You are on page 1of 3

ჰეგელმა ფილოსოფიას სისტემური ხასიათი მისცა.

ჰეგელის აზრები ჰოლიზმად მონათლეს


ანუ ესაა გაგება რომლის მიხედვითაც თუ გინდა რაიმე ნაწილი გაიგო უნდა შეისწავლო ჯერ
მთელი.

ჰეგელის ნაშრომებია: „სამართლის ფილოსოფია“ - პოლიტიკური ხასიათის; „ფილოსოფიურ


მეცნიერებათა ენციკლოპედია“; „გონის ფენომენოლოგია“.

ჩვენ განვიხილავთ ჰეგელის „გერმანიის კონსტიტუციას“. გერმანია მისი აზრით


ვირტუალური სახელმწიფოა (სიმულაცია). ჰეგელი იკვლევს მიზეზებს ასეთი ყოფისა და
ეძებს გზას რომ გერმანია სახელმწიფოდ იქცეს.

1. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ფონი

„გერმანიის კონსტიტუცია“ შეიქმნა 1798-1802/3 წლებში. აქ საუბარია მომავლის სახელმწიფოს


შექმნის გზებზე. ვესტფალიის ზავის შემდეგ გერმანია შედგებოდა 300-მდე დიდი და მცირე
სახელმწიფოებისგან და ყველა მათგანი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას
ატარებსა, თუმცა ფორმალურად ერთიანდებოდნენ წმინდა სიომის იმპერიის სახელით და
სათავეში იმპერატორით.

ომი აღმოჩნდა კატალიზატორი მასში ჩაბმული ქვეყნებისთვის რადგან სახელმწიფოს


ჯამრთელობა თავს ავლენს არა მშვიდობის დროს არამედ, ომის დროს. გერმანიას კი
სახელმწიფოს ვერ ვუწოდებთ. ჰეგელი ასახავს რეალობას რომელშიაც აღმოჩნდნენ
გერმანელები და აღმოჩნდა, რომ მათი წარმოდგენები სრულ აცდენაშია რეალური გერმანიის
ყოფასთან.

დაკვირვებით იგებს, რომ აქ კანონი სხვაა, ქვეყნის ცხოვრება სხვაა. ამის შედეგი
სახელმწიფოს რღვევაა. „ეს ერი სახელმწიფოდ ვერ იქცა და ჯერ მხოლოდ ხალხად დარჩა“.
გერმანელთა პიროვნული თავისუფლება რომელიც გამჯდარი იყო მათში ხელს უშლიდა მათ
ერთად თანაცხოვრებას. რეალური თავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოში
რომელიც შექმნილია სამართლებრივ საფუძველზე გაერთიანებული ხალხის მიერ.

გერმანიის სამართალი არის ნაკრები ჭრელი უფლებებისა. ყველა სახის ხელისუფლება იყო
აღრეული, რაც ომში ქაოსის სახით გამოვლინდა. გერმანიას ახასიათებს სამართლებრივი
ანარქია სამართალი კი „სახელმწიფოს“ დაპირისპირებული სისტემად.

2. სახელმწიფოს ცნება

სახელმწიფო მხოლოდ მაშინაა თუ ის გაერთიანებულია მათი საერთო საკუთრების


დასაცავად. ჰეგელი ფაქტიურად მხარს უჭერს „ღამის დარაჯი სახელმწიფოს“ იდეას ანუ
ლიბერალიზმს. ამის მიხედვით სახელმწიფოს რჩება მინიმალური უფლებები.

ქვეყანა მხოლოდ მაშინ შეგვიძლია სახელმწიფოდ ჩავთვალოთ თუ ის მომართულია


მოსახლეობის საკუთრების და უსაფრთხოების დაცვისთვის. არა სიტყვით არამედ
საქმიმათაც. ჰეგელი შენიშნავს, რომ თეორიებს შეიძლება რეალობაზე პრეტენზია ჰქონდეთ,
სახელმწიფოს თეორია მხოლოდ იმის მიხედვით ასახავს სახელმწიფოს მდგომარეობას თუ ის
რეალურია.
გერმანია არაა სახელმწიფო ის უფრო კონგლომერატია. ის ომის დროსაც კი ვერ ახერხებს
კოალიციის შეკრებას. სახელმწიფო რომ შექმნა უნდა შეადგინო საერთო თავდაცვა და
სახელმწიფო ხელისუფლება. ხელისუფლების ფორმა აქ ჰეგელისათვის არაა მნიშვნელოვანი.

ერთმანეთისგან ჰეგელი მიჯნავს აუცილებლობას და შემთხვევითობას. შემთხვევითია ის თუ


ვინ როგორ მართავს სახელმწიფოს. მოქალაქეთა თანასწორობის საკითხიც ასეთია.
შემთხვევითია ადამიანის ბუნებითი უთანასწორობის საკითხიც როგორიცაა ნიჭი, ტალანტი
და სულიერი ენერგია. იგივე შემთხვევითი რიგის მოვლენაა კანონმდებლობა და
სასამართლო. ჰეგელი აღნიშნავს სახელმწიფოს სუბიექტებს შორის განსხვავებას განათლების,
ზნეობის ან ენის თვალსაზრისით.

ერთიანობის ფაქტორი იყო რელიაგია, რომელიც ხან ერთმუშტად კრავდა ნაციებს და ხან
შეუძლებელს ხდიდა მათ შორის კავშირს. ჰეგელი არ ემხრობა ეკლესიისთვის რამე
სახელმწიფოებრივი ფუნქციების მინიჭებას. ჰეგელისთვის საჭიროა მხოლოდ ის
აუცილებელი რის გარეშეც ვერ შედგება სახელმწიფო.

3. სახელმწიფო აუცილებელი და მინიმალური ფუნქციები

1 ფინანსებია- გერმანიის ფინანსური სისტემა განსხვავდება ევროპული


სახელმწიფოებისაგან. აქ სახელმწიფო საერთოდ არ ერევა საზოგადოებრივ ხარჯებში.
ერთიანობას ხელს უშლის სწორედ ორგანიზებული ფინანსური სისტემა. იმპერიული
სასამართლოს შენახვას ხმარდება სწორედ კამერალური სადღეგრძელო.

2 სამხედრო ძალა- ესაა აუცილებელი სეგმენტი. ასევე გერმანია ევროპაში იმ დროს ყველაზე
სუსტი ქვეყანა იყო სწორედ სამხედრო კუთხით. ის არა მხოლოდ დაპყრობისთვის არამედ
თავდაცვითი ომისთვისაც არ იყო მზად. მოქმედ არმიებს არ ჰქონდათ მებრძოლი სული და
განწყობა. არმიის არარსებობა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება სახელმწიფოებრივ გზაზე.

3 გართვევა არმიის ორგანიზაციულ ხასიათში- არ არსებობს ერთიანი ლოგისტიკა, ჰყავდა მას


არარეგულარული ჯარი და გაუწვრთნელი. ცალკეული სამთავროს თავისი ჯარი გამოჰყავდა
და თავისუფლად შეეძლო სეპარატისტული ზავის დადება. გერმანია განუწყვეტლივ
კარგავდა ტერიტორიებს და ეს იყო ხელისუფლების ბრალიც.

კიდევ ერთი აუცილებლობა სახელმწიფოსათვის არის სასამართლო. აქ იმდენად არეულია და


არაორგანიზებულია გერმანიის სასამართლო, რომ აქ სამოქალაქო და სახელმწიფო
სამართალწარმოება ერთად იყო. კანონის აღსრულება მოდავე პირებმა თვითნებურად
გადაწყვიტეს არაერთხელ.

4. ჰეგელის სამოქალაქო საზოგადოების შესახებ

ჰეგელს აქვს სამოქალაქო საზოგადოების ცნება თუმცა ჰეგელი იყენებს სიტყვა ქვეშევრდომს.
ჰელეგის აზრით ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს ხალხის ცხოვრების ზოგიერთ
სფეროს, თუმცა აუცილებელია თავისუფალი ქმედების ასპარეზი დარჩეს ადამიანს. თუ
ხელისუფლებას მოსახლეობისგან აქვს ლეგიტიმაცია და პატივისცემა მაშინ მას არ
შეეშინდება ქვეშევრდომებს მისცეს თავისუფლება. სამოქალაქო საზოგადოება მომგებიანიცაა
და ის თავის თავზე იღებს ადამიანების ინდივიდუალურ უფლებებს და ინტერესების
დაკმაყოფილება. ჰეგელი მისი მხარმდამჭერი იყო.

5. რელიგია

ჰეგელი ცალკე გამოყოფს რელიგიის საკითხს. ამ დროს გერმანიაში ბატონობდა:


კათოლიკობა, ლუთერანობა და კალვინიზმი. გერმანული სამთავროებსაც ეს რელიგიური
გათიშულობა ახასიათებდა. თან დაერთო რელიგიური ომები ევროპაში და ეს რელიგიებიც
გაიხლიჩა გერმანიაში. მაგრმა ის არ გამოეყო სახელმიფოს თუმცა დააჩქარა პოლიტიკური
განადგურება. ტოლერანტობა გაქრა სრულიად. იქ სადაც კატოლიკეები იყვნენ
პროტესტანტებს არ დაედგომებოდათ.

6. პოლიტიკური სარგებლიანობა და პოლიტიკური მორალი.

ჰეგელი საუბრობს ხალხის პოზიციაზე, რომ პოლიტიკას უსამართლო საქმიანობად მიიჩნევენ


და პირადი მიზნებისთვის იყენებენ. თუ ხელისუფლების ინტერესი სახელმწიფოსას
ემთხვევა აქ სტაბილურდება. სახელმწიფოთა ინტერესები ეჯახებათ ხშირად ერთმანეთს და
საქმე ომამდე მიდის ერთ-ერთი სახელმწიფოს უპირატესობამდე. თუ რომელიმე მხარის
მორალური ძალა ურყევია უფლებათა შეჯახებისას აქ ძალაა მთავარი დასაყრდენი.

თავისი მოსაზრების დასაცავად, რომელიც პოლიტიკურ ურთიერთობებში განმსაზღვრელად


თვლის არა მორალის და მის სამართალს არამედ ინტერესებს და ძალას. ჰეგელი მიუთითებს
გერმანიაზე. ერთსულოვნება გერმანიის სუბიექტებს შორის შესაძლოა მოიტანოს მხოლოდ
საერთო საფრთხემ, თუმცა არც იმისგან ვართ დაზღვეული რომელიმე სამთავრომ უარი
თქვას ასეთ საერთო ომზეც კი.

7. ორი გერმანული სახელმწიფო მაკიაველი

ჰეგელისთვის სახელმწიფოებრივი ერთიანობის უდიდესი ევროპელი იდეოლოგი


მაკიაველია. მიუხედავად იმისა, რომ სხვები უარყოფენ იმას, რომ მიზანი არ ამართლებს
საშუალებას, თუმცა ჰეგელისთვის აქ სულაც არ დგას საშუალების შერჩევის პრობლემა.
არსებული რეალობა გიკარნახებს გზას გადარჩენისთვის და ეს ჩვეული გზაა. „მთავარი“
უნდა წავიკითხოთ მხოლოდ არსებული რეალობის შუქზე. სახელმწიფოს მოვალეობა
არსებობისთვის გადარჩენაა ბრძოლაში და აქ არ უნდა შეიკავონ თავი.

გერმანიაში დაწინაურდა ორი გერმანული სახელმწიფო - პრუსია და ავსტრია. საკითხი მათ


შორის გაამწარა რელიგიურმა საკითხმა. ჰეგელმა კი დაინახა, რომ გერმანული სახელმწიფო
ვერ შედგება თუმცა მისი მომავალი გაერთიანების იდეა ვერდასახა. საბოლოოდ პრუსიამ
მოიპოვა პირველობა და მისი მმართველივე გახდა მომავალში გერმანიის იმპერატორი.

You might also like