You are on page 1of 4

ეკონომიკური მეცნიერების განვითარების ისტორია

გვიჩვენებს,რომ ეკონომიკური აზროვნების პირველი წყარო არის


ძველი ბერძენი კლასიკოსების შრომები,სადაც გადმოცემულია
შეხედულებები ეკონომიკის განვითარების შესახებ. მათგან,
განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ არისტოტელე,რომელიც
განასხვავებდა ერთმანეთისაგან მეურნობათა ორ სახეობას:
ეკონომიას - მეურნეობას საოჯახო საჭიროებათა შენარჩუნებისა
და უფრო სრული დაკმაყოფილებისათვის (ძირითადად
მიწათმოქმედებას) და ქრემატისტიკას - მეურნეობას
გამდიდრებისათვის) (სახელოსნო საქმიანობას და ვაჭრობას).
არისტოტელეს ეკუთვნის აგრეთვე საქონლის ორი მხარის -
სახმარი და საცვლელი ღირებულების აღმოჩენა. ეკონომიკის
როგორც მეცნიერების ფორმირება კაპიტალიზმის ჩასახვის
პერიოდს მიეკუთვნება.სწორედ ამ პერიოდში აღმოცენდა
ეკონომიკური ანალიზის პირველი სკოლები. ეკონომიკური აზრის
პიველ სკოლას წარმოადგენდა მერკანტილიზმი, რომელიც
აღმოცენდა XVI-XVII საუკუნეებში. მერკანტილიზმი გვიანდელი
ფეოდალიზმის პერიოდის სახელმწიფოს ეკონომიკური
პოლიტიკაა. განასხვავებენ ადრინდელ და გვიანდელ
მერკანტილიზმს. ადრინდელი მერკანტილიზმის
წარმომადგენლები არიან ინგლისში უ. სტაფორდი (15554-1612),
იტალიაში გ. სკარუფი (1519-1584) და სხვა. ადრინდელი
მერკანტილიზმისათვის ძირითადად დამახასიათებელია
„ფულად ბალანსის“ თეორია. იგი ემყარება ფულადი სიმდიდრის
გადიდებისაკენ მიმართულ სახელმწიფო პოლიტიკას. გვიანდელი
მერკანტილიზმი ვითარდება XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან და
აყვავებას აღწევს XVII საუკუნეში. მისი მთავარი
წარმომადგენლები იყვნენ: ინგლისში - თ. მენი (1571-1641),
საფრანგეთში - ა. მონკრეტიენი (1575 1621) და ა. შ. გვიანდელი
მერკანტილიზმის თეოიის საყრდენია „სავაჭრო ბალანსის
სისტემა“, რომლის პრინციპების მიხედვითაც ის სახელმწიფოა
მდიდარი, რომელსაც უფრო მეტი საქონელი გააქვს
საზღვარგარეთ და ნაკლები შემოაქვს. ე. ი. რომელსაც აქტიური
სავაჭრო და საგადასახადო ბალანსი აქვს. მერკანტილიზმი იყო
სავაჭრო კაპიტალის ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის
ისტორიული მისია მდგომარეობდა, რომ გზა გაეკვლია
სამრეწველო კაპიტალისათვის და საუძველი ჩაეყარა მისი
განუყოფელი ბატონობისათვის. როცა სავაჭრო კაპიტალის მისია
დასრულებულ იქნა, - მერკანტილიზმი განვითრების
ხელშემწყობი ფაქტორიდან ამ განვითრების ბორკილად იქცა.
მაშინ იწყება ოპოზიცია მერკანტილიზმის წინააღმდეგ როგორც
პოლიტიკაში, ისე თეორიაშიც. ეკონომიკურ თეორიაში წარმოიშვა
ახალი მიმდინარეობა, რომელიც ფიზიოკრატიზმის
სახელწოდებითაა ცნობილი. ეკონომიკური თეორიის
განვითარებაში ახალი მიმართულება იყო ფიზიოკრატიული
სკოლა, რომელიც გამოხატავდა მსხვილ მიწათმფლობელთა
ინტერესებს.ეკონომიკური თეორია, როგორც ნამდვილი
მეცნიერება, მაშინ იწყება, როცა კვლევის სფერო მიმოქცევიდან
წარმოებაში გადადის და კვლავწამოების პროცესს მოიცავს.
წარმოების პროცესის კვლევის პიონერი იყო ფრანგი ფიზიოკრატი
ფრანსუა კენე (1694-1774წწ.). ფრანსუა კენე გახლდათ
ფიზიოკრატიული სკოლის დამფუძნებელი და მამამთავარი. ფ.
კენესა და საერთოდ ფიზიოკრატების ეკონომიკურ თეორიაში
ადგილი ეკავა მოძღვრებას წმინდა პროდუქტის შესახებ,რომელიც
ფ.კენემ აჩვენა თავის „ეკონომიკურ ცხრილში“. მისი განსაზღვრით
წმინდა პროდუქტი არის პოდუქციის ნაჭარბი წარმოების
ხარჯებზე ზევით; ე. ი. ახლად შექმნილი საქონელთა
ღირებულების გარდამეტი მათ საწარმოო ხარჯებზე.
ფიზიოკრატები ამტკიცებდნენ, რომ წმინდა პროდუქტი მხოლოდ
მიწათმოქმედებაში იქმნება. იგი განასხვავებდა სიმდიდრის ჯამის
შეერთებას. მისი თქმით პიველი ხდება სოფლის მეურნეობაში,
ხოლო მეორე წარმოების დანარჩენ დარგებში. ფ. კენეს გაგებით
მიწათმოქმედებაში წარმოებს სახმარ ღირებულებათა ზრდა,
მეურნეობის სხვა დარგებში კი სხვადასხვა სახის სახმარ
ღირებულებათა შეერთების გზით ახალი სახის სახმარი
ღირებულების წარმოქმნა, რომლის პროცესში სახმარ
ღირებულებათა მასა არა თუ მატულობს, არამედ ხშირად
მცირდება კიდეცო (მაგალითად, ნედლეულის ნაწარმად
გადამუშავების დროს). ფ.კენე გამოყოფდა სამ კლასს,რომელთა
შორის ხდებოდა სიმდიდრის განაწილება: 1) მწარმოებლური
კლასი (ფერმერთა კლასი, მიწათმოქმედნი); 2) მესაკუთრეთა
კლასი (მემამულეები, ეკლესია და ა. შ.); 3) უნაყოფო კლასი, ე. ი.
ყველა ისინი ვინც არ არიან დაკავებული სასოფლო სამეურნეო
საქმიანობით. მაშასადამე, მერკანტილისტებთნ შედარებით,
ფიზიოკრატებმა თვალსაჩინო ნაბიჯი გადადგეს წინ იმით, რომ
სიმდიდრის წყაროს კვლევა მიმოქცევის სფეროდან წარმოების
სფეროში გადაიტანეს და ამით პოლიტიკური ეკონომია ნამდვილ
მეცნიერებად აქციეს, თუმცა სიმდიდრის შემქმნელ შრომად,
მხოლოდ მიწათმოქმედებაში დანახარჯული შრომა აღიარეს
იმდროინდელი მრეწველობის განვითარების დაბალი დონის
გამო. კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის, როგორც
მეცნიერების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს
ინგლისელ უილიამ პეტის (1627-1687), რომელმაც პირველმა
გამოაცხადა შრომა და მიწა სიმდიდრის წყაროდ და აგრეთვე
ფრანგ პიერ ბუაგილბერს (1646-1714წწ.), რომელმაც ჩამოაყალიბა
ღირებულების შრომითი თეორიის საწყისები. ეკონომიკური
თეორიის (კლასიკური პოლიტეკონომიის) საბოლოოდ
ჩამოყალიბებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს
შოტლანდიელმა ადამ სმიტმა (1723-1790წწ.) და ინგლისელმა
დავიდ რიკარდომ (1772-1823წწ). ა. სმიტმა და დ. რიკარდომ
ერთიან სისტემაში მოიყვანეს და განავითარეს თავისი
წინამორბედების მოსაზრებები. მათ გააფართოვეს კვლევის
სფერო, ჩართეს მასში სოფლის მეურნეობასთან ერთად
მატერიალური წარმოების სხვა დარგები. კლასიკური
პოლიტიკური ეკონომიის დიდი მიღწევაა თავისი დროისათვის
ეკონომიკური კვლევის მნიშვნელოვანი შედეგის - შრომითი
ღირებულების თეორიის დამუშავება. ა. სმიტმა ეკუთნის ნაშრომი
„გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების
შესახებ“ (1776 წ.), ხოლო დ. რიკარდოს - „პოლიტიკური
ეკონომიისა და დაბეგვრის საფუძვლები“ (1817 წ.)სადაც
დაახასიათეს ის მექანიზმები, რომლითაც მოხდებოდა იქნებოდა
როგორც კერძო მეწარმეების, ისე ქვეყნის გამდიდრება. შემდეგი
საფეხური ეკონომიკური თეორიის გენეზისში არის მარქსიზმი
(XIX ს-ის მეორე ნახევარი). რომლის თანახმად, კაპიტალისური
საზოგადოება შედგება ორი ძირითადი
ურთიერთდაპირისპირებული კლასებისაგან, მათ შორის
ყოველგვარი სიმდიდრის შექმნელია პროლეტარიატი, რომელიც
ექსპლუატაციას განიცდის კაპიტალისტებისაგან. კაპიტალიზმის
მუდმივი თანამგზავრია მაკროეკონომიკური არასტაბილურობა -
პერიოდული ეკონომიკური კრიზისები, უმუშევრობა, ინფლაცია.
კ. მარქსის მოძღვრების მიხედვით ღირებულებას გააჩნია
ერთადერთი წყარო - შრომა. საბაზრო ეკონომიკის
თეორეტიკოსთა თვალსაზრისით კი ღირებულების შექმნის
პროცესში, მეტნაკლები დოზით მონაწილეობს შრომა, მიწა,
კაპიტალი, მეწარმეობრივი უნარი (მეწარმეობრივი აქტივობა) და
სახელმწიფოს ეკონომიკური უნარი.

You might also like