You are on page 1of 2

12.

,,მატეოტის კრიზისი“ და მისი შედეგები

პრემიერ-მინისტრობის პირველ ხანაში მუსოლინი გარეგნულად ინარჩუნებდა


კონსტიტუციისადმი ერთგულებას და ხელმძღვანელობდა კოალიციურ მთავრობას,
რომელშიც, ფაშისტების გარდა, შედიოდნენ ნაციონ- სოციალისტები, ლიბერალები და
სახალხო პარტიის წარმომადგენლებიც კი (2 მინისტრი). მიუხედავად ამისა, მუსოლინიმ
ხელთ იგდო სრული ძალაუფლება, რადგანაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობასთან ერთად
მან შეითავსა საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტები. უფრო მეტიც, მთავრობის
პარლამენტში დამტკიცებისას (1922წ. 16 ნოემბერი) თავის საპროგრამო სიტყვაში ის
ფაქტობრივად დაიმუქრა, რომ დაშლიდა დეპუტატთა პალატას, თუ ეს უკანასკნელი
დაუპირისპირდებოდა მის ხელისუფლებას. თავისი მმართველობის პირველ პერიოდში
მუსოლინი ატარებდა ე.წ. „ნორმალიზაციის“ პოლიტიკას. გასამხედროებული „შავპერანგი
ანები“ გარდაიქმნენ ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურად: ეროვნული უსაფრთხოების
მოხალისეთა მილიციად. ამ პერიოდში ნაციონალისტებიც შეუერთდნენ ფაშისტურ პარტიას,
რამაც მეტად გაამყარა ფაშისტების პოზიციები სამხრეთ იტალიაში. პარლამენტს მუსოლინი
თითქმის არაფერს არ ეკითხებოდა და ყველაფერს წყვეტდა 1923წ. დეკემბერში
ჩამოყალიბებული დიდი ფაშისტური საბჭო.

მიუხედავად ამისა, მუსოლინი გრძნობდა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა სიტუაცია


შეცვლილიყო და პარლამენტს დაეწყო მისთვის წინააღმდეგობა. ამიტომ მან დაიწყო ზრუნვა
ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის. ვინაიდან იტალიაში არსებული სიტუაცია
პრაქტიკულად გამორიცხავდა რომელიმე პარტიის ერთპიროვნულ გა მარჯვებას, საჭირო იყო
გამოსავლის მოძებნა, რაც გაკეთდა კიდეც. ფაშისტმა დეპუტატმა ვიტორიო აჩერბომ 1923წ.
წარმოადგინა კანონ-პროექტი, რომლის ძალითაც არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ
პარტიას, თუ ის დააგროვებდა ხმების 25%-ზე მეტს, ავტომატურად ეძლეოდა ადგილების 2.3.
პარლამენტში. კანონპროექტი დამტკიცდა და 1924წ. 6 აპრილს არჩევნები სწორედ „აჩერბოს
კანონის“ მიხედვით ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს თან სდევდა ნამდვილი
ტერორი, ჩრდილოეთში ოპოზიციამ გაიმარჯვა, თუმცა სამხრეთში „მოპოვებული“ ხმების
ხარჯზე საერთო „გამარჯვება“ ფაშისტების ბლოკს დარჩა. შედეგად, ფაშისტურმა ბლოკმა
მიიღო 374 ადგილი (2/3) პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ არ დაუგროვებია ხმების
ნახევარიც კი

არჩევნებში გამარჯვებით, მუსოლინიმ თითქოს საწადელს მიაღწია. მაგრამ გაირკვა, რომ


იტალიის პოლიტიკური სპექტრი გაყალბებულ ბულ არჩევნებში დამარცხებას არ შეურიგდა.
30 მაისს, დეპუტატთა პალატის სხდომაზე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, უნიტარული
სოციალისტური პარტიის მდივანმა ჯაკომო მატეოტიმ წარმოთქვა ხანგრძლივი სიტყვა,
რომელშიც დეტალურად ჩამოთვალა ყველა ის ხერ- ხი და მეთოდი, რომლითაც ფაშისტებმა
გააყალბეს არჩევნები. მატეოტის გამოსვლამ იმდენად გააღიზიანა ფაშისტები, რომ მათ
წონასწო- რობა დაკარგეს. 1924წ. 10 ივნისს მატეოტი გაიტაცეს და მოგვიანებ- ით მკვდარი
იპოვეს. მატეოტის გატაცებამ უდიდესი რეზონანსი გა მოიწვია იტალიაში. დაიწყო ე.წ.
„მატეოტის კრიზისი“.

13 ივნისს უნიტარული სოციალისტური პარტიის ფრაქციამ პარლამენტში მოითხოვა


მატეოტის გაუჩინარების გამოძიება და დისკუსიის დროს პირდაპირ დასდო ბრალი
მთავრობას. ოპოზიციურად განწყობილმა პარტიებმა ჯოვანი ამენდოლას „კონსტიტუციური
ოპოზი ცია“, სახალხო პარტია, რესპუბლიკური პარტია, უნიტარული სოცი- ალისტური
პარტია, სოციალისტური პარტია, კომუნისტური პარტია და კიდევ რამდენიმე პატარა
დაჯგუფება — დატოვეს პარლამენტი და შექმნეს ე.წ. ავენტინის“ ბლოკი.

სიტუაციის გამწვავებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა პრესამ, რომელიც უკვე პირდაპირ


სდებდა ბრალს მუსოლინის გარემოცვას მკვლელობის ორგანიზებაში. ჟურნალისტებმა
შეძლეს იმის დადგენა, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი
უსაფრთხოების უწყების უფროსი და ეროვნული უსაფრთხოების მოხალისეთა მილიციის
სარდალი ემილიო დე ბონო, მუსოლინის დიდი ხნის თანამებრძოლი და მარჯვენა ხელი
ჯოვანი მარინელი, ფაშისტური პარტიის მმართველობის წევრი და ფაშისტების პრეს-ბიუროს
ხელმძღვანელი ჩეზარე როსი. მათ ისიც კი გაარკვიეს, რომ უშუალო შემსრულებელთა შორის
მთავარ პერსონას წარმოადგენდა მუსოლინის პრეს-ბიუროს წევრი ამერიგო დუმინი. პრესამ
ბრალი თავად მუსოლინისაც დასდო მკვლელობის ორგანიზებაში.

ქვეყანა კვლავ მოიცვა საგაფიცვო მოძრაობამ. რომსა და ნეაპოლში საყოველთაო გაფიცვებიც


კი დაიწყო. პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მალე იტალიაში პოლიტი კური რეჟიმი
შეიცვლებოდა. შექმნილ სიტუაციაში მუსოლინიმ დათმო - ბებზე გადაწყვიტა წასვლა. ჯერ
დაპატიმრებულ იქნენ მკვლელობის უშუალო შემსრულებლები ა. დუმინის მეთაურობით,
შემდეგ თანამდებობა დატოვეს როსიმ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალდო
ფინციმ, რასაც მოჰყვა მარინელის დაპატიმრება და დე ბონოს გა დაყენება საზოგადოებრივი
უსაფრთხოების უწყების უფროსის თანამდე ბობიდან. თავად მუსოლინიმაც დატოვა. შინაგან
საქმეთა მინისტრის პოსტი და გადასცა ის ყოფილ ნაციონალისტ ლუიჯი ფედერცონის.

შემოდგომისათვის ლიბერალებმა, ჯოლიტის მეთაურობით, დატოვეს ფაშისტური ბლოკი და


პარლამენტში, რომელიც ნოემბერში შეიკრიბა ხმა მისცეს ბიუჯეტის წინააღმდეგ, საჭირო
იყო ერთი, უკანასკნული გაბედული ნაბიჯის და მთელი იმ დოკუმენტაციის გამოქვეყნება,
რომელიც ცნო ბილი იყო. ოპოზიციისთვის როსისა და ფინცის წყალობით. სავარაუ დოდ, ეს
აიძულებდა მეფეს, გადავეყენებინა მუსოლინი, თუმცა ჯოვანი ამენდოლას, არ სურდა
რადიკალური ღონისძიებების გატარება. ამენდოლა დარწმუნებული იყო, რომ მეფე ისედაც
დაითხოვდა მუსოლინის მთავრობას. არადა, სიტუაცია თანდათან შეიცვალა და მუსოლი ნიმ
იგრძნო, რომ შეეძლო უფრო მკაცრი ზომების გატარება ოპოზიციის წინააღმდეგ.
ბოლოსდაბოლოს, მუსოლინიმ გადაწყვიტა, მთლიანად საკუთარ ხელში აეღო ძალაუფლება.
1925წ. 3 იანვარს დეპუტატთა პალატაში გამოსვ-ლისას მან სრული პასუხისმგებლობა აიღო
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და განადგურებით დაემუქრა ყველა სხვაგვარად
(არაფაშისტურად) მოაზროვნეს. მეფეს ხმა არ ამოუღია ამის საწინააღმდეგოდ. ეს უკვე
ფაქტობრივად დიქტატურის დამყარებას ნიშნავდა.

You might also like