You are on page 1of 2

1.რაში გამოიხატება საბიუჯეტო პროცესის არსი?

საბიუჯეტო პროცესის არსი განისაზღვრება სახელმწიფოს სოციალურ- ეკონომიკურ


სტრუქტურით, სახელმწიფოსა და თვით ბიუჯეტის ფუნქციებით.

2.რა არის სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა?

სახელმწიფო ბიუჯეტი არის ქვეყნის საფინანსო სისტემის ცენტრალური რგოლი, რომელიც


წარმოადგენს სახელმწიფოს შემოსავლებისა და ხარჯების ნუსხას ფულად ფორმაში.

3.რას მოიცავს საქართველოს სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა?

საქართველოს საბიუჯეტო სისტემა მოიცავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს,


აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებსა და საქართველოს სხვა
ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში
კონსოლიდირებულია საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი და სპეციალური სახელმწიფო
ფონდები.

4.რამდენ სტადიას მოიცავს საბიუჯეტო პროცესი?

4 სტადიას მოიცავს- ბიუჯეტის პროექტის შედგენა, ბიუჯეტის განხილვა და დატკიცება,


ბიუჯეტის შესრულება, შესრულებული ბიუჯეტის დამტკიცება.

5.ჩამოთვალეთ საბიუჯეტო პროცესის ეტაპები

1. ბიუჯეტის პროექტის მომზადება, 2პროექტის წარდგენა, 3.პროექტის განხილვა,


4.ბიუჯეტის დამტკიცება, 5.ბიუჯეტის შესრულება, 6.ბიუჯეტის ანგარიშგება და კონტროლი,
7.შესრულებული ბიუჯეტის დამტკიცება.

6.რა იგულისხმება საბიუჯეტო კლასიფიკაციაში?


იგულისხმება ქვეყნის საბიუჯეტო სისტემის ყველა დონის საბიუჯეტო შემოსავლებისა და
ხარჯების, ასევე ამ ბიუჯეტების დეფიციტის დაფინანსების წყაროების დაჯგუფება.
7.ბიუჯეტის შემოსავლები- გადასახადები, სოციალური შენატანები, გრანტები და სხვა
შემოსავლები

8.სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები, უცხო ქვეყნების მთვარობებიდან


ან მათი წარმომადგენლობიდან მიღებული გრანტები, სახელმწიდო მმართველობის
სხვადასხვა დონის ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები.

9.სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების კლასიფიკაცია

აერთიანებს გადასახდელებს, რომელიც მიმართულია შრომის ანაზღაურებაზე, საქონელსა და


მომსახურებაზე, პროცენტის გადახდაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, გასაცემ
გრანტებზე, სუბსიდიებზე და სხვა ხარჯებზე.

10.რამდენ ჯგუფადაა დაყოფილი ხარჯები

6 ჯგუფადაა დაყოფილი, ესენია: შრომის ანაზღაურება, დამქირავებლიდან ანარიცხები,


მივლინებები, სხვა საქონელი და მომსახურება, პროცენტის გადახდა, სუბსიდიები.

11.რა არის სუბსიდია, სუბვენცია, ტრანსფერტი

სუბსიდიები არის საწარმოებსა და ორგანიზაციებზე სახელმწიფოს მიერ


მიმდინარემიზნებისათვის უსასყიდლოდ, დაუბრუნებლად გაცემული თანხები.

სუბვენცია არის განსაზღვრული ღონისძიებებისათვის მიზნობრივად გამოყოფილი ფულადი


დახმარებები, რომელიც მიზნობრიობის ან ვადის დარღვევის შემთხვევაში ექვემდებარება
დაბრუნებას.

ტრანსფერი არის საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, საოჯახო მეურნეობებზე და მმართველობის


სხვა დონეებზე სათანადო წესით უსასყიდლოდ გადაცემული დახმარებები.

სანდრო ქირია

You might also like