You are on page 1of 3

მარქსის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო თანამედრო მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა,

რომელმაც შეარყია პოლიტ-ეკონომიკის ლიბერალური იდეალი. დღემდე რჩება მარქსი


მსოფლიოში სოცილაურ პრობლემებზე არსებული ყველაზე ციტირებად ავტორად. მარქსი
როგორც ავტორი და მარქსიზმი როგორც იდეოლოგია არ არია ჰარმონიაში. მისი კლასთა
თეორია იქცა ბოროტების წყაროდ რუსეთში.

ანალიზისას მარქსი ცდილობს გამოაშკარაოს ცალკეული ინდივიდებიბისა და მთელი


კლასის სიღრმისეული ეკონომიკური ინტერესები. ამ მხრივ საინტერესოა მისი „თვრამეტი
ბრიუმერი“. მარქსი პროგრესისტი იყო და თვლიდა, რომ ყოველი მომდევნო
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაცია უფრო მაღალი დონისა იყო, ვიდრე წინამორბედი.
მისი ფორმაციებია: 1) პირველყოფილური თემური; 2) მონათმფლობელობა; 3) ფეოდალიზმი;
4) კაპიტალიზმი; და კომუნიზმი (ეს უკვე მარქსის პროგნოზია)

მარქსის აზრით მსოფლიო ისტორია კლასთაშორის ბრძოლის ისტორიაა. არსებობს


ძირითადი კლასი და მისი ოპონენტები. პროლეტარები არიან მომავალი საზოგადოების
მშენებლები. აშენდება უკლასო საზოგადოება და იქნება შრომა ამგვარი: „თითოეულისგან
შესაძლებლობის მიხედვით თითოეულის მოთხოვნის მიხედვით“.

მის ნაშრომში „თვრამეტი ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა“ ის სვამს კითხვას - როგორ მოხდა
რომ ნაპოლეოპნის , ტალეირანის, რიშელიეს ქვეყანამ საშუალება მისცა პოლიტიკურ
ავანტიურისტსა და თაღლითს, ლუი ბონაპარტეს, მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება და
მრავალი წლით მოსულიყო სათავეში. ნაშრომი დაიწერა 1852 წელს, ანუ მოვლენების
დასრულებიდან რამდენიმე თვეში.

1. პოლიტიკური პროცესების ქრონომეტრაჟი

მარქსმა აღწერა ქრონომეტრაჟი მოვლენებისა, თუმცა ეს არაა სუფთა ისტორიული ნაშრომი.


ეტაპები ასეთია: 1) პირველი პერიოდი 1848 წ. 24 თებერვლიდან 29 მაისამდე- საყოველთაო
დაძმობილების პერიოდი; 2) მეორე პერიოდი 1848 წ. 25 ივნისიდან 1849 წ. 29 მაისამდე - ესაა
რესპუბლისის დაარსების და ნაციონალური კრების ფორმირება; 1848 წ. 4 მაისიდან 25
ივნისამდე - ყველა კლასი პროლეტარიატის წინააღმდეგ და უკანასკნელის მარცხი.; 1848 წ. 25
ივნისი 10 დეკემბერი - რესპუბლიკელთა დიქტატურა( 10 დეკ-ს ნაპოლეონის პრეზიდენტად
არჩევით დამთავრდა); 1848 წ. 20 დეკემბერი 1849 წ. 29 მაისი - დამფუძებელი კრების
დახურვა; 3) მესამე პერიოდი 1849 წ. 29 მაისიდან 1851 წ. 2 დეკემბრამდე- კონსტიტუციური
რესპუბლიკის და ნაციონალური კრების პერიოდო (წვრილი ბურჟუაზიის მარცხი
ბონაპარტესთან; წესრიგის პარტიის მმართველობა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ
მოიპოვა დამოკიდებულება პარლამენტისაგან; პარლამენტის მარცხი ბონაპარტესთან)

2. პირველი პერიოდი

დაემხო ლუი-ფილიპის ხელისუფლება რომელიც თავს „სახალხო მონარქს“ უწოდებდა.


გამოცხადდა რესპუბლიკა, შეიქმნა ახალი მთავრობა. აქ წარმოდგენილი იყო ყველა
პოლიტიკური ძალა. პროლეტარიატიდან ლუი-ბლანი და ალბერი. შემადგენლობა იყო
კოალიციური და ისახავდა მიზნად რეფორმებს. მიიღეს დერკრეტი საარჩევნო უფლების
შესახებ. მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველა მამაკაცს 21 წლის ზევით ქვეყანაში
მცხოვრები 6 თვით.

მარქსი შენიშნავს, რომ პროლეტარიატის წინააღმდეგ გაერთიანდნენ გლეხები და წვრილი


ბურჟუაზია. გამოიცა დეკრეტი „მობილური ნაციონალური გვარდიის“ შესახებ.
ხელისუფლება ცდილობადა ჰყოლოდა დასაყრდენი ძალა, რომელიც საჭიროების
შემთხვევაში ხალხს დაუპირისპირდებოდა. ასევე გამოიცა დეკრეტი „უმუშევართა
საზოგადოებრივი დასაქმების შესახებ“.

3. მეორე პერიოდი

დროებითმა მთავრობამ ჩაატარა არჩევნრბი, სადაც გაიმარჯვა რესპუბლიკელებმა. 880


ადგილიდან : 500 რესპუბლიკელი იყო, 300 მონარქისტი და 80 წვრილი ბურჟუაზია.

დამფუძნებელმა კრებამ შექმნნა აღმასრულებელი ხელისუფლება. აქ უკვე ერის სახელით


ბატონობდა მთელი ბურჟუაზია. ივნისში პარიზის პროლეტარიატი აჯანყდა, მაგრამ
სამხედრო მინისტრმა კავენიაკმა არტილერიიტ ჩაახშო ჯანყი. მარქსი აღნიშნავს, რომ
მარცხის მიზეზი იყო ის რომ პროლეტარიატი მარტო დარჩა მთავრობის წინააღმდეგ. აქ
ბრძოლა მიმდინარეობდა არა რესპუბლიკელებსა და მონარქიას შორის, არამედ მარქსი
შენიშნავს, ერთი კლასის დესპოტურ ბატონობას მეორეზე. მიღწევა იყო რესპუბლიკური
კონსტიტუციის შედგენა. ის ზღუდავდა ბურჟუაზიის პოლიტიკურ ასპარეზს.

საკანონმდებლო ზონას აკავებდა დამფუძნებელი კრება აღმასრულებელის კი პრეზიდენტი,


რომელიც ირჩეოდა 4 წლით მხოლოდ ერთი ვადით. ვითარების სტაბილიზაციისთვის
მართლაც საჭირო იყო ძლიერი ლიდერი და აღმასრულებელი ხელისუფლება.
ხელისუფლების დანაწილება არც მარქსს არ მოსწონს.

1848 წლის 10 დეკემბერს პრეზიდენტი ლუი ბონაპარტი გახდა და რესპუბლიკელი კავენიაკი


დამარცხდა. აღმასრულებელ სექტორში ნელ-ნელა იმძლავრეს როიალისტებმა,
ბონაპარტისტებმა და კაპიტალისტებმა. ისინი გაერთიანდნენ და ეწოდათ „წესრიგის
პარტია“. კონსერვატორების სამიზნე პარლამენტი გახდა. მონარქის ძალით იძულებულნი
გახდნენ 1849 წლის მაისში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნათ.

4. მესამე პერიოდი

პროლეტარიატი ემყარებოდა ბურჟუაზიულ რესპუბლიკელებს. მათ სამხედრო ძალის


საშუალებით მოიცილებენ თავიდან „წესრიგის პარტია“, ხოლო ამ პარტიას თავად ბონაპარტი
მოუღებს ბოლო. 500 ადგილი ახალ არჩევნებში „წესრიგის პარტიამ“ მიიღო და გახდა
დომინანტი აღმასრულებელი ხელისუფლებაშიც. ბრძოლა მიდიოდა რესპუბლიკელებსა და
როიალისტებს შორის.

სოციალ-დემოკრატიული პარტია ცნობილი იყო მონტანიარების სახელით (მუშების და


წვრილი ბურჟუაზიის დასაცავად); წვრილმა ბურჟუაზიამ შეიძინა სოცილაისტური
ელემენტები და ასე გაჩნდა სოციალ-დემოკრატიული პარტია. და ეს პარტია კი მარქსის
აზრით ესწრაფვის ჰარმონიის შექმნას კაპიტალსა და დაქვემდებარებას შრომასთან.
სოციალ-დემოკრატების ლიდერის მიერ ბონაპარტე კანონდარღვევის გამოაშკარავებისას არ
მიემხრო პარლამენტი სამართალს და თვალი დახუჭა. პარტია ქუჩაში გაიტყუა პრეზიდენტმა
და დასაჯა დეპუტატები. მარქსის აზრით სოციალისტებს არასწორი ტაქტიკა ჰქონდა.
პოპულარული დეპუტატების განდევნით დასუსტდა პარლამენტი და მიღებულად იქნა
მიჩნეული კონსტიტუციის დარღვევა. „წესრიგის პარტია“ დაასუსტა ბონაპარტმა. მან
დაითხოვა პრემიერი და პარლამენტი უძალო აღმოჩნდა. პარტიამ თავად მოსპო თავისუფალი
აზრი და წააქეზა პრეზიდენტი ხელისუფლების უზურპაციამდე.

ბონაპარტე ხალხის აზრს ცვლიდა და მათ „დახმარებას“ უწევდა. შეიქმნა „10 დეკემბრის
ასოციაცია“, რათა მოეხდინათ ბონაპარტის პატივისცემად მიტინგები. ბონაპარტმა
ჩამოაცილა პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლება და ასევე შეეცადა მოეხდინა
კონსტიტუციის ცვლილება მეორე ვადით პრეზიდენტობაზე. ბურჟუაზიაც კი პრეზიდენტის
მხარეს გადავიდა.

1851 წლის 2 დეკემბერს 1მლნ ფრანკად ბონაპარტემ ღამით დააპატიმრებინა ყველა


დეპუტატი. გლეხობა, რომელიც მონარქიის მომხრეა გვერდით უდგას ლუი ბონაპარტს.
გადამწყვეტი აღმოჩნდა ისტორიული წარსული და ბონაპარტის შარავანდედი.

You might also like