდნობილი და
ჩაფიქრებული, ნუთუ რამე ხდება შენს თავს?

-დედი ფიქრი ტყუილად გაქვს, დაღლილი ვიყავ და ცოტახანი ვისვენებდი . არ ინერვიულო


რადგან არაა აუცილებელი ზედმეტი ფიქრი.

- რისი ბრალია ნუთუ ეგ?

-დრომ იცის და დაღლილობამ.

-ჯადომაც შვილო ჯადომაც.

გიორგის ეს უკანასკნელი სიტყვები გულზე მოხვდა, ადგა ფეხზე და დედამისს ხელი


მხარზე მოკიდა: -ახლა კი ძილის დროა.

გამთენიამდე ქვრივს კითხვები არ ასვენებდა. ისიც კი გაიხსენა რომ 2 წლის წინ


გიორგის სანადიროდ წასული 3 დღის შემდეგ სახლში ხელცარიელი დაბრუნდა . ამ ამბავს
შეაწერა ოთარაანთმა ეგ საქმეც. ბოლოს როცა ალიონი დადგა ქალი დაღლილი
ფიქრებს თავს ვერ უბამდა. ღონემიხდილი ერთ ავ ფიქრს რომ გადააგორებდა მეორე
უარესი მოსდიოდა თავში. ბოლოს კი ღვიძილი ძილად ექცა, ცხადი - სიზმრად. ჩანს ამ
ფიქრებმა ძილშიც არ მოასვენეს და რამდენჯერმე მძინარემ წამოიძახა : -ღმერთო , მიხსენ !
ღმერთო, მიხსენ!

ალექსანდრე კიკნაველიძე N172 საჯარო სკოლა

You might also like