You are on page 1of 5

საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,

ალკოჰოლური სასმელით მთვრალ გურგენიძეს სახის არეში ხელი დაარტყა


ელერდაშვილა. მომხდარის გამო განაწყენებულმა გურგენიძემ შურისძიების მოტივით
ხელის დარტყმით ძირს წააქცია ელერდაშვილი, რის შემდეგაც ეზოში მდგარი
მაგიდიდან აიღო დანა და ერთხელ დაარტყა წაქცეულ ელერდაშვილს მუცლის არეში,
რის შედეგადაც მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობის სახით დაზარალებულს მიაყენა
სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება. ელერდაშვილი გადაიყვანეს
სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის
ჩატარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

კითხვა: დააკვალიფიცირეთ გურგენიძის ქმედება.

სსკ.117.1 მკვლელობის მცდელობა რომ ყოფილიყო წაქცეულს მეორედაც ჩაარტყამდაო


როცა არ იყო რაიმე ხელშემშლელი გარემოება, რომ სდომოდა მოკვლა მეორედაც
გამოიყენებდა შესძლებლობას წაქცეულზე, მაშასადამე, მხოლოდ ჯანრმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანებასთან გვაქვს საქმე.

მკვლელობაზე ორგვარი შეხედულებაა ,ერთი ავტორები თვლიან , რომ პირდაპირი


განზრახვა უდნა იყოს სახეზე, მეორენი კი საკმარისად თვლიან ევენტუალურ,
არაპირდაპირ განზრახვასაც. გააჩნია რომელს დავეყრდნობით. თუ ვიტყვით , რომ
მხოლოდ პირდაპირი განზრახვით შეიძლება , მაშინ პრობლემური იქნება
ჯანმრ.განზრახ მძიმე დაზიანება საერთოდ მკვლელობის მცდელობად
დავაკვალიფიციროთ.

ეგუტიძემ ქეიფის დროს ჭიქა ესროლა სუფრასთან მჯდომ გიგაურს. ნასროლი ჭიქა
მოხვდა ტარიელიძეს, რის გამოც მათ შორის მოხდა შელაპარაკება და მომხდარით
განაწყენებულმა ტარიელიძემ ეგუტიძეს ჯანმრთელობის მძიმედ დაზიანების მიზნით
რამდენჯერმე ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ეგუტიძემ დაკარგა წონასწორობა,
ცხვირიდან წასკდა სისხლი, გადავარდა, ხის მორს დაარტყა თავი და ძირს უგონოდ
დაეცა, რასაც მოჰყვა ეგუტიძის გარდაცვალება.

კითხვა: დააკვალიფიცირეთ ტარიელიძის ქმედება.

აქ 117.2 თქვეს და კითხვაა


117.2-ით კვალიფიკაციისას აუცილებელია თუ არა რომ 117.1 ბოლომდე დასრულდეს
,თუ 117.1- ის მცდელობით მოხდა 117.2-მაშინ საკმარისია . არის თუ არა 117.1-ის
მცდელობა საკმარისი 117.2 -ით დაკვალიფიცირებისათვის.

შეგვიძლია დავაკვალიფიციროთ როგორც დამთავრებული ჯანრმთელობის მძიმე


დაზიანება და + 117.2 ამით გამოწვეული სიკვდილი

და შეგვიძლია პირველის მცდელობა ვთქვათ, ეს არაა პრობლემა ,ხოლო შემდეგ


პირველის მცდელობისათვის 117.2-ის მიბმა რამდენად შეიძლება ავტორთა აზრით ორ
ნაწილად იყოფა . ერთი ამბობენ რომ 1-ის სრული არის საჭირო მეორეს
გამოსაყენებლად. მეორეები 117.1-ის მცდელობას საკმარისად მიიჩნევენ 117.2-ით
დაკვალიფიცირებისათვის/

ამსრულებლის ექსცესი არის მხოლოდ განზრახვით გადახვევა სხვა


თანაამსრულლებლის ან თანამონაწილის გეგმიდან . მუხლში არაა მითითებული
გაუფრთხილებლობა/განზრახვა მაგრამ თემურმა ეგრეაო და რავი აბა(კანონმდებლის
ნება ეგ იყოო), ამიტომ ძნელია გაუფრთხილებლობის შემთხვევაში ექსცესით
თანამონაწილის ან თანაამსრულებლისთვის პასუხისმგებლობის არიდება.

ჩვენს პრაქტიკაში ექსცესი გულსიხმობს განზრახ ჩადენილ გადახვევას და არა


გაუფრთხილებლობას . რაც შეეხება თანამონაწილის პასუხს გაუფრთხილებლობით
გამოწვეულ უფრო მძიმე შედეგზე ერთი მოსაზრებით მხოლოდ ამსრულებელი აგებს
პასუხს, მეორე შეხედულებით ორივე. როგორ დაკვალიფიცირდება თანამონაწილის
ცალკე დავის საგანია , ერთი თვლის რომ თანამონაწილის ქმედება 25,117.2-ით უნდა
დაკვალიფიცრდეს , ხოლო ზოგი თვლის რომ თანამონაწილე უნდა დაისაჯოს როგორ
ამსრულებელი დამამძიმებელი გარემოების გაუფრთხილებლობით დადგომისას.

როგორ შეიძლება თანამონაწილეობა დაკვალიფიცრდეს 117.2ით როცა ეს განზრახი


დანაშაულია, მაგრამ პასუხი არის სსკ.11 -მუხლი რომლის მიხედვითაც ასეთი
დანაშაულიც არის განზრახი.

გოდერძიშვილი მეგობრებთან - ლიკლიკაძესთან და თაბაგართან ერთად იმყოფებოდა


რესტორანში, სადაც იქ მყოფ მოდებაძეს უმნიშვნელო საბაბით დაუწყეს ჩხუბი, რაც
გაგრძელდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე. დანებით შეიარაღებულმა
გოდერძიშვილმა, ლიკლიკაძემ და თაბაგარმა განიზრახეს დაზიანება მიეყენებინათ
მოდებაძისა და მისი მეგობრებისთვის: ყენიასთვის და გოდაბრელიძისთვის, რა
დროსაც გოდერძიშვილმა ხელთნაქონი დანა მუცლის არეში ორჯერ დაარტყა ყენიას,
რითაც მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, კერძოდ:
ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის ზედა მესამედში (ეპიგასტრიუმში)
მახვილისებური მორჩიდან მარჯვნივ, მკერდის ძვლის გვერდით ხაზზე, შემავალი
მუცლის ღრუში ღვიძლის დაზიანებით, ასევე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვნივ
მუცლის ქვედა მესამედში (ჰიპოგასტრიუმში) - ძუძუს (მამილარულ) ხაზზე, შემავალი
მუცლის ღრუში, კუჭის, ნაწლავებისა და ჯორჯლის დაზიანებით. დაშავებულს
ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, რის შემდეგ გადიოდა სტაციონარულ
მკურნალობას.

კითხვა: დააკვალიფიცირეთ გოდერძიშვილის ქმედება.

სსკ.19- 109.2.გ მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით მკვლელობის მცდელობისათვის


დამამძიმებელ გარემოებებში. ასევე სსკ. 19, 109.2.ე ჯგუფურად მკვლელობის
მცდელობა(ეს მეორე სადავოა არ უთქვამს ზუსტად.)(მკვლელობის მცდელობად მე
ჩავთვალე თემურმა 117-თი დააკვალიფიცირა) სასამართლომ 118-თი
დააკვალიფიცირა , მაგრამ თემურს არ მოსწონს ეს კვალიფიკაცია. სასამართ₾ოს
ხულიგნობაზე საერთოდ არ გაუმახვილებია ყურადღება, მკვლელობის მცდელობა ხო
საერთოდ. ჯგუფურად მკვლ ჩადენაზე უზენაეს სასამართლო თავის
გადაწყვეტილებებში უთითებს რომ სადაც მხოლოდ 1 პირია დანით შეირაღებული ამას
მიიჩნევს თანაამსრულებლობის და ჯგუფურობის გამომრიცხველ გარემოებას ,მაგრამ
ჩვენ კაზუსში მივუთითეთ,რომ ყველა პირი არის დანით შეიარაღებული , მაგრამ
საკითხია შემდეგი მომენტი მართალია სამივე შეიარაღებულია მაგრამ უშუალოდ
მხოლოდ 1 მა დაჭრა . შესაბამისად ჩნდება კითხვა იმისთვის რომ სამივე
თანაამსრულებლად ვცნოთ სამივემ უნდა დაარტყას დანა თუ ეს აუცილებლობა არაა
თანაამსრულებლობისთვის თუ შეიძლება სხვა ფორმითაც განხორციელდეს
თანაამსრულებლობა. - არ არის აუცილებელი ყველამ დაარტყას შეიძლება
ჯგუფურადაც დავაკვალიფიციროთ. (თუ შეიარაღებულები არიან და მზადყოფნას
გამოთქვამენ თვითონაც დაჭრან მსხვერპლიო ეს მხოლოდ თანამონაწილეობაზე მეტია
და წარმოადგენს თანაამსრულებლობას.)

აბაშიძესა და მის თანასოფლელ ელერდაშვილს შორის მოხდა შეკამათება მიწის


ნაკვეთის საზღვრის გამო. კამათისას ელერდაშვილმა მის ხელთ არსებული ცელი
დასარტყმელად მოუქნია აბაშიძეს, რაც მას მოხვდა მარცხენა ხელის არეში და მიიღო
მეოთხე და მეხუთე თითების ჭრილობა მყესების დაზიანებით.
კითხვა: დააკვალიფიცირეთ ელერდაშვილის ქმედება.

პროფესიული საქმიანობის ვერ შესრულება არ აისახება შესაბამისად გასარკვევია


უბრალოდ ხელის არეში მიღებული მეოთხე და მეხუთე თითების ჭრილობა მყესების
დაზიანებით , რომელ კატეგორიას განეკუთვნება. იქნება ეს ნაკლებად სსკ.118.1 მძიმე
თუ მსუბუქი სსკ.120.1. (თემურმა ნაკლებად მძიმეაო 118.1)

გუნცაძე მისი მეუღლის ნაკანის და ვიბლიანის ურთიერთობის გარკვევის მიზნით,


მივიდა ამ უკანასკნელთან საცხოვრებელ ბინაში. საუბრისას ეჭვიანობის ნიადაგზე,
გუნცაძემ შურისძიების მოტივით, სამზარეულოში არსებული ხისტარიანი დანა აიღო
და ზურგის არეში ორჯერ ჩაარტყა ვიბლიანს. ვიბლიანი შემოტრიალდა და სცადა
დანის წართმევა, მაგრამ გუნცაძემ კვლავ რამდენჯერმე მოუქნია დანა და ვიბლიანს
სახის, ყელის და გულმკერდის არეში, არაერთი დაზიანება მიაყენა. კერძოდ: ნაკვეთი
ჭრილობები მარცხენა მტევნის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე თითების არეში, მეოთხე
თითის არასრული ამპუტაცია DIP სახსრის დონეზე. სისხლის მიმოქცევის
დეკომპენსაციით, მესამე თითის საკუთარი მედიალური ნერვის და მომხრელი მყესის
დაზიანებით, ნიკაპის ჭრილობა, პირის ღრუს ჭრილობა, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი
ჭრილობები გულ-მკერდის ორივე ნახევარში, წინა და უკანა ზედაპირზე. ვიბლიანი
ცდილობდა გუნცაძისთვის წინააღმდეგობა გაეწია და ხელებით დაიჭირა დანის პირი,
რა დროსაც დანა გადატყდა. გუნცაძემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ
განაგრძო მართლსაწინააღმდეგო ქმედება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კითხვა: დააკვალიფიცირეთ გუნცაძის ქმედება.

სსკ.19, 108 მკვლელობის მცდელობაა - სასამართლომ 118 მუხლით დააკვალიფიცირა,


თუმცა თემური არ იზიარებს <3 , თემური თვლის რომ 117-ეა სახეზე. რაც შეეხება
მკვლელობის მცდელობას , ობიექტური გარემოება იძლევა ამაზე დაფიქრების
შესაძლებლობას , თუმცა მკვლელობის განზრახვა ცალსახად აქ არ იკვეთება, თუკი
ჩავთვლით ევენტუალური განზრახვით მცდელობის იდეას გავიზიარებთ , მაშინ
შეიძლება უფრო მეტად დასაბუთდეს , მაგრამ თუკი ევენტუალურით არ
გავითვალისწინებთ და დავეყრდნობით პირდაპირი განზრახვით მკვლელობის
მოსაზრებას, მაშინ მკვლელობა შეიძლება მხოლოდ დაკვალიფიცირდეს
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულით. სასაამრთლომ- 118 , თემურმა
117, მე 19, 108 ობიექტურად შეიძლება მკვლელობიოს მცდელობას შეესბამებოდეს
მაგრამ სუბიექტურად -- განზრახვა არ დასტურდება.

სიგუასა და ანთიძეს შორის მოხდა კონფლიქტი. მათ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით


დიდი ხანი ჰქონდათ ოჯახური უთანხმოება. ანთიძემ სიგუას თავისი ღობის შიგნითა
მხრიდან უცენზურო სიტყვებით დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ასევე
მისი მიმართულებით ქვებისა და ხის ნაჭრების სროლა. მას სხეულზე მოხვდა
რამდენიმე ქვა, ხოლო ერთ-ერთი ხის ნაჭერი მოხვდა მარჯვენა ხელის მტევანში და
შენიშნა, რომ ხელის მტევანზე შერჭობილი ჰქონდა ხის ნაჭრის ნატეხი, რომლის
დამოუკიდებლად ამოღება ვერ მოახერხა. ის წავიდა საავადმყოფოში, სადაც ექიმმა
ამოუღო ხის ნაჭერი და დაუმუშავა ჭრილობა. ხელის ტკივილის გამო სიგუა ორი
კვირის მანძილზე ვერ ახერხებდა ფიზიკურ მუშაობას.

კითხვა: დააკვალიფიცირეთ ანთიძის ქმედება.

სსკ.120.1 მსუბუქი დაზიანება , არის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა 6-დან 21


დღემდე, აქ სახეზა 14 . (სასამართლომაც 120-ე დააკვალიფიცირა)

You might also like