You are on page 1of 2

Ჩვენი დავალება იყო შეგვექმნა დღიური რომელიმე ნაცნობ პერსონაჟზე.

Ბევრი ვიფიქრე
და გადავწყვიტე, რომ დღიურის ავტორი ყოფილიყო ვეფხისტყაოსნის მთავარი
პერსონაჟი ნესტან-დარეჯანი. Ვიცი დაგაინტერესებთ რატომ ნესტანი ? Იმიტომ , რომ
ნესტანი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი ტანჯვა გადაიტანა . Იტანჯებოტა
ტარიელთან არ ყოფნის გამო. Შემოგთავაზებთ რამოდენიმე დღეს ნესტანის
ცხოვრებიდან.

2 იანვარი 1189 წელი


დღეს გადავწყვიტე დღიურის წერა დავიწყო. Მინდა გაგაცნოთ ჩემი თავი . Მე ვარ
ინდოეთის მეფის ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც თანამეფეა მეფის. Მე და მამაჩემი
ერთად ვმართავთ ქვეყანას. Მე გავიზარდე ოჯახისგან მოშორებით კოშკში , სადაც
მხოლოდ ჩემი მეგობარი მყავდა ასმათი. Ასმათი მუდამ ჩემს გვერდში იყო. ჩემთანერთად
იზრდებოდა ტარიელი, რომელიც მამჩემის შვილობილი იყო. Ძალიან დიდი ხანი არ
მინახავს იგი და, როცა დავინახე უსაზღვროდ შემიყვარდა. Ამის გამჟღავნება არ შემიძლია
ჩემი ოჯახისთვის ამიტომ ჩვენ ფარულად ვხვდებით ერთმანეთ ასმათის დახმარებით .

11 იანვარი 1189წელი
მე და ტარიელი ერთმანეთს რამოდენიმეჯერ შევხვდით. Მე ის ძალიან შემიყვარდა , მაგრამ
მაინც ფარულად ვხვდებით ერთმანეთს.

30 მარტი 1193 წელი


ძალიან დიდი ხანია თქვენთვის არაფერი არ მომიყოლია. Ძალიან ცუდი ამბები ხდებოდა
ჩემს თავს. Მამაჩემმა გაიგო , რომ მე და ტარიელს ერთმანეთი გვიყვარდა. Ძალიან
განრისხდა. Კოშკი იძულებით დამატოვებინა და მამიდაჩემთან გამაგზავნა . Მამიდა
ძალიან ცუდად მექცეოდა. Ბოლოს ხის ფიცრულში ჩამსვა და წყალში გადამაგდო . Მიხვდა ,
რომ ამას როცა მამაჩემი გაიგებდა განრისხდებოდა ერთადერთი ქალიშვილის
სიკვდილის გამო, რომელსაც წლები ელოდა და თავის დას მოკლავდა. Ამიტომ საკუთარი
თავი თავისივე ხელებით მოიკლა. Არ ვიცი მეტი რა მოგიყვეთ. Ძალიან ცუდად ვარ დიდი
ხანია ტარიელი და ასმათი არ მინახავს. Ალბათ დაგაინტერესებთ სად ვარ მე ალა ორ
მონასათან ერთად ვარ, რომლებისც მთლიანად შავები არიან.დამატყვევეს. Ამდენი ხანია
წყლის მეტი არაფერი არ მინახავს.

30 აგვისტო 1193 წელი


ხუთი თვეა არ დამიწერია. Მინდა გითხრა რომ დავაღწიე თავი იმ შვ კაცებს . Ჩემს
უბედურებას და შავ ცხოვრებას პატარა ნათელი მიეცა. Ერთი ქალის სახლში , რომელსაც
ასმათი ჰქვია და ძალიან კარგად მექცევა. Ის ჩემი პატრონი გახდა . Მივლის რამოდენიმე
დღეა თავისი ქმარიც ჩამოყავს თავიდან მარტო ის მაკითხავდა, მაგრამ ახლა ორივე
ერთად მოდიან დაჯდებიან და მიყურებენ. Მე არაფერს არ ვეუბნები მხოლოდ ვტირი .
Ასმატს ძალიან შევუყვარდი და მეც შემიყვარდა. Მან ის მონები მოაკვლევინა თავის
ქვეშევრდომებს და მე გადამარჩინა. Კარგახანია აქ ვარ. Მგონია , რომ ფატმანს თავისი
ქმარი არ უყვარს და ეშინია, რომ ჩემი აქ ყოფნის საიდუმლოს ვინმეს გაუმხელს. Ნელ -
ნელა მეც შიში მიპყრობს ამის გამო. Რამდენიმე დღეში მეფის სასახლეში აპირებს წასვლას
და ფატმანი ძალიან ღელავს. Არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ უკვე არაფერი არ მადარდებს ,
რადგან ცხოვრების ხალისი დავკარგე. უკვე მეოთხე წელი სრულდება რაც ტარიელის
ავალ-დასავალი არ ვციცი . Ძალიან მენატრება ის და ასმათი, მაგრამ არ ვიცი რა შეიძლება
მოხდეს. Ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს სამუდგამოდ დავშორდით. Რაც უფრო ვიაზრებ
ამას უფრო ცუდად ვხდები და სიკვდილი მინდება.

10 თებერვალი 1194 წელი


უკვე საბოლოოდ გამიცრუვდა იმედები. Აღარ ვიცი რა მოვიმოქმედო. ფატმანი მართალი
აღმოჩნდა. Მისმა ქმარმა გვიღალატა და მეფის სასახლეში მიმაბრძანა . Მეფის ვაჟს უნდა
გავყოლოდი ცოლად, მაგრამ ეს არ დავუშვი და იქიდან გამოვიქეცი. Ფატმანმა სასახლეში
წასვლამდე ქამარი მომცა, რომელიც ძვირფასი თვლებიტ იყო მოოჭვილი. მადლობა მას
ამისთვის, მაგრამ უკვე ვრწმუნდები, რომ ძალიან ცუდი ბედი მქონია . ერთი ხიფათიდან
მეორეში ვვარდები და უკვე მეცინება ამაზე. გავიქეცი და მაშინვე ქაჯებმა შემიპყრეს
საკუთარ ციხეში გამომკეტეს. Აქედან გაგქცებვის მცირე შანსიც კი აღარ არსებობს , რადგან
ისინი გრძნეულები არიან. Კოშკში ვარ გამოკეტილი, რომელიც ძალიან მაღლა არის.
Იმედები გადამეწურა. ვფიქრობ თავი მოვიკლა და გადავხტე ამ კოშკიდან. Შეიძლება ეს
ჩემი ბოლო წერილია ამ დღიურში, რომელსაც სულ თან დავატარებ.

23 ივლისი 1195 წელი

სიცოცხლისხალი სი დავიბრუნე, შავ ცაზე მზე აკაშკაშდა. Ბოლო წერილის დაწერიდან


რამოდენიმე დღეში ჩემს საშველად მოვიდნენ ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი ,
რომლებმაც შეძლეს ჩემი გათავისუფლება. Ჩვენ წამოვედით ინდოეთში დავქორწინდით
და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყეთ. ფრიდონი და ავთანდილინენ ჩვენი
მოკავშირეები გახდნენ.

You might also like