You are on page 1of 1

ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებში, მამასა და შვილს შორის დაძაბული დიალოგი

იმართება. ონისეს სულიერი მხარე განადგურებულია მან არ იცის როგორ მოიქცეს, წავიდეს
ძიძიასთან თუ დარჩეს სახლში და დაივიწყოს იგი.როდესაც ონისე გადაწყვეტს ქორწილში
დაბრუნებას გასასვლელში მამას ხვდება. ხევისბერმა გოჩამ შვილს კვარი მიაწოდა და დრო
მისცა იმისათვის, რომ ონისე დამშვიდებულიყო. შვილი მამას ატყუებს ვითომ სანადირომ
მიდის და ქორწილში სხვა მონადირეებს აიყოლიებს, მაგრამ მამა ეგრევე ხვდება რომ ტყუის,
რადგან ყველგან თოვლია და იცის რომ არავინ გაყვება.

გოჩა, შვილის ქცევებიდან გამომდინარე ხვდება, რომ მას რაღაც ჭირს მაგრამ პასუხის
გამეცას არ აძალებს. ეს მისი მამობის კარგი მხარეა. მან შვილს მისცა დრო იმისათვის რომ
გაენალიზებინა და გაეცნობიერებინა თავისი ქცევა. გოჩა ცდილობს სიტყვიერად დააწვეს
შვილს და ეუბნება:“იცი, ვისი გორისა ხარ?“ და თითის ქნევით განაგრძო:“ვინძლო ქვეყანა არ
გააცინო“ ონისემ თავი დახარა, თითქოს იგრძნო დანაშაული მამამ კი გააგრძელა:“გახსოვდეს,
ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი“ და სწორედ ამ სიტყვებით
აგონებდა იმ მოვალეობას, რომელიც ერთს პირს მთელს ოჯახთან აკავშირებს და მისი
საქციელი მთელი ოჯახობის გამაპატიოსნებელი, თუ დამამცირებელი არის. მაგრამ, თუნდ
ასეც არ ყოფილიყო, ონისესაც კარგად ესმოდა თავისი ვალი, წუთის თავდავიწყებას საკმაო
დანაშაულად თვლიდა და ფიცულობდა, რომ აღძრულს გრძნობას გულიდგან ამოიგდებდა.

ასეთივე დიალოგი იმართება ილია ჭავჭავაძის მოთხრობაში „ოთარაანთ-ქვრივი“ გიორგისა


და ქვრივს შორის. დედაკაცი არ აძალებს შვილს პასუხის თქმას. დიდი განსაცდელი გაიარა
ქვრივმა იმის ფიქრში თუ რატომ არის გიორგი მოწყენილი. იმასაც კი ფიქრობდა, რომ ვინმე
მოკლა, მაგრამ ამის ფიქრში გასულმა დრომ მოიტანა პასუხი, გიორგი შეყვარებული იყო.

ამ დიალოგიდან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ გოჩას ორნაირად, როგორც ხევისბერი და


როგორც მამა. გოჩა ისეთი ადამიანია, რომ ნათქვამი სიტყვით სახელს არ გაიფუჭებს და
თავისი გონებით სხვას დაეხმარება ცოდვის ორმოდან ამოსაბობღად.

You might also like