You are on page 1of 4

ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობის ინსტრუქცია

ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ატვირთული მასალის წაკითხვისათვის საჭიროა თქვენს


კომპიუტერულ ტექნიკაზე დაინსტალირებული გქონდეთ PDF Reader (მაგ.Reader DC, SumatraPDF).

პროგრამით სარგებლობისთვის უნდა შეხვიდეთ Nexus-ის თქვენს პირად გვერდზე და დაბლა,


მარცხენა კუთხეში დააკლიკოთ ღილაკზე - ბიბლიოთეკა. (იხ.სურ.№1)

სურათი №1

გაიხსნება ელექტრონული ბიბლიოთეკის გვერდი (იხ სურ. №2).

სურათი №2

1
ბიბლიოთეკის გვერდზე სამუშაო ფონტი არის Sylfaen. სხვა უცხოენოვანი (ინგლისური, გერმანული,
ფრაგული, რუსული) ლიტერატურის მოსაძებნად, უნდა გათიშოთ ქართული ფონტის გადასართავი
ღილაკი. (იხ. სურ. 3)

სურათი №3

სასურველი ლიტერატურის მოძებნა შეგიძლიათ სათაურის ან ავტორის, ან მიმართულების, ან


გამომცემლობის დასახელების მიხედვით.

მაგალითად, გსურთ მოიძიოთ და წაიკითხოთ გრეგორი მენქიუს სახელმძღვანელო „ეკონომიკის


პრინციპები“, გამოცემული „დიოგენეს“ მიერ 2008 წელს, მიმართულება - ბიზნესის ადმინისტრირება.

ამისთვის, საკმარისია შეარჩიოთ ერთ-ერთი პარამეტრი, მაგალითად, ავტორის გვარი. ჩაწერეთ ის


შესაბამის ველში (თუნდაც სანახევროდ - მენქ) და გაფილტრეთ. (იხ. სურ. 4)

სურათი №4

ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ამ სახელმძღვანელოს/წიგნის არსებობის შემთხვევაში, გაიხსნება


ფანჯარა. დააკლიკებთ სათაურზე (იხ. სურ.5).

სურათი №5

2
გაიხსნება შემდეგი ფანჯარა (იხ.სურ.6), რომელზეც მოცემულია შესაბამისი ინფორმაცია მოძიებული
სახელმძღვანელოს/წიგნის შესახებ. აქვე ჩანს მიმაგრებული ფაილებიც.

სურათი№6

სახელმძღვანელოს/წიგნის სასურველი ნაწილის წასაკითხად, დააკლიკებთ შესაბამისი ფაილის


ღილაკს (იხ.სურ.6). იხსნება შემდეგი ფანჯარა:

სურათი №7 1
2

ატვირთული მასალის კომფორტულ რეჟიმში წასაკითხად, შეგიძლიათ დააკლიკოთ გამადიდებელი


შუშის ღილაკს (იხ.სურ.7, პირველი მაჩვენებელი) და დაარეგულიროთ თქვენთვის სასურველ
სიდიდემდე, ან გადაიყვანოთ ტექსტი სრულ ეკრანზე (იხ.სურ.7, მეორე მაჩვენებელი).

3
იმ შემთხვევაში, თუ ფაილი არ იხსნება, ეკრანზე გამოდის შესაბამისი შეტყობინება (იხ.სურ.8)

სურათი №8

მსგავსი შეტყობინება არ არის გამოწვეული დაზიანებული ფაილით ან სხვა ტექნიკური ხარვეზით.


ხშირ შემთხვევაში, ფაილის გახსნა დამოკიდებულია ინტერნეტის სიხშირეზე. ამისთვის, უნდა
განაახლოთ გვერდი (იხ.სურ.9) და კვლავ სცადოთ ფაილის გახსნა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის სასურველი სახელმძღვანელო/წიგნი ვერ იპოვეთ ელექტრონული


ბიბლიოთეკის კატალოგში ან იპოვეთ, მაგრამ არ გაიხსნა - შეგიძლიათ ელექტრონული წერილით
მიმართოთ ადმინისტრაციას (იხ.სურ.10).
სურათი №10

You might also like