You are on page 1of 3

ზამთრის ომი

საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის შეიარაღებული


კონფლიქტი, იგივე ზამთრის ომი, რომელიც მიმდინარეობდა
1939 წლის 30 ნოემბრიდან 1940 წლის 13 მარტამდე,
წარმოადგენს საომარი მოქმედებების ისეთ მაგალითს, როდესაც
შეზღუდული რესურსების მქონე ერს გონიერი, სწორად
განსაზღვრული ტაქტიკითა და სტრატეგიით შეეძლო
დაპირისპირებოდა მაშინდელ მონსტრ-ქვეყანას, როგორიც იყო
საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირს ყოველთვის აწუხებდა ის
ფაქტი, რომ ქალაქ ლენინგრადიდან საზღვარი სულ რაღაც 35
კმ-ში გადიოდა ფინეთთან. ჯერ კიდევ ოცდაათიან წლებში
მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ფინურ მხარესთან
ტერიტორიული დათმობების შესახებ, ასევე საზღვრების
გადაწევაზე ლენინგრადიდან ფინეთის ტერიტორიის სიღრმეში.
მოლაპარაკებები შეეხო ნახევარკუნძულ ჰანკოს გადაცემასაც,
რომელიც ითვლებოდა ბალტიის ზღვაში ერთ-ერთ
სტრატეგიულ წერტილად. ფინური მხარე ყოველთვის უარზე
იყო ამ ტერიტორიების დათმობაზე. 1939 წლის 23 აგვისტოს
ხელი მოეწერა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რომლის
მიხედვით ფინეთი საბჭოთა კავშირის ინტერესის სფეროში
შევიდა. სტალინი იწყებს მზადებას ომისათვის ფინეთის
წინააღმდეგ. ლენინგრადის ოლქის ხელმძღვანელს, კირილ
მერეცკოვს ფინეთის ხელში ჩასაგდებად და იქ საბჭოთა
ფინეთის რესპუბლიკის შესაქმნელად დაევალა საჭირო გეგმის
შემუშავება. მერეცკოვის მიერ შედგენილი გეგმა
ითვალისწინებდა მოკლე, არახანგრძლივ ომს ფინეთის
წინააღმდეგ. მისი გათვლებით, ომი სტალინის დაბადების
დღისთვის დაგვირგვინდებოდა ფინეთის დედაქალაქ
ჰელსინკის აღებითა და ფინური საბჭოთა ხელისუფლების
დამყარებით. საერთო ჯამში, ფინეთის წინააღმდეგ საბჭოთა
კავშირმა გამოიყვანა დაახლოებით 400 000 ადამიანი, რაც მისი
შეიარაღებული ძალების 25%-ს შეადგენდა. მტრის ძალას
ფინეთმა დაუპირისპირა 250 000-იანი ფინური არმია, რომელსაც
ხელმძღვანელობდა ფინეთის ჯარის კავალერიის
გენერალი, კარლ გუსტავ მანერჰეიმი. მან ზუსტად გათვალა
საბჭოელების ძირითადი დარტყმის მიმართულება და ძალების
უმეტესობას თავი მოუყარა კარელიის ვიწრო ყელზე, სადაც ჯერ
კიდევ 1920 წლიდან ფინელებმა დაიწყეს თავდაცვითი ზღუდის
მშენებლობა, რომლის აშენებაც ომამდე ცოტა ხნით ადრე
დასრულდა. საბჭოთა კავშირი ფინეთის საზღვარს 30 ნოემბერს
კვეთს. ომის პირველ დღეებში საბჭოთა ჯარებს არანაირი
წინაარმდეგობა არ შეხვედრიათ ფინელების თავდაცვის
ზღუდემდე. 6 დეკემბერს უკვე იწყება თავდაცვის ზღუდის
შტურმით აღება, რომელსაც შემდგომში მანერჰეიმის
ხაზი უწოდეს. რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა
უშედეგო შეტევები ფინელების თავდაცვის ზღუდეზე, რომლის
არსებობა საბჭოთა ხემძღვანელობამ, მართალია, იცოდა, მაგრამ
რატომღაც არ ჩათვალეს მნიშვნელოვან
წინაღობად.  მანერჰეიმის ხაზზე უშედეგო შეტევების სერია
მომდევნო 3 კვირის მანძილზე გაგრძელდა. ამ 3 კვირის
განმავლობაში საბჭოურმა დივიზიებმა დაკარგეს პირადი
შემადგენლობის თითქმის ნახევარი. ეს უაზრო შეტევები
გამოწვეული იყო იმ ნაჩქარევი ტემპით, რათა ომის დასრულება
სტალინის დაბადების დღისთვის მოსწრებულიყო. რეალურად,
ჯარებმა არ იცოდენ, როგორ უნდა შეეტია მანერჰეიმის ხაზის
თავდაცვითი ზღუდისათვის. მათ არასოდეს შეხვედრიათ
მსგავსი თავდაცვითი ზღუდე, შესაბამისად, არანაირი
მომზადება საბჭოურ ჯარებში არ მიმნდინარეობდა ამ
მიმართულებით. იმ დროისთვის ერთადერთი, ვისაც შეეძლო
ფინური ზღუდის ეფექტურად აღება, გახლდათ გერმანული
ჯარი და მისი გრენადირების დანაყოფები.  დეკემბრის
ბოლოსკენ წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ საბჭოთა კავშირმა
დროებით შეწყვიტა აქტიური მოქმედებები და დაიწყო
ტაქტიკური და ადმინისტრაციული გადაჯგუფებები.
ლენინგრადის ოლქი გადაკეთდა ჩრდილო-დასავლეთის
ფრონტად და სათავეში ჩაუდგა საბჭოთა კავშირის მარშალი
სემიონ ტიმოშენკო. მან დაიწყო ძალთა მოზიდვა და
გადაჯგუფება, ასევე მთელი იანვრის პერიოდი დაეთმო
სწავლებებსა და დაზვერვის წარმოებას. თებერვლის
დასაწყისში დაგეგმილი იყო გენერალური შეტევა.
მიმდინარეობდა მანერჰეიმის ხაზის დეტალური შესწავლა,
ახდენდნენ მოპოვებული ბეტონის ნაწილების ანალიზსაც. 1940
წლის თებერვლის პირველ დღეებში დაიწყო მაშტაბური
შეტევები ფრონტის მთელ სიგრძეზე, ძირითადი შეტევის
მიართულება იყო მანერჰეიმის ხაზის გავლით ქალაქი ვიიპური
და იქიდან ჰელსინკი. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის
მიუხედავად, რომელსაც ახორციელებდნენ საბჭოელები
ფლანგებიდან, მათ, ბოლოს და ბოლოს, შეძლეს მანერჰეიმის
ხაზის ძირითადი მონაკვეთის გარღვევა. ფინური ჯარი უკვე
განიცდიდა ტყვია-წამლის დეფიციტს. მანერჰეიმი მთავრობას
სთავაზობს, რომ დაიწყონ მოლაპარაკება საბჭოელებთან
სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ნებისმიერი პირობებით.
სტალინი თანხმდება მოლაპარაკებას, თუმცა საკმაოდ მძიმე
პირობებს უყენებს ფინეთის მთავრობას. ის ითხოვს
ნახევარკუნძულ ჰანკოს ბარენცის ზღვაში 30 წლიანი იჯარით,
კარელიის ყელსა და ქალაქ ვიბორგს, ასევე იმ ტერიტორიებს,
რომელიც უკვე დაკავებულია საბჭოთა ჯარებს მიერ. არსებული
რეალობიდან გამომდინარე, ფინეთის მთავრობა თანხმდება ამ
წინადადებას.   შედეგად საბჭოთა კავშირმა მიიღო ის, რაც მას
ომის დაწყებამდე სურდა, რომ მიეღო ფინეთისგან. ფინეთმა
შეინარჩუნა სუვერენიტეტი, მაგრამ დათმო ქვეყნის
ტერიტორიის ნაწილი. დანაკარგები შეიარაღებულ ძალებში
შთამბეჭდავია: 105 დღიანი ომის განმავლობაში ფინეთმა
დაკარგა დაახლოებით 25 000 ადამიანი, საბჭოთა კავშირმა – 126
000. სსრკ-ფინეთის 1939-1940 წლების ომმა დაადასტურა, რომ
კარგად შერჩეულ ტაქტიკასა და სტრატეგიას, რომელიც
ეფექტურად არის მორგებული კონკრეტულ რელიეფზე,
შეუძლია ბევრად ძლიერი მტრისათვის საკადრისი
წინააღმდეგობის გაწევა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება

You might also like