You are on page 1of 2

100 წლიანი ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო საფრანგეთის

სამხრეთ-დასავლეთ სამფლობელოები, კონკრეტულად კი აქვიტანია.


ეს ტერიტორია სეპარატისტულად იყო განწყობილი, რადგან მას
ეკონომიკური კონტაქტები ჩრდ. საფრანგეთის ქალაქებთან, პირველ
რიგში კი პარიზთან, ჯერ კიდევ სუსტი იყო. ამ ტერიტორიის მიერთების
გარეშე საფრანგეთის გაერთიანება დასრულებული ვერ იქნებოდა.
ეს რეგიონი პოლიტიკურად და ეკონო,იკურად ინგლისისთვისაც
იყო მნიშვნელოვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრანგეთში
ინგლისის დინასტიურ და ტერიტორიულ პრეტენზიებს არავითარი
საფუძველი არ ექნებოდა. ამას ემატებოდა ისიც რომ ინგლისის მეფეს
დედის მხრიდან პრეტენზიები გააჩნდა საფრანგეთის ტახტზე. იგი
საფრანგეთის მეფის ფილიპე მეოთხე ლამაზის შვილიშვილი იყო.
ინგლისისა და საფრანგეთის დაპირისპირების კიდევ ერთი
მიზეზი ფლანდრია იყო, რომელიც ინგლისური მატყლის მთავარი
შემსყიდველია. საფრანგეთმა მოინდომა ინგლისს შესცილებოდა.
ფილიპე ლამაზის შემდგომ საფრანგეთში კაპეტინგების
დინასტიამ არსებობა შეწყვიტა. საფრანგეთის ტახტზე კაპეტინგების
ახლო ნათესავი ვალუათა დინასტია დამკვიდრდა (ფილიპე მეექვსე
ვალუა).
ომის პირველ ეტაპზე უპირატესობა ინგლისის ხელშია.
განსაკუთრებით აღსანიშნია ინგლისური ფლოტის გამარჯვება 1340
წელს სლეისთან. „თევზებმა იმდენი ფრანგი შეჭამეს ფრანგულად
დაიწყეს ლაპარკი“.
ინგლისის წარმატება განაპირობა ასწლიანი ომის წინ
გატარებულმა სამხედრო რეფორმებმა. ცხენოსანი და ქვეითი ჯარები
შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
1360 წელს დაიდო ბრეტინის ზავი. ინგლისმა დაიბრუნა
საფრანგეთში სამფლობელოების დიდი ნაწილი.
ომმა გამოიწვია საფრანგეთში გადასახადების ზრდა, გლეხთა
მდგომარეობის გაუარესება. 1358 წელს საფრანგეთის ჩრდილო-
აღმოსავლეთ ნაწილში დიდი აჯანყება მოხდა, რომელიც ჟაკერიის
სახელითაა ცნობილი.
ამ ამბების ფონზე შესვენებით ისარგებლა საფრანგეთის მეფე
შარლ მეხუთემ და გაატარა საგადასახადო სისტემის რეფორმა,
არმიის რეორგანიზაცია. ჩამოაყალიბა ფლოტი.
1369 წელს საფრანგეთმა განაახლა საომარი მოქმედება.
ამჯერად ინიციატივა ფრანგების მხარეს იყო. ინგლისელებმა მცირე
ტერიტორიების შენარჩუნება შეძლეს. 80-იან წლებში სამხედრო
მოქმედებები შეწყდა და 1415 წლამდე აღარ გაგრძელებულა.
მეთოთხმეტე საუკუნის ბოლოს ინგლისში მოხდა გადატრიალება
და ტახტზე ავიდა ლანკასტერების დინასტია, რომლის პირველი მეფე
იყო ჰენრი მეოთხე.
ბრძოლა ინგლისმა განაახლა, კარგი დრო შეირჩა რადგან
საფრანგეთში შიდა არეულობა იყო. ინგლისელებმა დიდ წარმატებას
მიაღწიეს სხვადასხვა ბრძოლებში, პარიზიც კი აიღეს. 1420 წელს
დადებული ზავი ფაქტობრივად საფრანგეთის დამოუკიდებლობის
ტოლფასი იყო. შარლ მეექვსის მემკვიდრეებს აღარ ჰქონდათ უფლება
საფრანგეთის ტახტის დაკავებისა. ეს უფლება ინგლისის მეფის
შთამომავლებმა მოიპოვეს.
1428 წელს ინგლისელებმა ალყა შემოარტყეს ორლეანს. ამ
დროს საფრანგეთს მხსნელად მოევლინა ჟანა დ’არკი. მისი
წყალობით განთავისუფლებულ იქნა ორლეანი, ხოლო ცოტა ხნის
შემდეგ მეფედ აკურთხეს შარლ მეექვსე. ეს მოვლენა ძალიან
მნიშვნელოვანია, რადგან სამარცხვინო ზავი გაუქმებულ იქნა.
1430 წელს ბურგუნდებმა ჟანა ტყვედ ჩაიგდეს და ინგლისელებს
მიჰყიდეს. მათ ჟანას ჯადოქრობა დასწამეს და 1431 წელს რუანში
კოცონზე დაწვეს. ამან ვერ უშველა ინგლისელებს. საფრანგეთში
დაკავებული ტერიტორიებიდან მხოლოდ ქ. კალე შეინარჩუნეს.
1453 წელს ასწლიანი ომი დასრულდა.

You might also like