You are on page 1of 90

anri gozaliSvili

aneta

2021
შესავალი
თავი 1

ხის ძირას მჯდომი მოხუცის თვალებში უეცარმა ბრწყინვალებამ გაიელვა. ზაფხულის ის


ნანატრი დრო დადგა, მოხუცს სოფელში, შვილები ოჯახებთან ერთად რომ სტუმრობენ და
მარტოსული მოხუცის სახლში ჟრიამული რომ დაისადგურებს ხოლმე.

ნიკო პაპა, მაგრამ როგორც ერთ დროს ეძახდნენ ბატონი ნიკოლოზი, მკაცრი, ყაირათიანი
კაცია. წარსულში პოლიციის უმცროს ლეიტენანტს ისევ დიდ პატივს სცემენ მთელს სოფელში
და ხშირად სტუმრობენ-ხოლმე ყოფილი თანამშრომლები. მთავარი მიზეზი კი ის არის რომ -
ეცოდებათ. ეცოდებათ, როგორც შვილებისგან დავიწყებული მოხუცი, როგორც მიტოვებული,
მარტოსული ადამიანი, რომელსაც შვილები თავისთან ქალაქში არ ეპატიჯებიან და წელიწადის
თორმეტი თვიდან, ერთი ან ორი კვირით ჩადიან მასთან შვილიშვილები.
წმინდანია ჩვენი ნიკო პაპა. უფრო სწორად ყველა ცოდვა მოინანია პენსიაზე გასვლის
შემდეგ, ერთის გარდა და ეკლესიიდან გამოსულმა შვება იგრძნო, მაგრამ ღამღამობით
კოშმარები არ ასვენებს. ის ერთი არ აძლევს მოსვენებას, იმ ერთის აღიარებას არ ცდილობს
საკუთრ თავთან,რაც სინანულით აღსავსე მოხუცს სამარადისო ჯვარივით ზურგზე აწევს.

დაახლოებით 4 საათი იქნებოდა, როდესაც ჭიშკართან მანქანა გაჩერდა. უმალ


გადმოცვივდნენ პატარა ბავშვები და დაიწყეს ბაბუას ძახილი. ბაღჩაში საქმიან ნიკოს, ჩაესმა
შვილიშვილების ხმა, დაყარა სამუშაო იარაღები და სიხარულით გაიქცა მათთან
შესახვედრად. ორი პატარა გოგონა იდგა ღობის იქით. ისინი ელოდნენ ბაბუას თუ როდის
გაუღებდა მათ ჭიშკარს და როდის ჩაეხუტებოდნენ მონატრებულ მოხუცს. უფროს
შვილიშვილს, გიორგის, მანქანიდან ბარგი გადმოჰქონდა, დამწუხრებული სახით იყურებოდა
აქეთ-იქით და მამამის ეხვეწებოდა რომ უკან, ქალაქში, მასთან ერთად წაეყვანა.

მოხუცმა ჭიშკარი გააღო და გადაეხვია შვილიშვილებს.

- ბაბუ, იცი როგორ მოგვენატრე ? ძალიან - ახარა ბაბუას ბაბიმ.

- მე უფრო მომენატრე - დააყოლა ალისამ.

- მეც მომენატრეთ შვილებო, არც კი იცით როგორ მომენატრეთ - მუხლჩახრილმა მოხუცმა


ვეღარ მოითმინა და აქვითინდა.

- მამა, ბევრი დრო არ მაქვს, ისევ ქალაქში უნდა დავბრუნდე. შეატანინე გიორგის ბარგი და
მერე მოეფერე მაგათ - მანქანიდან გადმოუსვლელად მიაძახა ნიკო პაპას შვილმა.

- ამ ღამე სად მიდიხარ? ნამგზავრი ხარ, დაღლილი. ერთი დღე დარჩი, ჩვენებურ სუფრას
გაგიშლი, იმ საწოლში დაიძინე შენ რომ გიყვარდა ბავშვობაში, გახსოვს?! - ნოსტალგიური
ღიმილი დაეტყო მოხუცს სახეზე. ისე შეხედა შვილს, უნდოდა მთელი ემოციები შვილზე
გადასულიყო და მასაც ის ბავშვური, ერთ დროს დიდი და აწ უკვე დავიწყებული სიყვარული
გამოეღვიძებინა მის უფუნქციო გულში.
- მამა, უნდა ვიმუშაო.

- ერთი დღე რას გიწყვეტს შვილო? დარჩი, ჭირსაც წაუღია ეგ სამსახური...

- მამა წყალი მოდის?

- კი შვილო მოდის.

- საჭმელი გვაქვს?

- კი შვილო გვაქვს.

- გათბობა? ტელევიზია?

- კი შვილო.

- რატომ მეკითხები, ხომ იცი რომ ყველაფერი გვაქვს?

- გვაქვს, იმიტომ რომ მე ვიხდი გადასახადს და გიგზავნი საჭმლის ფულს. წელებზე ფეხს
ვიდგავ რომ არაფერი მოგაკლდეს, ჩემს დას საერთოდ არც ახსოვხარ! ახლა კი მეუბნები
რომ არ წავიდე და დავრჩე? მერე ვინ გამოგიგზავნის ფულს? ჩემი ერთი დღის გაცდენაც კი,
ფულის დაკარგვას ნიშნავს, მამა.

- შვილო, თბილისში სახლი გაქვს?

- რა კითხვაა, შენც ხომ იცი რომ გვაქვს?

- კარგი სამსახური?

- რაღაც მსგავსი გინდა მითხრა, რაც მე გითხარი? კარგი პირდაპირ თქვი, გისმენ.

- ჯერ კიდევ პატარა იყავი, როდესაც შენთვის სახლი რომ მეყიდა დღეს და ღამეს ვასწორებდი
და სახლი გაქვს, არც ერთი წამით დავფიქრებულვარ როდესაც შენს განათლებაში და
სხვათაშორის ხშირად გაცდენილ ლექციებში ათი ათასი ლარი გადაგიხადე და არც ერთი
წამით დავფიქრებულვარ როდესაც ამ მანქანის საყიდლად, რომლითაც ახლა ჩამოხვედი
პენსია წინსწრებით ავიღე. ახლა, შენ ყოველ თვე გამოგზავნილ 300 ლარს მაყვედრი? არ
ვიმსახურებ მამი შენგან....

გიორგი, რომელიც ოდნავ მოშორებით იდგა, ისმენდა ამ ყველაფერს, ხოლო მისი ბავშვური
გული სევდითა და დიდი სიყვარულით ივსებოდა ბაბუის მიმართ.
- კარგი, ერთი დღე არაფერს მიწყვეტს, ხვალ წავალ.
ნიკომ უპასუხოდ დატოვა შვილის ნათქვამი და გიორგისთან მივიდა.
- ბაბუა არ მოგენატრა? შე მაიმუნო შენა, რამხელა გაზრდილხარ! შეყვარებული არ გყავს?
მოდი, ჩამეხუტე!

გიორგი გადაეხვია ბაბუას, მაგრამ სცხვენოდა, სცხვენოდა რომ რამდენიმე წუთის წინ
მისგან გაქცევაზე ფიქრობდა, სცხვენოდა რომ მთელი გზა მამას ეხვეწებოდა უკან მალე
დაებრუნებინა, სცხვენოდა რომ ბაბუისგან ყოველთვის შორს იჭერდა თავს და სცხვენოდა,
რომ სცხვენოდა ბაბუასთან ურთიერთობა.

როგორც კი ნიკომ ბარგი დააბინავა, მაშინვე გავიდა მეზობლებთან და აუწყა მათ შვილისა და
შვილიშვების ჩამოსვლა. არ დაიზარა, შემოეარა მთელი სოფელი, სადაც კი ხმა მიუწვდებოდა
და დაეპატიჟებინა ისინი თავისთან, სახლში, შვილის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე.

ნიკო პაპას, როგორც უკვე აღვნიშნე დიდ პატივს სცემდნენ, ყველგან და ყოველთვის, მაგრამ
პატივისცემა ვერ გადაფარავდა მისი შვილისადმი თანასოფლელების ზიზღს. მოხუცი
ყოველთვის ცდილობდა რომ შვილის გათელილი რეპუტაცია აღედგინა. ხშირად მოჰყავდა
ხოლმე, საკუთარი მამის მაგალითი;

-მამა ამბობდა ხოლმე, ჩემ ცუდ შვილს, სხივის კარგი მირჩევნიაო. სიმართლე გითხრა მისი
კარგად მესმოდა, რა თქმა უნდა, ერჩივნა სხვისი შვილი, რადგან ის, მისი მოსავლელი არ
იყო, ერჩივნა რადგან სხვები ზრდიდნენ, სხვები ასწავლიდნენ, სხვები აცმევდნენ, სხვები
აძლევდნენ განათლებას და როცა მზა პროდუქტი მასთან მიდიოდა, რა თქმა უნდა,
მოსწონდა. მოსწონდა, რადგან თავად არასდროს უყიდია ჩვენთვის ჩასაცმელი, არასდროს
მოუცია სასურველი განათლება, არ იყო ჩვენს გვერდით განვითარების პროცესში. ახლა კი
ამბობს ჩემს ცუდს, სხვისი კარგი მირჩევნიაო... მე ჩემი მირჩევნია. მირჩევნია, იმის
მიუხედავად რომ პატივს არ მცემს, მირჩევნია იმის მიუხედავად რომ არ ვახსოვარ და დიახ,
მირჩევნია როგორიც არ უნდა იყოს . თუ რაიმე პრობლემა აქვს ეს მხოლოდ ჩემი
ბრალია და ჩემი დაშვებული შეცდომის შედეგია. - ამ სიტყვების თქმის შემდეგ,
დადარდიანებული ხრიდა თავს მიწისკენ და ელოდებოდა ხალხისგან შებრალებას.

დაპატიჟებული სტუმრებიდან, მეზობლების გარდა, არც ერთი არ მივიდა მისი შვილისთვის


გამართულ ვახშამზე. შვიდი წლის დაძველების ღვინო ამოიტანა ნიკომ მარანიდან, აი ის
ღვინო რომელსაც შვილიშვილის ქორწილისთვის ინახავდა და შვილის ჩამოსვლის
პატივსაცემად გახსნა. სუფრაზე, თამადად კარის მეზობელი გოგია აირჩიეს.
სადღეგრძელო დასრულებული არ ჰქონდა, რომ შემდეგ სადღეგრძელოს ამბობდა.

დაულოცა ნიკო პაპას შვილების და შვილიშვილების ჩამოსვლა, წასულების სადღეგრძელო


თქვა ნიკოს გარდაცვლილი მეუღლის თამადობით, ახალი თაობა დალოცა ბაბისა და ალისას
სახელით. საქართველოს სადღეგრძელო თქვა ლექსად და კიდევ სხვა მრავალი. როდესაც
ღვინომ დაათრო ასაკში შესული თამადა, სკამზე გადაწვა,თვალები დახუჭა და მშვიდად
ჩათვლიმა.
სასმელისგან შემთვრალ ნიკო პაპას წარსულის ბნელმა, გულში ღრმად შენახულმა
გრძნობებმა შეახსენეს თავი.

რთულია აღიარო, რომ საღიარებელი გაქვს, მაგრამ აღიარება ყოველთვის როდი კლავს
გულში ჩამხშვალ გრძნობებს.

დადარდინდა მოხუცი, მაგიდიდან მშვიდად ადგა და სახლის წინ ყვავილებით გალამაზებულ


ბაღში გავიდა.

ყვავილები უყვარდა ნიკოს უკანასკნელ სიყვარულს, ამიტომ იყო მისი სახლი მუდმივად
ყვავილებით დამშვენებული. ნიკო ხშირად ამბობდა, ყვავილები ჩემს გარდაცვლილ
მეუღლეს მახსენებსო და ყოველდღე რწყავდა მათ. უვლიდა ისე, როგორც უვლიდა მის
უკანასკნელ ბედნიერებას სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში. მოხუცის სუფრიდან ადგომა,
ქეიფით გართულმა სტუმრებმა ვერც კი შეამჩნიეს. მხოლოდ გიორგიმ დაინახა როგორ
გადიოდა ბაბუა ოთახიდან.

ნიკოს სახლი გრძელი ქუჩის ბოლოში იდგა. სამხრეთით და დასავლეთით უსწორმასწორო


გზის პირზე სახლები იყო ჩამწკრივენული ხოლო ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით
უღრანი ტყე ერტყა სახლს.

ლეგენდის თანახმად, ტყე იზიდავდა ყველა წმინდა სულის ადამიანს, რომელიც მას
სიმშვიდეს შესთხოვდა,მაგრამ იქ შესულს უკან აღარავის უშვებდა. ალბათ წმინდანების
ადგილი,თქვენს გვერდით არ არისო ფიქრობდა ტყე და ჩვენგან განაშორებდა ხოლმე. დედები
ტყის სულზე, ისტორიებით შვილებს აშინებდნენ, იმისთვის რომ ბავშვები ტყეში არ
შესულიყვნენ, იქ მართლაც ჯადოსნური და ამოუხსნელი საიდუმლო იმალებოდა. ხშირად,
დედებს, რომელთა შვილებიც ამავე ტყეში დაიკარგნენ, მათი შვილების ხმა გაუგიათ,მაგრამ
სოფლის მცხოვრებებს ბევრჯერ გადაუჩხრიკავთ ტყე და ვერავის კვალი ვერ უპოვნიათ.

სახლიდან გამოსულმა ნიკომ ქუჩაში გასეირნება გადაწყვიტა. ქვა-ღორღიან გზაზე


დაბარბაცებდა წინ და უკან მთვრალი მოხუცი, ზეცაში იყურებოდა და ვარსკვლავებს
აკვირდებოდა. არ იცოდა რა ბედი ეწია მის მეუღლეს სიკვდილის შემდეგ, მაგრამ
დანამდვილებით შეეძლო იმის თქმა, რომ ვარსკვლავების დანახვა მეუღლესთან აახლოვებდა.
დადარდიანებულს, საკუთარი დარდის შესამსუბუქებლად ბევრჯერ უთქვამს, რომ თუ ადამიანი
სიკვდილის შემდეგ ვარსკვლავებს უერთდება ცაში, მაშინ მისი მეუღლე იქნებოდა ყველაზე
კაშკაშა ვარსკვლავი რომელიც სამყაროში ოდესმე, ვინმეს შეუმჩნევია.

გიორგი, ბაბუას აივნიდან უყურებდა და ხალისობდა შემთვრალი კაცის, სიარულის


მანერაზე.

ნიკომ გახედა ქუჩის ბოლოს, ტყეს და პატარძალი დაინახა. იგი ხებს შორის დაძვრებოდა, ხან
ერთ ხეს მოეფარებოდა და ხან მეორეს. ნიკო, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ტყეს და შესძახა:

- რომელი ხარ მანდ?!

ტყიდან მხოლოდ დუმილი ისმოდა.


- პასუხის ღირსადაც არ მაგდებ? - წინ მიიწევდა ნიკო და თვალებს უშნოდ ჭუტავდა

კითხვას ისევ დუმილი და კალიების ჭრიჭინი მოყჰვა. უცებ, თეთრ კაბაში აქეთ-იქით ლაღად
მორბენილი ახალგაზრდა გოგონა ნიკოს წინ გაჩერდა და მისკენ დაიძრა.

- მე ვარ, ნიკო
- ანეტა? შენ ხარ? - სახეზე ხელები აიფარა ნიკომ და ბავშვივით ქვითინი მორთო.
გესმის?
დაინახა!

ის ქალი დაინახა, ვის საფლავზეც ყოველ კვირა, ყვავილებით მიდიოდა და ცხარე


ცრემლით ტიროდა ხოლმე.

ეს ის ქალია, ვისიც მიყვარდა ერთ დროს ფერება


რომ ვერ გაუძლო და დაიტირა ჩემმა ცრემლებმა
რაღა ვქნა, ღმერთო, დარდი ისევ ცოცხლად მერევა
ერთი მიყვარდა, ჩემს გულში მხოლოდ ერთი ეტევა

გაძეგლებულად იდგა ანეტა, დასისხლიანებულ თეთრ კაბაში, ნიკოს წინ.


- როდის წამიყვან? დავიღალე! - ჩაიმუხლა ნიკო და მეუღლის ფეხებთან დაეცა

გიორგიმ სწრაფად ჩაირბინა კიბეებზე, კარიბჭის უკან დაიმალა და ბაბუას უმზერდა.

- წამიყვანე! როდემდე ვიყო უშენოდ?.. დავიღალე, მენატრები, ღამე სულ შენ მესიზმრები!
- დროა, ჩემო სიყვარულო, წამომყევი - მშვიდი ტონით უთხრა ანეტამ და ხელი გაუწოდა.

ნიკომ მშვიდად მოჰკიდა ხელი, ანეტა წინ მიდიოდა და ნიკო უკან მშვიდად მიჰყვებოდა.

ჭიშკართან დამალულმა გიორგიმ დაინახა, რომ ბაბუა ტყისკენ მიდიოდა. ბაბუს ქცევებზე აღარ
ეცინებოდა, ყველა ის ქმედება რაც იხილა, სიმთვრალეს მიაწერა, მაგრამ მაგ ტყეზე ლეგენდა
ყველა ბავშვმა იცოდა და არც გიორგიც იყო გამონაკლისი. შეეშინდა ბაბუ ტყეში არ
დაიკარგოსო და ყვირილით აედევნა

- ბაბუ, სად მიდიხარ? - შესძახა გიორგიმ, პაპას.

აცრემლებული ნიკო შეტრიალდა გიორგისკენ და...

მოსახვევში, სწრაფად შემოსულმა მანქანის მძღოლმა მოხუცი ჰაერში ააგდო, ინერციამ


დაატრიალა და ძირს დაანარცხა. მძღოლმა მანქანა არ გააჩერა. სისწრაფეს მოუმატა და ისე
გააგრძელა გზა, თითქოს არაფერი მომხდარაო.

- ბაბუ ! - ძირს დავარდნილი მოხუცის დანახვაზე, გიორგი მივარდა ნიკოსთან.

რამდენიმე წამის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა მოხუცი მიწაზე, შემდეგ თვალი გაახილა,
აქეთ-იქით გაიხედა და სინანულით გაამოძრავა ტუჩები
- ეჰ...სიზმარი ყოფილა
- რა ყოფილა სიზმარი ბაბუ?
- ანეტა ყოფილა სიზმარი ბაბუ

გიორგის დახმარებით, ნიკო ნელა ადგა და კოჭლობით გაემართა სახლისკენ, როდესაც


ტყისკენ უკანასკნელად გაიხედა და გამომავალი სინათლოს შუქი დაინახა გიორგის
სთხოვა სახლში შესულიყო. თავად ბრწყინვალე ნათებას გაჰყვა. სიკაშკაშე თვლას სჭრიდა.
უნდოდა თავისი თვალით ენახა, რა იყო მისი წყარო. რაც უფრო ახლოს მიდიოდა, მით
უფრო მძაფრი ხდებოდა შუქი.

- მოდი ნიკო - გარდაცვლილი მეუღლის ხმა ესმოდა მოხუცს.

გიორგი, ტყეში შესვლის პირველი წამიდან, აედევნა ბაბუას. მირბოდა ნიკო და უკან
მისდევდა გიორგი. სინათლე ნელ-ნელა იკლებდა, ნიკო კი მისდევდა იმის იმედით რომ
ჩაქრობამდე მისწვდებოდა. 20 წუთის განმავლობაში მისდევდა ნიკო სინათლეს, 20 წუთის
განმავლობაში... როდესაც იღლებოდა ჩერდებოდა რამდენიმე წამით, ჩაისუნთქვადა ჰაერს
და აგრძელებდა სირბილს.

- ბაბუ, დამელოდე - შესძახა გიორგიმ ნიკოს და დაღლილი ხეს მიეყუდა.


ნიკო უკან მოტრიალდა. გიორგი რომ დაინახა შეკრთა, მიუახლოვდა და უსაყვედურა

- რა გითხარი მე? სახლში დარჩი-მეთქი! რატომ არ დამიჯერე?

- არ დავიკარგებოდი, მე ხომ ფეხდაფეხ მოგყვებოდი. ბაბუ, სად მირბოდი?

- სინათლეს მივსდევდი, აი, გაიხედე იქით - გაიშვირა ხელი სინათლისკენ.

- მე ვერანაირ სინათლეს ვერ ვხედავ ბაბუ.

- რისი თქმა გინდა რომ იქიდან ნათება არ მოჩანს?

- არა ბაბუ, მემგონი რომ გეჩვენება.

- არ მეჩვენება, კარგად შეხედე!

გიორგი მიხვდა, რომ ნიკოსთვის ეს შუქი, რომელსაც მხოლოდ თავად ხედავდა მხოლოდ
მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო, მაგრამ პაპა ასეთი ბედნიერი არასდროს ენახა. მიხვდა,
რომ ბაბუსთვის ეს შუქი მნიშვნელოვანი იყო და ამიტომაც დაეთანხმა.

- კი ბაბუ, ახლა დავინახე. შენი აზრით რა შეიძლება იყოს იქ?

- ხომ გეუბნებოდი. არ ვიცი,მაგრამ ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა ვნახოთ.


მიდიოდნენ მხარდამხარ შვილიშვილი და ბაბუა. ნიკო ბედნიერი იყო. სასწაულის გჯერა?
ნიკოს სახეზე ღიმილი წლებია არავის დაუნახავს, გიორგიმ კი მოახერხა მისი გაღიმება.
გააღიმა იმით, რომ ოდნავი სითბო და გვერდში დგომა გამოხატა ნიკოს მიმართ.

- ბაბუ, ბოდიში მინდა მოგიხადო - დამწუხრებული სახით შეხედა გიორგიმ, ნიკოს.

- რისთვის ბაბუ?

- რომ არ ჩამოვდიოდი შენთან.

- არაუშავს გიორგი. მთავარია ახლა აქ ხარ, ჩემთან.

- მამას შენთან კარგი ურთიერთობა რომ არ ჰქონდა, მეგონა რომ პრობლემა შენში იყო.
შენსა და მამას შორის რა მოხდა?

- ეგ დიდი ისტორიაა გიორგი. მამაშენი ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. ერთ დროს


ძალიან კარგი ბავშვი იყო, სანაქებო, მამის სასახელო...

- შემდეგ რა დაემართა?
- შემდეგ ცუდ წრეში მოხვდა. მამის რჩევებზე წინ, მეგობრების რჩევები დააყენა და
კისერიც წაიმტვრია.
- ძალიან მრცხვენია რომ არ გიცნობ. ერთხელ, ჩემი მეგობრი მიყვებოდა ბაბუამისი ომის
დროს როგორ ხტებოდა პარაშუტით თვითმფრინავიდან, როგორ შევარდა მტრის
ბანაკში ხელყუმბარის იმედად და გაანადგურა მათი ჯარი, როგორ შეაჩერა ატომური
იარაღის აფეთქება და მსოფლიო გადაარჩინა. მე კი არაფერი მქონდა მოსაყოლი და
მხოლოდ მას ვუსმენდი. ბაბუ, როდესმე ომში ყოფილხარ?
- ყველაფერი რასაც გეტყვიან, კი არ უნდა დაიჯერო გიორგი. ომში ვყოფილვარ, მაგრამ
არა როგორც ჯარისკაცი.
- ეგ როგორ?
- როგორც ბავშვი, რომლის გადარჩენასაც ცდილობდნენ მშობლები და სხვათაშორის
ჩემი და ანეტას ურთიერთობაც მანდედან იწყება.
- მომიყვები ბაბუ?
- მოგიყვები ბაბუ!
გიორგიმ ბაბუას ჩაჰკიდა ხელი და გაფართოებული თვალებით უმზერდა მას.
- კარგი… ყველაფერი დაიწყო, ასე - თქვა ნიკომ და ამოიოხრა.
მოგონებები
თავი 2

უბანში კარგი სამეზობლო გვყავდა. ჩემს წინ ჩემი ტოლი გოგონა ანეტა, არდადეგებზე
ჩადიოდა ხოლმე ბებია-ბაბუასთან. ძალიან უყვარდა დაბადების დღის ცხინვალში აღნიშვნა და
მეც ყოველთვის მპატიჟებდა-ხოლმე. რა თქმა უნდა, ერთად ვთამაშობდით, ვსწავლობდით და
ვერთობოდით, ისე როგორც ბავშვები ერთობოდნენ, ჩვენს ასაკში.

მახსოვს დენდის კომპიუტერი მიყიდეს მშობლებმა, მასში მართხკუთხედი დისკები იდებოდა და


ძირითადად 2D თამაშებით შემოვიფარგლებოდით ხოლმე. მაგრამ მაშინ თამაშები არ იყო
იმდენად ჩამთრევი, რომ გარეთ თამაშს მოვეწყვიტეთ და დრო კომპიუტერულ თამაშებში
გაგვეყვანა. რა თქმა უნდა, მაშინ არსებობდა პერსონალური კომპიუტერი, მაგრამ ძირითადად „
კომპიუტერებში“ ჰქონდათ. „კომპიუტერები“ ასე ვეძახდით ხოლმე ბავშვები, ინტერნეტ კაფეს,
სადაც მივიდოდით, 50 თეთრს ვიხდიდით და ვთამაშობდით სხვადასხვა თამაშებს, რომლებიც
მართლა იმდენად გვითრევდა რომ ხანდახან, სკოლაში გატანებულ საჭმლის ფულს
ვინახავდით, რათა საათობით შევსულიყავით კვირის ბოლოს „კომპიუტერებში“. კომპიუტერის
შეძენის საშუალება მისი სიძვირიდან გამომდინარე ოჯახების უმეტესობას არ ჰქონდა.

ქართული ფილმებისა და მუტფილმების ყურება გვიყვარდა მე და ანეტას. ვკამათობდით,


ბიჭიკო სწორად მოიქცა თუ არა, როდესაც ქალაქში გამოცდების ჩასაბარებლად წასულმა,
სოფელში ბებია-ბაბუასთან გადაუხვია. რატომ არ გატეხა გოგიამ ქვევრი პირდაპირ თუ მაინც
დაგორებას უპირებდა? ცრემლი მოგვდიოდა როდესაც თოვლის გუნდა, პატარა გოგონას
ცხოვრებიდან გაქრა და წვიმის წვეთებად გადაიქცა...

რაიონს, სოფელს და პატარა ქალაქს მრავალი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ მე ყველაზე
მეტად მაინც იმიტომ მომწონს რომ ყველა, ყველას იცნობს, ყველა, ყველას ნათესავი ან
მეგობარია და უფრო მჭირდრო კავშირი აქვს ხალხს ერთმანეთთან ვიდრე ეს ხდება ქალაქში.
ყოველ ღამე, მე და ანეტა სკვერში გადავდიოდით, სადაც ჩვენი ასაკის ბავშვები იყრიდნენ
თავს და თამაშობდნენ ხოლმე.

საქართველოში ვითარება დამძიმდა, მეზობელი ჯარით გვესტუმრა.

დედა მეუბნებოდა, არ შეშინდე, მრავალი ომი გადაგვიტანია და ამასაც გადავიტანთო. მამა


მოხალისედ ჩაეწერა. ანეტა ყველაზე მეტად ნერვიულობდა. არც ისე პატარა იყო, 9 წლის
ხდებოდა, მაგრამ ომი რა იყო კარგად ვერ იაზრებდა. იმასაც ვერ ხვდებოდა,განა რა
დავუშავეთ მეზობელს რომ ასე გადაგვეკიდა და ჩემს პატარა საქართველოს მოსვენებას არ
აძლევსო, იტყოდა ხოლმე თავჩაქინდრული, ტირილით. გვეგონა უსაფრთხოდ ვიყავით.
ყველაფრის მიუხედავად, ანეტამ პატარა, მოკრძალებული დაბადების დღე მაინც გადაიხადა.

მე და ჩვენს მოპირადპირე ქუჩაზე მცხოვრები პატარა ბიჭი, ედუარდი დაგვპატიჟა მშობლებთან


ერთან და მეორე სართულის ერთ პატარა ოთახში შევიყუჟეთ.
ტორტის ჩაქრობის დროც დადგა

შუქი ჩავაქრეთ.

დედამ შემოუტანა პატარა, მრგვალი, ტორტი ანეტას. უთხრა სურვილი ჩაეფიქრებინა და


ჩაექრო. ჩვენ,ბავშვები, მის გარშემო შევგროვდით და სიმღერა დავიწყეთ.

... იმიტომ რომ დღეს ანეტას, დაბადების დღეაა

მახსოვს როგორი მშვიდი ტონით უთხრა ანეტას, დედამ : დედი, სურვილი ჩაიფიქრე?
და ზუსტად მახსოვს ანეტას ბედნიერი გამოხედვა.

მიწა ძლიერად შეზანზარდა. შეშინებულმა დედებმა ჩვენ, ბავშვებს, ხელი მოგვკიდეს და


მეორე სართულის აივანზე გაგვიყვანეს. ცაში, თვითმფრინავები დავინახეთ. მაშინ კი
მიხვდნენ დედები რომ ომმა სერიოზული სახე მიიღო,მაგრამ ჩვენ არა მიგვახვედრეს რა.
ტორტზე სანთლები, სირბილის დროს ჩაქრა. ხელახლა ავანთეთ და ანეტას ვუთხარით:
თავიდან ჩაიფიქრე სურვილი.

ჩაქრა სანთელი, დაბნელდა და გაანათა წყვდიადი პირველმა რაკეტამ, რომელიც ჩვენი


სახლიდან მოშორებით ჩამოვარდა. განათდა მეორე , მესამე , მეოთხე. იბომბებოდა ცხინვალი
ყოველი მხრიდან, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე. იბომბებოდა ყველგან, ყველგან, სადაც
შეგვეძლო თვალის მიწვდენა.

დედებმა ხელი მოგვკიდეს და სარდაფში ჩაგვიყვანეს.

არც კი ვიცით, როგორ გადავრჩით იმ დღეს. ბნელ სარდაფში ჩამოიტანეს დედებმა ლეიბები
და პატარები გაგვახვიეს.

დაბომბვა რომ შეწყდა, მაინც ვერ ავდიოდით ზევით, შიშით.

იმ ღამით მამამ დარეკა და გვეხვეწებოდა რომ გაგვეძლო, ამბობდა ვერ შევეგუები თქვენს
დაკარგვას, თქვენზე ძვირფასი არავინ მყავსო.

ის ღამე, ერთმანეთზე ჩახუტებულებმა გავათენეთ. ვცდილობდით არ მოგვეხუჭა


თვალი,მაგრამ ბავშვებს გამთენიისას, მაინც ჩაგვთვლიმა.

დილით აივანზე ავედით.

ცხინვალისგან ფერფლი იყო მხოლოდ დარჩენილი და კვამლი აქა-იქ ასდიოდათ სახლებს.

მამები ჩამოვიდნენ. ანეტა თბილისში წაიყვანეს, მე ზესტაფონში.

ბებო ცოცხალი თავით არ მოგვყვებოდა თბილისში, იძახდა ჩემი ფესვები აქ არის და მე აბა
სად წავიდეო.

წამოვედით...

წამოვედით და იმავე დღეს, ცხინვალი დავკარგეთ

მამიდაჩემთან წაგვიყვანა ზესტაფონში, თავად კი ისევ ბაზაზე დაბრუნდა. ჩვენთან მოსვლამდე


შტაბის უფროსისთვის უთხოვია ჩემს ოჯახს გამოვიყვან სამშვიდობოზე და დავბრუნდებიო,
დიდი ხვეწნის შემდეგ გამოუშვიათ . მამიდა მეუბნებოდა მამაო ჩვენო დღეში 100ჯერ თქვი თუ
გინდა მამა მშვიდობით დაგიბრუნდესო და მეც დილიდან-დაძინებამდე ვლოცულობდი და
მამის დაბრუნებას ვთხოვდი ღმერთს.

მამა მშვიდობით დამიბრუნდა, ღმერთმა ჩემი ლოცვა გაიგო.

ედუარდის მამა ომში დაღუპულა, დედამ მითხრა.

რატომ? ის უფრო ჩუმად ლოცულობდა?!

რა ნახა ჩემმა თაობამ? ის რაც ბავშვებს უბრალოდ არ უნდა გვენახა. არ დაგვიმსახურებია

1 თვე გავჩერდით მამიდასთან. შემდეგ დევნილები ზოგი სად შეგვასახლეს დროებით და ზოგი
სად. ჩვენ საბურთალოზე ვიყავით, რომელიღაც სკოლაში. არ ფუნქციონირებდა მაგ დროს და
ჩვენ შეგვიშვეს. შეერთებულ მაგიდებზე გვეძინა და დღეში ძალიან მცირე დახმარებას
ვიღებდით. ძალიან გარიყულად ვგრძნობდი თავს, ჩემზე იძახდნენ დევნილიაო. არ ვიცოდი ამ
სიტყვის მნიშვნელობა,მაგრამ არ მომწონდა.

მერე რა მოხდა არ გაინტერსებს?!

სკოლა ფუნქციონირებას იწყებსო და ერთ საღამოს გაუფრთხილებლად დაგვიწყეს გამოყრა.


პირველ სართულზე საქართველოს და ნატოს დროშები გამოფინა ხალხმა და მცირე
აქციებივით მოაწყეს,მაგრამ არაფერი გამოვიდა რა...

ასე ვერაფერს მივაღწვეთო- ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა დევნილთა ოჯახმა.

სხვა ადგილი უნახავთ საცხოვრებლად. ჩვენც შემოგვთავაზეს მათთან ერთად წასვლა და


წავედით. ბუკიას ბაღთან, 20 მეტრში იყო ან დღესაც არის საბავშვო ბაღი, იქ შევსახლდით. ჩემი
ძმა იმავე ბაღში დადიოდა, მე კი იმ სკოლაში შევედი საიდანაც გამოგვყარეს.

შემდეგ დევნილთა სამინისტრომ წეროვანში, გორში, თბილისში, შაუმიანში, საგურამოსა და


კოდაში დევნილთა დასახლებებში გაგვანაწილა. მე გორში წამიყვანეს 45 ლარი დაგვინიშნეს
თითო სულს და არ ვიცოდით რაში გაგვენაწილებინა ეს ფული.

მამაჩემი ვერ იტანდა, უფრო მეტიც, ეზიზღებოდა თავისი თავი. იძახდა რა კაცი ვარ ახლა მე,
ჩემს შვილებს ლუკმა პური ენატრებათ და მე ვერაფერს ვაკეთებო. მამიდასგან ითხოვა მანქანა
და თბილისში წავიდა. დღეს და ღამეს ასწორებდა თურმე, უამრავი შეურაცხყოფის ატანა
მოუწია, უარმავი მთვრალი და შარიანი ადამიანის მომსახურება და ერთი თვის შემდეგ
გახარებულმა მოგვაკითხა.

სახლი იქირავა და თბილისში წამოგვიყვანა. პატარა სახლი იყო, მაგრამ არავინ გვემუქრებოდა
გამოგდებით, მცირედს ვჭამდით,მაგრამ არ გვეშინოდა რომ საჭმელი გამოგველეოდა.

მშობლებმა აიტეხეს, ჩვენმა შვილმა საუკეთესო სკოლაში უნდა ისწავლოს, ის არ უნდა


გამოსცადოს რაც ჩვენ გამოვცადეთო და კერძო სკოლაში შემიყვანეს.

იქ კი სულ შემთხვევით, ღმერთო,სულ შემთხვევით, მერხთან დამხვდა ანეტა.


სკოლაში
თავი 3

„საროჩკებში“ გამოწკეპილ, პატარა ბავშვს შორის მშვიდად მივაბიჯებდი ბოლოში, მარტო


მდგარი, სკამის დასაკავებლად. პირველი რაც ვიგრძენი, ანეტას ნახვისგან გამოწვეული
სიხარულის შემდეგ, ის იყო რომ იმ სოციუმს არ ვეკუთვნოდი, რომელშიც შევაბიჯე.
ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდათ ირგვლივ ბავშვებს, მე კი ისევ მეშინოდა. ისევ თვალწინ
მედგა ომი ფრაგმენტებად და ის სიმშვიდე, რომელსაც გარემო ჩემთვის ქმნიდა,ვერ მაძლევდა
მშვიდად ყოფნის მიზეზს. ისე იღიმოდნენ გეგონება,წარმოდგენა არ ქონდათ რამდენიმე კვირის
წინ რა მოხდა ქვეყანაში, ისე უხაროდათ თითქოს სხვა საქართველო ყოფილიყო მათთვის
შექმნილი - მშვიდი და ბედნიერი. კლასში მოდად, ბიზნეს პორთფელების ტარება ჰქონდათ
გადაწყვეტილი ბიჭებს, მე მეზობლის მოცემული, დახეული, მაგრამ გულით ნაჩუქარი
ზურგჩანთა მქონდა ცალ მხარზე გადაგდებული და ისე მივათრევდი წიგნებს, თითქოს ჩანთაში
აგურები მეწყო. ჩემი მკაცრი, ნაღვლიანი მზერა, უმალ მოხვდათ თვალში ახალ კლასელებს. მე
კი, მივდიოდი ნელი ნაბიჯით, ჩემი სკამის დასაკავებლად. ისეთ მერხებს ვხედავდი გარშემო,
როგორზეც ღამე მეძინა და სიხარულისგან, დიახ სიხარულისგან არ მჯეროდა, რომ ამ მერხებს
სწავლისთვის გამოვიყენებდი და აღარ შევუთავსებდი საწოლის ფუნქციას.

სწავლა ერთ-ერთი მთავარი, მაგრამ რიგითობით მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია


წარმატების მისაღწევად. პირველი ფაქტორი რა არის? პირველი ფაქტორი გავლენიანი
პატრონია, რომელიც შეგათრევს იქაც კი, სადაც არაფერი გესაქმება. ეს ჯერ კიდევ ღრმა
ბავშვობიდან მქონდა გააზრებული.

ყველა შვილს ჰყავს თავისი სუპერ გმირი. ჩემი სუპერ გმირები, ოჯახისთვის თავის შეწირვის
მხრივ ჩემი მშობლები იყვნენ, მაგრამ ვერც ერთი ვერ ქმნიდა ჩემს ქვეცნობიერში, იდეალის
პროტოტიპს, ვისი მიბაძვაც ცხოვრებაში მენდომებოდა. იცით რატომ?

მამა იყო ადამიანი, რომელიც მთელს სკოლაში საუკეთესოდ სწავლობდა. დედა ხშირად
ამბობდა ხოლმე, მამას უსწავლელი მეგობრები დღეს მაღალ თანამდებობებს იკავებენ და
მამაშენი, რომელსაც სკოლა ფრიადებზე აქვს დამთავრებული სამსახურს დღემდე ეძებსო. აბა
გამოიცანით, ვის მივბაძავდი მე? მამას თუ მამის გაუნათლებელ მეგობრებს? გულის სიღრმეში
მყოფმა მე-მ იცოდა რომ სწავლა, ყველაზე დიდი იარაღი იქნებოდა, რომლის მოცემაც ვინმეს
შეეძლო, მაგრამ ის ბავშვური დროსტარება ცალკე ეზოდან მეძახდა სიტყვებით - რა აზრი აქვს
სწავლას, თუ ამ ქვეყნის გადამკიდე მაინც პატრონი გჭირდება კარგი სამსახურის დასაწყებადო.

ისე ვიყავი სხვის იმედზე, თითქოს პატრონი მყავდა რა...

დედამ წასვლისას გამაფრთხილა, სწავლას გულდასმით მოვკიდებოდი,იმისთვის რომ ამ მძიმე


ყოფაში თავი გამეტანა. მამა მეუბნებოდა, ნუ გეშინია, დადგება დრო როცა ყველა პრობლემა
ჩაივლის და ბედნიერი იქენბიო,მაგრამ როდის ვიქნებოდი ბედნიერი? ხვალ? ზეგ? თუ ერთი
წლის შემდეგ, მხოლოდ ამის გაგება მინდოდა.
ნაქირავებ ბინაში მომიწევდა მთელი ბავშვობის გატარება, თუ სხვებივით მეც მეღირსებოდა
სახლი, საიდანაც არავინ გამომაგდებდა, რომელიც მხოლოდ ჩემი იქნებოდა. სურვილისამებრ
შევღებავდი კედლებს, ან ახლად გათეთრებულ კედლებზე ჯარისკაცებს დავხატავდი
საქართველოს დროშით ხელში.

ის განათლების სისტემა, რომელშიც მე მიწევდა განათლების მიღება, იყო ერთი დიდი


გაუგებრობა, თავისი მაჯლაჯუნა მასწავლებლებით რომლებიც დედაჩემს ურეკავდნენ
არჩევნებზე მმართველ პარტიას მიეცი ხმა, თორემ შენს შვილს ყურადღებას აღარ მივაქცევთო.
იმ მაჯლაჯუნა მასწავლებლებით, რომელთაც ეგონათ რომ კუთხეში დაყენებით ან ყურის
აწევით ინდივიდუალური თავისუფლების გამოხატვის აქტს ჩაახშობდნენ, ან იმ შეურაცხყოფით
რამეს დამაკლებდნენ, კლასის წინაშე რომ მეუბნებოდნენ საყვედურს, იმ მაჯლაჯუნა
მასწავლებლებით, რომლებიც ყურადღებას არ მაქცევდნენ რადგან დედაჩემი უცხოეთში იყო
გადახვეწილი და იცოდნენ, რომ უსამართლოდ დაკლებული ქულისთვის არავინ
მიუვარდებოდა და ვერავინ დამიცავდა.

12 წელი.

რაში დავკარგე 12 წელი წარმოდგენა არ მაქვს.

სულ არ მაინტერესებდა ქიმია,მაგრამ იძულებული ვიყავი მესწავლა იმისთვის რომ კლასში არ


ჩავეტოვებინე ამ უბადრუკ სისტემას და 12 წლიან დილეგს კიდევ ერთი წელი არ დამატებოდა.

რაში დავკარგე და კლასის მასხრების ყურებაში დავკარგე - შუა გაკვეთილზე რომ უეცრად
ახტებოდნენ სკამიდან და ყველაფერს აკეთებდნენ, ოღონდ კლასში ხმაური აეტეხათ.
ვხედავდი როგორ ამოიჩემებდნენ ხოლმე, ერთ მოსწავლეს და დასცინოდნენ. სულ ფეხზე არ
ეკიდათ, რას გრძნობდა?! მთავარია ისინი თავის ეგოისტ მეს ახარებდნენ.

რა თაობა მოდისო მშობლები იძახდნენ, სულ მკვლელობები ხდებაო, შვილის მარტო გაშვების
გვეშინიაო.

მაგ მშობლებს, მშობლობა მარტო ბავშვის გაჩენა რომ ჰგონია, შეურცხვათ ნამუსი. გაზრდას და
აღზრდას შორის განსხვავება ვერ უპოვნიათ. შვილის უზრდელ ქმედებებს ჰიპერაქტიულობას
რომ აბრალებენ და საკუთარი შვილები ანგელოზები რომ ჰგონიათ. ანგელოზი კი არა, შენს
შვილში უნდა ეძებო, პირველი დამნაშავე. უვარგისო...

კარგი...კარგი გვეყოს ამდენი ნეგატივი.

რაც შეეხება ანეტას

ეჰ ანეტა....

ანეტა აიყო მზის სხივი, რომელმაც კლასში შესვლისას უმალვე მომჭრა თვალი.

ანეტა იყო ღიმილის ავტორი, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ. მხიარული,მაგრამ


ინტროვერტი პატარა გოგო, თავისი უცნაური და გაუგებარი, ცვალებადი ხასიათებით. დღეში
მრავალჯერ ეცვლებოდა გუნება და ყველა ერთმანეთზე მეტად მიყვარდა. დილით შესაძლოა
სიყვარული ამოიეფრქვია პატარა გულიდან, ღამე კი ისე გაგბუტვოდა, სულ თავ-ბედს
იწყევლიდი. მაგნიტივით იზიდავდა ბიჭებს. იზიდავდა, მაგრამ ახლოს არავის უშვებდა.
მე, როგორც დევნილს, ღარიბი ოჯახის შვილს და ნათხოვარი ფეხსაცმელით მოსიარულე
ინდივიდს იმედიც კი არ მქონდა იმის, რომ ანეტას თავს მოვაწონებდი. ჩემს გარეშემო ხომ
ყელზე ყლინჯ წაჭერილი, გათამამებული მშობლის მიერ გამოპრანჭული ბიჭები უკრავდნენ
თვალს ან სასაუზმოდ მათთან დაჯდომას სთავაზობდნენ. აბა წარმოიდგინე, როგორია
უიღბლომ ასეთი მშვენიერება დაპატიჟოს „ბულკზე“, მაშინ როდესაც მთელი სკოლის ელიტა,
თვისი 13 წლის „ქურდი ბიჭებით“, „ძერსკი“ გოგოებით, მამიკოს გაბლატავებული ვაჟკაცებით
და მასწავლებლის შვილებით, რომელთაც სხვა მასწავლებლები თავზე ეფერებიან ერთ
ადგილას, კერძოდ კი „ბუფეტში“ იყრიან თავს და ახალ მიზეზს ეძებენ ვინმეს დასაცინად ან
უფრო უარესი, გასაჭორად. აი ისეთი ჭორის მოსაგონებლად, ყველა თავისი ინტერპრეტაციით
რომ ათრევს აქედან-იქით და ყველას ფეხზე ჰკიდია ამბის ტყუილ-მართალი.

ოღონდ იცინონ

ოღონდ თავად იცინონ

და ფეხზე არ ჰკიდიათ, სხვა რას იგრძნობს?

შევეჩვიე იმ ფაქტრს რომ დედა ჩემთან აღარ იყო და მამა გვიწევდა ორივე მშობლის ფუნქციას.
მაგრამ სიმკაცრე, აი როგორ გვზრდიდა. როდესაც ჩვენი ტოლი გოგო-ბიჭები გარეთ,
სათამაშოდ გადიოდნენ, მამა არ გვიშვებდა ხოლმე - გვსვავდა მაგიდასთან, პატარა ხის
სკამზე,თავზე გვედგა და სწავლაში გვეხმარებოდა. ხშირად უთქვამს: - არ მინდა ჩემს შვილს
ისეთი მომავალი ჰქონდეს, როგორი წარსულიც მე მქონდაო.

ბავშვები არ მიცნობდნენ, სწორედ ამიტომ ხშირად დაგვიცინოდნენ.აი ეგ სიცილი... აი ეგ


სიცილი გულზე ლოდად მედო და იმდენად გულში ჩარჩა, რომ როდესაც ქუჩაში სიცილის ხმა
მესმოდა მეგონა ყოველთვის ჩემზე იცონოდნენ.

ანეტა კი..

აი ანეტა სხვანაირი იყო..

აბიბინებულ ბალახზე, გარიყული,უჩვეულოდ გაფურჩქნილი ვარდივით სიუცხოვის განცდას


სძენდა გარემოს.

მარტივი გამოსაცნობია ვინ გახდა კლასში ჩემი პირველი მეგობარი.

მიუხედავად იმისა,რომ ამ პერიოდში ჩემთან მეგობარობა ქველმოქმედების ტოლფასი იყო და


უნდა შემერგო, ის რასაც მაძლევდნენ, საოცრად დიდი ეჭვიანობით გამოვირჩეოდი.მინდოდა
რომ ანეტა მხოლოდ ჩემი მეგობარი ყოფილიყო და ეს ეგოიზმი ზოგჯერ ისე მაშორებდა
მასთან, რომ ხანდახან კვირების მანძილზე არ ვცემდით ერთმანეთს ხმას.

იყო დრო როდესაც მის მიმართ, მხოლოდ მეგობრული დამოკიდებულება გამაჩნდა და ისიც
ჩემს მიმართ იგივე გრძნობით იყო განწყობილი.

ასეთ, უბრალო მაგრამ განსაკუთრებულ ურთიეთობაში გადიოდა დრო. ჩვენ ვიზრდებოდით,


გვეცვლებოდა ინტერესები, შეხედულებები,მაგრამ მე მის მიმართ გრძნობები გამიძლიერდა და
სიყვარულში გადამეზარდა.

მე-10 კლასის ბოლოს, როცა მე და ჩემი ძამიკო წამოვიზარდეთ, ქვეყანაში ეკონომიკური ფონი
კიდევ უფრო დამძიმებული იყო. ლარის დოლართან გაუფასურებამ, საკვებზე, ბინის ქირაზე და
სხვა მოთხოვინებებზე თუ საჭიროებებზე ფასები გაზარდა. მთელი ქვეყანა ხელფასს ლარში
იღებდა, მათ შორის მამაჩემიც, პროდუქცია კი დოლარში შემოდიოდა. ოჯახში კი საკითხი
ჩამოვარდა იმასთან დაკავშირებით რომ, ვიღაც უცხოეთში უნდა წასულიყო და უფრო მტკიცე
ვალუტა - დოლარი ან ევრო უნდა გამოეგზავნა. აი ეს ის დროა, რომ მოგიყევი რამდენიმე
წამის წინ, დედა წასული იყო უცხოეთში და ყურადღებას ვერ მაქცევდათქო. დიდხანს ბჭობდნენ
მშობლები, ვინ იქნებოდა ის ვიღაც. ბოლოს დედამ გადაწყვიტა ეს დიდი უღელი თავის თავზე
აეღო და იტალიის ქალაქ რეჯო-დი-კალაბრიასკენ გაემართა.
მე და ანეტა

თავი 4

ჩემი და ანეტას, მეგობრული ურთიერთობა, შემდეგ საფეხურზე ვერ გადადიოდა.

როგორც მეგობარი, ანეტა შესანიშნავად მიგებდა, მაგრა მე არ ვიყავი ის ბიჭი, რომელშიც


ანეტა მეორე ნახევარს დაინახავდა.

მისი ყურადღების ცენტრში უფრო, თამამი, მკაცრი, მოძველბიჭო კატეგორიის ბიჭები


ექცეოდნენ. ერთხელ, მახსოვს წამოსცდა, ასეთი ბიჭები იმიტომ მიყვარს რომ თავგადასავლებს
ვეძებ და მათ შეუძლიათ ამის მოცემაო.

ხშირად მესაუბრებოდა სხვადასხვა ბიჭებზე, რომლებიც მის აღტაცებას იწვევდნენ. მაგრამ ვერც
ერთხელ, ვერ გავბედე რომ საკუთარი თავი,სხვა კუთხით წარმედგინა მისთვის.

მეშინოდა.

მისი, დაკარგვის მეშინოდა.

როდესაც გაიგებდა რომ ის მეგობარზე მეტი იყო ჩემთვის, ვფიქრობდი რომ ჩამომშორდებოდა
და გვერდით აღარ მეყოლებოდა.

მაგ პერიოდში ერთ ბიჭს ხვდებოდა.

ღმერთო, რა ერქვა?!

გიო, გიგა, გუგა თუ, გიგი..

გენადი.

ხო, გენადი.

გენადის, ყოველ უაზრო ქმედებაზე, ჩემთან მორბოდა და ტირილს იწყებდა.

რატომ არ მიმართლებს ბიჭებშიო - სლუკუნით იტყოდა და ცრემლით მხარს მისველებდა


ხოლმე.

შემდეგ გადიოდა რამდენიმე დღე, ბავშვივით ივიწყებდა წყნეას და ისევ მასთან ბრუნდებოდა.

მე და გენადის კარგი ურთიერთობა არ გვქონია.

იმის მიუხედავად რომ, არ ვაძლევდი საეჭვიანოდ მიზეზს, ვერ მიტანდა.

ყოველთვის პოტენციურ კონკურენტს ხედავდა ჩემში და ანეტას, დაჟინებით სთხოვდა ხოლმე


რომ ჩემთან ურთიერთობა გაეწყვიტა. ხშირად გამხდარა ჩვენი მეგობრობა მათი ჩხუბის მიზეზი
და ხანდახან დაუფიქრებლად, მწყობიდან გამოსულ ანეტას დავუდანაშაულებივარ კიდეც მათი
ურთიერთობის გაფუჭბაში.
23 თებერვალს, ჩვენმა კლასმა, ერთ-ერთი მშობლის ინიციატივით, ექსკურსიაზე წასვლა
დაგეგმა, ბორჯომში.

22 თებერვალს, ღამით, ანეტამ დამირეკა

- რას შვები ნიკო, როგორ ხარ


- კარგად, ანეტ შენ?
- რავიცი მეც კარგად. ხვალ ექსკურსიაზე ხომ მოდიხარ?
- კი, სავარაუდოდ მოვდივარ.
- სავარაუდოდ კი არა, უეჭველად უნდა წამოხვიდე. შენ თუ არ იქნები იქ, აბა მე რა მინდა?
- კარგი წამოვალ - ვუთხარი და გავიღიმე
- ძალიან კარგი, კარგია ბორჯომი. ამბობენ რომ ბორჯომის წყალს, აი პარკში რომ არის,
საკმურნალო თვისებები აქვს.
- კი ვიცი ეგ. გინდა კარგი იდეა გითხრა?
- აბა...
- ერთი, ოც ლიტრიანი ბოცები წავიღოთ, ავავსოთ წყალი და თბილისში გავყიდოთ.
- შენ სულ ფულის გაკეთება როგორ გელანდება - მითხრა და ჩაიცინა.
- ხომ - უხასიათოდ დავრუბუნე პასუხი.
- რაზე გირეკავ იცი?! ხვალ...
- ხვალ, რა?
- გენადიც უნდა წამოვიყვანო.დამრიგებელს ვთხოვე და არ იქნება პრობლემაო.
- მერე, მე რატომ მეუბნები მაგას?
- არ მინდა ცუდად გაიგო, უბრალოდ..
- უბრალოდ, რა?
- ნიკო მაცადე. სიტყვებს ვარჩევ სწორად... არ მინდა ისე გითხრა რომ გეწყინოს.
- გასაგებია. შენგან თავი შორს დავიჭირო?
- ხო, ანუ, არა. განა იმას გეუბნები რომ ჩემგან მოშორებით იყავი ხოლმე-თქო. უბრალოდ
ეცადე რომ ჩახუტება და მსგავსი რაღაცეები არ გინდა რა.
- გასაგებია. არ არის პრობლემა მართლა.
- ვიცოდი რომ გამიგებდი.
- როგორ შემიძლია, მე შენ არ გაგიგო - მორცხვად ჩავილაპარაკე და ყურმილი გავთიშე.

კედელზე ჩამოკიდებულ, ჩარჩოში ჩასმულ, ჩემი და ანეტას სურათბს შევხედე და ყოველი


მათგანი სინანულით ჩამოვხსენი.

- მა, ხვალ შენი კლასელების მშობლებიც იქნებიან ექსკურსიაზე? - გამომძახა


სამზარეულოდან მამაჩემმა
- კი, სამი ან ოთხი მშობელი მოგვყვება - ვუპასუხე მე და დასაძინებლად დავწექი.
- გინდა მეც წამოგყვე? - თავი შემოყო ოთახში და სიცილით მკითხა
- არა, რატომ იცინი? - ვიუარე და ინტერესით ვკითხე მამას

მამა, შემოვიდა ოთახში, ხელში კომპიუტერი ეჭირა, საწოლზე წამოწვა და ლეპტოპი ფეხებთან
დამიდო.

- აგერ, ამიტომ - გამომხედა და ხელი ეკრანისკენ გაიშვირა


- დე, როგორ ხარ? - გაისმა ხმა კომპიუტერიდან
- დედაშენს უნდა რომ წამოვიდე- ჩაიჩურჩულა მამამ.
- დედი, კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? - ვუპასუხე მე
- კარგად, ხვალ სად მიდიხართ დედი?
- ბორჯომში მივყავართ მასწავლებელს.
- მერე არ გინდა რომ მამა გამოგყვეს?
- არა. სირცხვილია. ყველას დედა მიჰყვება და მარტო მე ხომ არ წავიყვან მამას?
- კარგი, დედი, როგორც გინდა. მაგრამ მასწავლებელს არ მოსცილდე იცოდე.
- დედა, 17 წლის ვარ უკვე.
- თავი დიდი ჰგონია - უთხრა დედას, მამამ და თვალი ჩაუკრა.
- Marina, Where are you? - გაისმა ხმა კომპიუტერიდან.
- ორი წამით დამელოდეთ - გვითხრა დედამ.
- ვინ არის? - შეეკითხა მამა.
- ის ქალია ვისაც ვუვლი.
- do you hear me?
- Yes, madam. i am in living room, i'm talking with my family. - უპასუხა დედამ
- i don't care your family . i want tea - დაუბრუნა პასუხი მოხუცმა
- უნდა წავიდე ხალხო, თავს გაუფრთხილდით.
- why are you moving so slow, marina. hurry up - დაიყვირა მოხუცმა.
- i am coming - სევდიანი ხმით წარმოთქვა დედამ და კომპიუტერი დახურა.
- რა ვქნათ მა, დედაზე? - შევუტრიალდი მამას.
- რა უნდა ვქნათ? - გაკვირვებულმა შემომხედა.
- ერთი წელია იქ არის, არადა იძახდა რამდენიმე თვით მივდივარო.
- არ ვიცი, მართლა. სახლისთვის ვაგროვებთ ახლა ფულს, რომ დაოჯახდებით შენ და
შენი ძმა, გვინდა რომ საკუთარი სახლები გქონდეთ.
- ორი სახლის ფულს როდის მოაგროვებთ?
- არ ვიცი, მაგრამ თქვენ ისე არ დაგტოვებთ - მითხრა მამამ, შუბლზე მაკოცა და გავიდა.

მე ხვალინდელი ექსკურსიითვის მოვემზადე.

***
დილის რვას რომ ხუთი წუთი აკლდა უკვე სკოლასთან ვიყავი.

შორიდან დავინახე, ავტობუსი სკოლისგან მოშორებით როგორ დაეყენებინა მძღოლს და


კლასელები, ნელ-ნელა იკავებდნენ ადგილებს.

მასწავლებელმა დამინახა და დამიძახა: - ნიკო სად ხარ აქამდე?!

მეც რაც ძალა და ღონე მქონია გავიქეცი ავტობუსისკენ.

ასვლისას მასწავლებელმა, მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი მე კი, ანეტას ძებნა დავიწყე.

ფრთხილად მივაბიჯებდი, სკამებს შორის და თვალებით ანეტას ვეძებდი.


- ნიკო, მოდი ჩემს გვერდით დაჯექი - მითხრა სალიმ და მომღიმარი სახით შემომხედა
- მოვალ, სალი - ცივად ვუპასუხე და განვაგრძე სიარული.

მთელი ავტობუსი მოვიარე,მაგრამ ანეტა, მაინც ვერ ვიპოვე.

ალბათ ჩაეძინა. იქნებ წამოსვლა გადაიფიქრა ან ისევ გენადიმ აწყენინა.

რას გაიგებ...

უკან, ორი ცარიელი სკამი დავინახე და ფანჯარასთან დავჯექი

- ყველანი აქ ხართ? - წარმოიძახა მასწავლებლმა


- არა, ანეტა არ არის! - შევძახე მე
- დავურეკავ, დაიცადეთ.
- წავიდეთ ხალხო დროზე, თორემ ჩამოსვლა დაგვაგვიანდება - უკმაყოფილოდ
ჩაილაპარაკა მძღოლმა.

სკოლის წინ, შავი ჯიპი გაჩერდა.

ანეტა სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და ავტობუსისკენ გამოიქცა.

- მასწ! მოვიდა ანეტა! - დავიყვირე და ხელი ანეტასკენ გავიშვირე.

ანეტამ შემოუარა ავტობუსს და ამოვიდა

- არაფერი არ მოგაქვს? - ჰკითხა მასწავლებელმა ანეტას


- დიახ, დიახ მომაქვს. ჩემი ნათესავიც მოდის და იმას მოაქვს. ორი წუთით დაველოდოთ
რა. - ქოშინით წარმოთქვა ანეტამ და ხელებით წელს დაეყრდნო.

გავიხედე ფანჯრიდან და დავინახე, როგორ მოჰქონდა გენადის ზურგჩანთა.

ანეტამ შორიდან დამინახა და ჩემსკენ გამოემართა.

მომიახლოვედა და გვერდით დამიჯდა.

- რას შვები? როგორ ხარ- მითხრა და მხარზე ხელი მომარტყა.


- რავი, წამოვედი შენი ხათრით - მივუტრიალდი და გავუღიმე.
- კარგი ბიჭი ხარ.
- ნათესავი?
- ხო, მასწავლებელს რომ ვუთხრა შეყვარებულიაო, რასაც იფიქრებს ხომ იცი.
- ზოგადად, ასაკობრივ შეზღუდვებს არ ვემხრობი,მაგრამ რვა წელი სხვაობა ბევრი არ
არის?
- კარგი, ახლა თავიდან დაიწყე?

გენადი ამოვიდა ავტობუსში და ანეტამ ხელი დაუქნია.

- ცარიელი ადგილები არ არის? - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და აქეთ-იქით დაიწყო


ყურება.
- კი, ჩვენს გვერდით არის ერთი ცარიელი ადგილი - უპასუხა ანეტამ
- ორი მინდა რომ ერთად იყოს - თქვა გენადიმ და სათვალე, ჩანთაში ჩააგდო.
ფანჯარაში გავიხედე.

- არ გინდა რომ, მანდ მე დამსვა და შენ ამ სკამზე გადაჯდე? - მომიტრიალდა გენადი და


თავისუფალი სკამისკენ მიმითითა.
- გადავჯდე?! - გავხედე გენადის
- ხო, რა იყო. შეყვარებულები ვართ და ერთად გვინდა დაჯდომა.
- არ გეწყინოს რა, მაგრამ ასე სჯობს - ხელი მაჯაზე დამაყრდნო ანეტამ.
- კარგი, როგორც გინდა, ანეტ - მოვკიდე ზურგჩანთას ხელი და წინა რიგებისკენ წავედი.
- სად მიდიხარ? აქ დაჯექი რა, ჩვენთან - წამომაძახა ანეტამ
- არა, იყოს. სალისთან დავჯდები - ვუთხარი და სალის მივუჯექი გვერდით.
- შენ რა გინდა?დაჯდეს სადაც უნდა - უთხრა გენადიმ ანეტას და ხელი გადახვია.
- დაჯდეს... - წარმოთქვა ანეტამ და ჩვენსკენ გამოიხედა.

მძღოლმა ავტობუსი დაძრა.

ზურგჩანთა ფეხებთან დავიდე და სალის მივუბრუნდი

- შეიძლება რაღაც გკითხო? - მითხრა სალიმ.


- რა თქმა უნდა - დაღონებული სახით შევხედე მე.
- ანეტა გიყვარს?

მოიცა

მოიცადე

მოდი, ერთი ნაბიჯით, უკან დავიხიოთ.

ვინ იყო სალი?

სალი, ჩვენი მასწავლებლის შვილი იყო, რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარდი. ხშირად, დედას,
მხოლოდ იმიტომ მოჰყვებოდა ხოლმე ჩვენს სკოლაში რომ უკან, ჩემს გვერდით, დამჯდარიყო.
ამას კი, მხოლოდ მაშინ ახერხებდა, როცა ანეტა სკოლას აცდენდა. სხვა შემთხვევაში
უბრალოდ, მასწავლებლისთვის განკუთვნილ სკამზე იჯდა და შორიდან შემომციცინებდა
ხოლმე, მწვანე თვალებით.

ახლა ისევ ისტორიას დავუბრუნდეთ.

- ანეტა გიყვარს? - მკითხა სალიმ და ჩვეული ღიმილით გამომხედა.


- კი, მიყვარს - მორცხვად შევხედე სალის.
- ვიცი. სიმართლე გითხრა, მას არ ეტყობა რომ მოსწონხარ.
- გამოიცანი აი ის ბიჭი, გვერდით რომ უზის, მართლა მისი ნათესავი კი არ არის,
შეყვარებულია.
- მაგას მივხვდი უკვე, ანეტას ეტყობა რომ ბედნიერია.
- ასე ფიქრობ?!
- კი.

ბორჯომში ჩასვლისას, სეირნობით შემოვიარეთ მთელი ქალაქი

სალომე მე, ხოლო გენადი ანეტას არ შორდებოდა გვერდიდან.

მე და ანეტა ხშირად შევხედავდით ერთმანეთს და სევდიანად დავხრიდით ხოლმე თავს.


პარკის შესასვლელში, მოხუც კაცს მანქანა გაფუჭებოდა და ბიჭები დასახმარებლად
მივარდნენ.

მე ანეტას მოვკიდე ხელი და პარკისკენ წავიყვანე.

- არ დაველოდოთ ბავშებს ? - მკითხა ანეტამ.


- მოიცა რა, რადროს ბავშვებია, წამოდი ჩვენ გავისეირნოთ.
- კარგი,მაგრამ გენადი ძებნს დამიწყებს.
- არ იდარდო, გიპოვის თუ მოინდომებს.
- სად მივდივართ?
- აი იმ კლდეზე უნდა ავიდეთ - ვუთხარი და თითით მივანიშნე.
- გაგიჟდი? აქ უნდა ავძვრეთ?
- არა სულელო, კიბეებია მეორე მხარეს.
- უი, ხო...
- მართლა გიყვარს გენადი? - მორცხვად ვკითხე ანეტას.
- არ ვიცი. ბოლო თვეებია ისე იქცევა...
- ისე, როგორ?
- არ ვიცი, შეიცვალა. თავიდან 24 საათი ჩემთან ყოფნა უნდოდა, სულ მეკითხებოდა
როგორ ვიყავი, ვჭამე თუ არა, თავს როგორ ვგრძნობდი, ყოველ კვირა, ვარდები
მოჰქონდა ხოლმე ჩემს სახლთან.
- ჰომ.. ვარდები მოჰქონდა - ვთქვი და თავი დავხარე.
- რა იყო? თითქოს პირველად გაიგე რომ ვარდები მიყვარს - წარმოთქვა ანეტამ.
- არა, მე თუ არ, აბა ვინ იცის ეგ. კარგია რომ ვარდები, მომქონ.. მოჰქონდა
- მოგქონდა?
- არა, დაივიწყე.
- არა რა დავივიწყო, ახლა თქვი მომქონდაო.
- არა, გაგიჟდი? მეგობრისთვის ვარდები ვის მიაქვს? - ვუთხარი უხერხულად და
გადავიხედე კლდიდან.
- ხო, მართალი ხარ.
- კარგი, შემდეგ?
- შემდეგ ის რომ...
- რომ რა?
- რომ.. ის შემომთავაზა - სიმორცხვით ჩაილაპარაკა ანეტამ.
- არ არსებობს, არ მითხრა რომ ეგ გააკეთე - აფორიაქებული წამოვხტი ფეხზე.
- არა, რომ არ გავაკეთე, მაგიტომ შეიცვალა. ადრე ყურადღებიანი იყო, ახლა მე თუ არ
გავახსენე თავი არ ვახსენდები. ადრე, იმას ამბობდა ჩემს გოგოს ხელი ზედმეტად არ
დაედოსო, ახლა წერეთელზე ხალხის წინ დამარტყა.
- დაგარტყა? - აღშფოთებულმა გავხედე გენადის, რომელიც პარკში, სალის
ესაუბრებოდა.
- ხო. როგორ ბედავ რომ ორჯერ მამეორებინებ ნათქვამსო.
- აქამდე რატომ არ მითხარი? ან ხალხმა რა გააკეთა რომ დაგინახეს?
- არაფერი. რა უნდა გაეკეთებინათ, სიარულით იყვნენ დაკავებული - სევდიანად ჩაიცინა
ანეტამ.
- ამ ყველაფრის შემდეგ, რატომ არ შორდები?
- გახსოვს, 5-6 თვის წინ, რომ გითხარი დაშორებას ვაპირებ მეთქი?
- კი მახსოვს.
- მაშინ ვუთხარი გშორდები და ჩვენს შორის ყველაფერი მორჩათქო.
- მერე?
- მერე სახლში მომაკითხა.

***

ღამის 10 საათია და მხოლოდ კალიების ჭრიჭინი თუ ისმის ქუჩაში.

კაციშვილი არ გამოდის გარეთ.

ორიოდე მანქანა თუ გაივლის ან გამოივლის გზაზე, ესაა და ეს.

გენადიმ მომწერა, რომ ჩემი ნახვა უნდოდა.

ნასვამი იყო.

გარეთ გასვლაზე, კატეგორიული უარი განვუცხადე.

მომწერა, ან დღეს გამოხვალ ან დღეიდან ჩემს სახელს აღარ ახსენებო.

უარი ვუთხარი და დედაზე შემაგინა.

დავბლოკე.

ღამის პირველ საათზე, როდესაც შუქი ჩავაქრე და დასაძინებლად გავემზადე,ჩემი ოთახის


ფანჯარას კენჭი მოხვდა.

ერთხელ, ორჯერ...

მივვარდი ფანჯარას და შევძახე;

- რას აკეთებ! გატყდა ფანჯარა!

გენადის, მანქანა ტროტუარზე ჰყავდა გაჩერებული და აქეთ-იქით დაბარბაცებდა.

- დროზე ჩამოდი, თორემ მე ამოვალ - ამომძახა და მანქანაში სიმღერას აუწია.


- სად უნდა ჩამოვიდე გენადი?! შუა ღამეა.
- მერე რა, ჩამო.
- არა, ვერ ჩამოვალ ამ ღამე.
- ჩამოდი, თორემ მე ამოვალ! - გაიმეორა გენადიმ და მანქანის კარები დაკეტა.
- კარგი დამელოდე! - მივაძახე და ტანსაცმელი ამოვიცვი.

სწრაფად ჩავირბინე სადარბაზო და მანქანასთან მივედი.

- ჩაჯექი დროზე სანამ მეზობლები დაგინახავენ - მითხრა გენადიმ და მანქანის კარი


გამიღო, თვითონ გვერდით მომიჯდა.
- რას გავხარ?! რატომ დალიე? - საყვედურით ვუთხარი მე
- ჩემო პრინცესავ, არ მოგენატრე?
- არა.
- დავლიე თუ არა, შენ გამახსენდი.
- ისეც რომ გახსოვდე ხოლმე, ურიგო არ იქნება.
- შე უნამუსო ადამიანო, ყოველ დღე არ მახსოვხარ?
- ბოლო ერთი კვირაა, უკვალოდ გაქრი. არც მოგიწერია, არც დაგირეკავს. რა მიწამ
ჩაგყლაპა წარმოდგენა არ მქონდა.
- კარგი, რა იყო. მამაჩემს ვეხმარებოდი. ახლა ხომ აქ ვარ?! არ უნდა მაკოცო? - გამოიწია
გენადი ყელზე საკოცნელად.

კისერი ინსტიქტურად გავწიე, როდესაც წინა სავარძელზე წითელი თმის სამაგრი დავინახე.

- ეს რა არის? - ხელი ვკარი და თმის სამაგრის ასაღებად გადავიწიე.


- რა არის? - გაკვირვებით შემომხედა გენადიმ.
- ვისი თმის სამაგრია?
- შენია, სულელო. ადრე დაგრჩა ჩემთან.
- დებილს ვგავარ? შენი აზრით, ჩემს თმის სამაგრს ვერ ვიცნობდი?
- კარგი ხო.. დედაჩემის არის.
- მოიცადე.. - კარგად დავხედე თმის სამაგრს.
- რაიყო პატარავ? კარგი რა... თმის სამაგრია სხვა ხომ არაფერი.
- ასეთი ეკეთა სოფოს, შენს დაბადების დღეზე. შენს კურსელს,გამახსენდა. აქ რას
აკეთებდა?
- არასწორად გაიგე ახლა ყველაფერი.
- რა გავიგე არასწორად? ჯერ მიმტკიცებდი შენიაო, შემდეგ დედაჩემის არისო ახლა
სოფოსი ყოფილა.
- დარჩა ალბათ რაიყო?
- მიღალატე არა?!
- არა, შენს თავს ვფიცავარ, რატომ უნდა მეღალატა?
- ვიცოდი! - გავაღე კარი და გადასვლას ვაპირებდი როცა გენადიმ ხელი- მაჯაში
ჩამავლო.
- არ წახვიდე ორი წამი, ჩვეულებრივი მოვლენაა, სქესობრივი კავშირი ჩვეულებრივი
მოვლენაა, სასიამოვნო და საჭირო. შენ თუ არ გინდა ჩემთან, მაშინ რა პრობელმა გაქვს
რომ შენს ცოლად მოყვანამდე, სხვასთან მქონდეს?
- აა, ანუ ასეა საქმე?
- ხო ასეა.
- მოდი ასე გავაკეთოთ. მე და შენ დღესვე დავშორდეთ და მერე ვისთანაც გინდა იმასთან
გქონდეს, კისერი გიტეხია.
- თუ დამთანხმდები, შენს სიცოცხლეს გეფიცები, თუ როდესმე სხვისკენ გავიხედო.
- არა-მეთქი.
- მაშინ პრობლემა აღარ გქონდეს თუ სხვასთან გავერთობი, შენ იცი რომ ჩემთვის
ნომერი პირველი ხარ.
- აღარ მადარდებს უკვე. გშორდერდები.
- არ დამშორდები - კატეგორიული ტონით წარმოთქვა გენადიმ.
- აბა, მიყურე.
- დედას გიტირებ თუ დამშორდები.
- მემუქრები?
- კი არ გემუქრები, გეუბნები, რომ არც შენ გაცოცხლებ და არც შენს მომავალ
შეყვარებულს. უბრალოდ არ გაგახარებ სხვასთან.
- რა გინდა ადამიანო, ჩემგან? - ტირილით აღმოვთქვი.
- შენთან ყოფნა მინდა.
- მე აღარ მინდა!
- გინდა, მაგრამ ამას ვერ ხვდები - მითხრა და ჩამეხუტა.
- შემეშვი, გამანებე თავი! - მოვიშორე გენადი.

მან კი არც მეტი და არც ნაკლები ხელი გამარტყა.

სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და ტირილით სახლში გავიქეცი.

დილით კი დამხვდა შეტყობინება: ბოდიში, ვიცი ბოდიში ვერ განკურნავს შენს გულს, მაგრამ ეს
სიტყვა გულიდან მოდის და კლდეზე ძლიერიაო.

***

- მერე? - ვკითხე ანეტას.


- რაღა მერე, შევურიგდი. იმდენჯერ მთხოვა და იმდენი მეხვეწა. ვიფიქრე რომ ისწავლა
ჭკუათქო, მაგრამ სულ ტყუილად.
- მართალია.
- ნიკო, შენი აზრით რა არის სიყვარული?
- ჩემი აზრით სიყვარული არც მუცელში წრიულად მოფარფატე პეპლებია და არც
ერთმანეთის მიმართ ნათქვამი, ლამაზი სიტყვებია.
სიყვარული, არის შეჩვევა, რომელსაც მუდმივად დამუხტვა სჭირდება,იმისთვის რომ არ
ჩაცხრეს. როდის მოდის სიყვარული? სიყვარული მაშინ ასხივებს, როდესაც ჩვენი
ცხოვრება უფერულ ფერებში, რუტინულად წარიმართება და ამავე ცხოვრების ახალი
ფერებით აღქმას გთავაზობს. ჩვენი ქცევებისა და სიტყვების კომბინაცია კი ერთგვარი
მამოძრავებელი ძალაა, რომელიც წარმართავს წყვილის გზას, მომავლისკენ.
ურთიერთობის სილამაზეს, არა კაცი ან ქალის დომინირება, არამედ
ურთიერთშეთანხმება და დათმობაზე წასვლა წარმოადგენს, საერთო საქმის და ამ
შემთხვევაში, სიყვარულის გულისთვის.

იმ იდეალის წარმოდგენა, თუ ვისთან ერთად გვინდა შემდგომი თანაცხოვრება სრული


სიგიჟეა. დღეს, იმის თქმა რომ მომავალში ჩემს პარტნიორს უნდა ჰქონდეს მწვანე
თვალები, ქერა თმები ან სულაც ტატუ მაჯაზე, მხოლოდ დროის კარგვაა. რადგან,
როდესაც მოვა დრო და ცხოვრებაში გამოჩნდება ის ადამიანი, რომელიც თავისი,
ჩვენთვის მიმზიდველი ცხოვრების წესით, სასიამოვნო გარეგნობით და ხასიათით
მოახერხებს ჩვენს მოხიბვლას და ჩვენც სულ დაგვავგიწყდება წლების წინათ, მკაცრად
განსაზღვრული სტანდარტები.

- რატომ იცვლებიან ადამიანები?


- ამ კითხვაზე, მხოლოდ ორი პასუხი არსებობს.
პირველი - არ იცვლებიან, გვატყუებენ. ისინი თავის რეალურ ხასიათს მალავენ,
იმისთვის რომ ჩვენს ცხოვრებაში კომფორტი შემოიტანონ, ჩვენს მოსახიბლად. ხოლო
როდესაც დაიღლებიან და ნიღაბი სახეს დაუმძიმებთ, ეჭვიც არ შეგეპაროს,რომ ისე
უკვალოდ გაქრებიან, როგორც გამოჩნდნენ. ისე აორთქლდებიან, რომ მათ კვალს
მხოლოდ მაშინ მივაკვლევთ, როდესაც ჩვენს შემდეგ მოხიბლულ მსხვერპლთან
ურთიერთობა, ალბათ ისევ იგივე მიზეზით გაუფუჭდებათ, რატომაც ჩვენთან და მეორე
შანსს მოითხოვენ. შევცდებით თუ არა, მეორედ, ეგ უკვე თითოეული ჩვენგანის
გადასაწყვეტია.

მეორე - ადამიანებს, ჩვენს მიერ გააზრებულად ან გაუაზრებლად ჩადენილი ქმედებები


ცვლიან. მთელი ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემაზე დგას. ეს გრძნობა კი იმდენი
ნაწილისგან შედგება, რომ ვერც დაითვლი. მაგალითად - ურთიერთობის
მომაკვდინებელი ქმედება არის უყურადღებობა. ყურადღების გამოხატვა, საყვარელი
ადამიანის მიმართ, არ ნიშნავს იმას რომ მზის ამოსვლიდან - მის ჩასვლამდე მასთან
ისაუბრო, გვერდით გადადო შენი ყველა საქმე მის გამო, დაივიწყო ოცნებები , მიზნები
და მხოლოდ მასზე კონცენტრირდე. არა! ყურადღების გამოხატვის მთავარი აზრი,
მდგომარეობს იმაში, დრო გამოხატო მაშინ, როდესაც დროს სხვა საქმეებს უთმობ. ანუ
დღე-ღამის მანძილზე, გაათავისუფლო თუნდაც ხუთი წუთი. ყურადღება არ არის
ვალდებულება, რომელიც უნდა ზიდოს რომელიმე მხარემ, ეს არის სურვილი,
რომელიც გულიდან უნდა მოდიოდეს.
ასევე გრძნობების გაქრობის ერთ-ერთი დიდი მიზეზი,ის არის რომ ერთი მხარე უფრო
მეტ აგურს დებს და უფრო მეტს თმობს ურთიერთობის ასაშენებლად, ვიდრე მეორე.
სრულიად ლოგიკურია,რომ როდესაც ხედავ, პარტნიორი, მხოლოდ ცარიელი
სიტყვებით შემოიფარგლება და ამ სიტყვების საფუძველს ქმედება არ ამყარებს, არა
მხოლოდ აშენებული ურთიერთობა ინგრევა, მას ჯერ პარტნიორთან ერთად აწმყოსა
და მომავლის პატივისცემა, აი შემდეგ მთელი წარსულის ბედნიერი მომენტები მიჰყვება.
- ალბათ, მართალი ხარ.
- ვიცი რომ მართალი ვარ - ნარცისიზმით სავსე ღიმილი გავუღიმე.
- შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა?! - მითხრა და გადამეხვია.

გენადიმ, რომელიც პარკში სალისთან საუბრით იყო გართული, ამოგხვდება და როდესაც


ჩახუტებულები დაგვინახა, ჩვენსკენ გამოემართა.

- აუ, მოდის. - ორივე ხელი თავზე ნელა გადაისვლა ანეტამ და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
- მოვიდეს მერე, რა პრობლემაა?
- ისევ ჩხუბს დავიწყებთ.
- დაშორდი!
- არ გამახარებს.
- დაშორდი და მე დაგიცავ.
- გაგიჟდი?
- არ გავგიჟებულვარ! გულის ხმას მოუსმინე.
- ვუსმენ და აღარ მინდა მასთან ყოფნა.

გენადი კლდის მეორე მხარეს მოეფარა.

ამოდიოდა და ანეტას უფრო და უფრო ეშინოდა.

- რა არის ისეთი რამ, რაც მას აქვს და მე არა?


- რას ამბობ,ნიკო?
- კარგად გაიგე, რაც ვთქვი.
- შენ ბევრად უკეთესი ხარ.
- მერე, რატომ არ გინდა ჩემთან იყო?
- როგორც გოგო, მოგწონვარ?
- როგორც გოგო, მიყვარხარ.
- აქამდე რატომ არ მითხარი?
- მეშინოდა. იმის მეშინოდა რომ თუ ისე არ შემომხედავდი, როგორც მე გიყურებ ჩემთან
ურთიერთობას შეწყვეტდი.
- ნიკო! გაჩუმდი. - ფრთხილად ამომხედა ანეტამ
- მე იმას ვამბობ, რასაც ვფიქ...

ანეტამ არ დამასრულებინა სიტყვა და მაკოცა.

- მიწაში ჩაგდებთ თქვე საწყლებო - შორიდან დაიყვირა გენადიმ და ჩვენსკენ გამოიქცაა.


- მე და შენ უნდა დავშორდეთ! - მივარდა ანეტა.
- ანუ ჩემი ღალატი, ღალატია და შენი არა? - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა გენადიმ და
ანეტას ხელი გაარტყა.

ანეტა ძირს დაეცა.

მივვარდი გენადის და ყელში ვწვდი.

ხან ერთი მოვექცეოდით კლდის პირზე, ხან მეორე.

- მას, ნახეთ ნიკო ჩხუბობს - დაუძახა მასწავლებელს ჩვენმა კლასელმა.


- რას შვებით ხალხი, არ გადმოვარდეთ! - დაგვიყვირა მასწავლებელმა და სასწრაფოში
დარეკა.

ზოგმა ტელეფონი აიღო და გადაღება დაიწყო. ზოგმა კლდეზე ამოსვლა, ზოგი უბრალოდ
გვიყურებდა.

- ანეტას არ უყვარხარ, ხომ ხედავ! - ვუთხარი და მიწაზე დავანარცხე.


- თუ ჩემთან არ იქნება, არ მივცემ უფლებას გაიხაროს! - დამიბრუნა პასუხი და დამარტყა.
- შენნაირი ეგოისტი ადამიანი პირველად ვნახე - დავარტყი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ...
- პირველად და უკანსკნელად - ხელი გაითავისუფლა, დანა ამოიღო და დარტყმას
შეეცადა.

ხელები დავუჭირე.

ოდნავ ხელიც რომ მომედუნებინა, სულ ოდნავ რომ დამღლოდა, დანა კანს გამიჭრიდა.
ანეტა მოვარდა და გაშველება სცადა.

გენადიმ ხელი ჰკრა და მიწაზე დააგდო.

მე ქვას მოვკიდე ხელი და მთელი ძალით, თავში ჩავარტყი.

გაითიშა.

აზრზე რომ მოვიდა, მასწავლებელი წყალს ასხავდა სახეზე და ჭრილობიდან სისხლს


წმენდდა.

- თბილისში შესვლისთანავე, ჩამოხვალ ავტობუსიდან, ხომ გაიგე - უთხრა


მასწავლებელმა გენადის.
- გავიგე. - გენადიმ თავი დაუქნია.
- მე და შენ ერთად აღარ ვართ! აქ დარსულდა ყველაფერი - მიუახლოვდა ანეტა და
ნაჩუქარი ყელსაბამი უკან დაუბრუნა.
- არ გაგახარებ. - ჩაილაპარაკა გენადიმ და ავტობუსში ავიდა.

ანეტა ჩემთან დაბრუნდა.

- დიდიხანია რაც გიყვარვარ? - მკითხა და გადამეხვია


- რაც თავი მახსოვს.
- გატყობდი და ველოდებოდი როდის მეტყოდი.
- წამოდი!- ხელი მოვკიდე და მაღაზიისკენ გავიქეცით.
- სად მიგყავარ?
- ნახავ.
- ბოქლომი გაქვთ? - მაღაზიაში შესვლისას შევეკითხე გამყიდველს.
- დიახ.
- ერთი ცალი მომეცით, თუ შიძლება - დავუბრუნე პასუხი და ფული გავუწოდე.
- რად გინდა ბოქლომი არ გადამრიო.
- ნახავ რად მინდა.

ხიდთან მივიყვანე, სადაც უამრავი ბოქლომი ეკიდა.

- რა ხდება აქ?- გაიკვირვა ანეტამ.


- აქამდე ბორჯომში არ ხარ ნამყოფი?
- არა, პირველად ვარ.
- ამ ხიდზე, შეყვარებული წყვილები, ბოქლომს კიდებენ ხოლმე, სადაც თავისი სახელის
ინიციალებს წერენ.
- და?
- სიმბოლოა, რომ ისინი სამუდამოდ ერთად იქნებიან, სჯერათ ამის...
- მოდი ჩვენც დავაწეროთ.
- ზუსტად ამიტომ ვიყიდე ბოქლომი - გავუღიმე ანეტას და ჩვენი ინიციალები გადავიტანე
მასზე.
- გავუკეთოთ? - ერთხელაც შევხედე ანეტას.
- გავუკეთოთ! - შემომხედა და წელზე შემომეხვია.
ბატეთის ტბა
თავი 5

ჩემი და ანეტას სიყვარული, ყოველ დღე უფრო და უფრო ძლიერდებოდა.

ანეტას დედას ძალიან მოვწონდი.

ხუმრობით იტყოდა ხოლმე, რა კარგი სიძე შემოგვდის ოჯახშიო.

ანეტა დედის ნათქვამზე, დაიმორცხვებდა და კისკისით თავს ჩახრიდა ხოლმე.

მამას არ მოვწონდი.

რატომ?

ერთხელ წამოსცდა: მაგის ასაკის რომ ვიყავი, ერთი გოგო მიყვარდა მეორეს ვეფლირტავებოდი
და მესამეს ერთი ღამის ურთიერთობაზე ვკერავდიო.

ალბათ აღიქვამდა, რომ შეიძლება მეც მასეთი ვიყავი.

ანეტა მკაცრად გააფრთხილა ღამის 9 საათამდე არ დაბრუნდები ხოლმე სახლში და ჩათვალე,


კარს აღარავინ გაგიღებსო.

ანეტა, სულით მეამბოხე იყო.

არავის აძლევდა უფლებას, მისთვის, წესები დაედგინა და როცა ასე ხდებოდა


დემოსტრაციულად არღვევდა მას.

აბიტურიენტები ვიყავით. სამეცადინო თავზე საყრელი გვქონდა, მაგრამ მაინც ვახერხებდით


ერთმანეთის ნახვას. არ ვიცოდით სად გვინდოდა ჩაბარება. ანეტას,დედამ, სამედიცინოზე
ჩაბარება გადაუწყვიტა.

- შენი ბებია, დიდი ბებია ექიმები იყვნენ და შენც თუ ექიმი გახდები, ამით გაახარებ მათო.

ანეტას სამხატვროზე უნდოდა სწავლა, რაზეც მამას ერთი ცინიკური პასუხი ჰქონდა: -
ფიროსმანივით სიღატაკეში ამოგძვრება სულიო.

მე, საერთოდ არ მინდოდა უნივერსიტეტში ჩაბარება.

ვფიქრობდი, რომ უნივერსიტეტი დროის ფუჭი კარგვა იქნებოდა და მერჩივნა, ის პერიოდი რაც
სწავლისთვის უნდა დამეთმო მემუშავა, წიგნები ისე მეკითხა და საკუთარი ბიზნესი წამომეწყო.

მაგრამ...

როგორ იტყვიან მშობლები ძალით მტენიდნენ უნივერსიტეტში. მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდათ
მშობლებს, ჩემს, ამ ახირებაზე: -გარშემო ყველას აქვს დიპლომი, შენ რა წითელი კვერცხი ხარ?
და რადგან არ ვიცოდი, რა მინდოდა გამოვსულიყავი და სად ჩამებარებინა, სიმბოლურად
სამართალმცოდნეობა ავირჩიე.

ყველაფერი, თითქოს სტაბულურად მიდიოდა.

დილით სკოლაში მივდიოდით, შუა დღეს მასწავლებლებთან და ღამე ერთმანეთს ვხვდებოდით


ხოლმე.

ანეტა, გიჟდებოდა საქართველოს გარშემო მოგზაურობაზე.

ჩემი ფიქრები, მხოლოდ ქვეყნიდან გაქცევისკენ მიისწრაფვოდა.

ერთ-ერთი ტურისტული კომპანია გეგმავდა ტურს ბატეთის ტბაზე. შემოდგომაზე, ბატეთის ტბა
ძალიან ლამაზი სანახავია. ყვითელი ფოთლები, აქეთ-იქით რომ არის მიმოფანტული და
შემოდგომის ნიავი ნაზად უბერავს.

ბევრი არ გვიმსჯელია უნდა წავსულიყავით თუ არა. რა თქმა უნდა, უნდა წავსულიყავით.

რა აზრი აქვს მსოფლიოს შემოვლას, თუ ჯერ საკუთარი ქვეყანა არ გაქვს ნანახი.

ტურისტულ კომპანიას, ავტობუსი, დიდუბის ავტოსადგურზე გაეჩერებინა. ავტობუსის გარშემო


ხალხს მოეყარა თავი. ჩვენი ასაკის,ერთი წყვილის გარდა არავინ იყო, სულ მშობლების ასაკის
ხალხს მოეყარა თავი.

- რა დაჯავშნე?! - საყვედურით შევჩივლე ანეტას.


- რავიცი მე, ღონისძიება სოციალურ ქსელში ამომივარდა და ეგრევე დავჯავშნე.
- ნახე რა კომპანიაა ნორმალურად.

ანეტა ინტერნეტის საძებნელად გაემართა. მე კი, ორგანიზატორების წინ გაღიმებული


ვიდექი, ისე თითქოს, არც არაფერი მომხდარაო.

რამდენიმე წამში ანეტამ გვერდით გამიყვანა.

- ნახე რა წერია აღწერაში - სიცილით მითხრა ანეტამ.


- რა წერია?
- კომპანია აწყობს ექსკურსიებს მშობლებისთვის, ვისაც სურთ ერთი დღე გაატარონ
ბუნებაში და გაიცნონ სხვა მშობლები, გაუზიარონ მათ გამოცდილება და თავად მიიღონ
ის.
- ვაიმე, გული დამარტყავს ახლა - სიცილით ვუთხარი ანეტას და ორგანიზატორისკენ
წავედი.

ორგანიზატორი ერთ-ერთ წყვილს ესაუბრებოდა.

- გამარჯობა, მე ნიკო ვარ - მივესალმე ორგანიზატორს.


- გამარჯობა ნიკო, მე ალეკო მქვია. რით დაგემხაროთ?
- მე და ანეტა დავრეგისტრირდით თვენს ტურზე.

ორგანიზატორს ღიმილიანი სახე დაუსერიოზულდა და დაუძახა მეგობარს.

- გამარჯობა. მე გუკა ვარ - გვითხრა მან და ხელი ჩამომართვა.


- არასრულწლოვნები არიან - უთხრა ალეკომ გუკას.
- რამდენი წლის ხარ?- შემოტრიალდა ჩვენსკენ.
- მე 17-ის ვართ ორივე.
- ვერ წაგიყვანთ.
- მაშინ ფული დაგვიბრუნეთ. - ვუთხარი მე.
- ვერ დაგიბრუნდებთ, ღონისძიებაში ეწერა რომ არასრულწლოვანები არ დაიშვებოდნენ.
- მსგავსი არაფერი არ ეწერა - თქვა ანეტამ.
- მაგის ჩაწერა მართლა დამავიწყდა - დაამატა ალეკომ.
- რა ვქნათ აბა? - შეხედა გუკამ.
- წავიყვანოთ.
- იცი რამხელა პასუხისმგებლობაა, არასრულწლოვნების წაყვანა?
- მე,ვერ ავიღებ ამ პასუხისმგებლობას.

იქვე, ახლად დაქორწინებული წყვილი იდგა და გვისმდა.

- თქვენს საუბარს მოვკარი ყური. შემიძლია მე ჩავიბარო ეს ბავშები, თუ წინააღმდეგი არ


იქნებით, ოღონდ უნდა შემპირდნენ რომ გვერდიდან არ მომშორდებიან.

დიდხანს იყოყმანა გუკამ, მაგრამ ბოლოს მაინც დაგვთანხმდა.

ძალიან კარგი წყვილი აღმოჩნდა.

ერთად ავედით ავტობუსში და ბოლოში, სკამის ერთ მწკრივზე დავსხედით.

- თქვენზე მოგვიყევით - ინტერესით შეხედა ანეტამ წყვილს. გადახედეს ერთმანეთს და


ჩაიცინეს.
- მე, ნათია მქვია, ეს ვაჟაა. ორი წელია რაც დავქორწინდით.
- ძალიან ახალგაზრდები არ ხართ? - გაკვირვებით ვკითხე ნათიას.
- სირცხვილია - ჩამჩურჩულა ანეტამ და ხელი მომარტყა ფეხზე.
- არა, არაუშავს. - თქვა ნათიამ.
- სხვათაშორის თქვენი ასაკის ვიყავით, პირველი შვილი რომ გვყავდა.
- ჩვიდმეტი წლის? - გაიკვირვა ანეტამ.
- მე ვიყავი ჩვიდმეტის, ნათია თვრამეტის იყო.
- ახლა რამდენის ხართ?
- ახლა მე 25-ის ვარ, ნათია 26-ის და 2 შვილი გვყავს. თქვენ, არ გეგმავთ ჯერ
დაქორწინებას?- გვკითხა ვაჟამ.
- რა დროს ამათი დაქორწინებაა. - უსაყვედურა ნათიამ ვაჟას.
- აი, ხომ ხედავ? თავიდან შეგაყვარებენ ნაზი ხასიათით თავს და მერე ასე გეჩხუბებიან -
დამცინავად მითხრა ვაჟამ.
- ნეტა არ ცანცარებდე - დაამატა ნათიამ.

ჩვენს წინ მჯდომმა ცოლ-ქმარმა, რომელთაც ჩვენი საუბარი ესმოდათ, ჩვენსკენ გამოიხედეს.

- აი, თქვენი ასაკის რომ ვიყავი ორი შვილი მყავდა - თქვა ქალმა.
- ახლა სხვა დროა ქალბატონო, ჯერ ცხოვრებით უნდა დატკბნენ.
- მოიცა რა. ქალის მოვალეობაა შვილი გააჩინოს და გაზარდოს, კაცმა ფული უნდა
მოიტანოს სახლში, ესაა ცხოვრება და ამას ვერავინ გავექცევით.
- რაზე მეცინება იცი? აი თუ დაკვირვებულხართ ყოველი შემდეგი თაობა წინა თაობას ჭკუას
ასწავლის - ვთქვი მე.
- ანუ? - შემომიტრიალდა ანეტა.
- ანუ, ჩვენი მშობლების თაობა, ჩვენ გვეჩხუბება ხოლმე იმიტომ რომ არ ვართ მათნაირები,
ხოლო ჩვენ შემდეგ თაობას ვეჩხუბებით რადგან ისინი არ გვემსგავსებიან ჩვენ.
- აი, გეთანხმები. ჩვენ გვეჩხუბებიან ტელეფონები რატომ გიჭირავთ 24 საათი, ჩვენ წიგნებს
ვკითხულობდითო და ჩვენ, შვილებს ვეჩხუბებით რომ იგივეზე, ოღონდ იმ მხრივ რომ
ბავშვობის წლებს ტელეფონის ჭერაში ფლანგავენ - თქვა ვაჟამ.
- ხოდა ანუ ეგ არის რა. თქვენი თაობა ახალგაზრდა ქორწინდებოდა, ამ თაობას ჯერ
ცხოვრებით დატკბობა ურჩევნია. აქ არც ერთია არასწორი და და არც მეორე, უბრალოდ
ყველამ თავისი ცხოვრება უნდა გადაწყვიტოს - თქვა ნათიამ.

ცოლ-ქმარი წინ შებრუნდა.

გზაში სხვადასხვა თამაშებით გავიყვანეთ დრო.

მალე მივალთ - დაიძახა მძღოლმა და უკან გამოიხედა.

- ყველამ კარგად მომისმინეთ. - თქვა გუკამ.


- სიჩუმე, ორი წამი! - დაიძახა ალეკომ.
- ახლა ეკლესიასთან გავჩერდებით და რომ ჩამოვალთ მწკრივი არ დაარღვიოთ. ერთად
წავალთ, ერთად წამოვალთ. გვეცოდინება ვინ არის ბოლო, ბოლოში მდგომმა
ადამიანმა არავითარ შემთხვევაში არ შეიცვალოს თანმიმდევრობა, თორემ შეიძლება
ვინმე დაიკარგოს.
- არა, ეკლესიამდე ვერ მიგიყვანთ - შემოტრიალდა მძღოლი.
- რას ვერ მიგვიყვან, აბა ამხელა მანძილი ფეხით უნდა გავაროთ?
- ავტობუსი ვერ შევა მანდ. - თქვა მძღოლმა და გააჩერა ავტობუსი.
- რატო გავჩერდით?
- ამის იქით ვერ წაგიყვანთ.
- რა ხდება ხალხო, რა?! - უკნიდან შესძახა ვიღაცამ.
- ორი წუთით ბატონო, გავარკვევთ ყველაფერს - თქვა გუკამ და შეუტრიალდა მძღოლს.

რამდენიმე წამიც არ უსაუბრიათ, როდესაც მოტრიალდა გუკა და თქვა: - ფაქტობრივად


დღევანდელი დღე, ლაშქრობაში უნდა გავატაროთ, მოდით ჩავიდეთ აქ.

ჩავედით ავტობუსიდან.

გუნდებად დაგვყვეს. ჩვენ როგორც არასრულწლოვნები, მეორე გუნდში განგვათავსეს და


გავუყევით ბატეთის ტბისკენ მიმავალ გზას.

გზაში ყველას ერთი კითხვა უტრიალებდა მხოლოდ - ვიყავით თუარა ცოლ-ქმარი. რადგან
მოგეხსენებათ ოჯახური ექსკურსია იყო და ჩვენ მურმანის ეკლის ფუნქცია მოგვენიჭა.
ორგანიზატორებისთვის დაუპატიჟებელ წევრთა სიაში ვიყავით მოხვედრილი.

თორმეტზე ავტობუსიდან ჩამოვედით, დაახლოებით სამი საათი ვიარეთ ფეხით ბატეთის ტბამდე
მისასვლელად.

ოთხის წუთებზე უკვე იქ ვიყავით.

გულწრფელად რომ ვთქვა, მოლოდინი უფრო დიდი გვქონდა.


გავჩრდით ცოტახანი. სურათები გადავიღეთ, ვისაუზმეთ და აბიბინებულ ბალახზე ჩამოვჯექით.

მოვხვიე ანეტას ხელები და გულში მაგრად ჩავიკარი.

- შეხედე - ჩვენსკენ მიანიშნა ნათიამ, ვაჟას.


- გახსოვს? - ზუსტად ისე მოხვია ვაჟამ ხელები ნათიას, როგორც მე ჩავეხუტე ანეტას.
- რა დაგვემართა? - ქვითინი მორთო ნათიამ.
- არ ვიცი, ჩემო სიცოცხლევ, არ ვიცი... - თავი დახარა ვაჟამ.
- რა ხდება? - მომიტრიალდა ანეტა.
- ალბათ პრობლემები აქვთ ურთიერთობაში - ჩავჩურჩულე ანეტას და ლოყაზე ვაკოცე.
- ჩვენც ასე ვიქნებით, წლების შემდეგ? - მკითხა ანეტამ.
- არა! მე შენ გულს არ გაგიტეხავ ანეტ - მკაცრად დავუბრუნე პასუხი.
- არ არის ნიკო მასე - ვაჟამ გაიგო ჩვენი საუბარი.
- ბოდიში, მართლა არ მიგულისხ....
- არაუშავს - გააწყვეტინა საუბარი ვაჟამ.
- პირველი ერთი წელი ძალიან ლამაზია ურთიერთობაში - თქვა ნათიამ.
- მაგრამ შემდეგ ყველაფერი ირევა - დაამატა ვაჟამ.
- არა, არ ირევა, უფრო ერთფეროვანი ხდება - უპასუხა ნათიამ.
- და ამიტომაც ირევა - გახედა ვაჟამ.
- ნუ მეკამათები!
- რა გაცინებს? - შემომიტრიალდა ვაჟა.
- ის სურათი თუ გაქვს ნანახი, სოციალურ ქსელში დებენ ხოლმე, საპირფარეშოს
შესასვლელში არის ჩამოკიდებული წარწერა: Men to the left because women are always
right, ასე რომ ნუ ეკამათები, მაინც გაგაჩუმებს - სიცილით დავხარე თავი.
- ე, არ იცის?! - სიცილით შეხედა ანეტამ, ნათიას.
- ხომ... - ჩაიცინა ვაჟამ.
- ხოდა, ურთიერთობა გაგვიცივდა, რადგან ახალი არაფერი აღარ ხდებოდა ჩვენს
ცხოვრებაში.
- რა მოხდებოდა სიცოცხლევ ახალი, როდესაც ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს, ჩვენი
მშობლები გვაძლევდნენ ფულს. ახლა მე ვმუშაობ, შენ შვილებს ზრდი, ორივე მონეტის
სხადასხვა მხარეს ვართ.
- ასე არ იქნებოდა, შენ რომ დღის მეორე ნახევარი ჩვენთან ყოფნაში გაგეტარებინა.
- შენ? გცალია ჩემთვის? მოვდიარ დაღლილი და გთხოვ საჭმელი გამიცხელეთქო და რას
მეუბნები? მეზარებაო.
- მეზარებაო მე შენთვის არასდროს მითქვამს. ბოლოს როდესაც მითხარი საჭმელი
გამიცხელეო, გთხოვე თავად გაირეცხე დაღლლი ვართქო.
- ხო, აი ეს არის უტაპივცემულობა. სახლში ხარ მთელი დღე, სთორებს დებ სოციალურ
ქსელში და მაგ ელემენტარულ თხოვნას არ მისრულებ.
- შენ გგონია სახლის საქმეები ასეთი მარტივია? მოდი აბა, ერთი დღე შენ დარჩი სახლში
და თუ გაართმევ თავს, მერე მელაპარაკე.
- თქვენ ასე ხშირად ჩხუბობთ ხოლმე - იკითხა ანეტამ.
- არა. მოდის სამსახურიდან, ჩაუჯდება ფეხბურთს, იძინებს. მერე მეორე დღეს იგივე ხდება,
მესამე დღეს იგივე, მეოთხე დღეს იგივე და ასე... როდის ვასწრებთ ჩხუბს,აბა?! - თქვა
ნათიამ.
- შეიცვალე. - გაბრაზებით ჩაილაპარაკა ვაჟამ.
- და შენ ის ხარ, ვინც მე შევიყვარე?! - უპასუხა ნათიამ.
- თუ შევიცვალე, უნდა გეთქვა.
- შენ ვერ უნდა მიმხვდარიყავი?
- არ შევცვლილვარ - სევდიანი ხმით ჩაიბუტბუტა ვაჟამ.
- ჩემი უთქმელად გესმოდა, ყველაფერს აკეთებდი ოღონდ გამღიმებოდა. ერთად ისე
კარგად ვიყავით... რა დაგემართა? - მკაცრი ხმა მოულბა ნათიას.
- არ ვიცი..
- საერთოდ გიყვარვარ ისევ? იმიტომ რომ მე უკვე აღარ ვიცი საერთოდ რას ვგრძნობ.
- მიყვარხარ, ჩემო ცხოვრებავ. შენ თუ არა, ვინ უნდა მიყვარდეს აბა? - აკოცა ვაჟამ ნათიას
- მაშინ დამიბრნდი, ისეთი, როგორიც იყავი.
- დაგიბრუნდები. გპირდები!
- მპირდები?
- გპირდები! ვფიცავარ შენს თავს. გპირდები!
- ნიკო, გიყვარვარ? - შემომხედა ანეტამ.
- რა თქმა უნდა, მიყვარხარ ანეტ - ვუპასუხე მე.
- მაშინ, ასე არასდროს დავშორდეთ ერთმანეთს. ვერ გადავიტან შენს სიცოცხლეს
გეფიცები.
- არ დავშორდებით. სანამ პირში სული მიდგას, შენ ჩემთვის პირველი ადამიანი იქნები,
ყოველთვის.
- რა ხდება! რას მიაშტერდით - დაიყვირა გუკამ.
- ყველა თქვენ გიყურებდათ, რა ხდება?! მოგვარდით? - დაამატა ალეკომ.
- კი, კი. კარგად ვართ მადლობა - თქვა ვაჟამ და ნათია მკერდზე მიიხუტა.
- ახლა ადექით, ნელ-ნელა უნდა დავიძრათ, თორემ დაგვაღამდება - თქვა გუკამ.

უკან დაბრუნებისას, გზად დაგვიღამდა. მისახვევ-მოსახვევებში, ჯგუფ-ჯგუფად დავდიოდით.


ორგანიზატორები ბოლოს მოდიოდნენ, ჩვენ წინ გაგვიშვეს შეგვეშინდა. რადგან ეს მოსახვევები
არადა არ მთავრდებოდა. ვფიქრობდით ეს უკანასკნელიაო და ისევ ახალ მოსახვევს
ვხედავდით. მობილური არ იჭერდა. გზაში, მე და ვაჟა, სიმღერების მღერით ვირთობდით თავს.
ჩვენს უკან, მამის ტოლა კაცები, პოლიტიკაზე საუბრობდნენ. მხოლოდ ერთი რამ მესმოდა მათი
საუბრიდან და ეს იყო მერე რა.

მერე რა, რომ ქვეყანა წინ ვერ მიდიოდა, მერე რა რომ არც მთავრობა გვივარგოდა და არც
ოპოზიცია, მერე რა რომ ახალგაზრდებს ქვეყნიდან გაქცევა უნდოდათ,მის აშენებაზე მეტად მერე
რა რომ ამ ქვეყანაში, მშობლები ბავშვებს არ აჩენდნე, რადგან ბავშვის რჩენის ფული არ
ჰქონდათ, მერე რა რომ ქუჩაში მცხოვრებ გაჭირვებულებს უჭირდათ, მერე რა რომ ამ უძველეს
ქვეყანას, მუდმივად სხვა ქვეყნებისკენ აქვს ხელი გაწვდილი და დახმარებას ითხოვს, მერე რა

და მერე რა, შევუბრუნდი და ვუთხარი:

- თქვენ არ იმსახურებთ ამ ქვეყანაში ცხოვრებას.


- ღმერთო ჩემო, ამას ვინ მეუბნება.
- რითი დაიმსახურე?
- შვილებს ღვთის სიყვარულით ვზრდი - წარმოთქვა მამაკაცმა.
- რამდენიმე წუთის წინ ამბობდი, 50 ლარი მომცეს კონკრეტული პარტიის შემოხაზვაშიო
- შენ პატარა ხარ ვერ მიხვდები მაგას. ჩვენ ვინ გვეკითხება შვილო, არჩევნებს ვინ მოიგებს.
მაგას ზემოთ განსაზღვრავენ ხოლმე.

დავფიქრდი,შევხედე და ვუპასუხე:

- შვილებს ღვთის სიყვარულით ზრდი არა, ძია კაცო?!


- კი
- მაშინ,სანამ შვილებს მოუყვებით, როგორ გაყიდა იუდამ ქრისტე, მანამ ახსენეთ რომ
გაყიდე თავად სამშობლო.
კიკვიძის პარკში.
თავი 6

სკოლის შემდეგ, ანეტა, დედას გაჰყვა საყიდლებზე.

მე, საატესტატო გამოცდისთვის დავიწყე მზადება.

გუშინდელი დღე, ცუდად დამამახსოვრდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვაჟას და ნათიას სახით მეგობრები შევიძინეთ, ბოლოს, პოლიტიკაზე
მოსაუბრე კაცმა მაინც ნერვები მომიშალა.

ათ წუთიანი დამქანცველი სწავლის შემდეგ, გადავწყვიტე ერთი საათით დამესვენა და


სოციალურ ქსელში შევმძვრალიყავი. რამდენიმე კარგი სტატიაც აღმოვაჩინე. ახლა გავიგე
რომ უცხოელი მომღერალი, მეუღლეს დაშორებია. ღმერთო, აწი რაღა დამაძინებს?! კაი, ეს რა
სტატიაა?! „როგორ ერთობა ქართველი მსახიობი,თავის მეგობრეთან ერთად“. ეს რა,მართლა
ვინმეს აინტერესებს?! - ვთქვი ხმამაღლა და დავხედე ხალხის რეაქციებს. უი, კი, აინტერესებთ,
ასობით მოწონება აქვს პოსტს.

რა სისულელეა ეს ყველაფერი - ამოვიოხრე და გადავაგდე მობილური.

სალომეს შეტყობინება მომივიდა.

- ნიკო, როგორ ხარ?


- კარგად შენ?
- მეც კარგად ,მადლობა.
- კარგია.. - მივწერე და მობილური გადავდე გვერდით.

რამდენიმე წუთის შემდეგ, ისევ დაიწკრიალა მობილურმა.

- რაღაცაზე მინდა გელაპარაკო - მომწერა სალომემ.


- გისმენ.
- კიკვიძის პარკში გამოხვალ? რაღაცაზე მინდა გელაპარაკო.
- ახლა?
- ხო, თუ წინააღმდეგი არ ხარ.
- ახლა ვმეცადინეობ, სხვა დროს რომ იყოს?
- კარგი, როგორც გინდა.
- რაზე უნდა მელაპარაკო?
- ამ... ბორჯომში რომ მე და გენადი...
- ძაან სერიოზულია?
- ხო, აბა ისე არ მოგწერდი.
- მერე, რა მოხდა?
- ასე ვერ მოგიყვები, როცა მოიცლი მოდი მერე შევხვდეთ.
- კარგი მოდი, დღეს შევხვდეთ. ახლა გამოსვლას შეძლებ?
- ახლა, ხომ მეცადინეობ?
- კი, მაგრამ არაუშავს. გამოხვალ?
- მე უკვე კიკვიძის პარკში ვარ.
- მაშინ დამელოდე და 10 წუთში მოვალ - მივწერე და ტანზე გადავიცვი მაისური.

სწრაფად ჩავიბრინე კიბეები და სირბილით გავემართე პარკისკენ. ავტობუსმაც, ჩემი


გაჩერებასთან ჩავლისას ჩამოიარა და ბარემ ავტობუსში ავედი. მოვიჩხრიკე ჯიბეები,მაგრამ
საფულე სახლში მქონდა დარჩენილი.

- უკან, ბიჭი! აიღე ბილეთი - შემომძახა კონტროლიორმა.


- დიახ, ავიღებ ახლავე - დავიბრუნე პასუხი და განვაგრძე ჯიბეების ჩხრეკვა დროის
გასაყვანად.
- დაგრჩა ბარათი? - დამიბრუნა პასუხი.
- არა, არა, სადღაც აქ უნდა მქონდეს - შევძახე უკან.
- იცოდე, პირველივე გაჩერებაზე უნდა ჩახვიდე, თუ ბილეთს არ მაჩვენებ.

ამოსასვლელთან, სკამზე მჯდომმა ბიჭმა თავისი ბილეთი გამომიწოდა.

- ძალიან დიდი მადლობა - ვუთხარი უცნობს და მადლიერების ნიშნად თავი დავუკარი.


- აბა ბილეთი? - შემომხედა კონტროლიორმა.
- აი ბილეთი - ავაფრიალე ბილეთი ჰაერში.

პარკის წინ,გაჩერებაზე, გაჩერდა ავტობუსი. ჩასვლისას უცნობს კიდევ ერთხელ მადლობა


გადავუხადე და თავისი ბილეთი დავუბრუნე. სალომე, გარეთ მელოდებოდა. ავტობუსიდან
ჩამოსვლისას დამინახა და ხელი დამიქნია. მეც მისკენ გავემართე. როდესაც მივუახლოვდი,
გადამკოცნა და დიდი ხნის უნახავი მეგობარივით მომიკითხა პარკში შევედით და პირველივე
სკამზე დავსხედით:

- აბა, რა ხდება სალი?


- რაზე ამბობ?
- შენ და გენადი რომ საუბრობდით.
- ა, ხო. მოკლედ... როდესაც შენ და ანეტა ზემოთ იყავით მე და გენადი ვსაუბრობდით.
- და..?
- და ის რომ მე და შენ შეყვარებულები ვეგონეთ.
- მერე?
- მერე ის რომ არ სიამოვნებდა, შენი ანეტასთან ასეთი სიახლოვე.
- რა გითხრა?
- ეგ მითხრა,რაც ახლა გითხარი შენი მოშორება უნდოდა.
- როგორ?
- რამენაირად უნდა ჩამოვაშორო ანეტას, ნიკოო. არ ვიცი მხოლოდ ეს მითხრა.
- მაგრამ ახლა, ჩემი შეყვარებულია ანეტა და რას ამბობდა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს,
არა?!
- ხო, ვიცი შენ და ანეტა რომ ერთად ხართ - დაღონებული სახით ჩაილაპარაკა
სალომემ.
- ნუ მოიწყენ სალომე,გთხოვ. ამისთვის დამიბარე მარტო თუ კიდევ რამე გაქვს
სათქმელი?
- არა,მხოლოდ ამისთვის დაგიბარე.
- ამას რად უნდოდა შეხვედრა? მოგეწერა.
- კარგი,ბოდიში თუ დრო დაგაკარგვინე.
- არა, უბრალოდ... მეგონა უფრო სერიოზული რამე უნდა გეთქვა.
- შეგიძლია წახვიდე - მითხრა სალომემ.

მეც ავდექი,შევტრიალდი და ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული როდესაც სალომემ ჩაიბუტბუტა: -


მართლა მიდის?!

- რამე მითხრა სალომე? - შევტრიალდი მისკენ.


- კი, ერთი წუთიც დაჯექი - მთხოვა მან.
- კარგი, რატომ?! - დავჯექი და ინტერესით შევხედე სალომეს.
- რადგან, ჩვენს შორის არაფერი გამოვიდა. რა ვქნა, ამ ფაქტს შევეგუები, ოღონდ მინდა
რომ ჩემგან სამახსოვროდ რაღაც დაგრჩეს და პატარა საჩუქარი გიყიდე.
- სალომე, მე არ დამავიწყდები. რატომ შეწუხდი?!
- არა რა შეწუხებაა, ხელები გამოწიე წინ და დახუჭე თვალები.
- კარგი რა, ასე მომეცი.
- გთხოვ, მენდე. - დაჟინებით მომთხოვა სალიმ.
- კარგი - დავხუჭე თვალები და ხელები მისკენ გავიშვირე.

სალომემ ხელები ჩამჭირა, მისკენ მომქაჩა და მაკოცა.

- ბოდიში, უნდა წავიდე - ხელი გავაშვებინე სალომეს და პარკიდან სწრაფი ნაბიჯით


გავედი.

ერთხელღა შემოვიხედე მისკენ თავი ჰქონდა მუხლებში ჩარგული და ტიროდა. შინაგანად,


თავს მონსტრად ვგრძნობდი,რომ ჩემს გამო ტიროდა. ანეტას ამას ვერ მოვუყვებოდი,
ამიტომაც ამ ამბის დამალვა გადავწყვიტე.

შემდეგი დღის 10-11 საათისკენ ანეტამ მომწერა

- სად იყავი დღეს მთელიდღე?


- სახლში, სად ვიქნებოდი?!
- დარწმუნებული ხარ?
- კი, სავსებით.
- დღეს დილით კარებთან კონვერტი დამხვდა.
- მერე?
- რა იდო შენი აზრით?
- დენის ქვითარი? არ ვიცი.
- სურათი იდო, როგორ კოცნიდი სალომეს. არაფერი აღარ მომწერო, არაფერი აღარ
მაინტერესებს.
- ანეტ, აგიხსნი.
- თუ გინდა,ბოლომდე არ გამომიყვანო მდგომარეობიდან, გაითვალისწინე რაც გითხარი
და აღარ მომწერო. მეთვითონ მოგწერ როცა დავწყნარდები.
ანეტას ამბავი
თავი 7

ნიკომ ძალიან გამანაწყენა. მომატყუა, იმედი გამიცრუა. ხომ შეეძლო, უბრლოდ არ


მოვეტყუვებინე?! ეთქვა, ჯანდაბას,ეთქვა სიმართლე,მაგრამ ეთქვა. სახლში ყოფილა ბიჭი იმედი
გამიცრუვდა და ეს იმედგაცრუება, საყვარელი ადამიანის მიმართ არ მინდოდა ჩემთვის,
სიყვარულის მიმართ გული აცრუებაში გადასულიყო. იქნებ ძველი სურათებია.

მაგრამ ძველი ვერ იქნება. ნიკოს და სალის არ ჰქონდათ ასეთი ურთიერთობა. უეჭველად
ახალია მგონი კარგი იქნება თუ ცოტახნით შევწყვიტავთ კონტაქტს. იქნებ სალომე შეუყვარდა
და ვერ მეუბნება. არ ვიცი... სჯობს დრო მივცე მასაც და საკუთარ თავსაც, გრძნობებში
გასარკვევად. გავბრაზდი.

ავდექი ფეხზე და ოთახში, აქეთ-იქით სიარული დავიწყე.

მეგობრობის თხოვნა ამომივარდა,სოციალურ ქსელში.

რაო, რა აწერია?!

დავხედე ლეპტოპს

სანდრო ბაგრატიონი

უეჭველად გადაკეთებულია გვარია! აბა ბაგრატიონების შტოს შთამომავალი ხომ არ იქნება.

იქნებ იყოს კიდევაც და საქართველოს დედოფლად მაქციოს.

როგორი ლამაზი სანახავი ვიქნები გვირგვინი რომ მედგას თავზე.

თავი დახარეთ თქვენი დედოფლის წინაშე - ჩავიბუტბუტე და გამეცინა.

ინტერესით გადავედი, ახალგაზრდა ყმაწვილის პირად გვერდზე და დავიწყე სურათების


თვალიერება.

საინტერესოა, მომხიბვლელი ბიჭია. როგორი კურნოსა ცხვირი აქვს.

მოიცა მის შესახებ რა წერია?! - თითქოს მე და ჩემმა შინაგანმა სამყარომ ერთმანეთს გავუბით
საუაბრი.

სწავლობს ბიზნესზე. - მშვენიერია.

ვაუ, საკუთარი ბიზნესი აქვს და სტაჟირებას გადის ეკონომიკის სამინისტროში.

გადავედი მისი ბიზნესის გვერდზე და დავიწყე ხელნაკეთი ყელსაბამების და სამაჯურების


თვალიერება.
ამ დროს თვითონაც მომწერა:

- გამარჯობა

მე ცოტა თავი დავიფასე, ეგონოს რომ საქმეებში ვარ ჩაბმული.

- გამარჯობა - ვუპასუხე დაგვიანებით.


- რას შვრები?
- ვიცნობთ ერთმანეთს? - ინტერესით ვკითხე უცნობს.

იქნებ სადმე გავიცანი და არ მახსოვს, ღმერთო რა უხერხულია. იქნებ ჩემი კლასელის ან


პარალელური კლასელის ძმაა, იქნებ მეზობელია ან ჩვენი ნათესავი.
- ჯერ არა - ლაკონურად მიპასუხა უცნობმა.

გამეცინა. მე რა არ ვიფიქრე, ამან კიდევ ჯერ არაო...

- გამაცინე.. - ვუთხარი და ღიმილიანი სახით განვაგრძე მისი სურათების თვალიერება.

- შემთხვევით ვნახე შენი გვერდი, გადმოვედი, ძალიან მომეწონე, პირდაპირ გეუბენბი და


მინდა რომ შანსი მომცე, შენი გაცნობის. არ ვარ იმ ბიჭების მსგავსი ვინც ახლა შენ
გწერენ, მენდე
- ხო,მაგრამ აი შეყვარებული რომ მყავს?!

- მე მხოლოდ გაცნობა მინდა შენი. მოდი მე დავიწყებ და იქნებ ჩემით დაინტერესდე.

- აბა გისმენ - მეც მივწერე მოკლედ.

- მოკლედ... როგორც უკვე წაიკითხე სანდრო მქვია. პატარა ვიყავი, როდესაც


მშობლებმა სახლი გაყიდეს და პეტერბურგში გადამიყვანეს საცხოვრებლად. ახლა
დავბრუნდი და საქართველოში ვაგრძელებ სწავლას. ბიზნესის ადმინისტრირებაზე
ვსწავლობ და თან ჩემი ბიზნესი მაქვს.
- ხელნაკეთი ნივთების არა?
- კი, გადმოხევედი ჩემს გვერდზე?
- ხო, დამატებისას ხომ უნდა მენახე?
- ხო, მართალია. შენზე მომიყევი ახლა.

ახლა ნამდვილად არ მქონდა მისი გაცნობის თავი უბრალოდ იმდენად გამაბრაზა ნიკომ,
რომ ყურადღება ვინმეზე უნდა გადამეტანა. ვიფიქრე რომ სწორად არ ვიქცეოდი, მართლა
ვიფიქრე და შემდეგ იმაზე დავფიქრდი იქნებ ნიკოს ძალიან ვბოჭავდი. ის ტყუილი კი
რომელიც მან მითხრა, იმიტომ თქვა რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში ჩემი რეაქციაც
არანაკლებ სახარბიელო იქნებოდა.

არა, მართლა არ მოვიქეცი სწორად. უფრო სწორად, სოწრად კი მოვიქეცი,მაგრამ არ


იმსახურებდა ასეთ დამოკიდებულებას ჩემგან, ნიკო. ახსნის საშუალება მაინც უნდა მიმეცა.

უნდა მივწერო პირველმა. დავხურე სანდროს ჩათი და ნიკოსი გავხსენი. ვფიქრობ რა


მივწერო, ავკრიფავ წავშლი, ავკრიფავ წავშლი.
- ნიკ, ვიცი რომ ცუდად გელაპრაკე,მაგრამ მინდა გამიგო რა.

ნიკოც მწერდა, შლიდა. წერდა, შლიდა და ბოლოს მომწერა.

- ახლა სალის ვწერ, მერე მოგწერ.


- ვის წერ? - გაოგნებულმა დავუბრუნე პასუხი.
- გეტყვი მერე, გპირდები!
- შეგიძლია აღარ მითხრა არაფერი, ყოჩაღ!

დავინახე რომ რაღაცას წერდა,მაგრამ არ ვაცადე და დავბლოკე.

როგორ გაბედა?! ამ ყველაფრის შემდეგ ისევ იმ კრეტინს როგორ შეხვდა?! კრეტინი, ძროხა,
იდიოტი, ნაბიჭვარი. - ანეტ დაწყნარდი, ნერვები არ მოიშალო.

ამ დროს სანდრომ მომწერა:

- თუ ახლა არ გცალია, სხვა დროს მომწერე არ არის პრობლემა.


- კი სანდრო, მცალია ახლავე მოგიყვები ჩემზე.
-

და აი მეც მთლიანად გავიხსენი. მოვუყევი ყველაფერი, შემდეგ მან მომიყვა მასზე უფრო
დეტალურად, მერე მე მოვუყევი ჩემზე და ასე საუბარში გადამავიწყდა ნიკო და სალომე, მეტიც,
გავუგეთ ერთმანეთს. ერთი ზოდიაქო აღმოვჩნდით, საერთო ინტერესები გამოიკვეთა და რაც
მთავარია არ მაძლევდა მოწყენის ნებას.

- ნიკოს ვიცნობ მე - მომწერა სანდრომ.


- საიდან იცნობ? - მივწერე მე.
- არ ვიცი ადრე გავიცანი,მაგრამ მეგონა სალისთან ერთად იყო.
- აჰა, ანუ სალისაც იცნობ, ასე რატომ იფიქრე?
- გუშინ ერთმანეთს ეხუტებოდნენ.
- ეხუტებოდნენ? ეგ გუშინდელი ამბავია?
- რა არის გუშინდელი ამბავი?
- სად ხდებოდა ეგ?
- კიკვიძის პარკში.

ანუ, გუშინდელია - იმედგაცრუებით ჩავილაპარაკე ჩემთვის.

- ანეტ, სიახლეები გიყვარს ცხოვრებაში?


- კი, რატო მეკითხები?
- ახლა გასასვლელი ვარ რუსთაველზე და შემდეგ შემიძლია გამოგიარო მანქანით,
სადმე წავიდეთ.

დავფიქრდი რა მეპასუხა. დღეს გავიცანი, საინტერესო მოსაუბრე ჩანდა, იქნებ დღე კარგადაც
კი გამეტარებინა და თან ჩემი პრობლემები ცოტახნით დამევიწყებინა კიდევაც.

- დღეს რომ გაგიცანი?


- მერე რა, როდესმე მაინც ხომ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს თუ მომავალში
გაგვიგრძელდება ურთიერთობა, ბარემ ახლავე შევხვდეთ, თუ პრობლემა არ გაქვს.
- კარგი წამოვალ, ოღონდ ათ საათამდე აუცილებლად სახლში უნდა მომიყვანო, თორემ
დედაჩემი მომკლავს.
- ათს რომ დააკლდება, ათი წუთი სახლში ინქები, სიტყვას გაძლევ.
- კარგი მაშინ.

მივწერე ჩემი მობილურის ნომერი მივეცი მისამართი მე კი გაპრანჭვა დავიწყე. ღია წითელი
პომადა წავისვი, წარბები შევისწორე, ლაინერი გადავისვი თვალზე, წინა კვირას ნაყიდი, შავი,
მოკლე კაბა, ჩავიცვი და ტყავის ქურთუკი მოვიცვი ტანზე.

საღამოს რვა საათზე მომაკითხა სანდრომ. ოთახიდან გამოსულს, დედა შემეჩეხა.

- ამ ღამე სად მიდიხარ ქალბატონო?

მეც ცოტა დავიბენი,მაგრამ რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ ვუპასუხე:

- ნიკომ მომაკითხა დე და მალე მოვალთ.


- სად მიდიხართ?
- კინოში დე, ხო კარგად გამოვიყურები? - გავუღიმე და გადავეხვიე.
- კი ანგელოზი მყავხარ დედი.
- ამოიყვანე ცოტახანი და მერე წადით - მთხოვა დედამ.
- არა დე, ფილმი დაიწყება მალე, ვაგვიანებთ ისედაც.
- კარგი, მაშინ გადაეცი მალე მოგიყვანოს, თორემ შენს თავს აღარ გავატან.
- ვეტყვი აუცილებლად- სიცილით ვუთხარი მე და სწრაფად დავტოვე სახლი.

როგორც კი ჩავედი, სანდრომ ფარები ამინთო. კორპუსის გვერდით ჰქონდა გაჩერებული


მანქანა. მეც სწრაფად გავირბინე ეზო და მანქანაში ჩავჯექი.

- სად მივდივართ აბა? - გავხედე სანდროს.


- მეგობრის რესტორანსი მიმყავხარ - გამიღიმა და მანქანა ნელა დაძრა.
- ისე ასე პირისპირ სხვანაირად გამოიყურები - იმედგაცრუებულმა შევჩივლე მე.
- როგორ სხვანაირად? - გაკვირვებულმა შემომხედა თავად.
- რავი, თითქოს სურათებში უფრო ახალგაზრდა ხარ.
- ახლაც ახალგაზრდა ვარ - გამიცინა და ფეხზე ხელი ორჯერ, ნაზად დამარტყა.

მე უსიამოვნო შეგრძნება დამეფულმა და ორივე ფეხი მისგან, საპირისპირო მხარეს გავწიე.

აღმაშენებლის ხეივანს მივუყვებოდით და მივხვდი, რომ თბილისიდან გავდიოდით.

- თბილისიდან გავდივართ? - აღშფოთებულმა შევჩივლე მე.


- კი, დაწყნარდი, მცხეთაში მივდივართ - გამოიხედა და თვალი ჩამიკრა.
- ისე,მართლა, რამდენი წლის ხარ?
- შენი აზრით?
- ასე, 21 წლის იქნები.
- ცოტა აცდი, აბა კიდევ სცადე.
- 22?
- არა.
- 23.
- არა.
- 28?
- არა.
- უჰ, დავწყნარდი... - სიმართლე გითხრათ ცოტა შემეშინდა - აბა რამდენის ხარ?
- 26 წლის ვარ.
- მე რომ 17 წლის ვარ, პრობლემა არ გაქვს მაგასთან? - გაკვირვებულმა შევხედე
სანდროს და უკვე ვინანე, წამოსვლა რომ გადავწყვიტე მასთან ერთად.
- არა, რატომ? რა მნიშვნელობა აქვს რამდენის ხარ, ჩვენ ხომ უბრალოდ უნდა
ვივახშმოთ და სახლში დაგაბრუნო?- ბუტბუტით წარმოთქვა სანდრომ და მხრები აიჩეჩა.

შემეშინდა. მართლა შემეშინდა. ჯერ ის ვიფიქრე დედაჩემს დავურეკავთქო, მაგრამ ვაი და


კარგად დამთავრებულიყო ყველაფერი, სახლში რა აიტანდა დედის კივილს. მერე ის
გავიფიქრე ნიკოს მივწერთქო,მაგრამ, ნიკო უარესად გამკიცხავდა. მანქანიდან გადახტომაც
კი ვიფიქრე, მაგრამ ეგ მთლად უარესი იქნებოდა...

10 წუთში, მახინჯ, ჩამონგრეულ შენობასთან მივედით.

- ეს არის კარგი ადგილი? - გაბრაზებულმა შევჩივლე სანდროს.


- მე არ მითქვამს რომ კარგი ადგილი იქნებოდა, მე გითხარი რომ ჩემი მეგობრის
რესტორანში მოვდიოდით, გთხოვ ნუ გამოთქვამ საჯაროდ უკმაყოფილებას,რადგან
თავად არის მთავარი მზარეული და ეწყინება. ბევრი რამ ჩადო, ამ ადგილის
განვითარებისთვის. ახლა კი,წამოდი, სუფრა გაშლილია და გაცივდება საჭმელი.

ფრთხილად გადმოვედი მანქანიდან, მოკლე კაბა,ლამის კოჭებამდე ჩამოვიწიე და სანდროს


მორცხვად გავყევი უკან.

სანდრომ გამიღო კარი და წინ გამიშვა.

შენობაში შესვლისას მხოლოდ ერთი, მართკუთხედი,მაგიდა იდგა, გაშლილი სუფრით.


მაგიდამდე მისასვლელ გზაზე, ვარდის ფურცლები იყო მიმოფანტული და ვეებერთელა
ოთახს, ორი სუფრის შუაში ჩადგმული სანთელი ანათებდა. რომანტიული არომატი
დატრიალებდა ჰაერში, ალბათ ის სანთლები გამოყპფდა ამ სუნს.

- წამოდი, დავსხდეთ - მითხრა სანდრომ, ერთი ხელი წელზე მომადო, მეორეთი კი


სკამისკენ მიმითითა.

ნელი ნაბიჯით წავედი სკამისკენ, უხმაუროდ გამოვწიე, საკმაოდ მძიმე სკამი და დაჯვექი.
სანდრო მომიახლოვდა და ჯელტმენურად სკამის მიწევაში დამეხმარა.

- აბა მოგწონს აქაურობა?! - გამიღიმა და თავადაც დაიკავა საკუთარი ადგილი.


- რანაირად უნდა მომწონდეს, როდესაც ამ მაგიდის გარდა არაფერი ჩანს ირგვლივ -
ამოვიხვნეშე მე.
- ხო, ეს ეფექტი შექმნილია წყვილებისთვის, რომელთაც უნდათ რომ ცოტახნით მარტო
დარჩნენ ერთმანეთთან და სხვა ყველაფერმა მისცეთ კონცენტრირების ნება.
- უკეთესი ადგილის შერჩევაც შეიძლებოდა - ჩავილაპარაკე იმედგაცრუებით.
- ბოდიში, ამის შემდეგ ისეთ რესტორანს დავჯავშნი სადაც მხოლოდ მინისტრები და
სამეფო ოჯახის წევრები დადიან ხოლმე - ირონიულად მიპასუხა სანდრომ.
- ჰა ჰა ჰა , ძალიან გამაცინე - დაბღვერილი სახით გავხედე სანდროს.
- გეტყობა, რომ დაძაბული ხარ, მომეცი ჭიქა და ღვინოს დაგისხამ.
- სანდრო, არასრულწლოვანი ვარ.
- შენ თავი უცხოეთში კი ნუ გგონია, მაგალითად მე 7 წლიდან მასმევდა პაპა ღვინოს.
- და გეამაყება ეგ?
- არა მითქვამს რომ მეამაყება, უბრალოდ აღვნიშნე. მომე, მომე დაგისხა.
- ერთ ჭიქას დავლევ მხოლოდ - ვუთხარი და გავუწოდე ჭიქა.

სანდრო გადმოიწია ჩემსკენ და ჭიქა შემივსო. შემდეგ თავად დაისხა და ღვინის ბოთლი
მაგიდის ქვეშ დადგა. ფრთხილად აიღო ცერა და საჩვენებელი თითებით ღვინის ჭიქა,
დაატრიალა, არომატი შეიგრძნო, პირში გამოივლო, ყელში გამოივლო - გადასცდა და
ხველება ატეხა. მე სიცილი ამიტყდა.

- არა, მოიცა, ასეც იცის ხოლმე. - შერცხვენილად წამომაძახა სანდრომ.

შემდეგ ისევ მოსვლა ყლუპი, ცოტახანს თვალები დახუჭა და თქვა:

- ეს უეჭველად იქნება - იტალიის ქალაქ ვალანსიის მარჯვენა სანაპიროზე,1921 წლის


უიშვიათესი, ნაზი მტევნებიდან დაწურული, ოჯახის ღვინო.
- ჯერ ეს ერთი, ვალანსია არა, ვალენსია და მეორეც, ეგ ესპანეთის ქალაქია -
იმედგაცრუებულმა ამოვიხვნეშე - ვის წავყევი, რა მინდოდა?!
- არა, არა არის იტალიაში ვალანსია ასეთი ქალაქი. ძალიან პატარაა და არავინ იცის მის
შესახებ - თავი გაიმართლა სანდრომ.
- აბა შენ საიდან იცი, თუ არავინ იცის? - ჩავეძიე მე.
- ჩემი ნათესავები ცხოვრებენ მანდ, შენც საიდან იცი ასე კარგად გეოგრაფია?
- სააბიტურიენტო გამოცდებზე ვაბარებ და ვსწავლობ...
- ის მუტფილმი ნანახი გაქვს, ორი ძაღლი რომ ერთ მაკარონს ჭამს და ბოლოს რომ
კოცნიან ერთმანეთს?
- კი, მახსოვს რაღაც მასეთი.
- გინდა, ჩვენც გავაკეთოთ მასე?
- კარგი. მოვედით, გავიცინეთ, გვეყო. საპირფარეშო სად არის მითხარი, შევალ ორი
წამით და წავიდეთ უკვე, დედაჩემი ინერვიულებს.
- პირდაპირ და ხელმაჯრვნივ - ხელით მიმითითა სანდრომ და გაბოროტებული მზერით
ამომხედა.

რა საშინელი ადგილია. ნეტა აქ რამ წამომიყვანა. ეჰ ჩემო თავო ნეტავ თავში ტვინი გქონოდა.

ნიკოს უეჭველად უნდა მივწერო, თუ ისევ იმ კახპასთან არ არის.

შევედი საპირფარეშოში, წყალი შევისხი სახეზე და თმაზე სველი ხელები გადავისვი. რას გავს
აქაურობა, რამ წამომიყვანა ასე შორს. ციმციმი გაუდიოიდა ნათურას. „მეტლახი“ აქა-იქ
განადგურებული იყო, ხოლო კაფელი, კედლებზე სულ ჩამოვარდნილი. აბაზანის „რაკოინა“
მთლიადა ჩაბინძურებული და ჟანგ მოკიდებული იყო, სარკე კი ალბათ საუკუნის წინ
გაწმენდილი.

არ სრცხვენია ამ რესტორნის პატრონს?! ამ ობიექტს როგორ ამუშვებს. ან იმის ტვინში ჩამახედა


ვინც, ნებით აქ შემოდის და შემდეგ ამ საპირფარეშოთი სარგებლობს, ფუ - ზიზღით
ამოვიხვნეშე და საპირფარეშოდან გავედი.

- წავედით - მივუახლოვდი სანდროს და წასვლა დაჟინებით მოვთხოვე.

სანდრომ თავი ზიზღით ასწია და შემომხედა.


- ჯერ შევჭამო და მერე წავალთ, თუ არადა შეგიძლია ჩემს გარეშე დაბრუნდე თბილისში
- გულისტკივილით ამომაძახა სანდრომ.
- კარგი დაგელოდები, შეგიძლია სწრაფად ჭამო, რომ გადაგცდეს - ვუთხარი და სკამზე
დავჯექი.
- ჩემს და შენს გაყრას გაუმარჯოს - მითხრა სანდრომ და ჭიქა გამომიწიოდა
მოსაჭახუნებლად.
- გაუმარჯოს, იმედია ერთმანეთს აღარასდროს ვნახავთ - გავუჭახუნე ჭიქა და ერთი
ჩასუნთქვით დავცალე ღვინო.
- კარგი ღვინოა არა? - სახე შეიშმუშნა დალევის შემდეგ სანდრომ.
- კი, კარგი ღვინოა,მაგრამ ქართულია.
- არ არის ქართული,საიდან მოიტანე?
- ღვინოს დახედე, საქართველოს დროშა ახატია და ქვეშ აწერია ალბათ დამზადებულია
საქართველოში. უბრალოდ ინგლისურად წერია,რადგან საექსპორტო ღვინოა.
ინგლისური იცი საერთოდ?
- არა, მხოლოდ რუსული ვიცი.
- ეს ღვინო სად იყიდე?
- რავი, მეგობარმა გამოიწერა უცხოეთიდან.
- „მალადეც...“ ყველა შენი მეგობარი შენნაირი ჭკვიანი ყოფილა.
- ხო, ხო ირონია... შენ და შენნაირ გოგოებს მეტი რა შეგიძლიათ. ხო უი ბოდიში,
ბიჭებისთვის ზემოდან ყურების გარდა.
- შენ ვიღაც გოგოზე ნერვებ აშლილი ხარ და მე სულ არ მაინტერესებს ეგ, მალე ჭამე და
წამიყვანე სახლში! - მკაცრად მოვთხოვე სანდროს.
- მოიცა, ცოტასაც გადავიღებ და გპირდები უკანასკნელი იქნება.
- კარგი რა სანდრო, მეჩქარება ძალიან. დედაჩემი ინერვიულებს. - რადგან მკაცრი ტონი
არ ჭრიდა, ახლა ვცდილობდი თავი შემეცოდინებინა მისთვის.
- დედაშენმა ხომ იცის რომ ჩემთან ერთად ხარ? - ინტერესით მკითხა სანდრომ.
- არა, დედაჩემმა იცის რომ ჩემს შეყვარებულთან ერთად ვარ - მივუგე მე.
- ა, ჩვენ შეყვარებულები ვართ უკვე? - ჩაიცინა სანდრომ.
- მკლავს შენი იუმორი. ადექი, წავედით .

წამოვდექი ფეხზე და კარისკენ გავემართე.

- ღვინო შენც მოგეკიდა? - უკან გავიხედე და სიცილით შევძახე სანდროს.


- არა, მხოლოდ შენ - მომაძახა სანდრომ და სანთლებს სული შეუბერა.

ჩამობნელდა.

კოსმოსურ სივრცეში ჩავვარდი. ვვარდებოდი სიმაღლიდან, მაგრამ ვერ ვეცემოდი.


მეშინოდა,მაგრამ ბედნიერი ვიყავი.

- რამდენი ტაბლეტი ჩაუგდე?


- ორი!
- ბევრია,ჩემი დედა ვატირე, ერთიც ბევრია ამისთვის.
- არაუშავს, ვერაფერს იგრძნობს.
- ბოლომდე დალია?
- კი.
- შენ დაიწყებ?
- არა, ამან დაიწყოს.
- მე, არ მინდა, მეცოდება.
- რატო ქალაჩუნა ხარ?
- კარგი, დაანებე თავი, პირველი მე ვიქნები.
- შენ მაშინ მონაწერები წაშალე, მერე მე ვარ!

ვხედავდი როგორ მეხებოდა ვიღაც,მთელს სხეულზე. არაფერი მესმოდა,ვერაფერს


ვგრძნობდი.

ყვირილი მინდოდა,მაგრამ ვერ ვყვიროდი.

ტირილი მინდოდა და ვერ ვტიროდი.

წინააღმდეგობის გაწევრა მინდოდა,მაგრამ ხელები არ მემორჩილებოდა.

რამდენნი არიან?

ერთი... ორი... სამი და სანდრო.

თუ საერთოდ ჰქვია სანდრო.


გამოვფხიზლდი
თავი 8

თვალი გავახილე.

ვერ გავაანალიზე რა მოხდა.

მაგიდაზე შიშველი ვიწექი და ვერ ვინძრეოდი.

თავი საშინლად მისკდებოდა.

წამში შევათვალიერე გარემო და მივხვდი რომ ისევ იმ შენობაში ვიყავი, სადაც გუშინ სანდრომ
მიმიყვანა.

მარცხნივ გადავბრუნდი, მოვიკუნტე და ტირილი დავიწყე.

- რატომ მე?! , რატომ მაინც და მაინც მე, ღმერთო !

ვქვითინებდი და ღმერთისგან სასწაულს ან პასუხს ველოდებოდი. მეგონა მანუგეშებდა, ან


მეტყოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ერთ პატარა სასწაულს ვნატრობდი, მინდოდა
გუშინდელი დღე, სამუდამოდ გამქრალიყო ჩემი წყეული ცხოვრებიდან.

ჩემი ტანსაცმელი აქეთ-იქით იყო მიმოფანტული - დაგლეჯილი, დახეული, ჭუჭყიანი ისეთივე


ჭუჭყიანი, როგორც მათი სულები იყო.

არა მხოლოდ სხეულზე, სულში ჩააღწიეს, ბინძური თათებით და ცხოვრება გამინადგურეს.


გულის სიღრმეში, ნათელ ფერებად აღქმული სამყარო, ნამსხვრევებად დამიქუცმაცეს და
მომავლის იმედი წამართვეს.

ვტიროდი...

ვტიროდი,რაც ძალი და ღონე მქონდა.

ვტიროდი,მაგრამ ჩემი გამგონე არავინ იყო.

რესტორანი არ ყოფილა.

დანგრეული,მაღალი შენობისთვის მხოლოდ შავი ნაჭრები გადაუფარებიათ, ცენტრში მაგიდა


დაუდგამთ, ჩაუბნელებიათ და რესტორნად გაუსაღებიათ ჩემთვის.

ნელა ავდექი. ძვლებმა ტკაცანი გაადინა.

დავიწყე ტელეფონის მოძებნა. არსად არ იყო არც ტყავის კურტკის ჯიბეში და არც სადმე ეგდო.
წაიღეს ალბათ... ჯიბეში, მხოლოდ პატარა, დაკუჭული ქაღალდი დამხვდა დარწერით

ხმას ამოიღებ და ოჯახისწევრებს დაგიხოცავ.

სტრესში ვიყავი... გაშტერებული, დაუძლურებული, მოთენთილი.


ძირს მიმოფანტული ტანსაცმელი ავიღე, დავბერტყე და გადავიცვი.

ჩემი ცხოვრება დამთავრდა.

მტკვრის ნაპირთან ჩავედი და ბალახებზე ჩამოვჯექი.

- მოვიკლა თავი? - ვეკითხები საკუთარ თავს.


- გადახტი ! - მპასუხობს ჩემს შიგნით ჩაბუდებული, გამოყენებული, სამყარო.
- არ მინდა სიკვდილი - ტირილით ვქვი და მუხლებში თავი ჩავრგე.
- შენი მშობლები რომ ამას გაიგებენ, ისინი მოგკლავენ, სჯობს შენ მოიკლა თავი -
მიპასუხა ჩემმა მემ.
- სახლიდან რომ გავიქცე?
- ვის გაურბიხარ?
- არ ვიცი, საკუთარ თავს.
- წარმოიდგინე მამაშენი რომ გაიგებს ამ ამბავს, რა ამბავი დატრიალდება.
- მცემს?
- უარესი, ჯერ იმ ბიჭებს იპოვის და სათითაოდ დახოცავს. შემდეგ მეზობლები გაიგებენ,
„გაგიბაზრებენ.“ შენს ოჯახს მასხრად აიგდებენ, დასცინებენ. ნიკო რომ გაიგებს ამ
ამბავს დაემშვიდობე მის ცოლობას. უეჭველად იტყვის არაქალიშვილს ცოლად არ
მოვიყვანო და ან თავადაც გამოგიყენებს ან პირდაპირ მიგატოვებს.
- გაჩუმდი, გთხოვ! შენ მაინც გაჩუმდი - ატირებულმა, ყვირილით შევძახე ჩემს შინაგან
სამყაროს, რომელიც ამ დღემდე მხოლოდ სიყვარულისკენ მიმათრევდა.

- კარგად ხარ შვილო?! - უკნიდან გავიგე უცნობის ხმა და წარმიერად წამოვხტი ფეხზე.

შეშინებულმა უკან გავიხედე , მტკვრისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი,ქვა ავიღე და


შევყვირე.

- არ გაბედო რომ მომეკარო, თორემ ამ ქვას გესვრი!

წვერით შემოსილი მოხუცი მომიახლოვდა და იმ ადგილიდან მოშორებით დაჯდა,სადაც მე


ვიჯექი.

- ყველაფერი კარგად არის შვილო? - შემომხედა მოხუცმა და გამიღიმა.

უდიდესი სითბო ვიგრძენი. თითქოს სადღაც უკვე მყავდა ნანახი ეს მოხუცი,მაგრამ არ ვიცოდი
ვინ იყო.

- კი, მშვიდობაა - ვუპასუხე მე და ქვა მიწაზე დავაგდე.


- ანეტა, ჩემი ნუ გეშინია, ჩამოჯექი ჩემს გვერდით - მითხრა მოხუცმა და იმ ადგილისკენ
მიმითითა,სანამ მის მოსვლამდე ვიჯექი.

მისგან საფრთხეს არ ვგრძნობდი. მინდოდა ჩავხუტებოდი და მის კალთაზე დამეწყო ტირილი.

- ვიცი რომ გტკივა გული,რას ვიზამთ, ასე არის ადამიანის ბუნება შექმნილი.
- როგორ ასე? - იმედგაცრუებულმა შევაწყვეტინე საუბარი.
- ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფალი ნება,ზოგი ამას კარგად იყენებს ზოგი ცუდად.
- რატომ მისცა ღმერთმა ადამიანებს თავისუფალი ნება? ვერ ხედავს, რომ ამდენი
ადამიანი იტანჯება სხვების ბოროტებით?
- არ ვიცი, ალბათ არ ეგონა თუ მის ხატად შექმნილი ადამიანები, როდესმე ამ სახეს
მიიღებდნენ. - თქვა მოხუცმა და ცრემლები წასკდა.

ატირებული მოხუცი რომ დავინახე, მივუხლოვდი .

შემეცოდა.

ვფიცავარ, როგორ შემეცოდა...

ჩავეხუტე და კვართზე მივეკარი.

- რაღაც მინდა მოგიყვე - შემომხედა და თმა ყურს უკან გადამიწია.


- გისმენთ - აცრემლებულმა შევხედე მე.
- „არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ
სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს“.
- ანუ? - კალთაში ჩადებული თავი აღარ ამიწევია და ისევ ვკითხე მოხუცს.
- მე ვეცდები დაგანახო ნათელი, ოღონდ შენ ეცადე მიჰყვე მას - მშვიდად მითხრა და
თავზე ხელი გადამისვა.

სხეულით გავშეშდი.

ცივმა ნიავმა გამიარა ძვლებში.

ძალიან შემამცივნა.

თავი რომ ავწიე, საპირისპირო მხარეს ვიწექი.

უეცრად წამოვხტი.

მოხუცისთვის მინდოდა მადლობა გადამეხადა.

იგი არსად იყო.

ნეტავ წავიდა? თუ დამესმიზმა.

ჩემი შინაგანი ხმაც ისეთ დიდ გულზე ვეღარ იყო, ჩამცხრალიყო, დადუმებულიყო...

ირგვლივ მიმოვიხედე და ლამაზი ვარდი დავინახე იმ ადგილას , სადაც რამდენიმე წამის წინ
მოხუცი იჯდა. ამდენ ბალახში ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად ასხივებდა სილამაზეს, ეს
ვარდი იყო. გვერდით შემოვუწყვე ქვები, იქნებ ადამინმა, ბოროტმა ადამიანმა, გამოიაროს და
ისე დააბიჯოს ფეხი, როგორც მე დამაბიჯა-თქო - ვიფიქრე.

წამოვდექი. უბრალოდ, გზას გამოვუყევი.

ბარაბაცით მივუყვებოდი გზის პირს და თან ვფიქრობდი სახლში დაბრუნებისას რა მეთქვა


მშობლებისთვის ან ნიკოსთვის.

იქნებ არც არაფერი მეთქვა და სამარეში წამეღო წუხანდელი ღამე.

ან ყველასთვის, ყველაფერი მომეყოლა.

რას დავმალავდი? შემოხეული,დაგლეჯილი სამოსი მეცვა. სხეულზე კი ჩალურჯებები


მეტყობოდა.
რაც არ უნდა მოხდეს, ძლიერი უნდა ვიყო.

დანარჩენს ცხოვრებას მივანდობ.

სასამართლო
თავი 9

სასამართლო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ვახტანგი


პოლიციელებმა, ბორკილებ დადებული, ჩვენი გავლით შეიყვარენეს სასამართლოს შენობაში.

***

ვუჩივლე.

იმ დღეს, სახლში ძვლივს მივაღწიე. დავაკაკუნე თუ არა კარზე, მაშინვე დედამ გამიღო
აცრემლებული თვალებით.

ნათესავებში რეკავდა და ყველას ეკითხებოდა, ჩემი ანეტა თქვენთან ხომ არ არისო.

მამა სიმწრით გამოვარდა და სახეში შემომარტყა ხელი.

- სად ეგდე გოგო მთელი ღამეო.

დედა აწყნარებდა, ოღონდ მშვიდობით მოვიდა და რას დაეძბო, რაზეც მამა პასუხობდა: -შენი
გათავხედებულია ეს ბავშვიო.

დიდხანს აღარ მიფიქრია უნდა მეთქვა თუ არა.

შემეძლო სხვებივით გავჩუმებულიყავი,მაგრამ დამნაშავე მადაზე მოვიდოდა და სრულიად


შესაძლებელია, ძალა სხვაზეც ეხმარა.

ყველაფერი ერთი მეორეს მიყოლებით მოვუყევი დედას.

მამა გინებით გავარდა სახლიდან.

ჩემი სახლი პოლიციელებით აივსო.

თბილისიდან გასასვლელი გზის კამერები გადაახვიეს და მარტივად იპოვნეს დამნაშავე.

ასე მარტივად.
მაგრამ მისი გასამართლება როდი აღმოჩნდა მარტივი საქმე.

***
ჟურნალისტები აქეთ-იქიდან მოაწყდნენ ბრალდებულს.

- ვერ გადარჩები, შე ავადმყოფო - მიაძახა ნიკომ და ვახტანგისკენ დასარტყმელად


გაიწია.
- დაიჭირეთ - შეჰყვირა მანდატურმა და სხვა მანდატურები ნიკოს გასაკავებლად
მივარდნენ.

სასამართლო მალევე დაიწყო.

ფრთხილი ნაბიჯით შევედით მე და ჩემი ადვოკატი სასამართლო დარბაზში.

მარცხენა მხარეს ჩემი მეზობლები, მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრები ისხდნენ.

მარჯვნივ კი, ვახტანგის ნაცნობები.

წინ მისი ცოლი, ორ შვილთან ერთად იჯდა და ოთახში შესვლისთანავე წამოიყვირა

- შე, ორღობის ბოზო. როგორ გაბედე, ჩემი უდანაშაულო ქმრის დადანაშაულება? ეს


ბავშვები მაინც არ გეცოდება? - მომაძახა და ბავშვები მკერდზე მიიხუტა.
- ჩუმად ქალბატონო, თორემ დარბაზს დაგატოვებინებთ - მკაცრი ტონით მიაძახა
მანდატურმა.

მკაცრი მზერით მივუყვებოდი გზას და აქეთ-იქიდან ნასროლ რეპლიკების აცილებას


ვცდილობდი.

- ეს ის გოგოა? საწყალი.
- ასეთი შვილი რომ მყავდეს ალბათ სახლიდან გავაგდებდი.
- რას გავხარ, შე საცოდაო, მოგიკვდეს მამიდა.
- შენს გამო ჩემი ძმაკაცი ციხეში მიდის, მეძავო!
- ფუ, ნახე რა აცვია.
- ვერ იქნება აგი პატიოსანი გოგო.
- რა ოჯახი ჰყავს, ეს ვის დაემსგავსა?!
- როგორღა გათხოვდები, ახლა შვილო?!
- ნწ,ნწ,ნწ,ნწ საწყალი.

- ანეტ, ყურადღებს არ მიაქციო - მითხრა მარიამმა და ხელი ჩამკიდა.

ულევი სითბო მომცა მარიამის გაწვდილმა ხელმა. აკანკალებული ხელი, რამდენიმე წამში
დამიწყნარდა და მთელი სხეულით მოვდუნდი.

ვახტანგი, ხის პატარა „ბუტკის“ მსგავს ოთახში იყო გამოკეტილი. გარეთ პოლიცია იდგა,
მაგრამ თავს დაცულად მაინც ვერ ვგრძნობდი. მარჯვენა მხარეს 12 ნაფიცი მსაჯული იჯდა.

მე და მარიამი ჩვენთვის განკუთვნილ ადგილას დავსხედით და მოსამართლეც შემოვიდა.


რამდენიმე წუთის განმავლობაში თავი მოიწესრიგა, სათვალე გაიკეთა და წარდგენა დაიწყო.
დაცვის მხარეს წარმოადგენს ადვოკატი - არისხან ჭუკლაშვილი, ბრალდების მხარეს
წარმოადგენს პროკურორი - მარიამ კუპრაშვილი.

ჩემი დაკითხვით დაიწყეს და მოწმის სკამზე დამსვეს.

- სამოქალაქო ფიცს დადებ თუ რელიგიურს?


- რელიგიურს! - ვუპასუხე მე.
- გთხოვთ მოუყევით სასამართლოს, აღნიშნული საქმის შესახებ - მითხრა მოსამართლემ
და ჩემსკენ შემოტრიალდა.
- ვახტანგმა სოციალურ ქსელში დამიმატა, ვიღაც სხვისი სახელით, მაგრამ თავისივე
ახალგაზრდობის სურათები ჰქონდა ატვირთული. საუბარში შევყევით ერთმანეთს და
მთხოვა რომ საღამოს გაგვესეირნა, მეც დავთანხმდი.
- სად მიყვებოდი მერე უცნობს შვილო?! - მომაძახა ვახტანგის ადვოკატმა.
- სიწყნარე! დააცადე მოყოლა - მკაცრად შესძახა მოსამართლემ.
- რას ვიფიქრებდი თუ მანიაკი იქნებოდა! - პასუხი დავუბრუნე ადვოკატს და ვახტანს
შევხედე თვალებში.
- რა საწყალი ხარ- თავი ჩახარა და ჩაილაპარაკა ვახტანგმა.

ყველაფერი დეტალურად მოვყევი, მოვყევი ჩემი ემოციები, განცდები, ყველა მოგონება,


ერთბაშად ამომიტივივდა თავში.

დედაჩემმა ტირილით აიკლო სასამართლოს დარბაზი, მამა კი, ყოველ წამს ვახტანგისკენ
იყურებოდა.

- რა გეცვა ? - მოულოდნელად მკითხა არისხანმა.


- ვაპროტესტებ! მაგას საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს! - წამოდგა მარიამი.
- უპასუხეთ კითხვას! - მომმართა მოსამართლემ.
- კაბა და ტყავის კურტკა - გაკვირვებულმა გავხედე მოსამართლეს.
- მოკლე? - კითხვა დაამატა ვახტანგის ადვოკატმა.
- მოკლე, მაგრამ ჩამოწეული მქონდა.
- თქვენ არ შეგითავაზებიათ მასთან სექსუალური კავშირის დამყარება?
- არა, რა სისულელეა.
- ბატონო მოსამართლე, ერთ კითხვასაც დავსვამ მხოლოდ და მე მეტი კითხვა აღარ
მექნება.
- 17 წლის გოგოს რა უნდოდა 35 წლის მამაკაცის მანქანაში?
- თვითონ მითხრა 26 წლის ვარო! - ტირილი დავიწყე.
- საკმარისია. ახლა ბრალდებულს ვთხოვ დაიწყოს მოყოლა - თქვა ბრძანა
მოსამართლემ.
- სამოქალაქო ფიცს დადებ თუ რელიგიურს?
- რელიგიურს ! ღმერთმა იცის ჩემი სიმართლე - გულისტკივილით აღმოთქვა ვახტანგმა.

მე დაბნეული მარიამისკენ დავიძარი.

- რა მოხდა მარიამ ახლა?! ვერ მივხვდი.


- არ ვიცი ჯერ.
- ბატონო მოსამართლე, ვაღიარებ! მე მართლაც მქონდა მასთან სქესობრივი კავშირი -
წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები, ხალხში დუმილი ჩამოვარდა - მაგრამ ეს არ ყოფილა
ძალდატანებითი და არც ის ვიცოდი თუ ანეტა არასრულწლოვანი იყო.

- ვადასტურებ ბატონო მოსამართლე. ანეტას სოციალურ ქსელში უწერია რომ ის არის 18


წლის. თუ გინდათ თავად გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია და ვახტანგი ვერ დაიწყებდა
მარჩიელობას ან ხომ არ მოსთხოვდა პირადობის მოწმობას - დაამატა ადვოკატმა.

- დიახ ბატონო მოსამართლევ, ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა... ვნანობ თუ არა,


მასთან რომ დავიჭირე საქმე? დიახ, ვნანობ, მაგრამ როდესაც თქვენ მე, მაბრალით მის
გაუპატიურებას, გული მტკივა. - აცრემლებული სახით გამომხედა და ქვითინი მორთო -
შეხედეთ ჩემს ბიჭბს, შეხედეთ, ასეთი ლამაზი ბიჭების მამა, როგორ ვიქნები მოძალადე.

- მართალია? სოციალურ ქსელში გიწერია რომ 18 წლის ხარ? - მკითხა მოსამართლემ.

- არა, ბატონო მოსამართლევ, ჩემი ზუსტი ასაკი წერია.

ადვოკატმა ამოიღო მობილური და მოსამართლეს აჩვენა.

- რატომ იტყუები? ამ სურათში ნათლად ჩანს რომ 18 წელი გიწერია. ფოტო კი იმდენად
ავთენტურია რომ მასში ეჭვის შეტანის საფუძლევს არაფერი მაძლევს.

ტირილი მომერთო თუ გამცინებოდა უკვე აღარ ვიცოდი.

- გავაგრძელებ ბატონო მოსამართლე თუ შეიძლება. როდესაც ანეტა ჩამოვიდა მე მას


შევთავაზე 120 დოლარი თუ მას ჩემთან ექნებოდა სექსუალური კავშირი. ისიც
დამთანხმდა, ოღონდ მითხრა რომ მოშორებით უნდა წავსულიყავით, რადგან არ
უნდოდა ვინმეს დავენახეთ. მეც მცხეთისკენ წასვლა შევთავაზე. ანეტა დამთანხმდა.
გზაში მინგრეულ შენობასთან მთხოვა რომ გამეჩერებინა.
- რა ეცვა ანეტას? - იკითხა ადვოკატმა.
- მოკლე, გამომწვევი კაბა ეცვა.
- მუხლებამდე?
- არა, ცოტა ზემოთ.
- ფუ, ბოზანდარა - ჩაილაპარაკა ჩვენმა კარის მეზობელმა ციცომ.
- შენს მიმართ როგორ განეწყო?
- თავიდანვე მაგრძნობინებდა რომ მოვწონდი. ერთი ღამის ურთიერთობა მინდოდა, მან
კი ასეთ ამბავში გამხვია - აუკანკალდა ხმა.
- კარგი გასაგებია... თუ დაცვის მხარეს არ აქვს შეკითხვა, მაშინ ბრალდების მხარეს
მოვუსმინოთ - თქვა მოსამართლემ.

მარიამი მშვიდად ადგა და ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ვახტანგს შეუბრუნდა.

- რითი დაეკონტაქტეთ ანეტას?


- ჩემი პირადი,სოციალური ქსელით.
- შეგიძლია რომ თქვენი მონაწერები მაჩვენოთ?
- არა, რა თქმა უნდა.
- რატომ?
- წავშალე, ჩემს ცოლს რომ არ ენახა.
- ანუ ის ყალბი პროფილი თქვენ არ გეკუთვნით, რომელზეც ანეტა საუბრობედა?
- არა , რა თქმა უნდა.
- ანეტამ მითხრა რომ სანი ბაგრატიონით გაეცანი.
- სანდრო,
- უკაცრავად?

დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა.

- ის მაბრალებს, რომ სანდრო ბარგატიონით გავეცანი, ამის თქმა მინდა.


- მან ხომ მხოლოდ ის თქვა რომ ყალბი სახელით გაეცანით, ანეტას არ უთვამს სახელი.
ბატონო მოსამართლე ბრალდებულმა სასამართლოსთვის მიცემული ფიცი,
სიმართლის თქმის შესახებ დაარღვია. გთხოვთ მხედველობაში გქონდეთ ეს ფაქტი და
გადაწვეტილების მიღების დროს გაითვალისწინეთ.
- რა მნიშვნელობა აქვს სანდროთი გავეცანი თუ სანით? ანეტა 17 წლის არის, სოციალურ
ქსელში უწერია 18 წელი. გოგო წამომყვა თავისი ნებით, უცნობს. ეს ეჭვს არ გიჩენთ? რა
უნდოდა ახალგაზრდა გოგოს, უცნობი კაცის მანქანაში?!

დასკვნითი სიტყვის დრო მოვიდა. ჯერ პროკურორს, შემდეგ კი დაცვის მხარეს უნდა
მიემართათ ნაფიცი მსაჯულებისთვის.

მარიამი ფრთხილად ადგა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მსაჯულებს, ცოტახანს დაფიქრდა,


აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა და თქვა:

დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მომსწრენი ვართ ყველა ჩვენგანი

ყოფილა, თქვენს ცხოვრებაში, მომენტი როდესაც რაღაც საკითხში მართალი


ყოფილხართ,მაგრამ თქვენი უდანაშაულობის არავის დაუჯერებია?

როგორი გრძნობაა?

მე გეტყვით, საშინელი!

როგორც გინდათ, ისე მონათლეთ ანეტა. გინდ დეპრესიულ თინეიჯერად, გინდა სულელ,
პატარა გოგოდ , რომელიც არ დაფიქრდა იქამდე,სანამ გადაწვეტილებას მიიღებდა.

ანეტას ნაამბობის მჯერა! რატომ?

პირველი მიზეზი: ექსპერტიზიდან მოვიდა დასკვნა, რომ მას სხეულზე ჰქონდა ძალადობის
კვალი.

მეორე, თუ ნებაყოფლობით იყო სქესობრივი კავშირი, ეს რატომ არ მოხდა სასტუმროში,


მანქანაში, თბილისის ზღვაზე ან თბილისთის მიყრუებულ კუთხეში? რატომ მაინც და მაინც
მცხეთის მიყრუებულ შენობაში?
მესამე, რატომ არ დააბრუნა ვახტანგმა ანეტა სახლში? რატომ დატოვა იქ?

მე, გთხოვთ, არ დაუშვათ შეცდომა და იფიქროთ თქვენს შვილებზე.

დღეს დაშვებულ შეცდომაზე, შედეგს ხვალ მხოლოდ თქვენ მოიმკით.

ხვალ, შეიძლება თქვენი შვილი ჩავარდეს ანალოგიურ მდგომარეობაში და თუ თქვენ დღეს


ვახტანგს გაამართლებთ, მაშინ ნუ გექნებათ პრეტენზია, თქვენი შვილის გამაუპატიურებლის
დაუსჯელობაზე.

მადლობა.

ახლა დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე იტყვის.

არისხანი მიუახლოვდა ნაფიც მსაჯულებს.

ორი,ოთხი,ექსვი,შვიდი - ჩაიჩურჩულა და სასაუბროდ მოემზადა.

მანდილოსნებთან ბოდიში... კაცებთან მაქვს კითხვა.

რამდენ თქვენგანს დაუმყარებია სქესობრივი კავშირი უცნობთან?

ვიცი, ვიცი, ამაზე ხმამაღლა ვერავფერს ვერ იტყვით, რადგან შესაძლოა თქვენი ცოლები
სასამართლო დარბაზში ისხდნენ, მაგრამ მე გიპასუხებთ - ჩაიცინა არისხანმა.

სავარაუდოდ ყველას ან უეჭველად თქვენს უმეტესობას მაინც. წარმოიდგინე, რომ ქალმა


გამოთქვა თქვენთან სექსის სურვილი და მეორე წამში გიჩივის გაუპატიურებაზე. იცი რომ
სოციალურ ქსელში, 18 წელი უწერია - არასწრულწლოვანი არ არის. შენთან შესახვედრად
მოდის მოკლე კაბით, მკვეთრი პომადით და გამოპრანჭული - ესეიგი მოსწონხარ.

ის ფაქტი, რომ ვახტანგი, ანეტას, სხვა სახელით გაეცნო, მხოლოდ იმას ამტკიცებს რომ ერთი
ღამის ურთიერთობა უნდოდა მასთან. რა ეს დანაშაულია? ვახტანგი ანეტას ცოლად მოყვანას
არ შეპირებია, არც ილუზიას უქმნიდა რომ ერთად იქნებოდნენ.

რა არის პრობლემა? სად იკვეთება ვახტანგის დანაშაული?

ყველაფერი ქრონოლოგიურად დავალაგოთ.

ანეტა ჩამოვიდა სახლიდან და ჩაუჯდა ვახტანგს მანქანაში. რა ეგონა, სად მიდიოდნენ?

ანეტა გამოიპრანჭა ვახტანგისთვის, რატომ? მეგობრის სანახავად როდი იპრანჭებიან ხოლმე


გოგოები?

ანეტა გაჰყვა მცხეთაში. რატომ გაჰყვა მცხეთაში უცნობს? იქნებ იმიტომ რომ თბილისში
ეშინოდა ვინმეს არ დაენახა.
ნებისმიერ თქვენგანი შეიძლება ხვალ იგივე სიტუაციაში ჩავარდეს. მამაკაცებო იფიქრეთ
თქვენს მომავალზე და ქალბატონებო, წარმოიდგინე რომ თქვენი შვილები მსგავს სიტუაციაში
ჩავარდნენ- ხომ უსამართლობა იქნება.

მადლობა.

დროა ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანონ განაჩენი. თორმეტივე ერთად ადგა და გავიდა


სასამართლო დარბაზიდან.

- აი ასე! სამართალი მაინც იზეიმებს. ნაბიჭვარო! - მომაძახა ვახტანგის ცოლმა.

შვილმა ახედა დედას. სევდიანი მზერა, ჩემსკენ მკაცრად შემოაბრუნა და აკანკალებული ხმით
გამომძახა.

- ნაბიჭვარო! მამა არ ჩასვა ციხეში - წარმოთქვა 8 წლის ბავშვმა, და შექების იმედით


შეხედა დედიკოს.

სულ რამდენიმე წუთი ითათბირეს ნაფიცმა მსაჯულებმა და დაბრუნდნენ დარბაზში.

მათგან ყველაზე მაღალი და ახლოვანი, წვეროსანი ადგა და თქვა:

ვიმსჯელეთ ნაფიცმა მსაჯულებმა და მივიღეთ გადაწყვეტილება ბრალდებული უდანაშაულოდ


ვცნოთ და მოვუხსნათ სასჯელი.

- დიდება უფალს! დაილოცოს ღმერთო შენი სამართალი - სკამიდან წამოხტა ვახტანგი


და ხელებით მიწაზე დაეცა.
- იზეიმა სამართალმა - მომაძახა ვახტანგის ცოლმა და შვილებს მაგრად გადაეხვია.
რა მოხდა შემდეგ
თავი 10

იმ დღის შემდეგ, ანეტა, ფსიქოლოგიურად დასუსტდა. ჩემს თვალწინ გადაიქცა ღიმილში


ჩაფული გოგო, ერთ დიდ ტკივილად. არავის აღარ იკარებდა, მათ შორის არც მე. არა იმიტომ
რომ ჩემი ეშინოდა, არამედ თვალებში ვერ მიყურებდა და სირცხვილისგან იწვოდა.

მამა იმ დღის შემდეგ, სახლში აღარ მისულა. იმიტომ რომ ანეტაზე იყო გაბრაზებული? არა.
მამამისი ერთი, თავის იმიჯზე დარდით აღვსილი ნაბიჭვარი იყო, რომელსაც ანეტას,
ამჟამინდელ მდგომარეობაზე მეტად, მეზობლების ჭორაობა „უტყდებოდა“. როგორც თუ
შვილმა ჩემი გვარი შეარცხვინაო და მეზობლების დადუმებას, გაქცევა და ცოლ-შვილის
პრობლემებთან დატოვება ამჯობინა.

რამდენჯერ ვცადე მასთან მიახლოება, რამდენჯერ მივაკითხე სახლში, რამდენჯერ დავურეკე


მაგრამ, დედამისი მხოლოდ ერთი პასუხით მისტუმრებდა - ახლა ანეტას არავისთან საუბარი
არ უნდა, ნიკო.

რა მოხდებოდა, რომ იმ დღეს, მეც მასთან ერთად ვყოფილიყავი?

ვგრძნობდი თუ არა დანაშაულოს ? არ ვიცი. მაგრამ მგონია რომ ყველაფერი სხვაგზით


შეგვეძლო წაგვემართა.

ანეტას სახლთან ხშირად ვიჯექი საათობით და ველოდებოდი...

უშედეგოდ ველოდებოდი, ვიცოდი რომ აზრი არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც ველოდებოდი.


მეგონა რომ თვალს დავხუჭავდი, გავახელდი და ანეტას სადარბაზოში მომავალს
დავინახავდი. მეგონა, რომ ფანჯრიდან გამომხედავდა. არ გამოსულიყო, არ მომსალმებოდა.
მხოლოდ თეთრი ფარდები გადაეწია და ორი წამით, თუნდაც ფანჯრის მინას აესხლიტა მისი
ანარეკლი. მეგონა რომ მომწერდა ან ფანჯრიდან გადმოადგებდა პატარა დაკუჭულ
ფურცელს, სადაც ჩემზე რაიმე ეწერებოდა.

და დრო ასე გადიოდა.

*****
სასამართლოს შემდეგ, მე და დედა სახლში ავტობუსით ვბრუნდებოდით. ძალიან მეშინოდა,
ყველა კაცში ვახტანგს, ვახტანგის მეგობრებს ან პოტენციურ მოძალადეს ვხედავდი.

დედასთან ახლოს დავჯექი და მკერდზე მივეკარი. თან ცალი თვალით ფანჯარაში ყურება
დავიწყე.

მამამ სახლში არ წაგვიყვანა. სასამართლოს შემდეგ გვითხრა, რაღაც საქმე მაქვს და უნდა
გავიქცეო. სახლში მიმავალს კი დაგვირეკა და დაგვაწია - მე თქვენთან ერთად აღარ
ვიცხოვრებ, თქვენ ჩემი სახელი შეარცხვინეთო.

როგორ სთხოვა დედამ, როგორ ეხვეწა, როგორ ემუდარა მარტო არ დაგვტოვოო.

მამამ, მხოლოდ ერთი რამ შემომითვალა, ჩენი უკანასკნელი საუბრისას.

- შენ, თუ გინდა რომ ოდესმე მე, როგორც ჩემი შვილი ისე მოგიხსენიო, შენი არ
შემრცხვეს და სიამაყით წარმოვთქვა შენი სახელი , დანაშაული უნდა გამოისყიდო.
- როგორ მამა?
- მონაზვნად გახდომით, ან...
- ან რა მამა?
- სისხლით.

დედამ როგორც კი ეს გაიგო, მიხვდა როგორ ავადმყოფთან ჰქონდა საქმე და ისიც კი მითხრა,
მის დაბრუნებას , ისევ მის გარეშე ცხოვრების სწავლა სჯობსო..

ავტობუსიდან ჩამოვედით,მაინც ბოლო გაჩერება იყო დარჩენილი და ფეხით გავლა


გადავწყვიტეთ. როდესაც, კორპუსს მივუახლოვდით, შორიდან დავინახეთ რომ მეზობლები
ჩვენს სადარბაზოსთან იყვნენ დიდ ჯგუფად თავმოყრილი და რაღაცას იცავდნენ. როგორც კი
დაგვინახეს, ხელები ჩასჭირდეს ერთმანეთს და სადარბაზოს შესასვლელი გადაკეტეს

- რა ხდება აქ? - იკითხა დედამ.

ჯოგიდან, უბნის ავტორიტეტი გამოვიდა.


აი ის, ყველას ცხოვრებაში მუდმივად ცხივრს რომ ჰყოფს და საკუთარი არეული აქვს.
აი ის, ციცოს გოგოს შეყვარებული უბნამდე რომ ვერ აცილებს იმის შიშით რომ ეს ქალი, ციცოს
ან მეზობლებს, ყველაფერს მოუყვება და რა თქმა უნდა ეს ამბავი ციცომდე ყოველთვის მივა. აი
ის, კორპუსის საჭირბოროტო საქმისთვის ფულს რომ აგროვებს და საბოლოო ჯამში მისი
გაკეთებული საქმე არავის უნახავს და აი ის, მუდმივად ოჯახის ამბებს რომ გეკითხება, მაგრამ
რეალურად ფეხებზე ჰკიდია, უბრალოდ სხვა საქმე არ აქვს.

- ბოდიში თამრიკო, მაგრამ სახლში ვერ აგიშვებთ შენ და შენს შვილს.


- რას ჰქვია არ ამიშვებთ, დალი?
- ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებლები ხართ. აქ ჩვენი შვილები იზრდებიან, თუ
შეამჩნიე, არ გვინდა რომ შენს შვილს უყურონ.
- რა სჭირს ჩემს შვილს?
- გაგიბოზდა თამრო, მეტი რაღა უნდა სჭირდეს?
- ბავშვი გააუპატიურეს, სახეზე შეხედე, ფერი აქვს წაშლილი, რეებს ბოდავ? სრულ ჭკუაზე
ხარ?
- მეც ვეთანხმები, თქვენი ადგილი აქ არ არის - წამოგვაძახა ერთ-ერთმა უკან მდგომმა
და მთელი ბრბო ცხვარივით აჰყვა.
- ხომ დაინახე, სასამართლომ გაამრთლა ვახტანგი. დამნაშავე რომ ყოფილიყო,
სასამართლო არ გაამართლებდა - თქვა დალიმ.
- პოლიციაში დავრეკავ, თუ ახლავე არ გაიწევით. მარი შენ იურისტი ხარ მგონი,
გეცოდინება რომ მაინც შევალ სახლში, ტყუილად ამბავს ნუ ავტეხავთ - თქვა დედამ.
- კარგი მართალია, გაატარეთ. პოლიცია მაინც გაუშვებს სახლში - თქვა უკნიდან
მეზობელმა
- ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართ, ჩვენ ვთქვით რომ არ ავუშვებდით. ჩასჭიდეთ ხელები
ერთმანეთს და არ აუშვათ - წამოიძახა დალიმ.
- სხვა გზას არ მიტოვებ, პოლიციაში ვრეკავ - თქვა დედამ და მიმანიშნა რომ ბარდიულზე
ჩამოვმჯდარიყავი

პოლიციის ორი ეკიპაჟი მოვიდა. ერთმა დედა გაიყვანა გვერდით, მეორე მეზობლებთან
დარჩა. სანამ ისინი საუბრობდნენ , მე გავლა გადავწყვიტე. ახლა ალბათ სახლში უნდა
ვყოფილიყავი და ტირილით მოვმკვადრიყავი,მაგრამ რადგან ჩემი ძვირფასი მეზობლები
საკუთარ სახლში არ მიშვებდნენ, შევიკავე ცრემლები და ფიქრს მივუძღვენი დრო.

საღამოს 8 საათი იყო. კორპუსის გვერდით გავედი. ხალხი, ერთმანეთში ირეოდა, ამ დროს,
ახალგაზრდა გოგო მოვიდა ჩემთან და აკანკალებული ხმით მითხრა:

- ანეტა შენ ხარ?


- კი, მე ვარ
- ეს კონვერტი გახსენი. აქვე წაიკითხე და მომეცი უკან.
- თუ მაძლევ, ბარემ მექნება, რაღაზე მოგცე - გაკვირვებულმა შევხედე უცნობს.
- არა, გთხოვ, წაიკითხე და მომეცი თორემ პრობლემები შემექმნება.
- კარგი, რა გაეწყობა. ვისგან არის?
- არ ვიცი, ვიღაც კაცმა გამომატანა.

ფრთხილად გავხსენი კონვერტი, წერილი ამოვიღე და ხმამაღლა დავიწყე კითხვა:

ძვირფასო ანეტა

- არა, არა ჩუმად უნდა წაიკითხო. მე არ უნდა გავიგო რა წერია თორე, პრობლემა
შემექმნება. - მთხოვა უცნობმა.
- კარგი.

დავხედე წერილს და ერთ ამოსუნთვაში წავიკითხე.

წერილი ხელებში შევაჩეჩე და დედასკენ გავიქეცი. მივვარდი და მაგრად ჩავეხუტე.

- რა ხდება დედი? შეგცივდა? წამო ავდივართ სახლში - მიმიკრო დედამ და


სადარბაზოსკენ წამიყვანა.

პოლიციამ დერეფანი გაგვიკეთა.


აქეთ-იქით იდნენ მეზობლები და საშინელ სიტყვებს ისროდნენ ჩემი მისამართით.

- ნათელას გადასვლის შემდეგ, უბნის ბოზი არა გვყოლია და შენც გამოჩნდი ანეტ! -
შემომძახა დალის ქმარმა.
- ასეთი ახალგაზრდა ხარ და უკვე გათახსირებული?! - მომაძახა დალიმ.
- სულ დედას ჰგავს - დაიყვირა თამილამ.
თამილამ რომელსაც, დღეში 3 ჯერ ვეპატიჟებოდით ხოლმე მე და დედა საჭმელად.
როცა რაღაც დააკლდებოდა საჭმლის გაკეთების დროს სულ ჩვენ გვთხოვდა და როცა
ფული სჭირდებოდა მის ნარკომან შვილს, ჩვენ ამოგვაკითხავდა ხოლმე.

აქეთ-იქით მიმოფანტულ ბრბოში, მკვდარი სხეულით მივაბიჯებდი და გული მეწვოდა.


ფრთხილად ავიარეთ, სადარბაზო და როგორ კი დედამ კარი გააღო, სახლში შევვარდი,
ტახტზე პირქვე დავეგდე და ცრემლები წამსკდა.

პოლიციამ ბლანკი შეავსო, ხელი მოაწერინა დედას და წავიდა.

წავიდა და კარებზე ბრახუნი გაისმა.

წიხლებით შესდგნენ, რკინის კარს. აბრახუნებდნენ, ურტყავდნენ, აფურთხებდნენ, ნაგავს


ყრიდნენ ჩვენი კარის წინ, იგინებდონენ, პულივიზატორით რაღაცას აწერდნენ.

შემეშინდა და ჩემს ოთახში გავიქეცი.

ნიკო მირეკავდა, მაკითხავდა, მაგრამ ჩემი სიცოცხლე გავიმწარე, ნიკოს ცხოვრებას ვერ
დავუნგრევდი.

დედას მხოლოდ ერთი რამ ვთხოვე, მხოლოდ ერთი რამ, რომ ნიკო ჩემთვის ჩამოეშორებინა
და ასეც იქცეოდა.

მამამ მაშინ მიგვატოვა, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. იმის მაგივრად რომ გვერდში
დაგვდგომოდა გაიქცა, რადგან ჩვენს კარგად ყოფნაზე მეტად, შელახული სახელი
ადარდებდა.

რაც არ უნდა გვიკვირდეს, ფაქტი ფაქტად რჩება, როცორც არ უნდა გვჭირდეს, ჩვენს გვერდით
, ყოველთვის იქნება დედა და არავინ სხვა დანარჩენი.

*****

პირველად რომ ავედი ანეტასთან, კარზე წარწერა შევამჩნიე.

„ აქ, ნაბიჭვრების ოჯახი ცხოვრობს. დაარტყი წიხლი, რომ ეს არ დაივიწყონ!“ - უდიდესი ბრაზი
დამეუფლა.
დიდხანს ვაკაკუნე კარზე - პასუხი არავინ გამცა.

სწრაფად ჩავირბინე კიბეები და იქვე, სუპერმარკეტში შევედი.

3 ცალი, შავი პულივიზატორი ვიყიდე.

ავბრუნდი უკან და ეს-ესაა, ანეტას კარს უნდა მივდგარიყავი რომ მამის ტოლა მუტრუკი, კარს
წიხლებს ურტყავდა.

პარკიდან პულივიზატორი ამოვიღე და ვესროლე. - თავში გავარტყი. დაბღვერილმა


გამომხედა და დამიღრიალა:

- ნორმალური ხარ? რაებს აკეთებ?


- კარს მოშორდი!
- შენ ის არ ხარ, ანეტას რომ აცილებს ხოლმე სახლამდე? - ირონიით გადმომხედა
უცნობმა.
- კი, მე ვარ.
- მერე რა არის ამის დედა ვატირე?! შეყვარებული გაგიბოზდა?
- შენი შვილი რომ გაეუპატიურებინათ, მასაც მსგავსად მიმართავდი?
- ახლა, შენ, ჩემ შვილს ნუ ეხები.
- მაგ ლოგიკით შენც არ უნდა ეხებოდე სხვის შვილს, შენ კიდევ დგახარ ამხელა კაცი და
კარების წიხლებს ურტყამ, არაა სწორი ეგ ბიძაჩემო.

უცნობს შერცხვა. მიტრიალდა და სიტყის უთმელად შევიდა სახლში. მე კი, ანეტას კარის
შეღებვა დავიწყე.

წარმომიდგენია ანეტას ნაღვლიანი თვალები, როცა ვახტანგი გაამართლეს, შემეცოდა. მაგრამ


პროკურორი დაგვპირდა რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა და აუცილებლად
გაასაჩივრდებდა. ჩვენ კი სხვა გზა აღარ გვქონდა, სხვა გზა, გარდა ლოდინისა.
გაქცევა სამეგრელოში
თავი 11

ერთი კვირა ვიჯექი ანეტას კორპუსის წინ.

ერთი კვირის შემდეგ, ანეტა, პირველად გამოვიდა კონტაქტზე.

- როგორ ხარ ნიკო?


- როგორ ვიქნები ანეტ, შენ როგორ ხარ?
- ნორმალურად. ბოდიში მინდა მოგიხადო ყველაფრისთვის.
- არაფერი გაქვს საბოდიშო.
- სად ხარ?
- შენი კორპუსის წინ ვზივარ, ამოვიდე?
- რა გინდა აქ?
- ალბათ არ იცი,მაგრამ ბოლო ერთი კვირაა აქ ვარ.
- არა, არ ამოხვიდე. შენი ხმის გაგონება მინდოდა, სანამ...
- სანამ რა? გულს ნუ მიხეთქავ.
- სანამ ზუგდიდში წავიდოდი.
- რა გინდა მანდ?
- ჩემი დედულეთი ხომ მანდ არის ნიკო, რა გჭირს?!
- არა ეგ ვიცი, უბრალოდ რატომ მიდიხარ?
- ა, რავი... ცოტახნით დასვენება მინდა ყველაფრისგან და ყველასგან
- გინდა წამოგყვე მეც?
- არა , არა! მარტო მინდა წასვლა. დედაც არ მომყვება.
- ნიკო...
- გისმენ ანეტ.
- დღევანდელი ღამე რომ უკანასკნელი იყოს ჩვენთვის, ხვალ უჩემობას როგორ
გადაიტანდი? - მკითხა ანეტამ და მომესმა ტირილის ხმა.
- აი იმ მთიდან ამომავალ მზეს შევაჩერებდი, ჩვენ სადაც ერთმანეთს ვაკოცეთ.
- როგორ?
- ვეტყოდი რომ შენზე ძვირფასი არავინ გამაჩნია და შენზე უკეთ ვერავინ გამათბობს.
- თუ მზე არ დაგთანხმდებოდა?
- მაშინ მთვარეს შევევედრებოდი არსად წასულიყო, არ მივეტოვებინეთ.
- მთვარეს აუხსნიდი რაოდენ ძლიერ გიყვარვარ?
- არა, რადგან ყველაზე კარგად იცის ჩემი გრძნობები შენდამი. ის ხომ მაშინ ამოდის
როცა შენზე ფიქრს ვიწყებ და მტოვებს მაშინ როდესაც შენს სანახავად მოვდივარ.

ანეტამ აღარ მიპასუხა. მხოლოდ ტირილის ხმა მესმოდა და ამის გაგონებაზე გული ცოცხლად
დამეწვა.

- ანეტ, აქ ხარ?
- კი, კი, აქ ვარ - სლუკუნით წარმოთქვა ანეტამ.
- ხომ ყოველთვის ერთად ვიქნებით?
- კი ნიკო. შენ კარგი ბიჭი ხარ, როგორ შემიძლია შენი დავიწყება.
- აბა ასეთი კითხვა რატომ დამისვი?
- ისე... უბრალოდ. რაღაც უნდა გითხრა, არ ვიცი როგორ მიიღებ.
- რა ხდება. მაშინებ უკვე.
- გუშინ,სტრიპ ტესტი გავიკეთე და...
- და, რა?
- დადებითი აჩვენა - მორცხვად მიპასუხა ანეტამ.
- ანუ კარგია ეგ თუ ცუდი?
- არ იცი ხომ რა არის ეგ?
- არა.
- ორსულობის ტესტი გავიკეთე.
- ანუ?
- ანუ, ორსულად ვარ.
- მერე?
- არაფერი რაღა მერე. მამაჩემმა ჯერ არ იცის. დედას მოძღვარი ჰყავდა მოყვანილი და
არ მოიშალოს მუცელი, უდიდესი ცოდვაა აბორტიო.
- შენ, რას ფიქრობ. დაიტოვებ?
- ცოდოა ბავშვი, არაფერი დაუშავებია.
- მერე გეყვარება?
- არ ვიცი, ნიკო. არაფერი არ ვიცი. კარგი უნდა წავიდე... ბოდიში და შენგან არაფერს არ
ველი ახლა. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, იქნებ ეს მაინც დაგეხმაროს ჩემს
დავიწყებაში.
- ანეტ..
- არაფერი მიპასუხო- გამაწყვეტინა საუბარი ანეტამ.
- სანამ წახვალ, ერთხელ არ გამომხედავ აივნიდან?

გამითიშა.

მე კი,შევაჩერდი ანეტას ფანჯრებს, იმის იმედით რომ ფარდა შეირხეოდა.

ანეტამ არ გამომხედა.

ზოზინით ავდექი ბარდიულიდან და ჩაფიქრებულმა, ანეტაზე ფიქრით გადავდგი რამდენიმე


ნაბიჯი, როდესაც ხმა მომესმა.

- ნიკო! არ წახვიდე .

გავიხედე უკან და სადარბაზოდან, ჩემსკენ სირბილით მომავალი, ანეტა დავინახე. გამიხარდა.


ნეტა იცოდე ღმერთო, ასე ძალიან თუ რაიმე გამხარებია.

გული ამიჩქარდა.

ტანზე ჟრუანტელმა გამიარა.

სისხლი გამეყინა.

რადგან ისევ ვიგრძენი.


რადგან ისევ ისე მხურვალედ ვიგრძენი მისი სითბო.

მეც გავიქეცი მისკენ

რაც ძალა და ღონე მქონდა გავიქეცი.

ისე გავიქეცი, თითქოს ეს სირბილი უკანასკნელი იყო ჩემთვის

მივუახლოვდი. ხელები გავშალე რომ გულში მაგრად ჩამეკრა.

და გავითიშე.

- კარგად ხარ?
- კი, კარგად ვარ - ვუთხარი და ლოყაზე ნაზად მოვეფერე.
- კარგად არის? - წამოიძახა უცნობმა.
- კი კარგად არის - სიცილით უპასუხა ჩემს თავთან მჯდომმა გოგონამ.

თვალები დავახამხამე და სირცხვილისგან დავიწვი.

ანეტა არ ყოფილა.

ვის მოვეფერე აბა სახეზე?

მოიცა.

ანეტას ჩამოსვლა მომეჩვენა?! თუ მართლა ჩამოვიდა ჩემს სანახავდ.

წამის მეასედში წამოვხტი, უცნობი გოგონას კალთიდან და როდესაც ჩემს გარშემო, ხალხი
დავინახე, საოცრად შემრცხვა.

- კარგად ხარ შვილო? რაიმე ხომ არ გჭირდება? - მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.


- როგორ დაგემართა? - იკითხა მეორემ.
- წყალი მოგაწოდოთ? - აივნიდან მომაძახა დალიმ.
- რა დაგემართა? - მკითხა გოგონამ.
- არ ვიცი, გავითიშე - ვუპასუხე მე.
- ცოტახნით შენთან ვიქნები, მინდა დავრწმუნდე რომ კარგად ხარ - მომღიმარი სახით
დამიბრუნა პასუხი.
- ეს ბიჭი ვიცანი, იცით ვინ არის?! ბოზი ანეტას შეყვარებულია - წამოიძახა დალიმ.
- ხო, დალი, მეც მივხვდი ეგ იქნებოდა. მთელი დღეებია ზის და ელოდება თავის
შეყვარებულს - გასძახა მეოთხე სართულიდან დალის, მეზობელმა.
- სალიტა! წავედით დროზე სახლში! - ხელი მაჯაში მოჰკიდა და სახლისკენ წაიყვანა
მამამ, უცნობი გოგონა.

არავისთვის პასუხი აღარ გამიცია. უბრალოდ გავედით, ხალხის მასიდან და სახლში წავედი.

მეორე დღეს,შუადღისას, ანეტას დედამ დამირეკა.

- ნიკო, ანეტა დაიკარგა. შენთან არის?


****
დილით ადრე ავდექი.

ჩემოდანში ჩავალაგე ტანსაცმელები და დედას გაღვიძებამდე სახლიდან გავიპარე.

არსად არ მქონდა წასასვლელი, გარდა დედულეთისა.

მიკრო ავტობუსის ასასვლელთან გავჩერდი.

უკანასკნელად დავფიქრდი, მინდოდა თუ არ წასვლა და როდესაც ჩემმა შინაგანმა


სამყარომ დასარჩენი მიზეზი ვერ მოიფიქრა, მიკრო ავტობუსში ავედი.

ჩემთვის,უკანა სკემზე, კომფორტულად მოვკალათდი. ზურგჩანთიდან წიგნი „თავისუფალი“


ამოვიღე და კითხვა დავიწყე. ისე, ნეტავ გიორგი ან ლევანი რას იზავდნენ, ვინმეს გვანცა
რომ გაეუპატიურებინა?! გიორგი ალბათ სამართლებრივად მიუდგებოდა ამ საქმეს, ლევანი
კი განგსტერულად იარაღით მიადგებოდა მოძალადეს.

პირველი გაჩერება გორში გვქონდა. გზის პირას, მაღაზიასთან გავჩერდით და


მოგზაურობისთვის საჭირო ნივთები მოვიმარაგეთ. მე მხოლოდ წყალი ვიყიდე, გზაში
ცუდად რომ არ გავმხდარიყავი.

გზა და გზა, მძღოლი უჩერებდა მგზავრებს და ცარიელი ადგილებიც ნელ-ნელა ივსებოდა


ხალხით.

სამტრედიის რკინიგზის სადგურს გამოვცდით, როდესაც უკანასკნელად გაჩერდა მძღოლი


მგზავრის ასაყვანად.

25-26 წლის ყმაწვილი ამოვიდა, მიკრო ავტობუსში. ცალ მხარზე გადმოგდებული


ზურგჩანთა მოიხსნა და უკანა რიგებისკენ წამოვიდა.

ერთადერთ ცარიელ ადგილს, ჩემი ზურგჩანთა აკავებდა. ამიტომაც ფრთხილად ავიღე და


ფეხებთან დავიწყვე. უცნობმა გამიღიმა და სწრაფად დაჯდა ჩემს გვერდით.

- რა წიგნია? - მკითხა უცნობმა


- თავისუფალი - ცივად დავუბრუნე პასუხი.
- რაზეა?
- რაიონიდან - თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ ბიჭზე.
- თბილისში ცხოვრობ?
- რა კავშირშია ერთმანეთთან?
- ჩამოსულ ბიჭზეო რომ თქვი და არა ჩასულ.
- კი.
- ისე საიდან ხარ?
- ცხინვალიდან.
- ახლა ვისთან მიდიხარ?
- დაკითხვაზე ვარ?
- არა, ისე მაინტერესებს.
- არ აქვს მნიშვნელობა ვისთან მივდივარ, შენს საქმეს მიხედე.
- კაი რა იყო, გკითხე უბრალოდ - ჩაიცინა და ფრთხილად შემათვალიერა.

მე პასუხი აღარ გამიცია და კითხვა განვაგრძე.

- ბოლოს რა წიგნი წაიკითხე?


- აი, რა მნიშვნელობა აქვს?
- უბრალოდ გეკითხები. არ მინდა რომ მგზავრობისას მოვიწყინოთ.
- ხომ ხედავ რომ ვკითხულობ? ხელს მიშლი.
- კარგი, გასაგებია - მითხრა უცნობმა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- კარგია - სიამაყით ვუპასუხე მე.
- ისე შეყვარებული გყავს?
- ადამიანო, დამანებებ თავს?! - უკვე ხმას მოვუმატე და ვინც კი გაიგო ჩემი ხმა, ყველამ
ჩვენსკენ გამოხედა.
- სირცხვილია - ჩუმად წარმოთქვა უცნობმა.
- მაშინ შემეშვი, გთხოვ.
- კარგი, კარგი... მოვრჩი მართლა.

მეც ამოვიღე ყურსასმენები ჩანთიდან, საყვარელი სიმღერა ჩავრთე და ფანჯარას თავით


დავეყრდენი.

ხამისკურს გავცდით და გამიხარდა, რომ მალე ზუგდიდში ვიქნებოდით. უცნობიც აღარ


მაწუხებდა საუბრით, რადგან ეგონა რომ მეძინა და რა აზრი ექნებოდა გამოლაპარაკებას.

ცაიშიში შევედით, როდესაც ფეხზე უცნაური შეგრძნება დამეფულა და თავის გაუმოძრავებლად


დავიხედე.

ორი წამის წინ რომ მეგონა, რაიმე შეიგნოთქო არც აცივა, არც აცხელა ჩემსკენ გამოუწვდია
ხელი და ფეხზე მეფერებოდა.

- რას აკეთებ? - ზიზღით შევხედე უცნობს.


- რას ვაკეთებ? - თავდაჯერებულად გადმომხედა მამაკაცმა.
- ხელები გაწიე და ნუ მეხები - დავიყვირე და მძღოლის ჩათვლით ყველამ გამომხედა.
- შემთხვევით მომიხვდა ხელი, რა გაღრიალებს ქალო - დაიწყო თავის მართლება.
- კარგი შვილო, რა პანიკებში ვარდები, გამაგიჟებენ ეს ბავშვები - მომაძახა მოხუცმა
ქალმა.
- ვერ არის ეს გოგო გეფიცებით - დააყოლა უცნობმა.
- მოდი, მე გაგიცვლი ადგილს - წინა რიგებიდან ახალგაზრდა ბიჭი ადგა და თავისი
ადგილი დამითმო.

მეც წამოვხტი სკამიდან, მადლობა გადავუხადე და მის ადგილას დავჯექი.

- მოიცადეთ, ეს ის გოგო, არ არის?! ტელევიზიაში რომ იყო? - დაიყვრია უცნობმა.


- ვინ გოგო? - იკითხა ერთ-ერთმა მგზავრმა.
- აი ის, ვირაც კაცს რომ გაუპატიურებას აბრალებმა და ციხეში სვამდა.

ამ დროს ყველამ ჩემსკენ დაიწუო ყურება.


- არა გრცხვენია შვილო?! ასეთ რაღაცას იმ საწყალ კაცს როგორ აბრალებდი - მითხრა
გვერდით მჯდომმა მოხუცმა ქალმა.
- მართლა ის გათახსირებული გოგოა?! - ჰკითხე მძღოლმა წინ მჯდარ მგზარვრს.

მგზავრმა გადმომხედა უკან, შემდეგ მძღოლს მიუტრიალდა და თავი დაუქნია. ძღოლმა


მკვეთრად დაამუხრუჭა და გზიდან გადავიდა, უკან მომავალმა მანქანამ, სინგალით ჩაგვიარა
და მძღოლს, გულიანად შეაგინა. მძღომაც არ დააყოვნა და ურცხვად დააწია გინება.

- ანუ შენ ხარ ის გოგო? - შემომიტრიალდა და მოურიდებლად მკითხა.


- ეგ არის, რას ეკითხები - წამოიყვირა უკან მჯდარმა ქალმა.
- ეგაა, ეგ - დაამატა მოხუცმა.

მე ჩუმად ვიჯექი და წიგნს, სიგანეზე, ხან აქეთ ხან იქით ვატრიალებდი რომ ნერვები მომეთოკა.

- ამათმა თავისუფლების ძახილმა დაღუპა ქვეყანა - ირონია ნარევი სიცილით


წარმოთქვა მძღოლმა.

მგზავრებმა გადაიხარხარეს.

- არც თქვენს თაობას დაუხვედრებია ჩვენთვის სამოთხე.


- ნახე რამდენს ბედავს- შემომიტრიალდა მოხუცი.
- ჩადი სასწრაფოდ ჩემი მარშუტკიდან - დამიღრიალა მძღოლმა.

ამ დროს, უკან მჯდომმა უცნობმა ბიჭმა, ორი წამის წინ ჩემს გაცნობას რომ ცდილობდა,
მაისურში ხელი ჩამავლო და კარებამდე მიმათრია.

- აი, ასე მოუხდება - დაიყვირეს მგზავრებმა.


- ჩანთა, ჩანთა მომეცით! - დავიწყე ტირილი.

ხელი მკრეს და ინერციამ გადამისროლა ავტომობილიდან. ძირს დავარდნილმა, მოვიკრიბე


ძალა და უკანასკნელად ავხედე მგზავრებს უცნობმა ბიჭმა, კარი მოაჯახუნა, მძღოლმა კი დაძრა
მიკროავტობუსი და წავიდა.

უკანაკსნელად გავხედე ავტომობილს და ბოლოს რაც დავინახე იყო ავტომობილის


სახელმწიფო ნომერი.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, დამინახეს როგორ გადმომაგდეს


მიკროავტობუსიდან და ჩემს დასახმარებლად მოცვივდნენ.

ერთ-ერთი მათგანი ჩემს დასახმარებლად გამოემართა, მეორემ პატრულში დარეკა.

- შენ ის არ ხარ? - მკითხა დასუფთავების თანამშრომელმა.


- კი, ეგ ვარ - ვუპასუხე მე.
- გაუძელი ბუძი, გაუძელი - მითხრა და ქვაზე დაჯდოში დამეხმარა.

ალბათ ფეხი ვიღრძე, არა მხოლოდ სიარული, არამედ ფეხის გაშლაც კი მტკენდა ფეხს.

რამდენიმე წუთში საპატრულო ეკიპაჟი მოვიდა.

ჩვენს დანახვაზე, სწრაფად გადმოვიდნენ მანქანიდან და უკანა სავარძელზე დამსვეს.

- ანეტ, მუჭო რექ? - ღიმილით შემომხედა პოლიციელმა.


- საიდან იცით ჩემი სახელი? - გავიკვირვე და ინტერესით გავხედე ოფიცერს.
- მე ვარ, სანდრო. - ნაწყენი სახე მიიღო პოლიციელმა.
- არ არსებობს, არ მჯერა - სიხარულით გადავეხიე სანდროს.

სანდრო მამაჩემის ძველი მეგობარი იყო. სანამ ურთიერთობა გაუფუჭდებოათ, მუდმივად


გვსტუმრობდა სახლში და ჩემთვის უამრავი, ტკბილეული და სათამაშოები მოჰქონდა ხოლმე.

- ჰოდა, ანეტ,მუჭო რექ?. მეგრულად მიპასუხე თორე არ გაპატიებ - სიცილით მითხრა


სანდრომ.
- ჯგირო, ჯგირო, თქვა? - მორცხვად დავუბრუნე პასუხი.
- მახოლო ჯგირო, გავიგე შენი ამბავი, არ ვიცი რა გითხრა. როგორც ჩემს შვილს ისე
გიყურებ დღემდე, თუ დაგჭირდება ჩემი დახმარება, იცოდე რომ შეგიძლია ჩემი იმედი
გქონდეს.
- მადლობა სანდრო ძია.
- აქ რა გინდა ან რა დაგემართა?
- აქ რა მინდა, ეგ დიდი ამბავია. ჯერ მამა წავიდა სახლიდან და სიამაყის გრძნობა
გვარჩია მე და დედას. შემდეგ მეზობლები აგვიმხედრდნენ. ახლა კი, რომ მოვიოდი,
მანქანაში ვიღაც ბიჭმა დამიწყო შებმა, ჯერ გამომელაპარაკა, შემდეგ ხელი დამადო
მუხლზე. დავიყვირე და ადგილი შემიცვალეს. მერე ერთ-ერთმა მგზავრმა მიცნო და
ჩემი ლანძღვა დაიწყეს. ბოლოს პირდაპირი მნიშვნელობით გადმომისროლეს
ავტობუსიდან, ისე რომ ჩემი ჩანთაც არ დამიბრუნეს.
- კარგი, რას ამბობ - გვერდით მომიჯდა და გადამეხვია სანდროს მეწყვილე გოგონა.
- ეს თამარია, მართლა, გაიცანი. - მიმანიშნა მეწყვილეზე.
- სასიამოვნოა თამარ, მე ანეტა ვარ.
- ავტომობილის ნომერი გახსოვს?
- კი სანდრო მახსოვს.

სანდრო შეტრიალდა და რაციისკენ წავიდა.

- ავტომობილის მფლობელის სახელი და ნომერი მინდა ამ სანომრე ნიშნით - გადასცა


რაციით სანდრომ.
- თქვენ რატომ არ შეგიძლიათ ნახვა? - ვკითხე თამარს.
- ჩვენ ასეთი ფუფუნება არ გვაქვს - ხუმრობით მიპასუხა და უფრო ძლიერად მიმიკრა
გულში.
- შეიძლება რაღაც გკითხო?
- გისმენ .
- არ გაგეცინოთ ოღონდ.
- არა, არ გამეცინება.
- რატომ ჩამეხუტეთ? - მომღიმარი სახით შევხედე თამარს.

თამარი ცოტახანს დაფიქრდა და ვივარაუდე რომ არასწორად გაიგო ჩემი კითხვა, ამიტოამც
დავამატე:

- არა, ანუ... იმას არ ვგულისხმობ რომ რატომ ჩამეხუტეთ, უბრალოდ უცხო ვარ
თქვენთვის და თქვენ ასეთ სითბოს იჩენთ ჩემს მიმართ.
- ვიცი ანეტ, სწორად გაგიგე. უბრალოდ, რაც შენ გადაიტანე, მეც მაქვს გადატანილი. არა
ისე როგორც შენ, მაგრამ ვიცი რასაც გრძნობ.

სანდრომ ღიმილით გამოგვხედა წინა სავარძლიდან.

- სანდრო, როგორ გესმის? - გაისმა რაციიდან.


- გისმენთ - დაუბრუნა პასუხი სანდრომ.
- ვაჟა პაიჭაძე, ვიმეორებ, ვაჟა პაიჭაძე. ნომერი ტელეფონზე გამოგიგზავნე.
- მადლობა ცენტრი.

სანდრო რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და დარეკა გამოგზავნილ ნომერზე.

- გამარჯობა.
- გამარჯობა, სწრაფად მითხარი, საჭესთან ვზივარ.
- ვაჟა ხართ?
- კი კაცო, ვინ ხარ, არ მეტყვი?!
- მე პოლიციის უფროსი ლეიტენანტი სანდრო ჭკადუა ვარ. სასწრაფოდ გააჩერე
ავტომანქანა.
- რითი შემიძლია დაგეხმაროთ ბატონო სანდრო?
- იმ ადგილას მოდი, სადაც ახალგაზრდა გოგო გადმოაგდე.
- თუ ძმა ხარ, ახლა მანდ ვერ მოვალ. ცოტა დამრჩა მივიყვან მგზავრებს წალენჯიხაში და
მოვბრუნდები - ბუზღუნით ჩაილაპარაკა მძღოლმა.
- მიხვალ და მობრუნდები კი არა, 10 წუთში აქ არ იქნები და ღმერთს ვფიცვარ, შენს
მანქანას ძებნაში გავუშვებ. ახლა შეტრიალდი და დაითვალე, რამდენი მგზავრი გიზის
მანქანაში.
- ცხრამეტი - კანკალით აღმოხვდა მძღოლს.
- ერთი არ გაკლდეს აქ რომ მოხვალ, დროს ვინიშნავ - თქვა სანდრომ და გათიშა
ყურმილი.

ზუსტად 15 წუთში, მძღოლი თავისი მგზავრებით, ჩვენს წინ იდგნენ.

- ჩამოდი, ჩამოდი- მიუახლოვდა სანდრო მძღოლს.


- რატომ მოგვაბრუნეთ? ისედაც მეჩქარებოდა - ავტომობილიდან გადმოგვძახა მოხუცმა
ქალმა.
- დაწყნარდით ქალბატონო, თორემ უფრო დაგაგვიანდებათ - უპასუხა სანდრომ.
- ეს გოგო გეცნობა? - ხელი გამოიშვირა ჩემსკენ.
- კი, მეცნობა - თავდახრილი დადგა ჩემს წინ.
- მერე რომ გეცნობა?! არაფერი გაქვს სათქმელი?
- ამხელა კაცმა ბოდიში გინდა რომ მოვიხადო? - საწყლად შეხედა მძღოლმა
პოლიციელს.
- შენ, არ გინდა?
- მინდა - თქვა და ისევ თავი ჩაქინდრა.
- კარგი... ახლა წადი და ვინც კი ამ ბავშვს, თითით შეეხო კი არა, ზედმეტი რაიმე უთხრა აქ
ჩამომიყვანე. ჯერ სათითაოდ მოიხდით ბოდიშს, შემდეგ ხელწერილს დატოვებთ და
თქვენს საქმეში ჩაიდება.
მძღოლი ავტომობილში დაბრუნდა,ხოლო სანდრო ჩვენსკენ შემობრუნდა.

- თამარ, რას ფიქრობ, რა ვქნათ?


- მძღოლს ჯარიმა დავუწეროთ და ის ბიჭი დავიჭიროთ?
- არა, არა. ჩემს გამო არ დაიჭიროთ ის ბიჭი. უბრალოდ ისე დააშინეთ რომ, მსგავსი რამ
ვეღარ გაბედოს. თან ახლა პროკურორი, აი იმ საქმეზე გაპროტესტებას აპირებს და
შეიძლება ხელი შეეშალოს.
- როგორი კეთილი ხარ ანეტ, ამ ყველაფრის შემდეგ.- მითხრა სანდრომ და თავზე ხელი
გადამისვა.
- კარგი, ეს ბავშვი ისედაც დასტრესილია. ეს ამბავი რომ გავრცელდეს, ანეტას საქმეს
შეიძლება მართლა ხელი შეეშალოს. ხელწერილები დავაწერინოთ და ბოდიში
მოვახდევინოთ. - თქვა სანდრომ
- ხელწერილი ვერ აღმოფხვრის მომავალში მსგავს ფაქტს სანდრო - უპასუხა თამარმა.
- კი, შესაძლოა. მაგრამ ახლა ესენი თავს დამცირებულად გრძნობენ, ხელწერილზე ხაზი
გავუსვათ რომ პირად საქმეში ჩაიდება და ასეთი თავდაჯერებული სითავხედის შემდეგ
ბოდიშის მოხდა, მათ სიამაყეს გაანადგურებს.

სანამ თამარი, ხელწერილს აწერინებდა სხვებს მე და სანდრო მიკრო ავტობუსში ავედით და


ჩემი ჩანთა ჩამოვიტანეთ.

სახლშიც სანდრომ და თამარმა მიმიყვანეს, სადრომ თავისი ნომერი დამიტოვა და მითხრა,


რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მისთვის დამერეკა.

ჭიშკართან დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

როგორც კი პოლიციის მანქანა, თვალს მოეფარა, ჭიშკარზე გადავძვერი. შესასვლელში


დამონტაჟებული „სოჩიკი“ გადავწიე და შუქიც ავანთე. პირველი სართულის ოთახზე
დადებული ბოქლომი ქვით გავტეხე და შევედი შიგნით.

ძვლივს მარტო დავრჩი, მაგრამ აღარ მეტირებოდა. მხოლოდ იმას ვგრძნობდი რომ
სულიერად გავნადგურდი. სასამართლოს შემდეგ, პირველად შევედი სოციალურ ქსელში და
აჭრელებული დამხვდა ჩემი პირადი გვერდი.
უამრავი მეგობრობის თხოვნა, მესიჯი და შეტყობინება დამხვდა.

- ანეტა, სად გდიხარ?! მთელი დღეა გეძებთ მე და ნიკო - მომწერა დედამ.


- დე, ნუ ნერვიულობ, ზუგდიდში ვარ.
- გაგიჟდი გოგო შენ? რა გინდა მანდ?
- არ ვიცი მარტო ყოფნა მინდოდა უბრალოდ.
- როგორ გახსენი ბოქლომი? მე მაქვს გასაღები.
- გავტეხე.
- ხვალ ჩამოვალ აუცილებლად.
- კარგი, ჩამოდი...
- ჩაკეტე კარები კარგად!
- ჩავკეტავ.
- გუშინ, ნიკოს ვუთხარი რომ ზუგდიდში მოვდიოდი, არ გითხრა?
- მითხრა! მაგრამ არ დავუჯერე.
- სად არის ახლა ნიკო?
- შენსავით ჯიუტია ნიკოც.

ახალი ამბების გვერდები, ჩემი და ვახტანგის სურათებით იყო ავსებული. საზიზღარ


კომენტარებს წერდნენ, ჩემზე:

„ გათახსირებული გოგო. როგორ გაბედა უდანაშაულო ადამიანის დადანაშაულება.“

„ ოჯახის შემარცხვენელი.“

„ ეს არის თქვენი ახალი თაობა, ამათი იმედი როგორ გვქონდეს?!“

„ ასე დააჭერინებენ ფემინისტები და კაცთმოძულეები ყველა კაცს და იქნებიან მერე მხოლოდ


ქალები“.

იმდენად ამაზრზენი იყო ყველა მათგანი, იმდენად ამაზრზენი.

რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?! დედამიწა, უჩემობას, ვერ გადაიტანს?! გადაიტანს. ისეთები
გადაუტანია მე ვინ ვარ, მათთან შედარებით.

დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს მამასთან დავრეკე, რაღაც, საკითხში გასარკვევად.

- მამა, ანეტა ვარ.


- გისმენ.
- რას ნიშნავდა დანაშაულის გამოსყიდვა სისხლით?
- მართლა ვერ ხვდები?
- ვხვდები, მაგრამ... მეშინია.
- მაშინ, მონასტერში წადი.
- კარგი, მოვიფიქრებ რამეს, თუ დღევანდელი ღამე, უკანასკნელი ინქებოდა, რას
მეტყოდო მამა?

მამამ, მობილური გამითიშა.

გავაკეთო? თუ არ გავაკეთო.

მოდი ყველაფერს, დღესვე დავასრულებ. დედას, ძალიან ეწყინება. წარმომიდგენია,


როგორ იტირებს ჩემს საფლავზე. ბაღჩიდან გამოვათრიე სქელი ბაწარი, რითიც ბებოს
სიცოცხლეში, ძროხები ჰყავდა ხოლმე დაბმული. რამდენიმე წრეზე გადავახვიე და
შევკარგი. სად ჩამოვკიდო?! ჭაღზე თუ... არა, ჭაღი შეიძლება ჩამოწყდეს - ვთქვი და
გავხედე ეზოში დარგულ ხეს. მოვკიდე სკამს ხელი და ეზომდე გავათრიე. ხეზე შემოვაბი
თოკი და სკამი ბაწრის ქვეშ დავდგი. ამ დროს ალბათ უნდა მეტირა, მაგრამ შინაგანად
მკვდარი ვიყავი, მკვდარს როდის მოსდის ცრემლები. ფრთხილად ავედი სკამზე, თოკი
ხელით დავიჭირე და ჩავფიქრდი.

- არა, ასე სწრაფად, ვერ ვიზამ - ვთქვი და მივიხედ-მოვიხედე - მარანში არაყი იქნება,
ჯერ დავლევ რომ არ მეტკინოს.
ჩამოვხტი სკამიდან, ოთახიდან ჩაქუჩი ავიღე და მარნისკენ გავეშურე. პატარა ბოქლომით
იყო ჩაკეტილი, როგორც ოთახის კარი. რამდენიმე დარტყმაში, გავტეხე ბოქლომი და
შიგნით შევედი.

ღვინო..

ღვინო..

ღვინო...

აუ არ არის არაყი?!

ღვინო...

აი ეს არის მგონი - ლიტრიან ბოთლში ჩამოსხმული, სასმელი, დავინახე ოთახის კუთხეში


და ასაღებად მივვარდი. გავხსენი ბოთლი და არაყის სუნმა ცხვირი ამიწვა.

ერთი მაგრად ჩავისუნთქე და ჯერ ერთი ყლუპი დავლიე. სხეული ჩამწვა. შემდეგ მეორე,

მესამე, მეოთხე, მეხუთე ყლუპის შემდეგ, სხეული გამიბუჟდა. ნეტა დასაყოლებელი


მქონდეს, სინანულით ჩავილაპარაკე და ხისკენ წავედი. მეექვსე ყლუპმა დამაგდო.

წარმომიდგენია რამდენი წლის წინანდელია, ბებო გარდაიცვალა 3 წლის წინ და იმის


შემდეგ, აქ არავინ ჩამოსულა. ისე ნეტა, ბებო რას იტყოდა? მახსოვს, ერთხელ, კალთაში
ჩამისვა და მითრა: - რომ მოვკვდები დაგავიწყდებიო. მე შევხედე და ვუპასუხე: -არა ბებო,
როგორ უნდა დაგივიწყო-თქო.

მისი გარდაცვალების შემდეგ, ისე გადიის დღეები, რომ მართლა არ მახსენდება. სინანული
და იმედგაცრუების გრძნობა მეუფლება. რადგან... დავივიწყე და ახლა მგონია, კი არ
მგონია ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგაც, ისე დამივიწყებენ, როგორც მე დავივიწყე
ბებო.

პირველი ერთი თვე იქნება ძალიან მძიმე იქნება სოციალური ქსელისთვის. ყოფილი
მეგობრებიც კი გამიხსენებენ და მტრები ჩემთან ერთად გადაღებულ სურათებს დადებენ,
თუ ჩემი სიკვდილი გატრენდდება.

ერთი წელი რთული იქნება ახალო მეგობრებისთვის. ნიკო ყველაზე მეტი, ორ წელში
დამივიწყებს.

აი დედა... დედას სამუდამოდ ვემახსოვრები.

დავლიე მეშვიდე ყლუპიც და ბოთლი ძირს დავაგდე. ფრთხილად ავედი საკამზე და თოკს
ხელებით დავეყრდენი. სხეული ხან მარჯვნივ მექაჩებოდა ხან მარცხნივ.

თავი შევყავი ბაწარში და თვალები დავხუჭე. ღამის სიო, ნაზად მეკვროდა სხეულზე.

სამამდე დავითვლი და გადავხტები - კატეგორიულად მოვთხოვე საკუთარ თავს.

ერთი...

ორი...

ორ ნახევარი...
ერთხელ ძლიერად ამოვისუნთქე, ფილტვებში ჩავუშვი ღამის ნიავი.

სამი...

- ანეტა რას აკეთებ? - მკითხა მოხუცმა და ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა.


- თქვენ აქ რა გინდათ?!
- მე იქ ვარ, სადაც შენ გჭირდები რომ ვიყო.
- თქვენ არ იყავით ჩემთან იმ მომენტში, როცა უნდა ყოფილიყავით.
- მე, ფიზიკური ტკივილისგან ვერ დაგიცავ ანეტა. მე შენს სულზე შემიძლია ვიზრუნო.
- ვინ ხარ გამაგებინებ ბოლოს და ბოლოს?
- ვინ იცის... იქნებ შენი შინაგანი ხმა ვარ ან მზე ვარ შენგან ამომავალი.
- ან უფალი ხარ?
- ან ანგელოზი ვარ, შენს დასაცავად მოვლენილი.
- იქნებ სატანა ხარ, ეს ცხოვრება ჯოჯოხეთია და არ გინდა აქედან გვიქცე.
- ყველაფრის შეცვლა არის შესაძლებელი, მაგრამ ბრძოლა სჭირდება.
თვითმკვლელობაზე მარტივი, არაფერი არ არის. ერთი პატარა ტკივილია,სხეულის
შიგნით და შემდეგ თვალებში გინათდება.
- ვერ დაინახეთ ხალხი როგორ მლანძღავს? მამამ ზურგი შემაქცია, ვის ვჭირდები?
- დედას სჭირდები, ნიკოს სჭირდები.
- ნიკოს?
- კი, ნიკოს.
- მანაც იცის ხოლმე, ჩემი წყენინება ხანდახან.
- იმ ადამიანისგან გვწყინს, ვინც გვიყვარს. ნიკომ შეიძლება გაწყენინოს ან შენ აწყენინო
ნიკოს, მაგრამ როცა ძლიერი სიყვარული არსებობს ორ ადამიანს შორის, ისინი გულს
არ გაუტეხენ ერთმანეთს.
- მართალი ხართ.
- იბრძოლებ? მინდა რომ იბრძოლო, დავიჯერო ამ ყველაფრის შემდეგ, საკმარისი ძალა
არ მოგეცა?
- მომეცა.

ერთი, ღრმად ამოვისუნთე და თოკ მოვიხსენი.

მადლობის გადასახდელად შევხედე მოხუცს, მაგრამ როგორც წინა ჯერზე.

მოხუცი უკვალოდ გამქრაილიყო.

ხოლო ჩემს სახლში შემოსასვლელი კარიბჭე, ვიღაცამ გააღო. როდესაც დამინახა,


მომვარდა და მაგრად გადამეხვია, თვალი-თვალში გავუსწორეთ. ისე, მივეკარი მკერდზე,
მის გულის ფეთქვასაც კი ვგრძნობდი. შემომხედა და მითხრა:

- ნუ გეშინია ანეტ, შენს გვერდით ვარ


- მადლობა რომ მოხვედი ნიკო - ვუთხარი და უფრო ძლკიერად მივეკარი.
***
რამდენიმე საათში ანეტას დედა ჩამოვიდა ზუგდიდში.

რომ გაიგო, ანეტას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდაო, ნაცნობ მოძღვარს დაურეკა და


მონასტერში გაგვაგზავნა.

ჩვენც, არ გავუწიეთ წინააღმდეგობა.

მონასტერში შესვლისას, მამა ანტონი დაგვხვდა, ხის მორზე ჩამომჯდარიყო და პატარა ლეკვს
ეთამაშებოდა.

მე და ანეტა შორიდანვე დაგვინდახა და შესაგებებლად წამოვიდა ჩვენსკენ.

- როგორ ხართ,ბავშვებო? - მოგვიახლოვდა და გადაგვეხვია.


- კარგად, მამა ანტონ. თქვენ როგორ ხართ? - უთხრა ანეტამ მოძღვარს.
- ეს ბიჭი ვინ არის? - იკითხა მოძღვარმა ჩემზე.
- ჩემი შეყვარებულია,ნიკო. - დაუბრუნა პასუხი ანეტამ.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ნიკო - მითხრა მოძღვარმა და ხელი გამომიწოდა.
- როგორ შეცვლილა აქაურობა - თქვა ანეტამ და მიიხედ-მოიხედა.
- მამამ მითხრა შენი ამბავი - საუბარის თემა შეცვალა მამა ანტონიმ.
- დიახ - ნაღვლიანი თვალები მორცხვად დახარა ანეტამ.
- დილით ალბათ არაფერი გიჭამიათ არა?! წამოდით გთხოვთ შიგნით შევიდეთ და
ვისადილოთ - თქვა მოძღვარმა და ქოხისკენ მიგვითითა.

ერთი პატარა ოთახი იყო სახლში. პატარა, ხით აშენებულ სახლში, უდიდესი სიმყუდროვე
იგრძნობოდა. კუთხეში პატარა ღუმელი იდგა და ცეცხლი გიზგიზებდა. ღუმელთან, აქეთ-იქით
ორი საწოლი იდგა, ჩვენთვის გაუმზადებია მასპინძელს.

- ჩანთები საწოლზე დაალაგეთ და შემოუჯექით მაგიდას - დაჟინებით მოგვთხოვა


მოძღვარმა.

ჩვენც უსიტყვოდ დავდეთ ჩანთა საწოლზე და მაგიდას მივუჯექით. მოძღვარი გავიდა ოთახიდან
და რამდენიმე წუთში სუპი და თითოს თითო პური შემოგვიტანა.

- რატომ წუხდებით? - უთხრა ანეტამ მოძღვარს.


- არ ვწუხდები, შეჭამეთ და ცხელი ჩაი დავლიოთ - უთხრა ღიმილით მოძღვარმა
ანეტას.
- შეიძლება რაღაც გკითხოთ? - ანეტამ მორცხვად შეხედა მოძღვარს.
- რა თქმა უნდა.
- წარმოიდგინეთ რომ გზა გასაყრზე ხართ, სწორი გზა საკმაოდ ბევრი პრობლემით
აღსავსეა, მცდარი კი მარტივია და თან არანაირი პრობლემა არ მოსდევს თან რომელი
გზით წახვიდოდით?
- გააჩნია სიტუაციას ანეტ, ჩვენს ყველა ქმედებას ყოველთვის თავისი შედეგი მოჰყვება.
თუ შედეგი, ღირსეულია, მაშინ მისი მიღწევისთვის ნებისმიერი ნაბიჯი გამართლებულია,
თუ მომავალში სინდისს არ შეგვიწუხებს.
- ანუ? თვლით რომ მიზანი ამართლებს საშუალებას? - ჩავეჭერი მოძღვარს საუბარში.
- კი, მაგრამ მაშინ, თუ სინდისი მომავალში არ შეგაწუხებს.
- და თუ ვერ ვბედავთ ქმედებას? ან სიტყვები ყელში გვეჩხირება რაიმეს თქმის
მცდელობაში?
- ოდესმე ყველა იმ სიტყვას ვინანებთ რისი თქმაც უნდა გაგვებედა და ვერ გავბედეთ.
წლების შემდეგ თითოეული უთქმელი ბგერა ყელში ძმრად ამოგვედინება, იმ
მომავლის გაფუჭებისთვის, როგორ მიმართულებასაც ჩვენი ნათქვამი სიტყვები
მისცემდა ჩვენივე ცხოვრებას.
ვინანებთ, ვინანებთ, მაგრამ არაფერი შეიცვლება, არა იმიტომ რომ გვიანი იქნება
და ჩვენი გადადგმული ახალი ნაბიჯები, ვერ გამოასხავს ნაყოფს ხეს. არა! ვერ
გავბედავთ რადგან, ყოველ სიახლეზე თვალის დახუჭვა ჩვენი ბუნებრივი
მდგომარეობა გახდება და ღმერთმა არ ქნას ჩვენი სიმხდალის გადამკიდეს,
ბოლოს დაბადებაც სანანებელი გაგვიხდეს.
- რატომ ჰკითხე ანეტ ეს? - შევტრიალდი ანეტასკენ.
- არ ვიცი, მეშინია. რამე არ დაგვიშავონ.
- ფიქრობ რომ გაჩუმება სჯობს? - ჰკითხა მოძღვარმა ანეტას.
- არ ვიცი, თქვენ როგორ ფიქრობთ?
- მე ვფიქრობ რომ შენში, უდიდესი ძალაა მოქცეული, თუ ამ ძალას სწორად
წარმართავ შეძლებ რომ სხვა მრავალი გოგონა გადაარჩინო.
- მე შენს გვერდით ვარ ანეტ - შევტრიალდი ანეტასკენ და გადავეხვიე.
- ეტყობა ამ ბიჭს რომ ძალიან უყვარხარ - უთხრა მოძღვარმა ანეტას.
- ვიცი მამო - ცხივრი აიბზიკა ანეტამ.
- ორი დიდი მოვლენა, სიყვარული და მეგობრობა, ყოველთვის ერთმანეთს ერთვიან.
სიყვარული ვერ იარსებებს მეგობრობის გარეშე და პირიქით, მეგობრობას გაუჭირდება
უსიყვარულოდ.
- ჩვენ ორივეს ვახერხებთ მამა ანტონ - ვუთხარი სიამაყით მოძღვარს.
- კი შვილო, ეს ყვლაზე კარგია. თუ შენი მეწყვილე ჯერ მეგობარი არ არის შენი და
შემდეგ პარტნიორი, ეგ ურთიერთობა ძალიან მალე დასრულდება. იცი როდის? აი
როდესაც მას გვერდით მეგობარი დასჭირდება და შენ მის გვერდით არ იქნები.
- ჩვენ ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარული გვაკავშირებს - უთხრა ანეტამ მოძღვარს.
- რასაც თქვენი ნებით არ დათმობთ, იმას ვერც ძალით წაგართმევენ - უპასუხა
მოძღვარმა და მხრები აიჩეჩა.
- შეიძლება ვერ წაგვართმევენ მამაო,მაგრამ ხომ ეცდებიან მაინც?
- მცდელობით რა თქმა უნდა ეცდებიან, მე აღარ შეგაწყენთ თავს, დაღლილები ხართ და
დაისვენეთ. რამდენი დღით რჩებით? - გვკითხა მოძღვარმა.
- ჯერ არ ვიცით მამაო, პროკურორის ზარს ველოდებით.
- თქვენს განკარგულებაშია ყველა და ყველაფერი, მათ შორის მეც. თუ დაგჭირდებით
შეგიძლიათ დამიძახოთ. ჩაი ახლა მოგიტანოთ თუ მოგვიანებით?
- მოგვიანებით დავლიოთ ერთად მამა ანტონ, მადლობა - გაუღიმა ანეტამ მოძღვარს.

მამა ანტონი წამოდგა ფეხზე, პატარა ხის სკამი მაგიდის ქვეშ შეაცურა და გავიდა ოთახიდან.

- ნიკო, რაღაც უნდა გკითხო - შემომიტრიალდა ანეტა.


- გისმენ.
- სალისთან რა გინდოდა, კიკვიძის პარკში.
- საიდან იცი შენ ეგ?
- ვიღაცამ, თქვენი სურათი დამიგდო სახლის კარებთან.
- არ მინდოდა ეგ გცოდნოდა. სალიმ დამიბარა, სასწრაფოდ გამოდი რაღაც საქმე
მაქვსო, მეც გავედი.
- მერე?
- მერე ვსაუბრეთ, რაღაცეებზე დამიწყო ლაპარაკი და უცებ მაკოცა.
- მერე?
- რაღა მერე მოვიშორე და წამოვედი, იმან კიდე სიცილი დაიწყო, გიჟია რა!
- გასაგებია...
- ბოდიში რომ არ გითხარი.
- კარგი რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა, პირიქით, ბოდიში რომ შენში ეჭვი შემეპარა.
- რა ხდება ანეტ? - მკაცრი მზერით გავხედე ანეტას და ხელი ხელზე დავადე.
- მეშინია.
- რისი?
- რისი და... სასამართლოდან წამოსვლის დღეს, ერთმა გოგომ მომიტანა წერილი.
სადაც ეწერა რომ თუ ამ საქმეს გავასაჩივრებდით მე და ჩემი პროკურორი, შენ
მოგკლავდნენ.
გავიმარჯვეთ
თავი 12

ჩვენმა პროკურორმა, ანეტას საქმე,სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მონსატერში ჩამოსვლიდან, ერთი კვირის თავზე, ქალბატონმა მარიამმა დაგვირეკა და ისეთი


ამბავი გვახარა, წარმოიდგინეთ რომ მთელი საქმე, ერთი კეთილი ადამიანის სწორ დროს,
სწორ ადგილას ყოფნამ გახსნა.

ოთხი ადამიანი დააკავეს, სამი ბიჭი და ერთი გოგო. ორი გაუპატიურებაზე და ორი დანაშაულში
თანამონაწილეობაზე.

7 მაისს 5 საათზე სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული. მე და ანეტა მატარებლით


თბილისისკენ გავემართეთ.

- რას გრძნობ ანო? - ვკითხე ანეტას და ძლიერად ჩავეხუტე.


- არ ვიცი, მიხარია რომ დაიჭერეს,მაგრამ ვინ არის დანარჩენი სამი, ძალიან
მაინტერესებს.
- მისი მეგობრები იქნებიან, სხვა ვინ?!
- ბიჭები გასაგებია, მაგრამ, გოგო?! - გაკვირვებით ჩაილაპარაკა ანეტამ.
- არ ვიცი... მართლა არ ვიცი.

თბილისში,ჩამოსვლისას ტაქსი, გავაჩერეთ და სასამართლოსკენ მივაშურეთ. რამდენიმე წუთი


იყო დარჩენილი, სხდომის დაწყებამდე, როდესაც დანიშნულების ადგილს მივადექით.
სწრაფად ავირბინეთ კიბეებზე და შესასვლელში მასწავლებელს შევეჩეხეთ.

- აქ რას აკეთებთ ქალბატონო გურანდა? - გავიკრივე და ანეტას შესასვლელი კარი


გავუღე.
- ბავშვებო, რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკოთ - გამოგვეკიდა მასწავლებელი.
- რა ხდება მასწ? ახლა სასამართლო იწყება, ვაგვიანებთ. ვერ მოიცდის? - ვუთხარი
მასწავლებელს.
- ვერა ვერ მოიცდის. ახლავე უნდა გელაპრაკოთ - დაჟინებით მოგვთხოვა
მასწავლებელმა.
- ანეტა მზად ხარ? - შევხედე თვალებში ანეტას და შუბლზე ვაკოცე.
- კი მზად ვარ - თავდაჯერებულად მომიგო ანეტამ და კარების გახსნას შეეცადა როდესაც
მასწავლებელი კარს საპირისპიროდ მიაწვა.
- რა ხდება მას? - იკითხა ანეტამ.
- ჩემს პატარა გოგოს ნუ ჩაასმევინებ ანეტ ციხეში, ძალიან გთხოვ - ქვითინით თქვა
მასწავლებელმა და ანეტას წინაშე მუხლებზე დაეცა.
- რა შუაშია თქვენი შვილი ქალბატონო... - თქვა ანეტამ და გაშეშდა.
უემოციოდ მოიშორა მასწავლებელი და კარი გააღო.

- დაზარალებულიც მოვიდა - თქვა პროკურორმა და ყველა იქ მყოფმა მზერა ანეტასკენ


მიმართა.
- აბა შენ იცი, ანეტ - შესვისას ერთხელაც ვაკოცე შუბლზე და თავისუფალ სკამზე
ჩამოვჯექი.

ნელი ნაბიჯით გაემართა ანეტა პროკურორისკენ და აქეთ-იქით დაიწყო ყურება.

- რა მტკიცებულება გამოჩნდა ასეთი? - ჰკითხა ანეტამ, პროკურორს.


- ნახავ. - თავდაჯერებული პასუხი დაუბრნა პროკურორმა.
- სულ რამდენი დამნაშავე დაიჭირეს?
- ოთხი. სამი ბიჭი და ერთი გოგო.
- ჩემი მასწავლებლის შვილი, რა შუაშია ამ ამბავთან?
- სალიტა?
- ხო,სალი.
- თავშია, მაგის იდეა იყო.

ანეტას გაკვირვებისგან ხმა ჩაუვარდა

- აი ახლა შემოიყვანენ ოთხივეს - უთხრა პროკურორმა ანეტას და კარისკენ მიუთითა.

ჯერ ორი მანდატური შემოვიდა დარბაზში. ანეტას მთელი ყურადღება, შემოსასვლელი


კარისკენ იყო მიმართული. პირველი ვახტანგი შემოიყვანეს.

- მაინც ხომ დაგიჭირეს - მივაძახე უკნა რიგებიდან ვახტანგს.

პროკურორმა შორიდან, ტუჩზე საჩვენებელი თითი მიიდო და სიჩუმისკენ მომიწოდა. შემდეგ,


აცრემლებული სალი შემოიყვანეს. ამის დანახვაზე მასწავლებელმა ტირილი მორთო და
შორიდან ანიშნებდა ანეტას, გადამირჩინე ჩემი უდანაშაულო შვილიო. შემდეგ, ვიღაც უცნობი
ბიჭი შემოიყვანეს.

- ეს ბიჭი გეცნობა? - შემომხედა პროკურორმა.


- არა, პირველად ვხედავ - დაუბრუნა პასუხი ანეტამ.
- საინტერესოა...
- რა არის საინტერესო?
- ეს ბიჭი მოტყუებით მიიყვანეს.
- მოტყუებით იძალადა ჩემზე?
- არ უძალადია.

საუბარში იყვნენ ანეტა და პროკურორი გართული, როდესაც მანდატურებმა შემოიყვანეს...

- არ არსებობს - წამოიძახა ანეტამ.


- შენი დედა ვატირე - ჩავილაპარაკე მე.
- იცნობ ამ ბიჭს? - იკითხა პროკურორმა.
- ჩემი ყოფილი შეყვარებულია, გენადი... - თქვა ანეტამ და ადგილზე გაშრა.
- ფეხზე წარმოდექით! - სასამართლო მობრძანდება - თქვა მანდატურმა .

გენადი მომცინარი სახლით იყურებოდა აქეთ-იქით.


მათ შორის ანეტასაც მსგავსი მზერით, არა ერთხელ გაუსწორა თვალი.

მოსამართლე შემოვიდა დარბაზში. პატარა წარდგენა გააკეთა და მხარეებს მტკიცებულებების


წარდგენისკენ მოუწოდა.

- მოწმე და ახალი მტკიცებულება გვაქვს, რომელიც მთლიან საქმეს გახსნის - თქვა


პროკურორმა.
- ვაპროტესტებ ბატონო მოსამართლე, ყველა მტკიცებულება, წინა ინსტანციის
სასამართლოში უნდა წარმოედგინა - თქვა დაცვის მხარემ.
- ბატონო მოსამართლე, მოწმე ახლა გამოჩნდა და მტკიცებულებაც მან მოიტანა. ჩვენ
საპროცესო გარიგება შევთავაზეთ მას და მხოლოდ ამის შემდეგ მოვახერხეთ
მტკიცებულების თქვენამდე მოტანა.
- პროტესტი უარყოფილია. შემოიყვანეთ მოწმე - თქვა მოსამართლემ.
- აქამდე, რატომ არ გამოჩნდა თქვენი მოწმე - ჩაილაპარაკა დაცვის მხარის ადვოკატმა.
- შეეშინდა, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაც არანაკლებ მძიმე დანაშაულია
ბატონო ადვოკატო - თქვა პროკურორმა.
- და საპროცესო გარიგებაში რა იგულისხმება, თუ საიდუმლო არ არის?
- არ დავიჭერთ.
- ხედავთ? ასე მუშაობს ჩვენი პროკურატურა. ჩემი უდანაშაულო კლიენტები უნდა
დაიჭიროთ იმის მაგივრად რომ კრიმინალებს ებრძოდეთ. სირცხვილია, სირცხვილი! -
წარმოთქვა ადვოკატმა.
- ეს კაცი დებილია? - ჩასჩურჩულა ანეტამ პროკურორს.
- არა, მტკიცებულებებით იცის რომ საქმე წაგებული აქვს და ემოციური ფონის შექმნით
ცდილობს გამარჯვებას.
- შემოიყვანეთ მოწმე - გაიმეორა მოსამართლემ.
- მოწმედ ვიძახებ გიორგი ახვლედიანს.

კარი გაიღო და 15-16 წლის ბიჭი შემოვიდა, უკან კი ტელევიზორის ეკრანი მოჰქონდათ
მანდატურებს .

- სირცხვილია, ხალო, სირცხვილი. ამ ათი წლის ბავშვის მტკიცებულებას უნდა ვენდოთ? -


დაიყვირა დაცვის მხარემ.
- სიწყნარე დარბაზში! - მკაცრი ტონით შესძახა მოსამართლემ.
- მალე ეგ ღიმილი სახეზე შეგაშრება - უთხრა მოწმემ გენადის.
- სამოქალაქო ფიცს დადებ თუ რელიგიურს? - ჰკითხა მოსამართლემ მოწმეს.
- არ აქვს მნიშვნელობა - დაუბრუნა მოწმემ პასუხი.

პროკურორი მიუხალოვდა მოწმეს და ჰკითხა:

- შეგიძლია მოგვიყვე რა მოხდა, იმ ღამით?


- რა თქმა უნდა.
ბიძაჩემის დაბადების დღე იყო. მამაჩემს დაურეკა და უთხრა რომ მცხეთაში აპირებდა
გადახდას და ოახი უნდა მივსულიყავით. ამ დროს საბამ, ჩემმა ბიძაშვილმა, გამოგლიჯა
ბიძას მობილური და მითხრა რომ სკეიტი წამომეღო.
- რა წამოგეღო უკაცრავად? - იკითხა დაცვის მხარემ.
- სკეიტ ბორდი.
- გასაგებია - ჩაიცინა დაცვის მხარემ.
- თუ შეიძლება ნუ აწყვეტინებ მოწმეს - მიმართა პროკურორმა დაცვის მხარის ადვოკატს
- განაგრზე თუ შეიძლება.
- რესტორანში მიმავალ გზაზე მანქანიდან ხელი გადმოვყავი და ჩემი შეყვრებულის
ნაჩუქარი სამაჯური, გადამივარდა. მამაჩემს ვთხოვე გაეჩერებინა,მაგრამ უკან იმდენი
მანქანა მოგვყვებოდა, ფიზიკურად ვერ გავაჩერებდით.
რესტორანში რომ მივედით, უფროსები დასხდნენ საქეიფოდ. მე და საბამ ორი ლუკმა
შევჭამეთ და სკეიტებით საკატაოდ გავედით ეზოში. მაშინ, ვთხოვე საბას რომ სამაჯურის
მოსაძებნად გამომყოლოდა. როდესაც იმ შენობას ჩავუარეთ , სადაც ეს ყველაფერი
მოხდა, მაშინ მანქანა არ ეყენა შენობასთან. დიდხანს ვეძებეთ სამაჯური,მაგრამ ვერ
ვიპოვეთ. საბამ მშობლები ინერვიულებენო და დაიჟინა უკან გამოვრბუნებულიყავით.
უკაან წამოსვლისას, აი ის ბიჭი - გაიშვირა თითი უცნობი ბრალდებულისკენ - გამოვიდა
გინებით. სად წამოვყევი რა მინდოდაო. ჩვენ ვიფიქრეთ რომ ჩხუბი იყო და ყურება
გვინდოდა. მეორე სართულზე ავძვერით და დავინახეთ რომ. ორი ბიჭი, ამ გოგოზე
ძალადობდა და ის გოგო იდგა და იცინოდა. ამოვიღე მობილური და დავიწყე ამ
ყველაფრის გადაღება. შემდეგ, დაგვინახა ერთ-ერთმა მადგანმა და ტყიდან გავიქეცით.
- რაღაც უნდა ვთქვა - შეაწყვეტინა საუბარი სალიმ.
- გაჩერდი! - ხელი მოკიდა გენადიმ.
- ჩემი იდეა არ ყოფილა, გენადის იდეა იყო.
- რატომ? - იკითხა მოსამართლემ.
- ანეტაზე შურისძიება უნდოდა, მე უბრალოდ დავეხმარე.
- შენ რატომ დაეხმარე?
- მე ნიკო მიყვარდა და მეგონა რომ ანეტას დაშორდებოდა.

მასწავლებელი ადგილზე გაქვავდა.

- შურისძიება რატომ გინდოდა? - ჰკითხა მოსამართლემ გენადის.


- ერთხელ ანეტას დავპირდი, ჩემს გარეშე ბედნიერი ვერ იქნებითქო, ანეტამ მიმატოვა...
აი ამიტომ მინდოდა შურისძიება.
- გოჩა რატომ აიყოლიეთ? - ჰკითხა უცნობზე.
- გვჭირდებოდა ერთი ადამიანი კიდევ, მაგრამ არ იცოდა სად მოგვყვებოდა.
- მართალია? - ჰკითხა მოსამართლემ გოჩას.
- დიახ - თავი დახარა გოჩამ.
- პროკურორი იზიარებს ამ ფაქტს? - იკითხა მოსმართლემ.
- დიახ ბატონო მოსამართლევ.
- მოვითხოვ რომ ბრალი შეუმსუბუქოთ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს, რადგან ისინი
თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან - წამოიყვირა ადვოკატმა.
- კი, აბა რა - ჩაიცინა პროკურორმა.
- აღარ არის საჭირო დასკვნითი სიტყვა, ყველაფერი ნათელია. - თქვა მოსამართლემ და
გავიდა განაჩენის გამოსატანად.

ოცი წუთი დარბაზში, სრული სიწყნარე ჩამოვარდა. უკვე, აღარც ვახტანგის ცოლის წყევლა-
კრულვა ისმოდა, არც მეზობლების სიბრალულის გამომხატველი კომენტარები, არც დედის
ქვითინი, მხოლოდ ერთი ხმა ესმოდა ანეტას და ეს ხმა იყო, გამარჯვების ჰანგები.
მოსამართლე დაბრუნდა სასამართლო დარბაზში. სასამართლომ მოისმინა მოწმის ჩვენება,
მხარეთა აღიარებები, გადახედა პირველი სასამართლოს ინსტანციაში და ახლა, საქმეში
გამოყენებულ მასალებს, მტკიცებულებებს და მიიღო გადაწყვეტილება.

გენადი და ვახტანგი, სასამართლომ სცნო დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის


კოდექსის 137-ე მუხლის მე3 პუნქტის „გ“ ქვეფუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურ
გაუპატიურებას, მიესაჯოთ პატიმრობა 13 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში.

სალომეს,სასამართლომ სცნო დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის


25-ე მუხლით. იგი არ იყო, ერთ-ერთი აღმსულებელი, მაგრამ მოახდინა წაქეზება /
ორგანიზეიბა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მის აღიარებას. ბრალდებულს მიესაჯოს
თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით - თბილისის ქალთა კოლონიაში.

გოჩას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე 2-ე ნაწილის მიხედვით, რაც
გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას იმ პიროვნების მიერ, ვინც ნამდვილად იცის,
რომ რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული და მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 5
წლის ვადით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

განაჩენი ძალაშვი შევიდეს, მის გამოცხადებისთანავე.

სხდომას უძღვებოდა მოსამართლე მიხეილ კვარაცხელია.


ერთად გადავედით საცხოვრებლად
თავი 13

მე და ანეტას დიდხანს არ გვიფიქრია, რადგან ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა და ანეტას


მშობლებიც თანახმა იყვნენ. გადავწყვიტეთ, ბინა გვექირავებინა და ერთად გადავსულიყავით
საცხოვრებლად. მამაჩემი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ამბობდა მასეთი გოგო, არ
გამოგადგება და სხვა იპოვნეო. ანეტა ბავშვის დატოვებას აპირებდა, მე კი მეტი არაფერი
დამრჩენოდა რომ მისთვის ხელი შემეწყო და მხარში დავდგომოდი.

- ნიკო, ეს ბავშვი ისე გეყვარება, როგორც საკუთარი გეყვარებოდა? - ხშირად


შემეკითხებოდა ხოლმე ანეტა სინანულით და ჩემს მიერ მეათასედ ნათქვამ თანხმობას
კიდევ ერთს შემატებდა ხოლმე.
- მეყვარება, ის ხომ შენი ნაწილია. როგორ შემიძლია არ შევიყვანო - ვპასუხობდი და
გულში ჩავიკრავდი ხოლმე.
- არ ვიცი.

უბრალოდ არ მესმოდა, ანეტა როგორ შეიყვარებდა იმ ბავშვს, რომელიც ძალადობით


ჩაისახა,მაგრამ თუ ის ამას შეძლებდა, დარწმუნებული ვიყავი რომ მეც შევძლებდი.

ყოველ საღამოს მე და ანეტა ბავშვის სქესზე და სახელზე ვბჭობდით ხოლმე.

- რა გინდა რომ დავარქვათ? - ხშირად შემეკითხებოდა ანეტა.


- თუ გოგო იქნება, მაყვალა დავარქვათ, ბებიაჩემის პატივსაცემად.
- მაყვალა არა, ისა... ხომ იცი, ბავშვები დასცინებენ სკოლაში.
- რატომ დასცინებენ?
- განსხვავებულ სახელებს მიჩვეულები არ არიან.
- აბა, შენ რას ფიქრობ?
- მოდი გოგოს ჰიურემი დავარქვათ.
- თურქულ სერიალს რომ უყურებ, მანდ არ ჰქვია მთავარ გმირს ეგ? - ინტერესით გავხედე
ანეტას.
- ხოო, ზუსტად - სიცილით გამომხედა უკან.
- არაა, მაშინ ელიფი დავარქვათ.
- რომ დაიკარგება, შენ დაუწყებ ძებნას?
- არა, არა კარგი, სად მაქვს მე მაგის ნერვები.
- იფიქრე, ნიკო, იფიქრე.
- კარგი, ანა-მარიაზე რას იტყვი?
- მშვენიერი სახელია, მომწონს მეც.
- კარგი გადაწყდა, ესეიგი გოგო თუ იქნება ანა-მარიას ვარქმევთ.
- კარგი, ბიჭი თუ იქნება რა დავარქვათ? - მკითხა ანეტამ.
- ბიჭი თუ იქნება, დავარქვათ...

ამ დროს მობილურის ზარი გაისმა


- ბიჭი თუ იქნება რა დავარქვათ- ისევ მივხედე ანეტას.
- მიდი უპასუხე ჯერ - დამიბრუნა პასუხი.
- არა, მამაჩემია არ მინდა - დამწუხრებით ვუთხარი მე.
- როგორ არ გინდა, ჩემს გამო ოჯახზე ვერ იტყვი უარს, მიდი უპასუხე - დაჟინებით
მომთხოვა ანეტამ.

გავხედე ანეტას ნაღვლიანი თვალებით და ვუპასუხე მობილურს.

- სად ხარ ამდენი ხანი - მითხრა მამამ.


- მობილურს ვეძებდი, რა ხდება?
- ჩამოდი ქვევით სალაპარაკო მაქვს.
- ჯობია შენ ამოხვიდე.
- ანეტა მანდ არის?
- კი, აქ არის.
- არა, ჩამო გთხოვ.
- კარგი, დამელოდე - ვუთხარი და კარისკენ წავედი.
- სად მიდიხარ? - მომაძახა ანეტამ.
- მამას ვნახავ და მოვალ.
- არ იკამათოთ ისევ, გთხოვ.
- არა, არა. - დარწმუნებით ვუთხარი ანეტას და მამასთან შესახვედრაც ჩავედი.

მამა სადარბაზოსთან მელოდებოდა, რომ დამინახა მხარზე ხელი წამავლო და გადამეხვია.

- რას შვები შვილო, როგორ ხარ?


- რავი, მამა. შენ როგორ ხარ?
- კარგად, სახლში უშენოდ სიცარიელეა.
- ჩემი ძმა ხომ არ გაბრაზებს?
- არა, კარგად იქცევა.
- აქ რამ მოგიყვანა?
- დალაპარაკება მინდა შენთან. ოღონდ ამჯერად ყოველგვარი კამათის და ჩხუბის
გარეშე
- გააჩნია რაზე გინდა დალაპარაკება. თუ უნდა მითხრა რომ ანეტას დავშორდე, აზრი არ
აქვს, ხომ იცი.
- არა, მაგის თქმა არ მინდა. უბრალოდ... იმ ბავშვს ისე შეიყვარებ, როგორც საკუთარს?
- კი, რატომ ვერ შევიყვარებ.
- როგორ, შვილო, როგორ? შენი არ არის, სხვისია.
- ანეტას ნაწილია მამი, ანეტას ნაწილი.
- ხო მაგრამ სხვა კაცის ნაწილიც არის.
- რატომ მოხვედი აქ? ამის სათქმელად?
- არა, ასეა თუ ისე, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, ჩემი ხარ და მიყვარხარ.
შენზე უარს ვერ ვიტყვი, ბოდიშის მოსახდელად მოვედი.
- გასაგებია, ვაფასებ მართლა.
- 500 ლარი მოგიტანე, ბავშვის სქესს რომ გაიგებთ, ტანსაცმელები რომ უყიდოთ, ოთახი
მოურთოთ და ასე შემდეგ. ეგ უკვე თქვენ იცით- საფულიდან ამოიღო ფული და
შარვლის ჯიბეში ჩამიცურა.
- მადლობა, შენი მხრიდან დასაფასებელი ქმედებაა.
- რას არქმევთ გადაწყვიტეთ?
- არა, უკვე რამდენი დრო გავიდა და ჯერ არაფერი მოგვიფიქრებია.
- ბიჭი გინდა თუ გოგო?
- გოგო.
- რად გინდა გოგო?
- რად მინდა რას ჰქვია- სიცილით გავხედე მამას.
- ანუ... ბიჭი არ სჯობია? ფეხბურთს ეთამაშები ხოლმე.
- მეც, ვიფიქრე მაგაზე უკვე. ოღონდ ფეხბურთის თამაშის მხრივ არა. რაც ანეტას
გადახდა, ეგ რომ ჩემმა შვილმა გადაიტანოს, ან მსგავსი რაიმე, არ ვიცი რას ვიზამ...
- ხოდა, მაშინ მეორე ბიჭი იყოს.
- მეორე კარგი, მაგრამ პირველი გოგო მინდა.
- იცოდე თითებზე „მანიკურები“ უნდა წაასმევინო ხოლმე - სიცილით მითხრა მამამ.
- მომიწევს, მომიწევს... - სიცილით დავუბრუნე პასუხი.
- კარგი. წავალ აწი.
- მართლა არ შემოხვალ სახლში?
- არა, ანეტას თვალებში ვერ შევხედავ, სხვა დროს იყოს. - მითხრა მამამ და
დამშვიდობებისას გადამეხვია.

სახლში სწრაფად ავბრუნდი, ქურთუკი გავიხადე და ოთახისკენ გავემართე, ანეტა


შემოსასვლელში იჯდა.

- რაზე ილაპარაკეთ? - მკითხა ანეტამ.


- არაფერზე ისეთზე, ფული მომცა ბავშვს რაღაცეები უყიდეთო - ვუთხარი და სავარძლზე
გვერდით მივუჯექი.
- რა ვქნათ?
- რავი, ერთი თვეა დაახლოებით შენს მშობიარობამდე დარჩენილი, რას მოვასწრებთ.
- მაგარი ხარ რა..
- რატომ?
- რატომ არ დააცადე იმ ექიმს ბავშვის სქესი ეთქვა?
- სიურპრიზი ყოფილიყო არ სჯობდა?
- არა, ახლა ტანსაცმელებს მაინც ვუყიდიდით.
- მოდი ასეთი რაღაც გავაკეთოთ. 250 ლარის ბიჭის ტანსაცმელი ვიყიდოთ, 250 ლარის
გოგოს.
- და კაბა ჩავაცვათ ბიჭი თუ დაიბადება?
- არა, შემდეგ ხომ იქნება გოგო.
- 250 ლარი ბევრია, მოდი 100-100 ლარის ვიყიდოთ.

ანეტამ ქალაქში ყველა მაღაზია შემომატარა, ბავშვისთვის ტანსაცმელის ძებნაში. ბავშვის


ოთახი თეთრად შევღებეთ და ანეტამ, ოთახის გარშემო მწვანე, აბიბინებული მდელო მოხატა.
ერთი პატარა ვარდით.

თვალის დახამხამებაში გავიდა 9 თვე. ყოველ წამს ველოდებოდით რომ ანეტას მშობიარობა
დაეწყებოდა. მე და ანეტას დედა, მორიგეობით ვრჩებოდით საავადმყოფოში, ანეტასთან.

ერთხელაც, ტელეფონის ხმამ გამაღვიძა.


- დაეწყო, სასწრაფოდ მოდი. ანეტას სჭირდები - დამირეკა მედდამ ღამის 3 საათზე

სწრაფად ჩავიცვი ტანისამოსი და საავადმყოფოსკენ გავიქეცი. გზად რამდენჯერ გავიარე


წითელ შუქნიშანზე, აღარც კი მახსოვს. საავადმყოფოში შესვლისას, ჩვენი მშობლები და
მოძღვარი დავინახე, როგორ ისხდნენ მოსაცდელში.

- არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნეა - მოვიდა ჩემთან მამა და მხრებში მომკიდა


ხელი.
- რატო უნდა ვინერვიულო მამი?
- ბავშვი დაიბადა უკვე.
- მერე?! რა მაგარი ამბავია მამი, ბიჭია თუ გოგო? - სიხარულით წამოვიყვირე.
- ტყუპები არიან
- ჯანმრთელები?
- კი, ხარივით ჯანმრთელები
- ანეტას ნახვა შემიძლია უკვე? ანეტას დედა რატომ ტირის? - ჩუმად ჩავჩურჩულე მამას.
- სისხლდენად ვერ უჩერებენ ანეტას.
- რას ჰქვია ვერ უჩერებენ? სად არის ანეტა? - მამამ ხელით ოთახისკენ მიმანიშნა.

გავიქეცი ანეტასკენ და სწრაფად შევაღე კარი მედდამ ჩემი შეკავება სცადა - აზრი არ აქვს.
გაუშვი - უთხრა მედდას ექიმმა.

მე სწრაფად მივვარდი ანეტას და საწოლზე ჩამოვჯექი

- ანეტ მოვედი, ბოდიში რომ დავაგვიანე.


- არაუშვს ნიკო, მიხარია რომ აქ ხარ.
- იცი?! ჩვენი შვილი დაიბადა.
- ვიცი, ნიკო - მშვიდად ამოიოხრა და ექიმს შეხედა.
- რატომ არ აკეთებთ არაფერს?- შევძახე ექიმს.
- რამდენიმე წუთი დარჩა - მხარზე ხელი დამადო მედდამ.
- ნიკო, კარგი დედა ვიქნები? - წამოიბუტბუტა ანეტამ.
- რა, ანეტ? - დაბნეულმა ვერ გავიგე მისი ნათქვამი.
- კარგი, დედა ვიქნები-მეთქი?
- უნდა იციდეს სიმართლე - თქვა მედდამ.
- კი ანეტ, კარგი დედა იქნები.- ვუპასუხე მე.
- წამოდი, დავტოვოთ - უთხრა ექიმმა მედდას.
- სად ჩააბარებენ ჩვენი შვილები, ნიკო? - აუღელვებლად მკითხა და ხელი მაგრად
მომიჭირა.
- არ ვიცი, ალბათ სამედიცინოზე - მე კი ცრემლებს ძვლივს ვიკავებდი.
- არა, მე მინდა რომ პოლიციელები გახდნენ და ხალხი დაიცვან.
- კარგი, ერთი პოლიციელი გახდეს მეორე ექიმ,ანეტ - ვუთხარი და ქვითინი მოვრთე.
- კარგი დედა ვიქნები, ნიკო?
- კი, ანეტ. ყველაზე კარგი დედა იქნები - ხმა ამიკანკალდა, თავი დავხარე და ხელზე
ვაკოცე.
- რა საყვარლად მატყუებ, ნიკო - ჩაიჩურჩულა ანეტამ.
ხმა ჩამივარდა აღარ ვიციდი რა მეთქვა მისთვის.
- მპირდები რომ საკუთარი შვილივით გეყვარება ორივე?
- გპირდები ანეტ.
- მპირდები რომ ჩვენს სიყვარულზე მოუყვები ხოლმე?
- რა თქმა უნდა.
- სებასტიანი.
- რა?
- სებასტიანი დაარქვი ბიჭს.
- არაფერს დავაკლებ სებასტიანს საყვარელო, ჩემი იმედი გქონდეს.
- გოგოს რა დავარქვათ?
- მოვალ ახლავე - ვუთხარი და აცრემლებული გარეთ გავვარდი.

ანეტამ არაფერი მიპასუხა

- მამა ანტონ, მოდით სასწრაფოდ ძალიან გთხოვთ - ვუთხარი და ხელი გავუწოდე.


- რა ხდება შვილო?! როგორ არის ანეტა?
- წამობრძანდით გთხოვთ სასწრაფოდ - ვუთხარი და შიგნით შევიყვანე.
- ანეტა, შვილო, როგორი არის? - მკითხა და საწოლზე ჩამოუჯდა.
- მამა ანტონ, მინდა რომ დაგვაქორწინოთ - თავდაჯერებულმა ვუთხარი მე.
- არა შვილო, ასე არ ხდება.

ანეტამ სიყვარულით სავსე თვალებით გამომხედა.

- არ ხარ ვალდებული ნიკო - ტირილით მითხრა ანეტამ.


- მინდა, რომ ჩემი ცოლი გახდე ანეტ, შენ არ გინდა ?
- მეც, მინდა.
- მამა ანტონ, გთხოვთ. ანეტას არ დარჩენია დიდი სიცოცხლე - ჩურჩულით ვუთხარი
მოძღვარს.
- კარგი. როგორ შემიძლია უარი გითხრათ - ადგა მოძღვარი და საწოლის წინ დადგა,
ნეფე მარჯვენა მხარეს უნდა დადგეს, პატარძალი მარცხენა.

ანეტას მარჯვენა მხარეს დავუჯექი.

- ნაკურთხი ბეჭედი გვჭირდება შვილებო - თქვა მოძღვარმა სევდიანი ხმით.

გავიხედ-გამოვიხედე და გარედან შემომავალი, ფანჯარაზე ლამაზად დახვეული ვაზის ტოტი


დავინახე, სწრაფად ავდექი, ორი წვრილი ტოტი დავწანი და მოვიტანე.

- წმინდა უნდა იყოს ნიკო. - მითხრა მოძღვარმა.


- ღმერთის შექმნილია მამაო, წმინდაა, აბა რა არის.

მოძღვარს, ჩემს ნათქვამზე, სიხარულით თვალები გაუბრწყინდა.

- ინიშნება ღვთის მონა ნიკო ღვთის მონაზე ანეტა. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა
სულისა - წარმოთქვა მოძღვარმა და მიმანიშნა ბეჭედი გამეკეთებინა ანეტასთვის -
ახლა ანეტამ უნდა გადაიწეროს სამჯერ პირჯვარი და გაგიკეთოს ბეჭედი.

ანეტამ ძვლივსძლივობით ასწია, ხელები და პირჯვარი გადაიწერა.

- 127-ე ფსალმუნი მჭირდება ახლა - თქვა მოძღვრმა.


- არ გვინდა, გთხოვთ. ბოლოსკენ გადავიდეთ - თქვა ანეტამ.
- კარგით, გვირგვინოსან იქმნების მონა ესე ღუთისა და მხევალი ღმრთისა ,
სახელითა მამისათა, და ძისათა , და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის , და
უკუნითი უკუნისამდე ამინ.
- ამინ.
- დაგტოვებთ - თქვა მოძღვარმა და ფრთხილად გავიდა პალატიდან.
- ხომ შეგპირდი ყოველთვის მეყვარებითქო ,არა?! ახლა ცოლ-ქმარი ვართ -
გავუღიმე ანეტას.
- ნეტავ, ცოტა დრო კიდევ გვქონდეს - თვალცრემლიანმა ამომხედა.
- ეგ დროც მოვა ჩემო სიყვარულო.
- ნიკო!
- გისმენ.
- ახლა ვხვდები, როგორია გვირაბი, რომელზეც საუბრობენ ხოლმე. - მითხრა და
ხელი მაგრად ჩამჭიდა.
- სინათლეს ხედავ?
- არა, იმ მოხუც კაცს ვხედავ. ხელი აქვს გამომიწვდილი.
- არ წაყვე ანეტა, გთხოვ.

უთქმელად გამიშვა ხელი, უემოციოდ წამოვდექი ფეხზე და გარეთ გავედი

- როგორ არის? - წამსვე მოვიდნენ ჩემთან მისი მშობლები.

ხმა ვერ გავეცი მხოლოდ თავი გავაქნიე და სკამისკენ გავემართე. ანეტას ცხოვრება
მთლიანად ტანჯვით და მრავალი განსაცდელით იყო სავსე, მე კი ამ ყველაფეის შემყურეს
მხოლოდ ერთი ფრაზა დამტრიალებდა გონებაში: ჩემმა მეუღლემ თვალები
უკანასკნელად დახუჭა. აი მე კი, მე პირველად ამეხილა.
ალბათ ასე იყო საჭირო
თავი 14

სახლიდან გამოსულმა ნიკომ ქუჩაში გასერინება გადაწყვიტა. ქვა-ღორღიან გზაზე


დაბარბაცებდა წინ და უკან მთვრალი მოხუცი, ზეცაში იყურებოდა და ვარსკვლავებს
აკვირდებოდა. არ იცოდარა ბედი ეწია მის მეუღლეს სიკვდილის შემდეგ, მაგრამ
დანამდვილებით შეეძლო იმის თქმა, რომ ვარსკვლავების დანახვა მეუღლესთაან
აახლოვებდა. ისე, დადარდიანებულს, საკუთარი დარდის შესამსუბუქებლად ბევრჯერ უთქვამს
რომ თუ ადამიანი სიკვდილის შემდეგ ვარსკვლავებს უერთდება ცაში, მაშინ მისი მეუღლე
იქნებოდა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი რომელიც სამყაროში ოდესმე, ვინმეს შეუმჩნევია.

გიორგი, ბაბუას აივნიდან უყურებდა და ხალისობდა შემთვრალი კაცის, სიარულის


მანერაზე.

ტყეს დაჟინებით შესცქეროდა ნიკო პაპა და ვიღაცას ეძახდა, ვიღაცას არა რეალურს. ქუჩაში
კაცი-შვილის ჭაჭანება არ იყო, ნიკო კი ისე იქცეოდა თითქოს ძველი, მონატრებული, ნაცნობი
დაინახა და ერთი სული აქვს როდის ჩაიკრავს გულშიო. როდესაც ნიკომ საუბარი დაიწყო,
გიორის შეეშინდა და ოთახში მამის დასაძახებლად შებრუნდა

სწრაფად გააღო გიორგიმ ოთახის კარი და მამას შეჰყვირა:

- მამა, ნიკო პაპას რაღაც სჭირს!

ჭამა-სმით გართულმა სებასტიანმა, შვილს შეხედა და ისე გააგრძელა ქეიფი თითქოს არც
არაფერი გაუგიაო.

- მამა, წამოდი მიხედე ნიკოს - შიშისგან, ატირებული გიორგი, მამას მუხლებში ჩაუვარდა.
- რა გატირებს, კაცი არ ხარ?! მე არ გასწავლე რომ კაცები არ ტირიან?
- მამა წამოდი, მეშინია ნიკო ისე იქცევა.
- არაფერი მოუვა.
- მამა, წამოდი!
- გადი, შემეშვი! და მოიწმინდე ეგ ცრემლები. გადი და უთხარი შემოვიდეს, ამ ყინვაში რას
გადის გარეთ. მერე წამლები იქნება საყიდი და ფული მე უნდა მომთხოვნოს -
მკვეხარედ გაიცინა და გადახედა მის გვერდით მჯდომს, რომლისგანაც მხარდაჭერას
ელოდებოდა.
- წამლის ფულს ამადლი,სებასტიან, მამას? - იმედგაცრუებით უპასუხა მეზობელმა.
- ერთმა კაცმა, რამდენი ვარჩინო? - მკაცრი ტონით დაუბრუნა პასუხი.
- მამაშენი მასე არ ფიქრობდა. მამაშენს არც კი იცი შენ როგორ უყვარდი, შენზე მზე და
მთვარე ამოსდიოდა. არ გამუშავებდა და თუ გახსოვს მთელი უნივერსიტეტში სწავლის
მანძილზე ყველაფრის ფულს გაძლევდა დაწყებული უნივერსიტეტის გადასახადან და
დამთავრებული მეგობრების დასაპატიჟებელი ფულის ჩათვლით. ერთხელ მახსოვს
შენ დაურეკე, ვიღაც გოგო მოგწონდა და ფული გჭირდებოდა 24 წლის მუტრუკი მის
დასაპატიჟებლად ფულს მამას სთხოვდი. ნიკოს იმ თვეში შენთვის ფული
გამოგზავნილი ჰქონდა და რაც დარჩა გადაინაწილა თვის ბოლომდე საჭმელზე.
შენკიდე დაიჟინე თუ არ დავპატიჟებ იმ გოგოს დავკარგავო, ნიკომ საჭმლისთვის
გადადებული ბოლო თეთრები გამოგიგზავნა.
- ეგ მართლა არ ვიცოდი თორემ არ გამოვაგზავნინებდი.
- როგორ არ იცოდი, ჩემს გასაგონად გითხრა საჭმლის ფული მაქვს მარტოო, შენ კიდევ
ბავშვივით ჭირვეულობა დაიწყე.
- ბოდიში.
- მე რას მიხდი ბოდიშს?
- შენ არ გიხდი, ჩემს თავს ვუხდი, კიარადა მამაჩემს უნდა მოვუხადო - დამწუხრებით
წარმოცდა ბაგეებიდან ეს სიტყვები.

სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, როდესაც წამოდგა ფეხზე, გიორგის, გაყინული,


ხელები გააშვებინა, კედელზე მიყუდებულ ნიკოს ხელჯოხს მოკიდა ხელი წონასწორობა
რომ შეენარჩუნებინა, მოიცვა ქურთუკი და გავიდა ნიკოს სანახავად. გიორგიც კუდში
აედევნა მამიკოს.

- როგორ ცივა, ამ სიცივეში ეს კაცი გარეთ რამ გაიყვანა - უკმაყოფილოდ ჩაიბუტბუტა


გიორგიმ.
- მამა, გაიწიე - დაიძახა სებასტიანმა და ნიკოსკენ გაიქცა.

ნიკომ ღიმილით გახედა სებასტიან.

მოსახვევში, სწრაფად შემოსულმა მანქანის მძღოლმა მოხუცი ჰაერში ააგდო.

- გიორგი, შედი შიგნით და უთხარი სასწრაფოში დარეკონ! - უთხრა სებასტიანმა


გიორგის და თვითონ ნიკოსკენ გაიქცა.
- შვილო! სინათლეს შენც ხედავ? - ხმის კანკალით წარმოთქვა ნიკომ.
- არა, მამა. გაუძელი , ყველაფერი კარგად იქნებია - თქვა სებასტიანმა და ნიკო მკერდზე
მიიხუტა.
- ანეტას შენც ხედავ, მამი? - სინანულით ამოიოხრა ნიკომ.
- ვერ ვეხდავ მამა, დედას. გთხოვ არ დამტოვო! შენს გარდა არავინ მყავს - ცრემლით
დაასველა სებასტიანმა ნიკო.
- ანეტას რომ ვნახავ, გინდა შენგან რაიმე გადავცე? - უკანასკნელი სიტყვები წარმოთვა
ნიკომ და თვალები დახუჭა.
- გადაეცი რომ ძალიან დამაკლდა, მაგრამ შენი სახით საუკეთესო ადამიანი დამიტოვა
გვერდით - თქვა სებასტიანმა და თავი დაადო მამას.

***
და ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია რომ განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დაიჭირეს წარსულში გაუპატირუებაზე ნასამართლევი ორი პირი -
გენადი ახვლედიანი და ვახტანგ ნოზაძე. შეგახსენებთ რომ ორივე მათგანი
პრეზიდენტმა შეიწყალა რამდენიმე თვის წინ. ბრალის დამტკიცების
შემთხვევაში, მათ სამუდამო პატიმრობა ელით.

დასასრული
თავი 15

ხის ძირად მჯდომი მოხუცის თვალებში უეცრად უკუნითი სიბნელე ჩამოწვა.

- დიანა ექიმო, გარდაიცვალა ნიკო? - ჰკითხა სტაჟიორმა მედდამ მთავარ ექიმს.


- კი, მარიამ, გარდაიცავალა! ჩანაწერების ჟურნალი გადაშალე და დაიწყე წერა.
- გადავშალე, როგორ დავიწყო?
- დაწერე ასე:

პაციენტი ნიკო პეტრეს ძე გიორგაძის გარდაცვალების დრო : 1 აგვისტო , 2030 წელი.

პაციენტის კლინიკაში შემოყვანის დრო : 2029 წელი, 17 აგვისტო / ასაკი : 28 .

დაავადება : პარანოიდული შიზოფრენია.

- დიანა ექიმო, გამომწვევი მიზეზში რა ჩავწერო?


- ომისგან მიღებული ფსიქოლოგიური ტრამვა.
- ნათესავებს მე გავაგებინო თუ თქვენ დაურეკავთ?
- არ ჰყავდა ნათესავები.
- როგორ არ ჰყავდა. აბა ვისზე ყვებოდა მთელი დღეები?
- თავის სამყაროში გაჭედილ პერსონაჟებზე.
- მშობლები?
- მშობლები. მშობლები ომში დაიღუპნენ. ეს როგორ გადარჩა წარმოდგენა არ მაქვს.
- არც მეგობრები არ ჰყავდა?
- არა.
- ყველა მათგანი გამოიგონა?
- კი, თავი მარტოსულად რომ არ ეგრძნო.
- რა უბედურად მოკვდა, საწყალი!
- იმედი მაქვს,რომ ის სამყარო, რომელიც მან გამოიგონა ბევრად უკეთესი იყო ჩვენსაზე
- თქვენი აზრით ანეტაც ნიკოს წარმოსახვის ნაყოფია? თქვენ ხომ ეძებდით წლების წინ
ნიკოს თხოვნით არა?!
- კი ვეძბდი! და ანეტაც ნიკომ გამოიგონა...
და ის იყო ნიკოს გამოგონილ სამყაროში ყველაზე დიდი მშვენიერება.

You might also like