You are on page 1of 2

მიუზიკლი

მიუზიკლი — მუსიკალური-სასცენო ნაწარმოები, რომელშიაც


გამოყენებულია ესტრადის, საბალეტო მუსიკის, ქორეოგრაფიისა და საოპერო
ხელოვნების გამომსახველობითი საშუალებები.
მიუზიკლი, როგორც სასცენო ხელოვნების ჟანრი, ჩამოყალიბდა XIX საუკუნის
დასასრულს აშშ-ში. 1866 წელს აქ დაიდგა ბიკნელის პიესა „შავი ქურდი“ , სადაც
ერთმანეთს შეერწყა მელოდრამა, სიმღერა და ე. წ. „შოუ გიორლსი“.
XX საუკუნის დასაწყისში შავკანიანმა მსახიობებმა ბ. უილიამზმა და დ.
უოკერმა ნიუ-იორკში დადგეს რამდენიმე მიუზიკლი. ამ სახის სპექტაკლები ძალზე
პოპულარული იყო I მსოფლიო ომისშემდეგაც. მოგვიანებით შეიქმნა საუკეთესო
მიუზიკლები: კერონის „მცურავი თეატრი“, გერშვინის „მე შენზე ვმღერი“, ვეილის
„ჯონ ჯონსონი“ როჯერზის „ოკლაჰომა“, პორტერის „მაკოცე, კეტ!“ , ფ. ლოუს „ჩემი
მშვენიერი ლედი“ და სხვა.
ცეკვას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბერნსტაინის „ვესტსაიდის
ამბავში“ ეს სპექტაკლი ერთ-ერთი საუკეთესო მიუზიკლი იყო ამერიკაში. კარგ და
შემოსავლიან სპექტაკლებს ხშირად იმეორებენ და დგამენ სხვადასხვა ქვეყნის
სცენაზე, ახდენენ ეკრანიზაციას.
საქართველოში მიუზიკლის ჟანრმა ფეხი მოიკიდა 70-იან წლებში. დაიდგა
რამდენიმე სპექტაკლები ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალურ კომედიის
თეატრში, მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში პ. ტრავერსის „მერი
პოპინსი“; გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმი „ვერის უბნის მელოდიები“ , ლანა
ღოღობერიძემ — „აურზაური სალხინეთში“ და სხვა.
ოზის საოცარი ჯადოქარი (ინგლ. The Wonderful Wizard of Oz) — მწერალ ფრენკ
ბაუმის მიერ დაწერილი საბავშვო წიგნების სერიის პირველი რომანი,
ილუსტრირებული უ. დენზლოუს მიერ. წიგნების სერიაში მოთხრობილია ოზის
ჯადოსნური ქვეყანაში მოგზაურობების შესახებ. წიგნი პირველად გამოიცა აშშ-ში,
1900 წლის 17 მაისს. წიგნი ორი წლის შემდეგ ადაპტირებული იქნა სცენისათვის,
ხოლო 1939 წლის ფილმმა ოზის ჯადოქარი განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი მის
პოპულარობას.
ბაუმმა წიგნი მიუძღვნა თავის მეუღლეს, მოდ გეიჯ ბაუმს. ცნობილია, რომ მხოლოდ
1900 წელს გაიყიდა წიგნის 21.000 ასლი (იმ დროისათვის ეს საკმაოდ დიდი
რეკორდი იყო).
1960-1986 წლებში გამოიცა წიგნის გაგრძელებები. საავტორო უფლებები მათზე
ეკუთვნის უოლტ დისნეის კომპანიას. მის მიერ 1985 წელს წარმოდგენილი იქნა
ფილმი ოზის დაბრუნება, დაფუძნებული სერიის მეორე და მესამე წიგნზე.
საგულისხმოა, რომ ბევრი ისტორიკოსი წიგნების ამ სერიაში განვითარებულ
მოვლენებსა და მოქმედ პერსონაჟებში ალეგორიულ ხასიათს ხედავს და
პარალელებს ავლებს ბევრ ისტორიულ მოვლენასთან, თუმცა რიგითი მსმენელები ამ
ფაქტს ყურადღებას არ აქცევენ.
რუსი მწერლის, ალექსანდრე ვოლკოვის მიერ დაწერილი იქნა წიგნების სერია
ზურმუხტის ქალაქზე, აქედან პირველი იყო ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი.
მთლიანობაში სერია პრაქტიკულად არის ბაუმის ორიგინალის თავისებური
ანალოგი, რომელშიც ბევრი რამ თავად ვოლკოვის მიერ იქნა დამატებულ-
ადაპტირებული.
ერთ დღეს ამოვარდნილი ტორნადო პატარა სახლს, რომელშიც იმალებიან
შეშინებული დოროთი და ტოტო, მოისვრის შორეულ ჯადოსნურ ქვეყანაში. იქ
დოროთის აკითხავს ჩრდილოეთის კეთილი ალქაჯი. აღმოჩნდება, რომ დოროთის
სახლმა გაჭყლიტა აღმოსავლეთის ბოროტი ალქაჯი. დოროთი მიიღებს საჩუქრად
სწორედ მის შემდეგ დარჩენილი ლამაზი ფეხსაცმლის წყვილს. კეთილი ალქაჯის
თქმით, კანზასში დასაბრუნებლად დოროთიმ უნდა მიაღწიოს ზურმუხტის
ქალაქამდე, რომელსაც კეთილი ჯადოქარი მართავს - მხოლოდ მას შეუძლია
დოროთის დახმარება.
დოროთი გაუყვება ყვითელი ქვაფენილით მორთულ გზას. მოგზაურობისას იგი
ეხმარება საფრთხობელას (რომელიც თვლის, რომ ჭკუა აკლია), რკინის შეშისმჭრელს
(რომელიც განიცდის, რომ უგულოა) და მშიშარა ლომს. სამივეს დოროთი
დაარწმუნებს, რომ ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი მათაც დაეხმარება. გზად
რამდენიმე ხიფათში ეხვევიან, მათ შორის არის მძინარე ყაყაჩოების ველი.
ზურმუხტის ქალაქში მისულებს დაურიგდება სპეციალური სათვალეები, რადგან,
როგორც ირწმუნება ქალაქის მცველი, ნებისმიერი მნახველი შეიძლება დაბრმავდეს
ქალაქის სილამაზით.
ჯადოქარი თითოეულ მოგზაურს ცალკე შეხვედრას დაუნიშნავს. დოროთის იგი
ეცხადება გიგანტური თავის სახით, საფრთხობელა ხედავს ლამაზ ქალას,
შეშისმჭრელი - საზარელ მხეცს, ხოლო ლომი - ცეცხლოვან ბურთს. ჯადოქარი
ოთხივეს დახმარებას აღუთქვამს, მაგრამ ითხოვს, რომ გაანადგურონ დასავლეთის
ალქაჯი.
დასავლეთის ალქაჯი კი მოგზაურებს გზად მიუვლენს მგლებს, ყორნებს, ფუთკრებს,
მაგრამ მეგობრები ადვილად მოიგერიებენ ყველას. საბოლოოდ, ჯადოსნური
თავსაბურავით ალქაჯი იძახებს მფრინავ მაიმუნებს, რომლებიც შეიპყრობენ
დაუპატიჟებელ სტუმრებს. ალქაჯი ამწყვდევს მათ თავის საპყრობილეში, მაგრამ მის
ყურადღებას იქცევს დოროთის ფეხსაცმლები - აშკარაა, რომ მათში რაღაც ძალა
იმალება. ერთხელ იგი შეეცდება მათ წართმევას, მაგრამ დოროთი შემთხვევით
გადაასხამს წყალს და ალქაჯი დნება. განადგურებული ალქაჯის ქუდით დოროთი
ხდება მაიმუნების ახალი მბრძანებელი და სწორედ მათი დახმარებით ბრუნდება
ზურმუხტის ქალაქში.

You might also like