You are on page 1of 2

არაფერი მახსოვს

თავი 1

გავახილე თვალები და ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს ჩემს გვერდით ვიღაცა იწვა.ეს
ყველაფერი მართალი იყო, ,მაგრამ არ მახსოვდა და რაც არუნდა გასაკვირი იყოს, არც კი
ვიცოდი ვინ იყო. ყოყმანით შემოვტრიალდი მისკენ და ნათლად ჩანდა მისი სახე , რადგან
მზე შემოჭყიტებულიყო ფანჯრიდან და პირდაპირ მისკენ აეღო გეზი. მისი სახე უცოდველი
ბავშვივით სუფთა იყო. შავგრემანი, მოხდენილი წვერით და აჩეჩილი თმით. ერთი
სიტყვით ეს ბიჭი თავისი აღნაგობისდა მიუხედავად, შიგნიდან ნამდვილ ეშმაკად
მეჩვენებოდა, რადგან ვფიქრობდი,რომ მან შემიტყუა და ჩემს ნამუსს დაუკითხავად შეეხო .
საშინელი აზრები მიტრიალებდა თავში, რადგან სიშიშვლეს ვგრძნობდი , ან თუნდაც ,
ვიღაც უცნობთან ერთად რომ წევხარ, სხვა რა უნდა იფიქრო. ყურები დამიგუბდა , ჩემს
დამშრალ სახეს ჩემივე ცრემლები ასველებდა, თავი პარალიზებულ ადამიანად
ვიგრძნენი, რადგან შოკისაგან ვერც კი ვინძრეოდი.მინდოდა ის კაცი ისე მეცემა, რომ ვერ
შეძლებოდა ფეხზე წამოდგომა, ან თუნდაც სიკვდილი მონატრებოდა,მაგრამ რისი
გაკეთება შემეძლო, უბრალოდ ვტიროდი და მორჩა...ჩემმა ოხვრამ ის გააღვიძა .ისე
მშვიდად გამოიყურებოდა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო, მაგრამ რა ოცდამეერთე
საკუნეც არ უნდა იყოს, დღეს ასეთი ფაქტი მხოლოდ ქალებისთვისაა დამამცირებელი,
მითუმეტეს საქართველოში,სადაც ქალობა, უმეტესწილად მონობის ტოლფასია, კაცები კი
აულვილით აღსავსე მსეთი შემთხვევების შემდეგ უფრა და უფრო ამაყობენ , რადგან
ჰგონიათ, რომ ამით თავიანთ კაცობაში ამაღლდებიან.ახლა კი გამოვცოცხლდი და ჩემი
სიძულვილით აღსავსე მზერა მივაპყრე პირდაპირ თვალებში. ხმის ამოღება მან
დამასწრო:

----- გამარჯობა ლამაზო, ისეთი მშვენიერი ხარ თვალს ვერ გწყვეტ.გაგიმართლა რო


ჩემისთანა ლამაზ და სიმპათიურთან წევხარ, ამაზე მეტს ვერც იოცნებებდნენ ქალები .

----- გაჩუმდი შე ნაბიჭვარო. ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა, აქ საიდან მოვხვდი და რატომ
ვწევარ შენს გვერდით?

------ ანუ რა? ანუ შენ ახლა გინდა მითხრა, რო რაც გუშინ მოხდა არაფერი გახსოვს? მაგრამ
იცი რა, არაფერია გასაკვირი იმ ქალისგან,რომელიც წუხელ ფეხზე ძლივს იდგა და მაინც
არ ეშვებოდა სასმელს.ნუთუ არც ისიც გახსოვს, შენი დახმარების მიზნით გვერდით
მოგიჯექი და თვალს არ გაცილებდი?!

------ რა? რას ქვია მიცავდი?! მაინტერესებს რისგან ან ვისგან მიცავდი?! ძალიან გეტყობა
რომ მეხმარებოდი! იქნებ დაცვის სურვილით მომიყვანე აქ და შენს გვერდით დამაწვინე !
იმის გააზრებაც მიჭირს თუ რა შეიძლება მომხდარიყო გუშინ, ამაზე ფიქრსაც კი ვერ
ვბედავ და უმჯობესია რასაც ვფიქრობ არ იყოს მომხდარი.არც შენ გაწყობს ეგ
ნაბიჭვარო,_ გაცეცხლებული და პირიდან ცეცხგადმოფქვრეული ვეუბნებოდი ამას .

------ სამაგიეროდ აქ რომ არ დამეწვინე, არც შანსი გქონდა გამოძრომის და მითუმეტეს,


ერთის კი არა რამოდენიმე კაცის საწოლში შეიძლებოდა მოხვედრილიყავი , რადგან
არასწორი თვალით ათობით აღგზნებული თვალი გიყურებდა!

------ შენ ძონძის გაგდებულო, ანუ გგონია დამიცავი სხვისგან, მაგრამ ამავდროულად მე
მოგყავარ შენთან, ეს ყველაფერი შეიძლებოდა გამეგო იმ მიზნით, რომ მე ვყოფილიყავი
შენთან, მაგრამ სრულიად სხვა საწოლში! ვინაიდან და რადგანაც აქ ვწევარ, შენს
გვერდით,ესეიგი იმას ნიშნავს,რომ მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარეიყო ?!

------ მომისმინე, შეიძლება მოხდა ის, რაც გგონია, მაგრამ გაითალისწინე, მე შენ აქ ძალით
არ შემომიტყუებიხარ. მე ისეთი კაცი არ ვარ, არ ვგავარ სხვას!

------ ძალით არ შემომიტყუებიხარ-ში რას გულისხმობ?! არ გაბედო და ჩემს ქალობას


მეორედ ხაზი არ გაუსვა, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ,- ამ სიტყვების შემდეგ
წამოვვარდი ლოგინიდან და ერთი ძლიერი სილაც ვლეწე.

------ შენ შენს საქცილეზე პასუხის გება რომ არ შეგიძლია ძალიან კარგად ვხედავ! ამ
სილას კი გაპატიებ რადგან მესმის შენი და მეცოდები!

------ შენი დედაც... მერე აღარ გავაგრძელე. თანსაცმლის ჩაცმა დავიწყე და ეგრევე
კარებისკენ გავიქეცი.მაგრამ რატომღაც, თავის დაზღვევის მიზნით გავჩერდი და
გაფრთხილება დავუწყე მაგ ბიჭს: იცი რა, აღარ გაბედო და გზაზე აღარ გადამეყარო,
თორემ გარწმუნებ, მთელ შენს ნამოქმედარს განანებ, გასაგებია?!

------ ისე ჩემი სახელი და გვარი არ გადინტერსებს ამ ყველაფრის შემდეგ?- ირონიულად


შემეკითხა. აი ახლა კი ნამდვილად მინდოდა მომეხრჩო და მერე არ მენანა, მაგრამ თავს
ვიკავებდი, როგორღაც გავაღე კარიდა წამოვედი, მან რაღაც მომაძახა მაგრამ არ
მახსოვს რა.

You might also like