You are on page 1of 3

ბიოფსიქოსოციალური შეფასების ფორმა

სტუდენტის სახელი და გვარი: ანი ადეიშვილი

ფაკულტეტი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა

რა მიზეზის გამო გახდა საჭირო ბიოფსიქოსოციალური შეფასების ჩატარება?


ბენებიციარი იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობაში,
განქოწრინების შემდეგ სჭირდება ფინანსური და ფსიქოლოგიური დახმარება.

1.დემოგრაფიული ინფორმაცია

1.1. ბენეფიციარის ინიციალები: ნ.ა

1.2. დაბადების თარიღი: 4/12/1972

1.3. სქესი: მდედრობითი

1.4. ეროვნება: ქართველი

1.5. ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

1.6. განათლება: უმაღლესი

1.7. დასაქმების სტატუსი: დასაქმებული

2. ბიოლოგიური ფაქტორები, რომლებიც აისახება ბენეფიციარის


ამჟამინდელ მდგომარეობაზე
ბენეფიციარს აქვს ქრონიკული დაავადება შაქრიანი დიაბეტი. რომელიც არ არის
გენეტიკური, თავის არც ერთ ოჯახის წევრს მსგავსი პრობლემა არ აქვს. მისი
ვარაუდით ის იმ სტრესმა და ნერვიულობამ გამოიწვია, რომელსაც წლების
განმავლობაში ებრძოდა. დიაგნოზი არ არის დასმული პროფესიონალის მიერ და
არც მკურნალობა ჩატარებული უსახსრობის გამო. ამიტომ იღებს სოციალურ
დახმარებას სახლმწიფოსგან.
3. ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც აისახება ბენეფიციარის
ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაზე და გავლენას ახდენს მის ამჟამინდელ
მდგომარეობაზე.
რადგან ბენებიციარი ადრეულ ასაკში დაქორწინდა (18წელი) ახალგაზრდას
მოუწია ისეთ გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცა ოჯახზე ზრუნვა,
ეკონომიკური გაჭირვება, მშობიარობა, ბავშვების აღზრდა, ფიზიკური და
ფსიქოლოგიური ძალადობა (ქმრის მიერ), რომელსაც სისტემატიული ხასიათი
ჰქონდა, რაც ძალიან რთული იყო ახალგაზრდა გოგნას ფსიქიკისთვსი.
ძალადობის მიზეზი უსაფუძვლო ეჭვიანობა იყო, როგორც თავად ამბობს მის
ნებისმიერ საქციელს შეიძლება გამოეწვია ქმრის ეჭვიანობა და გაღიზიანება,
ამიტომ ის გამუდმებით სტრესში იყო, რასაც ძალიან ცუდი გავლენა ჰქონდა მის
ჯანმრთელობაზე. დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა დეპრესიით, რომელიც
ახალა უკვე გადალახა და განქორწინების შემდეს აწუხებდა პოსტტრავმული
სტრესული აშლილობია, რომელიც მუშაობის შემდეგ დასძლაი.

4. სოციალური ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ბენეფიციარის


ამჟამინდელ სოციალურ მდგომარეობაზე
ბენებიციარი ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა, დაიბადა და
გაიზარდა პატარა სოფელ შუამთაში მშობლებთან და დედმამიშვილებთან
ერთად, თბილ გარემოში, მიიღო საშუალო განათლება და შემდეგ უმაღლესი
განათლება ქუთაისში. სადაც გაიცნო და მეგობრების გავლენის შედეგად ძალინ
სწრაფად დაქორწინდა კაცზე, რომელსაც თითქმის არ იცნობდა. ქორწინების
შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ ქმრის სოფელში, სადაც ცხოვრობდა
დედამთილთან და მამთინთან ერთად. დედამთილთან ჰქონდა რთული
ურთიერთობა ხშირი კამათი და დაპირისპირება. მამამთილთან უკეთესი
ურთიერთობა, მაგრამ მამა შვილის მსგავსაც ალკოჰოლდამოკიდებული იყო,
ამიტომ დახმარება არც ერთხელ არ გაუწევია. არ დახმარებია არც ერთი
მეზობელი თუ მეგობარი. როგორც თავად იხსენებს მათი პასუხი ყოველთვის
მსგავსი იყო: “შენი ქმარია მოუთმინე” ქაცია რას იზამ“ “ასეთი ხასიათი აქვს”
“ოჯახი არ დაანგრიო”, ხოლო მათი დამოკიდებულება- "სხვის საქმეში არ
ჩავერევი". მდგომარეობა შეიცვალა, როცა შეიცვალა საზოგადოება მათ გარშემო
და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ, სადაც ახალმა კორპუსის
მეზობლებმა შეამჩნის მდგომარეობა და დაიცვეს და რამდენჯერმე შეიფარეს იგი,
ასევე მას თბილისში ჰყავდა ძმები, რომლებიც ხშირად ეხმარებოდნენ და
იცავდენენ დას და დისშვილებს, მაგრამ საქმე უფლება დამცველებამდე და
სოციალურ მუშაკამდე მივიდა, როცა პირველი შვილი სრულწლოვანი გახდა.
თავად ამბობს, რომ ქალიშვილის დახმარების იმედი ჰქონდა და მას დაეყრდნო.
საზოგადოება მის ირგვლივ აღარ ავალდებულებდა ოჯახის შენარჩუნებას და
პირიქით ჩივილისკენ მოუწოდებდა. ამ და სხვა მიზეზემა შეუწყო ხელი და
გათავისუფდა ამ ტოქსიკური ქორწინებიდან, მაგრამ მაინც სჭირდება ფინანსური
დახმარება მკურნალობისთვის.

You might also like