You are on page 1of 2

საბიუჯეტო პროცესი

საბიუჯეტო პროცესი არის საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საქმიანობა,


რომელიც მოიცავს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას,
დაზუსტებას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს.
თავდაპირველად საქართველოში საბიუჯეტო პროცესი დარეგულირდა და გარკვეულ
ჩარჩოებში მოექცა 2004 წლიდან, როდესაც ამოქმედდა ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის
შესახებ’’ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის ამომქმედების შემდგომ გაუქმდა
მანამდე არსებული სპეციალური ფონდები და ბიუეტის ყველა შემოსულობა მიიმართა
ხაზინის ერთიან ანგარიშზე. 2004 წლიდან მუდმივად მიმდინარეობდა საბიუჯეტო პროცესის
სრულყოფა და შესაბამისი ცვლილებები შედიოდა მის მარეგულირებელ კანონმდებლობაში.
2009 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი საბიუჯეტო კოდექსი.
საბიუჯეტო პროცესის ეკონომიკური არსი გამოიხატება ფინანსური სისტემის რგოლებს
შორის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის გათვალისწინებით მთლიანი
ეროვნული პროდუქტის და ეროვნული შემოსავლის ცენტრალიზებულ განაწილებასა და
გადანაწილებაში; სხვადსახვა დონის ბიუჯეტების შედგენისა და შესრულების
უზრუნველყოფაში.
საბიუჯეტო პროცესი გრძელდება 33 თვის განმავლობაში. აქედან, დაგეგმვის ფაზა მოიცავს 7
თვეს, განხილვისა და დამტკიცების ფაზა - 3 თვეს, შესრულების ფაზა-12 თვეს. ანგარიშის
მომზადებისა და დამტკიცების პროცესი მოიცავს 11 თვეს. ბიუჯეტის პროექტის
მომზადებისთვის, ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგებისთვის პასუხისმგებელია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტისთვის საქართველოს მთვარობა;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის-შესაბამისი ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო;
გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის-შესაბამისი ადგილობრივი
თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.
ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა იწყება პარლამენტის კომიტეტებში. საკომიტეტო
მოსმენების შემდეგ კანონპროექტი განიხილება საქართველოს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე. ბიუჯეტის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მთვარობის წევრი
პრემიერ-მინისტრის დავალებით. პარლამენტი ბიუჯეტს ამტკიცებს ერთი მოსმენით ხმათა
უბრალო უმრავლესობით. წლიური საბიუჯეტო კანონის მიღებისა და პრეზიდენტის მიერ
მისი ხელმოწერისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თითოეულ მხარჯავ
დაწესებულებას აწვდის ინფორმაციას მასზე გამოყოფილი ასიგნებების შესახებ.
ამასთან ერთად ფინანსთა სამინისტრო მუშობას იწყებს საბიუჯეტო სახრების განწერაზე.
განწერა არის დოკუმენტი, რომელშიც ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები
გაშლილია კვარტლების მიხედვით, ბიუჯეტის კანონისა და კლასიფიკაციის შესაბამისად.
შესრულების პროცესში თუ აღმოჩნდა, რომ წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის წლიური
პროგნოზირებული შემოსავლები და გრანტები განიცდის 10 პროცენტზე მეტ დანაკლის,
მთვრობამ პრეზიდენტთან შეთანხმებით პარლამენტს უნდა წარუდგინოს მიმდინარე წლის
ბიუჯეტის კანონში შესაბამისი ცვლილების პროექტი. ბიუჯეტის ანგარიშგება და კონტროლი
საბიუჯეტო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ფინასთა სამინისტრო ყოველი
თვის 20 რიცხვამდე სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით ამზადებს ანგარისს სახელმწიფო
ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და დეფიციტის დაფინანსების წყაროების
შესახებ. ბოლოს კი საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს ‘’საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტების შესახებ’’, რომლის ფარგლებში მტკიცდება საქართველოს ცენტრალური
ბიუჯეტი, განისაზღვრება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომური რესპუბლიკების,
საქართველოს სხვ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის გადასაცემი
მიზნობრივი ტრანსფერები და მტკიცდება სპეციალური სახელმწიფო ფონდების
შემოსავლისა და გასავლის ძირითადი მაჩვენებლები.
მიუხედავად ასეთი გამართული საბიუჯეტო პროცესისა შეიძლება მაინც არსებობდეს
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული რიგითი დაბრკოლებები.

მარინე გულორდავა

You might also like