You are on page 1of 4

თუ მკითხავთ როგორია ერთ-ერთი ყველაზე რთული ცხოვრება რაც კი მსმენია, გიპასუხებთ

რომ ეს ჩემი უახლოესი ადამინის ისტორიაა. ყველაფერი კი დაიწყო ასე: ძალიან დიდი ხნის წინ
ერთი დიდებული ოჯახის ძალიან ლამაზ გოგოს, ნინას, უყვარდება ღარიბი ბიჭი, სწორედ ისე
ფილმებში რომ ხდება და თქვენ წარმოიდგინეთ გაგრძელებაც ფილმის მსგავსია. მდიდარი
გოგოს ოჯახი წინააღმდეგია, თუმცა სიყვარულის წინააღმდეგ წასვლა რთულია, შეყვარებული
წყვილი ახერხებს გაქცევას და მათი ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირებას, სამწუხაროდ, ეს
ფაქტი მიუღებელი რჩება ოჯახებისათვის, მამამ განაცხადა რომ მისთვის უფროსი ქალიშვილი
გარდაცვლილია, დედასაც უკრძალავს შვილის ნახვას, თუმცა ხომ ვიცით როგორები არიან
დედები, ის ცდილობს გაიგოს როგორ არის მისი შვილი, წარმოიდგინეთ დედის ბედნიერება
როცა იგებს რომ მალე შვილიშვილი მოევლინება ქვეყანაზე.

***
-აკი, ახლა უნდა წავიდე, მალე მამა დაბრუნდება სახლში.
-ალისა, ასე გაგრძელება რთულია, უკვე დროა მამათქვენს ვესაუბრო.
-გთხოვ, ჯერ არაფერი თქვა, ახლა უნდა წავიდე ჩემო აკი.

***
ნუთუ მამა დაეთანხმება ჩემი და აკის სიყვარულს. არ ვიცი როგორ შეიძლება ავუხსნა. არასოდეს
დაუშვებს გლეხის შემოშვებას ჩვენს ოჯახში...
-შვილო დაბრუნდი სკოლიდან?!
-დიახ, დედა.
-რა მოხდა?
-რაღაც მინდა გიამბო... დედა აკი ხომ იცი ჩემი კლასელი, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და გვინდა
მამამაც გაიგოს.
-ოჰ, არა შვილო, მამასთან არაფერი თქმა ამის შესახებ, დაივიწყე, ის არასოდეს დაუშვებს, ეს შენც
იცი.
-კარგი, გასაგებია.

***
-ალისა რა დაგემართა?
-აკი, დედას ვუამბე და ამიხსნა რომ მამასთან საუბარს არ აქვს მნიშვნელობა, ხომ იცი არასოდეს
დაეთანხმება.
-მაშ, ერთი გზა დაგვრჩა ჩვენი სიყვარულის გადასარჩენად.
-რა?
-უნდა ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და გავიქცეთ... გთხოვ ნუ ტირი, არ მითხრა უარი გპირდები
ბედნიერი იქნები. წავიდეთ?

***
აგრაფინა კიდევ ერთხელ გეკითხები, ჩვენი შვილი, ალისა, სად არის, სკოლა უკვე დასრულდა.
კარზე ვიღაც არის გააღე!
მე ვარ გაიოზ, სამწუხაროდ, ცუდი ამბავი მოგიტანე, შენი ქალიშვილი, ალისა გლეხის ბიჭს, აკის,
გაჰყვა.
ეს სიტყვები გაიოზს ისე მოხვდა როგორც ტყვია გულში, მაშინვე აგრაფინასკენ მიმართა მზერა
და უთხრა, რადგან ვერ შეძლო მისი ერთადერთი დავალების შესრულება, შვილის აღზრდა,
სახლიდან უნდა წასულიყო დანარჩენ შვიდ შვილთან ერთად. აგრაფინა ემუდარებოდა
დარჩენას, მაგრამ ამაოდ, გაიოზმა მისი ცოლი და შვიდი შვილი გარეთ დატოვა. მიდის აგრაფინა
და თან ტირის, არ იცის სად წავიდეს. გზა მხოლოდ ერთი რჩება, ისევ დაბრუნდეს და მუხლებში
ჩაუვარდეს თავის ქმარს. მართლაც ასე მოიქცა, როცა მივიდა ევედრებოდა შვილებისათვის
ერთადერთი თავშესაფარი არ წაერთვა. გაიოზიც დათანხმდა, მაგრამ განაცხადა რომ მათთვის
დღეიდან უფროსი ქალიშვილი გარდაცვლილი იყო. არავის ქონდა უფლება ალისას სახელის
ხსენებისა.
დრო გადიოდა, მაგრამ ერთხელაც კი ვერ მოახერხა აგრაფინამ მისი ქალიშვილის ნახვა, არ იცის
როგორ არის, რას ჭამს, რა სჭირდება. შვილის მონატრება ყველაზე მძიმეა მისთვის. ერთადერთი
იმედი მის გვერდით მცხოვრები მეზობელია, რომელიც იშვიათად მაგრამ მაინც უამბობს ჩუმად
ალისას შესახებ. ერთ დღესაც უთხრა, რომ მალე ალისა დედა გახდება. აგრაფინასთვის ეს
სიტყვები ყველაზე ემოციური იყო, წარმოიდგინეთ დედა რომელიც ვერ მიდის თავის შვილთან
როცა შვილს ის ყველაზე მეტად სჭირდება.

***
-ალისა, გილოცავთ ქალიშვილი მოევლინა ამ ქვეყანას.
-როგორ არის ჩემი პატარა?
-ძალიან კარგად, ახლა თქვენთან მნახველია.
-ვინ?
-დედა.
-დედა?
-დიახ, შემობრძანდით ქალბატონო აგრაფინა.

***
-ოჰ, დედა.
-შვილო.
-მაპატიე, დედა. როგორ მოხვედი? მამამ იცის?
-ალისა, დამშვიდდი, ნუ სტირი, არა არ იცის, ცოტა დრო მაქვს. ნახე რაღაც მოვიტანე ჩემი
შვილიშვილისათვის, ღამით ვქსოვდი როცა გაიოზს ეძინა.
-დედა, როგორ მომენატრეთ.
-შვილო, ყური მოვკარი გაიოზი ესაუბრებოდა ჩვენს მეზობელს შენს შესახებ, ძალიან ცუდ
მდგომარეობაში არისო, მართალია?
-დედა, მე კარგად ვარ, გთხოვ თქვენზე მესაუბრე.
-ნუ დამიმალავ, სიმართლე მითხარი, რადგან არაფერს ამბობ და მხოლოდ ტირი სიმართლეა.
***
-გაიოზ, დამიჯერე ეს შენი ოჯახისთვის უკეთესია, თუ გსურს სახელი კვლავ აღიდგინო, შენი
შვილი დააბრუნე სახლში და კარგ ოჯახში გაათხოვე.
-ეს მარტივი არ არის ბორის.
-მაგრამ არც ის არის მარტივი როგორც ახლა ხარ, ყველა შენს შესახებ საუბრობს, ამბობენ რომ
თავადი გაიოზის ქალიშვილი გლეხის ოჯახში ცხოვრობს. შენ მხოლოდ დააბრუნე და დანარჩენს
მე მოვაგვარებ.

***
-დედა, რატომ დამაბრუნეთ სახლში, მე აკი მიყვარდა. არ მჯერავს რომ მან უარი თქვა ჩემზე და
ჩემს შვილზე. გთხოვ, დამეხმარე რომ დავბრუნდე.
-დამშვიდდი შვილო, ყველაფერი კარგად იქნება. შვილს მოუფრთხილდი, ჩვენი პატარა იათამზე
ბედნიერი იქნება, მხოლოდ მისთვის უნდა გააკეთო ეს ყველაფერი.

***
-ალისა, გაფრთხილებ, თუ გინდა რომ შენი შვილის გვერდით იცხოვრო ხვალ დათანხმდი და
გაყევი, კარგი ოჯახია. ხომ ხედავ აკიმ მიგატოვა, ახლა სულ მარტო დარჩი, შენ ჩემვის დიდი
ხანია გარდაცვლილი ხარ.
-მამა, გთხოვ, არ მინდა გავყვე.
-ნუ მეწინააღმდეგები.

ალისას სხვა გზა აღარ ჰქონდა და დათანხმდა, არ იცოდა სად იყო აკი, რატომ არ ეძებდა ალისას
ან იათამზეს. იცოდა რომ მამისთვის ის უკვე მკვდარი იყო, ვედრებას აზრი არ ჰქონდა, მხოლოდ
იმ ღამით იჯდა და ტიროდა.

***
დრო გავიდა. ალისას ცხოვრება უბედურებად იქცა იმ დღიდან როცა ახალ ოჯახში შევიდა,
მხოლოდ აკიზე ფიქრობდა, თუმცა ამაოდ. ცხოვრება ასეთია, ის უკვე მეორე შვილს ელოდა.
ძალიან მძიმე შრომა ჰქონდა, მთავარი სიცოცხლის მიზეზი კი ულამაზესი პატარა ანგელოზი
იათამზე იყო, იცოდა ალისამ რომ იათამზე იქნებოდა მზე რომელიც აუცილებლად გაანათებდა
და გაათბობდა ყველას გულს, ვინც კი იცნობდა ამ პატარა 4 წლის გოგოს ყველას უყვარდა,
მუდამ დედის გვერდით იყო და ეხმარებოდა.
ერთ დღეს როცა ალისა შვიდი თვის ორსული იყო, ხეზე ავიდა ხილის მოსაკრეფად და
იათამზეს წინ დაეცა ძირს. მძიმე შავი ცხოვრება ასე ტრაგედიით დასრულდა, უბედურმა
შემთხვევამ ყველა შეძრა. წარმოიდგინეთ სულ პატარა იათამზე მარტო დარჩა, მისი დედიკო
აღარსად იყო, ეძახდა დედას მაგრამ პასუხს ვერ იღებდა, ძალიან ბევრი იტირა, ტირილის
მიზეზი რა იყო ვერ გეტყვით, არ ვიცი ასეთ დროს რა შეიძლება იგრძნოს ოთხი წლის ბავშვმა,
შეიძლება ეს იყო შიში, მონატრება ან კიდევ სხვა მრავალი...
გაიოზმა გადაწყვიტა იათამზე მათთან წაეყვანა, ასეც მოიქცა. ამ მოხუცის ცივი გული
სითბოთი შეიცვალა, ისე შეუყვარდა შვილიშვილი როგორც, ალბათ, არასდროს არავინ ყვარებია.
დედის წინათგრძნობა გამართლდა, იათამზემ მართლაც გაანათა და გაათბო ბაბუას გული.
იათამზე დედ-მამის გარეშე, მაგრამ მაინც ბედნიერად იზრდებოდა, სამწუხაროდ, მალე ბებია-
ბაბუაც გარდაეცავა და ახლა უკვე ბიძიასთან და ბიცოლასთან ერთად ცხოვრობდა. ცხოვრება
მძიმე იყო, შრომა უწევდა, მიუხედავად ამისა ძალიან კარგად სწავლოდა, მუდამ სცენაზე იდგა
და ყველა მას შესცქეროდა, მისი მოსმენა საოცრება იყო.
ზაფხულის არდადეგების დროს, როცა იათამზე საქონლის საძოვნელად მინდორში იყო
გასული,მეგობარი შეხვდა, მან უთხრა რომ დღეს საღამოს კონცერტი იმართებოდა და თვითონაც
წასულიყო. იათამზეც დათანხმდა წასვლაზე, მაგრამ როცა შინ ბრუნდებოდა უცებ ფეხებზე
დაიხედა და გაახსენდა რომ არ ქონდა ფეხსაცმელი, ამიტომ ვერ წავიდოდა. სახლში მისულს
არაფერი უთქვამს, თუმცა ოთახში როცა მარტო დარჩა დაიწყო ტირილი, თან ფიქრობდა ნეტა
მამის გვერდით ეცხოვრა და თუნდაც დღეში მხოლოდ ერთხელ ეჭამა, ნუთუ მამას არ ახსოვდა
მისი შვილი, ან ახლა როგორ ცხოვრობდა.

You might also like