You are on page 1of 166

მკითხველთა ლიგა 1

ჯუნიჩირო ტანიძაკი

გასაღები

თარგმნა ანტონ ჩხაიძემ

მკითხველთა ლიგა 2
ქმრის დღიური1

ამა წლის პირველი იანვრიდან დღიურში დავიწყებ ყველაფ-


რის შეტანას, რის ხსენებას ადრე ვერ ვბედავდი. ყველანაირად
თავს ვარიდებდი ცოლთან ინტიმური ურთიერთობების დეტალე-
ბის ქაღალდზე გადატანას. ვშიშობდი, რომ ფარულად წაიკით-
ხავდა და განაწყენდებოდა, მაგრამ გადავწვიტე ყველა შიში უკუ-
ვაგდო. ჩემმა ცოლმა დანამდვილებით უნდა იცოდეს, ჩემი კაბი-
ნეტის რომელ უჯრაშია დამალული დღიური. რასაკვირველია,
მისთვის, ვინც კიოტოს ტრადიციულ ოჯახში დაიბადა და ფეოდა-
ლური სულისკვეთებითაა აღზრდილი, მისთვის, ვინც პატივს
სცემს არქაულ, დრომოჭმულ ზნეობრივ ნორმებს და, შეიძლება
ითქვას, თავს იწონებს ამით, დღიურის მალულად კითხვა უსაქ-
ციელობის მწვერვალი იქნებოდა, თუმცა მაქვს საფუძველი, ასე-
თი შესაძლებლობა არ გამოვრიცხო. თუკი მე დღიურის ფურ-
ცლებზე გადავიტან ჩვენი ინტიმური ცხოვრების წვრილმანებს,
რაც ადრე არ გამიკეთებია, გაუძლებს ის ცთუნებას, არ დაეუფ-
ლოს ქმრის საიდუმლოებებს? ბუნებით ის გულდახურული, ვერა-
გი ქალია. მისთვის დამახასიათებელია თავის მოჩვენება, თით-
ქოს ამქვეყნად არაფერი იცის, შენიღბვა იმისა, რაც გუნებაში
აქვს და ამასთან ერთად დარწმუნებულია, თითქოს ამ ყველა-
ფერში მდგომარეობს ქალის საქებარი მოკრძალებულობა. გასა-
ღებს უჯრისა, რომელშიც დღიური ინახება, ჩვეულებრივ, მყუდ-
რო ადგილებში ვმალავ, გარდა ამისა, დროდადრო ვცვლი, მაგ-
რამ ეჭვი არ მეპარება, რომ მან, ვისაც ყველაფერში ცხვირის ჩა-

1 ქმრის დღიური დაწერილია კატაკანას ანბანით ანუ იეროგლიფური დამწერ-


ლობით.

მკითხველთა ლიგა 3
ყოფა უყვარს, ყველა ჩემ სამალავს დიდი ხანია მიაგნო. სხვათა
შორის, მას შეუძლია გაიმარტივოს კიდეც ამოცანა, თუ შესაბამის
გასაღებს მოარგებს... აი, დავწერე: „გადავწყვიტე ყველა შიში
უკუვაგდო“, მაგრამ, გულწრფელი თუ ვიქნები, განსაკუთრებულ
შიშს არც უწინ განვიცდიდი. მეტიც, ქვეცნობიერად ვუშვებდი, ვი-
მედოვნებდი კიდეც, რომ ის კითხულობს ჩემს დღიურს. თუ ასეა,
რატომღა ვკეტავდი უჯრას, რად ვმალავდი გასაღებს? როგორც
ჩანს, ყველაფრის მიგნების მის ვნებას ვაქეზებდი. ამასთან, თუ
განზრახ დავტოვებ დღიურს გამოსაჩენ ადგილას, ის იფიქრებს:
„იმიტომაც წერს დღიურს, რომ მე წავიკითხო“ , და მის მიმართ
ყოველგვარ ნდობას დაკარგავს. ეს კი არა, შეიძლება იფიქროს,
რომ სადღაც, სხვა ადგილას, ნამდვილ დღიურს ვმალავ... იკუკო,
ჩემი საყვარელი, ძვირფასი ცოლი! დანამდვილებით არ ვიცი, ჩა-
გიხედავს თუ არა ჩემს დღიურში. კითხვა უსარგებლო იქნება, შენ
იტყვი:
– წესად არ მაქვს ნებართვის გარეშე ვიკითხო სხვისი ჩანაწე-
რები.
და თუ მაინც კითხულობ, დამიჯერე, ეს დღიური ყალბი არ
არის და მასში ყველაფერი – სრული სიმართლეა. კაცმა რომ
თქვას, უნდო ადამიანის დარწმუნება – ნიშნავს კიდევ უფრო გა-
ამძაფრო მისი ეჭვიანობა, ამიტომაც ამის შესახებ მოვრჩეთ. თუ-
კი მაინც წაიკითხავ ჩემს დღიურს, თავად განსაჯე, რამდენად
წრფელია ის.
რასაკვირველია, დღიურის წარმოებისას ცოლის გათვალის-
წინებას არ ვაპირებ. არც იმის დაწერას მოვერიდები, რამაც შე-
იძლება ის დაამწუხროს და გულიც კი ატკინოს. ამისკენ მისი უკი-
დურესი გულდახურულობა მიბიძგებს – მას სათაკილოდ მიაჩ-
ნია, რომ მეუღლეები საკუთარ ინტიმურ ურთიერთობებს არჩევ-
დნენ, ხოლო თუ მე საუბრისას რაიმე დამცდება, ის ყურებს იცობს

მკითხველთა ლიგა 4
– ფარისევლური „მოკრძალება“, ყბადაღებული „ქალურობა“ ,
მოჩვენებითი „სინატიფე“. ქორწინებიდან ოცი წლის შემდეგ, რო-
დესაც უკვე გასათხოვარი ქალიშვილი გვყავს, ლოგინში ის
დღემდე ყველაფერს მდუმარედ აკეთებს, მისგან ერთ საალერსო
სიტყვას ვერ გაიგონებ. ამას ჰქვია ცოლ-ქმრობა? ვწერ, რადგან
დავკარგე იმედი ჩვენი ინტიმური ცხოვრების შესახებ მასთან
უშუალო საუბრისა. არ აქვს მნიშვნელობა, კითხულობს თუ არა
ის ჩემს დღიურს მალულად, ისე დავწერ, თითქოს კითხულობდეს,
საუბარს შევუდგები მასთან დღიურის მეშვეობით...
პირველ რიგში იმის თქმა მსურს, რომ ჩემი ცოლი ვნებით მიყ-
ვარს – ადრეც არაერთხელ დამიწერია ეს, მაგრამ ვფიქრობ, მან
თავადაც იცის, რომ არ ვცრუობ. მაგრამ ფიზიკურად არ შემწევს
უნარი, მის ბობოქარ ტემპერამენტს ავყვე. წელს ორმოცდათექ-
ვსმეტი მისრულდება (ის ორმოცდახუთისაა), უძლური მოხუცე-
ბისთვის თავის მიკუთვნება თითქოს ნაადრევია, მაგრამ გარ-
კვეული დროიდან მოყოლებული ლოგინში სწრაფად ვიქანცები.
გულწრფელი რომ ვიყო, ახლა კვირაში ერთხელაც საკმარისია
ჩემთვის, თუმცა უმჯობესია ათ დღეში ერთხელ. ის კი (გულღიად
ამის შესახებ საუბარი მას ზიზღს ჰგვრის), მიუხედავად ლიმფური
აგებულებისა და სუსტი გულის, ლოგინში ავადმყოფურად ვნე-
ბიანია. თუკი რამ მაცბუნებს და რიტმს მირღვევს, სწორედ ესაა.
ჩემი ბრალია, რომ მე არ ძალმიძს სათანადოდ შევასრულო ჩემი
ცოლ-ქმრული ვალდებულება, მაგრამ თუკი ის დაუკმაყოფილებ-
ლობის დაყუჩებას (შესაძლოა, ამ სიტყვებმა აღაშფოთონ: „ნუთუ
შენ გარყვნილ ქალად მიგაჩნივარ?“ , მაგრამ მე ვწერ „თუკი“ ანუ
მხოლოდ დაშვებას ვაკეთებ) გვერდზე შეეცდებოდა, ამას ვერ გა-
დავიტანდი. მხოლოდ დაშვებაც კი ეჭვით მავსებს პირთამდე.
მაგრამ საკუთარი ჯანმრთელობისთვისაც უმჯობესი არ იქნება
მისთვის, სცადოს ლაგამი ამოუდოს ავადმყოფურ ვნებას? მე ის

მკითხველთა ლიგა 5
მაღელვებს, რომ წლიდან წლამდე ჩემი ძალები გამალებულად
იშრიტება. გარკვეული დროიდან მოყოლებული, კავშირის შემ-
დეგ თავს სრულიად დაძაბუნებულად ვგრძნობ. მთელი დღე უხა-
ლისობა, არც ერთი აზრი თავში... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ
სქესობრივი კავშირისგან სიამოვნებას არ ვიღებ, პირიქით. ისე
არ უნდა ვიფიქროთ, რომ მე თავს ვაიძულებ აღგზნებას და მას
ვუთმობ. მე ის მგზნებარედ მიყვარს, რასაც არ უნდა გვიმზადებ-
დეს ბედისწერა. აქ კი აღიარების გაკეთება მომიწევს, ვრისკავ რა
მისი რისხვის გამოწვევას. მას აქვს ფიზიკური თვისების ერთი
სპეციფიური ღირსება, რომელსაც თავად ვერ ხვდება. წარსულში
სხვა ქალებთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება რომ არ
მქონდეს, ძნელად რომ ეს მართლაც იშვიათი ღირსება შემეფასე-
ბინა, მაგრამ ახალგაზრდობის წლებში გარყვნილ ცხოვრებას ვე-
წეოდი და საქმის ცოდნით შემიძლია განვაცხადო, რომ იგი აღ-
ჭურვილია „აპარატით“ , რომლისაც ნებისმიერ ქალს შეშურდე-
ბოდა. ის რომ საროსკიპო სახლში გაეყიდათ, დაახლოებით
ისეთში, რომლებითაც წარსულში შიმაბარას გარეუბანი იყო
ცნობილი, აუცილებლად მოიხვეჭდა სახელს, მის გარშემო გა-
მუდმებით თაყვანისმცემელთა ბრბო იქნებოდა შეკრებილი, და
ქვეყნის მოსახლე ყველა მამაკაცს გონება შეერყეოდა მისგან.
(მას არ უნდა ვატყობინებდე ამას. პირადად ჩემთვის არ არის
მომგებიანი, რომ მან ეს იცოდეს. და მაინც, როგორ მიიღებს ამას
– გაუხარდება, შერცხვება, დამცირებას განიცდის? შესაძლოა,
რომ გარეგნულად განაწყენდეს, მაგრამ სულის სიღრმეში ამაყი
შეიქნას?) ამ ღირსებაზე დაფიქრებაც კი საკმარისია ჩემში ეჭვის
ალის ასაგიზგიზებლად. მაშინ რა მოხდება, თუ სხვა მამაკაცი მი-
აგნებს ამას, თანაც შეიტყობს, რომ სრულად ვერ შევესაბამები
ბედის მიერ ბოძებულ განძს? რა მოხდება? ასეთი აზრები მთრგუ-
ნავენ, მე ბრალეულობას ვგრძნობ და სინდისი მქენჯნის. რასაკ-

მკითხველთა ლიგა 6
ვირველია, ჩემთვის ცნობილი ყველა საშუალებით ვცდილობ თა-
ვის აგზნებას. მაგალითად, მას ვთხოვ, რომ ჩემი სასიყვარულო
გზნება გაახუროს, მეამბოროს მჭიდროდ დახურულ ქუთუთოებ-
ზე. ან პირიქით, ვცდილობ ავამოძრავო – მას უყვარს, როდესაც
იღლიაში ვკოცნი, – ამით კი საკუთარ თავს აღვაგზნებ. თუმცა
ასეთ თხოვნებსაც დიდად უხალისოდ უთმობს. თქვენ წარმოიდ-
გინეთ, მისთვის ამაზრზენია ასეთი „არაბუნებრივი ხრიკების-
თვის“ მიმართვა, ის მხოლოდ ორთოდოქსულ ფრონტალურ შე-
ტევას აღიარებს. ფუჭად ვუმტკიცებ, რომ „ხრიკებშია“ იმის წინა-
პირობა, რომ ფრონტალური შეტევა წარმატებული აღმოჩნდეს,
ის ჯიუტად იცავს „ქალისთვის შესაფერ სიდინჯეს“ და ნაბიჯითაც
არ იხევს უკან. იცის რა, რომ ქალის ფეხების ფეტიში ვარ, იცის
რა, რომ საოცრად ლამაზი ფეხები აქვს (ვერ დაიჯერებ, რომ ისი-
ნი ორმოცდახუთი წლის ქალს ეკუთვნის), არა, სწორედ ამიტომ
ცდილობს, რომ რაც შეიძლება იშვიათად ვიხილო ისინი. შუა
ზაფხულში, პაპანაქება სიცხეშიც კი არ იხდის წინდებს. როდესაც
მე ვევედრები, რომ უფლება მომცეს, ვეამბორო მის ტერფებს, მას
ამის მოსმენაც არ სურს და ამბობს:
– რა სისაძაგლეა?
ან:
– მოკარება არ გაბედო!
შედეგად მე ყველა უნარს ვკარგავ... ოდნავ მრცხვენია კიდეც,
რომ ახალი წლის პირველივე დღეს ჩივილით ვიწყებ, მაგრამ
აუცილებელი იყო, ეს ამომეთქვა. ხვალ დგება ღამე, როდესაც
ჩვეულების თანახმად მეუღლეები პირველად წვებიან ერთად
ახალ წელს. და მას, მისი ორთოდოქსული შეხედულებებით,
მოუწევს დაემორჩილოს ყოველწლიურ ტრადიციას და განუხრე-
ლად დაიცვას საუკუნეების მიერ კურთხეული რიტუალი.

მკითხველთა ლიგა 7
ცოლის დღიური2

4 იანვარი

დღეს უცნაური რამ მოხდა. უკვე სამი დღეა ქმართან არ დამი-


ლაგებია და ამიტომ დღისით, ვისარგებლე რა იმით, რომ სასე-
ირნოდ იყო წასული, მის კაბინეტში ავედი დასალაგებლად.
იატაკზე, წიგნების კარადის წინ, რომელზეც ლარნაკი იდგა ნარ-
გიზით, გასაღები იდო. შესაძლოა, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშ-
ნავს. მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ჩემს ქმარს უმიზე-
ზოდ, დაბნეულობიდან გამომდინარე დაეტოვებინა გასაღები და-
სანახ ადგილას. ჩემი ქმარი წვრილმანებისადმი დიდ ყურადღე-
ბას იჩენს და მთელი იმ წლების განმავლობაში, რაც დღიურს
აწარმოებს, არასოდეს დაკარგვია ის... რასაკვირველია, ჩემთვის
დიდი ხანია ცნობილია მისი დღიურის შესახებ, არც ის წარმოად-
გენს საიდუმლოს, რომ დღიურს ის პატარა მაგიდის უჯრაში კე-
ტავს, გასაღებს კი კარადაში, წიგნებს შორის, ან ხალიჩის ქვეშ
მალავს. მაგრამ ჩემთვის ასევე ცნობილია სხვაობა იმას შორის,
რისი ცოდნაც დაშვებულია, და რაც არ უნდა იცოდე. მე მხოლოდ
ის ვიცი, სად დევს დღიური და სადაა დამალული გასაღები. მაგ-
რამ მე არასოდეს მწვევია ცდუნება, დღიური გადამეშალა და შიგ
ჩამეხედა. მხოლოდ იმას ვწუხვარ, ქმარი იმდენად ეჭვიანია, რომ
დღიური უნდა ჩაკეტოს და გასაღები დამალოს, რათა თავი მშვი-
დად იგრძნოს... დღეს რატომ დატოვა გასაღები თვალსაჩინო ად-

2ცოლის დღიური დაწერილია ჰირაგანას ანბანით ანუ მარცვლური


დამწერლობით.

მკითხველთა ლიგა 8
გილას? იქნებ მისი გუნება-განწყობილება იმდენად შეიცვალა,
რომ თავად მიბიძგებს დღიურში ჩახედვისკენ? განსაჯა რა, რომ
მე უარს ვიტყოდი წაკითხვაზე, თუკი პირდაპირ შემომთავაზებდა,
ის თითქოს მეუბნება:
– თუ გსურს, მალულად წაიკითხე, აი შენ გასაღები.
ნუთუ ვერ ხვდება, რომ მე უკვე დიდი ხანია ვიცი, სად არის გა-
საღები დამალული? იქნებ ამის თქმა სურს:
– ამიერიდან მე უთქმელად ვაღიარებ, რომ შენ კითხულობ
ჩემს დღიურს, თუმცა უწინდებურად დავიჭერ თავს, თითქოს არა-
ფერი ვიცოდე?
თუმცა, ჩემთვის სულ ერთია, რაც არ უნდა იფიქროს, არაფ-
რით წავიკითხავ მის დღიურს. არ მსურს გადავლახო საზღვარი,
რომელიც თავად დავუდგინე საკუთარ თავს და მის აზრებში ჩავ-
ძვრე. რამდენადაც საკუთარი გულის გადახსნა არ მიყვარს, იმ-
დენადვე არ მაქვს სხვისი სულის სიღრმეებში ძრომიალის სურ-
ვილი. ამასთან, რატომ მახვევს თავს თავის დღიურს, იქ ერთი
სიტყვაც კი არ იქნება მართალი, და საერთოდაც, რასაც არ უნდა
წერდეს, მე ეს არ მომეწონება. მას უფლება აქვს იფიქროს და წე-
როს ყველაფერი, რაც მოეპრიანება, მაგრამ მეც ხომ მაქვს იგივე
უფლება?! ამ ახალი წლიდან საკუთარი დღიურის წარმოებას ვიწ-
ყებ. მაგრამ ისეთ წინდაუხედაობას ვერ დავუშვებ, რომ მან ამის
შესახებ გაიგოს. დღიურს ისეთ დროს ვწერ, როცა ქმარი სახლში
არ არის, ხოლო ადგილს, სადაც მას ვმალავ, ის ვერ მიაგნებს.
დღიურის დასაწერად იმანაც მიბიძგა, რომ მე შეუდარებელ
სიამოვნებას ვიღებ, გამომდინარეს უპირატესობის გრძნობიდან:
მე ხომ ვიცი, სად მალავს ის დღიურს, მას კი ეჭვიც არ აქვს, რომ
დღიურს მეც ვაწარმოებ...

მკითხველთა ლიგა 9
გუშინწინ საახალწლო რიტუალი ჩავატარეთ... ო, რარიგ სა-
სირცხვოა ასეთ რამეებზე წერა! ცხონებული მამაჩემი ხშირად მე-
უბნებოდა:
– სინდისით იმოქმედე და არა შიშით!
რომ იცოდეს, რის შესახებ ვწერ, ო, როგორ განიცდიდა ჩემს
ზნეობრივ დაცემას! ქმარმა, როგორც ყოველთვის, ნეტარების
მწვერვალს მიაღწია, მე კი, ასევე ჩვეულებისამებრ, დაუკმაყოფი-
ლებელი დავრჩი. ამიტომაც ვგრძნობდი თავს შემდეგ უკიდურე-
სად უბედურად. ქმარს რცხვენია ფიზიკური ძალების დასუსტები-
სა და ყოველ ჯერზე პატიებას მთხოვს, იმავდროულად კი მეტის-
მეტ სიცივეში მადანაშაულებს. სიცივის ქვეშ იმას გულისხმობს,
რომ მიუხედავად ჩემი, როგორც ის ამბობს, „ფენომენალური
ენერგიისა“ , მიუხედავად ჩემი ავადმყოფური გაუმაძღრობისა,
ლოგინში მეტისმეტად „საქმიანად“ , „ბანალურად“ , „ფორმალუ-
რად“ ვიქცევი, არ შემაქვს რა არანაირი მრავალფეროვნება.
სხვა ყველაფერში პასიური და მხდალი, მე თითქოსდა მხოლოდ
ამ საქმეში ვიჩენ აქტიურობას და, მიუხედავად ამისა, ოცი წლის
განმავლობაში ერთადერთი საშუალებით ვნებდები, ერთსა და
იმავე პოზიციაში. მას კი, თავის მხრივ, არასოდეს გამორჩება ჩე-
მი მდუმარე გულისთქმა, მგრძნობიარეა ჩემი სურვილის ყველა-
ზე შეუმჩნეველი გამოხატულებისადმი და მყისიერად ხვდება, რა
მსურს. იქნებ იმიტომ, რომ ასე პანიკურად უფრთხის ჩემს განუწ-
ყვეტელ მოთხოვნებს? ის თვლის, რომ მე მეტისმეტად უტილიტა-
რული, უგრძნობი ვარ. ის ამბობს:
– შენ სანახევროდაც არ გიყვარვარ იმისა, როგორც მე მიყ-
ვარხარ შენ.
– შენ, – ამბობს ის. – მე მიყურებ, როგორც მხოლოდ იარაღს,
თანაც არცთუ სრულყოფილ იარაღს! თუკი შენ მე ნამდვილად

მკითხველთა ლიგა 10
გიყვარვარ, მეტი ვნება უნდა გამოიჩინო, უნდა დააკმაყოფილო
ყველა ჩემი სურვილი!
– ნახევარი დანაშაულისა, თუ რატომ ვერ ვახერხებ შენს სრუ-
ლად დაკმაყოფილებას, შენზეა! ჩემი გზნების ალის ანთება რომ
გეცადა, ნახავდი, რა შემიძლია. მაგრამ შენ თითს თითზე არ აკა-
რებ, ყველაფერს შენებურად აკეთებ, არ იზიარებ ჩემს ძალისხმე-
ვას, მიუხედავად მხეცური მადისა, ზიხარ მაგიდასთან ხელებჩა-
მოშვებული და ელოდები, როდის მოგართმევენ კერძს ლან-
გრით.
ის მე ცივსისხლიან, ბოროტ ძუკნას მეძახის.
უნდა ვაღიარო, რომ ჩემს შესახებ მისი შეხედულება უსაფუძ-
ვლო არ არის. მაგრამ პატრიარქალური მშობლები ბავშვობიდან
იმ სულისკვეთებით მზრდიდნენ, რომ ქალი ყველაფერში პა-
სიური მხარე უნდა იყოს და არანაირ ვითარებაში არ უნდა გაბე-
დოს მამაკაცს საკუთარი სურვილები მოახვიოს თავს. მე სრულე-
ბით არ ვარ მგრძნობელობას მოკლებული, მაგრამ ჩემი წესწყო-
ბის ქალი ღრმად მალავს საკუთარ გრძნობებს და არ აძლევს მათ
გარეთ გადმოღვრის უფლებას. მეტიც, გრძნობებისთვის გადმონ-
თხევის უფლება რომ მიმეცა, ისინი მყისიერად აორთქლდებოდ-
ნენ. ჩემს ქმარ არ სურს იმის გაგება, რომ გზნება ჩემში ფარულად
გიზგიზებს და არ აღიმართება კაშკაშა ალად... უკანასკნელ
დროს ხშირად ვფიქრობ, ხომ არ იყო ჩვენი ქორწინება შეცდომა.
იქნებ ჩემთვის უკეთესი ნახევარი შეიძლებოდა მოძებნილიყო;
ასევე მისთვისაც. მეტისმეტად ბევრ რამეშია აცდენილი ჩვენი
სექსუალური გემოვნება. მე დაუფიქრებლად გავთხოვდი, მშობ-
ლების ნებას აყოლილი, და უკანასკნელ დრომდე იმ რწმენით
ვცხოვრობდი, რომ მეუღლეებს შორის ასეც უნდა ხდებოდეს, და
მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ სექსუალური თვალსაზრისით ყვე-
ლაზე შეუფერებელი პარტნიორი შემხვდა. ვინაიდან ის ჩემი კა-

მკითხველთა ლიგა 11
ნონიერი ქმარია, ვერაფერს იზამ, უნდა ავიტანო, მაგრამ მისი
დანახვისას ხანდახან გულზიდვის გრძნობა მეუფლება. არც ეს
განცდაა გუშინ დაბადებული, ასე იყო ქორწილიდან პირველი ღა-
მის შემდეგ, იმ ღამისა, როდესაც მასთან პირველად გავიზიარე
სარეცელი. ახლაც მკაფიოდ მახსოვს, რომ დიდი ხნის წინანდე-
ლი საქორწინო მოგზაურობისას, ღამით, როდესაც ლოგინში
დავწექი, დავინახე, როგორ იხსნიდა სათვალეს, და მყისიერად
ამაკანკალა. ყველა, ვინც მუდმივად ატარებს სათვალეს, უსათვა-
ლოდ ოდნავ უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ჩემი ქმრის სახემ
განმაცვიფრა თავისი მოლურჯო, მიცვალებულისთვის დამახა-
სიათებელი სიფერმკრთალით. აი ეს სახე მომიტანა ძლიერ ახ-
ლოს, თან მზერით მბურღავდა. ბუნებრივია, რომ მეც მივაჩერდი,
მაგრამ ამ გლუვი, თუთიისმაგვარი კრიალა კანის ხილვისას
კვლავ ამაკანკალა. ცხვირის ქვეშ და ტუჩების ირგვლივ თმის
წვრილ ღერებს ვათვალიერებდი, რომლებსაც დღისით ვერ ვამ-
ჩნევდი (ის თმისსაფარველიან მამაკაცთა ტიპს ეკუთვნის), და კი-
დევ უფრო ცუდად შევიქენი. შესაძლოა მიზეზი იმაშია, რომ მე
პირველად ვხედავდი მამაკაცის სახეს ასეთი ახლო მანძილიდან,
მაგრამ დღესაც ცუდად ვხდები, თუ ქმრის სახეს მკაფიო შუქზე
დიდხანს ვუმზერ. და რათა მისი სახე არ ვიხილო, ვჩქარობ თავ-
თან მდგარი სანათი ჩავაქრო, მას კი, პირიქით, სწორედ ახლა
სჭირდება შუქი. ცდილობს მთლიანად დამათვალიეროს, დაატა-
რებს რა მზერას ჩემს სხეულზე. (მე თითქმის არასოდეს ვყვები
მის მეძიებლობას, მაგრამ ხანდახან ისე დაჟინებით ითხოვს, ფე-
ხები მაინც ვუჩვენო, რომ უნებურად დათმობა მიწევს.) მე არავის-
თან გამაჩნია გამოცდილება, გარდა ქმრისა, მაგრამ ნუთუ ყველა
მამაკაცი ასეთი მომაბეზრებელია? ნუთუ ყველა მამაკაცი ასე
ხარბად ესწრაფვის ამ ამაზრზენ, მწებარე, არაფრის მომცემ თა-
მაშებს?

მკითხველთა ლიგა 12
ქმრის დღიური

7 იანვარი

...დღეს კიმურამ შემოიარა, პირველად ამ ახალ წელს. ფოლ-


კნერის „ტაძარს“ ვკითხულობდი, რის გამოც, მივესალმეთ რა
ერთმანეთს, მალე ავედი კაბინეტში. მცირე ხანს კიმურა ჩემს
ცოლსა და ტოშიკოს ესაუბრებოდა სასტუმრო ოთახში, ოთხ სა-
ათზე კი სამივე ერთად კინოთეატრში წავიდა „საბრინას“ სანახა-
ვად. ექვსისთვის დაბრუნდნენ და კიმურა საოჯახო ვახშამზე დაგ-
ვეწვია. საუბარი ცხრა საათამდე გაგრძელდა. ვახშმობისას ყვე-
ლამ, ტოშიკოს გარდა, ცოტა კონიაკი შევსვით. ასე მეჩვენება,
თითქოს უკანასკნელ დროს იკუკომ სმას უმატა. მე თავად მივაჩ-
ვიე იგი ალკოჰოლს, თუმცა მას ეს მოეწონა. როდესაც სთავაზო-
ბენ, ის სიამოვნებით და საკმაოდ ბევრსაც სვამს. რასაკვირვე-
ლია, თვრება კიდეც, მაგრამ საკუთარ თავს ერევა და, როგორც
წესი, გვერდიდან ვერაფერს შეატყობთ. ამ საღამოს კიმურამ
მთელი ორნახევარი სირჩა დაუსხა. მაგრამ სიმთვრალის არა-
ნაირი ნიშანი, მხოლოდ მცირედ გაფითრდა. მე და კიმურა კი, პი-
რიქით, წამოვწითლდით. კიმურა ვერ არის კარგი მსმელი. ჩემს
ცოლზე სუსტია. ეს ხომ პირველი შემთხვევა იყო, რომ მას მე კი
არა, სხვა ადამიანი უვსებდა სასმისს? კიმურამ თავიდან ტოშიკოს
შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა:
– მე არ მინდა. სჯობს დედას დაუსხა.
მე კარგა ხანია შევნიშნე, რომ ტოშიკო თითქოს გაურბის კი-
მურას, მაგრამ შესაძლოა მანაც იგრძნო, რომ მას დედა მეტად
იზიდავს, ვიდრე შვილი? თავიდან ვფიქრობდი, რომ ეჭვი მალა-

მკითხველთა ლიგა 13
პარაკებდა და ვცდილობდი გონებიდან გამომედევნა ასეთი აზ-
რები, მაგრამ, მეტად სავარაუდოა, რომ ასეც იყოს. საერთოდ ჩე-
მი ცოლი ნაკლებად თავაზიანია სტუმრების წინაშე, მაგრამ კიმუ-
რას ყოველთვის სალმით ხვდება. ხმამაღლა ეს არც ერთ ჩვენთა-
განს არ უთქვამს, მაგრამ კიმურა ძალიან ჰგავს ჯეიმს სთიუარტს.
სხვათა შორის, მე ვიცი, რომ ჩემს ცოლს ჭკუა ეკეტება ამ მსახი-
ობზე. (არც ერთ ფილმს არ ტოვებს მისი მონაწილეობით.) უნდა
ვთქვა, რომ კიმურა მე თავად შემოვიყვანე ჩვენს ოჯახში, რო-
გორც ტოშიკოს მომავალი საქმრო, და ცოლს მასზე თვალყურის
დევნება დავავალე. აი, ასე გაიცნეს ერთმანეთი. მაგრამ, მგონია,
რომ ტოშიკო დიდ ინტერესს არ უნდა იჩენდეს კიმურასადმი. ყო-
ველ შემთხვევაში, ყველაფერს აკეთებს, რომ მარტო არ დარჩეს
მასთან, სასტუმრო ოთახში ყოველთვის სამნი არიან, იკუკოსთან
ერთად, ხოლო თუ კინოში მიდიან, ტოშიკო აუცილებლად პატი-
ჟებს დედასაც.
– შენი იქ ყოფნა ყველაფერს აფუჭებს, – ვეუბნები მე, – აცადე
მარტო ყოფნა.
მაგრამ იკუკო არ მეთანმხება – ის ხომ დედაა და ვალდებუ-
ლია იზრუნოს ქალიშვილზე.
– შენი შეხედულებები მოძველდა. შვილს უნდა ენდო, – ვეუბ-
ნები მე.
– გეთანხმები, მაგრამ ტოშიკო თავად მთხოვს, კომპანია გა-
ვუწიო.
თუ ასეა, იმიტომ ხომ არა, რომ ტოშიკომ, შეიტყო რა, რომ დე-
დას კიმურა შეუყვარდა, საკუთარ თავზე შუამავლის როლი
აიღო? ვერ ვახერხებ თავი დავაღწიო ბუნდოვან განცდას, რომ ჩე-
მი ცოლი და ტოშიკო შეთქმულები არიან. შესაძლოა ჩემი ცოლი
ამას თავადაც ვერ აცნობიერებს, შესაძლოა მისი მიზანი მარ-
თლაც ახალგაზრდების დაცვაა დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან,

მკითხველთა ლიგა 14
მაგრამ რთულია ვერ შეამჩნიო, რომ ის გულგრილი არ არის კი-
მურასადმი...

მკითხველთა ლიგა 15
ცოლის დღიური

8 იანვარი

გუშინ საღამოს მთვრალი ვიყავი, ჩემი ქმარი კი მთლად გამო-


ლენჩდა. ის თავის მომაბეზრებლად მთხოვდა, ქუთუთოზე მეკოც-
ნა, რაც დიდი ხანია, აღარ მომხდარა. კონიაკისგან იმდენად მო-
თენთილი ვიყავი, რომ უნებურად დავუთმე. არაფერი მოხდებო-
და, შემთხვევით მისი უსათვალო სახისთვის რომ არ მომეკრა
თვალი. ამაზრზენი სანახაობაა! როდესაც ქუთუთოებზე ვკოცნი,
ყოველთვის თვალებს ვხუჭავ, მაგრამ წუხელ ოდნავ შევაღე. სა-
ხე, თუთიასავით პრიალა კანით, ჩემზე იყო გადმოკიდებული,
როგორც ფართოფორმატიანი ეკრანიდან. თავით ფეხამდე ამა-
კანკალა. ვგრძნობდი, რომ ვფითრდებოდი. საბედნიეროდ მან
კვლავ მოირგო სათვალე, როგორც ყოველთვის, რათა დამშტე-
რებოდა... სიტყვა არ მითქვამს, ისე ჩავაქრე ტორშერი, რომე-
ლიც თავთან დგას. მან ხელი გაწია ჩამრთველის გადასაბრუნებ-
ლად. მე ტორშერი გადავწიე.
– ყოველივე წმინდას გაფიცებ, კიდევ ერთხელ მანახე, გაფი-
ცებ! – ის სიბნელეში ტორშერის მოძიებას ცდილობდა, მაგრამ
არაფერი გამოუვიდა... ასეთი ხანგრძლივი ალერსი არ მახსოვს.
მე გაშმაგებით მძულს ჩემი ქმარი და ასევე მიყვარს. ინტიმურ
ცხოვრებაში ჩვენ განხეთქილება გვაქვს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ
მაძლევს საბაბს, რომ სხვა შევიყვარო. ჩემს ხასიათში არ ზის, ვუ-
ღალატო ცოლ-ქმრული ერთგულების ჩანერგილ, ძველმოდურ
პრინციპებს. მე ერთგვარად მაცბუნებს მისი აბეზარი, გარყვნილი
ალერსი, მაგრამ იმავდროულად არ შემიძლია არ დავინახო, თუ

მკითხველთა ლიგა 16
რა გზნებით ვუყვარვარ, და თავს ვალდებულად ვთვლი რამე-
ნაირად მაინც გადავუხადო სამაგიერო. ეჰ, უწინდელი ძალა რომ
ჰქონდეს... ვერ ვხვდები, რატომ დასუსტდა ასე? მას თუ დავუჯე-
რებთ, ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემი გაუმაძღარი ავხორცობა,
რომელმაც ის დააავადა და აიძულა ზომიერება დაეკარგა. ქა-
ლისთვის, ამბობს ის, ყველაფერი იოლია, კაცი კი თავით მუშა-
ობს და ეს არ შეიძლება არ აისახოს მის ფიზიკურ მდგომარეობა-
ზე. მე მრცხვენია ასეთის მოსმენა საკუთარი თავის შესახებ, მაგ-
რამ ხომ უნდა გაიგოს მან, რომ ავხორცობა სისხლში მაქვს და
ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. თუ მას მართლაც ვუყვარვარ, ჭიპ-
ზე გასკდეს და კმაყოფილება განმაცდევინოს. მხოლოდ ერთი
რამ უნდა შეითვისოს: მე ვერ ვიტან მის გადაჭარბებულ, ამაზ-
რზენ ხრიკებს: ჩემთვის მსგავსი ფანტაზიები არა მხოლოდ უსარ-
გებლოა, არამედ, პირიქით, განწყობილებას აფუჭებენ, ჩემი
ყაიდის ქალისთვის უპირატესობას ვანიჭებ მალულ კავშირს, ძვე-
ლებურად, ბნელ, ყრუ საძინებელში ჩაკეტილი, ღრმად ჩაფლუ-
ლი საბანში, ისე, რომ ერთმანეთს ვერ ვხედავთ... რაოდენი უბე-
დურებაა, როდესაც მეუღლეთა გემოვნება ასე დიამეტრულად
განსხვავდება, და ნუთუ არასოდეს გვიწერია ამ საქმეში ურთიერ-
თგაგების მიღწევა?

მკითხველთა ლიგა 17
ქმრის დღიური

13 იანვარი

...ხუთის ნახევარზე კიმურა მოვიდა, ნათესავების მიერ გამოგ-


ზავნილი დამარილებული მშრალი ხიზილალა მოიტანა. სამნი
ერთად დაახლოებით ერთ საათს საუბრობდნენ, და ის უკვე წას-
ვლას აპირებდა, როდესაც მე ჩამოვედი და ვახშმად დარჩენა შევ-
თავაზე. კიმურას უარი არ უთქვამს. ვახშმის მოლოდინში მე კაბი-
ნეტში დავბრუნდი, ტოშიკო მზადებას შეუდგა სამზარეულოში,
ცოლი კი სასტუმრო ოთახში დარჩა. ბევრი არაფერი გვქონდა,
მხოლოდ ის, რაც ხელთ აღმოგვაჩნდა: კიმურას მიერ მოტანილი
მშრალი ხიზილალა და სუში კარჩხანიდან, რომელიც ჩემმა
ცოლმა იყიდა გუშინ ბაზარში, ასე რომ, პირდაპირ კონიაკზე გა-
დავედით. ჩემს ცოლს ტკბილეული არ უყვარს, უფრო მჟავეულო-
ბისკენ იხრება, განსაკუთრებით მოსწონს კობრის სუში. მე საერ-
თოდ ყველაფერს ვჭამ, მაგრამ ამ სუშის დიდი მოყვარული არ
ვარ. ჩვენს სახლში ცოლის გარდა მას არავინ ჭამს. კიმურას, ვინც
წარმოშობით ნაგასაკიდან არის, დამარილებული ხიზილალა კი
უყვარს, მაგრამ კარჩხანას სუშიზე თავაზიანად თქვა უარი... ასე-
თი ძღვენი მას არასოდეს მოურთმევია, მაგრამ, ჩანს, დღეს იმთა-
ვითვე გათვალა, რომ ვახშმად დაპატიჟებდნენ. მე ცუდად მესმის
მისი ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ვინ იზიდავს
მას – იკუკო თუ ტოშიკო? მის ადგილას მე უპირობოდ დედას ვარ-
ჩევდი, მიუხედავად ასაკისა. მაგრამ კიმურას ნაცვლად ვერ ვიმ-
სჯელებ. შესაძლოა, პირიქით, მან ტოშიკო ამოიღო მიზანში. ქა-
ლიშვილი აშკარად არ იწვის მისი ცოლობის სურვილით, მაშ ხომ

მკითხველთა ლიგა 18
არ ჩაიფიქრა ჯერ დედის კეთილგანწყობის მოპოვება, რათა მისი
მეშვეობით იქონიოს გავლენა ტოშიკოზე? მაგრამ მთავარი ისაა,
მე რის მიღწევას ვცდილობ. რა მიზნით შევაყოვნე ამ საღამოს კი-
მურა? ჩემი საქციელი თავად მეჩვენება უცნაურად. სულ ახლა-
ხანს არ იყო, შვიდ იანვარს, კიმურასადმი სუსტი (შესაძლოა, არც
ისე სუსტი) ეჭვი რომ განვიცადე... არა, ეს ჯერ კიდევ გასული
წლის ბოლოს მოხდა... იქნებ ფარულ სიამოვნებას ვიღებ ეჭ-
ვიანობისგან? ეჭვიანობას ჩემზე ყოველთვის აღმგზნები ზემოქ-
მედება ჰქონდა. გარკვეული აზრით ის ჩემთვის აუცილებელია და
ცხოველ სიამოვნებას მანიჭებს. იმ საღამოს, კიმურასადმი ეჭ-
ვიანობით აღგზნებულმა, შევძელი ცოლის დაკმაყოფილება, რაც
უკიდურესად იშვიათად ხდება. და მივხვდი – იმისათვის, რომ
ჩვენი ინტიმური ცხოვრება მომავალშიც სრულფასოვანი იყოს,
ჩემთვის აუცილებელია აღმგზნები საშუალება სახელად კიმურა.
ამასთან, ცოლი უნდა გავაფრთხილო, თუმცა ეს თავისთავად
იგულისხმება, რომ ასეთი საშუალების ბოროტად გამოყენება არ
შეიძლება. მაგრამ მას ნებისმიერი სარისკო სიტუაციის დაშვება
ძალუძს. რაც უფრო სარისკოა, მით უკეთესია. მზად ვარ, ეჭ-
ვიანობისგან ჭკუიდან შევიშალო. უკეთესიც იქნება, თუ ცოლი
მაიძულებს დავეჭვდე, ხომ არ გადასცდა ის დასაშვებ ფარგლებს.
სწორედ ამას ველი მისგან. გადავწყვიტე რა ასეთი გულახდილო-
ბა, მსურს დავარწმუნო, აღივსოს გამბედაობით და გადადგას ეს
ნაბიჯი, რათა ჩემი აღგზნება შეძლოს – საკუთარივე სიკეთის-
თვის.

17 იანვარი

მკითხველთა ლიგა 19
...კიმურა სადღაც გაქრა, მაგრამ მე და ჩემი ცოლი ახლა ყო-
ველ საღამოს ვსვამთ კონიაკს. საკმარისია შევთავაზო და ზომას
ვერ გრძნობს. მომწონს ვაკვირდებოდე, როგორ ცდილობს ყვე-
ლანაირად შენიღბოს სიმთვრალე – ზის ფერმკრთალი და ცივი.
ასეთ მდგომარეობაში ის ენით აუწერლად მაცდურია. ფარულად
აზრს ველოლიავები, დავათრო და ლოგინში დავაწვინო, მაგრამ
არ მნებდება. როცა თვრება, უფრო გაღიზიანებულია, ფეხზე შე-
ხების უფლებასაც არ მაძლევს. მხოლოდ ის უნდა აკეთო, რაც მას
სურს.

მკითხველთა ლიგა 20
ცოლის დღიური

20 იანვარი

...მთელი დღეა თავი მტკივა. არც იმდენად, რომ ნაბახუსევი


ვუწოდო, მაგრამ გუშინ, როგორც ჩანს, ოდნავ მეტი მომივიდა...
კიმურა შეშფოთებულია, რომ დღიდან დღემდე სულ უფრო მეტს
ვსვამ. უკანასკნელ დროს მეორე სირჩის მერე აღარ მივსებს.
„ეგებ საკმარისია?“ – მეკითხება ის. ქმარი კი, პირიქით, გამუდ-
მებით ჩემს დათრობას ლამობს. იცის, რომ უარის თქმა მიჭირს,
როდესაც მთავაზობენ და ამიტომ მისხამს და მისხამს. მაგრამ
ჩემს ზღვარს უკვე მივაღწიე. აქამდე ვახერხებდი თავდაჭერილო-
ბის შენარჩუნებას, მაგრამ როცა სვამ და ცდილობ თრობა დათ-
რგუნო, მერე მძიმედ ხარ. მეტად წინდახედული უნდა ვიყო...

მკითხველთა ლიგა 21
ქმრის დღიური

28 იანვარი

...ამ საღამოს ცოლმა უეცრად გონება დაკარგა. მოვიდა კიმუ-


რა. ოთხნი ვისხედით მაგიდის გარშემო, როცა ის ადგა, ოთახი-
დან გავიდა და მცირე ხანს არ გამოჩენილა.
– რამე ხომ არ მოხდა? – აღელდა კიმურა. მეტ სიბეჯითეს
იჩენდა რა კონიაკთან დამოკიდებულებაში, ადრეც მომხდარა,
რომ ცოლს მაგიდა დაუტოვებია და ტუალეტში ჩაკეტილა, ამი-
ტომ ვთქვი:
– არაფერია საშიში, ახლავე მოვა!
მაგრამ ის არ ბრუნდებოდა. შეშფოთებული კიმურა მოსაძებ-
ნად გავიდა. მცირე ხნის შემდეგ ტოშიკოს დაუძახა:
– ვშიშობ, რაღაც ისე არ არის... – ტოშიკომ დღეს, როგორც
ყოველთვის, ყველაფერი სწრაფად მიალაგა და თავის ოთახში
გავიდა.
– უცნაურია, მაგრამ დედათქვენი არსად არის, – უთხრა მას
კიმურამ. ძებნის შედეგად ტოშიკომ აღმოაჩინა, რომ დედას პირ-
დაპირ ცხელ აბაზანაში ჩასძინებოდა, თავი კიდეზე ჩამოდებულ
ხელებში ჩავარდნოდა.
– დედა, გაიღვიძე! – იყვირა ტოშიკომ, მაგრამ პასუხი არ იყო.
– ცუდი ამბავია! – მოირბინა ჩემთან კიმურამ. სწრაფად მივე-
დი სააბაზანოში და ცოლს მაჯაზე მოვკიდე ხელი. პულსი ოდნავ
იგრძნობოდა. გავიხადე, აბაზანაში ჩავედი და ცოლი ხეფენილზე
გადმოვაწვინე გასახდელში. ტოშიკომ დედას განიერი პირსახო-
ცი მოახვია და სიტყვებით:

მკითხველთა ლიგა 22
– ლოგინს მოვამზადებ.
საძინებლისკენ წავიდა. კიმურამ არ იცოდა როგორ მოქ-
ცეულიყო და ამიტომ ზღურბლთან ცქმუტავდა, სანამ მე არ დავუ-
ძახე:
– აბა, მომეხმარე!
მაშინღა გადალახა მორიდება და სააბაზანოში შემოვიდა.
– სწრაფად უნდა დავზილოთ, სანამ გაციებულა. მაპატიე, მაგ-
რამ შენი დახმარება დამჭირდება! – ვთქვი მე. მშრალი პირსახო-
ცებით შევუდექით სველი სხეულის დაზელას. (იმ მომენტშიც კი
არ მავიწყდებოდა, რომ მე „ვიყენებდი“ კიმურას. მე მას ზედა ნა-
ხევარი დავუთმე, თავად კი ქვედას მივხედე. და მთელი ამ დროის
განმავლობისას მე მოურიდებლად ვაკვირდებოდი მის ჟესტიკუ-
ლაციასა და სახის გამომეტყველებას.) ტოშიკომ ქვედა კიმონო
შემოიტანა, მაგრამ დაინახა რა, რომ კიმურა მეხმარებოდა, მყის-
ვე გავიდა სიტყვებით:
– ცხელი კომპრესი უნდა დავადოთ.
კიმურასთან ერთად ჩავაცვი კიმონო და ერთად გადავიყვანეთ
საძინებელში.
– თუ ეს ცერებრალური ანემიაა, სჯობს თავი შევიკავოთ ცხე-
ლი კომპრესისგან, – თქვა კიმურამ. მცირე ხანს სამნი ვბჭობდით,
ხომ არ გვეხმო ექიმისთვის. მე იმ აზრისკენ ვიხრებოდი, რომ ექი-
მი კოდამა მოგვეწვია, თუმცა ჩემთვის სულაც არ იყო სასიამოვ-
ნო მის წინაშე ცოლის ასეთ მდგომარეობაში დემონსტრირება.
მაგრამ ვიცოდი რა ჩემი ცოლის სუსტი გულის ამბავი, მაინც გა-
მოვიძახე ის. აღმოჩნდა, რომ მართლაც ცერებრალური ანემია
იყო.
– არაფერია საშიში, – თქვა ექიმმა, ქაფურის ინექცია გაუკეთა
და წავიდა. ღამის ორი საათი იყო...

მკითხველთა ლიგა 23
ცოლის დღიური

29 იანვარი

...მახსოვს, გუშინ ბევრი დავლიე, ცუდად გავხდი და ტუალეტ-


ში წავედი. ბუნდოვნად მახსოვს, რომ აბაზანას მივაღწიე და და-
ვეცი. მერე რა იყო, აღარ მახსოვს. დილით რომ გავიღვიძე, ლო-
გინში ვიწექი. ვიღაცას გადმოვუყვანივარ. მთელი დღეა თავი
დამძიმებული მაქვს, ვერ ვდგები. ვიღვიძებდი და ისევ მკვდარი-
ვით ვიძინებდი, ასე გავიდა მთელი დღე. საღამოს ოდნავ მოვმჯო-
ბინდი, რის ვაი-ვაგლახით ჩავწერე დღიურში ეს სტრიქონები.
ისევ ძილი...

მკითხველთა ლიგა 24
ქმრის დღიური

29 იანვარი

...გუშინდელის შემდეგ ჩემი ცოლი ჯერ არ ამდგარა ლოგინი-


დან. როდესაც მე და კიმურამ სააბაზანოდან ლოგინში გადმოვიყ-
ვანეთ, უკვე შუაღამე იყო, ექიმი პირველის ნახევარზე გამოვიძა-
ხე, წავიდა ორზე. გაცილებისას გარეთ გავიხედე. ცაზე ლამაზად
ციმციმებდნენ ვარსკვლავები, მაგრამ საშინლად ციოდა.
ჩვეულებრივ, ძილის წინ, გადასატან ღუმელში, რომელიც საძი-
ნებელში დგას, ერთ მუჭა ნახშირს ვყრი, ეს საკმარისია ოთახის
გასათბობად, მაგრამ როდესაც კიმურამ შენიშნა:
– დღეს უმჯობესია მეტად გაათბო.
მე მას ვუთხარი, ნახშირი დაემატებინა.
– ვიმედოვნებ, ყველაფერი მოგვარდება, მე წავალ“ , – თქვა
კიმურამ, მაგრამ მე არ შემეძლო მისი გაშვება ასე გვიან.
– ჩვენთან დარჩი, სასტუმრო ოთახში გაგიშლით, – შევთავაზე
მე, მაგრამ მან იუარა:
– ნუ წუხდებით, მე აქვე ვცხოვრობ.
იკუკოს გადაყვანის შემდეგ ის გარკვეულ ხანს საძინებელში
ინაცვლებდა ფეხს (რადგან სკამი არ იყო, რომელზეც ჩამოჯდო-
მას შეძლებდა, ჩვენს საწოლებს შორის იდგა). რაც შეეხება
ტოშიკოს, ის მაშინვე გავიდა, როგორც კი კიმურა შემოვიდა, და
აღარც გამოჩენილა. კიმურამ გადაჭრით თქვა, რომ შინ წავიდო-
და და რამდენჯერმე გამეორების შემდეგ:
– გთხოვთ, ჩემს გამო ნუ შეწუხდებით! – საბოლოოდ წავიდა.
გულწრფელად რომ ვთქვა, სწორედ ეს მსურდა იმ წუთს ყველაზე

მკითხველთა ლიგა 25
მეტად. მცირე ხნით ადრე ერთი გეგმა დამებადა, და მოუთმენ-
ლად ველოდი, როდის წავიდოდა კიმურა. როგორც კი ის წავიდა
და დავრწმუნდი, რომ ტოშიკო აღარ გამოჩნდებოდა, ცოლს მი-
ვუახლოვდი და მაჯა გავუსინჯე. ქაფურის ზემოქმედების ქვეშ
პულსი გათანაბრდა. გვერდიდან ისე მოგეჩვენებოდათ, თითქოს
ღრმად იყო ჩაძინებული... მისი ზნის გათვალისწინებით საფუძ-
ველს მოკლებული არ იყო ეჭვის გამოთქმა იმასთან დაკავშირე-
ბით, ეძინა მას თუ თავს იკატუნებდა. მე კი გადავწყვიტე, რომ
მოჩვენებითობაც ვერ ამაღებინებდა ხელს განზრახვაზე. ჯერ
ღუმელი გავახურე, იმდენად, რომ მან გუგუნი დაიწყო. შემდეგ
ტორშერს ჩამოფარებული შავი ნაჭერი მოვაშორე დინჯად. ჩუ-
მად მივწიე ტორშერი საწოლის კუთხესთან, რათა ცოლი მკაფიო
შუქის რკალში მოქცეულიყო. გული ამიჩქარდა. მხოლოდ ის აზ-
რი აღმოჩნდა საკმარისი ჩემს აღსაგზნებად, რომ ამაღამ იმის
განხორციელებას შევძლებდი, რაზეც ამდენ ხანს ვოცნებობდი.
საძინებლიდან ფეხაკრეფით გამოვედი, მეორე სართულზე კაბი-
ნეტში ავედი, საწერი მაგიდიდან ფლუორესცენტული ლამფა ავი-
ღე, უკან დავბრუნდი და პატარა მაგიდაზე დადგი. დიდი ხნის წინ
მქონდა ყველაფერი მოფიქრებული. გასული წლის შემოდგომა-
ზე მაგიდის ჩვეულებრივი ლამფა ფლუორესცენტულით შევცვა-
ლე, ვვარაუდობდი რა, რომ შესაძლოა ოდესმე ასეთი შემთხვევა
მომცემოდა. ჩემი ცოლი და ტოშიკო წინააღმდეგი იყვნენ, ამბობ-
დნენ, რომ ფლუორესცენტულ ლამფას შესაძლოა რადიოხარვე-
ზები გამოეწვია, მაგრამ მე ჩემი გავიტანე, საბაბად გამოვიყენე
რა გაუარესებული მხედველობა. მე მართლაც მჭირდებოდა ის
საკითხავად, ეს ასეა, მაგრამ, იმავდროულად, ვერ ვიოკებდი
სურვილს, ფლუორესცენტული ლამფის მკვეთრ შუქზე მეხილა
ცოლის შიშველი სხეული. ამ გიჟურმა ფანტაზიამ მყისიერად და-

მკითხველთა ლიგა 26
მიპყრო, როგორც კი ასეთი ლამფების არსებობის შესახებ შევიტ-
ყე...
...ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვივარაუდე. მე მას ყველა-
ფერი გავხადე, რაც ემოსა, არაფერი დავუტოვე და გულაღმა და-
ვაწვინე ტორშერისა და ფლუორესცენტული ლამფის მკვეთრ
თეთრ შუქზე. ამის შემდეგ მისი სხეულის დეტალურ შესწავლას
შევუდექი, ისე, როგორც უცნობი ადგილის რუქას სწავლობენ.
მაგრამ პირველ წუთებში, როდესაც თვალწინ ეს შეუდარებელი,
სუფთა სიშიშვლე წარმომიდგა, თავდაჭერილობა დავკარგე და
გაოცებული გავშეშდი, რადგან პირველად ვხედავდი ცოლის შიშ-
ველ სხეულს სრულად. ეჭვი არ არის, ქმრების უმეტესობას დეტა-
ლურად აქვს შესწავლილი თავიანთ მეუღლეთა სხეულის ფორმე-
ბი, ტერფების ნაოჭების ჩათვლით. ჩემი ცოლი არასოდეს მაძ-
ლევდა ამის უფლებას. ბუნებრივია, სქესობრივი კავშირისას ვა-
ხერხებდი რაღაცისთვის თვალის მოკვრას, მაგრამ სხეულის
მხოლოდ ზედა ნაწილში, ხოლო ყველაფერი, რისი გაშიშვლების
აუცილებლობა არ არსებობდა, ჩემთვის დაფარული რჩებოდა.
მხოლოდ ხელის შეხებით შემეძლო წარმომედგინა, რაოდენ გა-
საოცარი იყო ფორმები სხეულისა, რომელსაც ვფლობდი, ამიტო-
მაც ამიტაცა იდეამ, მეხილა იგი მკვეთრი განათების პირობებში,
ხოლო იმან, რაც ვიხილე, არა თუ იმედი გამიცრუა, არამედ ყვე-
ლა მოლოდინს გადააჭარბა. ქორწინების შემდეგ პირველად ვხე-
დავდი ჩემი ცოლის უმშვენიერეს სიშიშვლეს. შესაძლებლობა
მომეცა გულდასმით დამეთვალიერებინა მისი სხეულის ქვედა
ნაწილი, თვით საოცნებო ხვეულამდე. ის ათასცხრაას თერთმეტ
წელსაა დაბადებული და სხეულის ფორმით არ ჰგავს თანამედ-
როვე ევროპეიზებულ გოგონებს. ახალაგზრდობისას ის ცურავ-
და, თამაშობდა ჩოგბურთს, და იაპონელი ქალისთვის საკმაოდ
პროპორციული აგებულებისაა, თუმცა მკერდი ვიწრო აქვს, დუნ-

მკითხველთა ლიგა 27
დულები და ძუძუები არასაკმარისად აქვს განვითარებული. ფე-
ხები ნატიფი და საკმაოდ გრძელი აქვს, მაგრამ წვივები რკალად
არის გაზნექილი, ასე რომ ჩამოსხმულს მათ ვერ უწოდებ. მთავა-
რი ნაკლი – კოჭი არასაკმარისად ვიწროა, მაგრამ, სიმართლე
რომ ითქვას, ევროპელ ქალთა მოხდენილ ფეხებს გაზნექილს
ვამჯობინებ, რომლებითაც ასე ამაყობდნენ იაპონელი ქალები
წარსულში და რომლებიც დედაჩემისა და ჩემი დეიდების შესახებ
მოგონებებს იწვევენ ჩემში. გლუვი, ჯოხივით სწორი ფეხები არ
მიზიდავს. ზუსტად ასევე, გამობერილ ძუძუებსა და გამოზნექილ
საჯდომს მირჩევნია ქალღმერთის ფორმები ჩუგუ-ჯის ტაძარში –
ოდნავ გამობერილი. ერთი სიტყვით, სწორედ ასეთი წარმომედ-
გინა ჩემი ცოლის სხეული და არც შევმცდარვარ. მაგრამ ის, რა-
მაც ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, მისი კანის უნაკლო სითეთრე
იყო. სხეულზე აქა-იქ ყოველთვის შეხვდებით მცირე ლაქებს, იის-
ფერ ან მურა წერტილებს, მაგრამ მიუხედავად გულდასმით შეს-
წავლისა, მსგავსი ვერაფერი ვნახე. მუცელზე გადავაბრუნე და
ასევე გულდასმით შევისწავლე ზურგის მხრიდან, უკანა ხვრე-
ლამდე, მაგრამ ორ ნახევარსფეროს შორის არსებული ღრმუ-
ლიც კი თეთრად ქათქათებდა. მშობიარობისა და ორმოცდახუთი
წლის ასაკის მიღწევის მიუხედავად მან შეძლო კანი ოდნავი ზა-
დის, რაიმე ლაქის გარეშე შეენარჩუნებინა. ქორწინების შემდეგ
ორი ათეული წლის განმავლობაში მე მხოლოდ ხელის მოფათუ-
რება შემეძლო მისთვის წყვდიადში, მოკლებული ვიყავი რა ამ
არაჩვეულებრივი სხეულის ხილვის შესაძლებლობას, მაგრამ,
თუ ღრმად ჩავუფიქრდებით, ამაშია ჩემი ბედნიერება. ქმარი, რო-
მელიც ქორწინებიდან ოცი წლის შემდეგ პირველად, გაოცებით
შეიცნობს საკუთარი ცოლის სხეულის სიმშვენიერეს, თითქოს ხე-
ლახლა ქორწინდება. ასაკში, როდესაც უგრძნობლობის ხანა
დგება, მე წილად მხვდა, მეტად ჟინიანი ვიყო ცოლის მიმართ,

მკითხველთა ლიგა 28
ვიდრე უწინ... ცოლის სხეული კვლავ ზურგზე გადავაბრუნე. დიდ-
ხანს თვალებით ვჭამდი და ნაღვლიანად ვოხრავდი. უეცრად ვი-
ფიქრე, რომ მას მართლაცდა, კი არ ეძინა, თავს იმძინარებდა.
შესაძლოა თავიდან მართლაც ეძინა, მაგრამ სანამ დაკვირვებით
ვიყავი გართული, გაეღვიძა. ხოლო გაღვიძების შემდეგ გაოცე-
ბულმა იმით, თუ რა ხდებოდა მის თავს, ამჯობინა თავი მოემძი-
ნარებინა. აი, ასეთი აზრი მეწვია თავში. შესაძლოა ეს ასე არ
არის, შესაძლოა ეს ჩემი შეშლილი ფანტაზიაა, მაგრამ მე გაუც-
ნობიერებლად მსურდა მეწამა მისი. აზრი იმის შესახებ, რომ ქა-
ლის ეს სხეული შესანიშნავი კანით, გვამივით მორჩილი ნების-
მიერი ჩემი წადილისადმი, სინამდვილეში ცოცხალი და ცნო-
ბიერი იყო, გაუსაძლის სიამოვნებას მანიჭებდა. მაგრამ თუ მაინც
დავუშვებთ, რომ ეძინა, ნუთუ უნდა ვანდო დღიურს, როგორ ვი-
ყავი გართული უზნეო თამაშით? თითქმის არ მეპარება ეჭვი იმა-
ში, რომ ჩემი ცოლი მალულად კითხულობს დღიურს, ამიტომ ახ-
ლა, როდესაც ყველაფერი დავწერე, ის თავს მიანებებს სმას...
არა, არ მიანებებს, ეს ხომ იმის დადასტურება იქნებოდა, რომ მას
დღიური წაკითხული აქვს. თუ არ წაიკითხავს, ვერსაიდან
გაიგებს, რა ხდებოდა მის თავს, თუკი, რა თქმა უნდა, ის უგონოდ
იყო.
ღამის სამიდან დაწყებული, საათზე მეტ ხანს ვათვალიერებდი
ცოლის სხეულს, ვიღებდი რა ამისგან დაუშრეტელ სიამოვნებას.
რასაკვირველია, მდუმარე ჭვრეტით არ შემოვიფარგლე. თუკი ის
თავს იმძინარებს, გადავწყვიტე – შევამოწმებ, სად დევს მისი სი-
ჯიუტის ზღვარი. ისეთ სამარცხვინო მდგომარეობაში ჩავაგდებ,
რომ მას ძალაუნებურად მოუწევს ბოლომდე თავის მომძინარე-
ბა. ვსარგებლობდი რა შემთხვევით, კვლავ და კვლავ მივმარ-
თავდი ოინებს, რომლებსაც ის ასე ჯიუტად ეწინააღმდეგება, და
რომლებსაც თავსმოხვეულს, ამაზრზენს, სამარცხვინოსა და

მკითხველთა ლიგა 29
გარყვნილს უწოდებს. პირველად შევძელი ესოდენ დიდხანს
მტანჯველი სანუკვარი სურვილი ამესრულებინა და ენა ამესვა ამ
ლამაზ, არაჩვეულებრივ ფეხებზე. მე კიდევ მრავალი ვცადე ისე-
თი, რისი, მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, დღიურში ჩაწერაც კი
სამარცხვინოა. ერთ-ერთ წამს, ცნობისმოყვარეობიდან გამომ-
დინარე, თუ როგორი იქნებოდა მისი რეაქცია, ერთ მგრძნო-
ბიარე ადგილას ვაკოცე და შემთხვევით სათვალე დამივარდა მის
მუცელზე. იგი შეკრთა და თვალები დაახამხამა, თითქოს იღვი-
ძებდა. მე უნებურად უკან გავიწიე, სასწრაფოდ ჩავაქრე
ფლუორესცენტული ლამფა და ოთახი წყვდიადში მოვაქციე. პირ-
ში წყალი ჩავიგუბე ჭიქიდან, რომელსაც მდუღარე დავამატე
ღუმელზე მდგარი ჩაიდნიდან, ერთი აბი ლუმინალი და ნახევარი
კვადრონოქსი დავღეჭე და მიღებული ხსნარი პირიდან პირში გა-
დავეცი ჩემს ცოლს. მან, ნახევრად მძინარემ, მორჩილად მიიღო
ყველაფერი. (ასეთმა ულუფამ შესაძლოა არ იმოქმედოს. როდე-
საც ამას ვაკეთებდი, სულაც არ მსურდა, რომ აუცილებლად და-
მეძინებინა. მე ვიფიქრე, რომ ის ასე უფრო ადვილად შეძლებდა
თავის მომძინარებას.)
დავრწმუნდი რა, რომ დაიძინა (ან თავი მოიმძინარა), უკანას-
კნელი მიზნის ასრულებას შევუდექი. ამ დროისათვის მე, ვერ შევ-
ხვდი რა ცოლის მხრიდან წინააღმდეგობას, შევძელი საკმაო
რაოდენობის მოსამზადებელი მანევრის ჩატარება, რათა აღ-
გზნების უმაღლესი საფეხურისთვის მიმეღწია, და თავადვე გამიკ-
ვირდა, რაოდენი სიმკვირცხლის გამოჩენა შევძელი. იმ ღამით მე
აღარ ვიყავი, როგორც წინათ, სულმოკლეობისა და სიმხდალის
მაგალითი, ჩემში ჭარბად მოიძებნა ძალები, რათა მისი ვნება და-
მეძლია. უფრო ხშირად უნდა დავათრო ხოლმე. და მაინც, მიუხე-
დავად იმისა, რომ მან რამდენჯერმე, როგორც იტყვიან, „შეარხია
თავი“ , როგორც ჩანს, საბოლოოდ მაინც ვერ გამოფხიზლდა.

მკითხველთა ლიგა 30
თითქოს ძილსა და ღვიძილს შორის იმყოფებოდა. დროდადრო
ახელდა თვალებს, მაგრამ ბრმად იყურებოდა. დინჯად ამოძრა-
ვებდა ხელებს, როგორც სომნამბულა. მეტიც, ის, რაც არასოდეს
მომხდარა უწინ, თავად ეძებდა ხელებით ჩემ მკერდს, ხელებს,
სახეს, კისერს, ფეხებს. არადა, აქამდე ის ხომ მხოლოდ იმდენად
მიმზერდა და მეხებოდა, რამდენადაც ეს აუცილებელი იყო. და
სწორედ იმ მომენტში მოსწყდა მის ბაგეებს, როგორც სიზმარში:
– კიმურა!
ჩუმად, ძალიან ჩუმად და მხოლოდ ერთხელ, მაგრამ მე გარ-
კვევით გავიგონე. მართლაც ძილში თქვა თუ იმ საბაბით, თით-
ქოს სძინავსო და განგებ წამოცდა, ჩემთვის ამოცანად რჩება.
მრავალგვარი ახსნა შეიძლება მოიძებნოს. სიზმრად ხედავდა,
რომ კიმურას ეალერსება, თუ, იმძინარებდა რა თავს, სურვილს
გამოთქვამდა, რომ ჩემს ადგილას კიმურა ყოფილიყო, ან იქნებ
შემდეგი ჰქონდა მხედველობაში:
– თუ არ შეწყვეტ ჩემს დათრობას და იმის კეთებას, რასაც ამ
ღამით მიკეთებდი, ყოველ ჯერზე დამესიზმრება, რომ კიმურას-
თან ვარ!
დილის ცხრაზე კიმურამ დარეკა.
– როგორ გრძნობს თავს თქვენი მეუღლე გუშინდელს შემ-
დეგ? ალბათ, პირადად უნდა მოვსულიყავი და მომეკითხა მისი
ჯანმრთელობა...
– საძილე მივეცი, – ვთქვი მე. – ჯერ ისევ სძინავს. როგორც
ჩანს, არაფერია საშიში, ნუ წუხდები!

მკითხველთა ლიგა 31
ცოლის დღიური

30 იანვარი

მეორე დღეა ლოგინიდან არ ავმდგარვარ. ათის ნახევარია.


დღეს ორშაბათია და ჩემი ქმარი უკვე ნახევარი საათია, რაც წა-
ვიდა. წასვლის წინ ფრთხილად შემოვიდა საძინებელში. მე თავი
მოვიმძინარე, ის მცირე ხანს ჩემს სუნთქვას უკვირდებოდა, ისევ
მაკოცა ფეხზე და გავიდა. შემოვიდა ბაია, შინამოსამსახურე და
ჩემი ამბავი იკითხა. მე ცხელი პირსახოცი მოვითხოვე, სახე გა-
ვიწმინდე ოთახიდან გაუსვლელად, რის შემდეგ რძისა და თოხ-
ლო კვერცხის მოტანა დავავალე. ვკითხე, სად იყო ტოშიკო.
– თავისთან.
მაგრამ ქალიშვილი არ გამოჩნდა. თავს გაცილებით უკეთ
ვგრძნობ, უკვე ადგომაც შემიძლია, მაგრამ გადავწყვიტე კიდევ
ვინებივრო ლოგინში, რათა დღიურს ჩავუჯდე და მშვიდად გავიხ-
სენო ყველაფერი, რაც გუშინწინდელი ღამის შემდეგ გადამხდა.
ასე ძალიან რატომ დავთვერი იმ საღამოს? რასაკვირველია, ორ-
განიზმის მდგომარეობას ანგარიში უნდა გავუწიო, მაგრამ კო-
ნიაკიც სხვა იყო და არა ჩვენი „სამი ვარსკვლავი“ . ქმარმა იმ
დღეს ახალი ბოთლი იყიდა, კურვუაზიე, წარწერით „კონიაკი ნა-
პოლეონი“ . მისი გემო ძალიან მომეწონა, ვერ ვჩერდებოდი. ვერ
ვიტან, როცა სხვები მთვრალს მხედავენ, ამიტომ როცა გულზიდ-
ვა მეწყება, ტუალეტში ვიმალები. იმ საღამოსაც ასე მოხდა, არ
მახსოვს, რამდენ ხანს დავყავი ტუალეტში. ათი წუთი? ოცი? იქნებ
საათი ან ორი? ცუდად სულაც არ ვიყავი, ალბათ უფრო ეიფორიას
ვგრძნობდი. გონება დაბინდული მქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს,

მკითხველთა ლიგა 32
რომ საერთოდ არ ვაზროვნებდი, ნაწყვეტი მოგონებები შემომ-
რჩა. ბუნდოვნად მახსოვს, რომ დიდხანს ვიჯექი უნიტაზზე, ისე,
რომ ზურგი და ფეხები დამეღალა, რომელიღაც მომენტში ხელე-
ბით კარს მივეყრდენი, ქვევით ჩამოვცურდი და თავი იატაკს მი-
ვაბჯინე. ისე მეჩვენებოდა, რომ ტუალეტის სიმყრალე მომედო,
ავდექი და გამოვედი. ამ სიმყრალის ჩამობანა მინდოდა თუ ფე-
ხები არ მემორჩილებოდა და არ მსურდა, ასეთ მდგომარეობაში
ვენახე ვინმეს, მოკლედ სააბაზანოში წავედი და იქ, როგორც
ჩანს, ტანთ გავიხადე. ვამბობ „როგორც ჩანს“ , რადგან მეხ-
სიერებაში ეს დიდი ხნის წინანდელი სიზმარივით შემომრჩა, ხო-
ლო შემდეგ რა მოხდა, სრულებით არ მახსოვს. (ხელზე დაკრული
სალბუნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მე ინექცია გამიკეთეს, ალ-
ბათ ექიმი კოდამა იყო გამოძახებული.) გონს ლოგინში მოვეგე,
დილის მზის სხივები სუსტად ანათებდა საძინებელს. ალბათ და-
ახლოებით ექვსი საათი იყო, მაგრამ გონება არც შემდეგ გადაიწ-
მინდა. თავი მისკდებოდა ტკივილისგან, ხოლო დამძიმებული
სხეული თითქოს იძირებოდა და ფსკერისკენ მიდიოდა, მეღვიძე-
ბოდა, შემდეგ კი ისევ ძილი მეუფლებოდა... არა, არც დაძინება
შემეძლო და არც ბოლომდე გამოღვიძება, და მთელი გუშინდე-
ლი დღე ამ შუალედურ მდგომარეობაში გავატარე. თავი ისევ
მტკიოდა, მე კი უცნაური სამყაროს საზღვრებზე დავაბიჯედი, ტკი-
ვილდავიწყებული. რასაკვირველია, ეს სიზმარი იყო, მაგრამ ნუ-
თუ არსებობს ასეთი მკაფიო, რეალობის ესოდენ მსგავსი სიზმრე-
ბი? თავიდან უეცრად ვიგრძენი, რომ მტანჯველი ნეტარების
მწვერვალს მივაღწიე, და მხოლოდ ის მიკვირდა, სად იპოვა ჩემ-
მა ქმარმა ძალები, ასეთი სიამოვნება მოენიჭებინა ჩემთვის, მაგ-
რამ იმავ წამს მივხვდი, რომ ჩემზე არა ჩემი ქმარი, არამედ კიმუ-
რა იწვა. გამოდის, კიმურა ჩვენთან დარჩა, რათა მე დავეპყარი?
მაგრამ ქმარი რაღა იქნა? კარგია, რომ ასე უმსგავსად ვიქცევი?

მკითხველთა ლიგა 33
მაგრამ სიამოვნება იმდენად გასაოცარი იყო, რომ აბეზარი აზრე-
ბისთვის აღარ მეცალა. ქმარს არასოდეს მოუნიჭებია ჩემთვის
ასეთი სიამოვნება. ჩვენი ერთობლივი ცხოვრების დაწყებიდან,
ცოლ-ქმრობის ოცი წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი გან-
მიცდია. ის, რისი განცდის საშუალებას ქმარი მაძლევდა, სრული
უსუსურობა იყო – დამყაყებული, მტკნარი გრძნობები, რომლე-
ბიც უსიამოვნო დანალექს ტოვებენ. იმასთან შედარებით, რაც
ახლა იყო, მათ ხორციელ სიყვარულსაც ვერ უწოდებ. ეს ნამდვი-
ლი იყო. ეს კიმურამ მასწავლა. ასე ვფიქრობდი და იმავ-
დროულად ვაცნობიერებდი, რომ სანახევროდ სიზმარში ვიყავი.
კაცი, რომელიც მე მეალერსებოდა, ნამდვილად კიმურა იყო,
მაგრამ ეს სიზმარში ხდებოდა, სინამდვილეში კი, და მე ამას
ვხვდებოდი, მამაკაცი – ჩემი ქმარი იყო, მის მკლავებში კი მას კი-
მურად ვიღებდი. მეტად სავარაუდოა, რომ იმ ღამეს ქმარმა მო-
მიტანა სააბაზანოდან, ლოგინში დამაწვინა და ისარგებლა რა
იმით, რომ გონება მქონდა დაკარგული, სრულად იჯერა გული
ჩემი სხეულით. რაღაც მომენტში, როდესაც ის მეტისმეტი გზნე-
ბით მკოცნიდა იღლიაში, მე უეცრად გამეღვიძა. ის იმდენად იყო
გართული თავისი საქმით, რომ სათვალე მოძვრა და მე დამეცა,
რომლის სიცივისგან უეცრად გამეღვიძა. სრულიად შიშველი ვი-
ყავი, ზურგზე ვიწექი, მკაფიო შუქის რკალში, რომელსაც ტორშე-
რი და ფლუორესცენტული ლამფა წარმოშობდა... ასეა, და ალ-
ბათ სწორედ მკაფიო შუქმა გამომაღვიძა... ჯერ კიდევ ვერ ვაცნო-
ბიერებდი სათანადოდ, რა ხდებოდა, ქმარმა კი ჩემს მუცელზე ჩა-
მოვარდნილი სათვალე გაიკეთა, თავი მიანება იღლიას და ტუჩე-
ბით საზარდულს დააცხრა. მე ინსტინქტურად შევიკუმშე და მახ-
სოვს, სწრაფად დავუწყე ძებნა პლედს, რათა გადამეფარებინა,
მაგრამ ქმარმაც შეამჩნია, რომ გაღვიძებას ვიწყებდი, შალის
პლედი გადამაფარა, თავთან მდგარი ფლუორესცენტული ლამ-

მკითხველთა ლიგა 34
ფა ჩააქრო და ტორშერს ბაღდადი მიაფინა. საძინებელში
ფლუორესცენტული ლამფა არ გვაქვს. გამოდის, რომ ქმარმა ის
კაბინეტიდან მოიტანა. მარტო იმ აზრისგან, რომ ქმარი ლამფის
მკვეთრ შუქზე ავხორცი ინტერესით დეტალურად სწავლობდა
ჩემს სხეულს, უკვე იმ აზრისგან, რომ მისი მზერა აღწევდა ადგი-
ლებს, რომლებიც მეც კი არ მაქვს დეტალურად დათვალიერებუ-
ლი, სახეზე წითელი ფერი მედება. როგორც ჩანს, მის ხელთ საკ-
მაოდ დიდხანს ვიყავი შიშველი – ამას შემდეგი მოწმობს: უფ-
რთხოდა რა იმას, რომ არ გავციებულიყავი ან იმას, რომ ისევ არ
გამღვიძებოდა, მან ღუმელი გაავარვარა და ჩვეულებრივზე მე-
ტად დაათბო საძინებელი. ახლა მხოლოდ დაფიქრება იმაზე, თუ
როგორ ერთობოდა ქმარი ჩემით, ჩემს აღშფოთებასა და სირ-
ცხვილს იწვევს, მაგრამ იმ მომენტში მხოლოდ თავის უწყვეტი
ტკივილი მაწუხებდა. ქმარმა რაღაც საძილე აიღო, არ ვიცი, რა
იყო – კვადრონოქსი, ლუმინალი თუ იზომიტალი, წყალთან ერ-
თად დაღეჭა აბები, პირიდან პირში გადმომცა და მაიძულა გადა-
მეყლაპა, მე კი, მსურდა რა თავის ტკივილის გაყუჩება, დავემორ-
ჩილე. მცირე ხნის შემდეგ კვლავ დავკარგე ცნობიერება და ისევ
ძილ-ღვიძილის ზღვარზე აღმოვჩნდი. სწორედ ამის შემდეგ მო-
მეჩვენა, თითქოს ვწევარ და ვეალერსები არა ქმარს, არამედ კი-
მურას. მომეჩვენა? ასე ამბობენ რაღაც ბუნდოვანის შესახებ, რაც
ეს-ესაა უნდა გაქრეს და რაც სიცარიელიდან ჩნდება, მაგრამ ის,
რასაც მე ვხედავდი, ესოდენ მოჩვენებითი არ იყო.
მე ვთქვი:
– მომეჩვენა, თითქოს ვწევარ და ვეალერსები.
მაგრამ ეს არ იყო „თითქოს“ , მე ახლაც მაქვს ხელებსა და თე-
ძოებზე მკაფიო განცდა, რომ მართლაც „ვწევარ და ვეალერსე-
ბი... კიმურას“ .

მკითხველთა ლიგა 35
ქმართან შეხებისას სრულიად განსხვავებულად განიცდი. ეჭ-
ვი არ მეპარება, რომ სწორედ ამ ხელებს ვუჭერდი კიმურას
ახალგაზრდულ კუნთებს, რომ სწორედ მისი მკერდით ვიყავი
მისრესილი. რაც მთავარია, კიმურას კანი უჩვეულოდ თეთრი
მეჩვენებოდა, ისეთი არა, როგორიც იაპონელებს აქვთ... და მა-
ინც, ოჰ როგორ მრცხვენია! მაგრამ ქმარს წარმოდგენა არ აქვს
ამ დღიურის არსებობის შესახებ და ვერასოდეს წაიკითხავს ჩემს
აღსარებას, ამიტომაც ვწერ, თუმცა... ოჰ, ჩემი ქმარი რომ ასეთი
იყოს... რატომაა ქმართან ყველაფერი განსხვავებულად? უც-
ნაურია, მაგრამ როდესაც მე ვამბობ, რომ ეს სიზმარი იყო... უფ-
რო სწორად, სანახევროდ სიზმარი, სანახევროდ კი ცხადი... იმის
თქმა მსურს, რომ ცნობიერების ერთი მცირე ნაწილით ვხვდებო-
დი, რომ სინამდვილეში ქმარი მეუფლებოდა და რომ ქმარი – კი-
მურა მეგონა. მაგრამ ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ჯერ კი-
დევ განვიცდი სიამოვნებას იმისგან, რაც ჩემში ხდებოდა... სიმ-
ძლავრისგან, რომლის მისხალიც არ გააჩნია ჩემს ქმარს...
თუ კურვუაზიე ასე ათრობს და ასეთ ხილვებს იწვევს, მზად
ვარ, ისევ და ისევ დამათრონ. მადლობა ქმარს, რომელმაც ასე
გამარკვია ამ საკითხში. და მაინც, რამდენად შეესაბამება
რეალობას ის კიმურა, რომელიც მე სიზმრად ვიხილე? რატომ უნ-
და იყოს ის სახელდობრ ასეთი, მე ხომ ის ცხოვრებაში არასოდეს
მინახავს უტანსაცმლოდ? ან იქნებ ის კიმურა სრულად ჩემი წარ-
მოსახვის ნაყოფია და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ კიმურას-
თან? ერთხელ მაინც, არა სიზმარში, არა წარმოსახვაში, არამედ
ცხადად რომ მანახა შიშველი კიმურა...

მკითხველთა ლიგა 36
ქმრის დღიური

30 იანვარი

...დღისით კიმურამ კათედრაზე დამირეკა და ცოლის ჯან-


მრთელობა მოიკითხა.
– როცა შინიდან გამოვედი, მას ჯერ კიდევ ეძინა, მაგრამ,
სჩანს, ყველაფერი რიგზეა. – ვთქვი მე. – საღამოს შემოიარე,
დავლიოთ.
– რას ბრძანებთ! – წამოიძახა მან. – იმ ღამეს ისე შემეშინდა.
მაპატიეთ, მაგრამ თქვენც მეტად წინდახედული უნდა იყოთ. რა-
საკვირველია, თქვენს მეუღლეს აუცილებლად ვინახულებ.
ოთხზე მოვიდა. ცოლი უკვე გაღვიძებული იყო და სასტუმრო
ოთახში გამოვიდა. კიმურამ თქვა, რომ მხოლოდ წუთით შემოირ-
ბინა, მაგრამ მე ჩემსაზე ვიდექი:
– ჩვენ წინა შეხვედრის ანგარიშში უნდა დავლიოთ! გეყოფა,
დარჩი!
ისმენდა რა ჩემს ჩაგონებას, ცოლი იღიმებოდა. ყოველ შემ-
თხვევაში, მის სახეზე უკმაყოფილება არ შემინიშნავს. კიმურა,
მართალია, უარს ამბობდა, მაგრამ, ეტყობა, წასვლას სულაც არ
აპირებდა. რასაკვირველია, მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებო-
და ჩვენს საძინებელ ოთახში იმ ღამეს მისი წასვლის შემდეგ (ჯერ
კიდევ გათენებამდე წავიღე ფლუორესცენტული ლამფა კაბინეტ-
ში, მეორე სართულზე), და მით უმეტეს არ უნდა იცოდეს, რომ ექ-
სტაზამდე მიიყვანა იკუკო, გამოეცხადა რა მას ფანტაზიაში. თა-
ვად რატომღა იქცევა ისე, თითქოს სულაც არ იყოს იკუკოს დათ-
რობის წინააღმდეგი? თითქოს მისთვის ცნობილია, რა სურს ჩემს

მკითხველთა ლიგა 37
ცოლს. რა არის ეს – ინტუიცია, თუ იკუკომ მისცა მას რაიმე ნიშა-
ნი? ხოლო ტოშიკო, როგორც კი სმა დავიწყეთ, შეიშმუშნა,
მკვეთრად წამოდგა და გავიდა...
...ამ საღამოს ცოლმა ისევ დატოვა მაგიდა და ტუალეტში
ჩაიკეტა. შემდეგ სააბაზანოში შევიდა (ჩვეულებრივ, აბაზანას
დღეგამოშვებით ვაცხელებთ, მაგრამ ცოლმა შინამოსამსახურეს
უბრძანა ჯერჯერობით ყოველდღე გაეცხელებინა. ბაია ცალკე
ცხოვრობს, ამიტომ საღამოს, წასვლის წინ აბაზანას წყლით ავ-
სებს, გაზს რომელიმე ჩვენგანი ანთებს, დღეს ეს იკუკომ გააკეთა,
წინასწარ გამოთვალა რა დრო) და იქ დაეცა. ყველაფერი გამე-
ორდა, როგორც იმ ღამეს. მოვიდა ექიმი კოდამა და ქაფურის
ინექცია გაუკეთა. ტოშიკო გაიქცა, კიმურაც, შეძლებისდაგვარად
გაუწია რა ავადმყოფს დახმარება, წავიდა. ყველაფერი ერთი ერ-
თში... მეც ისევე ვმოქმედებდი, როგორც წინა ჯერზე. მაგრამ ყვე-
ლაზე საინტერესო ის არის, რომ ცოლიც იგივეს ბუტბუტებდა...
მის ბაგეებს ამ ღამითაც მოწყდა:
– კიმურა.
იგივე სიზმარი, იგივე ხილვა, ჩაგონებული გარემოებათა
მსგავსებით? იქნებ უბრალოდ დამცინის?

მკითხველთა ლიგა 38
ცოლის დღიური

9 თებერვალი

...დღეს ტოშიკომ განაცხადა, რომ ცალკე ცხოვრება სურს. ამ-


ბობს, რომ მეცადინეობისთვის სიმშვიდე სჭირდება, სწორედ ახ-
ლა გამოჩნდა შესაძლებლობა და დასანანი იქნებოდა მისი ხე-
ლიდან გაშვება. საცხოვრებელს მოხუცი ფრანგი ქალი აქირა-
ვებს, ვინც უნივერსიტეტში ასწავლიდა მას ფრანგულს, ახლა კი
ინდივიდუალურად ამზადებს. მისი ქმარი, იაპონელი, დამბლა-
დაცემულია, ამიტომ ყველაფერი ქალის მხრებზე დგას: კითხუ-
ლობს უნივერსიტეტში, კერძო გაკვეთილებს იღებს და ქმარს
პატრონობს, მას შემდეგ კი, რაც ქმარი ავად გახდა, თვითონ და-
დის მოწაფეებთან, შინ არავის იღებს, გარდა ტოშიკოსი. სახლი,
რომელშიც ისინი ცხოვრობენ, დიდი არ არის, მაგრამ ფლიგელი
ბაღში, სადაც ქმარს ჰქონდა კაბინეტი, ახლა ცარიელია, და თუ
ტოშიკო იქ გადავა, დიასახლისი უფრო მშვიდად დატოვებს
ქმარს, როდესაც საქმეებზე წავა ხოლმე. არის ტელეფონი და აბა-
ზანა, რომელიც გაზით თბება. ფრანგი აცხადებს, რომ უსაზ-
ღვროდ ბედნიერი იქნება, თუ ტოშიკო იქირავებს მისგან ოთახს.
შესაძლებელია პიანინოს გადატანაც, ამისთვის იატაკის ქვეშ ძე-
ლების გამაგრება იქნება საჭირო აგურებით, ტელეფონის ხაზს კი
გაუყვანენ. აბაზანასა და ტუალეტში სიარული ოთახის გავლით,
რომელშიც ავადმყოფი კაცი წევს, რასაკვირველია, მოუხერხებე-
ლია, მაგრამ შესაძლოა გასასვლელის გაკეთება პირდაპირ
ფლიგელიდან. ამას ბევრი არ დასჭირდება. ფრანგის არყოფნაში
ქმარს თითქმის არავინ ურეკავს, მაგრამ ასეთი რომც მოხდეს, ის

მკითხველთა ლიგა 39
ზარებზე არანაირად არ რეაგირებს, ასე რომ, ტოშიკოსაც შეუძ-
ლია, არ იღელვოს ამის გამო. შესაბამისად, საფასურიც არ არის
მაღალი. მოკლედ რომ ვთქვათ, ტოშიკოს სურს, რაღაც დროით
იქ დასახლდეს. ალბათ მას აცოფებს, რომ კიმურა უკვე ყოველ
სამ დღეში ერთხელ მოდის და ჩვენ კონიაკს ვსვამთ – ორი ბოთ-
ლი უკვე დავცალეთ, ყველაფერი კი იმით სრულდება, რომ მე გო-
ნებას ვკარგავ სააბაზანოში. მას არ შეეძლო არ შეენიშნა, რომ
მშობლების საძინებელში გვიანობამდე კაშკაშა შუქი ანთია, ეს
მას უცნაურად უნდა მოეჩვენოს. მაგრამ მხოლოდ ესაა მიზეზი,
რომლის გამოც მას ცალკე ცხოვრება სურს? იქნებ რაიმეს გვიმა-
ლავს? დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი.
– მამას ჰკითხე. თუ ის თანახმაა, მე წინააღმდეგი არ ვიქნები,
– იყო ჩემი პასუხი....

მკითხველთა ლიგა 40
ქმრის დღიური

14 თებერვალი

დღეს, ისარგებლა რა იმით, რომ ცოლი სამზარეულოში იყო


გასული, კიმურამ მოულოდნელი საუბარი გამიბა. ვიცი თუ არა,
რომ ამერიკაში გამოიგონეს ფოტოაპარატი სახელად „პოლა-
როიდი“ , ფოტოაპარატი, რომელიც მყისიერად ამჟღავნებს და
ბეჭდავს სურათებს. ასეთი მომენტალური ფოტოების მეშვეობით
სუმოს პირდაპირი ტრანსლაციისას კომენტატორები დაუყოვნებ-
ლივ შერკინების შემდეგ განმარტავენ ილეთებს, რომლებმაც გა-
მარჯვება უზრუნველყვეს. „პოლაროიდის“ მოხმარება ისევე ად-
ვილია, როგორც ნებისმიერი სხვა აპარატისა, ასევე მოსახერხე-
ბელია მისი თან ტარება. ანთებას ლოდინი არ სჭირდება და სამ-
ფეხას გარეშეც გადიხარ ფონს. ჩვენთან ეს ჯერ კიდევ იშვიათო-
ბაა, მხოლოდ მოყვარულებს აქვთ, რადგან მას ფოტოქაღალ-
დთან ერთად სპეციალური ფირი სჭირდება, რომლის შოვნა
იოლი არ არის, მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთით ამერიკი-
დან. მაგრამ კიმურას მეგობარს აქვს აპარატიც და ფირიც:
– თუ გსურთ, შეუძლია გათხოვოთ კიდეც.
სანამ ვუსმენდი, ერთი აზრი მეწვია, მაგრამ რატომ გადაწყვი-
ტა მან, რომ მონათხრობი ჯადოსნური ფოტოაპარატის შესახებ მე
ესოდენ დამაინტერესებდა? ეს ყველაფერი უცნაურია. როგორ
არ უნდა ვიეჭვო, რომ ის კარგადაა ინფორმირებული ჩვენი საძი-
ნებლის საიდუმლოებების შესახებ...

მკითხველთა ლიგა 41
ცოლის დღიური

16 თებერვალი

...დღეს, დაახლოებით ოთხ საათზე, ისეთი რამ მოხდა, რამაც


ფრიად ამაღელვა. ჩემს დღიურს სასტუმრო ოთახში, ტანსაცმლის
კარადის უჯრაში ვმალავ (უჯრაში, რომელსაც ჩემს გარდა არავინ
იყენებს), ფსკერზე, ქალიშვილის დაბადებასთან დაკავშირებით
მიღებულ მისალოც ბარათებსა და მშობლების წერილებს ქვეშ,
ხოლო ვწერ ისეთ დროს, როდესაც ქმარი შინ არ არის; მაგრამ
ისიც ხდება, რომ გსურს რაღაც უცბად ჩაწერო, სანამ დაგვიწყე-
ბია, ხანდახან კი უბრალოდ დღიურთან ურთიერთობის სურვილი
დაგივლის, ამიტომ ზოგჯერ ისე ვწერ, რომ ქმრის შინიდან გას-
ვლას არ ველოდები, ვსარგებლობ რა იმით, რომ ის კაბინეტში
ზის გამოუსვლელად. კაბინეტი ზუსტად სასტუმრო ოთახის თავ-
ზეა განთავსებული და თუმცა იქიდან არაფერი ისმის, მგონია,
რომ ზოგადად შემიძლია წარმოვიდგინო, რითია ის მოცემულ
მომენტში დაკავებული – წერს, კითხულობს, დღიურში აკეთებს
ჩანაწერებს ან რაიმეს შესახებაა ჩაფიქრებული. კაბინეტში მუ-
დამ დუმილია დასადგურებული, მაგრამ ხანდახან განსაკუთრე-
ბული სიჩუმე მეფდება. ეტყობა ქმარი სუნთქვაშეკრული ცდი-
ლობს ყური მოკრას იმას, რაც მის ქვეშ, სასტუმრო ოთახში ხდე-
ბა. ასეთი დუმილი, ჩვეულებრივ, იმ წუთს დგება, როდესაც მე,
თუმცა არ მავიწყდება, რომ მარტო არ ვარ, ჩუმად ვიღებ დღიურ-
სა და ფუნჯს. არა მგონია, ეს მხოლოდ ჩემი ეჭვიანობის ბრალი
იყოს. რათა მოღალატობრივი ჟღერადობისათვის დამეღწია თა-
ვი, უარი ვთქვი ჩვეულებრივ ქაღალდსა და ფრთის ყალამზე. მე

მკითხველთა ლიგა 42
მცირე წიგნი გავაკეთე იაპონურ ყაიდაზე, გარმონის ფორმა მივე-
ცი რა „გამპის3„ თხელ ქაღალდს, ხოლო წერით – ფუნჯით ვწერ,
მიჯრილად, მაგრამ წეღან ის დამემართა, რაც არასოდეს დამ-
მართნია, ისე გავერთე, რომ რამდენიმე წამით სიფხიზლე დავ-
კარგე. სწორედ ამ წუთს ქმარი, განზრახ თუ შემთხვევით, ჩუმად
ჩამოვიდა ტუალეტში, ჩაუარა სასტუმრო ოთახს, დაიკმაყოფილა
მოთხოვნილება და ისევ თავისთან ავიდა. „ჩუმად“ – მე ასე მო-
მეჩვენა. შესაძლოა მას სხვა მიზანი არც ჰქონდა, გარდა ტუალეტ-
ში ჩამოსვლისა. ისიც შესაძლებელია, რომ მე სწორედ იმიტომ
ვერ გავიგონე ის, რაც უნდა გამეგონა, რომ ჩამოდიოდა ღიად,
არა ფარულად, არა ჩემი სმენისთვის ჩვეული სვლით. რაც არ უნ-
და იყოს, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როცა ის უკვე ქვევით იყო.
წერისას მაგიდასთან ვიჯექი და შევეცადე სწრაფად დამემალა
დღიური და ფუნჯის ბუდე მაგიდის ქვეშ (ასეთ შემთხვევებში ტუშს
ბუდეში ვინახავ, იოლად გავდივარ რა ფონს სამელნის გარეშე:
ეს ბუდე მამის სახსოვარია – ჩინური ნივთი, რომელსაც ანტიკვა-
რული ღირებულება გააჩნია), ასე რომ, არა მგონია დაენახა, რი-
თი ვიყავი დაკავებული, მაგრამ როდესაც აჩქარებით ვხურავდი
დღიურს, ქაღალდი აშრიალდა, რამაც შემაშფოთა, რადგან შე-
საძლოა ეს ხმა მანაც გაიგონა. არა, დარწმუნებული ვარ, რომ
გაიგონა. „გამპის“ ქაღალდის დამახასიათებელმა შრიალმა შე-
საძლოა მიიყვანოს ვარაუდთან იმისა, თუ რისთვის ვიყენებ მე
მას. ამიერიდან უფრო ფრთხილად უნდა ვიყო, მაგრამ რა უნდა
გავაკეთო, თუ ქმარი ჩემი დღიურის არსებობას გაიგებს? სხვა ად-
გილას რომ დავმალო, არც მაშინ ვიქნები დარწმუნებული, რომ
ამ პატარა ოთახში ვერ მიაგნებს. ერთადერთი საშუალებაა – ში-

3 გამპი – ქაღალდის სახეობა, დამზადებული მცენარე ვიქსტრემიის მერქნის


ბოჭკოსგან.

მკითხველთა ლიგა 43
ნიდან არ გავიდე, როდესაც ქმარი შინ არის... უკანასკნელ დროს
თავის გამუდმებული ტკივილის გამო მე თითქმის ისედაც არ გავ-
დივარ, საყიდლებზეც კი ტოშიკოს ან შინამოსამსახურეს ვგზავნი.
ისიც არის, რომ კიმურა უკვე კარგა ხანია გვეპატიჟება კინოში
„წითელსა და შავზე4“. სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ მანამდე
უნდა მოვიფიქრო, როგორ დავმალო დღიური...

4 სტენდალის იმავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც ჟერარ


ფილიპი და დანიელ დარიე მონაწილეობენ.

მკითხველთა ლიგა 44
ქმრის დღიური

18 თებერვალი

გასულ ღამეს მეოთხედ გავიგონე ცოლის ბაგეთაგან „კიმუ-


რა“. უკვე შეუძლებელია ეჭვი შეგეპაროს ამ თითქოსდა სიზმრი-
სეული ბუტბუტის მოჩვენებითობაში. მაგრამ ასეთ შემთხვევაში
რა მიზნით აკეთებს იგი ამას? თუ დავუშვებთ, რომ მას სურს გამა-
გებინოს:
– მე სულაც არ მძინავს, არამედ თავს ვიმძინარებ.
ნუთუ ეს ნიშნავს:
– არ მსურს ვიცოდე, რომ შენთან ვწევარ, მსურს ვიფიქრო,
რომ ჩემთან კიმურაა, სხვაგვარად არ აღვეგზნებოდი, ჯამში კი ეს
შენთვისაც სასიკეთოა?
ან ასე:
– შენი აღგზნება მსურს შენი ეჭვის გამოწვევით. რაც არ უნდა
მოხდეს, როგორც პატიოსანი ცოლი, ქმრის ერთგული დავრჩე-
ბი?
დღეს ტოშიკო საბოლოოდ გადავიდა ქალბატონ ოკადას სახ-
ლში. უკვე გააკეთეს გასასვლელი, რომელიც სააბაზანოს მის
ოთახთან აკავშირებს, აგურებით გაამაგრეს იატაკი, რათა პიანი-
ნო დაიდგას, მაგრამ ტელეფონის ხაზი ჯერ გაყვანილი არ არის,
თანაც დღეს არასახარბიელო დღეა, იკუკო ჯერ კიდევ გუშინ
თხოვდა ოცდაერთამდე მოეცადა, როცა გადაბარგებისთვის სა-
ხარბიელო დროა, მაგრამ მან არ გაიგონა. გადაწყდა, რომ პიანი-
ნოს რამდენიმე დღეში გადაიტანდნენ, ხოლო სხვა ნივთების გა-
დატანაში კიმურა მოგვეხმარა. (გასული ღამის შემდეგ იკუკოს,

მკითხველთა ლიგა 45
ჩვეულებისამებრ, საღამომდე ეძინა, ხოლო როცა ადგა, მისი
დახმარება აღარ გვჭირდებოდა.) სახლი ჩვენგან ხუთი წუთის სა-
ვალზეა, სეკიდენის უბანში. კიმურაც იქვე ქირაობს ბინას, უფრო
ახლოს, ჰიაკუმამბენში. მოვიდა რა გადაბარგებაში დასახმარებ-
ლად, კიმურამ წუთით ჩემს კაბინეტში შემოიხედა და სიტყვებით:
„დაპირებული მოგიტანეთ“ , „პოლაროიდი“ გადმომცა.

მკითხველთა ლიგა 46
ცოლის დღიური

19 თებერვალი

ვერ გამიგია, ტოშიკოს გულში რა ხდება. ხან მეჩვენება, რომ


ვუყვარვარ, ხან კი მგონია, რომ ვძულვარ. მხოლოდ ერთი რამ
არის უდაო, რომ მამამისს ვერ იტანს. ის დანამდვილებით შეც-
დომით მსჯელობს ჩვენი ცოლ-ქმრული ურთიერთობების შესა-
ხებ, თვლის რა, რომ არა მე, არამედ მამამისს აქვს ავხორცი ბუ-
ნება. მის წარმოდგენაში მე ჩემი სინაზიდან გამომდინარე არ შემ-
წევს ბობოქარი სქესობრივი ცხოვრების უნარი, მამამისი კი,
ამაზრზენი, გარყვნილი და ავხორცი გრძნობებით შეპყრობილი,
თავს მახვევს საკუთარ სურვილებს, მე კი ჩემი ნების საწინააღ-
მდეგოდ ვარ იძულებული, დავუთმო. (სიმართლე რომ ითქვას, მე
თავად ვცდილობდი მისთვის ასეთი აზრი ჩამენერგა.) როდესაც
გუშინ უკანასკნელი ნივთები ჩაალაგა და გამოსამშვიდობებლად
შემოვიდა საძინებელში, მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარ-
გლა:
– დედა, მამა შენ საფლავის კარამდე მიგიყვანს!
თითქოს მოჭრაო. ასეთი გულწრფელობა მისთვის, ისეთივე
უენოსთვის, როგორიც მე ვარ, უჩვეულოა. ეტყობა გულის სიღ-
რმეში მას აშფოთებს, რომ „ამისგან“ შესაძლოა ჩემი მკერდის
დაავადება გამწვავდეს, რის გამოც მამამისი სძულს, თუმცა მის
ინტონაციაში, რომლითაც მან ეს გაფრთხილება წარმოთქვა,
განმაცვიფრა მტრულმა დამოკიდებულებამ და გესლიანმა და-
ცინვამ. არ ჰგავდა, რომ დედის მოყვარული კეთილი ქალიშვილი
ამბობდა ამას. გულის სიღრმეში კომპლექსი ხომ არ სტანჯავს,

მკითხველთა ლიგა 47
რომ მიუხედავად ჩემზე ოცი წლით ნაკლები ასაკისა, სახითაც და
სხეულითაც ჩამომრჩება? მან თავიდანვე განაცხადა, რომ კიმუ-
რა არ მოსწონდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მე იგი ჯეიმს სთიუარტს
შევადარე, კიდევ უფრო დიდ სიძულვილს ამჟღავნებს მის მი-
მართ, მაგრამ იქნებ ყველაფერი ასე არ არის? ისე ხომ არ მიყუ-
რებს, როგორც საკუთარ მეტოქესა და მტერს?
...ვცდილობ შეძლებისდაგვარად არ გავიდე შინიდან, მაგრამ
იმის გარანტია არ არსებობს, რომ ადრე თუ გვიან რაიმე გარე-
მოება არ მაიძულებს დავტოვო სახლი, ქმარი კი შესაძლოა სწო-
რედ იმ დროს მობრძანდეს, როდესაც წესით ლექციაზე უნდა
იყოს, ამიტომ გვარიანი თავის მტვრევა დამჭირდა იმაზე, თუ სად
დამემალა დღიური. როგორც არ უნდა დამალო, აზრი არ აქვს,
მაგრამ საშუალება მაინც უნდა მოვიგონო, დანამდვილებით ვი-
ცოდე, კითხულობს თუ არა ჩემი ქმარი ჩემს ჩანაწერებს ჩემი არ-
ყოფნისას. ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა. რაიმე ნიშანი უნდა
დავადო დღიურს, ისე, რომ მყისიერად მივხვდე, ჩაიხედა თუ არა
მან მასში. სასურველია, რომ ნიშანი მხოლოდ ჩემთვის იყოს გა-
საგები და მან არაფერი იეჭვოს... თუმცა, იქნებ უკეთესიც იყოს,
თუ იეჭვებს? ვინიცობაა სხვა დროს აღარ გადაშალოს, თუ მიხ-
ვდება, რომ მე ვიცი ამის შესახებ. (თუმცა ეს საეჭვოა...) ერთი
სიტყვით, მოფიქრება არც თუ ისე ადვილი საქმეა. შესაძლოა თა-
ვიდან გამომივიდეს კიდეც, მაგრამ თუ ყოველ ჯერზე ერთსა და
იმავე საშუალებას გამოვიყენებ, არის შანსი, რომ საკუთარ ხა-
ფანგში ამოვყო თავი. კიდევ შეიძლება, რომ გვერდებს შორის
ფრჩხილების ჩხირი ჩავდო ისე, რომ დღიურის გადაშლისას ის
გადმოვარდეს. ერთხელ გამოვა, მაგრამ მეორედ ქმარი შეეცდე-
ბა არ დაუვარდეს ის და შეამჩნევს რა, რომელ გვერდებს შორის
იდო, იმავე ადგილზე დაბრუნებას შეეცდება. (ასეთ საქმეებში
ფრიად მოხერხებულია.) მაგრამ ყოველ ჯერზე ახალი საშუალე-

მკითხველთა ლიგა 48
ბის მოფიქრება შეუძლებელია! ხანგრძლივი განსჯის შემდეგ მწე-
ბარე ფირის ნაწილი ჩამოვჭერი (გავზომე – ხუთი სანტიმეტრი და
სამი მილიმეტრი) და ყდის წინა და უკანა მხარეები შევაწებე (რვა
სანტიმეტრსა და ორ მილიმეტრში ზევიდან და შვიდ სანტიმეტრსა
და ხუთ მილიმეტრში კიდიდან – რათა დროდადრო ფირის სიგ-
რძისა და დაკვრის ადგილის შეცვლა შემძლებოდა). ამგვარად,
დღიურის წასაკითხად აუცილებელია ფირის აგლეჯა, რის შემდეგ
იმავე სიგრძის ახალი ფირის მოჭრა და იმავე ადგილზე დაწებება
მოგიწევს, რაც თეორიულად თუმცა შესაძლებელია, მაგრამ იმ-
დენად სახლაფორთოა, რომ ძნელად ვინმემ განახორციელოს.
გარდა ამისა, რაოდენი სიფრთხილითაც არ უნდა აახიო ფირი,
დღიურის ყდაზე გარდუვალად რჩება კვალი. საბედნიეროდ ყდა
ცარცის ქაღალდისგანაა დამზადებული და ამიტომ ფირის აძრო-
ბისას ქაღალდიც გარდუვალად მოიხევა. თუ ამ საშუალებას გა-
მოვიყენებ, ქმარი ვერ შეძლებს დღიურის წაკითხვას ისე, რომ
კვალი არ დატოვოს...

მკითხველთა ლიგა 49
ქმრის დღიური

24 თებერვალი

...ტოშიკოს გადასვლის შემდეგ კიმურას ჩვენთან სტუმრობის


კეთილსახიერი საბაბი აღარ დარჩა. და მაინც, ორ-სამ დღეში ერ-
თხელ გვეწვევა ხოლმე. თუმცა მე თავადაც ვურეკავ. (ტოშიკოც
თითქმის ყოველდღე მოდის, მაგრამ დიდხანს არ რჩება.) უკვე
ორი ღამეა, „პოლაროიდით“ ვსინჯავ ფოტოების გადაღებას. შიშ-
ველი გადავიღე წინიდან და უკნიდან, ცალკე ყოველი დეტალი,
ყველანაირად ვუგრეხდი ხელებსა და ფეხებს, ერთმანეთზე ვუწ-
ყობდი, ვწელავდი, ვუბრუნებდი, რათა ყველა მაცდუნებელი რა-
კურსით გადამეღო. რისთვის ვაკეთებდი ამას? მთავარი მიზანია
– სიამოვნების მიღება თავად ფოტოსესიის პროცესიდან. მე
სიამოვნებას მგვრიდა თავისუფლება, საკუთარი ხუშტურისამებრ
მომეხდინა მძინარე (ან მომძინარებული) ცოლის სხეულით მანი-
პულირება, ვაიძულებდი რა მას ათასგვარი პოზის მიღებას.
მეორე მიზანია – ფოტოების ჩაკვრა დღიურში. ცოლი აუცილებ-
ლად იხილავს მათ და საკუთარი სხეულის მშვენიერებას აღ-
მოაჩენს, მისი იმ ნაწილებისა, რომლებსაც თავადაც არ აქცევდა
ყურადღებას. მრავალი რამ გაუკვირდება. მესამე მიზანი – ბო-
ლოს და ბოლოს მიხვდეს, რატომ მიზიდავს მისი სიშიშვლის ცქე-
რა და გულმოწყალება გამოიჩინოს ჩემს მიმართ ან, იქნებ,
გაიზიაროს კიდეც ჩემი გრძნობები. (წარმოუდგენელია, რომ ქმა-
რი, რომელსაც წელს ორმოცდათექვსმეტი წელი უსრულდება,
ასე ხარბად ელტვოდეს ორმოცდახუთი წლის ცოლის სიშიშვლეს.
ღირს ამაზე დაფიქრება.) და მეოთხე მიზანი – მისი მიყვანა დამ-

მკითხველთა ლიგა 50
ცირების ზღვრამდე და გამოცდა იმისა, რამდენ ხანს შეძლებს უმ-
წიკვლობის თამაშს. ამ ფოტოაპარატის ლინზა არცთუ ძლიერია,
მანძილმზომი კი არ აქვს, ამიტომ გადაღებისას მხოლოდ თვალს
ვენდობი, თან არც გამოცდილება მაქვს, ამიტომ სურათებზე ფო-
კუსი ხშირად აცდენილია. ამბობენ, რომ უკანასკნელ ხანს „პო-
ლაროიდისთვისაც“ გამოუშვიათ მაღალი მგრძნობელობის ფი-
რი, მაგრამ იაპონიაში მისი შოვნა რთული საქმეა, ხოლო ის, კი-
მურამ რომ მოიტანა, ძველია და თან ვადაგასული, ასე რომ, მა-
ღალ ხარისხს არც ველი. ასევე მოუხერხებელია, რომ ყოველ
ჯერზე ანთებით მიწევს გადაღება. ამ აპარატით მხოლოდ პირვე-
ლი და მეოთხე მიზნების განხორციელება შემიძლია, ამიტომ ფო-
ტოების ჩაწებება დროებით გადადებულია...

მკითხველთა ლიგა 51
ცოლის დღიური

27 თებერვალი

დღეს კვირაა; დილის ათის ნახევარზე კიმურამ შემოიარა და


იკითხა, ხომ არ ვისურვებდი „წითელსა და შავზე“ წასვლას. ეს ის
პერიოდია, როცა აბიტურიენტები მისაღები გამოცდებისთვის ემ-
ზადებიან და რეპეტიტორებს საქმე თავზე საყრელად აქვთ. მარ-
ტში შედარებით გაიოლდება, მაგრამ ამ თვეში კიმურა კვირაში
რამდენჯერმე რჩება სკოლაში დამატებით გაკვეთილებზე. სამუ-
შაოს შემდეგაც მრავალი მოწაფე აკითხავს სხვა სკოლებიდან,
ვისაც სახელდობრ მასთან სურს მეცადინეობა. კიმურა საკუთარი
ინტუიციითაა ცნობილი და ასევე იმით, რომ ყოველთვის მიზანში
ახვედრებს. კიდევ იმით, რომ გამოცდაზე სწორედ ის საკითხი
ამოდის ხოლმე, რომელსაც მოწაფესთან ერთად ამზადებდა. მე
არ მჭირდება მისი ინტუიციის შესახებ თხრობა, მე მას ისედაც
ვგრძნობ. არ ვიცი, სწავლულობასთან დაკავშირებით როგორაა,
მაგრამ ინტუიციის მხრივ ჩემი ქმარი მას გვარიანად ჩამორჩება...
გამოდის, რომ ამ თვეში კიმურა მხოლოდ კვირაობითაა თავისუ-
ფალი, მაგრამ ამ დღეს ქმარი გაუნძრევლად ზის შინ, ასე რომ,
სჯობს არც გავიდე. ჩვენკენ მომავალ კიმურას ტოშიკოსთან შე-
უვლია, მოგვიანებით ისიც მოვიდა და ცდილობდა მათთან ერ-
თად კინოში წასვლაზე დავეყოლიებინე. სახეზე კი ეწერა: „თქვენ-
თან ერთად წამოსვლა არ მსურს, მაგრამ მარტონი უხერხულად
იგრძნობთ თავს, ამიტომ, რაც იყოს – იყოს, მსხვერპლს გავიღებ
და დედას კომპანიას გავუწევ.“

მკითხველთა ლიგა 52
– კვირას ბილეთები რთული საშოვნელია, ამიტომ ცოტა ადრე
უნდა მივიდეთ, – თქვა კიმურამ. „მე მთელი დღე შინ ვიქნები. წა-
დი და არაფერზე იდარდო, – იჟინებდა ქმარი. – თავად ამბობდი,
რომ ოცნებობ „წითელისა და შავის“ ნახვას.
მე ვხვდებოდი, რატომ ცდილობდა ასე დაჟინებით ჩემს დაყო-
ლიებას, მაგრამ მზად ვიყავი ასეთი სიტუაციისთვის და საბოლო-
ოდ დავთანხმდი. ფილმი თერთმეტის ნახევარზე დაიწყო და ორ-
ზე დასრულდა. მე ჩვენთან სადილი შევთავაზე, მაგრამ კიმურა-
მაც და ტოშიკომაც უარი განაცხადეს. თუმცა ქმარი დამპირდა,
რომ მთელი დღე შინ იქნებოდა, როგორც კი დავბრუნდი, სასე-
ირნოდ წავიდა და საღამომდე არ დაბრუნებულა. იმავ წამს
დღიური ამოვიღე. მწებარე ფირი თითქოს თავის ადგილზე იყო.
ყდას არაფერი ეტყობოდა საიმისო, რომ დღიური გადაეშალოთ.
შემდეგ გამადიდებელი შუშა მოვიმარჯვე და რამდენიმე ადგი-
ლას ოდნავ შესამჩნევი ნაკაწრი შევნიშნე (როგორც ჩანს, ფირს
დიდი სიფრთხილით აძრობდა). მანამდე კიდევ ერთ ხრიკს მივ-
მართე, გარდა ფირისა – გვერდები გადავთვალე და მცირე ზომის
კბილის საჩიჩქნი მოვათავსე, რომელიც სხვა ადგილას დამხვდა.
ახლა ეჭვი აღარ არის, რომ ქმარი კითხულობს ჩემს დღიურს. თუ
ასეა, შემიძლია განვაგრძო იგი? მე არანაირი სურვილი არ მაქვს,
გული გადავუშალო, ვინც არ უნდა იყოს ეს, დღიურის წარმოება
ერთადერთი მიზნით დავიწყე – მესაუბრა საკუთარ თავთან; ახ-
ლა, როცა ვიცი, რომ ვიღაცას შეუძლია ჩემი ჩანაწერების წაკით-
ხვა, ალბათ უმჯობესი იქნებოდა შემეწყვიტა იგი, მაგრამ ეს ვიღაც
– ჩემი ქმარია, ხოლო მდუმარე თანხმობის შესაბამისად ჩვენ
ორივე თავს ვიკატუნებთ, თითქოს არ ვუთვალთვალებთ ერთმა-
ნეთს, და ამიტომ მგონია, რომ დღიური არ უნდა მივატოვო. მაგ-
რამ ამიერიდან დღიურის მეშვეობით ქმარს მივმართავ. ასე შევ-
ძლებ მისთვის იმის თქმას, რისი პირდაპირ გაცხადება მეთაკი-

მკითხველთა ლიგა 53
ლებოდა. მაგრამ, ვინაიდან ის კითხულობს ჩემს დღიურს, გულ-
წრფელად მსურს, რომ ღიად ეს არ აღიაროს. უნდა ითქვას, ის
ისეთი ადამიანია, რომ არც არასოდეს აღიარებს, ამიტომ ამის
დაჟინების აუცილებლობა არ არსებობს. როგორც არ უნდა მოიქ-
ცეს ის, იცოდეს, რომ მე ჩემის მხრივ არაფრით წავიკითხავ მის
დღიურს. ვინ – ვინ, და მან კი უნდა იცოდეს, რომ ჩემი აღზრდისა
და ძველმოდური პრინციპების გამოისობით მე ის ადამიანი არ
ვარ, ვინც საკუთარ თავს ნებას აძლევს, სხვათა საიდუმლოებაში
ჩაჰყოს ცხვირი. ჩემთვის ცნობილია ქმრის დღიურის არსებობა,
მე ის ხელშიც კი მჭერია და არც იმას უარვყოფ, რომ რამდენჯერ-
მე გადავშალე და ჩავიხედე კიდეც შიგ, მაგრამ ერთი სიტყვაც არ
წამიკითხავს. ეს სრული სიმართლეა...

მკითხველთა ლიგა 54
ქმრის დღიური

27 თებერვალი

...ყველაფერი ისეა, როგორც ვვარაუდობდი. ცოლი დღიურს


აწარმოებს. დღემდე ამის შესახებ განზრახ არ ვწერდი, მაგრამ
გულწრფელი რომ ვიყო, უკვე რამდენიმე დღეა ბუნდოვნად
ვხვდებოდი. ამას წინათ, ტუალეტში რომ ჩამოვდიოდი, სასტუმ-
რო ოთახის წინ გავიარე და წამით შევიხედე, იქ ცოლი იჯდა
მოუხერხებელ პოზაში, მაგიდაზე ჩამოყრდნობილი. მანამ კი
„გამპის“ ქაღალდის შრიალი გავიგონე, რომელსაც აჩქარებით
კეცავდნენ. ხმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს იყო არა ერთი და
ორი ფურცელი, არამედ აკინძულ ფურცელთა სქელი შეკვრა,
რომელიც თავს წამდგარმა ცოლმა სასწრაფოდ დამალა ბალი-
შის ქვეშ, რომელზეც იჯდა. ჩვენს სახლში იშვიათად იყენებენ ასე-
თი სახის ქაღალდს. მე მყისვე მივხვდი, რისთვის დასჭირდა მას
თხელი, ხმის ჩამხშობი ქაღალდი. აქამდე შესაძლებლობა არ
მქონია, ჩემი ვარაუდი გადამემოწმებინა, მაგრამ დღეს, სანამ
ცოლი კინოში იყო, მთელი სასტუმრო ოთახი დავძებნე და მარ-
ტივად მივაგენი მის დღიურს. ჩემდა გასაოცრად, ის ელოდა, რომ
ადრე თუ გვიან მივხვდებოდი ამას, რის გამოც დღიური წინდახე-
დულად დაულუქავს მწებარე ფირით. რა სიბრიყვეა! მე მაოცებს
მისი იჭვნეულობა. თუმცა კი ჩემი ცოლის დღიურია, მაგრამ მე
არც ისე უნამუსო ვარ, რომ მის წაკითხვას ნებართვის გარეშე შე-
ვუდგე. მაგრამ წყენა იმდენად მომერია, რომ თავი ვერ შევიკავე
და შევამოწმე, შევძლებდი თუ არა ფირის შეუმჩნევლად აძრობას
ისე, რომ კვალი არ დამეტოვებინა. მე მსურდა მეთქვა მისთვის:

მკითხველთა ლიგა 55
– ფირი უსარგებლოა, მის მიხედვით შენ ვერ დაადგენ, ვკით-
ხულობ თუ არა მე დღიურს, უკეთესი რამ მოისაზრე!
მაგრამ შედეგად სრული ფიასკო განვიცადე. საკადრისი უნდა
მივაგოთ მის ხერხიანობას. ვცდილობდი ფირი უკიდურესი სიფ-
რთხილით ამეძრო, მაგრამ ყდაზე კვალი მაინც დარჩა. დავ-
რწმუნდი, რომ შეუძლებელი იყო ამის ისე გაკეთება, რომ არავის
შეენიშნა. გარდა ამისა, მას ფირის სიგრძე გაუზომია, მე კი, აძ-
რობისას ის დავგრაგნე. დასალუქად მომიწია თვალით მომეზომა
დაახლოებით იმავე სიგრძის ფირი. ასე მას ვერ გააცურებ. მაგ-
რამ იცოდეს, რომ თუმცა ავაძრე ფირი და შიგნითაც ჩავიხედე,
ერთი სიტყვაც არ წამიკითხავს. ჩემი ახლომხედველობის გათვა-
ლისწინებით რთულია ასეთი წვრილი ნაწერის გარჩევა. ვიმე-
დოვნებ, დამიჯერებს. მაგრამ რაც უფრო დაჟინებით ვიტყვი, რომ
არ წამიკითხავს, მით მეტად იქნება დარწმუნებული ის საპირის-
პიროში, ასეთია მისი არსება. ტყუილუბრალო ბრალდებას სჯობს
მართლაც წავიკითხო, მაგრამ მე გადაჭრით ვთქვი უარი ამ აზ-
რზე. სიმართლე რომ ითქვას, მეშინია დღიურში კიმურასადმი
გრძნობების აღიარებას არ გადავაწყდე. იკუკო, გემუდარები, ნუ
დაწერ ამის შესახებ! მე დაუკითხავად არ წავიკითხავ შენს დღი-
ურს, მაგრამ მაინც ნუ გამოიტან მთელ სიმართლეს. გინდ იცრუე,
მაგრამ თქვი, რომ კიმურა მხოლოდ აღმგზნები საშუალებაა და
მეტიც არაფერი.
ამ დილით კიმურა მოვიდა კინოთეატრში იკუკოს დასაპატი-
ჟებლად. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი თხოვნით მოხდა. მე ვუთ-
ხარი:
– უკანასკნელ დროს, როდესაც შინ ვარ, ცოლი თითქმის არ
გადის გარეთ. ყველა საქმეს შინამოსამსახურეს ავალებს. ეს მას
არ ჰგავს, კარგი იქნებოდა, ორი-სამი საათით სადმე წაგეყვანა.

მკითხველთა ლიგა 56
ტოშიკოც გაყვა და ამაში არაფერი იყო უცნაური, მაგრამ ჩემ-
თვის რთული წარმოსადგენია, რას ფიქრობს იგი ამ დროს.
ტოშიკო დედას ჰგავს, მაგრამ არის მასში რაღაც მეტად ძნელსაც-
ნაური. გული ხომ არ წყდება იმის გამო, რომ, განსხვავებით მა-
მათა უმრავლესობისგან, მე დედამისი მეტად მიყვარს, ვიდრე სა-
კუთარი ქალიშვილი? თუ ასეა, ის ცდება. მე ისინი თანასწორად
მიყვარს. თუმცა ეს განსხვავებული სიყვარულია. შეუძლებელია
მამა თავდავიწყებით იყოს შეყვარებული საკუთარ ქალიშვილში.
როგორმე უნდა ავუხსნა ეს... დღევანდელ საღამოს, პირველად
ტოშიკოს გადაბარგების შემდეგ, ოთხივე ერთად შევიკრიბეთ
ვახშამზე. ტოშიკო დიდხანს არ დარჩენილა, ცოლზე კი კონიაკმა
ჩვეულებისამებრ იმოქმედა. გვიან ღამით, როდესაც კიმურა წა-
სასვლელად მოემზადა, მე მას „პოლაროიდი“ დავუბრუნე:
– ის, რომ ფირს გამჟღავნება არ სჭირდება – კარგია, მაგრამ
უხერხულობა ისაა, რომ ნათებაა აუცილებელი, ამიტომ
ჩვეულებრივი ფოტოაპარატით გადაღება სჯობს. ჩემს ცეისის
„იკონს“ ვცდი.
– წაიღებთ ფირს გასამჟღავნებლად? – მკითხა მან. მე მზად ვი-
ყავი ასეთი კითხვისთვის.
– შენ ვერ შეძლებ ჩემი ფირების გამჟღავნებასა და დაბეჭდვას
შინ? – ვთქვი მე. კიმურას სახეზე ერთგვარი დაბნეულობა გა-
მოეხატა.
– თქვენთან რატომ არ გსურთ ამის გაკეთება? – მკითხა მან.
– ალბათ ხვდები, რომ მე ვიღებ სურათებს? – ვთქვი მე.
– არ ვარ დარწმუნებული... – აირია კიმურა.
– არ მსურს ვინმეს ვაჩვენო სურათები, ჩვენს სახლში კი გამ-
ჟღავნება შეუძლებელია. მე სახლის გაფართოებას ვგეგმავ, მაგ-
რამ ახლა შესაფერისი ადგილი არ მაქვს, რომ ბნელი ოთახი მო-

მკითხველთა ლიგა 57
ვაწყო. შენთან ხომ ვერ შევძლებთ? შენ ერთადერთი ხარ, ვისაც
შემიძლია ვენდო.
– რაიმე ადგილი მოიძებნება. პატრონს დაველაპარაკები, –
თქვა მან...

28 თებერვალი

...დილის რვაზე, როცა ცოლს ჯერ კიდევ ეძინა, კიმურა მოვი-


და. თქვა, რომ სკოლაში მიდიოდა და გზად შემოირბინა. მეც ლო-
გინში ვიყავი, მაგრამ მისი ხმა რომ გავიგონე, წამოვხტი და სას-
ტუმრო ოთახისკენ გავეშურე. „ყველაფერი კარგადაა!“ – თქვა
მან. უცბად ვერ მივხვდი, რომ ის ბნელ ოთახს გულისხმობდა. მის
სახლში სააბაზანო გაუქმებულია და მისი გამოყენების უფლება
მისცეს. მოსახერხებელია, რომ წყალი გაყვანილია. ვთხოვე,
ოთახის მოწყობა დაეჩქარებინა...

3 მარტი

...მიუხედავად იმისა, რომ კიმურა, მისივე სიტყვებით, გამოც-


დებითაა დაკავებული, ჩემზე მეტ მონდომებას იჩენს... გუშინ ღა-
მით ჩემი „იკონი“ გამოვიღე, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიჩხა-
კუნებია, და ერთ ღამეში გავხარჯე ოცდათექვსმეტივე კადრი.
დღეს კიმურა კვლავ გვეახლა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
ნებართვა ითხოვა, კაბინეტში შემოვიდა და გაოცებულმა შემომ-
ხედა. სიმართლე რომ ვთქვა, იმ წუთში გადაწყვეტილი არ მქონ-
და, მიმეცა თუ არა კიმურასთვის ფირი გასამჟღავნებლად. მას უკ-
ვე რამდენჯერმე ჰყავს ნანახი შიშველი იკუკო, ამიტომ, თუ ვინმეს

მკითხველთა ლიგა 58
ნდობა შეიძლება, სწორედ მისი. მაგრამ მან ის მხოლოდ წამით
იხილა, არ ჰქონდა რა შესაძებლობა ყოველი მხრიდან დაეთვა-
ლიერებინა, ყველაზე მაცდუნებელ პოზებში. ფირის გადაცემა მე-
ტისმეტად ხომ არ აღაგზნებს მას? კარგი იქნება, თუ ამაზე შეჩერ-
დება, მაგრამ მადა რომ გაეღვიძოს და მეტი მოუნდეს? მხოლოდ
საკუთარი თავის დადანაშაულება შემეძლება, რადგან თავად
ვუწყობ ხელს ამაში. ასე გამოდის, რომ მას ბრალი არ აქვს. ჰო,
ისიც საფიქრალია, იკუკოს ხომ არ აჩვენებს ფოტოებს. რასაკ-
ვირველია, პირველ რიგში ცოლი განრისხდება, რომ მისთვის
ცნობის გარეშე გადავიღე ასეთი ფოტოები და, უფრო მეტიც, მათი
დაბეჭდვა უცხო ადამიანს დავავალე, – ან ამ რისხვას გაითამა-
შებს. არც ისაა გამორიცხული, რომ შედეგად მივიდეს აზრთან:
თუ კიმურამ ასეთ სამარცხვინო ფორმაში იხილა, თანაც ჩემი წა-
ქეზებით, შესაბამისად, მას უფლება აქვს კიმურასთან უკანონო
კავშირი დაამყაროს. ამ დროს ჩემი წარმოსახვა იმდენად ფერა-
დოვანი გახდა, რომ მთელი ჩემი არსება გაუსაძლისმა, დამდაგ-
ველმა ეჭვმა მოიცვა, რომელშიც იმდენი სიამე იყო, რომ კიდევ
უფრო მეტ რისკზე წასასვლელად ვიყავი მზად. გადაწყვეტილება
მივიღე და კიმურას ვუთხარი:
– მაშ ასე, თხოვნა მექნება, რომ ეს ფირი გაამჟღავნო, მაგრამ
ყველაფერი თავად გააკეთე, არავითარ შემთხვევაში არავის არ
უჩვენო. შემდეგ მე მარჯვე კადრებს შევარჩევ და შენ მათ დაბეჭ-
დავ.
უდაოდ უკიდურესად აღგზნებული იყო, მაგრამ გულგრილო-
ბის შენარჩუნებას ცდილობდა და წავიდა...

მკითხველთა ლიგა 59
ცოლის დღიური

7 მარტი

...დღეს, კაბინეტში, წიგნების კარადასთან, ისევ ეგდო გასაღე-


ბი. წელს უკვე მეორედ. პირველად ეს მოხდა ოთხი იანვრის დი-
ლას. იმ დღეს დასალაგებლად შევედი და გასაღები ნარგიზე-
ბიანი ლარნაკის წინ ვიპოვე. ამ დილას შევამჩნიე, რომ ჩინური
ქლიავის ყვავილები დამჭკნარიყო, და როდესაც გადავწყვიტე,
ისინი კამელიებით შემეცვალა, იმავ წამს დავინახე გასაღები,
რომელიც ისევ იქ იდო. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ვიფიქრე
მე, უჯრიდან ქმრის დღიური ამოვიღე და აღმოვაჩინე, რომ ისიც
ისეთივე მწებარე ფირით იყო დალუქული, როგორითაც ჩემი.
ქმარი თითქოს მეუბნებოდა:
– აუცილებლად გადაშალე!
ქმრის დღიური – ჩვეულებრივი სასკოლო რვეულია სქელი და
გლუვი ქაღალდის ყდით და მისგან ფირის მოშორება უფრო
იოლია, ვიდრე ჩემი დღიურიდან. წაქეზებულმა ცნობისმოყვა-
რეობით, შევძლებდი თუ არა ამას საკმარისად მოხერხებულად,
რომ კვალი არ დამეტოვებინა, – გულწრფელად, მხოლოდ ამი-
ტომ, – ავაძრე ფირი. თუმცა, რა ოსტატობითც არ უნდა ააძრო,
სუსტი კვალი მაინც რჩება. ასეთ სქელ და გლუვ ქაღალდზეც კი
შესამჩნევია დაზიანება. კარგი იქნებოდა, კვალი მხოლოდ იქ
დარჩენილიყო, სადაც ფირი იყო დაკრული, მაგრამ დაზიანების
არე უფრო ფართე აღმოჩნდა, ასე რომ ფირის დაკრობის შემდეგ
ვერ მიჩქმალავ, რომ დღიური გადაშალეს. მე ახალი ფირი დავა-
კარი, მაგრამ ქმარი, რასაკვირველია, შეამჩნევს და გადაწყვეტს,

მკითხველთა ლიგა 60
რომ მე ფარულად ვკითხულობდი. მაგრამ ყოველივე წმინდას
ვფიცავ, როგორც ეს არაერთხელ გამიმეორებია, სიტყვაც კი არ
წამიკითხავს. ვინაიდან ქმარმა იცის, რომ ჩემთვის აუტანელია
უხამს თემებზე საუბარი, ვფიქრობ, მას ამოძრავებდა სურვილი,
ამ გზით მოემართა ჩემთვის, რის გამო დღიურის კითხვა მეტად
გულის ამრევია. მე მხოლოდ წამით გადავშალე დღიური, რომ მე-
ნახა, რამდენი გვერდი იყო შევსებული. მხოლოდ ცნობისმოყვა-
რეობიდან გამომდინარე. გადავფურცლე სწრაფი, ნერვული, უწ-
ვრილესი ხელწერით აჭრელებული გვერდები, თითქოს ჭიანჭვე-
ლები დასევიანო. შევამჩნიე, რომ რამდენიმე გვერდზე უხამსი
ფოტო იყო დაკრული. თვალები დავხუჭე და სასწრაფოდ დავხუ-
რე რვეული. რა იყო ეს? საიდან აქვს მას ეს ფოტოები და რა მიზ-
ნით ჩააკრა დღიურში? ნუთუ იმისათვის, რომ ჩემთვის ეჩვენები-
ნა? ვინ არის ეს ქალი? უეცრად ამაზრზენი ვარაუდით განვიმსჭვა-
ლე. უკანასკნელ დროს ღამით მძინარეს რამდენჯერმე მომეჩვე-
ნა, რომ ოთახი მკვეთრად განათდა. ვიფიქრე, მესიზმრებოდა,
რომ ვიღაც ნათებით მიღებდა ფოტოებს. ეს „ვიღაც“ ხან ჩემი ქმა-
რი მეგონა, ხან – კიმურა. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეს არც
სიზმარი იყო და არც წარმოსახვის ოინი. როგორც ჩანს, მარ-
თლაც ჩემი ქმარი – ხომ შეუძლებელია, რომ ეს კიმურა ყოფილი-
ყო – მიღებდა ფოტოებს. სხვათა შორის, მახსოვს, როგორ თქვა
ერთხელ:
– შენ არც კი იცი, რაოდენ მშვენიერი და ლამაზი სხეული
გაქვს. მინდა, რომ ფოტო გადავუღო და გიჩვენო.
ღრმად მწამს, ფოტოებზე მე ვარ...
ხშირად ძილში ბუნდოვნად ვგრძნობ, რომ მაშიშვლებენ.
აქამდე ყველაფერს ჩემს ფანტაზიას ვაბრალებდი, მაგრამ თუ
ფოტოებზე მე ვარ, ესე იგი ყველაფერი ცხადში ხდება. არაფრით
მივცემდი ამის უფლებას სიფხიზლეში, მაგრამ რადგან ის ისე მი-

მკითხველთა ლიგა 61
ღებს ფოტოებს, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცი, არც აკრძალ-
ვის საფუძველი მაქვს. ამაზრზენი მიდრეკილებაა, მაგრამ თუ მას
ასე მოსწონს ჩემი შიშველი სხეულის ცქერა, მე, ვასრულებ რა
ცოლის მოვალეობას, რომელიც ქმრის ერთგულია, ვალდებული
ვარ მოვითმინო, რომ ის მაშიშვლებს, თუკი ეს ჩემი მონაწი-
ლეობის გარეშე ხდება. ძველ დროს პატიოსანი ქალი უსიტყვოდ
ემორჩილებოდა ქმრის ბრძანებას, რაოდენ ამაზრზენი და უხამსი
არ უნდა ყოფილიყო ის, და ამაში სიამოვნებასაც კი პოულობდა.
მით უმეტეს ჩემს შემთხვევაში, როდესაც ქმარს არ ძალუძს ჩემი
დაკმაყოფილება, თუ მსგავს შეშლილ ხრიკებს არ მიმართავს. მე
არა მხოლოდ ცოლ-ქმრულ მოვალეობას ვასრულებ, არამედ
იმისათვის, რომ ერთგული და მორჩილი ცოლი ვარ, ჯილდოდ ვი-
ღებ ჩემი უსაზღვრო სურვილის დაკმაყოფილებას. მაგრამ, რა-
ტომ არ დაკმაყოფილდა ჩემი ქმარი მხოლოდ გაშიშვლებით? რა-
ტომ გადამიღო ფოტოები შიშველს, დაბეჭდა და დღიურში ჩააკრა
აშკარა განზრახვით, რომ მე მიმეგნო მათთვის? ვინ, თუ არა მან,
უნდა იცოდეს, რომ ჩემში უკიდურესი ავხორცობა და ასევე უკი-
დურესი მორცხვობა თანაცხოვრობს. მაგრამ, ვინ დაბეჭდა ეს
ფოტოები მისთვის? ან რა აუცილებლობა იყო, რომ სხვას ენახა
ისინი? უბრალოდ ბილწი ხუმრობაა თუ მასში შორს მიმავალი მი-
ზანი იმალება? ხომ არ ჩაუფიქრებია მას, ვინც გამუდმებით დას-
ცინის ჩემს „კეთილშობილ მანერებს“ , აუტანელი მორცხვობის-
გან განმკურნოს?

მკითხველთა ლიგა 62
ქმრის დღიური

10 მარტი

საკუთარ თავს ვეკითხები, ღირს თუ არა ამის შესახებ წერა და


რა მოხდება, თუ ცოლი წაიკითხავს, მაგრამ უნდა ვაღიარო, ერთი
ხანობაა ჩემს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაში არასასიკე-
თო ცვლილებებს ვამჩნევ. მხოლოდ შეგრძნების შესახებ ვსაუბ-
რობ, რადგან, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ უმნიშვნელო ნევრო-
ზია. თავიდან მე არ მქონდა მიზეზი, ჩემი მამაკაცური პოტენციის
გამო დამეჩივლა. მაგრამ მას შემდეგ, რაც საშუალო ასაკს მი-
ვაღწიე, ჩემი ცოლის ხარბი სურვილების დაკმაყოფილება მომი-
წია და ამიტომ ნაადრევად გავხარჯე ჩემი ძალები, ჩემმა სურვი-
ლებმა იკლო. არა, უფრო მართებული იქნება ვთქვა, რომ სურვი-
ლი, როგორც უწინ, უამრავია, მაგრამ ფიზიკური ძალები მათ
ასასრულებლად აღარ არის საკმარისი. ავადმყოფურად ავხორც
ცოლთან ბრძოლაში იძულებული ვარ ჩემს გრძნობებს სტიმული
მივცე, მივმართავ რა ამ დროს არაბუნებრივ, ძალადობრივ სა-
შუალებებს, დროდადრო კი შიში მიპყრობს, როდემდე შეიძლება
ეს გაგრძელდეს. უწინ, თითქმის მთელი ათი წლის განმავლობა-
ში, მე სულმოკლე ქმრად ვრჩებოდი, ვინც ცოლის გამუდმებული
შეტევებით იყო დათრგუნული, მაგრამ უკანასკნელ დროს შევიც-
ვალე. იმის წყალობით, რომ მივხვდი კიმურას გამოყენებას აღ-
მგზნებ საშუალებად და კონიაკის სასწაულმოქმედი ძალა აღმო-
ვაჩინე, იმგვარი სურვილები მიპყრობენ, რომელთა მასშტაბი
თავადვე მაოცებს. გარდა ამისა, კონსულტაცია მივიღე პროფე-
სორ სომასგან, და დაახლოებით თვეში ერთხელ მამაკაცურ

მკითხველთა ლიგა 63
ჰორმონებს ვიღებ ძალების აღსადგენად; მეტიც, ამით არ ვკმა-
ყოფილდები და ექიმის დაუკითხავად, საკუთარი ინიციატივით
სამ-ოთხ დღეში ერთხელ წინა ჰიპოფიზის ჰორმონის ხუთასი ერ-
თეულის ინექციას ვიკეთებ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გა-
საოცრად ძლიერი ჟინი არა იმდენად სამედიცინო პრეპარატების
მიღების შედეგია, რამდენადაც ფსიქოლოგიური აღგზნებისა.
მდუღარე ვნება, შობილი ეჭვიანობით, სექსუალური იმპულსი,
წარმოქმნილი ცოლის შიშველი სხეულის თავისუფლად ხილვის
შესაძლებლობით, აი, რას მივყავარ შეუჩერებლად სიგიჟის საზ-
ღვრებისკენ. ამჟამად მე უფრო ავხორცი ვარ, ვიდრე ცოლი. ბე-
დის მადლიერი უნდა ვიყო, რომ მაქვს ბედნიერება ყოველ ღამე
ჩავიძირო ექსტაზში, რომლის შესახებ ადრე ოცნებასაც ვერ გავ-
ბედავდი, მაგრამ იმავდროულად ვგრძნობ, რომ ეს ბედნიერება
მარადი არ არის, რომ ადრე თუ გვიან დადგება ანგარიშსწორე-
ბის დღე, მე ხომ თავად ვიმოკლებ ცხოვრებას ყოველწუთიერად.
მართლაც, უკვე არაერთხელ შევნიშნე ჩემს ფსიქიურ და ფიზიკურ
მდგომარეობაში სიმპტომები, რომლებიც შურისგებას წინასწარ-
მეტყველებენ. ეს გასულ ორშაბათს მოხდა, როდესაც სკოლისკენ
მიმავალმა კიმურამ შემოიარა. ლოგინიდან წამოვდექი და სას-
ტუმრო ოთახისკენ გავეშურე, როდესაც უცნაურობა მოხდა. რო-
გორც კი ფეხზე წამოვდექი, ყველა საგანი – ღუმელის მილი, თე-
ჯირი, ტიხარი, სარკმელი, ბოძები – გაორდა და ოდნავ ამოძრავ-
და. ჩავთვალე, რომ ეს მხედველობის ასაკობრივი ამღვრევა იყო
და რიგიანად მოვიფშვნიტე თვალები, მაგრამ ამან არ მიშველა.
მეტად სავარაუდოა, რომ რაღაც საფუძვლიანად მოიშალა. ად-
რეც, ზაფხულის თვეების განმავლობაში, სუსტი თავბრუსხვევა
განმიცდია, რისი მიზეზი ცერებრალური ანემია იყო. მაგრამ ახ-
ლა რაღაც აშკარად სხვა ხდებოდა. თავბრუსხვევა, როგორც წე-
სი, რამდენიმე წუთის შემდეგ წყდება, ახლა კი საგნები ჯიუტად გა-

მკითხველთა ლიგა 64
ნაგრძობდნენ მოძრაობას. გასაშლელი თეჯირის ჩარჩო, კაფე-
ლის ფილების პირაპირი ტუალეტსა და აბაზანაში – ყველაფერი
გაორებული და ოდნავ გამრუდებული მოჩანდა. ეს ამჟამადაც
გრძელდება, მაგრამ ჩემს მოძრაობაზე დიდად არ აისახება, ასე
რომ, გარშემომყოფები ვერაფერს ამჩნევენ და მეც ვცდილობ,
ყურადღება არ მივაქციო. არც განსაკუთრებულ დისკომფორტს
განვიცდი და არც ტკივილს, მაგრამ გამუდმებით ძალაგამოცილი
ვარ. ოკულისტი უნდა მოვინახულო, მაგრამ ვშიშობ, რომ სენის
მიზეზი არა თვალებში, არამედ ცხოვრებისეულად უფრო მნიშ-
ვნელოვან ადგილასაა. გარდა ამისა – ეს კი დანამდვილებით
ნერვებთანაა დაკავშირებული – დროდადრო შევბარბაცდები,
წონასწორობას ვკარგავ და ლამისაა დავეცე. არ ვიცი, ის ნერვე-
ბი სად მდებარეობს, რომლებიც წონასწორობაზე აგებენ პასუხს,
მაგრამ ყოველ ჯერზე სადღაც ზურგში, ხერხემლის თავზე თით-
ქოს რაღაც ღრუ იხსნება და ჩემი სხეული გვერდზე იხრება. გუშინ
კიდევ ერთი უცნაურობა მოხდა, სავარაუდოდ, ესეც ნევროტული
წარმომავლობის. სამ საათზე კიმურასთვის მინდოდა დამერეკა,
მაგრამ ვერაფრით გავიხსენე მისი სკოლის ნომერი, რომელსაც
თითქმის ყოველდღე ვკრებ. გულმავიწყობა იშვიათობა არაა,
მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო, უფრო მსგავსი სრული ამნეზიისა. გა-
მიკვირდა და დავფრთხი. სკოლის სახელწოდების გახსენება ვცა-
დე – არც ეს გამომივიდა. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ
ვერ გავიხსენე კიმურას სახელი. ვერც ჩვენი შინამოსამსახურის
სახელი მოვიგონე. ის, რომ ჩემს ცოლს იკუკო ჰქვია, ქალიშვილს
კი – ტოშიკო, რასაკვირველია, არ დამვიწყებია, მაგრამ სიდედ-
რისა და სიმამრის სახელები აღარ მახსოვდა. იგივე ეხება სა-
ხელს დიასახლისისა, ვისთანაც ტოშიკო ფართს ქირაობს. ფრან-
გი ქალი, რომელიც ცოლად იაპონელს გაჰყვა, ფრანგულ ენას
ასწავლის უნივერსიტეტში, სადაც ჩემი ქალიშვილი სწავლობს –

მკითხველთა ლიგა 65
ეს ყველაფერი მახსოვს, მაგრამ სახელი სრულად დამავიწყდა.
უარესი: მახსოვდა რაიონი, მაგრამ ვერ ვიხსენებდი სახელს ქუ-
ჩისა, რომელზეც ჩვენი სახლი იდგა. შემაძრწუნებელმა შფოთვამ
მომიცვა. თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდება, თუ ის პროგრესს
განიცდის, მცირე ხნის შემდეგ მე ვეღარ ვიქნები შესაბამისობაში
უნივერსიტეტის პროფესორის კვალიფიკაციასთან. მეტიც, ვერ
შევძლებ შინიდან დამოუკიდებლად გამოსვლას და ადამიანებ-
თან ურთიერთობას, ანუ სრულ ხეიბრად ვიქცევი. თუმცა, თუ ეს
ამნეზიაა, მე ძირითადად მავიწყდება სახელები და მისამართები,
მაგრამ მახსოვს ყველაფერი, რაც მათ უკავშირდება. ფრანგი
ქალბატონის სახელი დამავიწყდა, მაგრამ მახსოვს, რომ არსე-
ბობს ასეთი ფრანგი ქალი, ვისგანაც ტოშიკო ფლიგელს ქირა-
ობს. მოკლედ რომ ვთქვათ, პარალიზებულია მხოლოდ ნერვები,
რომლებიც ადამიანებისა და საგანთა სახელებს გადასცემენ,
მთლიანად სისტემა კი, რომელიც მონაცემთა მიღებისა და გადა-
ცემისთვისაა პასუხისმგებელი, დაუზიანებელია. საბედნიეროდ,
ტვინის დამბლა ოც-ოცდაათ წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა,
დაზიანებული ნერვული არხი მალე აღდგა, მეხსიერება დამიბ-
რუნდა და ყველაფერი დალაგდა. დაუოკებელი მღელვარებით
მოცულს, არავისთვის არაფერი მითქვამს და არაფერი დამტყო-
ბია, ისევე განვაგრძობდი ცხოვრებას, როგორც უწინ, მაგრამ ში-
ში იმისა, რომ ეს მდგომარეობა შესაძლოა განმეორდეს და რომ
ეს შეიძლება არა ოცი-ოცდაათი წუთი, არამედ ერთი ან ორი დღე
ან სულაც რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს, ხოლო გარე-
მოებათა არაკეთილსასურველი თანხვედრისას, მთელი დარჩე-
ნილი ცხოვრებაც, ეს შიში დღემდე თან დამყვება. როგორ მოიქ-
ცევა ცოლი, თუ ჩემი დღიურიდან გაიგებს ამის შესახებ? მოთო-
კავს ტემპერამენტს ჩემი მომავლის შესახებ ზრუნვით? სათუოა.
თუნდაც გონებამ თავშეკავება უბრძანოს, გაუმაძღარი ხორცი მა-

მკითხველთა ლიგა 66
ინც მოაწყობს ამბოხს და დაკმაყოფილებას მოითხოვს, ეს კი მე
დაღუპვამდე მიმიყვანს.
– ამას რას ამბობს! – შესაძლოა აღშფოთდეს ის. – ძლივს რა-
ღაც გამოუვიდა, მაგრამ რად გინდა, ვერ გაუძლო და უკვე ნებდე-
ბა! მემუქრება, ჩემი ვნების შესაზღუდად!
არა, საქმე იმაშია, რომ თავად აღარ შემიძლია საკუთარი თა-
ვის მოთოკვა. ზოგადად მე მხდალი ვარ და დაავადებას ვნებდე-
ბი, მაგრამ ახლა, ორმოცდათექვსმეტი წლის ასაკში, ვგრძნობ,
რომ საბოლოოდ ცხოვრების საზრისს მივაგენი და გარკვეულწი-
ლად მეტად შეუპოვარი და გაბედული გავხდი, ვიდრე ისაა...

მკითხველთა ლიგა 67
ცოლის დღიური

14 მარტი

...დილით, სანამ ქმარი შინ არ იყო, ტოშიკო მოვიდა.


– დედა, უნდა დავილაპარაკოთ, – თქვა მან შეწუხებული სა-
ხით.
ვკითხე, რაში იყო საქმე.
– გუშინ კიმურასთან ფოტოები ვნახე, – თვალებით ჩამაშტერ-
და. ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა და განმარტება ვთხოვე.
– დედა, რაც არ უნდა იყოს, დამიჯერე, მე შენს მხარეს ვარ
კიმურა დაპირდა, რომ ფრანგულ წიგნს ათხოვებდა და აი, გუ-
შინ, მიდიოდა რა იმ მხარეს, მასთან შეიარა. კიმურა შინ არ იყო,
მაგრამ ის მაინც შევიდა და აიღო წიგნი თაროდან. გვერდებს შო-
რის რამდენიმე ფოტო იდო.
– დედა, რას ნიშნავს ეს? – მკითხა მან.
– ვერაფერს ვხვდები, – ვთქვი მე.
– რატომ მიმალავ? – გაცხარდა ის. აქ უეცრად ეჭვი გამიჩნდა,
რომ ეს იგივე ფოტოები იყო, რომლებიც ამას წინათ ქმრის დღი-
ურში ვნახე და რომ, როგორც ვვარაუდობდი, მათზე მე ვიყავი აღ-
ბეჭდილი უხამს პოზებში. მაგრამ მე ვერ ვიპოვე სიტყვები ასახ-
სნელად და ამიტომ პასუხს ვაყოვნებდი. როგორც ჩანს, ტოშიკო
ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის უკან რაღაც უფრო საზარელი და
სერიოზული იმალება. ფოტოები მისთვის – არაორაზროვანი
დასტურია იმისა, რომ ჩემსა და კიმურას შორის უზნეო კავშირი
არსებობს. მე უნდა მეცადა თავიდანვე ნათელი მომეფინა მდგო-
მარეობისთვის – ქმრის, კიმურას, ჩემი გულისთვის, მაგრამ ყვე-

მკითხველთა ლიგა 68
ლაფერიც რომ ისე მეთქვა, როგორც არის, არ ვარ დარწმუნებუ-
ლი, რომ ტოშიკო დამიჯერებდა. მცირე ხნის ფიქრის შემდეგ ვუთ-
ხარი:
– რთულია ამის დაჯერება, მაგრამ მე მხოლოდ ახლა, შენგან
შევიტყე ფოტოების არებობის შესახებ, რომლებზეც სამარცხვი-
ნო სახით ვარ გადაღებული. თუ ისინი მართლაც არსებობს, ეს
ნიშნავს, რომ მამაშენის გადაღებულია მაშინ, როცა მე მეძინა.
კიმურა აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ მამაშენმა ფირების გამ-
ჟღავნება თხოვა. ჩემსა და კიმურას შორის არაფერი ხდება. რის-
თვის დამაძინა მამამ, რისთვის გადამიღო ეს ფოტოები, რატომ
არ გაამჟღავნა თვითონ და რატომ მისცა კიმურას – ამის შესახებ
მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა. ამის განხილვა საკუ-
თარ ქალიშვილთანაც მრცხვენია. გთხოვ, აღარაფერი მკითხო.
ეს ყველაფერი მამაშენის ნებით მოხდა, მე კი ცოლ-ქმრულ ვა-
ლად მიმაჩნია, მას ყველაფერში დავემორჩილო, დამიჯერე, მე
მხოლოდ მის ნება-სურვილს ვასრულებ, რაოდენ უსიამოვნოც არ
უნდა იყოს ეს ჩემთვის. შესაძლოა, შენთვის იოლი არ იყოს ამის
გაგება, მაგრამ დედაშენი ძველი ყაიდის ცოლ-ქმრული პატიოს-
ნების სულისკვეთებითაა აღზრდილი და სხვაგვარად მოქცევა არ
შეუძლია. თუ მამაშენს ასე სიამოვნებს ჩემი შიშველი სხეულის
ფოტოების ხილვა, მე გადავაბიჯებ სირცხვილს და დავდგები კა-
მერის წინ, მით უმეტეს, რომ ფოტოს ჩემი ქმარი მიღებს და არა
ვინმე უცხო მამაკაცი.
– დედა, შენ ამას გულწრფელად ამბობ? – გაოცდა ტოშიკო.
– კი, – ვთქვი მე.
– დედა, მე შენ მძულხარ! – შეჰყვირა მან რისხვით. მე იმდე-
ნად მსიამოვნებდა ტოშიკოს გაჯავრება, რომ მგონი ოდნავ გადა-
ვამეტე კიდეც.

მკითხველთა ლიგა 69
– გამოდის, რომ დედა პატიოსნების სანიმუშო მაგალითია! –
გამოსცრა ტოშიკომ ცივი, ზიზღიანი ღიმილით. სჩანს, მას მეტის-
მეტად უცნაურად ეჩვენებოდა მოტივები, რომლებმაც მამას უბიძ-
გეს, ფირი კიმურასთვის მიენდო, ტოშიკო მის ბრალდებას შეუდ-
გა იმაში, რომ ის უმიზეზოდ მამცირებს მე და ტანჯავს კიმურას.
– არ მსურს, – შევაწყვეტინე მე. – რომ ჩემი ქალიშვილი
ერეოდეს ამაში. შენ ამბობ, რომ მამაშენმა დამამაცირა, მაგრამ
რა არის ამაში დამამცირებელი? მე ამ ყველაფერს სხვაგვარად
ვუყურებ. მამაშენს ჯერ კიდევ ვნებით ვუყვარვარ. მეტად სავა-
რაუდოა, მას მხოლოდ დარწმუნება სჭირდებოდა იმაში, რომ
მიუხედავად ასაკისა, მე ისევ ლამაზი და ახალგაზრდა სხეული
მაქვს. შესაძლოა, ეს ოდნავ ავადმყოფური სურვილია, მაგრამ მე
შემიძლია ამის გაგება.
მე ვგრძნობდი ქმრის გამოქომაგების აუცილებლობას, ამი-
ტომ შევეცადე, რაც შეიძლება ოსტატურად და მოხერხებულად
გამომეთქვა ის, რისი ამოთქმა ესოდენ მიჭირს. ქმარმა, რომე-
ლიც უდაოდ კითხულობს ჩემს დღიურს, უნდა შეაფასოს, რა ძა-
ლისხმევა დავხარჯე მის დასაცავად.
– დიდად დასაჯერებელი არ არის. – თქვა ტოშიკომ. – იცის
რა, თუ რა დამოკიდებულება აქვს შენდამი კიმურას, მამა სასტი-
კად მოიქცა.
ამაზე მე არაფერი ვუპასუხე. ტოშიკომ თქვა, რომ შეუძლებე-
ლია უბრალო გულმავიწყობით აიხსნას ის, რომ კიმურამ ფო-
ტოები წიგნში ჩადო:
– ეს არ ჰგავს ბატონ კიმურას საქციელს, – ის განზრახ მოიქცა
ასე, როგორც ჩანს, მასაც გარკვეული როლი აქვს გაწერილი. აქ
იგი იმის შესახებ მსჯელობას შეუდგა, როგორ ესმის კიმურას საქ-
ციელი, მაგრამ ამის აღწერისგან თავს შევიკავებ, ასე უკეთესი იქ-
ნება – ქმრისთვის...

მკითხველთა ლიგა 70
ქმრის დღიური

18 მარტი

უცხოეთში მოგზაურობიდან სასაკის დაბრუნებას ვზეიმობ-


დით, ამიტომ შინ თერთმეტის დასაწყისზე მოვედი. როგორც აღ-
მოჩნდა, ცოლი საღამოთი წასულა. ვივარაუდე, რომ კინოში იქ-
ნებოდა და კაბინეტში დღიურს ჩავუჯექი. თერთმეტზე ჯერ კიდევ
არ იყო დაბრუნებული. თორმეტის ნახევარზე ტოშიკომ დარეკა:
– მამა, შეგიძლია მოხვიდე?
– სად? – ვკითხე მე.
– ჩემთან, სეკიდენში.
– დედა სად არის?
– აქ არის.
– გვიანია, უთხარი, რომ წამოვიდეს, ბაია უკვე წავიდა, მე მარ-
ტო ვარ.
მან სწრაფად ჩაიჩურჩულა ყურმილში:
– დედა აბაზანაში წაიქცა! ექიმ კოდამას უნდა გამოვუძახოთ!
– შენ გარდა ვინ არის? – ვკითხე მე.
– სამნი ვართ... შემდეგ აგიხსნი. ვფიქრობ, რაც შეიძლება
სწრაფად უნდა გავუკეთოთ ინექცია. თუ შენ მოსვლა არ შეგიძ-
ლია, ექიმი კოდამა გამოიძახე.
– კოდამას ნუ შევაწუხებთ. ნემსს მე თვითონ გავუკეთებ. შენ
აქ მოდი, სახლს მიხედე.
ქაფურის საკმარისი მარაგი მქონდა, ამიტომ მყისვე გამოვედი
შინიდან, ისე, რომ ტოშიკოს მოსვლისთვის არ დამიცდია. (წა-
მიერად გამიელვა: ახლა რომ დამემართოს მეხსიერების უწინდე-

მკითხველთა ლიგა 71
ლივით ჩავარდნა?) მისამართი ვიცოდი, მაგრამ ნამყოფი არ ვი-
ყავი. ტოშიკო ჭიშკართან მელოდებოდა და დაუყოვნებლივ წა-
მიყვანა ფლიგელისკენ. თქვა:
– კარგი, წავალ, სახლს მივხედავ. – და მყისვე წავიდა.
კიმურა შემომხვდა:
– ბოდიშს გიხდით, რომ თქვენი შეწუხება მოგვიწია.
მის გამოკითხვას არ შევუდექი. მაგრამ მასაც, თავის მხრივ,
სიტყვა არ უთქვამს იმის შესახებ, თუ რა მოხდა. ორივე უხერხუ-
ლად ვგრძნობდით თავს, ამიტომ საჩქაროდ შევუდექი ნემსის
მომზადებას. ჭილოფზე, როიალის წინ, ლოგინი იყო გაშლილი,
რომელზეც მშვიდად ეძინა ცოლს. მის შორიახლოს მდგარი და-
ბალი საჩაიე მაგიდა უწესრიგოდ იყო სავსე ჭიქებითა და თეფშე-
ბით. ცოლის კიმონო და მოსაცმელი ხელოვნური ყვავილებითა
და ბაბთებით მორთულ საკიდზე ეკიდა, ისეთებით, ტოშიკო რომ
ევროპული მორთულობისთვის იყენებს. ცოლს მხოლოდ ქვემო
კიმონოში ეძინა. ასაკის მიუხედავად, მას უყვარს ხასხასა სამოსი,
მაგრამ ეს კიმონო განსაკუთრებით გამომწვევად გამოიყურება.
შესაძლოა შთაბეჭდილებას ადგილისა და დროის უჩვეულობა აძ-
ლიერებდა. პულსი ისეთივე იყო, როგორც ყოველთვის მსგავს
შემთხვევებში.
– თქვენს ქალიშვილთან ერთად გადმოვიყვანეთ, აი, ყველა-
ფერი, – რაც კიმურამ თქვა. საჩქაროდ გაუმშრალებიათ, მაგრამ
კიმონო სხეულს ეკრობოდა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა
სისველეს. თასმები შეუკრავი იყო. ყველაზე მეტად იმან გამაკ-
ვირვა, რომ თმა გაშლილი და აწეწილი ჰქონდა, ასე რომ, კიმო-
ნოს საყელო მთლად დასველებულიყო. აქამდე, როდესაც ის გო-
ნებას ჩვენს აბაზანაში ჰკარგავდა, თმა ყოველთვის შეკრული
ჰქონდა და მხრებზე არ ეშვებოდა.

მკითხველთა ლიგა 72
– იქნებ ასე მეტად მოსწონს კიმურას, – ვიფიქრე მე. შესამჩნე-
ვი იყო, რომ კიმურა აქ ისე გრძნობდა თავს, როგორც საკუთარ
სახლში, აბაზანიდან ჯამი მოიტანა და ყველაფერი, რაც აუცილე-
ბელი იყო, აადუღა წყალი, დამეხმარა შპრიცის დეზინფიცირება-
ში...
– აქ მისი დატოვება არ შეიძლება, – ვთქვი მე დაახლოებით
საათის შემდეგ.
– პატრონები ადრე წვებიან დასაძინებლად, ამიტომ ქალბა-
ტონმა ალბათ არაფერი იცის, – თქვა კიმურამ. პულსი მეტ-
ნაკლებად აღდგა, გადავწყვიტე, რომ ცოლი შინ წამეყვანა და კი-
მურას ტაქსის გამოძახება ვთხოვე.
– მე შევძლებ მანქანამდე მოყვანას, – თქვა კიმურამ და ზურ-
გი მომიშვირა. მე ცოლი წამოვწიე და, როგორც იყო, საცვლებში,
კიმურას ავკიდე ზურგზე, საკიდიდან ზედა კიმონო და მოსაცმელი
ჩამოვხსენი და ცოლს მივაფარე. ბაღი გადავკვეთეთ, მივედით
მანქანამდე, რომელიც ჭიშკართან გველოდებოდა, და ორმა შევ-
სვით სკამზე. მანქანაში სიმჭიდროვე იყო, კიმურა წინ დაჯდა. ქვე-
და კიმონო, ისევე, როგორც მთელი სამოსი, კონიაკის სუნით იყო
გაჟღენთილი, ასე რომ, მანქანაში სუნთქვა ჭირდა. მე გვერდიდან
მოვეხვიე ცოლს, მის ცივ თმაში თავჩარგული, ხელებით მის ფე-
ხებს მოვეხვიე და ვაკოცე (რთულად რომ კიმურას დაენახა, მაგ-
რამ რაღაც უთუოდ იგრძნო). როდესაც ცოლი საძინებელში გა-
დავიყვანეთ, კიმურამ თქვა:
– გარწმუნებთ, წუხელ არაფერი საძრახისი არ მომხდარა.
თქვენი ქალიშვილი საქმის კურსშია, – შემდეგ მკითხა, მჭირდე-
ბოდა თუ არა მისი დახმარება.
– არა, – გადაჭრით ვუპასუხე მე. კიმურას წასვლის შემდეგ გა-
მახსენდა, რომ ტოშიკო შინ უნდა ყოფილიყო, სასტუმრო ოთახში
შევიხედე, მის ოთახშიც, მაგრამ ის უკვე წასულიყო. როდესაც

მკითხველთა ლიგა 73
იკუკო ტაქსიდან გადმოგვყავდა, ის თითქოს შესასვლელში იდგა
და ალბათ მაშინვე თავისთან, სეკიდენში წავიდა, ისე, რომ სიტ-
ყვა არ უთქვამს. მე მყისვე კაბინეტში ავედი, რათა გასული საღა-
მოს მოვლენები ჩამეწერა. სანამ ვწერდი, წარმოსახვა იმ უსაზ-
ღვრო ნეტარებას მიხატავდა, რაც რამდენიმე საათის შემდეგ უნ-
და განმეცადა...

19 მარტი

...გარიჟრაჟამდე არ დამეძინა. რას უნდა ნიშნავდეს გუშინდე-


ლი შემთხვევა? ვფიქრობდი რა ამის შესახებ, შეძრწუნებას გან-
ვიცდიდი, რასაც სიამოვნება ეზავებოდა. ვერანაირი განმარტება
ვერ მოვისმინე ვერც კიმურას, ვერც ტოშიკოს და ვერც ცოლის-
გან. რაღა თქმა უნდა, ჯერ კითხვის დასმის შესაძლებლობა არ
მომცემია, მაგრამ მეტისმეტად სწრაფად რაიმეს გაგების სურვი-
ლიც არ მქონდა. მე სიამოვნებას მანიჭებდა, თავად მეფიქრა ამის
შესახებ, სანამ ისინი მეტყოდნენ. ვარაუდები – მოხდა ესა და ეს,
არა, სხვაგვარად, ყველაფერი აი, ასე მოხდა, სხვადასხვა სი-
ტუაციების წარმოდგენა და ეჭვით შეპყრობილს, გაშმაგებით შე-
მენთო ცეცხლი აღგზნებისთვის... როდესაც ყველაფერი დანამ-
დვილებით იცი, არანაირ სიხარულს არ განიცდი. განთიადისას
ცოლმა, როგორც ყოველთვის, ძილში ლაპარაკი დაიწყო. სა-
ხელს „კიმურა“ კვლავ და კვლავ იმეორებდა, ბუტბუტებდა, ხან
ხმამაღლა, ხანაც ჩურჩულით... ვერც კი შევამჩნიე, როგორ გა-
მიქრა რისხვა და ეჭვი. ჩემთვის უკვე სულ ერთი იყო, ეძინა
ცოლს, ფხიზლობდა თუ ფხიზელს თამაშობდა. იმის გაგებაც კი
შევწყვიტე, ეს მე ვარ თუ კიმურა... იმ წუთს მეჩვენებოდა, რომ მე-
ოთხე განზომილებაში შევაღწიე. მეჩვენებოდა, რომ ზეცად აღ-

მკითხველთა ლიგა 74
ვევლინებოდი. წარსული – ილუზიაა, ჭეშმარიტი ყოფა აქ არის
და ახლა, ჩვენ ორივე, მე და ჩემი ცოლი მარტო ვართ ამქვეყნად,
ერთმანეთს ჩაკონებულები... რომც მოვკვდე, ეს წამი სამუდამოდ
გაგრძელდება...

მკითხველთა ლიგა 75
ცოლის დღიური

19 მარტი

...მსურს, ყოველი შემთხვევისთვის, დეტალურად აღვწერო


ყველაფერი, რაც წუხანდელ საღამოს მოხდა. ვიცოდი, რომ ქმა-
რი გვიან დაბრუნდებოდა და ამიტომ წინდაწინ გავაფრთხილე,
შესაძლოა კინოში წავიდეთ-მეთქი. ხუთის ნახევარზე კიმურამ
გამომიარა, მაგრამ ტოშიკომ დააგვიანა, მხოლოდ ხუთზე გამოჩ-
ნდა.
– ხომ არ ვაგვიანებთ? – ვიკითხე მე.
– ახლა ორ სეანსს შორის შუალედია, – თქვა ტოშიკომ. – ხომ
არ გვესადილა. დედა, ჩემთან წავიდეთ, დღეს მე ვიქნები დიასახ-
ლისი. შენ ჩემთან ჯერაც არ ყოფილხარ! ცოტაოდენი ქათმის
ხორცი მაქვს ნაყიდი.
ის ჩემი და კიმურას დაყოლიებას შეუდგა, გვიჩევენებდა რა პა-
კეტებს ქათმის ხორცითა და ბოსტნეულით.
– ეს კი ჩვენი სუფრიდან თქვენსას! – თქვა მან და „კურვუაზი-
ეს“ ეს-ესაა გახსნილი ბოთლი გვიჩვენა.
– არ აიღო, მამა არ არის შინ. – ვთქვი მე.
– უამისოდ რა სადილი გამოვა! – თქვა მან.
– პირადად მე არ ვაპირებ გაძღომას. ჩვენ ხომ კინოში მივდი-
ვართ, საკმარისი იქნება წავიხემსოთ.
– სკიაკიზე5 მარტივი რა იქნება?

5 სკიაკი – შემწვარი ხორცი.

მკითხველთა ლიგა 76
პიანინოს წინ ორი პატარა მაგიდა შევაერთეთ და დაუყოვნებ-
ლივ შევუდექით მზადებას გაზის ქურაზე, რომელიც, ისევე, რო-
გორც ქვაბი, ტოშიკოს სახლის პატრონისგან უთხოვებია, მაგრამ
მე იმან გამაკვირვა, რომ ჩემს ქალიშვილს ამდენი პროდუქტი
ჰქონდა შეძენილი და ესოდენ მრავალფეროვანი. ხახვის, ვერმი-
შელისა და ტოფუს გარდა, იყო ხორბლის ფქვილი, ცერცვის რძის
მშრალი ნაღები, შროშანის ბოლქვები, ჩინური კომბოსტო და კი-
დევ ბლომად ხორაგი. ტოშიკოს განგებ არ გამოჰქონდა ყველა-
ფერი ერთად, არამედ თანდათან გვთავაზობდა, ერთი კერძის
დასრულების შემდეგ – ახალს. მე კი მომეჩვენა, რომ მხოლოდ
ქათმის ხორციც საკმარისი იქნებოდა. რასაკვირველია, მალე
დავნაყრდით და კონიაკზე გადავედით.
– არასოდეს მინახავს, რომ თქვენს ქალიშვილს ჩამოესხას
კონიაკი! – თქვა კიმურამ. თავად კი ჩვეულებრივზე მეტს სვამდა.
– კინოში უკვე დავაგვიანეთ! – გამოაცხადა ტოშიკომ იმ
დროს, როდესაც წასვლა მართლაც გვიანი იყო. მე რაც შემეხება,
კინოსთვის მეტისმეტად მთვრალი ვიყავი. თუმცა, სულაც არ
ვგრძნობდი, რომ ბევრი მქონდა დალეული. ყოველ ჯერზე ერთი
და იგივე მემართება, ვსვამ, ვთრგუნავ სიმთვრალეს და გარკვე-
ულ საფეხურამდე საკმაოდ დამაჯერებლად მიჭირავს თავი, მაგ-
რამ საკმარისია ნორმას გადავაჭარბო, რომ საკუთარ თავზე კონ-
ტროლს ვკარგავ. გუშინ, ვიეჭვე რა, რომ ტოშიკოს ჩემი დათრობა
სურდა, გადავწყვიტე თავი დამეცვა. მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო,
რომ მთელი იმ დროის განმავლობაში რაღაცას ველოდი, რაღა-
ცის იმედი მქონდა. არ ვიცი, ტოშიკო და კიმურა ერთობლივად
მოქმედებდნენ თუ არა. არაფერი მიკითხავს, ისინი მაინც არ გატ-
ყდებოდნენ. მხოლოდ ერთხელ, ისიც კიმურამ იკითხა:
– არა უშავს, რომ ასე ბევრს სვამთ, როდესაც თქვენი ქმარი
არ არის აქ?

მკითხველთა ლიგა 77
მაგრამ უკანასკნელ დროს ის თავადაც აღარ არის გულგრი-
ლი სასმელის მიმართ და ჩემთვისა და თავისთვისაც ხშირ-
ხშირად ავსებდა სირჩებს. მე მგონია, და ვფიქრობ, კიმურაც
გაიზიარებს ამ შეხედულებას, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებდით
ისეთს, რაც ჩემი ქმრის სურვილებს ეწინააღმდეგებოდა. მე ვიცი,
რომ როდესაც ქმარს ეჭვიანობას ვაიძულებ, ამით მას ვაბედ-
ნიერებ. რასაკვირველია, ქმრის აღგზნება არ იყო ჩემი ერთა-
დერთი მიზანი, მაგრამ ეს მე მამშვიდებდა და ამიტომ ვსვამდი და
ვსვამდი. ჰო, აი კიდევ რა უნდა ითქვას მკაფიოდ. არ ავჩქარდები
და არ ვიტყვი, რომ შეყვარებული ვარ კიმურაზე, მაგრამ ის, რომ
იგი მომწონს, ეს ფაქტია. მის შეყვარებასაც შევძლებდი, რომ მო-
მესურვებინა. ასე შორს ქმარში ეჭვიანობის აძღვრის აუცილებ-
ლობიდან გამომდინარე შევტოპე, მაგრამ ეს არ მოხდებოდა, კი-
მურასადმი თავიდანვე გულრგილი რომ ვყოფილიყავი. აქამდე
ზღვარი მქონდა გავლებული და ვცდილობდი არანაირ გარე-
მოებაში არ გადამელახა იგი, მაგრამ ახლა უკვე მეშინია საკუთა-
რი თავის. ქმარი მეტისმეტად არ უნდა ენდობოდეს ჩემს უბიწო-
ბას. ავასრულე რა მისი ყველა მოთხოვნა, ჩავაბარე რა ყველა გა-
მოცდა, ზღვართან აღმოვჩნდი და ახლა უკვე საკუთარი თავის
რწმენას ვკარგავ... ვაღიარებ, მტანჯავს ცნობისმოყვარეობა, ერ-
თხელ მაინც, ქმრის ჩარევის გარეშე, საკუთარი თვალით ვიხი-
ლო შიშველი კიმურა, როგორსაც მე მას სიზმარში ვხედავ, ვერ
ვასხვავებ რა, სიზმარია ეს თუ ცხადი; ვფიქრობ, რომ შიშველი
ადამიანი – კიმურაა, თუმცა ქმარია; ვფიქრობ, რომ ქმარია, მაგ-
რამ აღმოჩნდება, რომ კიმურაა. ვიგრძენი რა, რომ ვთვრებოდი,
ტუალეტში დავიმალე, მაგრამ კარს იქიდან მყისვე ტოშიკოს ხმა
გავიგონე:
– დედა, დიასახლისმა წყალი გააცხელა, აბაზანას ხომ არ
მიიღებდი?

მკითხველთა ლიგა 78
დაბინდული გონების სიღრმეში უკვე ვიცოდი, რომ როგორც
კი აბაზანში ჩავაბიჯებ, დავეცემი, ჩემს წამოსაყენებლად კი არა
ტოშიკო, არამედ კიმურა მოირბენს. მახსოვს, როგორ გაიმეორა
რამდენჯერმე ტოშიკომ:
– კარგი დედა, წამოდი!
კიდევ მახსოვს, როგორ მივაგენი სააბაზანოს, გავაღე შუშის
კარი და გავიხადე, მაგრამ რა იყო შემდეგ, ჩემი მეხსიერებიდან
წაშლილია...

მკითხველთა ლიგა 79
ქმრის დღიური

24 მარტი

...გუშინ ღამით ცოლმა გონება დაკარგა ტოშიკოსთან, სეკი-


დენში. ვახშმის შემდეგ ტოშიკომ და კიმურამ თითქოს იმ მიზნით
გაუარეს, რომ ცოლი კინოთეატრში წაეყვანათ. თორმეტის და-
საწყისში ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული, და მე ვიეჭვე, კიდევ
რამე ხომ არ მოხდა-მეთქი. დრო მიდიოდა, უკვე გადაწყვეტილი
მქონდა, ტელეფონით დამერეკა, მაგრამ ჩავთავლე, რომ ეს უგ-
ნურება იქნებოდა და მათ ზარს დაველოდე (ველოდი ჩვეული მო-
უთმენელი გაღიზიანებით, რაც სუნთქვას მიკრავდა). ღამის პირ-
ველზე ტოშიკო მოვიდა, მარტო. ტაქსი გარეთ ელოდებოდა, ის
შინ შემოვიდა.
– დედას თავს იგივე ხდება, – თქვა მან. კინოსეანსის შემდეგ
(ასე გამომდინარეობდა მისი სიტყვებიდან, მაგრამ ასე იყო თუ
არა სინამდვილეში, ეს საკითხავია), მათ კიმურას გაცილება სურ-
დათ, მაგრამ მან თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ თავად
გააცილებდა ქალებს, სამივე ერთად მივიდა სეკიდენში და ერთი
წუთით სახლში შევიდნენ. ჩაის ჩამოსხმას რომ შეუდგა, ტოშიკოს
გაახსენდა, რომ მეოთხედი ბოთლი „კურვუაზიე“ კიდევ იყო დარ-
ჩენილი, და თითო კოვზი ჩაამატა ჩაიში. გაუგეს რა გემო, ცოლი
და კიმურა ამით არ დაკმაყოფილდნენ და სვეს, სანამ მთელი
ბოთლი არ დაიცალა. იმ საღამოს წყალი აბაზანაში გაცხელებუ-
ლი იყო და მოვლენები იმავე სცენარით განვითარდა, როგორც
წინა ჯერზე. ასე გამოდიოდა ტოშიკოს უთავბოლო განმარტები-
დან.

მკითხველთა ლიგა 80
– შენ წამოხვედი და ისინი მარტო დატოვე? – ვიკითხე მე.
– ჰო, ტელეფონის ხაზი ჯერ კიდევ არ არის გამოყვანილი, სახ-
ლის პატრონებთან წასვლა კი მომერიდა, – თქვა ტოშიკომ. –
თან ისიც ვიფიქრე, რომ მანქანა მაინც დაგჭირდებოდა და ამი-
ტომ ტაქსით წამოვედი. – ჩვეული ბოღმით გამომხედა. – წინაზე
გამიმართლა, ახლა კი ძალიან გამიჭირდა ტაქსის შოვნა. ქუჩაზე
დავდექი, მაგრამ ძალიან გვიანი იყო და ერთსაც არ ჩაუვლია. გა-
ჩერებისკენ წასვლა მომიწია, მდინარისკენ, იქ ფანჯარაზე ვუკა-
კუნე, მძინარე მძღოლი გავაღვიძე და აი, მე აქ ვარ. – და, თუმცა
არ მიკითხავს, მან მაინც ჩაიბუტბუტა, თითქოს თავისთვის: – სახ-
ლიდან ოცი წუთის წინ გამოვედი.
მივხვდი, რა უკანა აზრი იდო ამ სიტყვებში, მაგრამ არაფერი
შევიმჩნიე და უბრალოდ ვუპასუხე:
– ყოჩაღ, გმადლობთ. აქ დარჩი, სანამ დავბრუნდებოდე, – ხე-
ლი დავავლე ყოველივე აუცილებელს, რაც ინექციისთვის დამ-
ჭირდებოდა და ტაქსში ჩავჯექი.
ჩემთვის უწინდელივით უცნობი იყო, რამდენად შეთანხმებუ-
ლად მოქმედებდა ეს სამეული. მე შემეძლო მხოლოდ მევა-
რაუდა, რომ ტოშიკომ შეასრულა მოთავის როლი და განზრახ
დატოვა ისინი მარტო, დახარჯა რა მთელი ოცი წუთი გზად (იქნებ
არა ოცი, არამედ ოცდაათი, ან ვინ იცის, სადმე მთელი საათიც კი
დაყიალობდა). სანამ ტაქსში ვიჯექი, ვცდილობდი არ მეფიქრა,
რა შეიძლებოდა მომხდარიყო ფლიგელში ოცი წუთის ან ერთი
საათის განმავლობაში. როგორც იმ ღამეს, ცოლს მხოლოდ ქვე-
და სამოსში ეძინა. ზედა კიმონო და მოსაცმელი კვლავ საკიდზე
ეკიდა. კიმურამ ადუღებული წყალი და ჯამი მოიტანა. ცოლი უგო-
ნოდ და, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მთვრალი იყო, ვიდრე წინა
ჯერზე, მაგრამ მიუხედავად ჩემს წინ გადაშლილი სურათისა, იმ
ღამეს მე თითქოს მეტისმეტად მკაფიოდ გავაცნობიერე, რომ ის

მკითხველთა ლიგა 81
კომედიას თამაშობდა და არაფერი განსაკუთრებული მის თავს
არ ხდებოდა. პულსი თანაბარი იყო. რადგან ასეა, უგნურება იქ-
ნებოდა ნამდვილი ინექციის გაკეთება. ამიტომ განვასახიერე,
თითქოს ქაფურის ინექცია შემყავდა, თუმცა ვიტამინით შემოვი-
ფარგლე, მაგრამ კიმურამ შეამჩნია და ჩურჩულით მითხრა:
– ფიქრობთ, ეს საკმარისია?
– დიახ, – ვუპასუხე მე. – სავსებით, თუმცა ამის გარეშეც
იოლას გავიდოდით, – და აღუშფოთველად შევაცურე ნემსი.
მოგვიანებით ის გამუდმებით გაიძახოდა: „კიმურა! კიმურა!“
მაგრამ ხმის ტემბრი ისეთი აღარ იყო, როგორც ადრე. ეს არ იყო
ჩვეული სიზმარეული ბუტბუტი, ის ძლიერი, მომთხოვნი ხმით
მოუწოდებდა, რაც ყვირილში გადადიოდა. ექსტაზთან მიახლო-
ვებისას თითქმის კიოდა. უეცრად ენის წვერზე კბენა ვიგრძენი...
შემდეგ ყურის ბიბილოზე... ასეთი არასოდეს მომხდარა უწინ...
ფიქრი იმის შესახებ, რომ ერთი ღამის განმავლობაში სწორედ
კიმურამ აქცია ჩემი ცოლი ასეთ გაბედულ და აქტიურ ქალად, მის
მიმართ უსასტიკეს ეჭვსა და, იმავდროულად, მადლიერებას გან-
მაცდევინებდა. არა, მე ტოშიკოსაც უნდა გადავუხადო მადლობა.
საინტერესოა, რომ, ცდილობდა რა ჩემს ტანჯვას, მან უნებურად
ასეთი სიამოვნება მომანიჭა... ჩემი ტვინის უცნაური აბრუნდები
მისი გონებისთვის გაუგებარია...
...განთიადისას, კავშირის შემდეგ, საშინლად მეხვევა თავ-
ბრუ. მისი სახე, კისერი, მხრები, ხელები, მისი სხეულის მთელი
კონტური იმდენად გაორდა, თითქოს მასზე კიდევ ერთი ქალი იწ-
ვეს. როგორც ჩანს, მალე ჩამეძინა, მაგრამ ცოლი სიზმარშიც
გაორებულად მეჩვენებოდა. თავიდან მთელ მის სხეულს გაორე-
ბულად ვხედავდი, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ ის მრავალ, ერთა-
მენთთან დაუკავშირებელ ნაწილად დაიშალა. ოთხი თვალის
გვერდით – ორი ცხვირი, ოდნავ გვერდით – ორი პირი, და ყვე-

მკითხველთა ლიგა 82
ლაფერი უჩვეულოდ მკვეთრი ფერისა... გარშემო არსებული სივ-
რცე ლაჟვარდისფერია, თმა – შავი, ტუჩები – ალისფერი, ცხვირი
– თეთრად კაშკაშებს... და ეს სიშავე, სიწითლე და სითეთრე უფ-
რო მკვეთრი იყო, ვიდრე სინამდვილეში, როგორც კინოთეატრის
აფიშის საღებავები. სიზმრის გამჭოლ ვიფიქრე, რომ ესოდენ ფე-
რადოვანი სიზმარი ჩემი ნევრასთენიის სერიოზულობას მოწ-
მობს, მაგრამ უფრო ყურადღებით ჩაკვირვებას განვაგრძობდი.
ორი მარჯვენა და ორი მარცხენა ფეხი მდოვრედ ირხეოდა, რო-
გორც წყლის სიღრმეში, და არამიწიერი სითეთრით კაშკაშებდა.
მაგრამ შესახედავად ეს ნამდვილად მისი ფეხები იყო. ფეხების
გვერდით, მათგან განცალკევებით, ტერფები მიცურავდა. გადა-
ფარა რა ხილვადობის საზღვრები, გადმოგორდა უზარმაზარი
თეთრი გუნდა, რომელიც ფაფუკ ღრუბელს ჰგავდა, და მე მყი-
სიერად მივხვდი, რომ ეს ჩემკენ მომართული მისი არაჩვეულებ-
რივი უკანალი იყო, ზუსტად ისე, როგორც ჩემს ერთ-ერთ ფოტო-
ზე... არ ვიცი, რამდენი საათი გავიდა, სანამ კიდევ ერთ სიზმარს
ვნახავდი. კიმურა იდგა შიშველი, მაგრამ მისი სხეულის დამაგ-
ვირგვინებელი თავი ხან მისი იყო, ხან ჩემი, დროდადრო კი ორი-
ვე თავი ერთი სხეულიდან იზრდებოდა, და ყველაფერი გაორებუ-
ლი იყო...

მკითხველთა ლიგა 83
ცოლის დღიური

26 მარტი

...ამგვარად, მე უკვე სამჯერ შევძელი კიმურასთან შეხვედრა


ქმრის არყოფნაში. გუშინ საღამოს ნიშში „კურვუაზიეს“ ახალი
ბოთლი გამოჩნდა, ჯერ კიდევ გაუხსნელი.
– შენ იყიდე? – ვკითხე მე.
– მე არაფერ შუაში ვარ, – უარყო ტოშიკომ. – გუშინ საღამოს
რომ დავბრუნდი, ბოთლი უკვე აქ იდგა. ვიფიქრე, რომ კიმურამ
მოიტანა.
მაგრამ კიმურამაც თქვა, რომ არაფერი იცის.
– ალბათ თქვენი ქმრის ნახელავია! – თქვა მან. – დარწმუნე-
ბული ვარ, რომ ის არის. ორაზროვანი ხუმრობაა!
– თუ ეს მამას გაკეთებულია, ეს დაცინვაა! – ჩაერთო ტოშიკო.
ის, რომ ბოთლი ქმარმა შემოაპარა, მეტად სავარაუდოდ მეჩ-
ვენება, მაგრამ ასეა თუ არა, არ ვიცი. არ გამოვრიცხავ, რომ ამ
ორიდან ერთ-ერთს ეყიდა – ტოშიკოს ან კიმურას. ოთხშაბათს და
პარასკევს ქალბატონი ოსაკაში მიდის ლექციებზე და თერთმეტ-
ზე ბრუნდება. უწინდელ საღამოებზე, როდესაც კონიაკს ვიწყებ-
დით, ტოშიკო კეთილსახიერი საბაბით გვტოვებდა მარტო და
ქალბატონის ნახევარზე გადადიოდა. (პირველად ვწერ ამის შე-
სახებ. ადრე ვაჩუმათებდი, მეშინოდა რა, რომ ქმარი არასწორედ
გაიგებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, დაფარვის აუცილებლობა
აღარ არსებობს). გუშინდელ საღამოს იგი ისევ მეტისმეტად ადრე
გაუჩინარდა, ხოლო ქალბატონის დაბრუნების შემდეგ მასთან
გამართა საუბარი და კიდევ დიდხანს არ შემოსულა. ცუდად მახ-

მკითხველთა ლიგა 84
სოვს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც გონება დავკარგე, მაგრამ დარ-
წმუნებული ვარ: როგორი მთვრალიც არ უნდა ვყოფილიყავი,
უკანასკნელი, სულ ბოლო ზღურბლისთვის არ გადამიბიჯებია. მე
ჯერ კიდევ არ მყოფნის მისი გადალახვის გამბედაობა, ისევე, რო-
გორც, ჩემის აზრით, კიმურას.
– მე თქვენს ქმარს „პოლაროიდი“ მივეცი, – აღიარა მან. – ეს
იმიტომ გავაკეთე, რომ ვიცი მისი მიდრეკილება, დაგათროთ და
გაგაშიშვლოთ. მაგრამ „პოლაროიდმა“ იგი არ დააკმაყოფილა,
ამიტომ ის „იკონზე“ შეუდგა გადაღებას. მას, რასაკვირველია,
თქვენი სხეულის ყველა დეტალის დაწვრილებით მიმოხილვა
სურდა, მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი მიზანი ჩემი გატანჯვა იყო.
უკიდურესობამდე ცეცხლის წაკიდება ჩემთვის ფირის გამჟღავნე-
ბის დავალებით, იძულება, რომ უკანასკნელი ძალებით ვებრძო-
ლო ცდუნებას, – ამაში პოულობს ის განსაკუთრებულ სიამოვნე-
ბას. მისთვის საამოა იმის გაცნობიერება, რომ ჩემი განცდები
თქვენზე აისახება და თქვენც არანაკლებ იტანჯებით. სისატიკეა
ჩვენი ასეთი სახით ტანჯვა, მაგრამ მე მაინც არ ვარ მზად, ღალა-
ტი ჩავიდინო მასთან მიმართებით. ვხედავ რა, როგორ იტანჯე-
ბით, მსურს თქვენთან ერთად გავიტანჯო და ბოლომდე შევსვა
თქვენთვის შევსებული ფიალა.
– ტოშიკომ ეს ფოტოები თქვენთვის გამორთმეულ ფრანგულ
წიგნში იპოვა, – ვთქვი მე. – და ეჭვობს, რომ თქვენ ისინი იქ გან-
ზრახ ჩადეთ, რაღაც ფარული აზრით. რატომ გააკეთეთ ეს?
– იმედი მქონდა, – თქვა კიმურამ, – რომ ფოტოების ხილვის
შემდეგ თქვენი ქალიშვილი უფრო გაბედულად იმოქმედებდა. ეს
იმას არ ნიშნავს, რომ მე მას რაიმესკენ ვუბიძგებდი. მას იაგოს
ხასიათი აქვს, ამიტომ, ვმოქმედებდი რა ამგვარად, მხოლოდ
იმის იმედი მქონდა, რაც თვრამეტში მოხდა. ოცდასამშიც, დღე-

მკითხველთა ლიგა 85
საც, ინიციატივას ყოველთვის თქვენი ქალიშვილი იღებდა
ხელთ, მე მხოლოდ მის ნებას მივყვებოდი.
– პირველად ვსაუბრობ ასეთ თემაზე თქვენთან, – ვთქვი მე. –
არავისთან, ქმართანაც კი არ მიმიცია ჩემი თავისთვის ასეთი
გულწრფელობის უფლება. ქმარი არ მისვამს კითხვებს თქვენთან
ურთიერთობის შესახებ. შესაძლოა, უფრთხის კითხვების დასმას,
მაგრამ მთავარი ის არის, რომ მას სურს, ჩემი პატიოსნებისა
სწამდეს. მეც ვისურვებდი, მერწმუნა მისი, მაგრამ მაქვს კი ამის
უფლება? მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცე-
მა.
– გწამდეთ, გთხოვთ! – თქვა კიმურამ. – მე თქვენი სხეულის
ყველა ნაწილს შევეხე, გარდა ერთის, ყველაზე არსებითისა.
თქვენმა ქმარმა ისურვა, თმის სისქეზე ნაკლები მანძილით დავე-
ახლოვებინეთ და მეც, დავყევი რა მის ნებას, თქვენთან სიახლო-
ვის მის მიერ დაწესებული ზღვარი არ გადამილახავს.
– ოჰ, ახლა კი მშვიდად ვარ! – ვთქვი მე. – თქვენი მადლიერი
ვარ იმის გამო, რომ მიუხედავად ასე შორს წასვლისა, ჩემს ცოლ-
ქმრულ ერთგულებას არ ბღალავთ. თქვენ ერთხელ შენიშნეთ,
რომ მე მძულს ჩემი ქმარი, მაგრამ არსი იმაშია, რომ სიძულვილი
ჩემში სიყვარულთან თანაცხოვრობს. რაც უფრო მეტად მძულს,
მით უფრო ძლიერად მიყვარს. თქვენი მონაწილეობის, თქვენი
ტანჯვის გარეშე ის ვერ მიაღწევდა ვნების მწვერვალებს, მაგრამ
ვიცი რა, რომ მისი საბოლოო მიზანი ჩემთვის სიამოვნების მონი-
ჭებაა, მე არ შემწევს მისი ღალატის უნარი. ხომ შეიძლება ამას
ასე მივუდგეთ: ჩემი ქმარი და თქვენ – ერთი ხორცი ხართ, თქვენ
– მასში ხართ, თქვენ – ერთნი ხართ...

მკითხველთა ლიგა 86
ქმრის დღიური

28 მარტი

...უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში თვა-


ლის ფსკერის გამოკვლევა ჩამიტარეს. არ მინდოდა წასვლა, მაგ-
რამ პროფესორ სომას დაჟინებულ მოთხოვნას დავყევი. მით-
ხრეს, რომ თავბრუსხვევა – თავის ტვინის არტერიოსკლეროზის
შედეგია. ტვინს ვეღარ მიეწოდება სისხლი, რაც თავბრუსხვევას,
მხედველობის გაორებას, ცნობიერების დროებით დაბინდვას იწ-
ვევს. არაკეთილსასურველი განვითარებისას შესაძლებელია
გონების სრული დაკარგვაც. მკითხეს, მეხვევა თუ არა თავბრუ,
როდესაც ღამით ვდგები ტუალეტში გასასვლელად ან მკვეთრ
მოძრაობას ვასრულებ ან ერთბაშად ვიცვლი სხეულის მდგომა-
რეობას. მე დადებითად ვუპასუხე. ისიც მითხრეს, რომ წონასწო-
რობის დაკარგვა, როდესაც გგონია, რომ საცაა დაეცემი ან მიწის
ქვეშ ჩავარდები, გამოწვეულია სისხლის მიწოდების დარღვევით
შიდა ყურში. თერაპიულ განყოფილებაში კვლევა პროფესორმა
სომამ ჩამიტარა. ცხოვრებაში პირველად გამიზომეს არტე-
რიული წნევა, გადამიღეს ელექტროკარდიოგრამა და გამომიკ-
ვლიეს თირკმლები.
– არ მეგონა, თუ ასეთი მაღალი წნევა გქონდათ. თავს უნდა
მიხედოთ, – თქვა მან.
მე ვკითხე, რამდენად მაღალი იყო წნევა, მაგრამ მას არ სურ-
და საუბარი. ბოლოს აღიარა, რომ ზედა – ორასზე მეტი იყო, ქვე-
და კი ასორმოცდათექვსმეტი, და რაც ყველაზე ცუდია, – მცირეა
სხვაობა ზედა და ქვედა მაჩვენებლებს შორის.

მკითხველთა ლიგა 87
– თქვენ ბოროტად იყენებთ ჰორმონალურ პრეპარატებს, რო-
დესაც არა მასტიმულირებელი, არამედ წნევის დამწევი სა-
შუალებები უნდა მიიღოთ. და კიდევ: ბოდიშს კი მოგიხდით, მაგ-
რამ თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი კავშირისგან და უარი
თქვათ ალკოჰოლის მიღებაზე. რაციონიდან ყველაფერი ცხარე
და მარილიანიც გამორიცხეთ.
სულ ბოლოს მთელი გროვა წამლები გამომიწერა: ასკორუტი-
ნი, სერპასილი, კალიკრეინი და ა.შ., მომცა რჩევა, რომ ფრთხი-
ლად ვიყო და პერიოდულად გავიზომო ხოლმე წნევა.
განგებ არაფერს ვმალავ, რათა ცოლის რეაქცია ვიხილო. მე
არ ვაპირებ ექიმის დანიშნულება დავიცვა. სანამ ცოლი არ მომ-
ცემს ნიშანს, ჩვენი ცხოვრება ძველებურად გაგრძელდება. ჩემი
ვარაუდით, წაიკითხავს რა ამ სტრიქონებს, ცოლი თავს მოიკატუ-
ნებს, რომ არაფერი წაუკითხავს და კიდევ უფრო ვნებიანი შეიქ-
ნება. ასეთია მისი ხორცის საბედისწერო მოცემულობა. მაგრამ
მეც საკმაოდ ღრმად შევტოპე, რათა უკან გამოსვლა შევძლო. წუ-
ხანდელი ღამის შემდეგ ცოლი უფრო აქტიურად იქცევა ლოგინ-
ში, სასიყვარულო თამაშებში ახლა იგი სხვადასხვა ილეთებს მი-
მართავს, რაც კიდევ უფრო ძლიერად მიბიძგებს არჩეულ გზაზე...
კავშირის დროს ის, როგორც უწინ, კვლავ არ იღებს ხმას. მაგრამ
მას არ სჭირდება სიტყვები, რადგან შეუძლია სხეულის მოძ-
რაობით გამოხატოს სასიყვარულო ვნების მთელი სპექტრი. ყო-
ველ ჯერზე თავს იკატუნებს, თითქოს თვლემს, ამიტომ შუქის ჩაქ-
რობის აუცილებლობა არ არსებობს. რა მომხიბლავია, როდესაც
მოკრძალებისაგან თავს იმძინარებს ან ნასვამად წარმოდგება!
თავიდან მე დავაახლოვე კიმურა და ცოლი, მაგრამ გარკვეული
დისტანცია განვსაზღვრე. თუმცა ჩვევა აჩლუნგებს გზნებას: მე ეს
უკვე აღარ მაკმაყოფილებდა და მათ შორის არსებული მანძილის
შემცირებას შევუდექი. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ისინი ერ-

მკითხველთა ლიგა 88
თმანეთს, მით მეტად ვეჭვიანობდი, და რაც უფრო მეტად ვეჭ-
ვიანობდი, მით მეტ სიამოვნებას ვიღებდი საბოლოო მიზნის მიღ-
წევისგან. ასე სურს ჩემს ცოლს, ასე მსურს მეც, როგორღა უნდა
შეიკავო თავი? უკვე ახალი წლის სამი თვე გავიდა და თავად მიკ-
ვირს, როგორ შევძელი ჩემი ცოლის ავადმყოფური გზნებისთვის
გამეძლო. ვფიქრობ, მხოლოდ ახლა მიხვდა, როგორ მიყვარს მე
ის. მაგრამ შემდეგ? რა ხერხებით შევძლებ საკუთარი თავის უფ-
რო და უფრო გახელებას? თუ ასე გაგრძელდება, მე მალე დავ-
კარგავ აგზნებადობას. მე ისინი უკვე მივიყვანე მდგომარეობამ-
დე, რომელიც, საზოგადოდ რომ ვთქვათ, მრუშობად ითვლება.
როგორ დავაახლოვო მეტად და, იმავდროულად, ცოლს ღალა-
ტისკენ არ ვუბიძგო? ამაზე სერიოზულად უნდა დავფიქრდე, მაგ-
რამ დარწმუნებული ვარ, მანამდე ისინი თავად მოიფიქრებენ რა-
ღაცას. „ისინი“ – ტოშიკოს ჩათვლით... მე ცოლს გულდახურული
და ვერაგი ვუწოდე, მაგრამ მეც ხომ ასეთი ვარ. შესაბამისად, არც
ისაა გასაკვირი, რომ ვერაგ მშობლებს ასეთი ვერაგი შვილი
ჰყავთ. მაგრამ ის, ვინც გვარიანად გვისწრებს ყველას, – ეს კიმუ-
რაა! მართლაც წარმოუდგენელია, როგორ შეიკრიბა ადამიანთა
ასეთი კომპანია, რომლებიც ვერაგობასა და გულდახურულობა-
ში ერთმანეთს ტოლს არ უდებენ! მაგრამ ყველაზე გასაოცარი მა-
ინც ის არის, რომ ჩვენ, ოთხივე, ვატყუებთ რა ერთმანეთს, ერ-
თხმად მივდივართ საერთო მიზნისკენ. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, თითოეულ ჩვენგანს საერთო ინტერესი აქვს, მაგრამ
ერთობლივი ძალისხმევით ყველანი ერთის მიღწევას ვცდი-
ლობთ – რომ ჩემი ცოლი რაც შეიძლება დაბლა დაეცეს...

მკითხველთა ლიგა 89
ცოლის დღიური

30 მარტი

...დღისით ტოშიკომ შემომიარა. ტრამვაიში ჩავსხედით, რო-


მელიც არასიამასკენ მიდიოდა. ბოლო გაჩერებაზე კიმურა გვე-
ლოდებოდა და ჩვენ უკვე სამმა განვაგრძეთ გზა. ეს ყველაფერი
ტოშიკოს მოფიქრებულია, მაგრამ მე მისი მადლიერი ვარ. ახლა,
არდადეგების დადგომასთან ერთად, კიმურა, როგორც იქნა, თა-
ვისუფალია. გავისეირნეთ მდინარის ნაპირას, შემდეგ ნავში ჩავ-
სხედით, მივცურეთ სასტუმროსთან „მგრგვინავი ხეობა“ . შევის-
ვენეთ „მთვარის გადასასვლელის“ ხიდთან და ტენრიუძის ტაძ-
რის ბაღი დავათვალიერეთ. დიდი ხანია ასეთი სუფთა ჰაერი არ
მიყნოსია! დროდადრო შემდეგშიც უნდა გავიდე ქალაქიდან.
ქმარმა მთელი ცხოვრება წიგნებთან გაატარა, მას ვერასოდეს
დაითანხმებდი ასეთ სეირნობაზე. საღამოს უკან დავბრუნდით,
ტრამვაით მივედით ჰიაკუმამბენამდე, იქ კი დავიშალეთ. ისე
მხიარულად გავატარეთ დღე, რომ კონიაკით გაჭყეპვის აუცი-
ლებლობა არც არსებობდა...

31 მარტი

...გუშინ ისე დავწექით დასაძინებლად, რომ კონიაკს არც გავ-


კარებივართ. შუაღამისას ლამფის მკვეთრ შუქზე გადასაფარებ-
ლის ქვეშიდან განგებ გამოვაჩინე მარცხენა ფეხის თითები.
ქმარმა მყისვე შეამჩნია და ლოგინში შემომიძვრა. უცნაურია,

მკითხველთა ლიგა 90
რომ ჩვენ შედეგს ალკოჰოლის გარეშე და ლამფის დამაბრმავე-
ბელ შუქზე მივაღწიეთ. ამ არაჩვეულებრივმა მოვლენამ ქმარი
საოცრად აღაგზნო...
...ქმარს, ისევე, როგორც ქალბატონ ოკადას, მეცადინეობები
დაუსრულდა და მთელ დღეებს შინ ატარებს. თუმცა, ასევე ყო-
ველდღიურად რამდენიმე საათს სეირნობს. მისთვის აუცილებე-
ლია მოციონი, მაგრამ ამის უკან კიდევ ერთი მიზანი იმალება –
მომცეს თავისი დღიურის წაკითხვის შესაძლებლობა. ყოველ
ჯერზე, როდესაც ის შინიდან გასვლისას ამბობს: „ცოტას გავივ-
ლი“ , მე მესმის: „შენ კი ამასობაში ჩემს დღიურს ჩახედე!“ რაც
უფრო დაჟინებით მიბიძგებს ამისკენ, მით შეუპოვარ წინააღმდე-
გობას ვუწევ მე, მაგრამ თუ ასეა, მეც უნდა მივცე ჩემი დღიურის
წაკითხვის შესაძლებლობა...

მკითხველთა ლიგა 91
ქმრის დღიური

31 მარტი

...გასული ღამით ცოლმა სასიამოვნოდ გამაკვირვა. თავი ნას-


ვამად არ მოუჩვენებია. არ მოუთხოვია შუქის ჩაქრობა. მეტიც,
ყოველნაირად მახელებდა და, აშკარად აჩენდა რა თავის ყველა-
ზე ინტიმურ ნაწილებს, მოქმედებისკენ მიბიძგებდა. არ ველოდი,
რომ ამდენი განსხვავებული ხრიკი იცოდა... თანდათანობით
ვხვდები, რას უნდა ნიშნავდეს ეს უცაბედი ფერიცვალება...
იმდენად ძლიერად მეხვეოდა თავბრუ, რომ კოდამასთან წას-
ვლა და წნევის გაზომვა გადავწყვიტე. თმა ყალყზე დაუდგა. წნევა
იმდენად მაღალი იყო, რომ აპარატმა ვერც კი უჩვენა. მითხრა,
რომ ყოველგვარი სამუშაო შემეწყვიტა და სრული სიმშვიდე და-
მეცვა...

მკითხველთა ლიგა 92
ცოლის დღიური

1 აპრილი

...ტოშიკომ ევროპული ფასონების მცოდნე თერძი კავაი მოიყ-


ვანა. ის კერვას ასწავლის, დამატებითი შემოსავლისთვის კი შეკ-
ვეთებს ასრულებს. ვინაიდან გადასახადს არ იხდის, საბაზრო
ფასზე ოცი-ოცდაათი პროცენტით ნაკლებს ითხოვს. ტოშიკო ყო-
ველთვის მას უკვეთავს. ევროპული ტანსაცმელი მას შემდეგ არ
ჩამიცვამს, რაც ფორმა გავიხადე ქალთა კოლეჯში. მე ძველმო-
დური გემოვნება მაქვს, ჩემს სხეულს კი ტრადიციული იაპონური
სამოსი უხდება, ამიტომ ევროპულ კაზმულობას თავს ვარიდებ,
მაგრამ ტოშიკო ისე დაბეჯითებით მთხოვდა, რომ საბოლოოდ
მეც მომინდა საცდელად ერთი კაბის შეკერვა. ამაოა ქმრისგან
დამალვა, მაგრამ მაინც ისე მრცხვენოდა, რომ თერძი დღისით
მოვიწვიე, როდესაც ქმარი შინ არ იქნება. მატერიისა და შეკერი-
ლობის არჩევაში სრულად ტოშიკოსა და მკერავ ქალს ვენდე.
მხოლოდ ის ვთხოვე, რომ ქვედაბოლო ოდნავ გრძელი ყოფილი-
ყო, თუნდაც მუხლებს ქვემოთ, რადგან ფეხები მრუდე მაქვს.
– არცთუ ისეთი მრუდე გაქვთ, – თქვა მკერავმა. – ევროპე-
ლებშიც კი არ არის იშვიათობა ასეთი ღუნი.
მიჩვენა რა ქსოვილის რამდენიმე სახეობა, შემომთავაზა ფა-
სონი, რომელიც ჟურნალში „Modes et travaux“ იყო დაბეჭდილი
– ნაცრისფერი და მოწითალო-მოყავისფრო ტვიდის ნაერთი.
ორივე ისე ცდილობდა ჩემს დაყოლიებას, რომ დავეთანხმე. ეს
ცხრაათას იენაზე ნაკლები დაჯდება, მაგრამ მისთვის ფეხსაც-
მლის ყიდვა და აქსესუარების შერჩევა იქნება აუცილებელი...

მკითხველთა ლიგა 93
2 აპრილი

დღისით შინიდან გავედი, საღამოს დავბრუნდი.

3 აპრილი

დილის ათზე გავედი, ვიყიდე ფეხსაცმელი ფეხსაცმლის მაღა-


ზიაში „Т. Н.“ , კარავაჩის რაიონში რომ არის. დავბრუნდი საღა-
მოს.

4 აპრილი

გავედი დღისით. დავბრუნდი საღამოს.

5 აპრილი

გავედი დღისით. დავბრუნდი საღამოს.

მკითხველთა ლიგა 94
ქმრის დღიური

5 აპრილი

...უკანასკნელ დროს ცოლი მკვეთრად შეიცვალა. ის,


ჩვეულებრივ, დღისით გადის (თუმცა ერთხელ დილითაც გავი-
და), მარტო, და ოთხი-ხუთი საათის შემდეგ ბრუნდება, ვახშმის-
თვის. ვვახშმობთ ორნი. კონიაკზე უარს ამბობს. უმეტესწილად
ფხიზელია. ვეჭვობ, ეს იმას უკავშირდება, რომ კიმურას არდადე-
გები აქვს და ის თავისუფალია. წარმოდგენა არ მაქვს, სად და-
დის. დღეს, სამი იყო დაწყებული, მოულოდნელად ტოშიკო რომ
გამომეცხადა და მკითხა, სად იყო დედამისი.
– ამ დროს ის შინ არ არის ხოლმე. მეგონა, შენთან იყო, –
ვთქვი მე.
– აღარც დედა მოდის ჩემთან და აღარც კიმურა. სად შეიძლე-
ბა, რომ იყოს? – და თავი გააქნია. რთული არ არის იმის მიხვედ-
რა, რომ ტოშიკოც შეთქმულების მონაწილეა.

მკითხველთა ლიგა 95
და დაკმაყოფილება ცნობისმოყვარეობისა, რის შესახებ
ცხრამეტ მარტს ვწერდი:
„ერთხელ მაინც, ქმრის ჩარევის გარეშე, საკუთარი თვალით
ვიხილო შიშველი კიმურა, როგორსაც მე მას სიზმარში ვხედავ,
ვერ ვასხვავებ რა, სიზმარია ეს თუ ცხადი; ვფიქრობ, რომ შიშვე-
ლი ადამიანი – კიმურაა, თუმცა ქმარია; ვფიქრობ, რომ ქმარია,
მაგრამ აღმოჩნდება, რომ კიმურაა.“
აი, რა მდევნიდა მე უკანასკნელ ხანს. მე მსურდა, რადაც არ
უნდა დამჯდომოდა, არა სანახევროდ გონებადაკარგულ მდგო-
მარეობაში, არა ლამფის დამაბრმავებელი შუქის ქვეშ, არამედ
დღის ბუნებრივ სინათლეზე გავმძღარიყავი ამ კაცის ხილვით და
ეჭვი არ შემეტანა, რომ ეს არის ნამდვილი, სისხლსავსე კიმურა
და არა ჩემი ქმრის მიერ გამოწვეული მოჩვენება.
...სასიხარულო და, ერთგვარად უცნაურიც იყო იმის შეტყობა,
რომ ხორცშესხმული კიმურა სრულებით არ განსხვავდებოდა
იმისგან, რომელიც ახალი წლის შემდეგ ასე ხშირად მეწვეოდა
ხოლმე სიზმრად. მცირე ხნის წინ მე ვწერდი, რომ „ხელებს ვუ-
ჭერდი კიმურას ახალგაზრდულ კუნთებს, რომ სწორედ მისი
მკერდით ვიყავი მისრესილი“ , ვწერდი, რომ „კიმურას კანი უჩ-
ვეულოდ თეთრი მეჩვენებოდა, ისეთი არა, როგორიც იაპონე-
ლებს აქვთ“ , ახლა კი დანამდვილებით ვიცი, რომ ყველაფერი
ასეა. ახლა მე მართლაც ვუჭერდი ხელებს მის ახალგაზრდულ
კუნთებს, მკერდით ვეკვროდი მის მოქნილ მკერდს, ვეალერსე-
ბოდი მის ღია ფერის კანს... და მაინც უცნაურია, რომ ჩემი ხილ-
ვები დეტალურად დაემთხვა სინამდვილეს! არ შემიძლია ვირ-
წმუნო შემთხვევითობა იმისა, რომ სიზმრად ნანახი ადამიანის სა-
ხე სრულად შეესაბამება რეალურ კიმურას. იქნებ რაიმე შეთან-
ხმების მიხედვით, რომელიც წარსულ ცხოვრებაშია გაფორმებუ-
ლი, ის თავიდანვე არსებობდა ჩემს ფი

მკითხველთა ლიგა 96
ცოლის დღიური

6 აპრილი

...დღისით გავედი, დავბრუნდი საღამოს... უკანასკნელ დროს


ყოველდღე გავდივარ შინიდან. როდესაც გავდივარ, ქმარი,
ჩვეულებრივ, შინ არის. გამოუსვლელად ზის თავის კაბინეტში,
მაგიდაზე თავდახრილი... წინ გადაშლილი წიგნი უდევს და თავს
იკატუნებს, თითქოს თვალებით გვერდებზე დარბოდეს, მაგრამ
სინამდვილეში არა მგონია, რომ კითხულობდეს. დარწმუნებული
ვარ, მისი აზრები მხოლოდ ერთ რამეს დასტრიალებს – იცოდეს,
რას ვაკეთებ შინიდან გასვლასა და დაბრუნებას შორის შუალედ-
ში, სხვა არაფრის შესახებ არ ძალუძს ფიქრი. ეჭვი არ მაქვს, რომ
ჩემი არყოფნისას სასტუმრო ოთახში ჩამოდის, იღებს ჩემს დღი-
ურს კომოდიდან და კითხულობს. დარწმუნებული ვარ, გულგატე-
ხილია იმის გამო, რომ არაფერს ვწერ იმის შესახებ, რასაც შინი-
დან გასული ვაკეთებ. მე განზრახ არაფერს ვამბობ, გარდა სიტ-
ყვებისა:
– გავედი დღისით. დავბრუნდი საღამოს.
წასვლის წინ მორე სართულზე ავდივარ, ვაღებ გასაშლელ
კარს, მოკლედ ვამბობ:
– წავალ, გავივლი.
და მყისვე ქვევით ვეშვები, თითქოს გაქცევით ვშველოდე
თავს. ზოგჯერ კიბიდან ვუყვირი და იმავ წამს მივდივარ. ქმარი
არასოდეს ტრიალდება ჩემკენ. ოდნავ აქნევს თავს და რაღაცას
ბუტბუტებს, უფრო ხშირად კი არაფერს მპასუხობს. რასაკვირვე-
ლია, იმისათვის სულაც არ გავდივარ სახლიდან, რომ ქმარს ჩემი

მკითხველთა ლიგა 97
დღიურის წაკითხვის საშუალება მივცე. მე კიმურას ვხვდები ერთ
დათქმულ ადგილას. რატომ წავედი ამაზე? იმიტომ, რომ მსურდა
მასთან ალერსი, შიშველთან, მზის მკაფიო შუქზე, არა კონიაკით
გამოთაყვანებულს. რასაკვირველია, ჩვენ სეკიდენშიც ვახერხებ-
დით მარტო ყოფნას, როდესაც არც ქმარი და არც ტოშიკო გვიშ-
ლიდნენ ხელს, მაგრამ ყოველთვის, ყველაზე მნიშვნელოვან მო-
მენტში, როდესაც ჩვენი სხეულები ერთმანეთს ერწყმოდა, მე გა-
ლეშილი მთვრალი ვიყავი. პასუხი კითხვაზე, რომელიც მე დღი-
ურში ოცდაათ იანვარს დავსვი:
– და მაინც, რამდენად შეესაბამება რეალობას ის კიმურა, რო-
მელიც მე სიზმრად ვიხილე?
ქრებში, ან რაიმე საზარელი, ზებუნებრივი ძალითაა დაჯილ-
დოებული და შეუძლია საკუთარი ხატი გამომიცხადოს სიზმრად?
როგორც კი მე ნამდვილი, რეალური კიმურა შევიცანი, ის და ჩემი
ქმარი სრულად გაიყარნენ.
– ჩემი ქმარი და თქვენ – ერთი ხორცი ხართ, თქვენ – მასში
ხართ, თქვენ – ერთნი ხართ... – ამ სიტყვებს ვშლი დღიურიდან.
ჩემი ქმარი კიმურას მხოლოდ სიმაღლითა და სიგამხდრით მაგო-
ნებს, – ამას გარდა მათ საერთო არაფერი აქვთ. კიმურა მხო-
ლოდ ერთი შეხედვით ჩანს გამხდარი; როდესაც შიშველს უმზერ,
მას გასაოცრად მკვრივი მკერდი აქვს და მისგან ჯანმრთელობა
გამოსჭვივის, ჩემი ქმარი კი რაღაცნაირად ჩამღრძვალია, სახის
ცუდი ფერითა და დამჭკნარი კანით. კიმურას კანი – ვარდის-
ფრად ელვარებს და ბზინავს, ქმრის კანი კი მშრალი და უსიცოც-
ხლოა. მე გულს მირევს ეს მკრთალი, კალისებრი კრიალი. ადრე
ქმრისადმი სიყვარულსაც და სიძულვილსაც თანაბრად
ვგრძნობდი, მაგრამ ახლა სიძულვილმა გადაწონა. დღეში ასჯერ
მაინც ვაყვედრი საკუთარ თავს, რამ მაიძულა, ასეთ საშინელ
კაცს გავყოლოდი ცოლად, რომელიც სექსუალურად სრულიად

მკითხველთა ლიგა 98
არ შემეფერება, და რა ბედნიერება იქნებოდა ქმრად კიმურას ყო-
ლა!..
...მართალია, ასე ღრმად შევტოპე, მაგრამ უკანასკნელი
ზღურბლი არ გადამილახავს. არ ვიცი, დაიჯერებს თუ არა ჩემი
ქმარი ამ სიტყვებს. ასეა თუ ისე, ეს მართალია. თუმცაღა, „უკა-
ნასკნელი ზღურბლი“ , ყველაზე ვიწრო გაგებით, მართლაც უკა-
ნასკნელია. არ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ უკვე ყველაფერი ჩა-
ვიდინე, რისი ჩადენაც შეიძლებოდა ამ ზღურბლის გადალახვის
გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვარ რა აღზრდილი ძველი
რეჟიმის მშობლების მიერ, ცოლ-ქმრული მორალის საკითხებში
გამოუსწორებელ ფორმალისტად ვრჩები, სადღაც ღრმად ვარ
დარწმუნებული, რომ რაც არ უნდა მოხდეს ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით, სანამ ფიზიკურად არ შევასრულებ სქესობრივ
აქტს, როგორც ჩემი ქმარი იტყვის, „ორთოდოქსული საშუალე-
ბით“ , მე არაფერს ვარღვევ. მოკლედ, ყველაფრის უფლებას ვაძ-
ლევ თავს, თუ ამ დროს ცოლ-ქმრული ერთგულების ნორმები
ფორმალურად დაცულია. არ გავრისკავ იმის განმარტებას, კონ-
კრეტულად რა მაქვს მხედველობაში...

მკითხველთა ლიგა 99
ქმრის დღიური

8 აპრილი

...დღისით სასეირნოდ გავედი, სიძიოს მზიან მხარეს გავუყევი


დასავლეთით, უკვე გავცდი „ფუჯის“ მაღაზიას, რომ უეცრად
ცოლს შევეჩეხე. სწორედ ამ დროს გამოვიდა მაღაზიიდან, შებ-
რუნდა და ჩემგან ოცი ნაბიჯის დაშორებით განაგრძო გზა. საათს
დავხედე – ხუთის ნახევარი იყო. დროის მიხედვით თუ ვიმსჯე-
ლებთ, ალბათ შინისკენ მიდიოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პირ-
ველმა შემამჩნია და საწინააღმდეგო მხარეს გაუხვია, რათა ჩემ-
თან შეხვედრა აერიდებინა თავიდან. მე მას მოულოდნელად წა-
ვადექი თავზე, რადგან, ჩვეულებრივ, ჰიგაშიამას რაიონში ვსე-
ირნობ და იშვიათად, რომ ქალაქის ცენტრში შევეხეტო. მე ფეხს
ავუჩქარე და უკვე ორ ნაბიჯში მივყვებოდი. არ დამიძახია მის-
თვის, და არც ის შემობრუნებულა. ასე მივდიოდით, დისტანციის
შენარჩუნებით. რა ჰქონდა ნაყიდი? მაღაზიას შევხედე, რომლი-
დანაც გამოვიდა. თუ ვიტრინის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომელ-
ზეც ნეილონისა და მაქმანიანი ხელთათმანები, საყურეები და კუ-
ლონები იყო გამოფენილი, იქ ქალთა სხვადასხვაგვარი აქსე-
სუარები იყიდებოდა. ცოლს, რომელიც ევროპულ სამოსს არ
ატარებს, ასეთ მაღაზიაში არაფერი ესაქმება, მაგრამ როგორც კი
ეს ვიფიქრე, გაოგნებულმა შევამჩნიე, რომ ბიბილოზე მარგალი-
ტის საყურე ეკეთა. როდიდან აიღო ჩვევად საყურე ეტარებინა კი-
მონოსთან ერთად? იქნებ ეს-ესაა იყიდა და იქვე მოირგო? თუ ყო-
ველთვის იკეთებს, როცა მე ვერ ვხედავ? სხვათა შორის, მე ყუ-
რადღება მივაქციე, რომ გასული თვიდან იგი მოდურ, მოკლე,

მკითხველთა ლიგა 100


ე.წ. „საჩაიე“ მოსასხამს ატარებს. ახლაც ის ეცვა. საერთოდ ცო-
ლი ძველებურ კაზმულობას ანიჭებს უპირატესობას და არ მის-
დევს მოდას, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მოდური სამოსი უხდე-
ბა. განსაკუთრებით გამაოცა იმან, რომ მას საყურე ასე მოუხდა.
რიუნოსკე აკუტაგავა სადღაც წერს, რომ ჩინელი არისტოკრატი
ქალები ყურების გარე მხარის სითეთრით იყვნენ ცნობილნი. ცო-
ლის ყურები – მე მათ ზურგიდან ვუმზერდი – ასევე ქათქათებდა,
იმდენად, რომ გარემომცველი ჰაერი უფრო სუფთა და გამჭვირ-
ვალე გეგონებოდათ. მარგალიტი აძლიერებდა ეფექტს, მაგრამ
ვეჭვობ, რომ ცოლს თავად მოეფიქრებინა ეს. როგორც ყოველ-
თვის, ამ აზრის გაელვებისას ეჭვიანობისა და მადლიერების შე-
რეული განცდა მეწვია. სამწუხაროა, რომ მე, მისმა ქმარმა, ვერ
ამოვიცანი მასში ეს ეგზოტიკური ხიბლი და ამისათვის სხვა მამა-
კაცის ჩარევა გახდა საჭირო. ქმარი ხომ, როგორც წესი, ამჯობი-
ნებს ცოლი მისი ჩვეული სახით იხილოს და ვერ ამჩნევს მას, რაც
სხვას თვალში ხვდება... ცოლმა კარასუმას ქუჩა გადაჭრა, კვლავ
ჩემს წინ სიარულს განაგრძობდა. მარცხენა ხელით ჩანთასთან
ერთად წაგრძელებული ბრტყელი ყუთი ეჭირა, გახვეული მაღა-
ზიის ბრენდულ ქაღალდში, მე კი ვარაუდებში დავცურავდი, რა
შეიძლებოდა ყოფილიყო შიგ. როდესაც ნისიტოინის ტაძარს ჩა-
ვუარეთ, მე, ვაცნობე რა, რომ ვწვყვეტდი დევნას, ტრამვაის ლი-
ანდაგი გადავკვეთე და წინ წავედი ქუჩის მეორე მხარეს, ისე, რომ
მას დავენახე. შემდეგ ტრამვაიში ჩავჯექი, რომელიც აღმოსავ-
ლეთით მიდიოდა. ცოლი ჩემს შემდეგ დაახლოებით ერთ საათში
დაბრუნდა. მარგალიტის საყურე აღარ ეკეთა. ალბათ ჩანთაში
ჩადო. ხელში შეკვრა ეჭირა, მაგრამ ჩემი თანდასწრებით არ გა-
უხსნია...

მკითხველთა ლიგა 101


ცოლის დღიური

10 აპრილი

...ამბობს რამეს ქმარი დღიურში საკუთარი დამაფიქრებელი


მდგომარეობის შესახებ? რამდენადაა ის შეშფოთებული თავისი
ფსიქიური და ფიზიკური ჯანმრთელობით? რადგან მის დღიურს
არ ვკითხულობ, ჩემთვის ეს უცნობია, მაგრამ ერთი-ორი თვეა
უკვე, ვაკვირდები ცვლილებებს უარესობისკენ. სახის ფერი ჯან-
მრთელი არასოდეს ჰქონდა, მაგრამ ბოლო ხანს რაღაც მთლად
მიწისფერი გაუხდა, ავადმყოფური ელფერით. კიბეზე ასვლა-
ჩასვლის დროს ხშირად ბორძიკობს. უწინ კარგი მეხსიერებით
გამოირჩეოდა, ახლა კი გულმავიწყი გახდა. ტელეფონით საუბ-
რისას გამუდმებით იბნევა, რადგან მისთვის ნაცნობი სახელის
გახსენებას ვერ ახერხებს. ოთახში გადაადგილებისას უეცრად
ჩერდება და კედელს ავლებს ხელს. საქმიან წერილებს ის,
ჩვეულებრივ, ფუნჯით წერს სპეციალურ საფოსტო ქაღალდზე,
თუმცა იეროგლიფები მაინც უშნო გამოსდის (არადა ცნობილია,
რომ ასაკთან ერთად კალიგრაფია უფრო დახვეწილი ხდება).
შეცდომები და გაშვებები თვალშისაცემია. მე მხოლოდ კონვერ-
ტზე გაკეთებულ წარწერებს ვხედავ, მაგრამ მას აქაც ეშლება თა-
რიღები და მისამართები. მაგრამ ეს შეცდომებიც რაღაც უც-
ნაურია: მარტის ნაცვლად ნოემბერს წერს, უკანა მისამართში კი
მთლად რაღაც სისულელეს. ძალიან გამაკვირვა იმან, რომ ბი-
ძისთვის მიწერილ წერილში მისი სახელი შეეშალა. ერთ შემ-
თხვევაში „აპრილის“ ნაცვლად „ივნისი“ დაწერა, წაშალა „ივნი-
სი“ და აკურატულად ჩაწერა „აგვისტო“ . თარიღებისა და მისა-

მკითხველთა ლიგა 102


მართების შეცდომებს წერილის გაგზავნამდე მე უჩუმრად ვასწო-
რებ, მაგრამ როდესაც ბიძის არასწორად დაწერილი სახელი ვნა-
ხე, აღარ ვიცოდი რა მექნა, თავი ვერ შევიკავე და შეცდომაზე მი-
ვუთითე. ის გაშრა, მაგრამ ცდილობდა რა სიმშვიდის შენარჩუნე-
ბას, ჩაიბურდღუნა: „ჰო, ჰო, შენ ალბათ მართალი ხარ“ , მაშინვე
არ გაასწორა და წერილი მაგიდაზე დატოვა. ჯანდაბას კონვერტე-
ბი, მათ მე ყურადღებით ვამოწმებ, მაგრამ წარმომიდგენია, რა
ხდება წერილებში. ალბათ მისმა ნაცნობ-მეგობრებმა უკვე შეიტ-
ყეს, რომ ქმარს თავში პრობლემები აქვს. ნაცნობებში არავინ
მყავს ისეთი, ვინც რჩევას მომცემდა, ამიტომ ამას წინათ ექიმ კო-
დამას ვთხოვე ქმრის გამოკვლევა, რაზეც მან მიპასუხა, რომ თა-
ვადაც აპირებდა ამ საკითხზე ჩემთან დალაპარაკებას. მისი სიტ-
ყვებით, საკუთარი ჯანმრთელობით შეშფოთებული ჩემი ქმარი
პროფესორ სომას ეწვია, მაგრამ იმდენად დაფრთხა იქ გაგონი-
ლისგან, რომ ახლა სომას კაბინეტს გვერდს უვლის და რჩევის-
თვის მას, კოდამას მიმართავს. ის ამბობს, რომ, რადგან ამ სფე-
როს სპეციალისტს არ წარმოადგენს, დანამდვილებით რაიმეს
მტკიცება არ შეუძლია.
– მაგრამ, – თქვა მან. – მე მისმა მაღალმა წნევამ განმაცვიფ-
რა“ .
– როგორია ეს წნევა? – ვკითხე მე.
– იქნებ არც უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ როდესაც გავუზომე,
ისარმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. შემეშინდა, რომ აპარატი
გაფუჭდებოდა და სასწრაფოდ გამოვრთე, ასე რომ, ვერც კი გეტ-
ყვით, რამდენი იყო სინამდვილეში...
– ქმარმა იცის? – ვკითხე მე. „პროფესორმა სომამ არაერ-
თხელ გააფრთხილა, მაგრამ ის არ ისმენს, ამიტომ მე პირდაპირ
განვუცხადე, რომ მისი ჯანმრთელობა საფრთხეშია.

მკითხველთა ლიგა 103


(ყველაფრის შესახებ ღიად ვწერ, რადგან თუ მან ყველაფერი
იცის ექიმ კოდამასგან, საშიში არ არის, თუ ამ ჩანაწერს იხი-
ლავს). პასუხისმგებლობას ვერ ავირიდებ იმის გამო, რომ ჩემი
ქმარი ასეთ მდგომარეობამდე მივიდა. ზომაზე მეტად რომ არ მო-
მეთხოვა, არა მგონია, ასე ჩაფლულიყო ავხორცობაში. (კოდა-
მასთან საუბრისას სირცხვილისგან ვწითლდებოდი, მაგრამ, სა-
ბედნიეროდ, ექიმმა არაფერი იცის ჩვენი ინტიმური ცხოვრების
ჭეშმარიტი ხასიათის შესახებ. ის დარწმუნებულია, რომ მე აბსო-
ლუტურად პასიური ვარ, ინიციატივა კი მთლიანად ქმრის მხარე-
საა, და არც არაფერი მოხდებოდა, მას რომ ჯანმრთელობისთვის
მიეხედა). ქმრის თვალსაზრისით ალბათ ყველაფერი იმიტომ
მოხდა, რომ ის ყოველნაირად ცდილობდა ჩემთვის სიამოვნება
მოენიჭებინა. არ ვიკამათებ, მაგრამ მეც ყველაფერს ვაკეთებ,
რათა ერთგულად ვემსახურო მას, და ისეთს ვიტან მისი გულის-
თვის, რაც თითქმის გაუსაძლისია. როგორც ტოშიკო იტყვის,
„დედა – პატიოსნების სანიმუშო მაგალითია“ , და გარკვეულწი-
ლად ის მართალიცაა... არ დავაზუსტებ, რომელი ჩვენგანია მარ-
თალი და რომელი – მტყუანი, ვიტყვი მხოლოდ, რომ ამიერიდან
პასუხისმგებლობა ორივეს გვეკისრება. ჩვენ ერთიმეორის პრო-
ვოცირებას ვახდენდით, ვაცდუნებდით, ვიბრძოდით, ვიყავით რა
გადაულახავი ძალით შეპყრობილნი და აი, სადამდე მივედით შე-
უმჩნევლად...
არ ვიცი, ღირს თუ არა ამის წერა. არ ვიცი, რა მოხდება, თუ
ქმარი წაიკითხავს, მაგრამ მაინც უნდა ვაღიარო, რომ ის ერთა-
დერთი არაა, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები
აქვს, თავადაც ვერ ვგრძნობ თავს კარგად. სისუსტე იანვრის ბო-
ლოს დამეწყო. ჯერ კიდევ ადრე, როცა ტოშიკო ათი წლის იყო, მე
რამდენჯერმე სისხლი ამოვანთხიე, ექიმმა ფილტვების მეორე ხა-
რისხის ტუბერკულოზის დიაგნოზი დასვა და მარწმუნებდა, სე-

მკითხველთა ლიგა 104


რიოზულად მოვკიდებოდი ამას, მაგრამ, საფრთხის მიუხედავად,
რაღაცნაირად თავისთავად განვიკურნე და ამიტომ დიდად არც
ახლა შევშფოთებულვარ... იმ დროსაც უგულვებელვყავი ექიმთა
რჩევები და საკუთარი თავი არაფერში შემიზღუდავს. ის კი არა,
რომ სიკვდილის არ მეშინოდა, მაგრამ ჩემი ავხორცი სისხლი
ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, რათა მსგავსი რამის
შესახებ დავფიქრებულიყავი. მე თვალი მოვუხუჭე სიკვდილის
საფრთხეს და სრულად ხორციელი ვნების წადილებს ავყევი. ქმა-
რი განცვიფრებული იყო ჩემი უშიშრობითა და წინდაუხედაობით,
მაგრამ, შეშფოთების მიუხედავად, ვერ გაძლო. იღბალი რომ
არა, ალბათ მაშინვე მოვკვდებოდი, მაგრამ რაღაც მიზეზით, ვი-
ყავი რა თავფეხიანად ჩაფლული ავხორცობაში, სრულად განვი-
კურნე... ამჯერადაც, იანვრის ბოლოს, რაღაც უცნაური წინათ-
გრძნობა გამიჩნდა, დროდადრო მწვავე ტკივილს ვგრძნობდი
მკერდში და შეუძლოდ ვიყავი და ერთხელაც, თებერვალში, ზუს-
ტად ისე, როგორც მაშინ, ხველას სისხლის ალისფერი ქაფი
ამოყვა. ეს რამდენჯერმე განმეორდა, თუმცა სისხლი ბევრი არ
იყო. ახლა თითქოს გამიარა, მაგრამ ეს შესაძლოა ნებისმიერ
წუთს განმეორდეს. სხეული მოდუნებულია, სახე და ხელისგულე-
ბი მეწვის, ალბათ სიცხე მაქვს, მაგრამ ტემპერატურის გაზომვას
არც ვფიქრობ. (თუმცა ერთხელ მაინც გავიზომე, 37.60 იყო და
შემდეგ აღარ გამიზომია). გადავწყვიტე ექიმისთვის არ მიმემარ-
თა. ღამით გამუდმებით ვოფლიანობ. იმედი მაქვს, ყველაფერი
ისევე ჩაივლის, როგორც წინა ღამეს, მაგრამ მაინც არ შეიძლება
საფრთხის შეუფასებლობა. საბედნიეროდ ჯანმრთელი კუჭი
მაქვს, ასე თქვა მაშინ ექიმმა. ის ხშირად იმეორებდა:
– ტუბერკულოზით დაავადებულები, როგორც წესი, ხდებიან,
თქვენ კი შესანიშნავი მადა გაქვთ!

მკითხველთა ლიგა 105


და მაინც, ასეთი ტკივილი მკერდის არეში და საშინელი დაღ-
ლილობა საღამოს! (დაღლილობასთან საბრძოლველად მეტად
ვუახლოვდები კიმურას, მის გარეშე დღისით მოვარდნილ აპათი-
ასთან გამკლავებას ვერ შევძლებდი). წინაზე ასეთი ტკივილი არ
იყო. არც ასეთი დაღლილობა იყო. რა იქნება, თუ მდგომარეობა
გაუარესდება და აღარაფერი მიშველის? არა, ვგრძნობ, რომ
ამასთან ხუმრობა არ შეიძლება. თანაც მე გაცილებით არაჯანსაღ
ცხოვრებას ვეწევი, ვიდრე უწინ. ამბობენ, რომ ამ დაავადების
დროს ყველაზე დიდი ზიანი ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებას მოყ-
ვება, მე კი წელს იმდენი კონიაკი დავლიე, უცნაური იქნებოდა,
ჩემი მდგომარეობა არ გაუარესებულიყო. შესაძლებელია გონე-
ბის წასვლამდეც იმიტომ ვთვრებოდი, რომ სასოწარკვეთილების
ჩახშობა მსურდა, რომ ჩემი სიცოცხლე მაინც დასასრულის პირას
იყო.

მკითხველთა ლიგა 106


ქმრის დღიური

13 აპრილი

...მე ვივარაუდე, რომ, გუშინდელი დღიდან დაწყებული, ცო-


ლი სხვა დროს გავიდოდა შინიდან და არც შევმცდარვარ. კიმუ-
რას მეცადინეობები დაეწყო სკოლაში და დღის პაემნები შეუძ-
ლებელი შეიქნა. საკმარისი იყო გამეფიქრა, რომ ახლა, როდე-
საც დღისით შინიდან გასვლა აღარსად სჭირდება, მცირე ხანს მა-
ინც დამშვიდდება და შინ გაჩერდება-მეთქი, უეცრად გუშინ საღა-
მოს, დაახლოებით ხუთი საათისთვის ტოშიკო მოვიდა. თითქოს
შეთანხმებული იყვნენო, ცოლი იმავ წამს წამოხტა და მზადებას
შეუდგა. მე კაბინეტში ვიყავი, მაგრამ ყველაფერს მივხვდი. ცო-
ლი კიბეზე ამოვიდა და ტიხარს იქიდან შემომძახა:
– მე მივდივარ. მალე დავბრუნდები.
მეც, ჩვეულებისამებრ, ვუპასუხე:
– კარგი.
– ტოშიკო მოვიდა, მასთან ერთად ივახშმე, – თქვა ცოლმა,
სანამ ჯერ კიდევ კიბეზე იდგა.
– შენ რას იზამ? – ვკითხე გაღიზიანებით.
– დაბრუნებისას ვივახშმებ. თუ გინდა, დამელოდე, – თქვა
მან.
– უშენოდ ვივახშმებ, – ვთქვი მე. – შეგიძლია არ იჩქარო და
სადმე წაიხემსო.
უეცრად მომინდა მეხილა, როგორ იყო მოკაზმული,
მოულოდნელად გამოვედი დერეფანში და კიბისკენ გავიხედე. ის
უკვე ქვევით ჩასულიყო, მაგრამ მარგალიტის საყურე მაინც შევ-

მკითხველთა ლიგა 107


ნიშნე. (ის არაფრით ელოდა, რომ დერეფანში გამოვიდოდი).
მარცხენა ხელზე თეთრი, მაქმანიანი თათმანი ჩაეცვა და ახლა
მარჯვენაზე ირგებდა. სავარაუდოა, რომ სწორედ ეს ხელთათმა-
ნები იდო შეკვრაში, რომელიც ამას წინათ მოჰქონდა. თავზე წამ-
დგარი ოდნავ შეცბა.
– დედა, ძალიან გიხდება... – თქვა ტოშიკომ...
შვიდის ნახევარზე ბაიამ, შინამოსამსახურემ, გვაცნობა, რომ
ვახშამი მზად იყო. სასადილო ოთახში ჩავედი, სადაც უკვე მელო-
და ტოშიკო.
– კიდევ აქ ხარ? მარტოც ვივახშმებდი, – ვთქვი მე, რაზეც მან
მიპასუხა:
– დედამ მთხოვა, რომ ხანდახან მაინც ვიყო შენთან.
მივხვდი, რომ რაღაცის თქმა სურდა. ერთად იშვიათად ვვახ-
შმობთ. იმასაც მივეჩვიე, რომ ვახშმის დროს ცოლი შინ არის.
უკანასკნელ დროს ის ხშირად გადის, მაგრამ ცდილობს, რომ
ვახშმისთვის დაბრუნდეს. ის შინ ან ვახშმამდე არ არის, ან ვახ-
შმის შემდეგ. ალბათ ამიტომაცაა, რომ ასე მწვავედ განვიცადე
მარტოობა, თითქოს ვაკუუმი წარმოშობილიყოს. უწინ მსგავსი
არაფერი განმიცდია. ტოშიკოს იქ ყოფნა, პირიქით, მხოლოდ აღ-
რმავებდა მარტოობის განცდას, ასე რომ, გულწრფელად თუ ვიტ-
ყვი, ის მე მაღიზიანებდა, მაგრამ, რამდენადაც მე მესმის, სწო-
რედ ეს ჰქონდა მას განზრახული.
– მამა, იცი დედა სად არის? – წამოიწყო მან, როგორც კი მა-
გიდას შემოვუსხედით.
– წარმოდგენა არ მაქვს და დიდად არც მაინტერესებს, –
ვთქვი მე.
– ოსაკაში, – წამოიძახა მან და ჩემს რეაქციას დააკვირდა.
– ოსაკაში? – კინაღამ ვიყვირე, მაგრამ თავი შევიკავე და
გულგრილი სახით ვიკითხე: – ნუთუ?

მკითხველთა ლიგა 108


– სანძიოს ქუჩიდან კიოტო-ოსაკას ექსპრესით ორმოცი წუთია
კოკეის სადგურამდე, სახლი ხუთი წუთის სავალზეა... გსურს დე-
ტალები? – მკითხა ტოშიკომ, მაგრამ მე ჩუმად ვიყავი, ხოლო
მივხვდი რა, რომ გაგრძელებას აპირებდა, შევაწყვეტინე:
– შეგიძლია არ მომიყვე. შენ კი საიდან იცი?
– მე მოვუძებნე შესაფერისი ადგილი. კიმურა ჩიოდა, რომ
კიოტოში ყველაფერი გამოფენასავითაა და ხომ არ შეიძლებოდა
რაიმეს პოვნა ქალაქიდან არცთუ ისე შორს. მე ერთი ჩემი აზრზე
მოსული დაქალისგან გავიგე, ვინც ასეთ საქმეებში ერკვევა...–
აქ ტოშიკომ მკითხა: – მამა, ცოტას ხომ არ დალევ? – და „კურ-
ვუაზიე“ დამისხა.
უკანასკნელ დროს სმას მოვეშვი, მაგრამ ტოშიკომ თავად
დადგა ბოთლი მაგიდაზე. უხერხულობის დასაფარავად ყლუპი
მოვსვი.
– შესაძლოა სხვის საქმეში ვყოფ ცხვირს, მაგრამ შენ რას ფიქ-
რობ ყოველივე ამაზე? – იკითხა ტოშიკომ.
– მე რა ვფიქრობ? რის შესახებ?
– თუ დედა გეტყვის, რომ არ გღალატობს, შენ წინანდებურად
დაუჯერებ მას?
– გესაუბრა დედა ამ თემაზე?
– დედას არ უსაუბრია, მაგრამ კიმურასგან გავიგე. მან მით-
ხრა: „დედათქვენი კვლავ ინარჩუნებს ცოლ-ქმრულ ერთგულე-
ბას“. მაგრამ ასეთი ჩმახით მე ვერ გამაცურებ.
ტოშიკომ ისევ შემივსო სირჩა და მე სულმოუთქმელად დავცა-
ლე. დათრობა მომინდა.
– შენი ნებაა, დაიჯერებ თუ არა.
– და შენ, მამა?

მკითხველთა ლიგა 109


– მე მჯერა იკუკოსი, ვინც რა უნდა თქვას. კიმურასაც რომ ეთ-
ქვა, იკუკოსთან მეძინაო, მასაც არ დავუჯერებდი. იკუკო ის ქალი
არ არის, ვინც მე მომატყუებს.
– ჰა! – გაიღიმა ტოშიკომ. – თუკი მას, როგორც შენ ამბობ,
არც უძინია, დასაკმაყოფილებლად სხვა უამრავი ბინძური სა-
შუალება არსებობს...
– ხმა გაკმინდე! – ვიყვირე მე. – არ მსურს შენი თავხედობის
მოსმენა! არის რაღაცები, რისი მშობლების შესახებ თქმა არ შე-
იძლება. როდესაც ასეთის უფლებას აძლევ საკუთარ თავს, არაფ-
რით ხარ უკეთესი იმ შენს „აზრზე მოსულ“ კახპა დაქალზე. ბინძუ-
რო გოგონავ! შენ აქ არაფერი გესაქმება, წაეთრიე!
– წავალ კიდეც! – ბრინჯიანი თასი მოისროლა და წავიდა...
ტოშიკოს ცრუ გამონაგონთა მოსმენის შემდეგ დიდხანს ვერ
დავმშვიდდი. როდესაც მან დაიძახა: „ოსაკაში“ , გულზიდვა ვიგ-
რძენი და ამ გრძნობას აღარ დავუტოვებივარ. იმაში არ არის საქ-
მე, რომ ასეთ რამეს ვერ ვიეჭვებდი. ვცდილობდი ეჭვები განმე-
შორებინა, მაგრამ ახლა, როდესაც ყველაფერი გარკვევით მით-
ხრეს, გაოგნებული ვიყავი. პირველად გავიგე ადგილმდება-
რეობა – ოსაკა. რა სახლი? ჩვეულებრივი „წესიერი“ სასტუმრო?
თუ ცალკე კაბინეტი საეჭვო რეპუტაციის „საჩაიე სახლში“ ? ან იქ-
ნებ კიდევ უფრო დაბალი სინჯისა, ვთქვათ, გოგირდის აბანო?
განყენებას ვერ ვახერხებდი – გამუდმებულად სასტუმროს წარ-
მოდგენას ვცდილობდი, ნომრის დიზაინისა, შეყვარებულთა ერ-
თმანეთს გადახლართული სხეულების...
„აზრზე მოსული დაქალისგან გავიგე“.
იმავ წამს ვიწრო ოთახი წარმომიდგა, როგორც რომელიღაც
უვარგის ბინაში, ვფიქრობდი, რომ ისინი არა ჭილოფზე, არამედ
ლოგინში იწვნენ. უცნაურია, მაგრამ მე ვამჯობინებდი რომ ამ

მკითხველთა ლიგა 110


საქმით ისინი საწოლზე დაკავებულიყვნენ და არა ჭილოფზე და-
გებულ ლოგინში.
„დასაკმაყოფილებლად სხვა უამრავი ბინძური საშუალება
არსებობს...“
თავში ათასგვარი პოზა მიძვრებოდა, ხელებისა და ფეხების
გადახლართვა... ეჭვები მტანჯავდა. რატომ გასცა ტოშიკომ უეც-
რად მათი შეხვედრების ადგილი? იქნებ არა საკუთარი ნებით,
არამედ დედის ჩაგონებით მოქმედებდა? არ ვიცი, წერს თუ არა
ამის შესახებ იკუკო თავის დღიურში, მაგრამ რომც დაეწერა, შე-
საძლოა შეშფოთებულიყო, რომ მე არ წავიკითხე (ან მოვაჩვენე
თავი, რომ არ წამიკითხავს), და ტოშიკო მომიგზავნა, რომ გინდა,
არ გინდა, მომხდარი ფაქტი მეღიარებინა იძულებით? და კიდევ,
ყველაზე მთავარი და ასევე ყველაზე მტანჯველი: ხომ არ დანებ-
და იკუკო ამჯერად კიმურას სრულად და ტოშიკოს სახელით ჩემს
თანხმობას თხოულობს?
– ასეთი ჩმახით მე ვერ გამაცურებ, – თქვა მან. თავად იკუკომ
ხომ არ უკარნახა მას ეს სიტყვები? ახლა მგონია, რომ შეცდომა
დავუშვი, როდესაც დღიურში დავწერე:
„იგი აღჭურვილია „აპარატით“, რომლისაც ნებისმიერ ქალს
შეშურდებოდა“.
უმჯობესი იყო, ეს არ დამეწერა! რამდენ ხანს შეძლებდა წინა-
აღმდეგობა გაეწია ცდუნებისთვის, რომ ეს „აპარატი“ სხვა კაც-
თან გამოეცადა? უწინ ცოლის ერთგულებაში კიდევ იმიტომ არ
მეპარებოდა ეჭვი, რომ არასოდეს უთქვამს უარი სიახლოვეზე.
მაშინაც კი, როდესაც მასთან შეხვედრებიდან ბრუნდებოდა, მას
ღამით ერთხელაც არ უარუყვია ჩემი შეტევები, მეტიც, თავადაც
კი მაწუხებდა. ვფიქრობდი, ეს ამტკიცებდა, რომ უკიდურესობამ-
დე არ მისულან, თუმცა... არ ვიცი, სხვა ქალებთან როგორ ხდება,
მაგრამ ჩემი ცოლი ისეთი ბუნებისაა, რომ თუ ამ საქმით დღისით

მკითხველთა ლიგა 111


იყო დაკავებული და ღამითაც განაგრძო, და ასე ყოველდღე, მის-
თვის საკმარისი არ იქნება. საყვარელთან შეხვედრის შემდეგ
იგივეს გაკეთება საძულველ ქმართან – გაუსაძლისი სატანჯვე-
ლია, მაგრამ ის გამონაკლისია. თუნდაც მე მისთვის გულისამრე-
ვი ვიყო, მის ხორცს არ ძალუძს ჩემთვის უარის თქმა. როგორც
არ უნდა ეცადოს ჩემს უარყოფას, ჟინი გაიმარჯვებს და ის მას კი-
დევ უფრო მეტი თავდავიწყებით დაემორჩილება. მე დამავიწყდა,
რომ სწორედ ეს აქცევს მეძავს – მეძავად...
გუშინ საღამოს ცოლი ცხრაზე მოვიდა. თერთმეტზე, როცა
ლოგინში დაწოლას ვაპირებდი, ის უკვე იწვა. ვერ გავძეხი მისით,
ის კიდევ უფრო ვნებიანად გამოიყურებოდა, ვიდრე მე ვიმედოვ-
ნებდი. მან საბოლოოდ მაქცია საკუთარი სურვილების პასიურ
შემსრულებლად. მისი სინაზე, ალერსი, ოინები – შეუდარებელი
იყო. ოჰ, როგორი გიჟმაჟი, დამათრობლად გაბედული იყო მისი
დახვეწილი ტექნიკა, რომლითაც თანდათანობით მივყავდი სიშ-
მაგისკენ, – ყველაფერი ამკტიცებდა, რომ ის სრულად სიყვარუ-
ლის ტყვეობაში მოექცა...

15 აპრილი

...თავადაც ვხედავ, რომ ჩემი თავის ტვინის მდგომარეობა


დღითიდღე უარესდება. იანვრიდან მოყოლებული მე თავდავიწ-
ყებით ვემსახურებოდი ერთადერთ მიზანს – სიამოვნება მიმენი-
ჭებინა ცოლისთვის, და რაღაც მომენტში ყველაფრისადმი დავ-
კარგე ინტერესი, გარდა ხორციელი სურვილებისა. ჩემი გონებ-
რივი შესაძლებლობები მკვეთრად დასუსტდა, ერთ საკითხზე
ხუთ წუთზე მეტხანს კონცენტრირებას ვერ ვახდენ. თავი გამოტე-
ნილი მაქვს უსასრულო ფანტაზიებით ჩვენი სასიყვარულო თამა-

მკითხველთა ლიგა 112


შების თემაზე. უწინ ვერაფერი მომწყვეტდა წიგნებს, ახლა კი
მთელი დღე ისე გავა, რომ არაფერს ვკითხულობ. მრავალი წლის
განმავლობაში შეძენილი ჩვევის შესაბამისად მე კვლავ ვზივარ
მაგიდასთან და წიგნს ვარ ჩაშტერებული. მაგრამ არ ვკითხუ-
ლობ. პირველ რიგში, კითხვა იმიტომ მიმძიმს, რომ თვალები
მიჭრელდება. ნიშნები ორად მეჩვენება, რის გამო ყოველი სტრი-
ქონის ხელახლა წაკითხვა მიწევს. მე ვიქეცი ცხოველად, რომე-
ლიც ღამით ცოცხლდება და მხოლოდ მდედრთან შეჯვარების
უნარი შესწევს. დღისით კაბინეტში მოწყენილობა და სიძაბუნე
მიპყრობს, მასთან ერთად კი ენით გამოუთქმელი სევდა. როდე-
საც სასეირნოდ გავდივარ, სევდა ოდნავ მიქარვდება, მაგრამ სე-
ირნობა დღითიდღე სულ უფრო მიჭირს. ძლიერი თაბრუსხვევის
გამო ხშირად ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვახერხებ. ქუჩაზე დაცე-
მის მუდმივი რისკის ქვეშ ვიმყოფები. თუ მაინც გავდივარ შინი-
დან, ვცდილობ შორს არ წავიდე, ვკოჭლობ, ჯოხს ვეყრდნობი,
ვირჩევ ნაკლებ ხალხმრავალ ადგილებს – ჰიაკუმამბენს, კურო-
ტანის, ეიკანდოს ტაძრის მახლობლად, და უბრალოდ ვკლავ
დროს, ვისვენებ რა სკამზე (ფეხები ისე დამისუსტდა, რომ მალე
მეღლება)...
...დღეს, სეირნობიდან დაბრუნების შემდეგ, სასტუმრო ოთახ-
ში ცოლსა და მკერავ კავაის გადავეყარე. მინდოდა შესვლა და
მათთან ერთად ჩაის დალევა, მაგრამ ცოლმა არ შემიშვა:
– შენთვის არ შეიძლება შემოსვლა. კაბინეტში წადი!
შევიხედე და დავინახე, რომ ცოლი ევროპული ფასონის კაბას
იზომებდა. მან გამომაგდო, ამიტომ კაბინეტისკენ წავფორხიალ-
დი. კიბიდან ცოლის ხმა მომესმა:
– წავალ, გავისეირნებ.
როგორც ჩანს, მკერავთან ერთად გავიდა. ფანჯრიდან გავიხე-
დე და დავინახე, როგორ მისეირნობდნენ. პირველად ვხედავდი

მკითხველთა ლიგა 113


მას ევროპულ სამოსში. ის დიდი ხანია ამისათვის ემზადებოდა,
იკეთებდა რა საყურეს და ხელთათმანს იცვამდა კიმონოსთან.
მაგრამ, გულახდილად რომ ვთქვა, ევროპული კაბა არ უხდება.
თითქოს ცოლს, რომელსაც საოცარი სხეული აქვს, კაბა გაცილე-
ბით მეტად უნდა უხდებოდეს, ვიდრე დაბალი ტანის კავაის, მაგ-
რამ შთაბეჭდილება საპირისპიროა. საქმე იმაშია, რომ მკერავმა
უკვე აუღო ალღო და იცის, როგორ წარმოადგინოს საკუთარი
თავი. ცოლზე კი კაბა ისევე შეუსაბამოდ ჩანს, როგორც მაქმა-
ნიანი ხელთათმანი და საყურე კიმონოსთან. ისინი თავისთავად
ეგზოტიკურად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა, ევროპულ კაბას-
თან შეხამებული, თითქოს სრულიად უადგილოა. ყველაფერი
შეუთავსებელია – სამოსი, ტანი და აქსესუარები. ახლა მოდაშია
კიმონოს ტარება, როგორც ევროპული კაბისა, ცოლი კი, პირი-
ქით, კაბას ატარებს კიმონოსავით. ევროპული კაბის ქვეშ ილან-
დება სხეული, რომელიც კიმონოსთვის არის შექმნილი. მხრები
მეტისმეტად დახრილია, მაგრამ პირველ რიგში თვალს მრუდე
ფეხები ხვდება. მას თხელი და ნატიფი ფეხები აქვს, მაგრამ ხაზი
მუხლიდან კოჭამდე მრუდეა, ხოლო ის ადგილი, სადაც წვივი
კოჭში გადადის, ფეხსაცმელში გასიებული გეგონებათ. ამასთა-
ნავე, ტანადობა, ხელების დაჭერის მანერა, ნაბიჯი, კისრის ბრუ-
ნი, მხრებისა და მკერდის მოძრაობა – ყველაფერი მეტისმეტად
ჰაეროვანია, სწორედ კიმონოს შესაფერისი. მაგრამ ამ მერყევ,
მორჩილ სხეულში, უშნოდ მრუდე ფეხებშიც კი მე რაღაც უცნაურ
ხიბლს ვჭვრეტ. ესაა ხიბლი, რომელიც დაფარული იყო, სანამ ის
კიმონოს ატარებდა. ვუყურებდი რა ზურგის მხრიდან მიმავალ
ცოლს, მისი გაზნექილი წვივების სილამაზით ვტკბებოდი, რაც
მოკლე ქვედაბოლოთი იყო ხაზგასმული, და იმის შესახებ ვფიქ-
რობდი, რა გველოდა ამაღამ...

მკითხველთა ლიგა 114


ცოლის დღიური

16 აპრილი

...დილით ბაზარზე წავედი. ბოლო დროს ისე გავზარმაცდი,


რომ პროდუქტებზე აღარც დავდივარ, ყველაფერს შინამოსამსა-
ხურეს ვავალებ, მაგრამ ერთგვარად დამნაშავედ ვთვლი ჩემს
თავს ქმრის წინაშე იმის გამო, რომ საკუთარ ვალდებულებებს
უგულვებელვყოფ (თუმცა, მე უფრო მნიშვნელოვანი ვალდებუ-
ლებაც მაკისრია, ვიდრე პროდუქტების შეძენაა. იმდენად ვარ
დამძიმებული ქმრის ალერსის ქანცგამწყვეტი შრომით, რომ
დრო აღარაფრისთვის მრჩება). ბოსტნეულის ფარდულში ბამბუ-
კის ღივი, ლობიო და პარკი ბარდა ვიყიდე. ბამბუკის ღივის ყიდ-
ვისას გამახსენდა, რომ გამომრჩა ალუბლის ყვავილობის პე-
რიოდი. მგონი შარშან იყო, მე და ტოშიკომ რომ გავისეირნეთ
„ვერცხლისფერი პავილიონის“ არხიდან ჰონენინის ტაძრამდე
და ალუბლის ფერით ვტკბებოდით. ახლა ყვავილობა დასრულე-
ბული იქნება. რა დაუდეგარი აღმოჩნდა ეს გაზაფხული! უკან მო-
ხედვა ვერ მოვასწარი, ისე გაირბინა სამმა თვემ. შინ თერთმეტზე
დავბრუნდი და კაბინეტში ყვავილები დავდგი, დღეს მიმოზა
ავირჩიე, რომელიც ქალბატონმა ოკადამ საკუთარი ბაღიდან გა-
მოგვიგზავნა. ქმარი იმ წუთს შემოვიდა კაბინეტში, როდესაც მე
ყვავილებს ვდგამდი, ეტყობა, ახალი გაღვიძებული იყო. უწინ
გამთენიისას დგებოდა, ახლა კი კარგა ხანს წევს ლოგინში.
– გაიღვიძე? – ვკითხე მე.
– დღეს შაბათია? – მკითხა მან თავის მხრივ და დაამატა: –
ხვალ დილიდან წახვალ?

მკითხველთა ლიგა 115


მძინარე ხმა ჰქონდა, თითქოს არც იყო ბოლომდე გამოფხიზ-
ლებული (მაგრამ ძილი აქ არაფერ შუაშია, აშკარად რაღაცით
არის შეშფოთებული). არც ჰო მითქვამს და არც არა, რაღაც
გაუგებარი ჩავილუღლუღე და გავედი...
ორ საათზე შემოსასვლელში თავის დაკვრით შემოვიდა უცხო
მამაკაცი. თქვა, რომ მანუალური თერაპევტია იშიძუკას კლინი-
კიდან. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ვინმემ მოიწვია ჩვენი სახ-
ლიდან, მაგრამ ამ დროს ბაია გამოვიდა და თქვა:
– მე მოვიწვიე ბატონის თხოვნით.
ესეც ასე! ქმარი ვერ იტანს, რომ მას უცხო ადამიანი ეხებოდეს,
ამიტომ ცხოვრებაში არ მიუმართავს მასაჟისტისთვის. მაგრამ ში-
ნამოსამსახურის სიტყვებით, ქმარი ჩიოდა, რომ საშინლად
ტკიოდა მხრები და თავის მობრუნება უჭირდა, მაშინ ბაიამ უთ-
ხრა, რომ იცნობს ერთ შესანიშნავ მანუალურ თერაპევტს და
ქმრის დარწმუნებას შეუდგა:
– სასწაულებს ახდენს, ერთი-ორი სეანსი და თითქოს არაფე-
რი ყოფილიყოს!
როგორც ჩანს, ტკივილი იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ
ქმარი ბოლოს და ბოლოს დათანხმდა. ორმოცდაათიოდე წლის
მამაკაცია, არასასიამოვნო სახით, გამხდარი, შავი სათვალით.
თავიდან ისიც კი ვიფიქრე, ბრმა ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ არა.
დაბნეულობის გამო მასაჟისტი ვუწოდე, მაგრამ სასწრაფოდ შე-
მისწორა:
– სწყინს, როდესაც მასაჟისტს უწოდებენ, „ექიმი“ დაუძახეთ.
მან ქმარი საძინებლის ლოგინზე დააწვინა და თვითონაც ზედ
აძვრა, რომ პროცედურა დაეწყო. თუმცა თეთრი ხალათი ეცვა,
ერთგვარი სიბილწის განცდა არ მტოვებდა. ჩემთვის აუტანელი
იყო, რომ ეს ტიპი ჩვენს „წმინდა სარეცელს“ რყვნიდა. მე სრუ-
ლად ვიზიარებ ქმრის სიძულვილს მასაჟისტებისადმი.

მკითხველთა ლიგა 116


– ოჰ, გვარიანად დაჭიმულა, – ამბობდა მასაჟისტი. – ახლავე
ავხსნით!
იყო რაღაც კომიკური მის მოჩვენებით თავდაჯერებულობაში.
ორი საათიდან მოყოლებული ოთხ საათამდე ზელდა ქმარს.
– ერთი ან ორი სეანსი და ყევლაფერი რიგზე იქნება. ხვალამ-
დე. – თქვა მან წასვლისას.
– აბა? – ვკითხე მე.
– თითქოს ოდნავ ამეხსნა, მაგრამ ზოგადად ცუდად ვგრძნობ
თავს, ისე დამზილა, რომ მთელი სხეული მტეხავს, – თქვა ქმარ-
მა.
– დაგვპირდა, რომ ხვალაც მოვა, – ვთქვი მე. – ერთი-ორჯერ
გამეორება მომიწევს.
როგორც ჩანს, მართლაც აწუხებს...
– ხვალ მთელი დღით წახვალ... – გაიმეორა მან. უხერხულად
ვგრძნობდი თავს, რომ უნდა მეთქვა, ახლაც მივდივარ-მეთქი,
მაგრამ არ ვაპირებდი გეგმების შეცვლას და ხუთის ნახევარზე
გამოვიცვალე, გავიკეთე საყურე და განგებ შევიხედე საძინებელ-
ში, რომ მეჩვენებინა, წასასვლელად ვიყავი მზად.
– შენ წახვალ სასეირნოდ? – ვკითხე ქმარს, თან ვცდილობდი
შეცბუნება დამემალა.
– კი, მეც გავალ, – თქვა ქმარმა. ის ზურგზე იწვა, ჯერ ისევ მა-
საჟისგან დაუძლურებული...

17 აპრილი

საბედისწერო დღეა ქმრისთვის და ჩემთვისაც საბედისწერო


მოვლენებით არის აღსავსე. შესაძლოა ის, რასაც ახლა ვწერ, მო-

მკითხველთა ლიგა 117


გონებად დარჩეს მთელი შემდგომი ცხოვრებისთვის. გასული
დღის ყველა წვრილმანი უნდა აღვწერო, ყველაფერი დაუფარა-
ვად, თუმცა აჩქარება არ ღირს. მცირე ხნით გადავდებ იმის მო-
ყოლას, თუ სად გავატარე დრო დილიდან საღამომდე. ეს კვი-
რადღე წინასწარ მქონდა განსაზღვრული და ყველაფერი გეგმის
მიხედვით განვითარდა. ჩვეულებისამებრ, ოსაკაში გავემგზავრე,
კიმურას შევხვდი და ნახევარი დღე ბედნიერი ვიყავი. შესაძლოა,
ეს ყველაზე ბედნიერი კვირადღე იყო სხვა ასეთთა შორის. ჩვენ
სიამოვნებას ვიღებდით სასიყვარულო თამაშებიდან. მე ყველა-
ფერს ვაკეთებდი, რასაც კიმურა ისურვებდა. ვიგრიხებოდი, ვიკ-
ლაკნებოდი, ვემორჩილებოდი მის ყველა წადილს. ისეთ წარმო-
უდგენელ პოზებს ვიღებდი, რომლებსაც ქმარი ვერც კი წარმო-
იდგენს, ვიზნიქებოდი ფანტასტიური კომბინაციებით, თითქოს
აკრობატულ ილეთებს ვასრულებდი (თავადაც მიკვირს, როდის
შევისწავლე საკუთარი სხეულის ასე ფლობის ხელოვნება, თუმცა
ეს სრულად კიმურას დამსახურებაა). ამ სასტუმროში ყოველი
შეხვედრისას ჩვენ პირველიდან უკანასკნელ წუთამდე თავდავიწ-
ყებით ვეძლევით სიყვარულს, ვუფრთხილდებით რა ყველა წამს,
და არ ვკარგავთ დროს საუბარზე, მაგრამ დღეს კიმურამ უეცრად
ყურადღებით შემომხედა და მკითხა:
– იკუკო, რაზე ფიქრობ?
(ის უკვე კარგა ხანია შენობით მომმართავს).
– არა, ისეთი არაფერია. – ვუპასუხე მე და იმავ წამს, რაც აქამ-
დე არასოდეს მომხდარა, თვალწინ ქმრის სახე წარმომიდგა ბუნ-
დოვნად. უცნაური იყო, რომ ქმარი ასეთ უდროო დროს გამახსენ-
და და შევეცადე დასანანი სურათი მომეშორებინა, რომ კიმურამ
უეცრად თქვა:
– ცხადია, ქმრის შესახებ ფიქრობ!
გამოიცნო.

მკითხველთა ლიგა 118


– რატომღაც მეც დავფიქრდი მასზე“.
ის იმის შესახებ შეუდგა საუბარს, რომ დანაშაულის გრძნობი-
დან გამომდინარე ჩვენთან თითქმის აღარ მოდის, მაგრამ უახ-
ლოეს დღეებში აუცილებლად გვეწვევა, მკითხა, ხომ არ მიგვი-
ღია ამანათი მშრალი ხიზილალით, რომლის გამოგზავნა ნათე-
სავებს სთხოვა. საუბარი შეწყდა, ჩვენ ისევ სიამოვნების ოკეანე-
ში შევცურეთ, მაგრამ ახლა მესმის, რომ მას რაღაც წინათგრძნო-
ბა აწუხებდა. ხუთ საათზე, როდესაც დავბრუნდი, ქმარი შინ არ
იყო. შინამოსამსახურის სიტყვებით, დღეს ისევ იყო მოსული მა-
საჟისტი და ორიდან ხუთის ნახევრამდე დარჩა, რადგან პროცე-
დურა გუშინდელზე ნახევარი საათით მეტხანს გაგრძელდა. მასა-
ჟისტმა თქვა, რომ მხრის დაჭიმულობა მაღალი წნევის შედეგია,
მაგრამ ექიმების მიერ დანიშნული წამლები უსარგებლოა, ფუ-
ჭად ელით ამ სახელგანთქმული პროფესორებისგან დახმარება-
სო.
– ჩემი იმედი გქონდეთ, – უთქვამს მას. – პირობას გაძლევთ,
მალე ყველაფერი გაივლის. მე არა მხოლოდ მანუალური თერა-
პევტი ვარ, არამედ აკუპუნქტურისა და მოწვის ოსტატიც. თუ მასა-
ჟი არ გაამართლებს, ნემსებზე გადავალთ, მყისიერად გაგივლით
თავბრუსხვევა. ასეთი მაღალი წნევისას ხშირად გაზომვა საკუ-
თარი თავის დანევროზებაა, ამაზე ფიქრი კი წნევას კიდევ უფრო
ზრდის. მე მრავალი ადამიანი ვიცი, ვისი წნევაც ორასი და ორა-
სორცმოდახუთიც კია, მაგრამ მშვენივრად ცხოვრობენ და არაფ-
რით იზღუდავენ თავს. სჯობს ამაზე ფიქრს თავი ანებოთ. ზომიერი
ოდენობით ღვინო და თამბაქოც არ გავნებთ, თქვენი წნევა არ
არის თანდაყოლილი, ყველაფერი მოგვარდება...
ქმარი მასაჟისტით ძალიან კმაყოფილი დარჩა და, შინამოსამ-
სახურის სიტყვებით, თხოვა მას ყოველდღე მოსულიყო და მისცა
პირობა, რომ ექიმებს აღარ გაეკარებოდა. შვიდის ნახევარზე

მკითხველთა ლიგა 119


ქმარი სეირნობიდან დაბრუნდა, შვიდზე ვახშმად დავსხედით.
ახალგაზრდა ბამბუკის წვნიანი, დამარილებული ლობიო და მო-
ხარშული ბარდა – ბაიამ იმისგან მოამზადა ვახშამი, რაც მე ვიყი-
დე გუშინ ბაზარში. გარდა ამისა, გვქონდა ფილეს ბიფშტექსი
(ქმარს ურჩიეს, თავი შეეკავებინა ცხიმიანი საკვებისგან და ბოს-
ტნეულზე გადასულიყო, მაგრამ ის შიშობს, რომ სათანადო დო-
ნეზე ვერ აღმოჩნდება ჩემთან და ამიტომ ყოველდღე იღებს სა-
ქონლის ხორცს. სკიაკი, შემწვარი ქონი, როსტბიფი, მაგრამ ყვე-
ლაზე მეტად უყვარს ცვრიანი დაბეგვილი ხორცი. არა იმდენად
გემოსთვის, რამდენადაც ფორმის შესანარჩუნებლად, რადგან
სხვაგვარად ის თავდაჯერებულობას კარგავს). დაბეგვილი ხორ-
ცის კარგად შეწვა იოლი არ არის, ამიტომ როცა შინ ვარ, ამას მე
ვაკეთებ. როგორც იქნა, ჩამოვიდა მშრალი ხიზილალა და ისიც
მაგიდაზე დავდგით.
– რადგან ხიზილალაც გვაქვს, ხომ არ დაგველია? – იკითხა
მან. მე „კურვუაზიე“ მოვიტანე, მაგრამ ბევრი არ დაგვილევია.
ამას წინათ, როცა მე შინ არ ვიყავი, ის ტოშიკოს წაეჩხუბა და
ბოთლი თითქმის დაცალა. დარჩენილიდან თითო სირჩა გამოგ-
ვივიდა. შემდეგ ქმარი კაბინეტში ავიდა. თერთმეტის ნახევარზე
ვაცნობე, რომ წყალი აბაზანაში გაცხელებული იყო. ქმრის შემ-
დეგ მეც გადავივლე (დღეს უკვე მეორედ. პირველად ოსაკაში ვი-
ბანავე და, ამდენად, შემეძლო აღარც შემეწუხებინა თავი, მაგრამ
ზრდილობისათვის მაინც შევედი). როდესაც საძინებელში შევა-
ბიჯე, ქმარი უკვე იწვა. დამინახა თუ არა, ტორშერი აანთო (უკა-
ნასკნელ დღეებში ქმარი, გარდა იმ მომენტისა, როდესაც სიყვა-
რულს ვეძლევით, ვერ იტანს მკვეთრ შუქს. არტერიოსკლეროზი
მხედველობაზეც მოქმედებს, საგნები უორდება და უსამდება კი-
დეც, ეს კი მას ისე აღიზიანებს, რომ იძულებულია თვალები და-
ხუჭოს. ამიტომ ჩვეულებრივ დროს ის ჩრდილავს შუქს და მხო-

მკითხველთა ლიგა 120


ლოდ სიახლოვის წუთებში ანთებს ფლუორესცენტულ ლამფას.
მან შედარებით დიდი ნათურა ჩაამაგრა, ამიტომ შუქი მეტისმე-
ტად მკვეთრია). დამინახა რა ასეთ შუქზე, ქმარმა გაოცებისგან
თვალები დაჭყიტა. საქმე იმაშია, რომ სააბაზანოდან გამოსვლი-
სას მე საყურის გაკეთება მოვისაზრე, ხოლო ლოგინში დაწოლი-
სას განგებ ზურგით დავწექი ქმრისკენ ისე, რომ მას ჩემი ყურების
უკანა მხრის დანახვა შეძლებოდა. ამ უვნებელი ხრიკის მეშ-
ვეობით მე მოვახერხე ის მეჩვენებინა ქმრისთვის, რაც მას აქამ-
დე არ ენახა და ამით აღმეგზნო იგი (ის ამბობს, რომ მე გაუგონა-
რი კახპა ვარ, მაგრამ სად ნახავ სხვა ისეთ გარყვნილ კაცს, რო-
გორიც ჩემი ქმარია? დილიდან ღამემდე, დღის ნებისმიერ მონაკ-
ვეთში მხოლოდ ერთზე ფიქრობს, ჩემს უმცირეს ნართაულსაც ჰა-
ერშივე იჭერს. საკმარისია ოდნავ მოვადუნო ყურადღება, რომ
მყისიერად შეტევაზე გადმოდის). თვალი არ გამიხელია, ისე მი-
ვეცი ქმარს უფლება ჩემს მხარეს შემომძვრალიყო. ის უკნიდან
მომეხვია და ჩემს დაკოცნას შეუდგა ყურს უკან მხურვალედ. და
ის, რომ, თქვენის ნებართვით ვიტყვი, ქმარი, რომლის სიყვარუ-
ლი არანაირი გაგებით აღარ შემიძლია, ჩემი ყურის ბიბილოს
დორბლავდა, არ იყო უსიამოვნო. რასაკვირველია, კიმურასთან
შედარებით ქმრის ამბორი უხეიროა, მაგრამ მისი ენის უცნაური
ღიტინი სიძულვილს არ მგვრიდა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით,
ზიზღში ერთგვარი სიტკბოება იყო ჩაქსოვილი, ასე რომ მე ერ-
თგვარი სიამოვნებაც კი განვიცადე. რასაკვირველია, მთელი
შიგნეულობით მძულს ქმარი, მაგრამ ვიცი რა, რომ ის ჩემ გამო
ჭკუას კარგავს, არ შემიძლია არ ავყვე ცდუნებას და მის ვნებას
ცეცხლი არ წავუკიდო. საქმე იმაშია, რომ მე შემწევს სიყვარული-
სა და ხორციელი სურვილების გამიჯვნის უნარი. ამიტომ, ერთის
მხრივ, მე ვერიდები ქმარს და მისადმი ზიზღს განვიცდი, მეორეს
მხრივ კი, ვუძღვები რა მას სიამტკბილობის სამყაროში, რაღაც

მკითხველთა ლიგა 121


მომენტში თავადაც მივყვები კვალად. თავიდან მე ცივი უგრძნობ-
ლობით, მხოლოდ ცნობისმოყავრეობის დასაკმაყოფილებლად
ვცდი ჩემს ძალაუფლებას მასზე, მიმყავს რა ის გაშმაგებამდე და
ბოროტად ვაკვირდები, როგორ ქშენს, იხრჩობა, ხროტინებს
ჭკუიდან შეშლილი, მე კი ვტკბები ჩემი ტექნიკური ოსტატობით,
მაგრამ საქმესთან ერთად თანდათან მეც მეუფლება გრძნობა და
მასთან ერთად მივდივარ სიშმაგემდე. დღესაც ქმართან ერთი
ერთში გავიმეორე სასიყვარულო სპექტაკლი, რომელიც დღისით
კიმურასთან გავითამაშე, ვაფასებდი რა სხვაობას ქმარსა და კი-
მურას შორის, და სიბრალულით ვივსებოდი ქმრისადმი, ვინც
ესოდენ დაუხელოვნებელია მასთან შედარებით, ვინც ჩემთან
რამდენიმე საათის წინ იყო, თუმცა კი რაღაცნაირად არანაკლები
აღგზნება განვიცადე, ვიდრე დღისით. მე მას ისეთივე ძალით ჩა-
ვეხუტე, როგორც კიმურას ვიკრავდი, მაგრად მოვხვიე რა ხელი
კისერზე (ის იტყოდა, რომ ეს არის ის, რაც მეძავს – მეძავად აქ-
ცევს). აღარ მახსოვს, რამდენჯერ შევერთდით ერთმანეთს მიკ-
რულები, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მე უკვე
მზად ვიყავი ექსტაზისთვის, ქმრის სხეული უეცრად შეირხა, მო-
დუნდა და ზედ დამეცა. მყისიერად მივხვდი, რომ რაღაც უჩ-
ვეულო და განსაკუთრებული მოხდა.
– რა დაგემართა? – ვკითხე მე, მაგრამ მან პასუხად რაღაც
გაუგებრად ჩაიბურდღუნა, მე კი ვიგრძენი, რომ ლოყაზე თბილი
წვეთები მეცემოდა. მას პირი გაეღო და დორბლი გადმოს-
დიოდა...

18 აპრილი

...გამახსენდა, რომ ერთხელ ექიმი კოდამა მიხსნიდა, როგორ


უნდა მოვქცეულიყავი ასეთ მდგომარეობაში. ფრთხილად გამოვ-

მკითხველთა ლიგა 122


ძვერი სხეულს ქვემოდან (დაუძლურებული, იგი მთელი წონით
ზედ მაწვა და მსრესდა. შევეცადე შეძლებისდაგვარად არ გამენ-
ძრია და რის ვაი-ვაგლახით გავინთავისუფლე თავი. არა, პირ-
ველ რიგში სათვალე მოვხსენი, რომელიც ხელს მიშლიდა. მისი
სახე, სანახევროდ გაღებული თვალებით, ჩამოკიდებული კუნთე-
ბით, ეს „შიშველი სახე“ ამაზრზენად გამოიყურებოდა). ლოგინი-
დან ჩამოვედი და ფრთხილად გადავაბრუნე ის ზურგზე. ზურგის
ქვეშ ბალიშები ამოვუდე, რათა თავი წამოწეოდა. ის სრულიად
შიშველი იყო (იმ მომენტში მეც არაფერი მეცვა, მხოლოდ საყურე
მეკეთა), მაგრამ ვიცოდი რა, რომ მას სრული სიმშვიდე სჭირდე-
ბოდა, მხოლოდ ქვედა კიმონო მივაფარე... ცხადი იყო, რომ მთე-
ლი მარცხენა მხარე პარალიზებული ჰქონდა... თაროზე მდგარ
საათს შევხედე. ორის სამი წუთი იყო. ახლაღა შევამჩნიე
ფლუორესცენტული ლამფა, ჩავაქრე და მხოლოდ ღამის ლამფა
დავტოვე ანთებული, რომელსაც ცხვირსახოცი მივაფარე.
ტოშიკოსა და ექიმ კოდამას დავურეკე და სასწრაფოდ მოსვლა
ვთხოვე, ტოშიკოს გზად ყინულის ყიდვა დავავალე (ვცდილობდი
მაქსიმალურად შემენარჩუნებინა სიმშვიდე, მაგრამ ტელეფონის
ყურმილი ხელში მიკანკალებდა). ორმოციოდე წუთის შემდეგ
ტოშიკო მოვიდა. სწორედ იმ მომენტში სამზარეულოში სათბუ-
რას ვეძებდი ყინულისთვის. ის შემოვიდა, ყინული ნიჟარაში ჩა-
ყარა, შემაფასებელი მზერით შემომხედა აღუშფოთველი სახით
და ყინულის მტვრევას შეუდგა. მე მოკლედ გავაცანი მას მამამი-
სის მდგომარეობა. ის ისევე აღუშფოთველად მიქნევდა თავს,
თითქოს ამაში ვერანაირ მოულოდნელობას ვერ ხედავდა, და ყი-
ნულის მტვრევას განაგრძობდა. ერთად შევედით საძინებელში
და ყინულიანი სათბურები შემოვუწყეთ სხეულის იმ ნაწილს, რო-
მელსაც დამბლა არ შეეხო. ამ ყველაფერს მდუმარედ ვასრულებ-
დით და მხოლოდ აუცილებლობისას მივმართავდით ერთმა-

მკითხველთა ლიგა 123


ნეთს. ერთმანეთს არ ვუყურებდით... ვცდილობდით, არ გვეყურე-
ბინა... ორზე კოდამა მოვიდა. ტოშიკო ლოგინთან დავტოვე და
ექიმის შესახვედრად გავედი, რათა მომეთხრო, რა ვითარებაში
მოხდა დარტყმა, – ის, რაც ვამჯობინე, რომ ტოშიკოსთვის არ მო-
მეყოლა. კვლავ მომიწია გაწითლება. კოდამამ დეტალური და
ფრთხილი შემოწმება ჩაატარა. მან სანათი მთხოვა, ქმრის გუგე-
ბი დაათვალიერა და შუქზე მისი რეაქცია დაადგინა, შემდეგ საჭ-
მელი ჩხირების მოტანა მთხოვა. ტოშიკო წავიდა მოსატანად.
– ახლა მეტად გაანათეთ.
ფლუორესცენტული ლამფა ავანთეთ. კოდამამ რადენჯერმე
გაუსვა ჯოხი ორივე ტერფის შიდა მხარეს, ქუსლიდან თითების
წვერებამდე (მოგვიანებით მან აგვიხსნა, რომ ეს ე.წ. ბაბინსკის
მეთოდი იყო. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, რომ რეფლექ-
ტორულად მარჯვენა ფეხის თითები იკუმშებოდა, კოდამას აზრით
თავის ტვინის მარჯვენა ნაწილი იყო დაზიანებული). შემდეგ კო-
დამამ ავადმყოფს გადასაფარებელი გადააძრო და ქვედა კიმო-
ნო მუცლამდე დაგორგლა (ტოშიკომ და კოდამამ ახლაღა შეამ-
ჩნიეს, რომ ქმარი შიშველი იყო. ორივე გაოგნებული იყო
სხეულის საქვეყნოდ გამოფენილი ქვედა ნაწილის ხილვით, მე კი
არ ვიცოდი სირცხვილისგან სად დავმალულიყავი. დაუჯერებელი
იყო, რომ რაღაც ერთი საათის წინ ეს სხეული ჩემზე იწვა. მას მრა-
ვალჯერ დაუთვალიერებივარ შიშველი, ათობით ფოტო გა-
დაუღია, მე კი არასოდეს მენახა მთლად შიშველი ასეთ მდგომა-
რეობაში. არა იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა არ იყო, უბრა-
ლოდ ყველანაირად ვცდილობდი ამისთვის თავი ამერიდებინა.
როდესაც ის შიშვლდებოდა, ვცდილობდი რაც შეიძლება ახლოს
ვყოფილიყავი და შეძლებისდაგვარად მჭიდროდ მივკროდი,
რომ იგი არ დამენახა. მან მთელი სიგრძე-სიგანით შეისწავლა
ჩემი სხეული, ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე, თმის უკანას-

მკითხველთა ლიგა 124


კნელ ღერამდე. მე კი მისი სხეულის შესახებ გაცილებით ნაკლე-
ბი ვიცოდი, ვიდრე კიმურას სხეულისა და, სიმართლე რომ ით-
ქვას, არც მსურდა მცოდნოდა. მეშინოდა, რომ კიდევ უფრო შევი-
ძულებდი. ჩემს გონებაში არ ჯდებოდა – ნუთუ ასეთ ჩვართან
ვწვებოდი? თქვენ წარმოიდგინეთ, მე „მრუდე ფეხები“ მქონია!
საკუთარი ფოცხები დაანახა ახლა!) კოდამამ ფეხები უფრო
გაუშალა, რათა სათესლე ჯირკვლები დაენახა. იგივე ჯოხი გაუს-
ვა მარჯვნიდან და მარცხნიდან (შემდეგ მან ამიხსნა, რომ აკვირ-
დებოდა ჯირკვლების დამჭერი კუნთების რეაქციას). მარჯვენა
ჯირკვალი დინჯად, შეწუხებული მოლუსკის მსგავსად იწეოდა ზე-
ვით და ქვევით, მარცხენა კი უძრავი იყო (მე და ტოშიკომ არ ვი-
ცოდით, სად დაგვემალა თვალები. საბოლოოდ ტოშიკო ოთახი-
დან გავიდა). შემდეგ მან წნევა და ტემპერატურა გაუზომა. ტემპე-
რატურა ჩვეული იყო, წნევა – ასოთხმოცდაათზე ოდნავ მეტი.
როგორც ჩანს, ოდნავ დაიწია სისხლჩაქცევის დროს.
კოდამა საათნახევარზე მეტხანს იჯდა ლოგინთან და ავადმყო-
ფის მდგომარეობას აკვირდებოდა. ამ ხნის განმავლობაში მან
ასი გრამი სისხლი აუღო ხელის ვენიდან. გაუკეთა ნეოფირინის,
В1 და К ვიტამინებისა და გლუკოზის ორმოცდაათპროცენტიანი
ხსნარის ინექცია.
– დღისით კვლავ შემოვივლი, – თქვა მან. – მაგრამ კარგი იქ-
ნებოდა, პროფესორ სომასაც ენახა.
მე ისედაც ვაპირებდი პროფესორთან დარეკვას.
– ნათესავებს ხომ არ უნდა შევატყობინოთ? – ვკითხე მე.
– დაველოდოთ მდგომარეობის განვითარებას და გამოჩნდე-
ბა, – თქვა მან. დაახლოებით დილის ოთხზე წავიდა. გაცილები-
სას ვთხოვე, რაც შეიძლება მალე გამოეგზავნა ექთანი.
შვიდზე ბაია მოვიდა, ტოშიკო კი თავისთან წავიდა, სეკიდენ-
ში, თუმცა დამპირდა, რომ დღისით მოვიდოდა. როგორც კი წავი-

მკითხველთა ლიგა 125


და, კიმურას დავურეკე შინ. დეტალურად ვუამბე მომხდარი. და-
ვარწმუნე, რომ სჯობდა ახლა არ მოსულიყო. მან თქვა, რომ მომ-
ხდარით გულნატკენია და მცირე ხნით მოსვლას მაინც ისურვებ-
და. მე გავაფრთხილე, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ნახევა-
რი დადამბლავებულია და გამოხატვის უნარიც წართმეული აქვს,
როგორც ჩანს, გონი სრულად არ დაუკარგავს და არსებობს საფ-
რთხე, რომ შენი დანახვისას აღეგზნება-მეთქი.
– მე არ შევალ ავადმყოფთან, – თქვა მან.
ცხრა იქნებოდა, ქმარმა ხვრინვა რომ ამოუშვა. საერთოდ ის
ყოველთვის ხვრინავს, მაგრამ ახლა ეს იყო რაღაც განსხვავებუ-
ლი, შემაძრწუნებელი ხვრინვა. აქამდე მეჩვენებოდა, რომ გონე-
ბაზე იყო, თუმცა კი არასაღზე, მაგრამ რაღაც მომენტში, როგორც
ჩანს, ჩაეძინა. მე კვლავ დავურეკე კიმურას და ვუთხარი, რომ ვი-
თარება შეიცვალა და მას სავსებით შეუძლია ავადმყოფის მონა-
ხულება.
თერთმეტზე კოდამამ დარეკა:
– პროფესორ სომას დავუკავშირდი. ორზე თქვენთან იქნება,
მეც მოვალ მასთან ერთად.
პირველის ნახევარზე კიმურა მოვიდა. დღეს ორშაბათია და
მან გაკვეთილებს შორის დრო გამონახა. ავადმყოფთან შევიდა
და მორჩილად დაჰყო ნახევარი საათი სასთუმალთან. მეც გვერ-
დით ვიყავი. ის ერთადერთ სკამზე იჯდა, მე ქმრის საწოლზე ჩა-
მოვჯექი (რადგან ის ჩემსაზე იწვა), ჩვენ დროდადრო მივმართავ-
დით ერთმანეთს. ამავე დროს ხვრინვა მეხის გრიალს დაემსგავ-
სა
(– მოჩვენებითი ხომ არ არის ეს ხვრინვა? – შევშფოთდი უეც-
რად მე. შეამჩნია რა განგაში ჩემს სახეზე, როგორც ჩანს, კიმუ-
რაც იგივეს შესახებ დაფიქრდა, მაგრამ, რასაკვირველია, არც მე
და არც მას სიტყვა არ გვითქვამს).

მკითხველთა ლიგა 126


კიმურა პირველზე წავიდა. მოვიდა ექთანი. ასე, ოცდახუ-
თიოდე წლის სანდომიანი გოგონა სახელად კოიკე. ტოშიკოც მო-
ვიდა. ბოლოს და ბოლოს, წახემსება მოვახერხე. გუშინდელი ღა-
მის შემდეგ არაფერი მიჭამია.
ორზე პროფესორი სომა მოვიდა, მასთან ერთად კი კოდამა.
ამ დროის განმავლობაში ავადმყოფის მდგომარეობა შეიცვალა:
მან დაიძინა, ტემპერატურამ კი აიწია და 38.20-ს მიაღწია. პრო-
ფესორმა სომამ დაადასტურა კოდამას დიაგნოზი. მანაც შეამოწ-
მა ბაბინსკის რეაქცია, მაგრამ სათესლე ჯირკვლებს არ გაჰკარე-
ბია. ჩათვალა, რომ სჯობდა სისხლის გამოშვებისთვის არ მიგვე-
მართა. შემდეგ დაწვრილებით, სწავლული სიტყვებით დახუნ-
ძლული რეკომენდაცია მისცა კოდამას. პროფესორისა და კოდა-
მას წასვლიდან მცირე ხნის შემდეგ მასაჟისტი მოვიდა. ტოშიკომ
იგი არ შემოუშვა და დაცინვით უთხრა:
– თქვენ უკვე ყველაფერი გვიჩენეთ, რისი უნარიც შეგწევთ! –
მან გაიგონა კოდამას გუშინდელი სიტყვები:
– ფუჭად აკეთებინებდა ასეთ ხანგრძლივ და დამქანცველ მა-
საჟს. შესაძლოა სწორედ ეს გახდა ინსულტის უშუალო მიზეზი
(კოდამამ იცის, რომ ჭეშმარიტი მიზეზი სხვაგანაა, მაგრამ ბრალი
მასაჟისტს ალბათ იმიტომ დასდო, რათა მე ვენუგეშებინე).
– ჩემი ბრალია! – მოთქვამდა ბაია. – ის მე მოვიყვანე. ოჰ, ეს
რა ჩავიდინე!
ოთხი იყო დაწყებული, ტოშიკომ რომ თქვა:
– დედა, იქნებ წამოწოლილიყავი? – მე მართლაც გადავწყვი-
ტე, ცოტა წამეძინა. მაგრამ საძინებელში ქმარი წევს, სადაც გა-
მუდმებით მორიგეობენ ექთანი და ტოშიკო, სასტუმრო ოთახშიც
ვერ მოისვენებ, წამდაუწუმ ვიღაც შემოდის. ტოშიკოს ოთახი ცა-
რიელია, მაგრამ მას არ უყვარს, როცა მის ოთახზე ვინმე უფლე-
ბას აცხადებს, თუნდაც თვითონ იქ არ ცხოვრობდეს. ის გულდას-

მკითხველთა ლიგა 127


მით კეტავს ტანსაცმლისა და წიგნების კარადებსა და მაგიდის უჯ-
რებს, ასე რომ, მე ვამჯობინებ იქ ცხვირი არ შევყო. გადავწყვიტე
კაბინეტი გამომეყენებინა, იატაკზე ლეიბი გავშალე და წამოვწე-
ქი. ალბათ მე და ექთანი აქ მორიგეობით დავიძინებთ ხოლმე.
მიუხედავად ხანგრძლივი წრიალისა, დაძინება მაინც ვერ შევძე-
ლი. სურვილი გამიჩნდა, ყველაფერი ჩამეწერა, რაც წუხანდელი
ღამის შემდეგ მოხდა (სანამ კაბინეტში ავიდოდი, მალულად, ისე,
რომ ტოშიკოს არ დაენახა, დღიური წავიღე თან). საათნახევარი
გავიდა, სანამ ჩვიდმეტის დილიდან ამ წუთამდე განვლილი მოვ-
ლენები აღვწერე. დღიური წიგნების თაროში დავმალე და ქვევით
ჩავედი, თითქოს ახალგაღვიძებული ვყოფილიყავი. ხუთი ხდე-
ბოდა.
ავადმყოფთან შესვლისას შევამჩნიე, რომ მას აღარ ეძინა.
დროდადრო თვალებს ახელდა და გარემოს ათვალიერებდა.
მითხრეს, რომ დაახლოებით ოცი წუთის გაღვიძებული იყო. გა-
მოდის, დილის ცხრა საათის შემდეგ ეძინა, მთელი შვიდი საათი.
ექთნის სიტყვებით, მას გაეგონა, რომ სახიფათოა, თუ ძილი ოც-
დაოთხ საათზე მეტხანს გრძელდება, ასე რომ, საბედნიეროდ, გა-
დავრჩითო. მარცხენა მხარე კვლავ პარალიზებულია. ექვსის ნა-
ხევარზე ავადმყოფი, – როგორც ჩანს რაღაცის თქმა სურდა, –
გაუგებარ ბუტბუტს მოყვა (მაგრამ იმასთან შედარებით, რაც
უშუალოდ დარტყმის შემდეგ იყო, რაღაცის გარჩევა მაინც შეიძ-
ლება). ოდნავ გაიქნია მარჯვენა ხელი და მუცელზე მიანიშნა. მივ-
ხვდი, რომ მოშარდვა სურდა და ღამის ჭურჭელი შევუდგი, მაგრა
უშედეგოდ. ის შესამჩნევად გაღიზიანებული იყო. ვკითხე: „მო-
შარდვა?“ მან თავი დამიქნია, ისევ შევუდგი ჭურჭელი და ისევ
უშედეგოდ. დაგროვილი შარდისგან მას ალბათ მუცელში ჭრის
და სიმძიმეს გრძნობს, მაგრამ გასაგებია, რომ შარდი იმიტომ არ
გამოდის, რომ შარდის ბუშტია პარალიზებული. კოდამას დავუ-

მკითხველთა ლიგა 128


რეკე და ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი. კათეტერზე გავგზავნე
და მისი მეშვეობით ექთანმა კოიკემ შეძლო შარდის გამოტანა,
საკმაოდ ბევრი იყო.
შვიდზე საწრუპის მეშვეობით ავადმყოფს რძე და წვენი მივა-
წოდეთ.
თერთმეტის ნახევარზე ბაია შინ წავიდა. თქვა, რომ ოჯახური
მდგომარეობის გამო ღამით ვერ დარჩებოდა. ტოშიკომ მკითხა,
როგორ მოვიქცეო, ნართაულით, რომ მას, რასაკვირველია, შე-
უძლია დარჩენა, მაგრამ ხომ არ იქნება მისი ყოფნა შემაწუხებე-
ლი. მე ვუპასუხე:
– მოიქეცი, როგორც გსურს. ახლა ის შედარებით უკეთაა. სა-
განგაშო არაფერია. თუ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება,
დაგირეკავ.
– კარგი, – თქვა მან და თერთმეტზე თავისთან წავიდა სეკი-
დენში.
ავადმყოფი თვლემს, მაგრამ ძილი ღრმა არ უნდა იყოს.

19 აპრილი

...შუაღამისას კოიკესთან ერთად მდუმარედ ვიჯექი ავადმყო-


ფის ლოგინთან. დროის მოსაკლავად ჟურნალებსა და გაზეთებს
ვკითხულობდით, ლამფა ისე გვედგა, რომ შუქი ლოგინს არ და-
ცემოდა. კოიკეს შევთავაზე, მეორე სართულზე წაეძინა ცოტა
ხანს, მაგრამ უარი მივიღე. მხოლოდ ხუთისკენ, როცა ირიჟრაჟა,
ავიდა ის წამოსაწოლად.
დარაბების ნაპრალებიდან მზის სხივები შემოდიოდა და ძილს
უფრთხობდა. რაღაც მომენტში მან თვალები გაახილა და ჩემკენ
გამოიხედა. თითქოს თვალებით მეძებდა. ან ვერ დაინახა, რომ

მკითხველთა ლიგა 129


გვერდით ვიჯექი, ან თავი მოიკატუნა, რომ ვერ მხედავდა. ტუჩები
აამოძრავა და რაღაც წაილუღლუღა. შეუძლებელი იყო რაიმეს
გაგება, მაგრამ მომეჩვენა, რომ ერთი სიტყვა გავარჩიე. შესაძ-
ლოა ეს ჩემი ფანტაზია იყოს, მაგრამ მომესმა, რომ მან თქვა:
– კი-მუ-რა.
კიდევ რაღაც ჩაილუღლუღა, მაგრამ „კი-მუ-რა“ საკმაოდ მკა-
ფიოდ გაისმა (შესაძლოა სხვა რამის თქმაც შეეძლო უფრო გარ-
კვევით, რომ მოენდომებინა. სავარაუდოდ, განგებ ლუღლუღებს,
რომ უხერხულობა შენიღბოს). რაღაც გაიმეორა რამდენჯერმე,
დადუმდა და თვალები დახუჭა...
შვიდისთვის შინამოსამსახურე მოვიდა, ოდნავ გვიან –
ტოშიკო. რვისკენ კოიკემ გაიღვიძა.
ცხრის ნახევარზე ავადმყოფს საუზმე ვაჭამეთ – ჭიქა ცხელი
ფაფა, კვერცხის გული და ვაშლის წვენი. მე ვაჭმევდი კოვზით.
ყველაფრიდან ცხადია, ავადმყოფს ურჩევნია, რომ მე ვაჭამო და
არა კოიკემ.
თერთმეტის დასაწყისში შარდვის მოთხოვნილება იგრძნო.
შევეცადე ჭურჭელი შემედგა, ისევ არაფერი გამოვიდა. კოიკე
შეეცადა გამოეტანა შარდი, მაგრამ მას, როგორც ჩანს, არ
სიამოვნებს და ხელით გვანიშნა, კათეტერი მოგვეშორებინა.
ისევ შევუდგით ჭურჭელი. ათ წუთზე მეტი გავიდა, მაგრამ ისევ,
როგორც უწინ, უშედეგოდ. საშინლად გაღიზიანებული სახე
ჰქონდა.
– როგორ უსიამოვნოც არ უნდა იყოს, თქვენ უნდა მოშარ-
დოთ, – არწმუნებდა კოიკე, როგორც ბავშვს, და კათეტერს იღებ-
და კვლავ. – მიდით და მყისვე მოგეშვებათ!
ავადმყოფი ლუღლუღებდა, თითქოს რაღაცის მინიშნება სურ-
და. კოიკე, ტოშიკო და მე, სამივე დაძაბულები ვცდილობდით,

მკითხველთა ლიგა 130


მივმხვდარიყავით. ბოლოს მივაგენით, რომ, როგორც ჩანს, ის მე
მომმართავდა:
– თუ კათეტერის გარეშე არ გამოდის, ეს შენ გააკეთე, ხოლო
ექთანი და ტოშიკო გავიდნენ.
მე და ტოშიკო ვცდილობდით ჩაგვეგონებინა, რომ კათეტერის
გამოყენება მხოლოდ ექთანმა იცოდა და მას ნება უნდა დაერთო
მისთვის ამ პროცედურის ჩატარებისა.
შუადღეს ისადილა. თითქმის ყველაფერი იგივე იყო, რაც სა-
უზმისას, მაგრამ მას გვარიანი მადა აღძვროდა.
პირველის ნახევარზე კიმურა მოვიდა. მე მას მოვუყევი, რომ
ავადმყოფი გამოფხიზლდა და, როგორც ჩანს, ცნობიერებაც უბ-
რუნდება, და ისიც კი მომეჩვენა, რომ კიმურას სახელს ამბობდა.
კიმურა ისე წავიდა, რომ შემოსასვლელს აქეთ არ გადმოუბიჯე-
ბია.
პირველზე ექიმი კოდამა მოვიდა. თქვა, რომ სენი კეთილსა-
სურველად ვითარდება, მაგრამ ყურადღება არ უნდა მოვადუ-
ნოთ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ყველაფერი ნორმალიზდება.
წნევა – 165-ია 110-ზე. ტემპერატურა დაეცა 37.20-მდე. დღეს მან
კვლავ მიმართა ბაბინსკის მეთოდს (როდესაც ექიმი სათესლე
ჯირკვლებს სინჯავდა, მე ყურადღებით ვაკვირდებოდი ავადმყო-
ფის სახის გამომეტყველებას, მაგრამ იგი არაფრისმთქმელი
იყო, თვალები სიცარიელისთვის მიეპყრო, თითქოს არაფერი
ხდებოდა). კოდამამ გლუკოზა, ნეოფირინი და ვიტამინები შეუშ-
ხაპუნა.
მე ნაცნობებიდან მომხდარის შეტყობინება არავისთვის მინ-
დოდა, მაგრამ მაინც მომიწია კათედრაზე დარეკვა და დღისით
უკვე მოდიოდნენ მნახველები, გაისმოდა სატელეფონო ზარები.
ხილითა და ყვავილებით აგვავსეს. მოვიდა ფრანგი ქალბატონიც
სეკიდენიდან. გრძნობები მოერია, როდესაც გაიგო, რომ იგივე

მკითხველთა ლიგა 131


მოხდა, რაც მის ქმარს დაემართა. საკუთარ ბაღში მოტეხილი
იასამნის ტოტი დატოვა. ტოშიკომ ის ლარნაკში ჩადო და ავად-
მყოფის ოთახში შეიტანა.
– მამა, ქალბატონმა ოკადამ იასამანი მოგიტანა თავისი ბაღი-
დან! – თქვა მან და მაგიდა ისე მისწია, რომ ავადმყოფს ადვილად
დაენახა ყვავილები. გამოგზავნილ ხილს შორის იყო მისი საყვა-
რელი მჟავე ფორთოხალი. მე ის მიქსერით დავაქუცმაცე და წვე-
ნი დავალევინე.
სამზე ავადმყოფი ტოშიკოსა და კოიკეს დავუტოვე, მეორე
სართულზე ავედი, ჩანაწერი გავაკეთე დღიურში და დავიძინე.
დაგროვებული დაღლილობის გამო დაახლოებით სამი საათი
ღრმად მეძინა... მყისვე ვახშმის შემდეგ, რვა საათზე, ტოშიკო წა-
ვიდა. ბაია ცხრის ნახევარზე გავიდა...

20 აპრილი

...ღამის პირველზე კოიკე მეორე სართულზე ავიდა დასაძი-


ნებლად. მე მარტო დავრჩი ავადმყოფთან. მთელი საღამო
თვლემდა, მაგრამ კოიკეს წასვლიდან ათი წუთის შემდეგ რაღაც-
ნაირად ვიგრძენი, რომ არ ეძინა. ჩრდილში იწვა, ამიტომ ბო-
ლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ მომეჩვენა, რომ ოდ-
ნავ შეინძრა და ტუჩები შეარხია. დავაკვირდი: ასე იყო, რომელი-
ღაც წუთს თვალები გაახილა. მზერა ჩემს გამჭოლ იყო მიმართუ-
ლი სადღაც შორს. რასაკვირველია, მას იასამნის ყვავილები იზი-
დავდა, რომლებიც ტოშიკომ დადგა. აბაჟურს ჩამოვაფარე და შუ-
ქი იმდენი დავტოვე, რომ გაზეთის წაკითხვა ყოფილიყო შესაძ-
ლებელი, მაგრამ შუქის მკვეთრი ლაქის კიდეზე ოდნავ მოჩანდა
იასამანი. სახის გამომეტყველებით ცხადი იყო, რომ არა მხო-

მკითხველთა ლიგა 132


ლოდ უყურებდა მკრთალ მონახაზს, არამედ დაძაბული აკვირდე-
ბოდა და რაღაცას ფიქრობდა... ამან რატომღაც შემაშფოთა. რო-
დესაც ყვავილების შემოტანისას ტოშიკომ თქვა, რომ იასამანი
ქალბატონის ბაღიდან იყო, მე გავიფიქრე, რომ არ ღირდა ამის
თქმა მისი თანდასწრებით და რომ ტოშიკომ ეს განზრახვით
გააკეთა. როგორც ჩანს, მან ეს გაიგონა... რომც არ გაეგონა, უყუ-
რებდა რა იასამანს, აუცილებლად გაახსენდებოდა ბაღი სეკი-
დენში. შესაბამისად, გაიხსენა ფლიგელი და ისიც, რა ამბები ხდე-
ბოდა იქ სულ ახლო წარსულში... შესაძლოა ვაჭარბებ, მაგრამ
როდესაც თვალებში ვუყურებდი, მეჩვენებოდა, რომ მათ ცარი-
ელ სიღრმეში მსგავსი ხილვები ტივტივებდა. სასწრაფოდ მოვა-
შორე ლამფის შუქი ყვავილებს...
...დილის შვიდზე იასამნიანი ლარნაკი გავიტანე საძინებლი-
დან და ნაცვლად ვარდები შემოვიტანე შუშის ლარნაკით...
დღის პირველზე ექიმი კოდამა მოვიდა. ტემპერატურამ
დაიწია და ახლა 36.80 იყო, მაგრამ წნევამ კვლავ ზრდა დაიწყო.
185 იყო 140-ზე. ნეოჰიპოტონინის ინექციის გაკეთება გახდა სა-
ჭირო. დღეს ექიმი კვლავ აკვირდებოდა სათესლე ჯირკვლების
რეფლექსს. ვაცილებდი რა, შემოსასვლელში გავესაუბრე კოდა-
მას. მე მოვუყევი, რომ შარდის ბუშტის დამბლის გამო დილას
კოიკემ ისევ კათეტერით გამოიტანა შარდი, ყოველი ასეთი პრო-
ცედურისას კი ავადმყოფი ნერვიულობს, საერთოდაც ნების-
მიერი მიზეზით ღიზიანდება, განსაკუთრებით კი ის აღიზიანებს,
რომ არც პირი, არც ფეხები, არც ხელები არ ემორჩილება... კო-
დამამ გადაწყვიტა, რომ დამშვიდებისა და ღრმა ძილისთვის ლუ-
მინალის შეშხაპუნება კარგი იქნებოდა...
დღისით ტოშიკო არ გამოჩენილა, მოვიდა საღამოს, დაახ-
ლოებით ხუთზე... ათ საათზე ხვრინვა გაისმა. არც ისეთი შემაძ-
რწუნებელი, როგორც გუშინწინ, ეს იყო ჩვეულებრივი ხვრინვა,

მკითხველთა ლიგა 133


მშვიდი ძილისას რომ იცის. ალბათ ლუმინალმა იმოქმედა, რო-
მელიც ვახშმის შემდეგ გაუკეთეს. ტოშიკომ მძინარეს დახედა და
თქვა:
– ძალიანაც კარგი, როგორც ჩანს, მან ღრმად დაიძინა, – და
მყისვე წავიდა. მას კვალდაკვალ შინამოსამსახურე გაჰყვა.
კოიკე მეორე სართულზე გავგზავნე დასაძინებლად. თერთმეტზე
ტელეფონმა დარეკა. კიმურა იყო.
– მაპატიე, რომ ასე გვიან ვრეკავ... – თქვა მან. (ტოშიკომ ხომ
არ აცნობა, რომ ამ დროს მარტო ვიყავი?) მთხოვა საქმის ვითა-
რება გამეცნო. აღვწერე ავადმყოფობის მიმდინარეობა, ვაცნო-
ბე, რომ დღეს, დამამშვიდებლის ზემოქმედების ქვეშ, ავადმყოფ-
მა ღრმად დაიძინა და ხვრინავს.
– შეიძლება მოვიდე და დავხედო? – იკითხა მან.
– შეხედავს? ვის უნდა შეხედოს? – ვიფიქრე მე. – თუ მოხვალ,
ბაღში დამელოდე, უკანა კარით გამოვალ. მთავარ შემოსას-
ვლელზე ზარი არ დარეკო. თუ არ გამოვალ, ესე იგი, ვერ შევძე-
ლი და არ დამელოდო, – ჩავიჩურჩულე ყურმილში. თხუთმეტი
წუთის შემდეგ ბაღში ჩუმი ნაბიჯების ხმა გაისმა. ავადმყოფი
კვლავ მშვიდად ხვრინავდა. უკანა კარით შემოვუშვი, ნახევარ
საათამდე მოახლეთა სათავსოში ვსაუბრობდით... როდესაც
ავადმყოფთან დავბრუნდი, ის ხვრინვას განაგრძობდა...

21 აპრილი

...დღის პირველზე ექიმი კოდამა მოვიდა. წნევა 180 იყო 136-


ზე. გუშინდელთან შედარებით ოდნავ დაიწია, მაგრამ დამშვიდე-
ბის საბაბი ჯერ არ გვაქვს. მისი სიტყვებით, ზედა მაჩვენებელი
170-მდე უნდა ჩამოვიდეს, ხოლო ქვედასთან სხვაობა ორმოცდა-

მკითხველთა ლიგა 134


ათზე ნაკლები არ უნდა იყოს. ტემპერატურა დარეგულირდა –
36.50. შარდვაც, რთულად, მაგრამ ჭურჭელში დაიწყო. მადა კარ-
გი აქვს, რასაც ვაწვდი, ყველაფერს ჭამს, მაგრამ ჯერ თხევადი
საკვებით ვკმაყოფილდებით...
ორ საათზე ავადმყოფი კოიკეს დავუტოვე და კაბინეტში ავედი.
დღიურში ჩანაწერი გავაკეთე და ხუთამდე მეძინა. ავადმყოფთან
ჩამოსვლისას შევამჩნიე, რომ ტოშიკო მოსულიყო. ექვსის ნახე-
ვარზე, ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე, ლუმინალის კიდევ
ერთი ინექცია გავუკეთეთ. კოდამამ აგვიხსნა, რომ ვინაიდან და-
მაშვიდებელი ოთხი-ხუთი საათის შემდეგ იწყებს მოქმედებას, ეს
ყველაზე შესაფერისი დროა ინექციისთვის, რათა მშვიდი ძილი
უზრუნველვყოთ. იმავდროულად მან გააფრთხილა კოიკე, რომ
ავადმყოფმა უმჯობესია არ იცოდეს, რომ ეს დამამშვიდებელია,
ეგონოს, რომ ეს წნევის დამწევი საშუალებაა...
ექვსზე, დაინახა რა, რომ პატარა მაგიდაზე ვახშმიან ლანგარს
დგამდნენ, ავადმყოფმა ტუჩები აათამაშა, აშკარად რაღაცის
თქმა სურდა. რამდენჯერმე გაიმეორა ერთ და იგივე. მე ვერაფე-
რი გავარჩიე. როდესაც კოვზით ფაფა ამოვიღე და პირთან მივუ-
ტანე, იგი შეეცადა ხელი აერიდებინა და ისევ რაღაც თქვა. ვიფიქ-
რე, იმით იყო უკმაყოფილო, რომ მე ვაჭმევდი, ჩემს ნაცვლად
ტოშიკო დაჯდა, შემდეგ კოიკე, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე სხვა
რამეში იყო. იმავდროულად მე თანდათან დავიწყე იმის მიხვედ-
რა, რას ამბობდა ის. თავიდანვე ამბობდა:
– ბიფშტექსი, ბიფშტექსი. – დაუჯერებელია, მაგრამ ასე იყო:
– ბიფშტექსი, ბიფშტექსი, – მან ვედრებით შემომხედა და ისევ
დახარა თვალები. მე ზოგადად მივხვდი, რას ითხოვდა ის, მაგრამ
ტოშიკომ და კოიკემ, როგორც ჩანს, ვერ გაიგეს (თუმცა
ტოშიკომ, შესაძლოა, გაიგო კიდეც). ამგვარად, ისე, რომ მათ არ

მკითხველთა ლიგა 135


შეემჩნიათ, მე ავადმყოფს მივუბრუნდი, თავი გავაქნიე ოდნავ და
ვთქვი:
– ახლა ამაზე ფიქრიც კი არ შეიძლება, ცოტა მოითმინე! – არ
ვიცი, მიმიხვდა თუ არა. თხოვნა შეწყვიტა, მორჩილად გააღო პი-
რი და გაწვდილი ფაფა შეისრუტა...
რვაზე ტოშიკო წავიდა, ცხრაზე – შინამოსამსახურე. ათზე
ავადმყოფმა ღრმად დაიძინა და ხვრინვა ამოუშვა. კოიკე მეორე
სართულზე გავგზავნე. თერთმეტზე ნაბიჯების ხმა გაისმა ბაღში.
უკანა კარით შემოვუშვი მოახლეთა ოთახში. თორმეტზე წავიდა.
ხვრინვა გრძელდებოდა.

22 აპრილი

...არანაირი შესამჩნევი ცვლილება ავადმყოფის მდგომა-


რეობაში. გუშინდელთან შედარებით წნევამ ოდნავ აიწია. დამამ-
შვიდებლის წყალობით ღამით მშვიდად სძინავს, მაგრამ დღი-
სით, როგორც ჩანს, ბუნდოვანი ხილვები აწუხებს, პატარა საბა-
ბიც აღიზიანებს. კოდამა ამბობს, აუცილებელია, დღე-ღამეში მი-
ნიმუმ თორმეტი საათი ეძინოსო, მაგრამ ღრმად მხოლოდ ექვსი-
შვიდი საათი სძინავს, დანარჩენ დროს კი თითქოს თვლემს. შე-
უძლებელია განსაზღვრო, მართლა სძინავს თუ არა. (მრავალ-
წლიანი გამოცდილებით ვიცი, რომ თუ არ ხვრინავს, ესე იგი ძი-
ლი ფხიზელია, ესაა მდგომარეობა ძილსა და სიფხიზლეს შორის.
და მაინც, ვერ ვიშორებ ეჭვს, თავს ხომ არ იკატუნებს, როდესაც
ხვრინავს). კოდამასგან ნებართვა ავიღე და ხვალიდან ლუმი-
ნალს ორჯერ გავუკეთებთ – დილას და საღამოს...

მკითხველთა ლიგა 136


ტოშიკო ჩვეულებრივ დროს წავიდა, მის კვალდაკვალ – შინა-
მოსამსახურე. ათზე ავადმყოფმა ხვრინვა დაიწყო. თერთმეტზე
ნაბიჯები ბაღში...

23 აპრილი

...დღეს ერთი კვირა გავიდა ავადმყოფობის დაწყებიდან. დი-


ლის ცხრაზე, ისარგებლა რა მომენტით, როდესაც კოიკემ ჭურჭე-
ლი სამზარეულოში წაიღო და ჩვენ მარტონი დავრჩით, ავად-
მყოფმა ტუჩები აამოძრავა.
– ღიუ-რი, ღიუ-რი!
ალბათ საკუთარი დღიურის გამო შფოთავს, ვიფიქრე მე.
– დღიურის წარმოება გინდა? ჯერ არ შეიძლება!
მაგრამ მან თავი გააქნია:
– არა.
– არა? დღიური არა? – ვკითხე მე.
– შენი დღიური, – თქვა მან.
– ჩემი დღიური? – ვკითხე მე. მან თავი დააქნია:
– შენი... შენი... სად არის შენი დღიური?
– მე არასოდეს მიწარმოებია დღიური. ნუთუ შენ ეს არ იცი? –
თავი ნაწყენად მოვაჩვენე. ტუჩები უძლური ღიმილით დაეკრუნ-
ჩხა და მან თავი დააქნია, თითქოს ამბობდა:
– ჰო, რა თქმა უნდა...
სუსტად, მაგრამ პირველად გაიღიმა, მაგრამ ეს რაღაც უც-
ნაური, ამოუცნობი ღიმილი იყო. კოიკემ ლანგარი სამზარეულო-
ში წაიღო, სასტუმრო ოთახში ისაუზმა და ათ საათზე ავადმყოფ-
თან დაბრუნდა. ლუმინალის ინექციის გასაკეთებლად მოემზადა,
ისე, რომ არაფერი უთქვამს.

მკითხველთა ლიგა 137


– რა ნემსია? – იკითხა ავადმყოფმა. როგორც ჩანს, გაუკვირ-
და, რადგან მანამდე ამ დროს ნემსს არ უკეთებდნენ. „წნევა ჯერ
ისევ მაღალი გაქვთ. წნევის დამწევ ნემსს გაგიკეთებთ“ , – უპასუ-
ხა კოიკემ...
პირველზე ექიმი კოდამა მოვიდა. სამის ნახევარზე, დავ-
რწმუნდი რა, რომ ავადმყოფმა ხვრინვა დაიწყო, მეორე სარ-
თულზე ავედი. ხუთზე დავბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ ხვრინვა
შეწყვეტილიყო. კოიკემ თქვა, რომ ავადმყოფს ჭეშმარიტად
ღრმა ძილით ერთ საათზე მეტი არ უძინია, შემდეგ კი მხოლოდ
თვლემდა. გამოდის, რომ მიუხედავად დამამშვიდებლისა, მას
დღისით ისევე კარგად ძილი არ შეუძლია, როგორც ღამით. ვახ-
შმის შემდეგ მეორე ნემსი...
ზუსტად თერთმეტზე ნაბიჯები ბაღში...

24 აპრილი

...პირველი კვირადღეა დარტყმის შემდეგ. დილიდან რამდე-


ნიმე მნახველი თანაგრძნობით. ყველა შინ შემოუშვებლად გა-
ვისტუმრე... კოდამა არ მოსულა. არსებითი ცვლილებები ავად-
მყოფობის განვითარებაში არ შეინიშნება. ორისთვის ტოშიკო
მოვიდა. უკანასკნელ დღეებში ის საღამოობით მოდის და ავად-
მყოფთან რამდენიმე საათს ატარებს, დღეს კი მოულოდნელად
დღისით მოვიდა. იდგა რა მხვრინავი მამის გვერდით, მან თქვა:
– მეგონა, დღეს მნახველებს ვერ ავუვიდოდით... – და ჩემკენ
გამოიხედა. მე არაფერი ვუპასუხე, მან კი განაგრძო:
– დედა, პროდუქტებზე არ აპირებ წასვლას? იქნებ კვირა დღეს
მაინც გახვიდე და ჰაერი გადაყლაპო?

მკითხველთა ლიგა 138


საინტერესოა, თავად მოიფიქრა თუ მის თხოვნას ასრულებს?
სურვილი რომ ჰქონოდა, გუშინ მიმანიშნებდა, მაგრამ ამაზე ლა-
პარაკიც არ არის... ან იქნებ პირდაპირ ვერ მომმართა და ამი-
სათვის ტოშიკო გამოიყენა? ან ტოშიკომ აიღო ინიციატივა
ხელთ... უეცრად წარმოვიდგინე, რომ ის სწორედ ამ წუთს გზნე-
ბით მელოდება ოსაკაში. მართლაც ასე რომ იყოს? არა, შეუძლე-
ბელია, მე ვიშორებდი ფანტაზიებს, მაგრამ რაც უფრო ძლიერად
ვიშორებდი, მით უფრო დაჟინებით მიბრუნდებოდნენ ისინი: და
თუ მაინც მელოდება, როგორ უნდა მოვიქცე? ასეც განვსაჯე და
ისეც – არა, დღეს უკვე ვეღარ მოვასწრებ ჩასვლას, სახლს დიდი
ხნით ვერ დავტოვებ, შემდეგ კვირამდე გადადება მომიწევს...
მაგრამ მე კიდევ ერთი აზრი მქონდა, ამიტომ ტოშიკოს ვუთხარი:
– კარგი, წავალ ბაზარში. ვფიქრობ, ერთი საათი მეყოფა – და
ოთხის დასაწყისში შინიდან გავედი. საჩქაროდ გავაჩერე ტაქსი
და ბაზარზე მივქანდი. ხორბლის ორცხობილა შევიძინე, ცერცვის
მშრალი რძე და ბოსტნეული – იმის დასტურად, რომ მართლა ვი-
ყავი ბაზარში. ფეხით მივედი ტერამაჩიმდე, ქაღალდის ფარდულ-
ში „გამპის“ ქაღალდის ათი დიდი ფურცელი ვიყიდე და ერთიც –
სქელი – ყდისთვის, ჩემი დღიურის ზომაზე დავაჭრევინე და სა-
გულდაგულოდ შევაფუთინე, რის შემდეგ ჩანთაში დავმალე ბოს-
ტნეულის ქვეშ. კავარამატის ქუჩაზე ტაქსი გავაჩერე... არა, არ
ვიცრუებ, მას ჯერ კიდევ ბოსტნეულის ფარდულიდან დავურეკე.
– დღეს არსად გავსულვარ, – თქვა მან. – შინ ვიჯექი.
ხმაზე ეტყობოდა: ელოდება, რომ მივიწვევ... სულ რამდენიმიე
წუთს ვისაუბრეთ... შინ ხუთის დასაწყისში დავბრუნდი. (საათზე
ოდნავ მეტხანს ვიყავი გასული). ქაღალდის შეკვრა შემოსას-
ვლელში, ქოლგების სადგამის უკან დავმალე, ხოლო ბოს-
ტნეულიანი პარკი შინამოსამსახურეს გადავეცი... ავადმყოფს,
ეტყობა, ისევ ეძინა, მაგრამ არ ხვრინავდა...

მკითხველთა ლიგა 139


...მე შემაშფოთა იმან, რომ მან ჩემი დღიური იკითხა. აქამდე
თავს იკატუნებდა, თითქოს არაფერი იცოდა მისი არსებობის შე-
სახებ, ახლა რატომღა დაილაპარაკა ამაზე? აზრთა აღრევის გა-
მო დაავიწყდა, რომ არ უნდა იცოდეს? იქნებ მისი სიტყვები ნიშ-
ნავდა:
„მე უკვე აღარ მჭირდება თავის მოჩვენება?“
მაგრამ როდესაც მე მოულოდნელობისგან დაბნეულმა ვუპა-
სუხე, რომ დღიურს არ ვაწარმოებ, მან თქვა:
– რასაკვირველია... – და ისე უცნაურად გაიღიმა, რომ მე მო-
მესმა: – გეყოფა კომედიის თამაში!
ნებისმიერ შემთხვევაში, მას სურდა იმის გაგება, განვაგრძობ
თუ არა დღიურის წარმოებას ინსულტის შემდეგ, ხოლო თუ ეს
ასეა, დაიჟინებს, რომ წასაკითხად მივცე ის. ამჟამინდელ მდგო-
მარეობაში მას დამოუკიდებლად კითხვა არ შეუძლია და, ცხა-
დია, იმიტომაც მომმართა მე, რომ გულის სიღრმეში იმედოვნებ-
და, ნებას დავრთავდი... მზად უნდა ვიყო იმისთვის, რომ ის პირ-
დაპირ მომთხოვს ამას. სავსებით შესაძლებელია დღიურის ჩვე-
ნება იანვრიდან თექვსმეტი აპრილის ჩათვლით, მაგრამ არავი-
თარ შემთხვევაში ის, რაც ჩვიდმეტი აპრილის შემდეგაა. ასე ვეტ-
ყვი:
– შენ მალულად ყოველთვის იხედებოდი ჩემს დღიურში, ამი-
ტომ დაფარვას აზრი არ აქვს, მაგრამ სანახავიც არაფერია. თუ
მაინც გსურს წაკითხვა, კი ბატონო, მაგრამ თავად ნახავ, დღიური
თექვსმეტ აპრილს წყდება. მას შემდეგ, რაც შენ ჩაწექი, მეტისმე-
ტად ვარ დაკავებული შენი მოვლით, ამიტომ დღიურისთვის არ
მცალია. და საწერიც არაფერია უკვე.
უნდა დავამშვიდო და ცარიელი ფურცლები ვანახო, ჩვიდმეტი
აპრილიდან მოყოლებული. მე ქაღალდი ვიყიდე, რათა დღიური

მკითხველთა ლიგა 140


ორად გავყო, თექვსმეტ აპრილამდე და მას შემდეგ, და ასევე ახ-
ლებურად რომ ავკინძო...
...ბაზრის გამო დღისით არ მიძინია, ამიტომ ხუთისთვის, დაბ-
რუნების შემდეგ, ნახევარი საათი ზევით დავყავი. შვიდის ნახე-
ვარზე ჩავედი, თან დღიური წავიღე და სასტუმრო ოთახში, კომო-
დის უჯრაში ჩავდე. ტოშიკო ვახშმის შემდეგ, რვაზე წავიდა. ათზე
კოიკე გავისტუმრე ზევით, თერთმეტზე ნაბიჯები ბაღში.

25 აპრილი

...შუაღამისას, მისი გაცილების შემდეგ, სამზარეულოს კარი


ჩავრაზე. შემდეგ თითქმის ერთ საათს ავადმყოფის გვერდით ვი-
ჯექი და ხვრინვას ვუგდებდი ყურს. დავრწმუნდი რა, რომ ღრმად
ეძინა, სასტუმრო ოთახში შევედი და დღიურის აკინძვას შევუდე-
ქი. ორად გავყავი, ნაწილი ჩანაწერებისა თექვსმეტ აპრილამდე
– კომოდის უჯრაში ჩავდე, ნაწილი კი – ჩვიდმეტის შემდეგ –
მეორე სართულზე წავიღე და წიგნების კარადაში დავმალე. ამაზე
დაახლოებით საათი დამჭირდა. სამის დასაწყისში ავადმყოფთან
დავბრუნდი. გაუღვიძებლად სძინავს...
პირველზე – ექიმი კოდამა. განსაკუთრებული ცვლილებები
არ არის. უკანასკნელ ხანს წნევა 180-სა და 190-ს შორის მერყე-
ობს. კოდამამ თავი გააქნია:
– ცოტაც უნდა დავწიოთ.
დღისით, ადრინდელივით, სრულყოფილად ვერ სძინავს...
...თერთმეტზე ნაბიჯები ბაღში...

მკითხველთა ლიგა 141


28 აპრილი

...თერთმეტზე ნაბიჯები ბაღში...

29 აპრილი

...თერთმეტზე ნაბიჯები ბაღში...

30 აპრილი

...დღის პირველზე ექიმი კოდამა მოვიდა... თქვა, კარგი იქნე-


ბა, მომავალ კვირას ავადმყოფი პროფესორმა სომამ ინახულო-
სო...
...თერთმეტზე ნაბიჯები ბაღში...

1 მაისი

...მეორე კვირა დარტყმის შემდეგ. ტოშიკო, როგორც ერთი


კვირის წინ, სამის დასაწყისში გამოცხადდა. ასეც ვფიქრობდი.
დარწმუნდა რა, რომ მამას სძინავს, ჩამჩურჩულა:
– დაისვენე, ბაზარში წადი.
– არც კი ვიცი... – ვმერყეობდი მე.
– მამის გამო ნუ იღელვებ, მას ხომ სძინავს... გაისეირნე. დღეს
სეკიდენში დილით წყალი გააცხელეს, შეგიძლია შეიარო და აბა-
ზანა მიიღო, – თქვა მან. მე მივხვდი, რა იმალებოდა ამ ყველაფ-
რის უკან და ვთქვი:

მკითხველთა ლიგა 142


– კარგი, გავალ რამდენიმე საათით.
სამისკენ ჩანთა ავიღე და წავედი. პირდაპირ სეკიდენისკენ გა-
ვემართე. ქალბატონი შინ არ იყო, ფლიგელში მხოლოდ კიმურა
დამხვდა. მისთვის ტოშიკოს დაურეკავს და უთქვამს:
– ქალბატონი ოკადა ვაკაიამაში გაემგზავრა, გვიანობამდე არ
დაბრუნდება, მე კი ავადმყოფ მამასთან უნდა წავიდე. ხომ არ გა-
მოიჩენდით გულისხმიერებას და სახლს მიხედავდით რამდენიმე
საათით? მე საღამოს დავბრუნდები.
წყალი აბაზანაში ცივი იყო, სამაგიეროდ იქ იყო კიმურა. უკა-
ნასკნელი ორი კვირის განმავლობაში პირველად შეგვეძლო
აუჩქარებლად საუბარი, მაგრამ ორივე გაღიზიანებული ვიყავით
და მშვიდი დიალოგი ვერ შედგა... დავტოვე და ხუთზე წავედი.
დრო აღარ მქონდა, – ვწუხდი, ქმარს არ გაღვიძებოდა, – სიჩქა-
რეში შევიძინე სურსათი და სასწარფოდ შინ დავბრუნდი.
– რა სწრაფად დაბრუნდი! – თქვა ტოშიკომ.
– მამა რას შვრება? – ვიკითხე მე.
– დღეს გასაოცრად კარგად სძინავს. უკვე სამ საათზე მეტია,
– თქვა მან. მართლაც, ძლიერი ხვრინვის ხმა გავიგონე.
– თქვენი ქალიშვილის ნებართვით აბანოში ვიყავი, – თქვა
კოიკემ. მისი გავარდისფრებული სახე სისუფთავეს ასხივებდა.
– აი თურმე, რა ხდება, კოიკე აბანოში ყოფილა? – მე ეს რა-
ტომღაც გულზე მომხვდა. – ტოშიკოს ოინები ხომ არ არის? – ვი-
ეჭვე მე... სიტყვამ მოიტანა და, რაც ქმარი ლოგინად ჩავარდა,
წყალი ჩვენთან სულ რამდენჯერმე გააცხელეს. მეც, კოიკეცა და
ბაიაც დასაბანად დაახლოებით სამ დღეში ერთხელ დავდივართ
საჯარო აბანოში, დღეს კი სწორედ კოიკეს რიგი იყო, და არაფერი
იყო იმაში უცნაური, რომ მან ეს დღე გამოიყენა. მაგრამ შესაძ-
ლოა ტოშიკომ გამოიყენა ეს გარემოება და მეც გამისტუმრა, რა-
თა მამასთან მარტო დარჩენილიყო. წინდაუხედავად მოვიქეცი,

მკითხველთა ლიგა 143


ასეთი შესაძლებლობა რომ არ გავითვალისწინე. რასაკვირვე-
ლია, მის ჩანაფიქრს მივხვდებოდი, ვიცი რა, თუ რამდენ ხანს
რჩება აბანოში კოიკე, მაგრამ როგორც კი გავიგონე:
– სეკიდენში წყალი გააცხელეს...
გული ამიჩქარდა და ყურადღება მოვადუნე.
„ჩავფლავდი!“ – გავიფიქრე მე, ავადმყოფი ტოშიკოსა და ექ-
თანს დავუტოვე და მეორე სართულზე ავედი, რათა, ჩვეულებისა-
მებრ, „სადილის შემდეგ წამეძინა“ .
სწრაფად ამოვიღე წიგნების კარადაში ჩამალული დღიური და
ყურადღებით დავათვალიერე. სამწუხაროა, რომ მწებარე ფირით
არ დავწებე, საკმარისად წინდახედული ვერ აღმოვჩნდი, – ახლა
როგორ გინდა გაიგო, წაიკითხა ვინმემ დღიური ჩემი ნებართვის
გარეშე თუ არა? თუმცა არა, ჩემი შიში სრულიად უსაფუძვლოა! –
ვარწმუნებდი საკუთარ თავს. ძალიან ეჭვიანი ვარ. საიდან უნდა
იცოდნენ მათ, რომ მე დღური ორ ნაწილად გავყავი და მეორე ნა-
წილი წიგნების კარადაში დავმალე მეორე სართულზე? ამ მოს-
ზრებამ დამამშვიდა და ეს ამბავი თავიდან ამომიფრინდა... მაგ-
რამ როდესაც ტოშიკო წავიდა რვა საათზე, ისევ შფოთმა მომიც-
ვა. სამზარეულოში შევედი და შინამოსამსახურე დავკითხე. ავი-
და თუ არა კაბინეტში ვინმე ჩემი წასვლის შემდეგ? მოულოდნე-
ლად ბაიამ თქვა:
– დიახ, თქვენი ქალიშვილი.
მისი სიტყვებით, ჩემი წასვლიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ
კოიკე აბანოსკენ გაეშურა, ტოშიკო კი მცირე ხანში მეორე სარ-
თულზე ავიდა და რამდენიმე წუთის შემდეგ ავადმყოფთან დაბ-
რუნდა.
– მგონი, რაღაცაზე საუბრობდნენ, – თქვა ბაიამ.
– მაგრამ მას ხომ მთელი ეს დრო ეძინა? – ვკითხე მე.

მკითხველთა ლიგა 144


– ხვრინვა უეცრად შეწყდა, – თქვა მან და დაამატა. – ბატონ-
თან საუბრის შემდეგ თქვენი ქალიშვილი ისევ ავიდა მეორე სარ-
თულზე და მალევე დაბრუნდა. შემდეგ კოიკე მოვიდა აბანოდან.
– მაგრამ როდესაც მე დავბრუნდი, ავადმყოფს ღრმად ეძინა,
– ვთქვი მე.
– სანამ თქვენ არ იყავით, მას არ ეძინა, თქვენს მოსვლამდე
მცირე ხნით ადრე კი ისევ დაიძინა, – თქვა მან...
მისმა მონათხრობმა ჩემი შიში დაადასტურა, მე მივხვდი, რომ
ჩემი ეჭვი უსაფუძვლო არ იყო, მაგრამ ეს როგორღაც არ ლაგდე-
ბოდა თავში... თუ ტოშიკოს მოქმედებების აღდგენას შევეცდე-
ბით, აი, რა გამოდის. სამ საათზე კეთილსახიერი საბაბით იგი ში-
ნიდან მისტუმრებს. გზავნის კოიკეს აბანოში. შემდეგ – ან ავად-
მყოფმა მიმართა მას გაღვიძებისას, ან მან თავად ათქმევინა, ეს
გაუგებარია, – ნებისმიერ შემთხვევაში, ტოშიკოსთვის ცნობილი
ხდება, რომ ჩემი დღიური სასტუმრო ოთახის კომოდში დევს,
პოულობს მას და მამამისთან მიაქვს. დღიური თექვსმეტი აპრი-
ლით სრულდება, მაგრამ ის ამბობს, რომ შემდეგი თარიღების ჩა-
ნაწერები უდაოდ სადღაც არის დამალული, და ვინაიდან მას სწო-
რედ ისინი აინტერესებს, ქალიშვილს მათ მოძებნას ავალებს.
იგი წიგნების კარადას გადააქოთებს და პოულობს. ჩამოაქვს და
მამას აძლევს წასაკითხად. შესაძლოა თავად უკითხავს. შემდეგ
მეორე სართულზე ადის და დღიურს ადგილზე ათავსებს. ბრუნდე-
ბა კოიკე. ავადმყოფი კვლავ მძინარეს თამაშობს. ექვსის დასაწ-
ყისზე მე ვბრუნდები... ჯამში დაახლოებით ასე გამოდის, მაგრამ
რთული წარმოსადგენია, რომ ჩემი არყოფნის ორი-სამი საათის
განმავლობაში ყველაფერი ასე უხარვეზოდ მომხდარიყო. აქ მე
გამახსენდა, რომ ტოშიკოს რჩევით გასულ კვირადღესაც (ოცდა-
ოთხ აპრილს) გავედი შინიდან. იმ დღეს ხომ არ შეუდგა ტოშიკო
ძებნას? ავადმყოფმა უკვე შაბათ დილას, როდესაც ჩემთან მარ-

მკითხველთა ლიგა 145


ტო დარჩა, წაილუღლუღა: „ღიუ-რი, ღუ-რი!“ , გამოხატა რა
არაორაზროვნად ჩემი ჩანაწერების წაკითხვის სურვილი.
იოლად დასაშვებია, რომ უკვე ოცდაოთხში, როდესაც მე დღისით
გავედი, მან იგივე თქვა ტოშიკოსა და კოიკეს თანდასწრებით (შე-
საძლოა კოიკე იმ დღესაც აბანოში იყო, ბაიას ზუსტად არ ახ-
სოვს). და ვინაიდან მე მას უარი ვუთხარი, ტოშიკოს მიმართა...
ყველაზე მეტად სავარაუდო ეს არის. არ მახსოვს, როდესმე
ტოშიკოსთვის მეთქვას, რომ დღიურს ვაწარმოებ. მაგრამ, შესაძ-
ლოა, მან კიმურას მეშვეობით შეიტყო ან როგორღაც თავად მი-
აკვლია, და ამიტომ, როდესაც ავადმყოფმა დღიური ახსენა, მყის-
ვე მიხვდა, რაზე იყო საუბარი. „კომოდი“ – ავადმყოფი სასტუმრო
ოთახის მიმართულებით ანიშნებს. ტოშიკო მიდის სასტუმრო
ოთახში და კომოდის უჯრებში ეძებს დღიურს, მაგრამ ვერ
პოულობს.
– უდავოდ კაბინეტში იქნება, – ამბობს ტოშიკო და მეორე
სართულზე ადის. ამ ყველაფრის წარმოდგენა რთული არ არის...
როგორც არ უნდა იყოს, გასულ კვირას მისთვის ცნობილი გახდა,
რომ დღიურს გაგრძელება გააჩნია. ამ კვირადღეს კი გამოარ-
კვია, რომ დღიური ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთი ნაწილი კა-
ბინეტში ინახება, მეორე კი ქვევით... ამაში არაფერია შეუძლებე-
ლი...
თუ ყველაფერი ისეა, როგორც მე ვვარაუდობ, უნდა გადავ-
წყვიტო, რა მოვუხერხო დღიურს. უგნურება იქნებოდა მისი შეწ-
ყვეტა ერთი დასანანი შეცდომის გამო. ყველაფერი უნდა გავაკე-
თო, რომ დღიური უჩემოდ არავინ წაიკითხოს. ამიერიდან დღის
საათებში ჩანაწერებს აღარ გავაკეთებ. ღამით დავწერ ხოლმე,
როდესაც ავადმყოფი და კოიკე დაიძინებენ, და ახალ ადგილას
დავმალავ...

მკითხველთა ლიგა 146


9 ივნისი

დიდხანს ვზარმაცობდი და არაფერი დამიწერია. გასული თვის


პირველ დღეს, ანუ იმის წინა დღეს, როდესაც ქმარს მეორე ინ-
სულტი დაემართა და ის გარდაიცვალა, ჩანაწერების გაკეთება
შევწყვიტე და ოცდათვრამეტი დღის განმავლობაში დღიური
აღარც გადამიშლია. რასაკვირველია, ქმრის მოულოდნელი
გარდაცვალების გამო მრავალი საოჯახო საზრუნავი დამაწვა
მხრებზე. შესაბამისად, მეტისმეტად დაკავებული ვიყავი, მაგრამ
მთავარი ისაა, რომ მის სიკვდილთან ერთად გაქრა დღიურის
გაგრძელების ინტერესი, ან, უფრო სწორად – მას აზრი დაეკარ-
გა. „აზრი“ არც ახლა არსებობს. ასე რომ, შესაძლოა ამით ყველა-
ფერი დასრულდეს. ყოველ შემთხვევაში, მე ჯერ არ გადამიწყვე-
ტია, ღირს თუ არა გაგრძელება. მაგრამ არ მსურს შუა გზაზე შევ-
წყვიტო დღიური, რომელსაც წლის დასაწყისიდან ასთერთმეტი
დღის განმავლობაში ვაწარმოებდი. ჩემი აზრით, მართებული იქ-
ნება ყოველივე მომხდარი შევაჯამო. საქმე იმაშიც კი არაა, რომ
დღიური როგორღაც უნდა დასრულდეს, არამედ იმაში, რომ ეს
საშუალებას მომცემს კიდევ ერთხელ გავიხსენო პერიპეტიები წი-
ნააღმდეგობისა, რისგანაც ჩემი და ჩემი ქმრის ინტიმური ცხოვ-
რება შედგებოდა. თუ ყურადღებით გადავიკითხავთ ჩემს ჩანაწე-
რებს და მათ გარდაცვლილის შემდეგ დარჩენილ დღიურს შევა-
დარებთ, განსაკუთრებით კი წელს გაკეთებულ ჩანაწერებს, ცხა-
დი გახდება, თუ როგორ ვითარდებოდა ბრძოლა ჩვენს შორის,
მაგრამ, გარდა ამისა, სხვა მრავალიც გახდება ცხადი, რის შესა-
ხებ წერას მე ქმრის სიცოცხლეში ვერ ვბედავდი და რის დამატე-
ბასაც ვისურვებდი ერთგვარი პოსტსკრიპტუმის სახით.
როგორც უკვე ვთქვი, ქმარი მოულოდნელად გარდაიცვალა,
მიზეზებით, რომლებზეც უფრო დეტალურად შევჩერდები. ზუსტი

მკითხველთა ლიგა 147


დრო არ მახსოვს, მაგრამ ვფიქრობ ორი მაისის ღამის სამი საათი
იყო. კოიკეს მეორე სართულზე ეძინა, ტოშიკო სეკიდენში წავი-
და, ასე რომ, ავადმყოფთან მხოლოდ მე ვმორიგეობდი. დაახ-
ლოებით ორ საათზე, დავინახე რა, რომ ავადმყოფი მშვიდად
ხვრინავდა, სასტუმრო ოთახში გავედი, რათა ოცდაათი აპრილის
საღამოს მოვლენები ჩამეწერა. წინამორბედ დღეებში, ანუ ქმრის
ავადმყოფობის დასაწყისიდან ოცდაათი აპრილის ჩათვლით, მე
წაძინების სურვილს ვიმიზეზებდი, დღისით კაბინეტში ვიმალებო-
დი და დღიურში ვიწერდი გასული დღის საღამოსა და მიმდინარე
დღის პირველი ნახევრის მოვლენებს, მაგრამ როდესაც ჩემთვის
ცნობილი გახდა, რომ კვირას, პირველ მაისს, ტოშიკომ ჩემი ნე-
ბართვის გარეშე წაუკითხა ჩემს ქმარს ჩემი დღიურის მეორე ნა-
წილი, ის ნაწილი, რომლის ფარულად შენახვას ვცდილობდი, მე
შევწყვიტე დღისით ჩანაწერების კეთება და გადავწყვიტე, რომ
ამას ღამით გავაკეთებდი, დღიურს კი უფრო საიმედო ადგილას
დავმალავდი. (მე ვერაფრით მოვიფიქრე სათანადო სამალავი,
ამიტომ დროებით დღიური იმავე ადგილას დავტოვე. მაგრამ იმ
ღამეს, მას შემდეგ, რაც ტოშიკო და შინამოსამსახურე წავიდნენ
და მცირე ხნით ადრე კოიკეს დაძინებამდე, კაბინეტში ავედი,
დღიური იღლიაში ამოვიდე და ქვევით ჩამოვედი. მთელი ღამე
მქონდა მოსაფიქრებლად. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლებოდა
კედლის კარადის ზედა ნაწილიდან ფიცრის ამოღება და იქ და-
მალვა). ამგვარად, სამის დასაწყისში სასტუმრო ოთახში გავედი,
დღიური გადავშალე და იმის ჩაწერას შევუდექი, რაც მანამდე
მოხდა. უეცრად გავაცნობიერე, რომ არ მესმის ხვრინვა, რაც
აქამდე გარკვევით აღწევამდე ჩემს ყურებამდე. სასტუმრო ოთახ-
სა და საძინებელს, სადაც ავადმყოფი იწვა, თხელი ტიხარი ყოფს,
მაგრამ მე იმდენად ვიყავი გატაცებული დღიურით, მყისვე არ მი-

მკითხველთა ლიგა 148


მიქცევია ყურადღება იმისთვის, რომ ხვრინვა შეწყდა. ეს იმ
დროს მოხდა, როდესაც დავწერე
„ამიერიდან დღის საათებში ჩანაწერებს აღარ გავაკეთებ. ღა-
მით დავწერ ხოლმე, როდესაც ავადმყოფი და კოიკე დაიძინებენ,
და ახალ ადგილას დავმალავ...“
ფუნჯი გადავდე და მცირე ხანს ყურს ვუგდებდი. მეზობელი
ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. სამარისებური სიჩუმე იდგა, ამი-
ტომ წერა შევწყვიტე, დღიური მაგიდაზე დავტოვე და ავადმყოფის
დასახედად გავედი. ის უძრავად იწვა, ზურგზე გაჭიმული, სახით
ჭერისკენ და იფიქრებდით, რომ ეძინა. (იმ დღის შემდეგ, რაც
სათვალე მოვხსენი, მას ის ერთხელაც აღარ გაუკეთებია.
ჩვეულებრივ, ზურგზე მწოლს ეძინა და თავისი „შიშველი სახით“
მაფრთხობდა). ვამბობ, „იფიქრებდით, რომ ეძინა“ , რადგან
ლამფაზე ცხვირსახოცი იყო გადაფარებული და მე მყისვე ვერ
შევძელი მისი სახის დათვალიერება, რომელიც ჩრდილში იყო
მოქცეული. ჩამოვჯექი, ავადმყოფს ვუყურებდი, მაგრამ ის მე სა-
ეჭვოდ მდუმარედ მომეჩვენა, ამიტომ გავბედე და ლამფას
ცხვირსახოცი მოვაშორე, რათა მისი სახე გამენათებინა. თვალე-
ბი გახელილი ჰქონდა, ირიბი მზერა უძრავად იყო მიმართული
ჭერისკენ.
„მოკვდა“ , – ვიფიქრე მე, მივუახლოვდი და ხელზე შევეხე. ხე-
ლი ცივი იყო. სასთუმალთან მდგარი საათი ოთხის შვიდ წუთს უჩ-
ვენებდა. დაბეჯითებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლებოდა
– მოკვდა ორი მაისის ღამეს, დაახლოებით ორ საათსა და ოთხის
შვიდ წუთს შორის. გარდაიცვალა ძილში, ტანჯვის გარეშე. სუნ-
თქვაშეკრული ვაკვირდებოდი მცირე ხანს მის „შიშველ სახეს“ ,
როგორც მხდალი ადამიანი, უფსკრულს რომ ჩაჰყურებს და შიშს
იკავებს, და უეცრად ჩვენი საქორწინო მოგზაურობის პირველი

მკითხველთა ლიგა 149


ღამე გამახსენდა ცხადად... სასწრაფოდ ცხვირსახოცი გადავაფა-
რე ლამფას.
მომდევნო დღეს პროფესორმა სომამ და ექიმმა კოდამამ ერ-
თხმად მაცნობეს, რომ ასე სწრაფად გამეორებული ინსულტი
მათთვის სრულ მოულოდნელობად იქცა. ადრე, ჯერ კიდევ ათი
წლის წინ, შემთხვევათა უმეტესობაში მეორე ინსულტი პირველი-
დან რამდენიმე წლის შემდეგ ხდებოდა, უკეთეს შემთხვევაში –
სადღაც შვიდი-რვა წლისა, და მაშინ უკვე ვეღარაფრით უშველი-
დი, მაგრამ უკანასკნელ წლებში, მედიცინის პროგრესის წყალო-
ბით, ეს გარდუვალობას აღარ წამოადგენს. არიან ავადმყოფები,
რომლებიც ერთი ინსულტით გამოძვრებიან ხოლმე, არიან ისე-
თებიც, ვინც ორი ინსულტი გადაიტანა და ფეხზე დადგა, არც ისე-
თი იღბლიანებია იშვიათობა, სრულყოფილი ცხოვრებით რომ
ცხოვრობენ სამი და ოთხი ინსულტის შემდეგ. თქვენი ქმარი, ამ-
ბობდნენ ისინი, განსხვავებით გონებრივად მომუშავე ადამიანთა
უმრავლესობისგან, თითქმის არ ზრუნავდა საკუთარ ჯანმრთე-
ლობაზე და ხშირად უგულვებელყოფდა ექიმთა რჩევებს, ამიტომ
იმის გამორიცხვა, რომ ინსულტი გამეორდებოდა, არ შეიძლებო-
და, თუმცა არავინ ვარაუდობდა, რომ ეს ასე მალე მოხდებოდა,
ის ხომ ჯერ სამოცისაც არ არის და, თუმცა დაბალი ტემპით, მაგ-
რამ ჯანმრთელობა გაუმჯობესების გზას დაადგა. ასე რომ, შესაძ-
ლებელი იყო გვქონოდა იმედი, რომ ის კიდევ რამდენიმე წელი-
წადს იცხოვრებდა აქტიურად, სახარბიელო გარემოებებში კი
მთელ ათ წელიწადსაც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ასეთი სავა-
ლალო შედეგი დაგვიდგა... რასაკვირველია, ჩემთვის უცნობია,
რამდენად გულწრფელნი იყვნენ პროფესორი სომა და კოდამა.
არც ერთ, ყველაზე გამოცდილ ექიმსაც არ ძალუძს იმის ზუსტად
გამოცნობა, რამდენი აქვს კიდევ დარჩენილი ადამიანს, ამიტომ,
თუ ორივე იმას ამბობდა, რისიც სჯეროდა, მე, გულწრფელად

მკითხველთა ლიგა 150


რომ ვთქვა, მომხდარში ვერაფერს ვხედავ მოულოდნელსა და
გასაოცარს – მე მზად ვიყავი ამისთვის, ყველაფერი ისე მოხდა,
როგორც მე ვიწინასწარმეტყველე. წინასწარმეტყველება ყო-
ველთვის არ ახდება, ხშირად სრულიად საპირისპიროს აქვს ად-
გილი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე გამოვიცანი. ვფიქრობ,
ტოშიკომაც.
ახლა კი მე ჩვენი დღიურების გადაკითხვას ვისურვებდი, და
მათი ერთმანეთთან შედარებით თვალის გადევნებას იმ მოვლე-
ნებისთვის, რომლებმაც მარადიულ განშორებამდე მიგვიყვანეს.
ქმარმა დღიურის წარმოება მრავალი წლის წინ დაიწყო, ჯერ კი-
დევ ჩვენს ქორწინებამდე, და შესაძლოა მისი ძველი ჩანაწერების
ამოქექვაც კი ღირდეს, რათა ჩვენი ურთიერთობის არსისთვის
მიგვეგნო. მაგრამ ასეთი ტიტანური შრომის უნარი მე არ შემწევს.
ვიცი, რომ მისი ჩანაწერებით სავსე ათობით რვეულია დახვავე-
ბული კაბინეტის ზედა თაროზე, რომელსაც კიბის გარეშე ვერ
მიწვდები, მაგრამ იმის ძალაც კი არ მაქვს, რომ ეს ვეებერთელა
მატიანე გადავფურცლო. ქმარი თავად წერდა, რომ წლევანდელ
წლამდე თავს არიდებდა დღიურისთვის ჩვენი ინტიმური ცხოვრე-
ბის დეტალების გაზიარებას. მხოლოდ იანვრიდან შეუდგა ის
„ამის შესახებ“ გულახდილად წერას, მხოლოდ „ამის შესახებ“ ,
და მეც მხარი ავუბი და საკუთარი დღიურის წარმოება დავიწყე.
თუკი უკანასკნელი თვეების ჩვენს ჩანაწერებს შევადარებთ, და
შევავსებთ სტრიქონებს შორის დარჩენილ სივრცეს, შეიქმნება
ცხადი სურათი იმისა, თუ როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, რო-
გორ ვატყუებდით, ვაბამდით მახეებში, რაც საბოლოოდ ერთ-
ერთი ჩვენგანისთვის სიკვდილით დასრულდა, ამიტომ ვფიქრობ,
რომ ძველი დღიურების ქექვის აუცილებლობა არ არსებობს.
პირველ იანვარს ქმარმა დაწერა, რომ მე „ბუნებით გულდახურუ-
ლი, ვერაგი ქალი“ ვარ და ჩემთვის „დამახასიათებელია თავის

მკითხველთა ლიგა 151


მოჩვენება, თითქოს ამქვეყნად არაფერი ვიცი“ . არ უარვყოფ, ეს
სრული სიმართლეა. ზოგადად თუ ვიტყვით, ჩემთან შედარებით
ის მეტად გულწრფელია, ამიტომ მის დღიურში, უნდა ვაღიარო,
ნაკლები სიცრუეა, მაგრამ ის მაინც არის. მაგალითად, ის წერს:
„ჩემმა ცოლმა დანამდვილებით უნდა იცოდეს, ჩემი კაბინეტის
რომელ უჯრაშია დამალული დღიური“, მაგრამ მისთვის
„დღიურის მალულად კითხვა უსაქციელობის მწვერვალი იქნე-
ბოდა.“
და შემდეგ:
„თუმცა მაქვს საფუძველი, ასეთი შესაძლებლობა არ გამოვ-
რიცხო“, მაგრამ „გადავწყვიტე ყველა შიში უკუვაგდო“ .
ქვევით კი თავად აღიარებს:
„ქვეცნობიერად ვუშვებდი, ვიმედოვნებდი კიდეც, რომ ის კით-
ხულობს ჩემს დღიურს“.
გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის დიდი ხანია აღარ წარმო-
ადგენს საიდუმლოს, რომ სწორედ ეს სურდა მას ჩემგან. გასაღე-
ბი უჯრისა, განზრახ დაგდებული ოთხი იანვრის დილას წიგნების
კარადის წინ, რომელზეც, თუ სწორად მახსოვს, ლარნაკი იდგა
ნარგიზით, ადასტურებდა, თუ რამდენად იყო ის დაინტერესებუ-
ლი, რომ მე მისი დღიური წამეკითხა. სხვათა შორის, მას შეეძლო
ასეთი ხრიკებისათვის არც მიემართა, მე უკვე კარგა ხანია ვიჭ-
ვრიტებოდი მის დღიურში. ოთხ იანვარს მე დავწერე:
„არაფრით წავიკითხვავ მის დღიურს. არ მსურს გადავლახო
საზღვარი, რომელიც თავად დავუდგინე საკუთარ თავს და მის აზ-
რებში ჩავძვრე. რამდენადაც საკუთარი გულის გადახსნა არ მიყ-
ვარს, იმდენადვე არ მაქვს სხვისი სულის სიღრმეებში ძრო-
მიალის სურვილი“.

მკითხველთა ლიგა 152


მაგრამ ეს სიცრუეა. მე არ მიყვარს გულის გადახსნა, ეს ასეა,
მაგრამ სხვისი სულის სიღრმეებში ხეტიალზე ვგიჟდები. ქმრის
დღიურის კითხვას ქორწილის შემდეგვე მივეჩვიე.
„რასაკვირველია, ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია მისი
დღიურის შესახებ, არც ის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ დღი-
ურს ის პატარა მაგიდის უჯრაში კეტავს“, მაგრამ მე ვცრუობდი,
როდესაც ვამტკიცებდი, რომ „არასოდეს მწვევია ცდუნება,
დღიური გადამეშალა და შიგ ჩამეხედა“ . თუმცა, მანამდე ის თით-
ქმის არ ეხებოდა ჩვენი ცოლ-ქმრული ინტიმური ცხოვრების
პრობლემებს, იფარგლებოდა რა მოსაწყენი წვრილმანებით სა-
კუთარი მეცადინეობების შესახებ, რაც მე სევდას მგვრიდა. უფ-
რო ხშირად მე მხოლოდ ვფურცლავდი დღიურს, ვიღებდი რა გან-
საკუთრებულ სიამოვნებას იმისგან, რომ ქმრის ნაწერებს მისი
ნებართვის გარეშე ვკითხულობდი, მაგრამ პირველი იანვრიდან
დაწყებული, როდესაც მან გადაწყვიტა „ყველა შიში უკუეგდო“ ,
მე, რასაკვირველია, მყისვე გავები მახეში. უკვე ორ იანვარს,
დღისით, როდესაც ის სასეირნოდ გავიდა, მე აღმოვაჩინე, რომ
მისმა ჩანაწერებმა მიმართულება იცვალეს. მაგრამ მე ვუმალავ-
დი ქმარს, რომ მალულად ვკითხულობ მის დღიურს, არა მხო-
ლოდ მიდრეკილებიდან „თავის მოჩვენებისა, თითქოს ამქვეყ-
ნად არაფერი ვიცი“ . მე ვხვდებოდი, მას სურდა, რომ მე წამეკით-
ხა დღიური, მაგრამ იმავდროულად თავს ვიკატუნებდი, თითქოს
არ ვკითხულობდი.
ის ხოტბას მასხამს:
„იკუკო, ჩემი საყვარელი, ძვირფასი ცოლი!“
მგზნებარე სიყვარულს მეფიცება და მე ვფიქრობ, რომ ეს ასეც
იყო. არანაირი საფუძველი არ მაქვს, მისი გულწრფელობის არ
მწამდეს. ისიც უნდა ვთქვა, რომ თავიდან მეც მგზნებარედ ვიყავი
მასში შეყვარებული. მართალია ისიც, რომ „დიდი ხნის წინანდე-

მკითხველთა ლიგა 153


ლი საქორწინო მოგზაურობისას, ღამით, როდესაც ლოგინში
დავწექი, დავინახე, როგორ იხსნიდა სათვალეს, და მყისიერად
ამაკანკალა“, მართალია, რომ მე „სექსუალური თვალსაზრისით
ყველაზე შეუფერებელი პარტნიორი შემხვდა“, და ისიც, რომ მისი
დანახვისას „უეცრად გულზიდვა მეწყება“, მაგრამ ეს ყველაფერი
არ ნიშნავს, რომ მე ის არ მყვარებია. „კიოტოს ტრადიციულ
ოჯახში დაბადებული და ფეოდალური სულისკვეთებით აღზრდი-
ლი“, მე „დაუფიქრებლად გავთხოვდი, მშობლების ნებას აყოლი-
ლი, და უკანასკნელ დრომდე იმ რწმენით ვცხოვრობდი, რომ მე-
უღლეებს შორის ასეც უნდა ხდებოდეს“, ამიტომ სხვა არჩევანი
არც მქონია, გარდა იმისა, რომ მყვარებოდა, მომწონდა თუ არ
მომწონდა ეს. ისიც სიმართლეს შეესაბამება, რომ მე „პატივს
ვცემ არქაულ, დრომოჭმულ ზნეობრივ ნორმებს და, შეიძლება
ითქვას, თავსაც ვიწონებ ამით“. ყოველ ჯერზე, როდესაც გულ-
ზიდვა მიპყრობდა, მე სინდისის ქენჯნასა და დანაშაულს
ვგრძნობდი ქმრისა და გარდაცვლილი მშობლების წინაშე, და
რაც უფრო მეტად მძულდა იგი, მით მეტად ვაიძულებდი საკუთარ
თავს, მყვარებოდა ის, რაც გამომდიოდა კიდეც. ჩემი თანდაყო-
ლილი ავხორცობითა და მხურვალე ტემპერამენტით სხვაგვარად
ცხოვრება არ შემეძლო. მე მხოლოდ ის მწყვეტდა გულს, რომ
ქმარს არ შეეძლო ჩემი ბობოქარი სურვილების სრულად დაკმა-
ყოფილება, მაგრამ აქაც მე იმდენად მის ფიზიკურ უძლურებას არ
ვსაყვედურობდი, რამდენადაც საკუთარი ჭარბი ავხორცობისა
მრცხვენოდა. მისი მამაკაცური ძალების დასუსტება, რაღა თქმა
უნდა, გულსატკენი იყო, მაგრამ მე სულაც არ გავმხდარვარ გულ-
გრილი მის მიმართ ამის გამო, პირიქით, ვცდილობდი უფრო
ძლიერად მყვარებოდა. არ ვიცი, რას ფიქრობდა, როდესაც ამ
წლის დასაწყისში გადაწყვიტა, ჩემთვის თვალები აეხილა. ბო-

მკითხველთა ლიგა 154


ლომდე არ არის ნათელი, რამ უბიძგა „დღიურში შეეტანა ყველა-
ფერი, რის ხსენებას ადრე ვერ ბედავდა“ . ის წერს:
„ვწერ, რადგან დავკარგე იმედი ჩვენი ინტიმური ცხოვრების
შესახებ მასთან უშუალო საუბრისა“ , მაგრამ, ბოლოს და ბოლოს,
იმიტომ მიმართა დღიურს, რომ მას ასე აჯავრებდა ჩემი „მალუ-
ლობა“ , ჩემი „ფარისევლური მოკრძალება“ , ჩემი „ყბადაღებუ-
ლი ქალურობა“ , ჩემი „მოჩვენებითი სინატიფე“ , რომ გადაწყვი-
ტა ეს ყველაფერი გაენადგურებინა? დარწმუნებული ვარ, იყო
რაღაც სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი, მაგრამ დღიურში ამის შესა-
ხებ არაფერია ნათქვამი. თუმცა შესაძლოა, რომ ის თავად ვერ
აცნობიერებდა სრულად თავის სულიერ წადილებს. როგორც არ
უნდა იყოს, ის პირველია, ვინც გამაგებინა, რომ მე „აღჭურვილი
ვარ „აპარატით“, რომლისაც ნებისმიერ ქალს შეშურდებოდა.“
ასევე მისგან შევიტყე, რომ „საროსკიპო სახლში რომ გავეყი-
დეთ, დაახლოებით ისეთში, რომლებითაც წარსულში შიმაბარას
გარეუბანი იყო ცნობილი“, მე „აუცილებლად მოვიხვეჭდი სა-
ხელს“ და ჩემ გარშემო „გამუდმებით თაყვანისმცემელთა ბრბო
იქნებოდა შეკრებილი“. მაშ, მიუხედავად ეჭვისა, მიუხედავად
იმისა, რომ „მას არ უნდა ვატყობინებდე ამას. პირადად ჩემთვის
არ არის მომგებიანი, რომ მან ეს იცოდეს“, მაინც საკუთარი სარ-
გებლიანობის წინააღმდეგ წავიდა? ის ამბობს: „ამ ღირსებაზე და-
ფიქრებაც კი საკმარისია ჩემში ეჭვის ალის ასაგიზგიზებლად“.
იგი წუხს:
„თუ სხვა მამაკაცი მიაგნებს ამას... რა მოხდება?“ და იმავ-
დროულად არა მხოლოდ არ ნიღბავს საკუთარ წუხილს, არამედ
ღიად წერს ამის შესახებ დღიურში, – აი, რატომ მივედი დას-
კვნამდე, რომ ის ჩემგან ისეთ საქციელს ელოდება, რაც მასში
ეჭვს აღძრავდა. ჩემი ვარაუდის სისწორეს მისივე სიტყვები ადას-
ტურებენ: „იქნებ ფარულ სიამოვნებას ვიღებ ეჭვიანობისგან?“,

მკითხველთა ლიგა 155


„ეჭვიანობას ჩემზე ყოველთვის აღმგზნები ზემოქმედება ჰქონ-
და“, „გარკვეული აზრით ის ჩემთვის აუცილებელია და ცხოველ
სიამოვნებას მანიჭებს“ (13 იანვარი), მაგრამ ბუდოვანი წარმოდ-
გენა ამის შესახებ უკვე პირველი იანვრის ჩანაწერებიდან შემექ-
მნა...

10 ივნისი

...რვა იანვარს დავწერე:


„მე გაშმაგებით მძულს ჩემი ქმარი და ასევე მიყვარს. ინტიმურ
ცხოვრებაში ჩვენ განხეთქილება გვაქვს...“
და შემდეგ:
„მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ მაძლევს საბაბს, რომ სხვა შევიყვა-
რო. ჩემს ხასიათში არ ზის, ვუღალატო ცოლ-ქმრული ერთგულე-
ბის ჩანერგილ, ძველმოდურ პრინციპებს. მე ერთგვარად მაცბუ-
ნებს მისი აბეზარი, გარყვნილი ალერსი, მაგრამ იმავდროულად
არ შემიძლია არ დავინახო, თუ რა გზნებით ვუყვარვარ, და თავს
ვალდებულად ვთვლი რამენაირად მაინც გადავუხადო სამა-
გიერო“.
თუკი ჩემში ჩანერგილი უმკაცრესი კონფუციანური მორალის
ნორმების საწინააღმდეგოდ მაინც ავყევი ცდუნებას და ქმარს სა-
ხელს ვუტეხავ დღიურში, მხოლოდ იმიტომ, რომ ოცი წლის გან-
მავლობაში ძველმოდური პატიოსნების დოგმებით ხელფეხშე-
ბორკილი ვთრგუნავდი საკუთარ თავში ქმრის მიმართ დაუკმა-
ყოფილებლობის გრძნობას, მაგრამ მთავარია, დავიწყე მიხვედ-
რა, რომ ქმარში ეჭვიანობის გაღვივებით საბოლოოდ მე მას
სიამოვნებას ვანიჭებ, „ერთგული ცოლის“ ვალდებულება კი სწო-
რედ ეს არის. თუმცა, მე არ ვიკმარე იმის კონსტატაცია, რომ „გაშ-

მკითხველთა ლიგა 156


მაგებით მძულს“ ქმარი და „ინტიმურ ცხოვრებაში ჩვენ განხეთ-
ქილება გვაქვს“, მე იმავ წამს, არცთუ დამაჯერებლად განვაცხა-
დე: „ეს ჯერ კიდევ არ მაძლევს საბაბს, რომ სხვა შევიყვარო“ და
„ჩემს ხასიათში არ ზის, ვუღალატო ცოლ-ქმრული ერთგულების
პრინციპებს“. შესაძლოა უკვე იმ დროს მე გაუცნობიერებლად,
გულის სიღრმეში, მიყვარდა კიმურა. ყველაზე დიდი, რის უფლე-
ბასაც საკუთარ თავს ვაძლევდი, ეს იყო ნების საწინააღმდეგოდ,
თრთოლვით წამოსროლილი სიტყვა, რომელიც ქმარში ეჭვს აღ-
ვივებდა, ამით კი ცოლ-ქმრულ ვალს ვასრულებდი.
თუმცა, წავიკითხე რა ცამეტ იანვარს მის დღიურში შემდეგი
ფრაზები: „კიმურასადმი ეჭვიანობით აღგზნებულმა, შევძელი
ცოლის დაკმაყოფილება“, „მსურს დავარწმუნო, აღივსოს გამბე-
დაობით და გადადგას ეს ნაბიჯი, რათა ჩემი აღგზნება შეძლოს –
საკუთარივე სიკეთისთვის“, და ასეთები: „მზად ვარ, ეჭვიანობის-
გან ჭკუიდან შევიშალო“, „მას ნებისმიერი სარისკო სიტუაციის
დაშვება ძალუძს. რაც უფრო სარისკოა, მით უკეთესია“, „უკეთე-
სიც იქნება, თუ ცოლი მაიძულებს დავეჭვდე, ხომ არ გადასცდა ის
დასაშვებ ფარგლებს. სწორედ ამას ველი მისგან“, კიმურას სხვა
თვალით შევხედე. „შესაძლოა მისი მიზანი მართლაც ახალგაზ-
რდების დაცვაა დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან, მაგრამ რთულია
ვერ შეამჩნიო, რომ ის გულგრილი არ არის კიმურასადმი“ – ასე
წერდა ის შვიდ იანვარს და ამ ადგილას განვიცადე მე „ზიზღის“
გრძნობა, მე აღშფოთებული ვიყავი – როგორც არ უნდა ცდი-
ლობდე ჩემს პროვოცირებას, ნუთუ მე გადავუხვევ მართალ
გზას? მაგრამ როდესაც საქმე მივიდა სიტყვებამდე „ნებისმიერი
სარისკო სიტუაციის“, ჩემს სულში უეცარი გადატრიალება მოხ-
და. იქნებ იმ მიზეზით, რომ სანამ თავად გავაცნობიერებდი, ქმარ-
მა ჩემში კიმურასადმი სიყვარულის ნიშნები აღმოაჩინა და ჩემს
პროვოცირებას შეუდგა, ან იმ მიზეზით, რომ ის ჩემს პროვოცი-

მკითხველთა ლიგა 157


რებას ახდენდა, წარმოიქმნა ის, რისი ხსენებაც კი არ ყოფილა მა-
ნამდე, – ზუსტი მიზეზი ჩემთვის უცნობია. მაგრამ მას შემდეგაც,
რაც მე მკაფიოდ გავაცნობიერე, რომ კიმურასადმი ლტოლვას
განვიცდი, რაღაც პერიოდი კიდევ ვატყუებდი საკუთარ თავს,
რომ ამას „ნების საწინააღმდეგოდ“ ვაკეთებ, „ქმრისათვის
„ვცდილობ“ ... აი, მე დავწერე „ლტოლვას განვიცდი“, იმ დროს კი
საკუთარ თავს ჩავაგონებდი, რომ ვცდილობ მხოლოდ გავერთო
სხვა მამაკაცით, რათა ქმარს ვაამო. თუ ჩემი სულიერი მდგომა-
რეობის შესახებ ვისაუბრებთ, როდესაც მე პირველად, ოცდარვა
იანვარს დავკარგე გონება, არ ვიცი, ქმრის ხათრით ვიხრებოდი
კიმურასკენ თუ უკვე მქონდა მასზე თვალი დადგმული, იმ საღა-
მოდან მოყოლებული მე უკვე აღარ შემეძლო ზღვარის გავლება
და მხოლოდ მტანჯველი გრძნობების ჩახშობას ვცდილობდი. ოც-
დაცხრის საღამოდან ოცდაათის დილამდე გაუღვიძებლად მეძი-
ნა. ამ ორი დღის განმავლობაში, რომელთა შესახებ ქმარი წერს:
„მისი ზნის გათვალისწინებით საფუძველს მოკლებული არ იყო
ეჭვის გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, ეძინა მას თუ თავს იკა-
ტუნებდა“ , მე სულაც არ „ვიკატუნებდი თავს“ , მაგრამ ვერც იმის
მტკიცებას შევძლებ, რომ სრულიად გონებადაბინდული ვიყავი.
სანახევრო ძილისა და სანახევრო სიფხიზლის მდგომარეობა მე
მეტ-ნაკლები სიზუსტით აღვწერე დღიურში, მაგრამ რამდენიმე
სიტყვა უნდა დავამატო შემდეგთან დაკავშირებით: „იმ მომენტში
მოსწყდა მის ბაგეებს, როგორც სიზმარში: „კიმურა!“ რაც შეეხება
იმას, „მართლაც ძილში თქვა თუ იმ საბაბით, თითქოს სძინავსო
და განგებ წამოცდა“ , შემიძლია ვთქვა, რომ სიმართლე სადღაც
შუაშია. მე „სიზმრად ვხედავდი, რომ კიმურას ვეალერსები“ , მაგ-
რამ დაბინდული გონების სიღრმეში გავიგონე, როგორ მოწყდა
ბაგეებს, როგორც სიზმრისეულ ბოდავში: „კიმურა!“ ვჩურჩულებ-
დი რა მის სახელს, იმავდროულად ვფიქრობდი: „ო, რა სირცხვი-

მკითხველთა ლიგა 158


ლია!“ და თუმცა ერთის მხრივ მრცხვენოდა, რომ ქმარს ესმოდა
ეს ყველაფერი, არ უარვყოფ, რომ ასევე მქონდა შეგრძნება, რომ
ეს უკეთესობისკენ ხდებოდა. დადგა შემდეგი ღამე, ოცდაათი იან-
ვარი. „მის ბაგეებს ამ ღამითაც მოწყდა: „კიმურა“. იგივე სიზმარი,
იგივე ხილვა, ჩაგონებული გარემოებათა მსგავსებით?“ – კითხუ-
ლობს ის, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო. მე თავი
მოვიმძინარე და ისე ჩავიჩურჩულე, თითქოს სიზმარი ყოფილი-
ყოს. ვერ ვიტყვი, რომ მკაფიო ჩანაფიქრი ან გეგმა მქონოდეს,
მაგრამ, შესაძლოა თვლემისას დავარწმუნე ჩემი თავი, რომ მძი-
ნავს, რათა სინდისი დამემშვიდებინა. „იქნებ უბრალოდ დამცი-
ნის?“ – კითხულობს ქმარი და გარკვეული აზრით ის მართალია.
ჩემს ჩურჩულში ორი სურვილი იმალებოდა: „ოჰ, ამას რომ კიმუ-
რასთან ვაკეთებდე!“ და „ოჰ, ქმარი რომ მასთან შემყრიდეს“ და
იმედი მქონდა, რომ ის მე გამიგებდა.
თოთხმეტ თებერვალს კიმურამ ქმარს ფოტოაპარატ „პოლა-
როიდის“ არსებობა აცნობა. „რატომ გადაწყვიტა მან, რომ მო-
ნათხრობი ჯადოსნური ფოტოაპარატის შესახებ მე ესოდენ დამა-
ინტერესებდა? ეს ყველაფერი უცნაურია“, – წერს ის და ეს მეც უც-
ნაურად მეჩვენება. ვერც კი დავუშვებდი იმას, რომ ქმარს ჭკუა ეშ-
ლება ჩემი შიშველი სხეულის გადაღებაზე. მაგრამ რომც მცოდ-
ნოდა, კიმურასთან ეს არაფრით წამომცდებოდა. იმ პერიოდში მე
თითქმის ყოველ საღამოს ისე ვთვრებოდი, რომ მას ჩემი გადაყ-
ვანა უხდებოდა და ამ დროს, ბუნებრივია, ხელებსაც მხვევდა,
მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არც ერთხელ არ გვისაუბრია გულახდი-
ლად, ინტიმური საიდუმლოებების გაცნობაზე ხომ ლაპარაკიც
ზედმეტია. კიმურასთან ჩემი ურთიერთობა იმით შემოიფარგლე-
ბოდა, რომ მას მთვრალი გადავყავდი აბაზანიდან ლოგინში
ქმრის თანდასწრებით, ასე რომ, გადალაპარაკების საშუალებაც
კი არ გვქონდა. მე უფრო ტოშიკოზე მივიტანდი ეჭვს. თუკი ვინმემ

მკითხველთა ლიგა 159


გადაჰკრა ნართაული კიმურას, ეს შეიძლებოდა მხოლოდ
ტოშიკო ყოფილიყო. ცხრა თებერვალს მან სეკიდენში გადას-
ვლის სურვილი გამოთქვა, იმ საბაბით, რომ მეცადინეობისთვის
თითქოსდა მშვიდი გარემო სჭირდებოდა, მაგრამ რთული არ იყო
იმის მიხვედრა, რომ ის უკმაყოფილებას გამოხატავდა იმით, რომ
მშობლების საძინებელში გვიანობამდე არ ქრება შუქი და
ფლუორესცენტული ლამფა ანთია. ვინ იცის, თვითონ ყოველ ღა-
მე გვითვალთვალებდა ჭუჭრუტანიდან – მას უჩამრად შეეძლო
მოპარულიყო – გავარვარებული ღუმელი ხომ გუგუნებდა. ალ-
ბათ გაძღა ნანახით, ხედავდა რა თუ როგორ მხდიდა ქმარი და
მაიძულებდა სხვადასხვა პოზები მიმეღო, მიჰყავდა რა საკუთარი
თავი სიშლეგემდე. ლოგიკურია იმის დაშვება, რომ მან ყველაფე-
რი უამბო კიმურას. ის, რომ ეს ფუჭი გამონაგონი არ არის, მომ-
დევნო დღეებში დადასტურდა, მაგრამ მე უკვე თოთხმეტ თებერ-
ვალს მივხვდი ამას, როდესაც ქმრის დღიურში ჩავიხედე. ის, თუ
როგორ მიგდებდა მასხრად ქმარი, როდესაც მაშიშვლებდა,
ტოშიკომ ჩემამდე შეიტყო და კიმურას აცნობა.
და მაინც, რატომ უამბო კიმურამ ქმარს „ჯადოსნური ფო-
ტოაპარატის“ შესახებ და ჩემი შიშვლად გადაღების აზრი უკარ-
ნახა? სულ მავიწყდება, ვკითხო, მაგრამ ვფიქრობ, კიმურა ასე
აპირებდა ქმრის კეთილგანწყობის მოპოვებას. კერძოდ, იმის-
თვის, რომ ჩემი უხამსი ფოტოები ჩაეგდო ხელთ. ვფიქრობ, მთა-
ვარი მიზანი ეს იყო. კიმურამ იწინასწარმეტყველა – შესაძლოა,
არა დეტალურად, – რომ „პოლაროიდი“ მალე ვეღარ დააკმაყო-
ფილებდა ჩემს ქმარს და ის ცეისის „იკონს“ მიმართავდა, ფირე-
ბის გამჟღავნებას კი მას ანდობდა.
ცხრამეტ თებერვალს დავწერე: „ვერ გამიგია, ტოშიკოს გულ-
ში რა ხდება“, მაგრამ სინამდვილეში რაღაცები ჩემთვის უკვე გა-
საგები იყო. როგორც ზემოთ ვთქვი, მე თითქმის დარწმუნებული

მკითხველთა ლიგა 160


ვიყავი, რომ მას კიმურასთან წამოცდა ის, რაც ჩვენს საძინებელ-
ში ხდებოდა. ჩემთვის არც ის წარმოადგენდა საიდუმლოს, რომ
მას გულის სიღრმეში უყვარდა კიმურა და მე მიყურებდა „რო-
გორც საკუთარ მეტოქესა და მტერს“. ის ჩემი ჯანმრთელობის შე-
სახებ ზრუნავდა, თვლიდა რა, რომ „ჩემი სინაზიდან გამომდინა-
რე არ შემწევს ბობოქარი სქესობრივი ცხოვრების უნარი“, მამა-
მისი კი „თავს მახვევს საკუთარ სურვილებს“. ამიტომაც სძულდა
მამა, მაგრამ როდესაც შეამჩნია, რომ უცნაური ჟინით შეპყრობი-
ლი, ის მე და კიმურას გვაახლოვებს, ხოლო მე და კიმურა ამას
არანაირად არ ვეწინააღმდეგებით, მისი სიძულვილი ჩემკენ იქნა
გადმოსროლილი. ეს მე საკმაოდ ადრე შევამჩნიე. ვიცოდი რა,
რომ „მიუხედავად ჩემზე ოცი წლით ნაკლები ასაკისა, სახითაც და
სხეულითაც ჩამომრჩება“ და ხედავს, რომ კიმურას სიყვარული
მე მერგო და არა მას, ტოშიკომ, მისთვის ჩვეული მზაკვრობით
ჩაიფიქრა, როგორც მე ვხვდები ამას, შუამავლის როლი შეესრუ-
ლებინა ჩვენს შორის და შემოვლითი გზით მიეღწია მიზნისთვის.
და მაინც, დღემდე ვერ ვხვდები ბოლომდე, რამდენად შეთანხმე-
ბულად მოქმედებდნენ ისინი. მაგალითად, როდესაც მან საცხოვ-
რებელი იქირავა სეკიდენში, მე თავიდანვე გამიჩნდა ეჭვი, რომ
ეს შესაძლოა არა მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ მას
ფლუორესცენტული ლამფის შუქი აღიზიანებდა, არამედ ის ასე
უფრო ახლოს იქნებოდა კიმურასთან, მაგრამ ეს კიმურას იდეა
იყო თუ ტოშიკომ მოაწყო ყველაფერი დამოუკიდებლად? კიმურა
ამტკიცებს, რომ ყველაფერი ტოშიკომ ჩაიფიქრა, ის კი „მხოლოდ
მის ნებას მიყვებოდა“, მაგრამ სინამდვილეში როგორ იყო? ამა-
ში დღემდე არ ვენდობი კიმურას.
როგორც ტოშიკო ეჭვიანობდა ჩემზე, მალულად მეც ასევე ეჭ-
ვით ვიყავი აღსავსე მის მიმართ. მაგრამ ვცდილობდი ეს არ გა-
მემჟღავნებინა და დღიურში ამის შესახებ არაფერი დამიწერია.

მკითხველთა ლიგა 161


თავისი როლი შეასრულა ჩემმა თანდაყოლილმა გულდახურუ-
ლობამ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად – რწმენამ ქალიშვილზე უპი-
რატესობაში და თავმოყვარეობის შელახვის უსურველობამ. მაგ-
რამ მთავარია, მეშინოდა, როგორმე ქმარს არ გაეგო, რომ მე
ტოშიკოსადმი ეჭვიანობის საბაბი მქონდა – ეჭვი, რომ კიმურა
მასშია შეყვარებული. დროდადრო ქმარი თავადაც განიცდიდა
გარკვეულ ეჭვს. ის წერს: „მის ადგილას მე უპირობოდ დედას
ვარჩევდი, მიუხედავად ასაკისა“, და იქვე: „მაგრამ კიმურას ნაც-
ვლად ვერ ვიმსჯელებ“, „ხომ არ ჩაიფიქრა ჯერ დედის კეთილგან-
წყობის მოპოვება, რათა მისი მეშვეობით იქონიოს გავლენა
ტოშიკოზე?“ ყველაზე მეტად ქმრისთვის მსგავსი ეჭვების საბაბის
მიცემის მეშინოდა. მე მსურდა მას ეფიქრა, რომ კიმურას მხო-
ლოდ მე ვუყვარვარ და ჩემთვის ნებისმიერ მსხვერპლს გაიღებს.
სხვა შემთხვევაში კიმურასადმი ეჭვი ქმარში ასეთ დაუჯერებელ
ზომამდე არ გაიზრდებოდა.

11 ივნისი

...27 თებერვალს ქმარი წერს: „...ყველაფერი ისეა, როგორც


ვვარაუდობდი. ცოლი დღიურს აწარმოებს“ და „უკვე რამდენიმე
დღეა ბუნდოვნად ვხვდებოდი“ , მაგრამ, ვფიქრობ, სინამდვილე-
ში მან დიდი ხნის წინ იცოდა დღიურის შესახებ და კიდეც კითხუ-
ლობდა მას. როდესაც მე ვწერდი: „ისეთ წინდაუხედაობას ვერ
დავუშვებ, რომ მან ამის შესახებ გაიგოს“ , „არანაირი სურვილი
არ მაქვს, გული გადავუშალო, ვინც არ უნდა იყოს ეს, დღიურის
წარმოება ერთადერთი მიზნით დავიწყე – მესაუბრა საკუთარ
თავთან“ და ა.შ. – ეს მტკნარი სიცრუე იყო. მე მსურდა, რომ
ქმარს მალულად წაეკითხა ჩემი დღიური. „საკუთარ თავთან სა-

მკითხველთა ლიგა 162


უბრის“ შესახებ – სრული სიმართლეა, მაგრამ მე ასევე იმისათ-
ვის ვწერდი, რომ ქმარს წაეკითხა. ასე რომ არ ყოფილიყო, რა-
ტომ გამოვიყენებდი „გამპის“ ხმის ჩამხშობ ქაღალდს და მწება-
რე ფირით დავლუქავდი დღიურს? მხოლოდ და მხოლოდ გა-
საიდუმლოების თანდაყოლილი მანიიდან გამომდინარე, თუნ-
დაც ის არაფრისმომცემი ყოფილიყო. სხვა ახსნა არ არსებობს.
ქმარი აბუჩად იგდებდა ჩემს გულჩახურულობას, მაგრამ თვითო-
ნაც კარგი ვინმე იყო! ორივემ ვიცოდით, რომ მალულად ვკითხუ-
ლობთ ერთმანეთის დღიურებს, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებდა
დაბრკოლებების აგების, წინაღობათა გამრავლების, კვალის
არევის ჟინი, ისე, რომ მეორე მხარე არასოდეს ყოფილიყო დარ-
წმუნებული, რომ მიზანს მიაღწია. ვიყენებდი რა მწებარე ფირს და
მივმართავდი ათასგვარ მანქანებს, მე არა მხოლოდ საკუთარ,
არამედ მის მიდრეკილებებსაც ვპასუხობდი.
ათ აპრილს პირველად ვახსენე ის, რომ ქმრის ჯანმრთელობა
სრულ წესრიგში არ იყო: „ამბობს რამეს ქმარი დღიურში საკუთა-
რი დამაფიქრებელი მდგომარეობის შესახებ? ...რადგან მის დღი-
ურს არ ვკითხულობ, ჩემთვის ეს უცნობია, მაგრამ ერთი-ორი
თვეა უკვე, ვაკვირდები ცვლილებებს უარესობისკენ“ . ქმარი ჯან-
მრთელობას, თუ არ ვცდები, ათი მარტის ჩანაწერიდან უჩივის,
მაგრამ, ვგონებ, მე ამას მასზე ადრე მივხვდი. მაგრამ მრავალი
მიზეზით თავიდან ვთამაშობდი, თითქოს ვერაფერს ვამჩნევდი.
მე არ მსურდა ფუჭად მისი განერვიულება, მაგრამ კიდევ უფრო
მეტად იმის მეშინოდა, რომ, შეშფოთებული, თავს შეიკავებდა
სქესობრივი კავშირისგან. საქმე იმაში არ არის, რომ მე მის ჯან-
მრთელობაზე არ ვზრუნავდი, მაგრამ გაუმაძღარი ხორციელი
სურვილის დაკმაყოფილება ჩემთვის მეტად საჭირბოროტო ამო-
ცანა იყო. მე იმაზე ვზრუნავდი, რომ მასში სიკვდილის შიში ჩამეხ-
შო და ეჭვი გამეღვივებინა, რისთვისაც გამოვიყენებდი „აღ-

მკითხველთა ლიგა 163


მგზნებ საშუალებას სახელად კიმურა“ . მაგრამ აპრილიდან ჩემი
გრძნობები თანდათან ცვლილებებს განიცდიდა. მარტის
შუაწელს დღიურში ვწერდი, რომ ჯერ კიდევ არ გადამილახავს
„უკანასკნელი ზღურბლი“ , ვცდილობდი რა ჩამეგონებინა ქმრის-
თვის, რომ ვიცავ ცოლ-ქმრულ ერთგულებას, მაგრამ, გულწრფე-
ლი რომ ვიყო, უკანასკნელი ზღუდე ჩემსა და კიმურას შორის,
რომლებიც „თმის სისქეზე ნაკლები მანძილით“ დავახლოვდით,
ოცდახუთ მარტს დაემხო. მომდევნო დღის, ოცდაექვსი მარტის
ჩანაწერში მე – ჩემი და კიმურას საუბარი მოვიტანე, მაგრამ ეს
სიყალბე იყო, ქმრის გასაცურებლად მოგონილი. ვფიქრობ, სა-
ბოლოო გადაწყვეტილება აპრილის დასაწყისში მივიღე – ოთ-
ხში, ხუთში, ექვსში, სადღაც ამ რიცხვებში. ქმრის მიერ ცდუნებუ-
ლი, მე ნაბიჯ-ნაბიჯ ვეშვებოდი გარყვნილების მორევში, მაგრამ
ჯერ კიდევ ვატყუებდი საკუთარ თავს, ვამართლებდი საკუთარ
უზნეობას იმით, რომ თავდახრილი, მტანჯველად ვემორჩილები
ქმრის სურვილს და, შესაბამისად, თუნდაც პატიოსნების შესახებ
ძველი შეხედულებებიდან გამომდინარე, სანიმუშო ცოლივით
ვიქცევი, მაგრამ ამ მომენტიდან მე ჩამოვიშორე ყალბი ნიღაბი.
მე მტკიცედ ვაღიარე, რომ კიმურა მიყვარს და არა ქმარი. ათი აპ-
რილის ჩემს სიტყვებში: „ის ერთადერთი არაა, ვისაც ჯანმრთე-
ლობის სერიოზული პრობლემები აქვს, თავადაც ვერ ვგრძნობ
თავს კარგად“, ფარული აზრი იდო. სინამდვილეში მე არაფერი
მაწუხებს. მართალია, რომ „როცა ტოშიკო ათი წლის იყო, მე
რამდენჯერმე სისხლი ამოვანთხიე“ და რომ „ექიმმა ფილტვების
მეორე ხარისხის ტუბერკულოზის დიაგნოზი დასვა“ , მაგრამ მე
„უგულვებელვყავი ექიმთა რჩევები და საკუთარი თავი არაფერ-
ში შემიზღუდავს“ , ისიც მართალია, რომ „საფრთხის მიუხედა-
ვად, რაღაცნაირად თავისთავად განვიკურნე“ და შემდეგ დაავა-
დება აღარ განმეორებულა. ამიტომ ყველაფერი, რასაც მე ამის

მკითხველთა ლიგა 164


შესახებ ვწერდი: „თებერვალში, ზუსტად ისე, როგორც მაშინ,
ხველას სისხლის ალისფერი ქაფი ამოყვა“ , და „საშინელი დაღ-
ლილობა საღამოს“ , და „ტკივილი მკერდის არეში“ , და „მდგო-
მარეობა გაუარესდება“ და საერთოდ „ამასთან ხუმრობა არ შე-
იძლება“ – წმინდა წყლის გამონაგონია და მხოლოდ იმ მიზნით
იწერებოდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამესტუმრებინა ქმა-
რი საიქიოს. ჩემი მიზანი იყო, ჩამეგონებინა ქმრისთვის: მე ვრის-
კავ საკუთარ სიცოცხლეს, გარისკე შენც. ამ მიზნით განვაგრძობ-
დი დღიურის წერას, მაგრამ სიმპტომთა აღწერით როდი ვიფარ-
გლებოდი, რამდენჯერმე სისხლის ამონთხევაც გავითამაშე. მე
ყველა საშუალებით ვცდილობდი მის აღგზნებას, ამოსუნთქვის
საშუალებას არ ვაძლევდი და განუხრელად ხელს ვუწყობდი მისი
სისხლის წნევის ზრდას. (პირველი ინსულტის შემდეგაც არ მომი-
დუნებია ხელი და წვრილმან ხრიკებს მივმართავდი, რათა მასში
ეჭვი გამომეწვია). კიმურა კარგა ხანია წინასწარმეტყველებდა,
რომ ქმარი დიდხანს ვეღარ გაძლებდა, ასევე ვფიქრობდით მე და
ტოშიკოც, და ამაში კიმურას გამჭრიახ ინტუიციას მეტად ვენდო-
ბოდით, ვიდრე ექიმთა უპასუხისმგებლო მსჯელობას.
და მაინც, მთელი ჩემი აღუხოცველი ავხორცობის გათვალის-
წინებით, როგორ მივედი იქამდე, რომ ქმრის სიკვდილი ჩავიფიქ-
რე? როდის, რა ვითარებაში გაჩნდა ჩემში ეს აზრი? შესაძლოა
ყველაზე წმინდა გულიც კი საბოლოოდ დანებდეს, თუკი ისეთი
გარყვნილი, დეგენარატული და ცოდვილი სულის უდრეკ და გა-
ნუხრელ წნეხს განიცდის, როგორიც ჩემს გარდაცვლილ ქმარს
ჰქონდა. ან იქნებ ჩემი ძველმოდური პატიოსნება რაღაც უცხო,
გარემოსა და ოჯახის მიერ თავსმოხვეული რამ იყო, გულში კი მე
ყოველთვის საშინელ აზრებს ვატარებდი? ამ ყველაფერს კარგად
უნდა ჩავუფიქრდე. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მე ერთგუ-
ლად ვემსახურე ჩემს ქმარს. იმასაც კი ვფიქრობ, რომ შემიძლია

მკითხველთა ლიგა 165


ვამტკიცო, ქმარმა ბედნიერი ცხოვრება განვლო, საკუთარ სურ-
ვილებთან თანხმობაში.
ტოშიკოსა და კიმურას რაც შეეხება, ჯერ კიდევ მრავალი კით-
ხვაა დარჩენილი. ტოშიკომ თქვა, რომ თავისი „აზრზე მოსული“
დაქალის სამსახურით ისარგებლა და ოსაკაში სასტუმრო გამო-
ნახა ჩვენი შეხვედრებისთვის, რადგან „ბატონმა კიმურამ იკით-
ხა, ხომ არ შეიძლებოდა რაიმეს პოვნა ქალაქიდან არცთუ ისე
შორს“, მაგრამ ესაა სრული სიმართლე? ხომ არ ხვდებოდა იქ
ვინმეს ტოშიკო, და ხომ არ განაგრძობს შეხვედრებს ახლაც?
კიმურას გეგმის მიხედვით, სათანადო ვადის გასვლის შემდეგ
ის ფორმალურად დაქორწინდება ტოშიკოზე და ჩვენ სამნი ვიც-
ხოვრებთ აქ. ტოშიკო მზადაა, მსხვერპლად გაიღოს თავი, ზრდი-
ლობისათვის, ასე ამბობს კიმურა, მაგრამ...

მკითხველთა ლიგა 166

You might also like