You are on page 1of 3

ელექტრონული სასწავლო პორტალზე „Moodle” ელ.

დავალებების, შუალედური და
დასკვნითი შეფასებების აღდგენის წესი:

 ელ. სასწავლო პორტალზე „Moodle” ელ. დავალებების აღდგენა არ ხდება!

გამონაკლისი შემთხვევა:

 სტუდენტი ელ. სასწავლო პორტალზე „Moodle” ელ. დავალების აღდგენას


შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო დავალებას
განსაზღვრულ ვადაში ვერ ატვირთავს, ამასთნავე პრობლემას დაუყოვნებლივ
ელ. სასწავლო პორტალის „Moodle” ადმინისტრაციასთან დააფიქსირებს, ხოლო
ადმნისტრაცია კი ამ ინფორაციას დაადასტურებს. (ელ. მისამართი:
moodle@iliauni.edu.ge).

 სტუდენტი ელ. სასწავლო პორტალზე „Moodle” ელ. დავალების აღდგენას


შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ ის ჯგუფში გარკვეული მიზეზის გამო დაგვიანებით
დარეგისტრირდება და ამასთანავე ეს ინფორმაცია ადმინსიტრაციის მიერ იქნება
დადასტურებული.

აღდგენის პროცედურა:

სტუდენტი განცხადებას წერს არგუსის სისტემაში ფაკულტეტის დეკანის სახელზე ,


რომლის დადებითად განხილვის შემთხვევაში სტუდენტი ადმინსიტრაციის მიერ
განსაზღვრულ ვადაში შეძლებს ელ. დავალების აღდგენას.

პლაგიატი და მასთან დაკავშირებული შეფასების წესები:

 სტუდენტის მიერ ელ. სასწავლო პორტალზე „ Moodle“ ატვირთული დავალებები


პლაგიატზე პროგრამა Turnitin-ის გამოყენებით შემოწმდება .
 პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში ამოქმედდება უნივერსიტეტის მიერ
განსაზღვრული შესაბამისი სანქციები.
 პლაგიატის გამო განულებული დავალების აღდგენა არ შეიძლება, შესაბამისად მისი
თავიდან დაწერის მოთხოვნის შესახებ განცხადება უარყოფითად განიხილება.

 შუალედური სამი შეფასებიდან სტუდენტი შეძლებს მხოლოდ ერთის


აღდგენას !
აღდგენისთვის საპატიო მიზეზებად ჩაითვლება :

 ჯანმრთელობის მდგომარეობა
 ოჯახის წევრის გარდაცვალება
 სამეცნიერო ფორუმებსა და კულტურ- სპორტულ ღონსძიებებში მონაწილეობა

აღდგენის პროცედურა:

სტუდენტი არგუსის სისტემაში ფაკულტეტის დეკანის სახელზე წერს განცხადებას


და თან ურთავს გაცდენის მიზეზის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს,
რომლის დადებითად განხილვის შემთხვევაში სტუდენტი ადმინსიტრაციის მიერ
განსაზღვრულ ვადაში შეძლებს გაცდენილი შუალედური შეფასების აღდგენას.

 დასკვნითი შეფასების გაცდენის შემთხვევაში ვრცელდება შულაედური შეფასების


აღდგენასთან დაკავშირებული წესი და პროცედურა.

 შუალედური და დასკვნითი შეფასებების გასაჩივრების შემთხვევაში სტუდენტი


ქულის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში არგუსის სისტემაში ფაკულტეტის
დეკანის სახელზე წერს განცხადებას.

 შუალედურ და დასკვნით შეფასებებზე სტუდენტი ვალდებულია თან იქონიოს


პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკონსულტაციო შეხვედრაზე სტუდენტთა რეგისტრაციის წესი:

სემესტრის განმავლობაში ჩატარდება 8 საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც სტუდენტი


მიმდინარე წერებისა და შუალედური შეფასებების ეფექტურად შესასრულებლად,
სილაბუსში წარმოდგენილი ავტორებისა და აკადემიური მუშაობის უნარების,
ფორმებისა და საშუალებების შესახებ შეძლებს ცოდნის გაღრმავებას.

საკონსულტაციო შეხვედრებზე განსახილველი საკითხები:

 1 კვირა: სილაბუსის მიმოხილვა: შეფასების სისტემის, წერითი დავალებების


(მათ შორის ელ.დავალებების) შესახებ მოცემული პირობებისა და
ელ.სასწავლო პორტალის „Moodle” გამოყენების წესების ახსნა - განმარტება.
 მე -2 კვირა : სილაბუსის მიმოხილვა: შეფასების სისტემის, წერითი
დავალებების (მათ შორის ელ.დავალებების) შესახებ მოცემული პირობებისა
და ელ. სასწავლო პორტალის „Moodle” გამოყენების წესების ახსნა -
განმარტება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის
მიხედვით "word" -ის დოკუმენტის ფორმატის გაცნობა.
 მე -3 კვირა : პლატონი, პავლე მოციქული.
 მე -5 კვირა : პავლე მოციქული, ნიკოლო მაკიაველი.
 მე -7 კვირა : თომას ჰობსი, ჯონ ლოკი.
 მე -9 კვირა : მერი ვოლსტონკრაფტი, ადამ სმითი.
 მე -12 კვირა : იმანუელ კანტი,კარლ მარქსი.
 მე -14 კვირა: ჯონ სტიუარტ მილი, ილია ჭავჭავაძე.

შენიშვნა: საკონსულტაციო სემინარზე დასწრებას სტუდენტი „არგუსზე“


ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილი ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე
შეძლებს .

You might also like