You are on page 1of 1

მუხლი 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება)

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება შეიძლება განხორციელდეს როგორც


მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. ეს დანაშაული მატერიალური ხასიათისაა,
რამდენადაც დიდი მნიშვნელობა აქვს მიზეზობრივი კავშირის დადგენას პირის
ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აქედან გამომდინარე, ობიექტური მხარე
მოიცავს 3 ელემენტს:

1. ქმედებას
2. მძიმე შედეგს ან ასეთი შედეგის საფრთხეს
3. მიზეზობრივ კავშირს

ხოლო, როდესაც ხდება ასეთი დანაშაულის უმოქმედობით ჩადენა, მაშინ სახეზე


უნდა იყოს სამი ელემენტი, ესენია: 1. პირს ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური
სამართლებრივი მოვალეობა. 2. ჰქონდა ასეთი მოქმედების შესაძლებლობა და 3.
სავალდებულო ან შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა
აცილებული. მაგალითად, ელექტრო-სარემონტო სამუშაოების დაწყების წინ პირს
დაევალა დენის გამორთვა, რაც მან არ გააკეთა და მუშამ მიიღო ჯანმრთელობის
მძიმე დაზიანება, რაც არის უმოქმედობით ჩადენილი დანაშული, რადგან თუ პირი
დენს გამორთავდა ასეთი შედეგიც არ დადგებოდა და თავიდან იქნებოდა
აცილებული.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად ჩაითვლება, როდესაც სახეზეა


სხეულის ისეთი დაზიანებები, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. რომელმაც
გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების დაკარგვა, რომელიმე ორგანოს
ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა,
შრომისუნარიანობის არანაკლებ 1/3 ით დაკარგვა და სხვა. არსებობს მძიმე
დაზიანების 2 სახე, დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და
დაზიანება, რომელიც არაა სიცოცხლისთვის საშიში, მაგრამ იწვევს მძიმე შედეგს,
რაც გათვალისწინებულია კონკრეტულად 117-ე მუხლით.

მაგალითი:

მაგალითად განხილული იყო ასეთი ქმედება. ჩხუბში ერთმა პირმა გულის არეში
დაჭრა მეორე ადმიანი, თუმცა მას გულისა და მისი აპკის არსებითი დაზიანება არ
გამოუწვევია და ქირურგიული ჩარევით ეს პირი გამოჯანმრთელდა. ამ
შემთხვევაში ჩვენ სახეზე მაინც გვექნება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რადგან
მძიმე შედეგის დადგომის საფრთხე შეიქმნა.

You might also like