You are on page 1of 3

სახელი, გვაქრი: ილია გობეჩა პ/ნ: 19001108443

კაზუსი

ქეთო ბოდოკია, რომელიც გარდაიცვალა 2001 წლის 12 ივნისს, ფლობდა 5000 კვ.მ. მიწის
ნაკვეთს რომელზედაც იყო საცხოვრებელი სახლი დამხმარე შენობით. ქოთო ბოდოკია
იყო გიორგი ბოდოკიას მამის (ბორის ბოდოკიას) დედა. ბორის ბოდოკია გარდაიცვალა
1999წლის 30 მარტს. გიორგი ბოდოკიამ სასამართოს მიმართა სარჩელით
მემკვიდრეობიდან კთვნილი წილის გამოყოფის თაობაზე. 2001 წლის ივლისში
განცხადებით მიმართა ნოტარიუსს მემკვიდრეობის მისაღბად, რა დროსაც გაიგო რომ აწ
გარდაცვლილმა ქეთ ბოდოკიამ მთელი ქონება ანდერძით დაუტოვა გიორგის ბიძას
თემურ ბოდოკიას, რიმელიც გიორგის მამის ძმა იყო, მან უარი გააცხადა
მოსარჩელისთვის რაიმე წილის მიცემაზე.

გიორგი ბოდოკია ისეთივე მემკვიდრე იყო ქეთო ბოდოკიასი, როგორიც თემურ


ბოდოკია საქართბველოს სამოქალაქო კოდექსის 1336 მუხლის მიხედვით. კაზუსიდან
არ იკვეთება ის ფაქტი, რომ თემურ ბოდოკია ზემოქმედებდა ქეთო ბოდოკიაზე რის
შედეგადაც მან ანდერძით დაუტოვა მთელი ქონება მას, გამომდინარე აქედან თემურ
ბოდოკიას უღირს მემკვიდრედ ვერ დავასახელებთ რადგან ამისი არანაირი საფუძველი
არ იკვეთება, ის უბრალოდ მთელი ქონების პატრონი გახდა ანდერძის საფუძველზე.
სსკ-ის 1403-ე მუხლის მიხედვით ვერ მოხდება ამ ანდერძის გაბათილება, ვერც 1402-ე
მუხლის საფუძველზე არ მოხერხდება ანდერძის ძალადაკარგულად გამოცხადება,
გამომდინარე აქედან თემურ ბოდოკია ანდერძის საფუძველზე სრულუფლებიანი
მფლობელი გახდა ხსენებული ნაკვეთის და მან უარი განაცხადა მოსარელე გიორგი
ბოდოკიასათვის წილის გადაცემის თაობაზე. გამომდინარე ამ ყველაფრიდან გიორგი
ბოდოკიას არანაირი უფლება არ აქვს წილის მოთხოვნაზე რადგან მას ანდერძით არ
ერგო არანაირი ქონება და არც თემურ ბოდოკიას უთქვამს ანდერძის მიღებაზე უარი და
არც წილის განაწილებაზე დასთანხმებია გიორგი ბოდოკიას, გამომდინარე აქედან,
სასამართლომ დავა თმურ ბოდოკიას სასარგებლოდ უნდა გადაწყვიტოს.

თეორია

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა, შეჩერება და ჩამორთევა

შვილების აღზრდის პროცესში მშობლები ვალდებულნი არიან შეასრულონ არა მარტო


ზნეობრივი და შიდასახელმწიფოებრიცი ნორმები, არამედ საერთაშრისო სამართლით
განსაზღვრული მოთხოვნები. ადრინდელი კანონმდებლობისაგან განსხვავებით,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია სპეციალური ნორმა,
რომელიც ეხება არასრულწოვანი შვილების უფლებების დაცვის კონკრეტულ მექანიზმს.
არასრულწლოვან შვილს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოს და ითხოვოს შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება და
კონკრეტული ღონისძებების გატარება, 14 წლის ასაკიდან კი უფლება აქვთ მსგავსი
თხოვნით სასამართლოს მიმართნ. სასამართლოს კომპეტენციას მიეკუთვნება მშობლის
უფლება-მოვალეობების შეზღუდვა შეჩერება და შეწყვეტა.

მშლობლის უფლება-მოვალეობის შეზღუდვა დროებითი ხასიათისაა. ეს ისეთ


შემთხვევებში ხდება როდესაც მშობლები მათ მოვალეობებს შვილების აღზრდასთან
დაკავშირებით არაჯეროვნად ასრულებენ და კარგ გავლენას ვერ ახდენე მათზე ან ეს
შეუძლებელია სხვადასხვა მიზეზების გამო როგორიც შეიძება იყოს მშობლის ცალკე
ცხოვრების გამო. მშობლის უფლება-მოვალეობის შეზღუდვა სასამართლოს გარდა სხვა
ორგანოს არ შეუძლია, ეს შეზღუდვა შეიძლება გავრცელდეს როგორც ერთ ისე ორივე
მშობელზე, იმ შემთხვევაში თ ორივე მშობელ შეუძღუდეს უფლება მოვალეობები
დროებით საჭიროა მეურვვეობის ან მზრუნველობის დაწესება. ამ უფლების შეზღუდვის
დროს მშობლებს მაინც რჩევბათ ვალდებულება არჩინონ შვილები.

მშობლების უფლება-მოვალეობის შეზღუდვასთან ერთან კანონი ითვალისწინებს მის


შეჩერებას. თუ შეზღუდვა უმეტესად შვილების მიმართ სუბიექტური ხასიათის
გარემობით არამართზომიერი ქცევისთივ წესდება, მშობლების უფლება-მოვალეობის
შეჩერება ობიექტური გარემოებებითაა განპირობებული. უნდა შეჩერდეს იმ მშობლების
უფლება-მოვალეობები რომლებმაც თავიანთი შვილის გაშვილებაზე თანხმობა
განაცხადეს კანონით დადგენილი წესებით, ასევე ჩერდება მშობლების უფლება-
მოვალეობები ნაპოვარ ბავშვზე სანამ დადგინდება ბავშვის მშბლების ვინაობა და
დაუბრუნდება თავის ოჯახს, თუ დადგინდება რომ მშობლებმა მოვალეობების თავიდან
არიდების მიზნით ბავშვი მიატოვეს, სასამართო მათ ჩამოართმევს მშბლის უფლება-
მოვალეობას და ბავშვი გამოცხადდება მიტოვებულად. თუ ორივე მშობლის მიმართ
განხორციელდა ზემოთ ხსენებული მოქმედება, ბავშვის მიმართ გამოცხადდება
მეურვეობა ან მზრუველობა. მშობლის უფლება-მოვალეობის შეზღუდვისა და შეჩერების
მოსპობის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს მშბლის უფლება-მოვალეობის შეზღუდვას
ან შეჩერაბას და მშობლებს სრულყოფილად ეძლევათ მშობლის უგლება-მოვალეობების
განხორციელების შესაძლებლობა.

კანონის მიხედვით, თუ მშობლები სათნადოდ ვერ ახორციელებენ თავიანთ უფლება-


მოვალეობების სათანადოდ და იყენებენ შვილების საწინააღმდეგოდ, შეიძლება დაისვას
საკითხი მათთვის ან ერთ-ერთი მათგანისთვის მშობლის უფლების და მოვალეობის
ჩამორთმევის შესახებ. ზემოთ ხსენებული ღნისძიება შეიძლება გადარდეს კანონით
ზუსტად განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის მიხედვით მშბელს რომელიც სისტემატიურად
თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის
უფლებას, ბავშვს უხეშად ექცევა, მისი ამორალური ქმედება ბავშვზე უარყოფითად
აისახება ან ალკოჰოლიკია ან ნარკომანია ან ბავშვი ჩაბმული ჰყავს ან ჰყავდა
ანტისაზოგადოებრივ ქმედებაშ როგორიც არის მათხოვრობა ან მაწანწალობა,
ჩამოერთევა მშბლის უფლება და მოვალეობა. იმ შემთხვევაში თუ შვილის გაშვილების
დროს მშობელი კანონით განსაზღვრულ ვადაში უარს არ განაცხადებს მას ასევე
ჩამოერთმევა მშობლის უფლება-მოვალეობა. მშბლის უფლების ჩამორთევაზე
გადაწყვეტილებას იღბს სასამართო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14
წელს მიღწეული არასრულწლობანი შვილის ინიციატივით. მშობლის უფლება და
მოვალეობა ასევე შეიძლება ჩამოერთვას ალიმენტის გადახდისგან თავის არიდების
გამო. არ შეიძლება მშობლის უფლების ჩამორთმევა მაშინ როდესაც მშობელი თვის
უფლება-მოვალეობას ვერ ასრულებს სულიერი ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის ან
ქრპნიკული ავადმყოფობის გამო. მშობლის უფლება-მოვალეობა შეიძლება ჩამოერთვას
როგორც ერთ ისე ორიე მშობელს. იმ შემთხვევაში თუ ეს უფლება ორივე მშობელს
ჩამოერთვა ბავშვი გადაეცემა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ასე ხდება იმ
შემთხვევაშ თუ ერთ მშობელს ჩამეორთმევა ეს უფლება და მეორე მშობლისთვის
ბავშვის გადაცემა შეუძლებელია. თუ ერთ მშობელს ერთმევა ეს უფლება ისმევა საკითხი
შეუძია თუ არა მეორე მშობელს განახორციელოს მისთვის დაკისრებული
ვალდებულებები და მოვალეობები, აქვს თუ არა მას ამის პირობები და ა.შ.. ერთი
შვილის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობის ჩამორთმევა არ ნიშნავს სხვა შვილის
მიმართ უფლების ჩამორთმევას რადგან შესაძლოა სუბიექტური მიზეზების გამო
ახორციელებდეს მხოლოდ მის მიმართ არამართლზომიერ ქმედებას. კანონი
შესაძლებლად თვლის მშობლის უფლება-მოვალეობის ჩამორთმევას შჩერებას მისი
შეზღუდვის ან შეჩერების გარეშე. ეს ხდება მაშნ როდესაც ოჯახში ცუდი პირობებია
შექმნილი და ეს არ არის სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე.

You might also like