You are on page 1of 2

კოლექცია

კოლექცია (ლათ. collectio „შეგროვება, კრებული“), ერთგვაროვანი ან


თემატურად გაერთიანებული საგნების, რომლებსაც, როგორც წესი, აქვს
ისტორიული მნიშვნელობა, სისტემაში მოყვანილი კრებული.
კოლექციონერობა შემგროვებლობისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი
გულისხმობს საკოლექციო მასალის გამოვლინებას, შეგროვებას, შესწავლას და
სისტემაში მოყვანას; აღმოცენდა რენესანსის
ეპოქაში (მედიჩები ფლორენციაში, ლუი XIV, ფრანგი კარდინალები რიშელიე
და მაზარინი, პაპები იულიუს II, ლეო X და სხვ.). ცნობილი უნივერსალური
კოლექცია ჰქონდათ გოეთესა და ამერიკელ მხატვარსა და ბუნებისმეტყველს ჩ.
პილსს.
XIX და XX სს-ის მიჯნაზე ჯერ აშშ-ში, შემდეგ ევროპაში კოლექცია კაპიტალის
დაბანდების სარფიან ხერხად იქცა, რადგანაც გადასახადები არ ედებოდა,
რამაც კოლექციის ობიექტებით სპეკულაცია გამოიწვია.
კოლექციონირება ხელს
უწყობდა ნუმიზმატიკის, ჰერალდიკის, სფრაგისტიკის,
აგრეთვე არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და სხვ. განვითარებას. ჩამოყალიბდა
კოლექციონირების სამი სახე: სამეცნიერო, სასწავლო და მოყვარულთა.
გამოიკვეთა მისი დარგებიც: ფილატელია (საფოსტო მარკების შეგროვება და
შესწავლა), ბონისტიკა (ქაღალდის ფულის, ნიშნებისა და ბონების შეგროვება
და შესწავლა), მოყვარულთა ნუმიზმატიკა (მონეტების
შეგროვება), ფილუმენია (ასანთის კოლოფების ან მათი ეტიკეტების
შეგროვება), ფილოკარტია (ბარათების შეგროვება და
შესწავლა), ფალერისტიკა (სამკერდე ნიშნების შეგროვება და
შესწავლა), ფილოფონია (მუსიკალური ჩანაწერების შეგროვება და შესწავლა)
და სხვ. ბევრ ქვეყანაში არის კოლექციონერთა საზოგადოებები, გამოდის
სპეციალური წიგნები, ჟურნალები და კატალოგები.
ჯონ ჯულიუს ანგერსტაინი  — ლონდონის მკვიდრი,
წარმოშობით რუსი ბიზნესმენი და მეცენატი, ლლოიდის წევრი. იგი
იყო სახვითი ხელოვნების მოტრფიალე და კოლექციონერი. 1824 წელს მისი
სურათების კოლექციის უმეტესობა გაიყიდა მისივე მამულში, რამაც
საფუძველი ჩაუყარა ლონდონის ეროვნულ გალერეას.[2]
ანგერსტაინი დაიბადა ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, ხოლო ლონდონში
დაახლოებით 1749 წელს დასახლადა. მცდარი ვარაუდით, იგი იყო რუსეთის
იმპერატრიცების ეკატერინე II-ის ან ელისაბედ I-ის უკანონო შვილი. ოჯახური
ტრადიცია კი მის მშობლებად დედოფალ ანასა და ლონდონელ ბიზნესმენ
ენდიუ პოულეტ თომპსონს მიიჩნევს. ლონდონში ჩამოსვლის შემდეგ მისი
პირველი სამსახური თხუთმეტი წლის ასაკში თომპსონის საბუღალტრო
კანტორაში იყო.
ცხრა წლის ჰარი ბეროუზი გატაცებულია მტვერსასრუტების შეგროვებით,
ამჟამად მის კოლექციაში 40 ეგზემპლიარია დაგროვილი, პირველი
მტვერსასრუტი 4 წლის ასაკში აჩუქეს, მას შემდეგ ბავშვი ჯიბის ფულით
ეძებს იშვიათ მოდელებს და ყიდულობს. აღსანიშნავია, რომ მშობლები ჰარის
მტვერსასრუტს სპეციალურად ურთავდნენ ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ
ძილზე უარს ამბობდა "დაშინების" მიზნით, თუმცა ბავშვს დაშინების
მაგივრად უკურეაქცია ჩაერთო და ამ ტექნიკით დაინტერესდა. გოლფის
ფანი დიკ ფალენსკი საკუთარ სახლში 36 000 გოლფის ბურთს ინახავს. მან
კოლექციის შეგროვება 50 წლის წინ დაიწყო, მის კოლექციაში ინახება
ბურთები, რომლითაც ა.შ.შ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ან
კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი თამაშობდა.

You might also like