You are on page 1of 2

თავი 7

ჯავრი დედისა

გიორგი 21 წლის ჭაბუკი გახლდათ, რომელიც ცოლის შერთვაზე არც კი ფიქრობდა.


ოთარაანთ ქვრივი კი ამაზე ძალიან სწუხდა.

ქვრივი ფიქრობდა იმაზე, თუ რა შეეძლო ექნა, მაგრამ იმასაც გაიძახოდა, რომ ეტყობა,
ზეცაში, ეს საქმე ჯერ არ გადამწყდარა და ღმერთს არ მოუწადინებია, მისი
გაბედნიერებაო. მას ძალიან უნდოდა, გიორგის შვილის მოვლა და ყველაფერს
დათმობდა, ამისათვის.

მის ამ წუხილს დაემატა ისიც, რომ ქვრივი ხედავდა თუ როგორ, ეცვლებოდა გიორგის
ხასიათი და დღითიდღე, ნაღველი ემატებოდა. გიორგი, უფრო გულჩათხრობილი და
ჩაკეტილი გახდა. იმის მიუხედავად, რომ მანამდეც არ დგებოდა ყირაზე და სერიოზული
ბიჭი იყო, ახლა უფრო დანაღვლიანებული გახდა.

სახლში საღამოს დაბრუნებული თუ მთვარიანი ღამე იყო, წამოწვებოდა ეზოში,


ბალახზე თავ-ქვეშ ორივე ხელს ამოიდებდა და შეჰყურებდა ცასა და ღრუბლებს
საათობით. რა მოერია და დაუღონა შვილი, ვერ გაეგო დედას.

- შვილო შინ მოდი, ნამუშევარი ხარ არ გაცივდე.


- არა დედი რა მიშავს! ცოტახანს კიდევ მამყოფე ასე.
- ძილის დროა შვილო! სადაცაა მზე ამოვა.
- ეჰჰ დედი... ზოგჯერ ძილიც, არაა ძილი.
- რატომ, შვილო?
გიორგი წამოჯდა..
- გიორგი... შვილო... არ მეტყვი რა დაგმართნია? დედა ვარ შენი, ვამჩნევ, რომ რაღაც
ნაღველი გაქვს.
- არა დედიჯან არა. ასე მიყვარს, მთვარიან ღამეში ჯდომა.
- ბოლო 2 წელია რაც ესე იქცევი. მანამდე არ იცოდი ასე. რატომ?
- განა კაცი, სულ ერთ გუნებაზეა! მაშინ ისე ვიყავი, ახლა ასე ვარ. დრო იყო ძუძუსაც
ვწოვდი, დრო მოვიდა გამომცხვარ პურს ვჭამ. ამით რა მერე?
- ის შვილო, რომ ჩემს გულშიც ჩაიხედე.
- ჩამიხედია დედი და ვიცი, რომ შიგ მარტო მე გიზივარ...
- მაგას არ გეუბნები! იმდღევანდელი არ იყოს!
- რა იმდღევანდელი?
- აი დასაბარად, რომ იყავი ვენახში. მე სადილი ჩამოგიტანე და რომ მოვედი შენთან ,
შენ მიწას შესცქეროდი. ვერც კი შემამჩნიე, რა ამბავი იყო? მაშინ არაფერი გკითხე
და კარგა ჩავიდე ეგ ამბავი გულში.
ქვრივმა გულზე დაიდო ხელი.
- წაშალე დედი ნაჭდევი, ტყუილად ნერვიულობ. რა უნდა ყოფილიყო? დავიღალე და
ვისვენებდი.
- ფიქრებით სად იყავი, რომ ვერც კი შემამჩნიე?! როგორი გონებადახშული იდექი.
განა ერთხელ ან ორჯერ მომხდარა, მსგავსი ფაქტი? მუშაობ, მუშაობ და უცებ ჰოპ და
გაირინდები. სადილ-ვახშამის დროსაც, ლუკმა გიდევს პირში და განაბული
იცქირები, საით ვერ გამიგია, მარა ისე ხარ თითქოს, ვიღაცამ მოგწყვიტა ჭამას და
კლდეზე დაგაყენა გადაგდების მიზნით.
- კაი დედი რა. ეგეც დრომ იცის!
- სხვა არაფერმა?
- იქნება და სხვამაც მაგრ...
- ჯადომა იცის შვილო ჯადომ!
გიორგის კი მოხვდა ეს უკანასკნელი დედის სიტყვები გულზე, კარგად ვერ მიხვდა
რატომ ახსენა დედამ ჯადო და გაიფიქრა თუ რა მოსატანი იყო ჯადო. ვერ მოასწრო
კითხვა და უცებ ელდა ეცა. თითქოს დიდი საიდუმლო გამოუაშკარავესო, თავი
უმადურად გაიქნია, ფეხზე წამოდგა, დედას მკლავზეხელი დაადო და უთხრა :
- ახლა წავიდეთ ძილის დროა. „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობაო “
შენგან გამიგია, დედი!
- „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანაო“ ნათქვამია ჩემო გიორგი.
ის კი ფიქრობდა თუ რა ექნა, ვერ გაეგო რატომ ჩაუღრმავდა დედამისი ამ საკითხს .

იმ ღამეს ოთარაანთ ქვრივს დილამდე ძილი არ გაკარებია. იმ დღის ნალაპარაკებზე


ათასნაირმა ფიქრმა არ მოასვენა. -მგონი საიდუმლო გამირკვა. სთქვა საბოლოოდ
თავისთვის, -მგონია მივხვდი.. დროც ერჩის და ხანიც მოუვიდა, რატომ არ მეუბნება ნუთუ
ვინ არის? ბოლოს თავი ინუგეშა არ უჭირს და იმიტომაო. მთელი ღამე ქვრივს თვალი არ
მოუხუჭავს, თავისთვის იწვა და ფიქრობდა თუ რა უნდა ყოფილიყო გიორგის თავს რომ
ასე შეცვალა იგი. -ორი წლის წინად სანადიროდ წასული სახლში 3 დღის მერე
ხელცარიელი დაბრუნდა კი თქვა არ იყო ნადირიო და მაშინ როგორ ვერ მივხვდი რომ
სხვა რამეში იყო საქმე? ეკითხებოდა თავის თავს ფიქრებში ჩაძირული დედა . -იმის მერეა
რომ შეიცვალა და შეიცვალა, ნუთუ რამე ფათერაკს გადაეყარა ამ ტიალ წუთისოფელში ?!
ფუი ეშმაკსა და იმის თავსა და ტანსა. ღმერთო მაშორე უბედურებასა, გადაიწერა
პირჯვარი სამჯერ მაგრამ ფიქრი კი თავს არ ანებებდა.

ამოვიდა ალიონი.. ოთარაანთი დაღლილი ფიქრებს თავს ვერ უქცევდა. -ღმერთო


მიხსენ! იძახდა ღონემიხდილი და ერთ ავ ფიქრს რომ გადააგორებდა მეორე მიეცემოდა .
ბოლოს დაიღალა, თვლემა მოერია და ღვიძილი ძილად ექცა, ცხადი - სიზმრად. ჩანს ამ
ფიქრებმა ძილშიც არ მოასვენეს და რამდენჯერმე მძინარემ წამოიძახა :

- ღმერთო, მიხსენ! ღმერთო, მიხსენ


- ალექსანდრე კიკნაველიძე N172 საჯარო სკოლა

You might also like