You are on page 1of 15

დაწყევლილი ნახატები

არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნების ზოგიერთი ნიმუში შესაძლოა


უბედურების მომტანი აღმოჩნდეს ოჯახებისთვის. მხატვრები ქმნიან
ტილოებს, კოლექციონერები კი ამ ტილოებს აგროვებენ. ყველაზე
ცნობილ მხატვრებსაც კი აქვთ ისეთი შედევრები, რომელთა გარშემოც
უსიამოვნო საუბარი დღემდე აქტუალურია. არც ისე ცოტა ტილოა
მსოფლიოში, რომლებიც უბედურების მომტანად მიიჩნევა. ამჯერად
რამდენიმე მათგანზე შევჩერდებით.

1. უცნობი ქალი

ივანე კრამსკოის მიერ დახატული ამ უცნობი ქალის იდუმალი


მზერა დროთა განმავლობაში ჯერ ვულგარულად,ხოლო
შემდეგ საშიშად იქნა მიჩნეული. ამბობენ, რომ ვისაც კი ეს ტილო
ჰქონია,მისი ბედი უკუღმა დატრიალებულა. "უცნობის" პირველი
მყიდველი ცოლმა მიატოვა და მან თვითმკვლელობით დაასრულა
სიცოცხლე ..არც მეორე მფლობელს გაუმართლა - მისი მდიდრული
სახლი მთლიანად დაიწვა და ნივთებიდან მხოლოდ ნახატი
გადარჩა. ნამუშევარმა არც მხატვარს მოუტანა ბედნიერება - ერთი
წლის განმავლობაში მას ორივე ვაჟი გარდაეცვალა.

სურათზე გამოსახული ქალის ვინაობის რამოდენიმე ვერსიაა


ცნობილი.ერთერთი ვერსიით ის ქართველი თავადის ასული
ვარვარა ქურთისტანიშვილია,რომელიც იმპერატრიცა მარია
ფიოდოროვნას ფრეილინა და ალექსანდრე 1 -ის ფავორიტი
გახლდათ .ვარვარამ მისგან უკანონო შვილიც კი
გააჩინა ,თუმცა ბავშვი მალევე გარდაიცვალა,ხოლო
ალექსანდრე I მა მას სხვა ფავორიტი არჩია.შეიძლება სწორედ
ამ ქალბატონის უიღბლობაა ის მიზეზი რასაც სურათის
მფლობელები განიცდიდნენ.
2. ვენერა სარკესთან
ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დიეგო ველასკესის ამ
ცნობილ ტილოს უბედურება მოჰქონდა თავისი მფლობელებისთვის,
ესპანელი მხატვრის ნახატი, რომელზეც ქალის შიშველი სხეულია
გამოსახული, თავის მეპატრონეებს პირწმინდად აკოტრებდა. მისი
პირველი მფლობელი მადრიდელი ვაჭარი გახლდათ. ნახატის შეძენის
შემდეგ მალევე მისი საქონლით დატვირთული გემების ნაწილი
ზღვაში ჩაიძირა, ნაწილი კი მეკობრეების ხელში აღმოჩნდა. ვაჭარი
იძულებული გახდა, რომ გადარჩენილი ქონება და მათ შორის, ეს
ნახატიც გაეყიდა. ვენერას მომდევნო მფლობელს ნახატის შეძენიდან
რამდენიმე დღეში უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა – მის საწყობს მეხი
დაეცა და ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა.

ველასკესის ტილოს მორიგი მფლობელი მდიდარი მევახშე გახდა.


სამი დღის შემდეგ მის სახლში მძარცველები შეიპარნენ. მევახშე
მოკლეს და ძვირფასეულობა წაიღეს.ამის შემდეგ „ვენერა სარკით“
დიდხანს მოგზაურობდა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებს შორის
და ყველგან უსიამოვნო კვალს ტოვებდა. ბოლოს ლონდონის
მუზეუმში მოხვდა .1914 წელს თავად ნახატს დაატყდა უბედურება.
ლონდონის ეროვნულ გალარეაში გამოფენილი შედევრი
დამთვალიერებელმა ქალბატონმა დანით დასერა. რესტავრაციის
შემდეგ „ვენერა სარკით“ ისევ გალერეაში გამოფინეს და დაცვა
გაუძლიერეს.ამბობენ ამ შემთხვევის შემდეგ საბედისწერო შედევრმა
თავისი ძალა დაკარგა.
3.წყლის შროშანები

კიდევ ერთი ტილო, რომელსაც უკავშირდება ხანძრები სახლებსა და


მუზეუმებში. ფრანგი იმპრესიონისტის, კლოდ მონეს ,,წყლის
შროშანებია.“ შროშანები მას მრავლად აქვს დახატული, თუმცა
უსიამოვნო ხმები მხოლოდ ამ ტილოსთან დაკავშირებით
გავრცელდა.ვერავინ იფიქრებდა, რომ ერთი შეხედვით ამ უწყინარ
ნახატს უბედურების მოტანა შეუძლია.საქმე იმაშია, რომ ნახატს თან
სდევს ხანძრების მთელი სერია. პირველი თავად კლოდ მონეს
სახლში გაჩნდა ნახატის დასრულებისთანავე, თუმცა ის მალევე
ჩააქვრეს და ნახატიც გადარჩა..

მხატვარმა ტილო ერ-ერთ კაბარეს მიჰყიდა,კაბარე სამ თვეში


ფერფლად იქცა, დანახშირებულ შენობაში კი მხოლოდ "წყლის
შროშანები " გადარჩა. შემდეგ ნახატი კერძო კოლექციონერ
ოსკარ შმიტსის ხელში გადავიდა. მისი სახლი 1 წლის განმავლობაში
უვნებელი იყო. ერთი წლის შემდეგ მისი სახლი ცეცხლის ალში
გაეხვა. როგორც გაირკვა ცეცხლი კაბინეტში გაჩნდა, სწორედ იქ
სადაც სურათი ეკიდა. ნახატი, რათქმაუნდა გადარჩა. ამის შემდეგ,
"წყლის შროშანები " კიდევ ბევრჯერ გაიყიდა. ბოლოს მან ნიუ-
იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაიდო ბინა.ოთხი
თვის შემდეგ1958 წელს მუზეუმში საშინელი ხანძარი გაჩნდა,
რომლის შედეგადაც მუზეუმის ერთერთი თანამშრომელი დაიღუპა
და თითქოს სწორედ ის იყო შეწირული მსხვერპლი, რომელმაც
გაწყვიტა უბედურების ჯაჭვი, ტილო მუზეუმის კოლექციაში დარჩა,
თუმცა ხანძრების სერია შეწყდა.
4.მტირალი ბიჭი
იტალიელი მხატვარი ბრუნო ამადიო, რომელიც ცნობილია ჯოვანი
ბრაგოლინის ფსევდონიმით, ითვლება ყველაზე დრამატულ და საშიშ
მხატვრად მე-20 საუკუნის ხელოვნების ისტორიაში, რომელსაც ეშმაკის
მხატვარსაც უწოდებდნენ. მის სახელს უკავშირდება საზარელი ამბავი,
რომელიც თავზარს ცემს ყველას, ვისაც მისი ნახატი "მტირალი ბიჭუნა“
უნახავს.

ბრუნო ამადიომ არაერთი ტილო დახატა, სადაც გამოსახულია მტირალი


ბავშვები. ბრაგოლინის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაციაა შემონახული.
ცნობილია, რომ ომის წლებში იგი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო
და მუსოლინის მხარეს იბრძოდა. შემოქმედებითი კარიერის
განმავლობაში მხატვარმა შექმნა პორტრეტების მთელი სერია, უფრო
სწორად, 65 ნამუშევარი რომლებზეც მტირალი ბავშვებია
გამოსახული.ამბობენ, რომ ისინი იყვნენ ობლები, რომელთა ბავშვთა
სახლი ომის დროს მათთან ერთად დაიწვა.

საკმარისზე მეტი ლეგენდაა დაკავშირებული ნახატთან "მტირალი


ბიჭი".დააკვირდით ნახატს, აქ განსკუთრებული არაფერი
მოგეჩვენებათ,მხატვარმა მენატურედ საკუთარი შვილი გამოიყენა
მხატვრის ვაჟი საკმაოდ ნერვიული, მშიშარა ბავშვი იყო. განსაკუთრებით
ეშინოდა ცეცხლის .ამიტომ, შვილში შიშისა და საშინელების განცდა რომ
გაეღვიძებინა, მამა მას სახის წინ ასანთებს უნთებდა და ამით სასურველ
ემოციას და ბავშვების დასაჯერებელ ცრემლებს აღწევდა.ამრიგად,
პორტრეტზე მუშაობისას მან მიაღწია ვიზუალურ, ფსიქოლოგიურ
რეალიზმს, რომლის ჟანრშიც მუშაობდა. ერთხელაც, ნაწამებმა ბავშვმა
მამას დაუყვირა:"თავადაც დამწვარხარ". ეს წყევლა მალევე რეალობად
იქცა. ორ კვირაში ბავში პნევმონიით გარდაიცვალა, ხოლო მხატვარი
მალევე საკუთარ სახლში ცოცხლად დაიწვა.ნახატი გადარჩა. უცნაურია,
მაგრამ ბრაგოლინის ატირებული ბავშვების პორტრეტები ძალიან
პოპულარული გახდა ინგლისში, განსაკუთრებით ,,მტირალა ბიჭუნა“,მისი
ბევრი ასლი გაკეთდა.

80-იან წლებში ინგლისი, საცხოვრებელი სახლების ხანძრების სერიამ


მოიცვა.შესაძლოა ამ შემთხვევებისთვის ყურადღება არავის მიექცია, რომ
არა ერთი დეტალი - მეხანძრეები ყველა დამწვარ სახლში ,,მტირალა
ბიჭუნას“ სრულიად დაუზიანებელი ასლს პოულობდნენ , რომელსაც
ჭვარტლიც კი არა ჰქონდა მოდებული. ამ ფაქტს დიდი ამბავი მოჰყვა,
მოხალისეებმა მასიური აქტი განახორციელეს-ყველა ასლი და
რეპროდუქცია ერთად შეკრიბეს და დაწვეს.თავად ორიგინალი
დაკარგულია და იმედია მას ვერასოდეს ვერ იპოვნიან.

5. მხედარი ქალი

კარლ ბრიულოვის "მხედარი ქალის" რეპროდუქცია საბჭოთა


პერიოდში ბევრს ეკიდა სახლებში და სასკოლო
სახელმძღვანელოებშიც იყო შეტანილი. ნახატზე გამოსახულია
იტალიელი კომპოზიტორის პაჩინის მცირეწლოვანი ძმიშვილი
ჯოვანინა. ბიძის გარდაცვალების შემდეგ გოგონას ნათესავები არ
დარჩა და რუსმა გრაფინიამ იულია სამოილოვამ წაიყვანა თავისთან.
ბავშვი სიყვარულისა და ფუფუნების გარემოცვაში გაიზარდა, მიიღო
კარგი განათლება და კარლ ბრიულოვის მოდელადაც იქცა
ნახატისთვის, რომელზეც ცხენზე ამხედრებული . თუმცა მისი
ნაადრევი სიკვდილის მიზეზი სწორედ ცხენი გამხდარა - სეირნობის
დროს გადმოვარდნილა და ცხენს გაუთელია.

ნახატმა მრავალი ოჯახი გამოიცვალა,ჩუქდებოდა და


იყიდებოდა ,შეიძლება მფლობელები თავიდანაც კი
იშორებდნენ ნახატს,რადგანაც რაოდენ უცნაური არ უნდა იყოს
ჯოვანინას ბედი რამოდენიმე ახალგაზრდა გოგონამაც
გაიზიარა.ყველა მათგანი ცხენებმა იმსხვერპლეს. პორტრეტს
საკმაოდ ცუდი სახელი აქვს - მის შეძენას სულ ერიდებოდნენ
კოლექციონერები , მით უმეტეს, თუ შინ ქალიშვილები ჰყავდათ.
6. მონა ლიზა

ლეონადრო და ვინჩის "მონა ლიზა", ალბათ, ყველაზე


სახელგანთქმული ნახატია. თუმცა ამავდროულად ბევრი ამბობს, რომ
ნახატს თავისებური მაგიაც აქვს. ვინც ცდილობს ამოიცნოს, რა
იმალება ამ იდუმალი ღიმილის მიღმა, უჩვეულო ზემოქმედების ქვეშ
ექცევა.თავად მხატვრის გარემოცვა ამბობდა, რომ ლეონარდო
შეპყრობილი იყო ნახატით და ვერ აცილებდა ხოლმე თვალს.
დაუსრულებლად შეჰქონდა შესწორებები, ცვლიდა დეტალებს.
ნახატი მთელ ძალებს აცლიდა და დეპრესიას გვრიდა.სამი საუკუნის
შემდეგ ტილოს ძალაზე მწერალი სტენდალი წერდა. ისიც ამბობდა,
რომ ჰიპნოზურად მოქმედებდა მასზე ტილო და ვერ აცილებდა
თვალს. ისე დაებინდა ბოლოს გონება, რომ გული წაუვიდა.

ლუვრის თანამშრომლები ამტკიცებენ


რომ ჯოკონდა ფერმკრთალდება და ხუნდება, როცა მასთან ხალხს
არ უშვებენ, ხოლო როცა დარბაზი სავსეა, ნახატი ცოცხლდება,
ფერები ელვარებენ და ღიმილიც მკაფიო ხდება,რადგან ის ახალ
მსხვერპლს ეძებს.
დამთვარიელებელს , რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში
პორტრეტს აკვირდებიან გული მისდით. ისტორიული
ცნობებიდან ვიცით სტანდარტული სიმართლე ამ პორტრეტის
შესახებ, რომ მასზე მდიდარი კაცის, ფერნანდო ჯოკონდას ცოლია
გამოსახული.

სინამდვილეში პორტრეტი სიკვდილის ჯაჭვს მოიცავს: თავად


მოდელი (მონა ლიზა) 28 წლის ასაკში გარდაიცვალა, მალევე
გარდაიცვალნენ მისი ქმარი და საყვარელი,მათ მიყვა ვაჭრის
მსახურებიც კი. რამდენიმე წელში კი თავად ლეონარდო დავინჩი.
დავინჩმა პორტრეტზე 4 წელი იმუშავა და ამბობენ, რომ ქალმა მას
მთელი ენერგია წაართვა. პორტრეტის ორიგინალი ვერსია ინახება
ლუვრის მუზეუმში. მუზეუმის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ
ბევრ დამთვალიერებელს მისი პორტრეტი რისხვას უღვივებს და
ჭკუიდან შლის.

7. მას ხელები არ ემორჩილება

ბილ სტოუნჰემის ეს ნახატი სამართლიანად ატარებს "ხელოვნების


მკვლელის" ტიტულს. ნახატის ყველა მფლობელს წარუმატებლობა
აწუხებდა. ნახატის ავტორმა იგი დახატა ფოტოდან, სადაც თავის დასთან
ერთად არის გადაღებული. სურათთან დაკავშირებული ცუდი ისტორიები
დაიწყო მაშინ, როცა მისი პირველი მყიდველი ხელოვნებათმცოდნე და
Los Angeles Times-ის მფლობელი ნახატის შეძენიდან რამდენიმე კვირაში
არ გარდაიცვალა. მოგვიანებით, ნამუშევარი მსახიობმა ჯონ მარლიმ იყიდა,
რომელიც ასევე მალე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ნახატი გარკვეული
დროის განმავლობაში გამქრალი იყო.

უცნობმა კაცმა ნახატი ერთ მიტოვებულ ლუდსახარშში შემთხვევით


იპოვა და საკუთარი ქალიშვილის საძინებელში ჩამოკიდა.ამის შემდეგ,
მათი გოგონა იწყებს ყოველ ღამე მშობლებთან სირბილს. ბავშვი
ამტკიცებდა, რომ ნახატზე ბავშვები მოძრაობენ და ადგილს იცვლიან.
მშობლებმა ფარული კამერით შეძლეს დაენახათ ეს მოვლენა. ამის შემდეგ
ოჯახმა ნახატი მოიშორა. სურათი რამოდენიმეჯერ ინტერნეტ
აუქციონზე გაიყიდა. ხოლო აუქციონის მოხმარებლებმა, ძალიან მალე
საყვედურის წერილები გაუგზავნა ორგანიზატორებს. ისინი
ამტკიცებდნენ, რომ ნახატის ნახვის შემდეგ ცუდად
ხდებოდნენ.ზოგიერთს გულის შეტევაც კი დაემართა.ნახატის
მფლობელები ამტკიცებდნენ, რომ მათ შვილებს, ნახატის შეძენიდან
მალევე, მძიმე დაავადებები ხვდებოდათ და კოშმარებისგან იტანჯებოდნენ.
ტილო ექსტრასენსებმაც კი შეისწავლეს და დაჟინებით მოითხოვდნენ მის
განადგურებას, თუმცა ორიგინალის ფასმა ამ ხმების შემდეგ მხოლოდ
აიწია და 150 ევროდან (როგორც გაიყიდა თავდაპირველად) მილიონ
დოლარამდე ავიდა.დღესდღეობით უცნობია,რა ბედი ეწია
ნახატს,რომელიც ექსპერტების აზრით გარდასულთა სამყაროში
დამაკავშირებელ კარებს აღებს.
8.ყვირილი

ბევრი უცნაური ისტორიაა დაკავშირებული ედვარდ მუნკის ამ


შედევრთან. ნახატი ორჯერ მოიპარეს: ჯერ 1994 წელს, შემდეგ კი 2004
წელს. მაგრამ ეს არ არის ყველაზე საინტერესო. მუზეუმის
თანამშრომლები ამბობენ, რომ ამ მხატვრის ნამუშევარი დაწყევლილია
და ამის მრავალი მიზეზები არსებობს:დავიწყოთ იქიდან ,რომ მისი
პირველი გამოფენის დროს დამთვარიელებლები იმ დარბაზში
სადაც სურათი ეკიდა ,ცუდად გახდნენ და თავის ტკივილები
დაეწყოთ.სამი დღის შემდეგ ადმინისტრაციამ მისი ჩამოხსნაც
კი გადაწყვიტა,თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს.

მუნკის ეს ცნობილი ნახატიც ცუდი სახელით სარგებლობს. ამბობენ,


რომ მას უბედურება მოაქვს განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის ,
ვინც ნახატს "აწყენინებს". ერთხელ მუზეუმის თანამშრომელს
სურათი შემთხვევით ხელიდან გაუვარდა, იმ დღიდან თავის
საშინელი ტკივილები დაეწყო და იმდენად აუტანელი გახდა
მისთვის ეს მდგომარეობა, რომ რამოდენიმე დღეში თავი მოიკლა.
კიდევ ერთმა თანამშრომელმა კარგად ვერ დაიჭირა ტილო
ექსპოზიციის ცვლილების დროს და ხელიდან გაუვარდა. იმ
საღამოს ავარიაში მოყვა და მრავლობითი მოტეხილობა მიიღო.
ხოლო მუზეუმის დამთვალიერებელი, რომელიც ჩუმად შეეხო
ხელით ტილოს, ხელის სერიოზული დამწვრობა
მიიღო.შემდგომშიც დაავადებები და დეპრესიები ტანჯავდათ
ადამიანებს, ვინც რაიმე მიზეზით ეხებოდა ნახატს.

9.სასიყვარულო წერილები

რიჩარდ კინგის ამ ტილოზე გოგონა ნამდვილს ძალიან ჰგავს. ამ


საყვარელი სახის მიღმა საკმაოდ ნაღვლიანი ისტორია
იმალება.
ტილო კიდია ამერიკაში, ქალაქ ოსტინის სასტუმრო
"დრისკილში". მასზე გამოსახული გოგონა კი ძალიან ჰგავს
სამანტა ჰიუსტონს, ამერიკის სენატორის 4 წლის ქალიშვილს,
რომელიც ამ სასტუმროში გარდაიცვალა. გოგონა კიბიდან
გადმოვარდა, ბურთის თამაშის დროს. ლეგენდის თანახმად, ამ
ამბის შემდეგ ნახატში გარდაცვლილი გოგონას სული
ჩასახლდა.სასტუმროს თანამშრომლები და სტუმრები ამბობენ,
რომ ტილოზე გოგონას სახის გამომეტყველება ხშირად
იცვლება. ასევე იმასაც ამტკიცებენ, რომ ნახატი ბევრს გვრის
თავბრუსხვევასა და გულისრევას.
10.ღამის კოშმარი

მხატვარ ჰენრი ფიუსლის ამ ნახატს დღეს მფლობელი აღარ ყავს,


რადგან ბევრი მოგზაურობის შემდეგ ბოლო მფლობელმა
დეტროდის ხელოვნების ინსტიტუტს აჩუქა. უცნაური ის არის, რომ
ნახატის ყველა მფლობელს უძილობა და კოშმარები და
შიზოფრენია აწუხებდა. ცნობილია, რომ ეს ნახატი კაბინეტში ეკიდა
ზიგმუნდ ფროიდს, რომელსაც სურდა გამოეკვლია ნახატის
ზემოქმედება ხალხზე,თუმცა ფროიდმაც ვერ გაუძლო ამ ნახატის
უხილავ მაგიას და მალევე თავიდან მოიშორა.
11.ივანე მრისხანე კლავს თავის ვაჟს

ილია რეპინის ეს ცნობილი ნახატი ბევრ მაყურებელში აუხსნელ


შფოთვასა და პანიკას იწვევს. თავად მხატვარმა მუშაობის დროს
განიცადა საშინელი მღელვარება ,ნახატი 3 წლის განმავლობაში
იხატებოდა,დასრულდა ივანე მრისხანეს სიკვდილის 300 წლის
იუბილეზე ,გამოიფინა ტრეტიაკოვის გალერეაში და
წყევლამაც მოქმედება დაიწყო. დამთვალიერებელი
შეპყრობილივით აკვირდებოდა ნახატს,ისინი თვეების
განმალობაში შოკიდან ვერ გამოდიოდნენ .

ვსევოლოდ გარშინი, რომელიც პოზირებდა ვაჟის პორტრეტს ჯერ


შეიშალა,ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.ერთერთმა
დამთვალიერებელმა ივანეს სახე დანით დაუსერა .ამ
შემთხვევამ გალერეის კურატორი იგორ ხრუსლოვი ჭკუიდან
შეშალა,გონება დაუბინდა ,იგი მატარებლის ქვეშ ჩავარდა და
თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. რამდენიმე ვერსიის
თანახმად, მხატვარმა გააბრაზა მეფის სული,რადგანაც
სინამდვილეში მონარქს შვილი არ მოუკლავს ,მისი
შეწუხებული სული შურს ძიობს ყველაზე და დამთვარიებელს
გონებას უბინდავს.

12. წვიმის ქალი

ქალის პორტრეტი უჩვეულო შავ ქუდში მხოლოდ ხუთ საათში


დაიხატა. მოგვიანებით, მხატვარმა სვეტლანა კურომ აღიარა, რომ
მთელი ამ ხნის განმავლობაში მას უცნაური გრძნობა
ჰქონდა.თითქოს ვიღაც მართავდა მას ხელს და სურათი თავისთავად
დაიბადა.ნახატი სამჯერ გაიყიდა და სამჯერვე დაუბრუნდა
მხატვარს. მფლობელები უჩიოდნენ მწუხარების, შიშის და
უძილობის მუდმივ განცდას, რომ ვიღაც მათ უყურებს,
მყიდველები ირწმუნებოდნენ რომ ნახატის სახლში მიტანის
შემდეგ მათ აწუხებდათ უძილობა, კოშმარები. ესმოდათ
კაკუნისა და ნაბიჯების ხმა. ერთერთი მათგანი ნერვული
აშლილობისგან სიგიჟის ზღვარზე იმყოფებოდა, ამიტომაც მან
დროულად აბჯობინა ნახატის დაბრუნება.დღესდღეობით
ნახატი ისევ მხატვართან იმყოფება.
13. მოგვთა თავანისცემა

ნიდერლანდული აღორძინების მხატვარმა , პიტერ ბრეიგელმა


ნახატის დასახატად ,წმინდა მარიამის სახედ თავისი უშვილო
დეიდაშვილი გამოიყენა .ნახატმა 16 ოჯახის ხელში გაიარა და არცერთ
ოჯახში შვილი არ ჩნდებოდა.სწორედ აქედან გაჩნდა ნახატის ცუდი
ისტორია, ვერც ერთმა კოლექციონერმა, რომლის სახლში ეს ტილო
მოხვდა, ვერ შეძლო შთამომავლობის შეძენა. ბავშვებზე
ოცნებობდნენ მაგრამ უშედეგოდ. მეპატრონეები ჩქარობდნენ თავი
დაეღწიათ ამ უცნაური ტილოსაგან,რომელიც ხელიდან ხელში
გადადიოდა. მანკიერი ჯაჭვი მაშინ შეწყდა, როდესაც ნახატი შეიძინა
არქიტექტორმა იაკობ ვან კამპენმა, რომელსაც უკვე ჰყავდა შვილები
და ერთდროულად სამი.
გადავერთოთ კარგ ნოტაზე

14.ბოშა ქალი

XIX-ე საუკუნის უცნობი მხატვარის ამ ტილოზე ბოშა ქალია


გამოსახული.ეს პორტრეტი არ არის განსაკუთრებული ხელოვნების
ქმნილება.არც რაიმე მხატვრულ და შემოქმედებით
ღირებულებას არ წარმოადგენს , თუმცა პორტრეტს მხოლოდ
ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვს: მას ბედნიერება მოაქვს. ბოშა
ქალი შავი თვალების მაგიური მზერით თითქოს გიზიდავს. ლუიჯი
კორბონემ ეს ნახატი 1897 წელს იტალიაში ,თავისი
მეუღლისთვის შეიძინა.სულ რამოდენიმე დღეში მისი ცხოვრება
შეიცვალა.მატერიალურ კეთილდღეობასთან ერთად მის ოჯახში
ბედნიერება და სიმშვიდე დატრიალდა.მისმა მეუღლემ ,
რომელსაც შვილების ყოლის იმედი გადაეწურა,იმ წელს ტყუპი
გოგონა აჩუქა ლუიჯის.

ბედნიერების კავშირი სურათთან შემთხვევით აღმოაჩინეს.მას


მერე,რაც სახლში რემონტის დროს ნახატი სარდაფში
ჩაიტანეს ,მათ პრობლემები დაეწყოთ,ხოლო როდესაც სახლში
ისევ ძველ ადგილას დააბრუნეს,ისევ აღდგა ბედნიერება და
წარმატებები.კორბონების ოჯახი ჩიკაგოდან,უკვე ოთხი თაობის
მანძილზე ფლობს ამ პორტრეტს.მათი ოჯახური ბედნიერებისა
და წარმატებების საიდუმლო ამ სურათთან არის
დაკავშირებული. ფაქტია,რომ ოჯახის წევრების ურთიერთობა
პორტრეტთან წარმატების მომტანია,ისინი აღწევენ იმას,რასაც
მოისურვებენ.

მათ პორტრეტის ასლები და რეპროდუქციები გადასცეს თავის


ახლობლებსაც და შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა. ყველამ ამის
შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი პრობლემები. გამოცემებმა და
გაზეთებმა დაბეჭდეს ლამაზი ბოშა ქალის პორტრეტი. პორტრეტი
აძლიერებს ბედნიერების შესაძლებლობის მოტანას,თუ მას
მეგობრებს და ახლობლებს გაუზიარებთ.
გმადლობთ ყურადღებისთვის

You might also like