You are on page 1of 43

7.

ინგლისურიდან თარგმანი: თამარ იაკობიძე

დღის წესრიგი, ალტერნატივა და საჯარო პოლიტიკა


ჯონ ვ. კინგდონი
მიჩიგანის უნივერსიტეტი
მერვე თავი
პოლიტიკის ფანჯარა და ნაკადებში ჩართვა

როდესაც შენ ლობირებ რაიმეს, ყველაფერი, რაც უნდა გააკეთო, ეს არის შეკრიბო
შენი კოალიცია, მოამზადო, მოაწესრიგო შენი პოლიტიკური ძალები, და შემდეგ
დაჯდე და დაელოდო შემთხვევით მოვლენას. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც
ცდილობდნენ რამე გაეკეთებინათ რკინიგზის რეგულაციებში, ცოტა ხანს გარემოს
საკითხებით “გაცურვას” ეცადნენ, მაგრამ ამ ტალღამ ისინი ნაპირამდე ვერ
მიიყვანა. ასე რომ, მათ ხელი დაავლეს თავის სერფბორდებს, და შეეცადნენ სხვა
რაიმეზე “გაეცურათ”. მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. Penn Central-ის დაშლა იყო
ის დიდი ტალღა, რომელმაც ისინი ნაპირამდე მიაცურა. ჩემი ხედვით, ადამიანები,
რომლებიც ცდილობენ, პროპაგანდა გაუწიონ ცვლილებას, ჰგვანან დიდი ტალღის
მოლოდინში მყოფ სერფიგინსტებს. შენ გამოდიხარ, და მზად უდნა იყო
წასასვლელად, მზად უნდა იყო ნიჩბის მოსასმელად. თუკი შენ მზად არ ხარ, რომ
მოუსვა ნიჩაბს, როდესაც დიდი ტალღა ჩამოივლის, მაშინ ვერსად ვერ წახვალ.

- ინტერეს ჯგუფის ანალიტიკოსი

პოლიტიკის ფანჯარა არის შესაძლებლობა ახალი წინადადებების მომხრეებისათვის,


რომ გაიტანონ თავისათვის მისაღები გადაწყვეტილებები, ან მოიზიდონ ყურადღება
მათი კონკრეტული პრობლემებისადმი. მართლაც, როგორც ზევით მოყვანილი ციტატა
ცხადყოფს, მომხრეები ჩასაფრებულნი სხედან მთავრობაში და მის გარშემო, ხელთ აქვთ
საკუთარი გადაწყვეტილებები და ელოდებიან, როდის ჩამოუვლის მათ ის პრობლემები,
რომელათაც ისინი შეძლებენ, რომ მიაბან თავისი გადაწყვეტილებები; ისინი ელოდებიან
პოლიტიკური ნაკადის განვითარებას, რათა ის თავისათვის სასიკეთოდ გამოიყენონ.
ზოგჯერ ფანჯრები საკმაოდ პროგნოზორებულად იღება. მაგალითად, პროგრამის
დაგეგმილი განახლება შესაძლებლობას ქმნის ბევრი მონაწილისათვის, რომ გაიტანონ
თავისი პროექტი ან საწუხარი. სხვა დროს, ეს ხდება საკმაოდ დაუგეგმავად. პოლიტიკის
გამტარებლები მზად უნდა იყვნენ ყოველთვის, როგორც კი შესაძლებლობა გვერდით
ჩაუვლით.

ჩვენ უკვე დავასრულეთ თავების სერია, რომელიც ცალ-ცალკე განიხილავდა სისტემის


შიგნით მიმდინარე განსხვავებულ დინებებს. ცალკეული ნაკადები ერთმანეთთან
ერთდება კრიტიკულ დროს. პრობლემა განისაზღვრება, გადაწყვეტილება ვითარდება და
ხელმისაწვდომი ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ საზოგადოებაში,
პოლიტიკური ცვლილება ქმნის ხელსაყრელ დროს პოლიტიკური კურსის
ცვლილებისათვის, და პოტენციური წინააღმდეგობები ძლიერი არ არის. ეს თავი შეეხება
იმ პროცესებს, რომლითაც ცალკეული ნაკადები ერთდება. ჩვენ დავიწყებთ იმის შესახებ
მსჯელობით, თუ რა არის პოლიტიკური კურსის ფანჯრები და როდის იღება ისინი, და
შემდეგ განვაგრძობთ იმის აღწერით, თუ როგორ ხდება ნაკადების შეერთება.
პოლიტიკის გამტარებლებს უკავიათ მთავარი როლი ნაკადების შეერთებაში პოლიტიკის
ღია ფანჯრის დროს, ისინი უსადაგებენ პრობლემებს გადაწყვეტილებებს, ხელახლა
ადგენენ შეთავაზებების და ამით ლახავენ წინააღდეგობებს, და სარგებელს ნახულობენ
პოლიტიკურად ხელსაყრელი მოვლენებისაგან. შემდეგ ჩვენ ვიმსჯელებთ ღია
ფანჯრების წარმოშობის შესახებ: განვიხილავთ მათ სიხშირეს, ხანგრძლივობას და
პროგნოზირების შესაძლებლობას. საბოლოოდ, ჩვენ განვლიხილავთ სპილოვერებს,
პროცესს, რომლის დროსაც სამთავრობო დღის წესრიგში ერთი მოვლენის გამოჩენა
შედეგად წარმოშობს კონცეპტუალურად ახლომდგომი საკითხების მნიშვნელობის წინ
წამოწევას.

რა არის პოლიტიკის ფანჯრები და რატომ იღება ისინი

კოსმოსური ხომალდის გაშვების დროს ფანჯარა წარმოადგენს დაწყების (კოსმოსური


ხომალდის დაძვრის) შესაძლებლობას. სამიზნე პლანეტები სწორად არის განლაგებული,
მაგრამ ასე დიდხანს არ დარჩება. ასე რომ, დაძვრა უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც
ფანჯარა ღიაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელსაყრელი მომენტი ხელიდან დასხლტება.
ერთხელ დაკარგული ხელსაყრელი შემთხვევა შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს, მაგრამ
ამასობაში ასტრონავტები და კოსმოსური ინჟინრები უნდა დაელოდონ, სანამ ფანჯარა
ხელახლა გაიღება.

ამის მსგავსად იღება ფანჯრები პოლიტიკური კურსის სისტემებში. ეს პოლიტიკის


ფანჯრები, მოცემულ ინიციატივებზე მოქმედების შესაძლებლობები, იღებიან და ღია
რჩებიან მხოლოდ მოკლე პერიოდების განმავლობაში. თუკი მონაწილეები არ ან ვერ
ისარგებლებენ ამ ხელსაყრელი შემთხვევებით, ისინი უნდა დაელოდონ თავის დროს,
სანამ შემდეგი ხელსაყრელი შემთხვევა არ გამოჩნდება. როგორც ერთმა კონგრესის
კომიტეტის საშტატო თანამშრომელმა თქვა ერთ ასეთ შესაძლებლობაზე, “შენ უბრალოდ
უნდა თქვა რომ ვარსკვლავები მართლები იყვნენ.” ცალკეული ნაკადები, რასაც ჩვენ
განვიხილავდით სამ წინა თავში, ერთდებიან და წყვილდებიან ასეთ დროს.
მონაწილეები ამ ფანჯარაში აგდებენ თავის კონცეფციებს პრობლემების გადაჭრის
შესახებ, საკუთარ წინადადებებს და პოლიტიკურ ძალებს; ხოლო შედეგები
დამოკიდებულია წარმოდგენილი ელემენტების ნარევზე და იმაზე, თუ როგორ არის
შეერთებული განსხვავებული ელემენტები.
ღია ფანჯარა ზემოქმედებას ახდენს ისეთი ტიპის დღის წესრიგზე, როგორსაც ჩვენ
პირველ თავში გადაწყვეტილების დღის წესრიგი ვუწოდეთ. როგორც ჩვენ დღის
წესრიგების შესახებ ვიმსჯელეთ, სამთავრობო დღის წესრიგი არის იმ საკითხების
ჩამონათვალი, რომელსაც ხალხი მთავრობის შიგნით და მის გარეთ აქცევს სერიოზულ
ყურადღებას დროის რომელიმე მოცემულ მომენტში. არსებითად ჩვენ გავზომეთ ეს
დღის წესრიგი ამ კვლევაში, იმით რომ ვკითხეთ მონაწილეებს, თუ რა არის ამ
საკითხების ჩამონათვალი. ამ სამთავრობო დღის წესრიგის შიგნით არის საკითხების
უფრო მცირე ერთობლიობა, რომლის შესახებაც მიიღება გადაწყვეტილებები. ეს არის
გადაწყვეტილებების დღის წესრიგი. მაგალითად, შეთავაზებები იქცევა პოზიციებად
საკანონმდებლო დადგენილებისათვის, ან საკითხები განხილვის პროცესშია
მოსალოდნელი გადაწყვეტილებისათვის პრეზიდენტის ან დეპარტამენტის მდივნის
მიერ. მონაწილეების პროფესიულ ენაზე, საკითხი “ნამდვილად ცხელი ხდება”, რაც
ერთი ნაბიჯია იმის თქმისაგან, რომ მონაწილეები სერიოზულად არიან დაკავებულნი ამ
საკითხით. რა თქმა უნდა, ამ დღის წესრიგში ყოფნა არ უზრუნველყოფს
განხორციელებას ან სასურველ ბიუროკრატიულ გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს უფრო
აქტიური სტატუსია, ვიდრე სამთავრობო დღის წესრიგში ყოფნაა.

პოლიტიკის ფანჯრები არ იღება ხშირად, და არც ღია რჩება დიდი ხნის მანძილზე. მათი
იშვიათობის მიუხედავად, საჯარო პოლიტიკის ძირითადი ცვლილებები ამ
შესაძლებლობების გამოჩენის შედეგია. მაგალითად, 1965-66 წწ. კონგრესში ექსტრა
ლიბერალური დემოკრატების ადგილების მოულოდნელმა გამოჩენამ, რაც
გოლდუოთერის დამარცხებამ გამოიწვია, გააღო ფანჯარა ჯონსონის
ადმინისტრაციისათვის, რამაც შედეგად იქონია Medicare-ის, Medicaid-ის, სიღარიბის
პროგრამის, განათლების დახმარების და ყველა სხვა პროგრამის განხორციელება, რაც
ერთიანდება ჯონსონის დიდ სოციალურ ინიციატივებში.

დაფიქრდით საკითხების რიგზე, რომლებიც საკუთარ ჯერს ელოდებიან


გადაწყვეტილების დღის წესრიგში. ეს საკითხები როგორღაც მოწესრიგებული უნდა
იყოს. მონაწილეები გადააადგილებენ ზოგ საკითხს დანარჩენების წინ, არსებითად იმის
გამო, რომ მათ სჯერათ, რომ ამ წინადადებებს განხორციელების შესაძლებლობა აქვთ.
მაგალითად, გვიანი 1970-იანი წლების განმავლობაში, ტრანსპორტის დერეგულირების
განსხვავებული შეთავაზებები იდგა რიგში. კარტერის ადმინისტრაციამ აირჩია, რომ
ავიაცია სხვებზე წინ გადაეყვანა, არა იმიტომ რომ ის კონცეპტუალურად საუკეთესო იყო,
არამედ იმიტომ რომ მას გასვლის საუკეთესი შანსი ჰქონდა. სენატორებს, ედვარდ
კენედისა და ჰოვარდ კენონს უკვე განცხადებული ჰქონდათ თანხმობა ამ კანონპროექტის
შესახებ. წინააღმდეგობა შერბილებული იყო მოსმენების გრძელი წყებით, რეგულაციის
სააგენტო (The Civil Aeronautics Board) იწონებდა დერეგულაციას, და არც
ინდუსტრიული ჯგუფები ეწინააღმდეგებოდნენ ერთხმად. დერეგულაციაზე
მოლაპარაკებებს, მეორე მხრივ, ხვდებოდა ერთიანი და საშიში ოპოზიცია
რეგულირებული “მოვაჭრეებისა” და “სატვირთო მანქანის მძღოლების მხრიდან”. ასევე
ნაკლებ მოსალოდნელი იყო ცვლილება უფრო დიდ და ინერციულ შტატებშორის
კომერციის კომისიაში (Interstate Commerce Commission), რომელსაც საქმე ჰქონდა როგორც
სატვირთო მანქანებთან, ისე რკინიგზასთან. ვითარებიდან გამომდინარე, ავიაცია
წარმოადგენდა, რასაც ზოგიერთი რესპოდენტი უწოდებდა “რბილ სამიზნეს” და “სწრაფ
ჰიტს”, სულ მცირე, სხვა ალტერნატივებთან შედარებით მაინც.

ჯანდაცვის რესპონდენტები მსგავსად საუბრობდნენ Medicare-ს შესახებ. როგორც


Medicare-ს ერთ-ერთმა პროპონენტმა ლამაზად შეაჯამა მოხუცებულებზე დაწესებული
პრიორიტეტი ადრეულ და შუა 1960-იან წლებში:

“ერთი წამით ამაზე რომ დავფიქრდეთ, რაციონალური თვალსაზრისით, ამის წამოწყება


სიგიჟე იყო. ჩვენ ავირჩიეთ მოსახლეობის ერთი ჯგუფი, - ხანში შესულები, - რომელიც
იყო ყველაზე ძვირადღირებული, საჭიროებდა ყველაზე მეტ ჯანდაცვას, რომლისთვისაც
სამედიცინო ზრუნვა გააკეთებდა ყველაზე ნაკლებ სიკეთეს, რომელიც ყველაზე
ნაკლებად ანაზღაურებადი იყო საზოგადოებრივი თვალსაზრისით. მაგრამ ჩვენ ეს
გავაკეთეთ, იმიტომ რომ ეს ის იყო, რისი გაკეთებაც ჩვენ პოლიტიკურად შეგვეძლო იმ
დროს. მოსახელობის ამ სექტორისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის სქემის შექმნას
რაციონალური მნიშვნელობა არ ჰქონია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ სწორედ ამით
დავიწყეთ.”

პრიორიტეტების განსაზღვრას მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, ღია ფანჯრის


პერსპექტივის გარეშე, მონაწილეები მუშაობის ტემპს ანელებენ. მათ სურვილი არ აქვთ
ჩადონ თავისი დრო, პოლიტიკური კაპიტალი, ენერგია და სხვა რესურსები იმ
ძალისხმევაში, რომელიც, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შედეგს გამოიღებს. ბევრი
პოტენციური საკითხი არასოდეს იწევს წინ დღის წესრიგში, რადგანაც მის მომხრეებს
მიაჩნიათ, რომ ის არ ღირს წინ წაწევის ძალისხმევად. ისინი ისე შორს არის ნამდვილ
ქმედებებად ქცევისაგან – კანონის მიღებისგან, ან სხვა სამთავრობო
გადაწყვეტილებისაგან, – რომ არც არასოდეს წამოიწევა. როგორც კონგრესის ერთმა
თანამშრომელმა თქვა, “ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ იმ საკითხებზე, რომლებიც,
მიგვაჩნია, რომ პროდუქტიული იქნება. თუკი ისინი არ არის პროდუქტიული, მაშინ ჩვენ
აქ არ გვაქვს შეუზღუდავი დრო, და ამიტომაც არ განვიხილავთ მათ.” მაგალითად, თუკი
სატვირთოების დერეგულაცია იმ მომენტში არ იყო სიცოცხლისუნარიანი ვარიანტი,
მონაწილეების უმეტესობამ კონცენტრირება მოახდინა იმაზე, რაც იყო: ავიაციაზე.

იგივე მსჯელობა ესადაგება ხელშეკრულებების დადებასაც. როდესაც საკითხი არ არის


ნამდვილად ცხელი, მხარეები მკაცრად იკავებენ თავის უკიდურეს პოზიციებს. მაგრამ
როდესაც საკითხს აქვს საკანონმდებლო ან სხვა ქმედების სერიოზული შანსი, მაშინ
მხარეები უფრო მოქნილები ხდებიან; იწყებენ ვაჭრობას უწინ ურყევი პოზიციებიდან,
მიდიან კომპრომისებზე, იმისათვის რომ დარჩნენ თამაშში, როგორც წინა თავში
ვისაუბრეთ. როგორც კონგრესის კიდევ ერთმა თანამშრომელმა განაცხადა იმის შესახებ,
თუ კენედი და ლეიბორისტები როგორ ურყევ პოზიციებს ადგნენ მათი მრავალმხრივი
ეროვნული ჯანდაცვის დაზღვევის გეგმის შესახებ, და შემდეგ როგორ სთავაზობდნენ
ერთმანეთს კომპრომისებს, როდესაც, გვიან 1970-იან წლებში, ისე ჩანდა, რომ ჯანდაცვის
დაზღვევის რომელიმე ვერსიას გასვლის შანსი ექნებოდა. “რატომ უნდა ივაჭრო, თუკი
მაინც არ არის არავითარი რეალისტური შანსი კანონპროექტის მიღებისათვის?” ასე რომ,
მხარები თავიდან უკიდურეს პოზიციებს იჭერენ, ხოლო შემდეგ მიდიან კომპრომისებზე,
როდესაც ფანჯარა იღება.

რატომ იღება და იხურება ფანჯრები

რომ დავუბრუნდეთ ჩვენს განსხვავებას დღის წესრიგსა და ალტერნატივებს შორის, და


ვისაუბროთ საკმაოდ ზოგადად პროცესის ჩვენს სამ ნაკადზე, დღის წესრიგზე
ზეგავლენას ახდენს უფრო პრობლემები და პოლიტიკური ნაკადები, ხოლო
ალტერნატივებზე – უფრო მეტად პოლიტიკური კურსის ნაკადი. არსებითად, ფანჯარა
იღება პოლიტიკურ ნაკადში არსებული ცვლილების გამო (მაგ. ადმინისტრაციის შეცვლა,
კონგრესში ადგილების განაწილების შეცვლა მომხრეების ან იდეოლოგიის მიხედვით, ან
ეროვნული განწყობის შეცვლა); ან, ფანჯარა იღება იმის გამო, რომ ახალი პრობლემა
იპყრობს მთავრობის წარმომადგენლებისა და მათთან დაახლოებული პირების
ყურადღებას. პოლიტიკური კურსის ნაკადში ადმინისტრაციის შეცვლა, როგორც ჩანს,
ყველაზე აშკარა ფანჯარაა. ერთი თანამდებობის პირის სიტყვებით, “ახალი
ადმინისტრაცია მოდის, და სვამს კითხვას, ‘რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში?’ რაიმე
დაუყოვნებლივ.” ახალი ადმინსტრაცია აძლევს ზოგიერთ ჯგუფს, კანონმდებლებს და
სააგენტოებს შესაძლებლობას – პოლიტიკის ღია ფანჯრას – იმისათვის, რომ მათ
წამოწიონ პოზიციები და წინადადებები, რისი წამოწევის საშუალებაც მათ არ ჰქონიათ
წინა ადმინისტრაციასთან, და ეს ზიანს აყენებს სხვა მოთამაშეებს.

იგივე ხდება რომელიმე პოლიტიკური აქტორის მიერ მხარდაჭერის დაკარგვის


შემთხვევაში. კონგრესის კომიტეტის ახალი თავმჯდომარის აღზევება, კონგრესის
წევრების სრული შეცვლა (როგორც 1966 ან 1974 წწ.), და მარეგულირებელ ორგანოში
ახალი წევრების მოსვლა, ყველაფერი ეს აღებს ახალ ფანჯრებს იმ შეთავაზებების
მომხრეებისათვის, რომლებსაც აქტორების ახალი წყება შეიძლება თანაგრძნობით
შეხვდეს. ამგვარად, რეიგანის ახალმა ადმინისტრაციამ ფანჯარა შესთავაზა მრავალ ისეთ
მოთამაშეს, რომლებსაც ადრე არ უმართლებდათ: ბიუჯეტის დამაბალანსებლებს,
შეთავაზების ეკონომიკის მომხრეებს, სიცოცხლის უფლების დამცველებს, სკოლის
ლოცვის მომხრეებს, და სხვებს. ამის მსგავსად, კარტერის ადმინისტრაციის დროს
სამოქალაქო ავიაციის საბჭოსა და შტატებსშორისი კომერციის კომისიის ახალმა
თანამდებობის პირებმა მგრძნობიარობა გამოიჩინეს დერეგულაციის ინიციატივების
მიმართ, რაც ადრე არ შეინიშნებოდა.

ამ პოლიტიკური მოვლენებიდან არც ერთი – ადმინისტრაციის შეცვლა, კონგრესში


ადგილების გადანაწილება, ეროვნული განწყობის შეცვლა – დეტალურად არ
მიუთითებს, თუ რა უნდა გაკეთდეს. ყველა მათგანი განსაზღვრავს ზოგად თემებს, რაც
უნდა შეივსოს კონკრეტული წინადადებებით. მაგალითად, კარტერის ადმინისტრაციას
სურს “ჩვენი ზურგებიდან ჩამოსვას მთავრობა”, და განიხილავს ამის გაკეთების გზებს. ან
გადასახადის გადამხდელთა ბუნტი კონგრესის წევრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ძვირადღირებული ინიციატივების დროს, მაგრამ ზუსტად არ განსაზღვრავს, თუ სად
უნდა მოხდეს ბიუჯეტის შეკვეცა. უფრო დეტალური წინადადებების მომხრეები
იყენებენ ამ ზოგად მოვლენებსა და თემებს, იმისათვის, რომ წინა პლანზე წამოწიონ
საკუთარი იდეები. სხვა სიტყვებით, ეს პოლიტიკური მოვლენები და თემები ფანჯრებს
აღებს ამ მომხრეებისათვის.

არის ასევე შემთხვევები, რომლის დროსაც პრობლემა ხდება გადაუდებელი, და ეს ქმნის


შესაძლებლობას წინადადებების მომხრეებისათვის, რომ მას გადაჭრის საკუთარი გზები
მიუსადაგონ. მაგალითად, გაზსადენები მთავრობის ყურადღებას მიაპყრობს ენერგიის
უკმარისობებზე, და ტრანსპორტით დაინტერესებული მრავალი პირი –
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რკინიგზები და სხვა – ამტკიცებენ, რომ მათი
პროგრამები უნდა განიხილებოდეს, როგორც ამ თვალსაჩინო პრობლემის ნაწილობრივი
მოგვარება მაინც. როგორც კონგრესის თანამდებობის პირმა თქვა, “ენერგეტიკა
მოლაპარაკებების წლის საკითხია. ადრე ეს იყო გარემოს დაცვა. თუკი რაიმე იყო
დაკავშირებული გარემოსთან, ყველა ქედს იხრიდა. ახლა ეს ენერგეტიკაა.” ან
სამედიცინო დახმარება ისეთი გადაუდებელი პრობლემა ხდება, რომ ყველამ უნდა
დაუკავშიროს წინადადებები ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიებას. მოვლენების
ფოკუსირებაც ამგვარად მოქმედებს. მაგალითად, ავიაკატასტროფა აღებს ფანჯარას
ავიაციის უსაფრთხოების მომხრეების ინიციატივებისათვის. თუკი მათ მზად აქვთ
საკუთარი შეთავაზებები, ეს კატასტროფა ქმნის შესაძლებლობას იმის დასამტკიცებლად,
რომ ეს შეთავაზება უნდა განხორციელდეს.

ფანჯრის გაღების შემდეგ ის დიდხანს არ რჩება ღია. იდეის დრო მოდის, მაგრამ ის ასევე
მიდის. არ არსებობს ისეთი დაუძლეველი იმპულსი, რომელიც შექმნილია მოცემული
ინიციატივისათვის. ფანჯარა იხურება სხვადასხვა მიზეზების გამო. პირველ რიგში,
მონაწილეებს შეიძლება ჰქონდეთ შეგრძნება, რომ მათ გადაჭრეს პრობლემა
გადაწყვეტილების ან კანონის მიღებით. და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პრობლემა არ
მოგვარებულა, უკვე ის ფაქტი, რომ რაიმე ქმედება განხორციელდა, ჯერ-ჯერობით
ფარდას უშვებს ამ საკითხზე. მეორე მხრივ, ამასთან მჭიდროდ დაკავშირებულია ის, რომ
შეიძლება მონაწილეებმა ვერ შეძლონ ამოქმედების მიღწევა. თუკი მათ ეს არ გამოუვათ,
მათ აღარ სურთ მეტი დროის, ენერგიის, პოლიტიკური კაპიტალის ან სხვა რესურსების
ჩადება ამ ძალისხმევაში. როგორც ბიუროკრატმა თქვა კარტერის ადმინისტრაციის
ძალიხმევაზე, გაეტარებინა საავადმყოფოს საფასურის შეზღუდვის კანონპროექტი,
“როდესაც მათ არ შეუძლიათ ამის მიღება, ბუნებრივია, რომ ყურადღება გადადის სხვა
საკითხებზე.”

მესამე რიგში, ის მოვლენები, რამაც გამოიწვია ფანჯრის გაღება, შეიძლება ჩამოვიდეს


სცენიდან. მაგალითად, კრიზისი ან ფოკუსირების მომხდენი მოვლენა, თავისი არსით
ხანმოკლე ხანგრძლივობისაა. ხალხს მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში შეუძლია
დარჩეს აღელვებული ავიაკატასტროფის ან რკინიგზის ავარიის გამო. ან, რესურსების
მოზღვავება, რამაც გამოიწვია ფანჯრის გაღება, შეიძლება არ გაგრძელდეს დიდხანს.
მაგალითად, ახალი ადმინისტრაცია თავისი თაფლობის თვით მხოლოდ რამდენიმე
თვის მანძილზე ტკბება, და ამის ჩავლა გარდაუვალია. იმ წუთას, როდესაც ახალი
პრეზიდენტი იწყებს ნებისმიერი სახის განდაწყვეტილებების მიღებას – დანიშვნების,
ბიუჯეტის, საკანონმდებლო ინიციატივების – ის იწყებს ზოგი ადამიანის იმედის
გაცრუებას, ხოლო სხვების დაკმაყოფილებას. ამ პირველ გადაწყვეტილებებამდე
პრეზიდენტს ყველა დაძაბული მოლოდინით შეჰყურებს. მაგრამ თაფლობის თვის მიერ
უზრუნველყოფილი ფანჯარა ყველაზე სწრაფად წარმავალია.

მეოთხე, თუკი პერსონალის შეცვლა აღებს ფანჯარას, პერსონალი შეიძლება კვლავ


შეიცვალოს. საკვანძო პოზიციებზე მყოფი ხალხი მოდის და მიდის, და ასევეა ის
შესაძლებლობებიც, რომლებსაც მათი ყოფნა უზრუნველყოფს. როგორც ტრანსპორტის
კომიტეტის ერთი თანამდებობის პირი ფიქრობდა თავის ინტერესზე
ინფრასტრუქტურის კონსტრუქციების დაფინანსების მექანიზმების ცვლილებაში, “ამ
კომიტეტის თანამშრომლებს ამ საკითხებზე ბევრი უფიქრიათ. შესაძლოა, დაახლოებით
ოთხ წელიწადში, ჩვენ შევძლოთ დავარწმუნოთ ჩვენს აზრზე მყოფი წევრები და
აქტიურად განვახორციელოთ ეს საკითხი. მაგრამ სავსებით მოსალოდნელია, რომ
მანამდე ჩვენ აქედან წავალთ. მე არ ვამბობ რომ ჩვენ დაუყოვნებლივ მივდივართ, მაგრამ
ასეთია შტატების რეორგანიზაციის ხასიათი. და მართლაც, ორ წელიწადში ისინი
წავიდნენ.

საბოლოოდ, ფანჯარა ზოგჯერ იხურება იმის გამო, რომ არ არსებობს ხელმისაწვდომი


ალტერნატივა. პოლიტიკური კურსის ნაკადის შესახებ თავში, ჩვენ ვისაუბრეთ სისტემის
შერბილების აუცილებლობაზე, რათა მოცემული შეთავაზება გამომუშავდეს, გახდეს
მსჯელობის საგანი, შეიცვალოს და გამზადდეს გამოსასვლელად, ფანჯრის გაღებამდე
დიდი ხნით ადრე. შესაძლებლობა ჩაივლის, თუკი მზა ალტერნატივა არ არის
ხელმისაწვდომი.
ღია ფანჯრის ხანმოკლე ხანგრძლივობა ძლიერ ნდობას ანიჭებს ძველ გამოთქმას,
“გამოჭედე რკინა, სანამ ცხელია”. ენტონი დაუნსის საკითხის ყურადღების ციკლი
მოითხოვს სწრაფ მოქმედებას, როდესაც ხელსაყრელი შემთხვევა წარმოიშობა. ის
ამტკიცებს, რომ ქმდების ძლიერი სურვილი იცვლება მოქმედების ფინანსური და
სოციალური საფასურის განხორციელებით. როგორც ერთმა მოაზროვნე ჟურნალისტმა
განაცხადა, “მე გამაჩნია თეორია, რომ ნამდვილად დიდი ნაბიჯები ყოველთვის ან
ძალიან სწრაფად იდგმევა, ან საერთოდ არა. სიღარიბის პროგრამის სიომ დაუბერა, და
მხოლოდ როდესაც ის უკვე მიღებული იყო, გაუჩნდა ხალხს დამატებითი
შეხედულებები ამის შესახებ. სანამ შესაძლებელი არ იქნება ეროვნული სამედიცინო
დაზღვევის გაკეთება ერთიანი ტალღით, ძალზედ სწრაფად, ის არ გაკეთდება. ამგვარად,
ჯანდაცვის, განათლებისა და კეთილდღეობის დეპარტამენტის მდივანმა, ჯოზეფ
კალიფანომ ისარგებლა ოფისში ყოფნის პირველი თვეების შესაძლებლობით, გაეტანა
დეპარტამენტის რეორგანიზაციის კანონპროექტი, რომელმაც შექმნა ჯანდაცვის
დაფინანსების დეპარტამენტი. მან ეს ისე სწრაფად გააკეთა, და ისე
გასაიდუმლოებულად, რომ ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა
გამოცხადებამდე, თუ რა უნდა მომხდარიყო. ინფორმაციის გაჟონვის თავიდან
ასაცილებლად, ქმედების განცხადების დროს პრეს-კონფერენციაზე გამოსაყენებელი
გრაფიკებიც კი მეგობრის მიერ იყო გაკეთებული სხვა დეპარტამენტში.

თუკი ფანჯარა ჩაივლის მოქმედების გარეშე, ის შეიძლება აღარ გაიღოს დიდი ხნის
მანძილზე. გაითვალისწინეთ იმ თანამდებობის პირის საშინელი იმედგაცრუება,
რომელსაც სურდა Amtrak-ის ბიუჯეტის შემცირება, და მხოლოდ იხილა, თუ როგორ
ჩაყლაპა მისი ძალისხმევა 1979 წლის ენერგეტიკულმა კრიზისმა:

“აპრილსა და მაისში ჩვენ გვეგონა რომ მართლაც კარგ მდგომარეობაში ვიყავით. შემდეგ
გაზის დეფიციტმა ყველაფერი ამოატრიალა. გაზეთები დაკავდნენ ამ საქმით, და შემდეგ
იყო სტატიები Amtrak-ის წინაშე წაყენებული მოთხოვნებით. ენერგეტიკის კრიზისს რომ
მოეცადა მხოლოდ ხუთი თვე, ჩვენ დავამტკიცებდით ჩვენს შეთავაზებას. მაგრამ ასე არ
მოხდა.”

როგორც Amtrak-ის შემთხვევაში იყო, ცვლილების ოპონენტებმა ასევე უწყიან, რომ


ფანჯარა მალე დაიხურება. ასე დაიბადა მიღებული გამოთქმა, “ქარიშხლის გადატანა”.
თუკი რომელიმე მხარეს შეუძლია დაყოვნება, საკითხის შესწავლის ან სხვა რაიმე
საშუალებით, მაშინ ცვლილებაზე არსებული ზეწოლა იკლებს. რაც უფრო დიდხანს
ცხოვრობს ხალხი პრობლემით, მით ნაკლებად გადაუდებელი ჩანს ის. პრობლემა
შესაძლოა, საერთოდაც არ შეიცვალოს. მაგრამ თუკი ხალხს შეუძლია ამით ცხოვრება, ის
ნაკლებად საჩქარო ჩანს. ის იქცევა ნაკლებად პრობლემად, და უფრო მეტად პირობად,
ვიდრე ეს თავიდან ჩანდა.
აღქმები, შეფასებები და შეცდომითი შეფასებები

ჩვენ ისე ვსაუბრობდით, თითქოს ვინმეს შეუძლია რაიმე სახის დარწმუნებით თქვას, თუ
როდის გაიღება პოლიტიკის ფანჯარა. იმ სტრატეგოსთა სამწუხაროდ, ვინც ცდილობს
პროცესით მანიპულირებას, სამყარო არც იმდენად მარტივია. ზოგიერთი ობიექტური
მახასიათებელი განსაზღვრავს პოლიტიკის ფანჯარას, როგორიცაა ადმინისტრაციის
ცვლილება, განახლება, ან ეკონომიკის ძირითადი სექტორის გარდაუვალი კრახი. მაგრამ
ფანჯარა აგრეთვე მონაწილეების აღქმაში არსებობს. ისინი აღიქვამენ მის ყოფნას ან
არყოფნას, ისინი აფასებენ მისი სამომავლო გამოჩენის შესაძლებლობას, და ზოგჯერ
ისინი არასწორად აფასებენ ან აღიქვამენ. არასწორად აღქმის მიუხედავადაც, უაღრესად
დახელოვნებული და მცოდნე ხალხიც კი შეიძლება ვერ შეთანხმდეს, არის თუ არა
ფანჯარა ღია, ან გაიღება თუ არა ის, ამ მხეცის ხასიათი რთული და ბნელით მოცულია.

ეროვნული ჯანდაცვის დაზღვევის წინადადებების შემთხვევა კარტერის


ადმინისტრაციის პირველი წლების განმავლობაში მშვენივრად გვიჩვენებს ამ
განსხვავებებს აღქმაში. მრავალმხრივი ეროვნული ჯანდაცვის მომხრეები,
განსაკუთრებით სენატორ კენედისა და ორგანიზებულ მუშათა ალიანსი უყურებდნენ
1977 და 1978 წლებს, როგორც ღია პოლიტიკის ფანჯარას, რომელიც, ნაკლებად
მოსალოდნელია, რომ კიდევ გამოჩნდება დიდი ხნის მანძილზე, როგორც ხელსაყრელ
შემთხვევას, გაეტანათ საკუთარი წინადადებები დღის წესრიგზე და საკანონმდებლო
აქტადაც კი. ამგავარად, ისინი ჩაერთვნენ მოლაპარაკებების სერიაში კარტერის ხალხთან,
და დათმეს კიდეც წინანდელი დაჟინებული მოთხოვნა, რომ გეგმა დაფინანსებულიყო
მთავრობის, და არა მანდატმიცემული კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ. ერთ-ერთმა
მათგანმა მითხრა, “შენ გყავს პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად და საჯაროდ არის
ეროვნული ჯანდაცვის დაზღვევის იდეის ერთგული, და უპირატესად დემოკრატებით
დაკომპლექტებული კონგრესი. უბრალოდ ძალიან ხშირად ვერ ნახავ ასეთი ხელსაყრელი
პირობების გამოჩენას.“ მეორემ ეს კიდევ უფრო დრამატულად გადმოსცა: „ჩვენ ისეთი
გრძნობა გვაქვს, რომ თუკი ეს არ გაკეთდა შემდეგ კონგრესზე, ის ჩაკვდება ათწლეულით,
და შესაძლოა მთელი თაობის განამვლობაშიც კი ჩაკვდეს. ყველა ჩვენგანი გრძნობს, რომ
სწორედ ახლა მოვიდა დრო. თუკი ჩვენ ახლა ვერ შევძლებთ ინტერესების გაერთიანებას,
მაშინ ამას კიდევ დიდხანს ვეღარ მოვახერხებთ.”

სხვები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, რომ ფანჯარა საერთოდ ღია იყო. ერთმა
ცნობილმა ჯანდაცვის აქტივისტმა მითხრა, “მე არ ვფიქრობ რომ ამისაგან რაიმე გამოვა,
და თუკი ამისგან არაფერი გამოვა, მაშინ ამაზე არ მსურს დროის დაკარგვა.” კონგრესის
მნიშვნელოვანი კომიტეტის თანამშრომელმა ასევე გამოხატა თავისი ღრმა სკეპტიციზმი:
”რასაც ნახავთ, ეს არის ბევრი სიმღერა და ცეკვა, ბევრი ხმაური და რისხვა, ეროვნული
ჰიმნის მრავალჯერ დაკვრა, და ამის მეტი არაფერი. ფაქტი ის არის, რომ პირველ რიგში,
არ არსებობს ამის დაფინანსების საშუალება, და მეორეც, ამისათვის არ არის
საზოგადოებრივი მოთხოვნა. [კატასტროფული დაზღვევაც კი] ამ დროისთვის
ბაზრიდან განიდევნა.” მრავალმხრივი გეგმების მომხრეები შეიძლება არ დაეთანხმონ
საბიუჯეტო და პოლიტიკური რეალობების ამ შეფასებებს, მაგრამ სწორედ ეს არის არსი.
იმის შესახებ მსჯელობის დროს, თუ რამდენად ფართოდ არის გაღებული ფანჯარა,
საზრიან ხალხს შორისაც კი მნიშვნელოვანი უთანხმოება არსებობს.

აღმოჩნდა, რომ ფანჯარა დაიხურა, თუკი ის ოდესმე ღია ყოფილა. ინფლაციამ და


საბიუჯეტო დეფიციტებმა, გადასახადების გადამხდელების ბუნტის ისეთ
ინდიკატორებთან ერთად, როგორიცაა კალიფორნიის მე-13 შეთავაზება, დააშინა
ადმინისტრაციის თანამშრომლები და კონგრესის წევრები ახალი დიდი ფედერალური
დანახარჯების თაობაზე. მომხრეები აგრეთვე ვერ თანხმდებოდნენ, რაც იმას ნიშნავდა,
რომ ალტერნატივა არ იყო მზად. ამგვარად, პროექტი ფინანსური ხარჯის, სხვადასხვა
გეგმების მომხრეებს შორის უთანხმოებისა და ყველა ძირითადი დეტალის
გამომუშავებისა და პოლიტიკური ვაჭრობისათვის დროის სიმცირის რიფებზე
დაიმსხვრა.

საზრიანი პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ დროში გათვლის მნიშვნელოვაზე.


როგორც ერთმა ბიუროკრატმა თქვა, “მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეთავაზება მოვიდეს
საჭირო დროს.” ამაში იმას გულისხმობენ, რომ შეთავაზება წინასწარ უნდა შემუშავდეს,
და ამის მერე უნდა გამოჩნდეს ზედაპირზე და იქნეს გატანილი, როდესაც ფანჯარა ღიაა.
ამ ფანჯრის გამოტოვება ნიშნავს რომ უნდა დაელოდო, სანამ ის კიდევ ერთხელ არ
გაიღება. ეროვნული ჯანდაცვის დაზღვევის ბევრი მომხრე 1973-74 წლების მუშათა
შეურიგებლობას სახავდა, როგორც თვალსაჩინო მაგალითს. ამ მოკლე პერიოდის
განმავლობაში სენატორმა კენედიმ და საშინაო სახსრების კომიტეტის თავმჯდომარემ
უილბურ მილსმა შემოიტანეს ეროვნული ჯანდაცვის დაზღვევის კომპრომისული გეგმა.
ბევრი ადამიანი გრძნობდა იმ დროს, გადასახადების გადამხდელთა ბუნტისა და
საბიუჯეტო სიმკაცრის დიდ ზეწოლამდე, რომ ფედერალურ მთავრობას შეეძლო კენედი-
მილსის გეგმის განხორციელება მაინც. უფრო მეტიც, უოტერგეიტით დასუსტებულ
ნიქსონს შეეძლო ამაზე, როგორც თავისი პრეზიდენტობის გადარჩენის მცდელობის
ნაწილზე მოეწერა ხელი. მაგრამ ორგანიზებული ლეიბორისტები ეწინააღმდეგებოდნენ
კენედი-მილსის გეგმას, არსებითად იმიტომ, რომ არ დაეთანხმებოდნენ დაუზღვეველ
მინიმუმს და არაყოვლისმომცველ სარგებელს, პოლიტიკურად კი იმიტომ, რომ
ამჯობინებდნენ, როგორც თვითონ ამბობდნენ, უფრო ხელსაყრელი დროის მოცდას,
კერძოდ, დემოკრატი პრეზიდენტის მოსვლას. რეტროპექტივაში, ერთმა მომხრემ მითხრა
1978 წლეს, “ეს ლეიბორისტების მხრიდან დიდი შეცდომა იყო. ისინი
ეწინააღმდეგებოდნენ ამას იმიტომ, რომ ეს იყო მხოლოდ 40 მილიარდი დოლარის
კანონპროექტი. ახლა კი ბედნიერები იქნებიან, თუკი მიიღებენ რაიმეს 10 ან 15
მილიარდად.” მეორემ თქვა, “ჩემი აზრით, ეს საშინელი სტრატეგიული შეცდომა იყო.
შეგეძლო მიგეღო [კენედი-მილსის გეგმა], და მასზე დაყრდნობით მისულიყავი იქამდე,
სადაც გინდოდა ყოფნა.” თუმცა, ლეიბორისტების მონაწილე არ იზიარებდა ასეთ
შეფასებას, ამტკიცებდა რა, რომ კენედი-მილსი არსებითად მიუღებელი იყო. კითხვაზე,
იყო თუ არა კენედი მზად, რომ კომპრომისზე წასულიყო თავისი შეხედულებისდა
მიხედვით, მან უპასუხა, “არა, თუ არ ჩავთვლით მის ხანმოკლე ფლირტს კენედი-
მილსთან. მაგრამ ამის შემდეგ ის ისევ დაუბრუნდა ძველ გზას.” ნებისმიერ შემთხვევაში,
კენედი-მილსის გეგმა შეიძლება ყოფილიყო ის ფანჯარა, რომელსაც ეროვნული
ჯანდაცვის დაზღვევის მომხრეები მრავალი წლის მანძილზე ეძებდნენ, მიუხედავად
იმისა, რომ მის შესახებ არსებობდა გარკვეული უთანხმოება. თუკი ეს ის ფანჯარა იყო,
ხელსაყრელი შემთხვევის გამოყენების დრომ ჩაიარა, და როგორც აღმოჩნდა, კარტერის
ადმინისტრაციის გამოცდილებამ და შემდგომში რონალდ რეიგანის არჩევამ შედეგად
მოიტანა ფანჯრის მრავალი წლით დახურვა.

დაკავშირება

პოლიტიკის ნაკადში შეთავაზებები, ალტერნატივები და გადაწყვეტები დაცურავს,


მათზე მსჯელობენ, მათ ამოწმებენ და ისევ მსჯელობენ. პრობლემის გადაჭრის
მოდელისაგან განსხვავებით, სადაც ხალხი იგებს პრობლების შესახებ და განიხილავს
გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს, გადაწყვეტილებები დაცურავენ მთავრობის შიგნით
და მის შორიახლოს, დაეძებენ პრობლემებს, რომლებსაც მიებმებოდნენ ან ისეთ
პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც გაზრდიდა მათი მიღების ალბათობას. ეს
შეთავაზებები მუდმივად არის პოლიტიკის ნაკადში, მაგრამ შემდეგ ისინი უცბად
წამოიწევა სამთავრობო დღის წესრიგზე, რადგანაც ისინი შეიძლება განიხილოს, როგორც
გადაუდებელი პრობლემის მოგვარების გზა, ან იმიტომ, რომ პოლიტიკოსები მის
დასპონსორებას მიზანშეწონილად მიიჩნევენ. მაგალითად, ეროვნული ჯანდაცვის
დაზღვევაზე მსჯელობა მიმდინარეობდა ამ საუკუნის [მე-20 საუკუნის] უდიდესი
ნაწილის განმავლობაში. მის შესახებ არსებული არგუმენტები და ინფორმაცია ამ
დროისათვის საკმაოდ კარგად არის დამუშავებული. მაგრამ წინადადება წამოიწევა
დღის წესრიგში მაშინ, როდესაც პოლიტიკური ნაკადი აღებს ფანჯარას და ხელსაყრელ
დროს ქმნის, ისეთი მოვლენების სახით, როგორიცაა ახალი ადმინისტრაცია ან
ეროვნული განწყობის ცვლილება.

მუდმივი გადაწყვეტილების შესანიშნავი მაგალითი, რომელიც ადაპტაციას განიცდიდა


პრობლემებისა და პოლიტიკის ცვალებადი მოზაიკისადმი, არის ურბანული
საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევა. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის
ფედერალური პროგრამა პირველად გამოჩნდა, ის მიიიჩნეოდა, როგორც საგზაო
მოძრაობის მენეჯმენტის პირდაპირი საშუალება. თუკი ჩვენ შევძლებდით ხალხის
გამოყვანას კერძო ავტომობილებიდან, მაშინ მათ ვამოძრავებდით უფრო ეფექტურად, და
ამით შევამსუბუქებდით საგზაო მოძრაობის საცობებს ქალაქებში, რითაც მათ
საცხოვრებლად უფრო ვარგისს გავხდიდით. როდესაც საგზაო მოძრაობისა და საცობის
საკითხებმა შეასრულეს თავისი როლი პრობლემის ნაკადში, საზოგადოებრივი
ტრანსპორტის მომხრეებმა დაიწყეს ახალი მნიშვნელოვანი პრობლემის ძიება, რომელსაც
მიუსადაგებდნენ გადაწყვეტის თავიანთ გზას. წამოიჭრა გარემოს დაცვის მოძრაობა.
რადგანაც გარემოს დაბინძურებაზე ყველას ფიქრობდა, პრობლემის გადაჭრის
მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლებოდა ყოფილიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი:
გამოიყვანეთ ხალხი მათი მანქანებიდან, და დაბინძურება შემცირდება. გარემოს დაცვის
მოძრაობა მიჩუმდა, და რა გახდა შემდეგი ძლიერი ბიძგი? თქვენ სწორად მიხვდით:
ენერგეტიკა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ ქვეყნის
ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრის გზა იყო ხალხის გამოყვანა ავტომანქანებიდან
ყოველდღე სამსახურში და უკან სახლში დაბრუნების დროს. რა თქმა უნდა, ქალაქების
საჭიროება ფულში, და მათი ინტერესი, რომ გადაეტანათ ხარჯის არსებითი წილი
გადასახადების ფედერალური გადამხდელებზე, მართავდა საზოგადოებრივი
ტრანსპორტის მხარდაჭერას მთელი ამ დროის განმავლობაში. მაგრამ რადგანაც ამ
მამოძრავებელ ბიძგს არ შეეძლო წარმატებით ემსახურა როგორც სრულ დასაბუთებას,
მომხრეები ვალდებულნი იყვნენ, მოერგოთ თავისი გადაწყვეტილება იმ ნებისმიერი
პრობლემისათვის, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა ნებისმიერ მოცემულ მომენტში.
როგორც ერთმა ასეთმა მომხრემ შეაჯამა, “საზოგადოებრივ ტრანსპორტი მუდმივი
ინტერესის საგანია. საფუძველში მდებარე მიზნები არსებობს და პროცესს თან გაჰყვება.
შენ გსურს რაიმეს გაკეთება, და სვამ კითხვას, ‘რა იმუშავებს ამ წელს? რა საკითხი არის
მწვავე ამ წელს, რასაც შეიძლება რომ ეს მივუსადაგო?’”

ამგვარად უკავშირდება გადაწყვეტილებები პრობლემებს, წინადადებები – მწვავე


პოლიტიკურ საჭიროებებს, და ასე ხდება ალტერნატივების გამოცხადება, როდესაც დღის
წესრიგი იცვლება. მათი [გადაწყვეტილებების] მომხრეები არგებენ მათ იმწუთიერ
პრობლემას, ან წინ წამოწევენ ისეთ დროს, რომელიც პოლიტიკურ ნაკადში
ხელსაყრელად მიიჩნევა. ეს არის მიზეზი, რატომაც, როგორც ერთმა ბიუროკრატმა თქვა,
“საკითხები ხელახლა წარმოიშობა სხვა ფორმებში. შენ ფიქრობ რომ ის დაასამარე ერთ
წელს, მაგრამ ის მომდევნო წელს სხვა ადგილას წამოიჭრება. საკითხები
გასნხვავებულად იფუთება, მაგრამ ისინი თითქმის ერთი და იგივეა.“ ერთ-ერთი იმ
მომხრეთაგანი, რომელიც ხელახლა შეფუთვას აკეთებდა, დაეთანხმა: “აქ არაფერია
ახალი. ჩვენ მკვდრეთით აღვადგენთ ძველ მკვდარ ძაღლებს, ვაწესრიგებთ მათ და ისევ
ვწევთ კენწეროსკენ.”
პრობლემის ფანჯრები და პოლიტიკური ფანჯრები

რისკენ მოუწოდებს ღია ფანჯარა? პასუხი, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, თუ


რამ გააღო ფანჯარა, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რამ გამოიწვია დღის წესრიგის შეცვლა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთი ცვლილება ჩვეულებრივ მოდის პრობლემებისა და
პოლიტიკის ნაკადებში, და არა პოლიტიკური კურსის ნაკადში მიმდინარე განვითარების
საპასუხოდ. ამგვარად, ფანჯრების ორი კატეგორია – პრობლემისა და პოლიტიკის
ფანჯრები – სხვადასხვა სახის „შემოდინებებს“ საჭიროებენ პოლიტიკური კურსის
დინებიდან. თუკი გადაწყვეტილების მიმღებნი დარწმუნდებიან, რომ პრობლემა
გადაუდებელია, მაშინ ისინი მიმართავენ პოლიტიკური კურსის დინებას ისეთი
ალტერნატივისათვის, რომელიც შეიძლება განიხილოს როგორც პრობლემის გადაჭრის
მისაღები გზა. თუკი პოლიტიკოსები მიიღებენ არსებულ საკითხს საკუთარი
ადმინისტრაციისათვის, ან დაიწყებენ ისეთი წინადადებების ძებნას, რომლებიც
დაეხმარება მათ ხელახლა არჩევისთვის ან სხვა მიზნებისათვის, მაშინ ისინი
პოლიტიკური კურსის ნაკადს მიმართავენ.

ზოგჯერ ფანჯარა იღება ისეთი პრობლემით, რომელიც ნელ-ნელა გარს ეხვევა


მთავრობას, ან სულ მცირე, განიხილება, როგორც გადაუდებელი. მაგალითად,
პენსილვანიის ცენტრალური რკინიგზის კრახი მოითხოვდა რაიმე სახის გამოხმაურებას.
ფედერალური მთავრობის მხრიდან უმოქმედობის შემთხვევაში
ტვირთგადამზიდებისადმი მომსახურება მთელს ჩრდილო-აღმოსავლეთში [აშშ-ს],
შეწყდებოდა. ამგვარად, პენ სენტრალის კრახმა გააღო ფანჯარა ყველა იმ სახის
წინადადებების მომხრეებისათვის, რომლებიც უკავშირდებოდა უფრო ზოგადად
სახელმწიფოს რკინიგზების ფინანსურ მდგომაროებას: სუბსიდიები, დერეგულაცია,
ნაციონალიზაცია, სასესხო გარანტიები, გზის საფარისს რეაბილიტაცია, და მრავალი
სხვა. მხარდამჭერები ცდილობდნენ დაეკავშირებინათ გადაჭრის მათეული გზები მათ
ხელთ არსებულ პრობლემასთან.

ჯანდაცვის სფეროში ხარჯების პრობლემის მნიშვნელობამ შექმნა მსგავსი ზეწოლა.


Medicare-ის და Medicaid-ის მიღებით ჯანდაცვის ხარჯები დრამატულად გაიზარდა.
როდესაც მთავრობის შიგნით მყოფი და მთავრობასთან დაახლოებული ხალხი შეჩერდა
ხარჯებზე, როგორც იმ პერიოდის პრობლემაზე, ამის შემდეგ ყველაფერი როგორმე ამას
უნდა დაკავშირებოდა. მრავალგვარი მარეგულირებელი პროგრამა – პროფესიონალური
სტანდარტების მიმოხილვის ორგანიზაციები, ჯანდაცვის დაგეგმვა, თაღლითობა და
შეურაცხყოფა იქნა მიღებული, რაც ნაწილობრივ გამართლებული იყო ფულის დაზოგვის
მიზნის მიღწევაში მათი სავარაუდო წვლილის გამო. ჯანმრთელობის შენარჩუნების
ორგანიზაციები დაარსდა იმ იმედით, რომ კონკურენცია წინასწარ გადახდის პრაქტიკასა
და მომსახურებისათვის გადახდის პრაქტიკას შორის წარმოშობდა კონკურენციას
სამედიცინო ბაზარზე და დაწევდა ფასებს. ხალხი დაინტერესდა ძვირადღირებული
ტექნოლოგიის შემოტანის შეზღუდვით და ასევე პრევენციაზე მუშაობით, რაც ხელს
შეეწყობდა უსარგებლო დანახარჯების შემცირებას. საფასურის აწევის პრობლემა
იმდენად გადაუდებელი და ყოვლისმომცველი იყო ჯანდაცვის პოლიტიკის
გამტარებლებისათვის, რომ მან შედეგად იქონია მასთან დაკავშირებული პროგრამების
დიდი ჯგუფის განხილვა და მიღება.

პრობლემის გადაუდებლობით გაღებული ფანჯრის გარდა, ფანჯარა შეიძლება გაიღოს


პოლიტიკური ნაკადის მოვლენით – ადმინისტრაციის ცვლილებით, ეროვნული
განწყობის შეცლით, კონგრესში ახალი წევრების მოზღვავებით. პოლიტიკოსები წყვეტენ,
განახორციელონ რაიმე სახის ინიციატივა კონკრეტულ საკითხზე, და ფიქრობენ იდეების
შესახებ. წინადადებების ბაზარზე საკუთარი თავის გატანით იქმნება ფანჯარა
მომხრეებისათვის, და ბევრი ალტერნატივა წამოიწევა საკუთარი სპონსორების მიერ.
ერთი ან ერთზე მეტი ისეთი წინადადება, რომელიც გამომუშავებულია და
ხელმისაწვდომია პოლიტიკური კურსის ნაკადში, ამგვარად უკავშირდება პოლიტიკური
ნაკადის იმ მოვლენას, რომელმაც შეცვალა დღის წესრიგი. პრობლემები შესაძლოა
საერთოდაც არ შეცვლილიყო: ისევე, როგორც მათი გადაჭრის გზები. მაგრამ ისეთი
ალტერნატივის ხელმისაწვდომობა, რომელიც გარკვეული გზით პასუხობს ახალ
პოლიტიკურ სიტუაციას, ცვლის პოლიტიკური კურსის დღის წესრიგს.

მაგალითად, ხელმისაწვდომი ალტერნატივები უკავშირდება ზოგად ადმინისტრაციულ


თემებს. ფორდის ადმინისტრაციამ აღმასრულებელ შტოში გააკეთა ზოგადი მოწოდება
ისეთი წინადადებებისათვის, რომელთა მიზანიც უმუშევრობის შემცირება იქნებოდა.
მათ მიიღეს წინადადება, რომ დაექირავებინათ უმუშევარი ხალხი, რათა ისინი
მომსახურებოდნენ რკინიგზის საფარის გამართულობას. გზის სპეციალისტები წლების
მანძილზე იყვნენ დაკავებულნი გზის საფარის გაურესების პრობლემით, და მათ
მიიჩნიეს, რომ ადმინისტრაციის ინტერესი დასაქამებაში იქნებოდა გზის საფარის
პრობლემის გადაჭრის ხელსაყრელი შემთხვევა. კარტერის ადმინისტრაციის დიდი
სურვილი, რომ განეხორცილებინა ურბანული ინიციატივა, კიდევ ერთი მსგავსი
მაგალითია. აქამდე სატრანსპორტო წრეებში იყო საუბარი, რომ ქალაქებში
წაეხალისებინათ ტრანსპორტის მრავალნაირი სახეობის ვაგზლები, რომლებიც
გააერთიანებდა რკინიგზას და ავტობუსს, ქალაქის შიდა გადაადგილებასა და
სამსახურისთვის სხვა ქალაქში მოგზაურობას. ადმინისტრაციის ინტერესმა
ქალაქებისათვის განკუთვნილ პროგრამებში გააღო ფანჯარა სატრანსპორტო
სპეციალისტებისათვის. როგორც ერთმა ბიუროკრატმა მითხრა, “როდესაც ურბანული
ინიციატივა გამოჩნდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კარგი იქნებოდა გეზი ამისაკენ აგვეღო.”
და ტრანსპორტის მრავალი სახეობის ვაგზლების შეთავაზება ნამდვილად გახდა
ურბანული ინიციატივის ნაწილი.
პრობლემის ფანჯრები და პოლიტიკური ფანჯრები ურთიერთდაკავშირებულია.
როდესაც ფანჯარა იღება პრობლემის გადაუდებლობის გამო, ალტერნატივები,
რომლებიც წარმოიშობა, როგორც ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებები, უფრო უკეთეს
მდგომარეობაშია, თუკი ამავე პოლიტიკურადაც მისაღებია. როგორც წესი, ისეთ
შეთავაზებებს, რომლებიც ვერ მოიპოვებენ კონგრესის საკმარის მხარდაჭერას, ან
რომლებიც ადმინისტრაციის ოპოზიციას თანხვდებიან, აგდებენ; იმის მიუხედავადაც,
რომ ისინი შეიძლება ხელთ არსებული პრობლემის იდეალურად ლოგიკური გადაჭრა
იყოს. ამის მსგავსად, როდესაც პოლიტიკური მოვლენა აღებს ფანჯარას, მონაწილეები
ცდილობენ, იპოვონ ისეთი პრობლემა, რომელსაც, შეიძლება, რომ დაუკავშირონ
გადაჭრის შემოთავაზებული გზა. პოლიტიკური მოვლენა პრობლემით უფრო მეტ
შეფიქრიანებასაც კი იწვევს. მაგალითად, როდესაც სენატორმა ლონგმა 1979 წელს
გადაწყვიტა, ჩაეტარებინა სხდომა ეროვნული ჯანდაცვის დაზღვევაზე ფასნამატის
შესახებ, ინტერვიუებში მკვეთრად გაიზარდა იმ პრობლემების მოხსენიებები,
რომლებმაც წარმოშვა ეროვნული დაზღვევის ჯანდაცვის საჭიროება მკვეთრად
გაიზარდა, – 3 პროცენტიდან 1978 წელს 42 პროცენტამდე 1979 წელს. ეროვული
ჯანდაცვის დაზღვევის შესახებ მსჯელობა ჰაერში ტრიალებდა, და ეს აუცილებელს
ხდიდა ყურადღების გაზრდას იმ პრობლემებისადმი, რომელთა გადასაჭრელადაც ის
მოიაზრებოდა, იმის მიუხედავად, რომ ეს პრობლემები მკვეთრად სულაც არ შეცვლილა
დროის იმავე ინტერვალში.

ხელსაყრელი შემთხვევების გამოყენება

როდესაც ფანჯარა იღება, წინადადებების მომხრეები გრძნობენ მათ ხელსაყრელ


შემთხვევას, და მიისწრაფიან მისი გამოყენებისაკენ. მაგალითისათვის, როდესაც
კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა კერძო თვითმფრინავს სან დიეგოს
თავზე, ამ შემთხვევის გახმაურებამ ფანჯარა გაუღო იმათ, ვინც კერძო
თვითმფრინავებზე მეტი კონტროლის მომხრე იყო. საკითხში გარკვეულმა ბიუროკრატმა
თქვა, “ამ ავარიამ ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციას შესანიშნავი
გასამართლებელი საბუთი მისცა საჰაერო მოძრაობის კონტროლის არეალის
გასაფართოვებლად. მათ ასეთი რამ ყველა შემთხვევაში სურთ.” ბიუჯეტის შემდგენელი
დაეთანხმა: “რა თქმა უნდა, უბედური შემთხვევები სამწუხაროა, მაგრამ, როდესაც ისინი
ხდება, უფრო მეტ ფულს იღებ მოწყობილობებისათვის. წინადადებები ზოგადი
დანიშნულების ავიაციის შესაზღუდად აქამდეც განიხილებოდა და უარიყოფოდა, არა
არსებითად, არამედ მათდამი შეწინააღმდეგების შიშის გამო. შემდეგ ეს საკითხები ისევ
წამოიჭრა, რადგან უბედურმა შემთხვევამ გააღო პატარა ფანჯარა, რომელშიც, როგორც
მომხრეებმა ჩათვალეს, შეიძლებოდა რაიმეს გაკეთება.”

ზოგჯერ სიჩქარე, რომ ვინმეს საკუთარი ინტერესები წამოეგოს პრობლემას, ან არსებული


მომენტის პოლიტიკურ მოვლენას, ცოტათი მეტისმეტი ხდება. მაგალითად, გარემოს
დაცვის მოქმედების ზენიტში ყოფნის დროს ავტომაგისტრალის ინტერესები
იბომბებოდა იმ არგუმენტებით, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობა და
ავტომობილების გამოყენების წახალისება გარემოს დაცვის თვალსაზრისით მცდარი
იქნებოდა. იმის ცდაში, რომ ავტომაგისტრალები გარემოს დაცვის საზრუნავთან
შეთავსებადი გაეხადა, ავტომაგისტრალის ადმინისტრაცია სწავლობდა გარემოს დაცვის
განსხავებულ საკითხებს. ბიუროკრატი იწყებს ქმედებას:

“მათ დაასაქმეს საკუთარი ხალხი და დიდი კვლევა ჩაატარეს, რათა გამოეანგარიშებინათ,


თუ რამხელა პრობლემა იქნებოდა ცხენისა და ვირის ფუნისაგან, ჩვენ რომ არ
გამოგვეგონებინა მანქანა. ეს იმ დროს იყო, როდესაც ყველა გარემოს დაცვის შესახებ
ყვიროდა. ამგვარად, მათ სურდათ ისეთი არგუმენტის მოფიქრება, რომ სინამდვილეში
ავტომანქანა დაეხმარა დაბინძურების პრობლემას, რადგანაც მის გარეშე მთელს ქვეყანას
მოედებოდა ფუნის ორი ფუტის სისქის ფენა.“

როდესაც ხელსაყრელი შემთხვევები გამოჩნდება, მონაწილეებს განსჯაზე გამოაქვთ


თავისი პრობლემები, იმ იმედით, რომ გადაწყვეტილების მიმღებნი გადაჭრიან მათ, და
ასევე გამოაქვთ თავისი წინადადებები, იმის იმედით, რომ მათ მიიღებენ. მაგალითად,
წლების განმავლობაში კარტერის მიერ წინწამოწეულ ენერგეტიკის ინიციატივებს შორის,
იყო წინადადებები, რომ ნედლ ნავთობზე დაეწესებინათ მეტისმეტად მაღალი
გადასახადები, იმის იმედით, რომ წაეხალისებინათ შენახვა და კონტროლისგან
განთავისუფლების სანაცვლოდ ენერგეტიკული კომპანიებისგან აეკრიფათ
გადასახადები გაუთვალისწინებელი შემოსავლებზე. სატრანსპორტო აქტორებს ორივე
შეთავაზება შემოსავლების “ოქროს ფსკერს” ჰპირდებოდა. შეთავაზებული იყო
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინიციატივები, რათა აეშენებინათ და აემოქმედებინათ
ტრადიციული და არატრადიციული სისტემები ქალაქში სამსახურისათვის
სამოგზაუროდ. ავტომაგისტრალით დაინტერესებული პირები საუბრობდნენ
“ქვანახშირის გზების” აშენებაზე, ქვანახშირის გადასაზიდად, რომელზე დაყრდნობასაც
ადმინისტრაცია უფრო და უფრო მეტად ვარაუდობდა. რკინიგზებიც საუბრობდნენ
სუბსიდიებზე ქვანახშირის გადასაზიდად. სატრანსპორტო მშენებლობების პროექტების
დიდი რაოდენობა შეიძლებოდა დაფინანსებულიყო: აეროპორტები, დამბები და
ნავსადგურები, ავტომაგისტრალები, სარკინიგზო გზის საფარი, ხიდები, მიწისქვეშა
გზები. ერთმა ლობისტმა შენიშნა, “როგორც ჩანს, ეს არის ტრანსპორტის დაფინანსების
პრობლემების გადაჭრა, და ეს უფრო ადვილი გზაა, ვიდრე ტრესტ-ფონდებისათვის
(ერთიანი ფონდებისათვის) ბრძოლა. მოქმედებათა ვნებათა-ღელვის დროს
ტრანსპორტირების დაფინანსების ახალი წყაროების მნიშვნელოვანი, თვალშისაცემი
მოხსენიება მკვეთრად გაიზარდა 10 პროცენტიდან ჩემს 1978 წლის ინტერვიუებში 44
პროცენტამდე 1979 წელს.
მოვლენების მსგავს თანმიმდევრობას ჰქონდა ადგილი, როდესაც ნიქსონის
ადმინისტრაციამ გამოიტანა შეთავაზება ჯანმთელობის შენარჩუნების ორგანიზაციის
კანონმდებლობის შესახებ ადრეულ 1970იან წლებში. როდესაც ამ შეთავაზებამ მიაღწია
კონგრესამდე, ლიბერალებმა მასში დაინახეს იმის შანსი, რომ დაემატებინათ მრავალი
ისეთი მდგომარეობა, რაც თავდაპირველად არ იყო კანონმდებლობაში. როდესაც
კანონმდებლობა გამოვიდა კონგრესიდან, იმისათვის, რომ კვალიფიციური გამხდარიყო
ფედერალურის სტატუსისა და მხარდაჭერისათვის, ჯანმრთელობის შენარჩუნების
ორგანიზაციას მოსთხოვეს, შეეთავაზებინა სარგებლის უფრო მდიდარი პაკეტი, ვიდრე
ამას ადმინისტრაციული კანონპროექტი ფარავდა, სტომატოლოგიის და ალკოჰოლის
მკურნალობის ჩათვლით; ჯანმრთელობის შენარჩუნების ორგანიზაციას ასევე ნებართვა
უნდა მიეცა ღია რეგისტრაციისათვის და დაეფუძნებინა წევრობა მთლიან
საზოგადოებებზე, და არა ცალკე შერჩეულ ჯგუფებზე. ამ განსხვავებული
მდგომარეობების დამსახურებებზე კამათი ბოლოს შეიძლეობოდა, მაგრამ, ბევრი ჩემი
რესპონდენტის მიხედვით, საბოლოო შედეგი იყო ჯანმრთელობის შენარჩუნების
ორგანიზაციის დატვირთვა მთელი რიგი შეუძლებელი მოთხოვნებით, რამაც
გაცილებით უფრო რთული გახადა ამ პროგრამის ადგილიდან დაძვრა.

თუკი დავფიქრდებით, ასეთი გადატვირთვის მოხდენა გარდაუვალი ჩანს. გადაჭრის


უფრო მეტი გზა არის ხელმისაწვდომი, ვიდრე ფანჯრები, რომლებსაც ისინი მოერგება.
ასე რომ, როდესაც ფანჯარა იღება, გადაწყვეტილებები აწყდება მას. ამას გარდა,
სტრატეგები ზოგჯერ გამიზნულად გადატვირთავენ ხოლმე დღის წესრიგს, რათა
ჩაშალონ ყოველგვარი ქმედება. თუკი მათ სურთ მოქმედების თავიდან აცილება
რომელიმე განსაკუთრებულ საკითხზე, ისინი მრავალ სხვა საკითხსაც ტვირთავენ, რათა
თავად გაიმარჯვონ.

რა ხდება, როდესაც პრობლემებისა და ალტერნატივების ასეთი წარმოუდგენელი


სიმრავლე გროვდება განხილვებში? ერთი შესაძლებლობა სულაც არ არის უჩვეულო, –
რომ საკითხების მთელი სირთულე ეცემა თავისი სიმძიმის ქვეშ. მონაწილეთა
უმრავლესობა მიდის დასკვნამდე, რომ საკითხი მეტისმეტად რთულია, პრობლემა
მეტისმეტად ბევრია, და ალტერნატივების გროვა – მეტისმეტად დიდი. ყურადღება
გადაინაცვლებს სხვა, უფრო ადვილად სამართავ საკითხებზე. თუმცა, თუკი მათ აქვთ
სურვილი, რომ ამ საკითხებში ჩადონ მნიშვნელოვანი რესურსები, მაშინ რამდენიმე
ალტერნატივა არის შესაძლებელი. ზოგჯერ, უზარმაზარი ინვესტიცია ჭრის
პრობლემების უმეტეს ნაწილს, ან ყველა პრობლემას და ეს უკუაგდებს ალტერნატივების
უმეტესობას, ან ყველა მათგანს. უფრო მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი პრობლემა და
ალტერნატივა თავს დაანებებს ხელთ არსებულ კონკრეტულ არჩევანს, და უკან
დატოვებს ისეთი საკითხების რიგს, რისი მოგვარებაც შესაძლებელია. ისინი, რომელთა
გადაჭრაც შესაძლებელია რესურსების დიდი ინვესტიციის გარეშე, საკმაოდ ადვილად
მუშავდება. დანარჩნებისათვის, პრობლემები გადაიჭრება და გადაწყვეტილებები
მიიღება იმ საშუალების შემდეგ, რაც, პროცესების შესაბამისად, დღეისათვის ცნობილია
გადაწყვეტილების მიღების შესახებ დაწერილ ლიტერატურაში. ეს საშუალებებია:
მოლაპარაკებების წარმოება, უმრავლესობის კოალიციის შექმნა და კონსენსუსის მიღწევა.
იმის გაგების გასაღები, თუ რომელი შედეგი მიიღება, არის რესურსების გადაცემის
ხარისხი. რაც მეტი რესურსის ჩადებისთვის არიან მზად მონაწილეები, მით მეტი
პრობლემის გადაჭრა არის შესაძლებელი და მით მეტი ალტერნატივა შეიძლება
განხორცილდეს.

რესურსების ჩადების ზემოქმედების ილუსტრირება მშვენივრად შეიძლება რკინიგზის


ავარიის შედეგად ვაგონი-ცისტერნებიდან საშიში ქიმიკატების გადმოღვრის
შემთხვევით. 1977-78 წლებში ასეთი უბედური შემთხვევების დიდი რაოდენობა მოხდა,
მათგან ყველაზე აღსანიშნავი იყო ვეივერლიში, ტენესის შტატი. ამ უბედურმა
შემთხვევებმა გააღეს ფანჯარა, და გადაწყვეტილებების საკმაოდ ფართო ნაირსახეობის
მომხრეებმა მიაშურეს მას განხორციელებისათვის. ზოგიერთი, ტენესის გუბერნატორის
ჩათვლით, მოითხოვდა რკინიგზის საფარის ნაციონალიზაციას; სხვები მოითხოვდნენ
რკინიგზის საფარის ნაკლებ ამბიციურ შეკეთებას, რათა თავიდან აეცილებინათ
რელსებიდან გადასვლა. რატომ ვერ შეძლო ამ ავარიებმა ხელსაყრელი შემთხვევის შექმნა
ისეთი ფართო პროგრამების განხორციელებისათვის, როგორიც იყო რკინიგზის საფარის
რეაბილიტაცია ან თუნდაც ნაციონალიზაცია? პასუხი ის არის, რომ იმავე დროს
განიხილებოდა ნაკლებ ძვირადღირებული ალტერნატივა: თავად ვაგონი-ცისტერნების
შესახებ მსჯელობა. მთავრობას შეეძლო მოეთხოვა ქიმიური და სანავთობო
კომპანიებისათვის, რათა მათ ვაგონი-ცისტერნები ნაკლებად დაზიანებადი
გაეკეთებინათ. ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებდა ფინანსური რესურსების იმ
ინვესტიციას, რაც საჭირო იქნებოდა რკინიგზის საფარის შეკეთებისათვის, და ასევე
გვერდს აუვლიდა გარდაუვალ ოპოზიციას ნაციონალიზაციისა და რკინიგიზის
“ბარონების” დახმარების წინააღმდეგ. განსხვავებული პირობების შემთხვევაში, –
მაგალითად, თუკი იარსებებდა ნაციონალიზაციისადმი დამოკიდებულების
შემარბილებელი ფაქტორი, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა, რომ ვეივერლის უბედური
შემთხვევა გამხდარიყო ფანჯარა რკინიგზის საფარის გაუმჯობესების ან
ნაციონალიზაციისათვის.

თუმცა, შედეგები საკმაოდ გაუთვალისწინებელი აღმოჩნდა. ადმინისტრაციას შემოაქვს


კანონპროექტი, შემდეგ კი მას არ შესწევს უნარი გააკონტროლოს შემდგომი მოვლენები
და წინასწარ განსაზღვროს შედეგი. გადაწყვეტილებები უკავშირდება პრობლემებს, იმის
მიუხედავადაც, რომ თავად პრობლემებს, შესაძლოა, სულაც არ უკარნახია ის
კონკრეტული გადაწყვეტილებები. ამგვარად, შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევა
იწვევს კანონმდებლობას არა მხოლოდ საბადოების უსაფრთხოებისათვის, არამედ ასევე
მეშახტეთა ფილტვების დაავადებისათვისაც . რკინიგზაზე მომხდარი ავარიის შედეგად
მიმართავენ მარეგულირებელ რეფორმას, იმის მიუხედავადაც, რომ რეგულაციების
კლიმატს შეიძლება არანაირი ხარისხით არ შეუწყვია ხელი რკინიგზების ფინანსური
მდგომარეობისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ შედეგი დამოკიდებულია განხილული
პრობლემებისა და წინადადებების ნარევზე, აუცილებლად უნდა მოხდეს რაიმე
შემთხვევითობა, რაზე დაყრდნობითაც, მონაწილეები ხედავენ, თუ რა ალტერნატივები
არის ხელმისაწვდომი, და ასევე იმასაც, თუ რა იპყრობს ხალხის ყურადღებას.

ეს არაპროგნოზირებადობა და მოვლენების კონტროლის შეუძლებლობა, მას შემდეგ, რაც


კი ისინი დაძრულია ადგილიდან, ქმნის დილემას პროცესში მყოფი მონაწილეებისათვის.
რადგანაც მათ გააჩნიათ საკუთარი ნება-სურვილი ფანჯრის გაღებასთან დაკავშირებით,
მათ ამის გამოაშკარავებმდე უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, ხომ არ რისკავენ, რომ
აამოქმედებენ მოვლენების ისეთ უმართავ ჯაჭვს, რომელმაც შეიძლება მათთვის
არასასურველი შედეგი იქონიოს. მაგალითად, ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს, ხომ
არ წარმოშობს მოცემული წინადადების გატანა ისეთი კანონმდებლობის შექმნას
კონგრესისგან, რომელიც არ იქნება მათი თავდაპირველი ჩანაფიქრის მსგავსი; ან, ხომ არ
შეიძლება ისე მოხდეს, რომ კონგრესი არ შექმნის არანაირ კანონმდებლობას, და კამათის
შედეგად დატოვებს ქაოსის განზოგადებულ სურათს, რომელიც ცუდად აისახება
ადმინისტრაციაზე. საკანონმდებლო შეთავაზების წარდგენა იქცევა ხოლმე სანაგვე
ყუთად, რომელშიც შეიძლება ჩაიყაროს მოდიფიკაციები, ცვლილებები, სრულიად ახალი
მიმართულებები, და აგრეთვე გარე საკითხები, სანამ კანონპროექტი გადის თავის გზას
საკანონმდებლო პროცესის დროს. როგორც კი დგინდება დღის წესრიგი, პროცესზე
კონტროლი იკარგება. სალაპარაკო ენაზე ასეთ ფენომენს ეძახიან “პანდორას ყუთის
გაღებას,” “მატარებლის ლიანდაგებიდან გადასვლას,” და “მატლებით სავსე ქილის
გახსნას.” ზოგჯერ მონაწილეები ამჯობინებენ საერთოდ არ გააღონ ფანჯარა, ვიდრე
გარისკონ, და ისეთი შედეგი მიიღონ, რომელიც სტატუს-კვო-ზე უარესი იქნება.

დაკავშირების ზოგადი მნიშვნელობა

თავად პრობლემებს ან პოლიტიკას შეუძლია შექმნას სამთავრობი დღის წესრიგი. მაგრამ


გადაწყვეტილების დღის წესრიგზე საკითხის წინ წაწევის შესაძლებლობა დრამატულად
იზრდება თუკი სამივე ნაკადი – პრობლემები, პოლიტიკური კურსები და პოლიტიკა –
ერთიანდება. მაგალითად, ალტერნატივა, რომელიც პოლიტიკური კურსის ნაკადში
მიცურავს უკავშირდება ან მნიშვნელოვან პრობლემას, ან პოლიტიკური ნაკადის
მოვლენებს, იმისათვის, რომ სერიოზულად იყოს განხილული უფრო ფართო
კონტექსტში, ვიდრე ეს სპეციალისტების საზოგადოებაა. თუკი ალტერნატივა
დაუკავშირდა პრობლემას, როგორც მის გადაწყვეტას, მაშინ ეს კომბინაცია ასევე ეძებს
მხარდაჭერას პოლიტიკის ნაკადში. ამის მსგავსად, თუკი ალტერნატივით სარგებლობენ
პოლიტიკოსები, მაშინ ის გამართლებულია, როგორც რეალური პრობლემის გადაჭრის
გზა. ნაკადებიდან არც ერთი არ არის საკმარისი თავისთავად, იმისათვის რომ საკითხი
მყარად მოათავსოს გადაწყვეტილების დღის წესრიგზე.

თუკი სამი ელემენტიდან ერთი აკლია – თუკი გადაწყვეტილება არ არის


ხელმისაწვდომი, პრობლემის ნახვა შეუძლებელია, ან ის არასაკმარისად
დამაინტრიგებელია, ან თუკი პოლიტიკური ნაკადიდან არ მოდის მხარდაჭერა – მაშინ
გადაწყვეტილების დღის წესრიგზე ამ საკითხის ადგილი ჩაივლის. ფანჯარა შეიძლება
ღია იყოს მცირე დროის განმავლობაში, მაგრამ თუკი დაკავშირება სწრაფად არ მოხდა,
ფანჯარა იხურება. საკითხმა შეიძლება მკვეთრად წამოიწიოს დღის წესრიგში, და დარჩეს
იქ ხანმოკლე დროის განმავლობაში. მაგალითად, პრეზიდენტმა შეიძლება მაღალი
პრიორიტეტი დააწესოს მასზე, ან ფანჯარა შეიძლება გააღოს ფოკუსირების მომხდენმა
ისეთმა მოვლენამ, როგორიც ავიაკატასტროფაა. მაგრამ თუკი საკითხს არ შეუერთდა
სამი ნაკადი, მაშინ მოსალოდნელია, რომ ის მალევე მოეფარება თვალს. რადგანაც მას არ
შეუძლია გადაადგილდეს სამთავრობო დღის წესრიგის სტატუსიდან გადაწყვეტილების
დღის წესრიგზე, ყურადღება გადაინაცვლებს სხვა საკითხებზე.

მაგალითად, თუკი პოლიტიკური კურსის ნაკადში არ წარმოიშობა არც ერთი


ხელმისაწვდომი ალტერნატივა, საკითხი ან თვალს ეფარება, ან არასოდეს წამოიწევს
პირველ ადგილზე. ხანგრძლივ-ვადიანი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში როგორც
პრობლემების, ისე პოლიტიკის ნაკადები მყარად იკავებს თავის ადგილს. მოსახლოების
ამჟამინდელი და მომავალი დაბერება სახავს პრობლემას, რომელიც გადაუდებელი
გახდება, “რუხმა ლობიმ” საკმარისი პოლიტიკური კუნთი გამოაჩინა, რომ შეექმნა
მრავალი ისეთი სტიმული, რაც დააინტერესებდა პოლიტიკოსებს. მაგრამ მომხრეებს არ
შეუმუშავებიათ ალტერნატივები, რომლებიც იქნებოდა ხელმისაწვდომი და
გაითვალისწინებდა იმ საშუალებებს, რითიც პაციენტებს მიუსადაგებდნენ შესაფერის
დაწესებულებას, ან სხვა სახის ზრუნვას. როგორც ერთმა რესპონდენტმა თქვა, “ყველა
პრობლემას არ გააჩნია გადაჭრის კარგი გზა. ხანგრძლივი დახმარების შემთხვევაში,
პირველად, როგორც კი ვინმე გამოჩნდება სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტილებით, ის
სულ მალევე გახდება ერთ-ერთი მოწინავე საკითხი.“ მსგავსი არგუმენტი შეიძლებოდა
გაკეთებულიყო ისეთი შეთნახმებული გადაწყვეტილების ნაკლებობის შესახებ,
რომელიც იმუშავებდა და რომელიც არ იქნებოდა მეტისმეტად ძვირადღირებული,
როდესაც საქმე ეხებოდა მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
მართლაც, ჩემს რაოდენობრივ ინდიკატორებში, რომლებიც აერთიანებენ ოთხი წლის
ჯანდაცვის ინტერვიუებს, გრძელვადიანი დახმარების ცვლადი არ გაზრდილა 13
პროცენტს ზევით ჩემი რესპოდენტების მსჯელობებში, როგორც მნიშვნელოვანი
პრობლემა, და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცვლადი არ გაზრდილა 5 პროცენტის ზევით.

მეორე მხრივ, თუკი ალტერნატივის პოვნა ხერხდება, მაშინ საკითხი ნამდვილად


იხსნება. მაგალითად, შტატთაშორისი ავტოსტრადების სისტემის მშენებლობა
შეჩერებული იყო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფინანსების უფლების შესახებ
არსებული უთანხმოების გამო. 1950იანი წლების განმავლობაში, როდესაც კლეის
კომისია მხარს უჭერდა საწვავზე ისეთი გადასახადების დაწესებას, რომელიც
შემოსავლის მიღებისდა მიხედვით იქნებოდა გადახდილი პროექტის შემუშავება
სწრაფად განვითარდა და მშენებლობა დაიწყო. სამი ნაკადის გაერთიანება მოხდა:
საცობების პრობლემა აშკარა იყო, მრავალი პოლიტიკური მიზეზი არსებობდა ამ
პროექტის განსახორციელებლად, და მისაღები ალტერნატივაც გამოჩნდა.

დღის წესრიგში პირველ ადგილებზე განთავსებას ერთი ფაქტორისაგან შემდგარი


ძალიან ცოტა ახსნა თუ მოეპოვება. ზოგადად, საკითხის წინ წამოწევის მიზეზი დროის
მოცემულ მონაკვეთში რამდენიმე ფაქტორის ერთობლივი მოქმედების, და არა ცალკე
აღებული ერთ-ერთი მათგანის მოქმედების შედეგად ხდება. როდესაც მე ვეკითხებოდი
რესპონდეტებს, თუ რატომ გახდა მოცემული საკითხი ასეთი აქტუალური, ისინი,
როგორც წესი, მპასუხობდნენ, რომ ეს იყო უფრო მეტად ელემენტებს შორის
ურთიერთქმედების შედეგი, და არ განიხილავდნენ არც ცალკეულ ფაქტორებს, და არც
რამდენიმე ცალკეული ფაქტორის შეერთებას. ეს ამ ფაქტორების ერთობლივი ეფექტი
იყო ასეთი ძლევამოსილი. ქვევით მოყვანილია რამდენიმე ფრაზა ამ იდეის შესახებ:

რამდენიმე საკითხი გაერთიანდა ერთსა და იმავე დროს.


ნაკადების შეერთება მოხდა.
ეს იყო საკითხების კომბინაცია.
ფაქტორების ნაკრები აირია ერთმანეთში.
ეს ნარევი იყო.
ზოგადად, ერთი ფაქტორი არ დომინირებს სხვებზე და არც წინ არ უსწრებს მათ.
თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი ცხოვრება და საკუთარი დინამიკა. დღის
წესრიგის ცვლილების გაგების გასაღები სწორედ ამ ნაკადების კომბინაცია, და მათი
განცალკევებული განვითარებაა.

პოლიტიკური კურსის მეწარმეები

და რა აერთიებს ნაკადებს? მხედველობაში მიიღეთ უკვე კარგად ცნობილი ნაცნობები –


პოლიტიკური კურსის მეწარმეები. იმ თავებში, სადაც საუბარი იყო პრობლემებსა და
პოლიტიკური კურსის თავდაპირველ ‘წვნიანზე”, ჩვენ მეწარმეები აღვწერეთ, როგორც
მომხრეები, რომლებიც მზად არიან ჩადონ თავისი რესურსები – დრო, ენერგია,
რეპუტაცია, ფული – იმისათვის, რომ წინ წასწიონ პოზიცია მომავალში მოსალოდნელი
სარგებლის სანაცვლოდ, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მატერიალური, მიზნობრივი ან
სოლიდარული სარგებლის სახით. ჩვენ ვიმსჯელეთ იმ სტიმულებზე, რაც უბიძგებს
მათ, რომ აქტიურები იყვნენ, და ასევე მათ აქტიურობაზე კრიტიკულ შემარბილებელ
პროცესში, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს დღის წესრიგში მაღალ სტატუსს ან
განხორციელებას.

მეწარმეების ნახვა მრავალ ადგილას შეიძლება. არც ერთ ფორმალურ თანამდებობას ან


თუნდაც არაფორმალურ ადგილს პოლიტიკურ სისტემაში არ გააჩნია მონოპოლია მათზე.
ერთი საკვლევი შემთხვევისათვის მთავარი მეწარმე შეიძლება იყოს კაბინეტის მდივანი;
მეორესთვის – სენატორი, ან წარმომადგენელთა პალატის წევრი; სხებისათვის –
ლობისტი, პროფესორი, იურისტი ვაშინგტონიდან, ან კარიერის მქონე ბიუროკრატი.
მრავალ ადამიანს გააჩნია რაიმე სახის მნიშვნელოვანი რესურსი, და ამ წიგნის მე-2 და მე-
3 თავები თითოეულის რესურსებს აღწერდა. მეწარმეების განლაგებას მაინც თითქმის არ
აქვს მნიშვნელობა მათი საქმიანობებისა ან მათი წარმატების გასაგებად. ერთმა
გამოცდილმა მუშაკმა ადმინისტრაციებს შორის განსხვავებების აღწერისას თქვა, რომ
მისი დეპარტამენტის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორები დროდადრო ადგილს
ინაცვლებდნენ ხოლმე; სხვადასხვა დროს ხან მინისტრის დამხმარე, ხან
კანონმდებლობის მდივნის ასისტენტი, ხანაც დაგეგმვისა და შეფასების უფროსი
ხდებოდნენ მნიშვნელოვანი. როგორც მან შეაჯამა, “მე არ ვარ დარწმუნებული, რომ
პიროვნების თანამდებობა ძალიან დიდ განსხვავებას ქმნის. შენ ძალიან ბევრის გაკეთება
შეგიძლია ფორმალური სტრუქტურის გარეთ. ეს პირდაპირ განსაცვიფრებელია.”

საკვლევი შემთხვევების შესწავლისას თითქმის ყოველთვის შეიძლება ზუსტად


მიუთითო იმ კონკრეტულ ადამიანზე, ან მაქსიმუმ რამდენიმე ადამიანზე, ვინც
ცენტრალური ფიგურა იყო საკითხის დღის წესრიგში დაწინაურებისა და მისი
განხორციელების მდგომარეობაში გადაყვანის დროს. და მართლაც, ჩვენს 23
შემთხვევაში, ჩვენ 15-ში აღვნიშნეთ პოლიტიკის მეწარმეები, როგორც ძალიან ან მეტ-
ნაკლებად მნიშვნელოვანი აქტორები. და მხოლოდ 3 შემთხვევაში მივიჩნიეთ ისინი
უმნიშვნელოდ. მათთვის, ვინც დაახლოებით იცნობს გასული ათწლეულის
განმავლობაში არსებულ მოვლენებს ჯანდაცვასა და ტრანსპორტში, ამ ადამიანების
ჩამონათვალიც კარგად ნაცნობი იქნება. მაგალითისათვის ეს რამდენიმეც საკმარისი
უნდა იყოს:

• პოლ ელვუდი, ინტერსტადის უფროსი, ჯანდაცვის შენარჩუნების ორგანიზაციის


პრომოუტერი.

• აბე ბერგმანი, ფიზიკოსი სიეტლიდან, რომელმაც დაარწმუნა სენატორი უორენ


მაგნუსონი ჯანდაცვის სერვისის სამსახურის, გარეგნულად ჯანსაღი ბავშვის უეცარი
გარდაცვალების სინდრომის კვლევის დაფინანსების და ადვილად აალებადი
ბავშვების ღამის პერანგების დასარეგულირებელი კანონმდებლობის ღირსებებში.

• რალფ ნედერი, მომხმარებლების უფლებების დამცველი, რომლემაც თავისი კარიერა


ავტომობილების უსაფრთხოების საკითხით დაიწყო.
• სენატორი პიტ დომენიჩი, რომელიც 1977-78 წწ-ში მოითხოვდა წყლის გზის
მომხმარებლებისგან საფასურის აკრეფის, რისი ერთ-ერთი ვერსიაც საბოლოო ჯამში
განხორციელდა კიდეც.

• ალფრედ კანი, ეკონომისტი, რომელიც გახდა საჯარო ავიაციის საბჭოს მეთაური


კარტერის ადმინისტრაციაში, და რომელმაც გამოიყენა ეს თანამდებობა
ავიახაზებისათვის დერეგულაციის სტრატეგიის განსახორციელებლად და ასევე
კანონმდებლობის გასატანად.

არც ერთ ამ შემთხვევაში ცალკეული პიროვნება არ ყოფილა პასუხისმგებელი დღის


წესრიგში საკითხის მაღალი სტატუსის გამო, როგორც ეს ჩვენს მიერ მრავალმხრივი
წყაროების განხილვამ გამოავლინა. მაგრამ ამასთან, დამკვირვებლების უმეტესობა
საჯარო პოლიტიკის ამ მეწარმეებს მოქმედებების ცენტრალურ ფიგურებად მიიჩნევდა.

მეწარმეების თვისებები

რა თვისებები უწყობს ხელს საჯარო პოლიტიკის გამტარებლების წარმატებას?


რესპონდენტების დაკვირვებებიდან ძირითადი აზრი რომ გამოვიტანოთ, ეს თვისებები
სამ კატეგორიად იყოფა. პირველ რიგში, პიროვნება ამა თუ იმ სახით მოითხოვს, რომ მას
მოუსმინონ. გარშემო შესაძლოა ურიცხვი ადამიანი იყოს, ვისაც სურს, რომ მათ
მოუსმინონ. მაგრამ ამ ადამიანებიდან სინამდვილეში მხოლოდ იმათ მოუსმენენ, ვინც
ამაზე თავის კანონიერ უფლებას აცხადებს. ამ უფლებას ერთი წყარო აქვს სამიდან:
საქმიანი გამოცდილება; სხვების ნაცვლად საუბრის უნარი, როგორც ძალაუფლების
მქონე ინტერესის ჯგუფის ლიდერის შემთხვევაში; ან ავტორიტეტული
გადაწყვეტილების მიმღების პოზიცია, როგორც პრეზიდენტობა ან კონგრესის
კომიტეტის თავმჯდომარეობაა.

მეორე, პიროვნება ცნობილია მისი პოლიტიკური კავშირების ან მოლაპარაკებების


უნარის გამო. მაგალითად, რესპონდენტები ხშირად ახსენებდნენ ისეთ ადამიანებს,
როგორიცაა უილბურ კოუენი (სოციალური უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის დაზღვევის
გამოჩენილი სპეციალისტი, და ჯანდაცვის, განათლებისა და კეთილდღეობის
დეპარტამენტის ყოფილი მდივანი), როგორც პიროვნებას, რომელიც თავის თავში
აერთიანებდა ტექნიკულ გამოცდილებასა და პოლიტიკურ საზრიანობას, და ამ
კომბინაციამ გაცილებით უფრო მეტი გავლენა მოახდინა, ვიდრე ცალკე აღებული
რომელიმე ეს თვისება მოახერხებდა.

მესამე, და, როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანი, წარმატებული საქმოსნები


შეუპოვრობით გამოირჩევიან. მრავალ პოტენციურად გავლენიან ადამიანს შესაძლოა
გააჩნდეს საქმიანი გამოცდილება და პოლიტიკური უნარი, მაგრამ ნამდვილი სიმტკიცე
ამ ყველაფერს გადაფარავს. ამ ადამიანების უმეტესობა დროის დიდ ნაწილს ატარებს
გამოსვლების კეთებაში, მოხსნებების დოკუმენტების წერაში, მნიშვნელოვანი
ადამიანებისთვის წერილების მიწერაში, კანონპროექტების პირველი სამუშაო სახის
შექმნაში, საკონგრესო კომიტეტებისა და კომისიების აღმასრულებელი შტოების წინაშე
ჩვენებების მიცემაში, და სადილში. ამ ყოველივეს მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ
გაიტანონ საკუთარი იდეები ნებისმიერი საშუალებითა და ფორუმით, რაც კი ხელს
შეუწყობს საქმის წინ წაწევას. ერთმა ინფორმატორმა თქვა ერთ ასეთ გამოჩენილ
საქმოსანზე, “მას შეეძლო ძაღლი გამოეყვანა ხორცით სავსე ვაგონისგან.” მეორემ მთელი
თეორია ჩამოაყალიბა იმის შესახებ, რომ იყვნენ ძლიერი და სუსტი სენატორები, და
ძლიერი და სუსტი პერსონალი. კითხვაზე, თუ რა განაპირობებდა სიძლიერეს, მან
უპასუხა: “ძლიერი სენატორი ისაა, რომელიც სწორედ იქაა, სადაც საჭიროა. მას აქვს
სურვილი, რომ იყოს შეხვედრაზე. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ სენატორები ისე იშვიათად
ჩნდებიან, რომ მნიშვნელოვანია ის სენატორი, რომელიც ჩანს. და ძლიერი პერსონალი
ისაა, რომელსაც შეუძლია, სენატორი მიიყვანოს შეხვედრამდე.” მხოლოდ სიჯიუტეს არ
მოაქვს გამარჯვება, მაგრამ სხვა თვისებებთან ერთად მას განმაიარაღებელი მნიშვნელობა
აქვს. პოლიტიკის საქმიანობის ჩვენი კონცეფციის თვალსაზრისით, შეუპოვრობა
გულისხმობს ვინმეს მიერ დიდი და ზოგჯერ გამორჩეული რაოდენობის რესურსების
ინვესტირების სურვილს.

საჯარო პოლიტიკის მწარმოებლები და დაჯგუფება

წარმატებული პოლიტიკის საქმოსნის თვისებები სასარგებლოა სისტემის შერბილების


პროცესში, რაც აღწერილ იქნა თავში პოლიტიკის ნაკადის შესახებ. მაგრამ მწარმოებლები
უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე ეს წინადადებებისა ან პრობლემების მათეული
კონცეფციების მუდმივი წინ წაწევაა. ისინი ასევე სხედან და ელოდებიან, თუ როდის
გაიღება ფანჯარა. იმ პროცესში როდესაც ისინი “ახტებიან” თავის ხელსაყრელ
შემთხვევას, ისინი ცენტრალურ როლს თამაშობენ ფანჯარაში ნაკადების დაჯგუფების
დროს. როგორც ამ თავის დასაწყისში სერფინგისტების შესახებ მაგალითში ვაჩვენეთ,
პოლიტიკის საქმოსნები მზად არიან რომ გაცურონ, და მათი მზადყოფნა, შეერთებული
ტალღაზე გაცურვის მათ უნართან ერთად, და მათ კონტროლს გარეთ არსებული
ძალების გამოყენება ხელს უწყობს წარმატებას.

თუმცა, პირველ რიგში, ისინი მზად უნდა იყვნენ. კოსმოსის ფანჯრების წინასწარ
განსაზღვრა თავისუფლად შეიძლება, მაშინ როდესაც პოლიტიკის ფანჯრების – არა.
ამგვარად, პოლიტიკის საქმოსნებმა უნდა განავითარონ მათი საკუთარი იდეები,
ექსპერტიზა და შეთავაზებები უფრო დიდი ხნით ადრე, ვიდრე გაიღება ფანჯარა. საქმის
ასეთი ადრეული განხილვისა და შერბილების გარეშე მათ არ შეუძლიათ წარმატებულად
გამოიყენონ ფანჯარა, როდესაც ის გაიღება. ერთმა ბიუროკრატმა, იცავდა რა
სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ზოგავენ ერენგიას და ემხრობოდა ჯარიმის
დაწესებას ისეთ საშუალებებზე, რომლებიც ენერგიას არ ზოგავდა, შენიშნა ასეთი
მოლოდინის მნიშვნელობა: “მე ვფიქრობ, რომ სადღაც მთავრობაში, უკანა ოთახში უნდა
იყოს პატარა ჯგუფი, რომელიც სწორედ ახლა შეადგენს გეგმებს, თუ როგორ გაართვას
თავი არაბული ნავთობის მომავალ ემბარგოს. შენ უნდა შეგეძლოს რომ შენთვის
სასარგებლოდ გამოიყენო მსგავსი მომენტები. ისეთი რაღაც, რაც არაბული ნავთობის
ემბარგოა, მეტისმეტად ხშირად არ ხდება, და შენ მზად უნდა იყო ცვლილებების
შეთავაზებისათვის იმ მომენტში, როდესაც ეს შემთხვევა გამოჩნდება.” წინადადებების
განვითარების ლოდინი, სანამ ფანჯარა გაიღება, შესაძლოა მეტისმეტად ხანგრძლივი
აღმოჩნდეს.

პოლიტიკის საქმოსანი, რომელიც მზად არის, გაყვება ყველაფერს, რაც კი ჩამოივლის.


ნებისმიერი კრიზისი მიიჩნევა, როგორც ხელსაყრელი შესაძლებლობა. როგორც ამ თავის
დასაწყისში წარმოდგენილი ციტირება მიუთითებს, რკინიგზის დერეგულაციის
მომხრეებმა ისარგებლეს პენ სენტრალის დაშლით იმისათვის, რომ შეეტანათ
დერეგულაციის მისხალი იმ პაკეტში, რომელიც საბოლოო ჯამში გავიდა. ახალი
ადმინისტრაცია მოდის ხელისუფლებაში, სავარაუდოდ, ნაციონალური განწყობით, და
პოლიტიკის საქმოსნები ცდილობენ რომ საკუთარი წინადადებები გახადონ
ადმინისტრაციის პროგრამის ნაწილი. პრობლემა მნიშვნელოვანი ადამიანების
ყურადრებას იპყრობს, და მონაწილეები არგებენ მას საკუთარ წინადადებებს, იმის
მტკიცებით, რომ ეს წინადადებები წარმოადგენს პრობლემის მოგვარების გზას, იმის
მიუხედავადაც, რომ ამ წინადადებების თავდაპირველ არგუმენტაციას არავითარი შეხება
არ ჰქონდა ამ ახალ პრობლემასთან. ერთმა ადამიანმა, რომელსაც სჯეროდა ჯანდაცვაში
არნახულად მაღალი ტექნოლოგიების საფრთხეებისა, აღწერა განაკუთრებულად
მოხერხებული საშუალება, თუ როგორ ისარგებლა ახალი საზოგადო შეშფოთებით ფასის
პრობლემის თაობაზე:

ფასს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ის ქმნის პოლიტიკურ ზეწოლას რაიმეს


გასაკეთებლად. მე ერთ-ერთი ვარ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც “მგზავრობენ” ფასზე
მიბმული ვაგონით. სინამდვილეში მე დიდად არ მანაღვლებს ფასი. მე დაინტერესებული
ვარ ეფექტურობის, შესაბამისობისა და ზრუნვის ხარისხის შესახებ. მაგრამ მე ბედნიერი
ვარ რომ ვხედავ პოლიტიკურ მიმოხილვას, რაც მიეცა ტექნოლოგიებს, და რა მიზეზითაც
არ უნდა მომხდარიყო ეს, მე ბედნიერი ვარ რომ ამის გვერდით ვარ.

საკუთარი პირადი მიზნებისკენ სწრაფვის დროს პოლიტიკის საქმოსნები სისტემისთვის


ასრულებენ მანმადე განცალკევებულად მყოფი ნაკადების დაჯგუფების ფუნქციას. ისინი
გადაჭრის გზებს არგებენ პრობლემებს, წინადადებებს – პოლიტიკურ იმპულსებს, და
პოლიტიკურ მოვლენებს – საჯარო პოლიტიკის პრობლემებს. მაგალითად, თუკი საჯარო
პოლიტიკის საქმოსანი უსადაგებს წინადადებას პოლიტიკურ ნაკადში არსებულ
ცვლილებას, ასევე გამოინახება ის პრობლემა, რომლისთვისაც ეს წინადადება იქნება
გადაჭრის გზა, რაც, შესაბამისად, ერთმანეთთან აკავშირებს პრობლემას, საჯარო
პოლიტიკასა და პოლიტიკის სფეროს. ან, თუკი გადაჭრის გზა მიებმება მნიშვნელოვან
პრობლემას , საქმოსანი ასევე ცდილობს რომ გადმოიბიროს პოლიტიკური მოკავშირეები,
და ამგვარად, ისევ აკავშირებს ერთმანეთთან ზემოთაღნიშნულ სამ ნაკადს. საჯარო
პოლიტიკის საქმოსნის დასწრების გარეშე ამ ნაკადების შეკავშირება შეიძლება არ
მომხდარიყო. კარგი იდეები განუხორციელებელი რჩება ლობირების ნაკლებობის გამო.
პრობლემები გადაწყვეტილების გარეშე რჩება გადაჭრის გზების ნაკლებობის გამო.
პოლიტიკური მოვლენები არ გარდაიქმნება კაპიტალად ინოვაციური და
განვითარებული წინადადებების ნაკლებობის გამო.

შედეგები

პოლიტიკის საქმოსნების როლს, რასაც ისინი თამაშობენ პრობლემების, პოლიტიკის


კურსისა და პოლიტიკური სფეროს შეერთებაში, გააჩნია რამდენიმე შედეგი. პირველ
რიგში ის შეესაბამება დისპუტს პერსონალურობასა და სტრუქტურას შორის. როდესაც
ცდილობენ, გაიგონ ცვლილება, სოციალური მეცნიერები ემხრობიან სტრუქტურული
ცვლილებების მონახვას, მაშინ როდესაც ჟურნალისტები ხაზს უსვამენ საჭირო ადამიანს,
საჭირო ადგილას, საჭირო დროს. სინამდვილეში ორივე მათგანი მართალია. ფანჯარა
იღება რომელიმე ფაქტორის გამო, რომელიც ადამიანის საქმიანობის სფეროს სცდება,
მაგრამ პიროვნება სარგებლობს გამოჩენილი ხელსაყრელი შესაძლებლობით. იმის გარდა,
რომ გვითხრას, რომ პიროვნებები მნიშვნელოვანი არიან, ასეთი ფორმულირება
გვეუბნება, რატომ და როდის არიან ისინი მნიშვნელოვანი.

მეორე, ყურადღების მიქცევა იმ სპეციალურ როლზე, რასაც პოლიტიკის საქმოსნები


თამაშობენ ნაკადების დაკავშირებაში, ხაზს უსვამს საქმიანობის ორ განსხვავებულ ტიპს.
ამ საქმიანობაში ჩართულია როგორც პოზიციების პროპაგანდა, ისე შუამავლობაც.
საქმოსნები იცავენ თავის პოზიციებს, როგორც პოლიტიკური კურსის ნაკადში
მომზადების პროცესის დროს, მაგრამ ისინი ასევე მოქმედებენ როგორც ბროკერები,
შუამავლები, და მოლაპარაკებებს აწარმოებენ ხალხს შორის, და ადგენენ მნიშვნელოვან
კავშირებს. ზოგჯერ ეს ორი საქმიანობა ერთ ადამიანშია გაერთიანებული; სხვა დროს,
საქმოსნები სპეციალიზირედებიან, როგორც იმ შემთხვევაში, როდესაც ერთს საკითხი
ყველაზე უკიდურესი პოზიციიდან გააქვს, ხოლო მეორე მოლაპარაკებებს აწარმოებს
კომპრომისების შესახებ. ნაკადების დაკავშირებაზე ასეთი აქცენტის გაკეთებით ჩვენი
ყურადღება ინაცვლებს იდეის მოფიქრებიდან, ან იდეის წამოშობისა და მისი წინ
წაწევიდან, მის შუამავლობამდე. ცვლილება კიდევ ერთხელ აღმოჩნდა უფრო ნაკლებად
მნიშვნელოვანი, ვიდრე ხელახალი შეერთება. იდეის შემქმნელები ნაკლებ
მნიშვნელოვანი არიან, ვიდრე მისი განამხორციელებლები.

მესამე, ასეთი თავისუფალი ფორმის პროცესი ხელს უწყობს კრეატიულობას.


პერიოდულად დამკვირვებლები მოითხოვენ მეტ სტრუქტურას სამთავრობო
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სტრუქტურები არ არის მოწესრიგებული,
მთავრობის არაეფექტურობა გასაგიჟებელია, და ადამიანები ზუსტად არ განსაზღვრავენ
საკუთარ მიზნებს რომ შემდეგ აირჩიონ გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზა. ასეთი
მსჯელობის საპირისპიროდ, შესაძლებელია, რომ მოუწესრიგებელ პროცესებს თავისი
ღირსებები გააჩნია. ისეთ სისტემაში, როგორიც აქ იყო აღწერილი, პოლიტიკის
საქმოსნებმა უნდა გამოიყენონ ნებისმიერი შესაძლებლობა, რაც კი გამოჩნდება, ასე რომ,
ისინი უსადაგებენ პრობლემებს იმ გადაწყვტილებებს, რასაც თავად ლობირებენ. თუკი
მიზნები მეტისმეტად ზუსტად არის ფორმულირებული, ბევრი საინტერესო და
კრეატიული იდეა ბედის ანაბარა რჩება. ნამდვილად უმჯობესია ამ საქმოსნებისათვის,
და შესაძლოა, უმჯობესი იყოს მთელი სისტემისთვისაც, თუკი მიზნები საკმარისად
არამკაფიო იქნება და პოლიტიკური მოვლენები დარჩება საკმარისად არაზუსტი და
მოუწესრიგებელი, იმისათვის, რომ ახალ და ინოვაციურ იდეებს გააჩნდეთ შანსი.

და ბოლოს, ჩვენ არ უნდა მიგვაჩნდეს ეს საქმოსნები სუპერადამიანურად ჭკვიანები.


შესაძლოა, ისინი არიან კიდეც – რომ მათ აქვთ შესანიშნავი ალღო, ფანჯრებს
არაჩვეულებრივად კითხულობენ, და საჭირო მომენტებში მოძრაობენ. მაგრამ ასევე
თავისუფლად შეიძლება მოხდეს, რომ ისინი ასეთები არ არიან. ისინი მუდმივად
დაჟინებით იცავენ საკუთარ წინადადებებს; ფანჯრის გაღებამდე დიდი ხნით ადრე ისინი
ცდილობენ საკითხების დაკავშირებას სხვა, წარუმატებელი დაკავშირების შემდეგ; და
უბრალოდ ბედის წყალობით ისე ხდება, რომ ისინი საჭირო ადგილას ჩნდებიან,
როდესაც ფანჯარა ღიაა. საქმოსნები ცდილობენ, კავშირები დაამყარონ დიდი ხნით
უფრო ადრე, ვიდრე ფანჯრები გაიღება, რათა შეეძლოთ გააწყვეტილების, პრობლემის და
პოლიტიკური სამოქმედო ძალის უკვე შეფუთული კომბინაცია წარადგინონ ფანჯარაში,
როდესაც ის გაიღება. ისინი გამუდმებით აკავშირებენ ამ ნაკადებს ერთმანეთთან,
ათავისუფლებენ და შემდეგ სხვანაირად აკავშირებენ. მაგრამ საკითხები ყველაზე
დრამატულად და მკვეთრად მაშინ იწევს დღის წესრიგში, როდესაც ფანჯრები ღიაა.

ერთ პოლიტიკურ თანამდებობის პირს განსაკუთრებულად შესანიშნავი შეჯამება ჰქონდა


დაკავშირების პროცესის, რომელშიც საქმოსნები არიან ჩართულნი:

მიუხედავად იმ დაგეგმვისა და შეფასების მექანიზმებისა, რაც ჩვენ აქ გაგვაჩნია, შენ მაინც


უნდა გქონდეს დატენილი იარაღი და უნდა ეძებდე ხელსაყრელი შემთხვევების
სამიზნეებს. არის პერიოდები, როდესაც საქმეები ხდება, და თუ მათ ხელიდან გაუშვებ,
ვეღარ დაიბრუნებ. ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია. ისინი უბრალოდ ჩნდება. თქვენ,
პოლიტიკური მეცნიერები, წუხხართ პროცესების გამო. უმჯობესი იქნებოდა, რაიმე
თეორია შეგექმნათ, რომ გაგეთვალისწინებინათ, თუ რა ხდება. მე არ ვიცი პროცესის
შესახებ. მე უფრო პრაგმატული ვარ. შენ გიჭირავს დატენილი იარაღი და ეძებ ხელსაყრელ
შემთხვევებს, რომლებიც ჩნდება. არის იდეა, ისვრი.
ფანჯრების გაჩენა

ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკის ფანჯრის კონცეფცია, დაკავშირება, რაც ხდება ფანჯრების


გაღებისას, და საქმოსნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დაკავშირებაზე. აქ ჩვენ
განვიხილავთ ფანჯრების გაღებას: სიხშირეს ან სიმწირეს; ზოგიერთი ფანჯრის
რეგულარულ, ციკლურ, პროგნოზირებად გაღებას; და არაპროგნოზირებადობას, რაც
რჩება.

დღის წესრიგში ადგილისათვის კონკურენცია

დღის წესრიგის ზოგიერთი პოტენციური საკითხი სრულიად იმსახურებს სერიოზულ


განხილვას, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი სამთავრობო დღის წესრიგში მაღლა ვერ
იწევენ, დიდწილად იმის გამო, რომ უბრალოდ იკარგებიან საქმეების დიდი გროვის ქვეშ.
არსებობს სისტემის შესაძლებლობის ლიმიტი, გადაამუშავოს დღის წესრიგის
საკითხების სიმრავლე. მრავალი საკითხი მზად არის, ყველა ნაკადი თავის ადგილზეა:
რეალურად აღქმულ პრობლემას აქვს გადაჭრის ხელმისაწვდომი გზა, და მოქმედებას არ
აქვს პოლიტიკური ბარიერი. მაგრამ ეს საკითხები რიგში დგებიან გადაწყვეტილების
მიღების ხელსმისწვდომი დროისათვის, და გადაუდებელი საკითხები გამოდევნიან
ნაკლებ გადაუდებელ საკითხებს რიგის ბოლოსკენ. როდესაც “უფრო დიდი” საკითხები
არ იკავებს გადაწყეტილების მიმღებთა ყურადრებას, “უფრო პატარა” საკითხები
თავისუფალნი არიან, ზევით წამოიწიონ დღის წესრიგის მნიშვნელობაში. იმისათვის,
რომ დღის წესრიგში ზევით წამოიწიონ, ამ “უფრო პატარა” საკითხებს – საჭმლისა და
წამლების ადმინისტრაციის რეფორმას,1 ბიოსამედიცინო კვლევას, ან კლინიკური
ლაბორატორიების რეგულაციას, – ეროვნული ჯანდაცვის დაზღვევის ან საავადმყოფოს
ხარჯების შეკავების საპირისპიროდ – სულაც არ სჭირდება საკუთარი თვისებების
შეცვლა. კონკურენციის გაქრობა საკმარისია სერიოზული განხილვის ბარიერის
გაქრობისათვის.

ღია ფანჯრების უკმარისობის ნაწილი გამოწვეულია უბრალოდ სისტემის


შესაძლებლობებით. როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე კონგრესში
არსებობს ვიწრო გასასვლელები, რაც ყველა საკითხმა უნდა გაიაროს. როგორც ერთმა
რესპონდენტმა უპასუხა, როდესაც მას კითხეს, თუ რატომ არ შეიძლებოდა
კეთილდღეობის რეფორმისა და ეროვნული ჯანდაცვის დაზღვევის ერთდროუალდ
განხილვა, მან თქვა: “ორივე მათგანმა უნდა გაიაროს კონგრესის ერთი და იგივე
კომიტეტები, ერთი და იგივე დეპარტამენტი, და უნდა გაიარონ ერთი და იგივე ხალხი ამ
დეპარტამენტში. არსებობს „მილსადენი“ ასეთი საკითხებისთვის, და მასში თითო ჯერზე
მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის გატარება შეიძლება.“ მარტივად რომ ვთქვათ,

1
(ინგლ; აშშ) FDA –Food and Drug Administration (USA)
არის ლიმიტი იმ დროზე, რაც ამ ცენტრალურ პოზიციებზე მყოფ ხალხს გააჩნია.
აღმასრულებელი ხელისუფლების დეპარტამენტში ძირითად საკითხებს უწევთ ვიწრო
ნაკადით ზევით ასვლა გასასვლელში, რომელიც სულ მუდამ ვიწროვებდება. “მდივანს
მხოლოდ რამდენიმე საკითხით დაკავება შეუძლია, და საკითხები ერთმანეთს
ეჯიბრებიან მისი დროისათვის,” აღნიშნა ერთმა მაღალი თანამდებობის საჯარო
მოხელემ. კონგრესის კომიტეტის ჩინოვნიკმა მითხრა, რომ ქმედება გადაიდო ერთი
წლით ისეთ პროგრამაზე, რომელიც ფაქტობრივად მზად იყო განახლებისთვის, მხოლოდ
იმის გამო, რომ არ იყო თავისუფალი ჩინოვნიკი, რომ მასზე ემუშავა.

დროისა და პროცესის შესაძლებლობების ამ მარტივი ლიმიტის გარდა, სტრატეგიული


განხილვები ასევე ზღუდავს იმ საკითხების რაოდენობას, რასაც მონაწილეები მოცემულ
მომენტში განიხილავენ. თითოეულ მათგანს გააჩნია პოლიტიკური წყაროების ფონდი,
და ზოგავს ამ ფონდს. მათი რესურსები სასრულია, და მათ არ შეუძლიათ ამ რესურსების
ერთბაშად ყველაფერზე დახარჯვა. პრეზიდენტებიც კი გრძნობენ, რომ შეიძლება
გადააჭარბონ კეთილგანწყობას, და შესაბამისად, უნდა დაზოგონ საკუთარი რესურსები
ისეთი საკითხებისათვის, რასაც ყველაზე პრიორიტეტულად მიიჩნევენ. როგორც ერთმა
ბიუროკრატმა შენიშნა კანონპროექტის შესახებ, რომელსაც სირთულეები შეექმნა
კონგრესში, “არის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ადმინისტრაცია მზად არის,
დახარჯოს თავისი ფული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი ენთუზიაზმი განელდა. ეს
მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ყოველთვის გაგაჩნია კაპიტალის შეზღუდული
რაოდენობა, რისი დახარჯვაც შეგიძლია. “

სხვა სტრატეგიული შემაფერხებელი ფაქტორები მოიცავს გადატვრირთვის


საშიშროებებს. თუკი, მაგალითად, ადმინისტრაცია დაიჟინებს ერთდროულად
ყველაფრის ამოქმედებას, მათმა დაჟინებამ შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს საკითხები,
რაზეც სავსებით სამართლიანად მოელოდნენ ქმედებას. მაგალითად, დერეგულაციის
საკითხში კარტერის ადმინისტრაციამ თავიდან კონცენტრირება მოახდინა ავიაციაზე, და
დროებით გვერდზე დატოვა ტვირთგადაზიდვები, რკინიგზა და ავტობუსები. თუკი
ისინი თეფშს მეტისმეტად გაავსებდნენ, სხვა საკითხებით გამოწვეულ აზრთა
სხვადასხვაობას შეეძლო საფრთხე შეექმნა ავიაციის ინიციატივისათვის. შეზღუდეს რა
განხილვა მხოლოდ ავიაციის საკითხით, ტრანსპორტის სხვა სახეობებში დერეგულაციის
ოპონენტებს გააქტიურების ნაკლები სტიმული დარჩათ და საბოლოო შედეგში თავის
წილზე ნაკლები პრეტენზია ჰქონდათ, ვიდრე ეს იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი
მთელი პაკეტი ერთდროულად განიხილებოდა.

შესაძლებლობებისა და სტრატეგიული შეზღუდვების გარდა დღის წესრიგის საკითხების


რაოდენობასთან დაკავშირებით, რისი განხილვაც ერთდროულად არის შესაძლებელი,
შესაძლოა ასევე არსებობდეს ლოგიკური შეზღუდვები. მას შემდეგ რაც ხალხი
მთავრობის შიგნით და მის ახლოს დაკავებული ხდება ერთი საკითხით, ამ
დაკავებულობამ შესაძლოა ლოგიკურად შეაფერხოს სხვა საკითხების განხილვა.
მაგალითად, როდესაც ისინი განიხილავდნენ ჯანდაცვის ხარჯების საკითხებს,
ჯანდაცვის პოლიტიკის საქმოსნები ხშირად მძიმე საბიუჯეტო შეზღუდვებს უწესებდნენ
ყველა შეთავაზებას. მრავალი დამკვირვებლის აზრით, ხარჯების საკითხი განხილვიდან
აგდებდა იმ შემოთავაზებებს, რაც შეიძლება ძვირადღირებული აღმოჩენილიყო, და წინ
წევდა იმ შემოთავაზებებს, რომლებიც პირდებოდნენ დანახარჯების დაზოგვას, ან
ნეიტრალურ ხარჯებს მაინც. ეს ლოგიკური შეზღუდვები განსაკუთრებით მკვეთრია
მაშინ, როდესაც საქმე ეხება ბიუჯეტს, რადგანაც მკაცრი საბიუჯეტო შეზღუდვები
ზღუდავს ახალი ინიციატივების შესაძლებლობებს და ამგვარად, ამცირებს მრავალი
ფანჯრის ხელმისაწვდომობას. როგორც ერთმა თანამდებობის პირმა აღნიშნა,
“ორგანიზაციას გააჩნია ფართო ყურადღება. მაგრამ აი ფული სასრულია. ”

თუმცა, დღის წესრიგში კონკურენცია სივრცისთვის, არ უნდა იქნეს აღქმული


გადაჭარბებით. სისტემის შესაძლებლობები არ არის მუდმივი დროის სხვადასხვა
მომენტებში, ისევე, როგორც დღის წესრიგში არსებული კონკურენცია სივრცისთვის არ
არის მთლად ნულოვანი ჯამის მქონე. დღის წესრიგს შეუძლია გაფარდოვდეს ზოგიერთ
მომენტებში და შემცირდეს სხვა დროს; და სინამდვილეშიც ასე ხდება. იმ დროის
განმავლობაში, როდესაც მიმდინარეობს რეფორმა, როგორც ეს იყო 1932–36 ან 1965–66
წლებში, სისტემა ამუშავებს დღის წესრიგის გაცილებით უფრო მეტ საკითხს, ვიდრე ეს
უფრო მშვიდ დროს ხდება. მსგავსი ციკლი შეიძლება არსებობდეს ადმინისტრაციის
არსებობის განმავლობაშიც. სისტემამ შეიძლება გადაამუშავოს დღის წესრიგის უფრო
მეტი საკითხი ადმინისტრაციის თაფლობის თვის პერიოდში, როდესაც მრავალი მისი
რესურსი მოწოდების სიმაღლეზეა, ვიდრე მოგვიანებით, მათი დაცემის დროს. და
მართლაც, იმ სამი წლის განმავლობაში, როდესაც ინტერვიუირებას ვაკეთებდი
კარტერის ადმინისტრაციაში, იმატებდა კომენტარები დღის წესრიგში სივრცისთვის
არსებული კონკურენციის შესახებ, ისე, თითქოს სისტემის შესაძლებლობები
იკუმშებოდა იმავდროულად, როდესაც ადმინისტრაცია სთავაზობდა, როგორც ერთი
შეხედვით ჩანდა, კანონმდებლობის მუდმივად გადართოებულ მენიუს.

არსებობს კიდევ ერთი მექანიზმი, რაც აფართოებს დღის წესრიგს. დღის წესრიგი
შეზღუდულია იმდენად, რამდენადაც საკითხებმა უნდა გაიაროს ე.წ. ბოთლის ყელი
(მოწყობილობა, პროგრამა, ან სხვა რესურსი, რომელიც ზღუდავს სისტემის
შრომისუნარიანობის გაზრდას), მაგრამ მრავალ საკითხს შეუძლია გვერდი აუაროს მათ.
სპეციალიზაციის გამო ბიუროკრატიას ან საკანონმდებლო ხელისუფლებას შეუძლია
რამდენიმე საკითხი ერთდროულად განიხილოს, რაც შედეგად იწვევს ნაკლებ
საჭიროებას საკითხებს შორის პრიორიტეტების დაწესებაში. სპეციალიზაციის ეს
მნიშვნელობა იწვევს იმ პირობების უფრო ფართო ფორმულირებას, რის ქვეშაც სისტემა
ითვისებს უფრო მეტ ან ნაკლებ საკითხს დღის წესრიგიდან. ძირითადად, სისტემას
ნებისმიერ მოცემულ მომენტში შეუძლია გაუმკლავდეს მრავალ სპეციფიურ, რუტინულ
საკითხს, მაგრამ ცოტა ისეთ საკითხს, რომელიც ზოგადი და არარუტინულია. რაც უფრო
კონკრეტულია საკითხი, მით მეტად შეიძლება მისი დაყოფა სპეციალისტებისთვის, რაც
ნიშნავს, რომ სპეციალისტების მთელ სიმრავლეს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე
პრობლემას გაუმკლავდეს. რაც შეეხება უფრო ზოგად საკითხებს, მათ უნდა გაიარონ
ბიუროკრატიის შემაფერხებელი პროგრამები (ე.წ.”ბოთლის ყელი”), ან გადაყვანილ უნდა
იქნან კომიტეტიდან საკანონმდებლო ორგანოში, რაც შეზღუდვას აწესებს ზოგადი
საკითხების რაოდენობაზე, რისი განხილვაც შესაძლებელია ნებისმიერ მოცემულ
მომენტში. ამის მსგავსად, რაც უფრო რუტინულია საკითხი, მით მეტად შეუძლიათ
სპეციალისტებს მასთან გამკლავება სტანდარტული სამოქმედო პროცედურებით, რაც
ნიშნავს, რომ ბევრი რუტინული საკითხი შეიძლება ერთსა და იმავე დროს იქნას
დამუშავებული. ნაკლებ რუტინული საკითხები ხვდება ბიუროკრატიაში, მდივნის ან
კონგრესის სხვა მნიშვნელოვანი კომიტეტის რიგში დგება, რათა მათ ისინი განიხილონ.

პროგნოზირებადი ფანჯრები

ზოგჯერ ფანჯრები ძალიან დიდი პროგნოზირებადობით იღება. სხვადასხვა სახის


რეგულარული ციკლები აღებს და ხურავს ფანჯრებს დღის განრიგში. ეს განრიგი
განსხვავდება თავისი სიზუსტისა და პროგნოზირებადობის მიხედვით, მაგრამ ამის
მიუხედავად, მრავალი ფანჯრის ციკლური ხასიათი აშკარაა.

პირველ რიგში, დღის განრიგში ღია ფანჯრებს ფორმალური მოთხოვნები ქმნის:


განახლებები, ბიუჯეტური ციკლი, და რეგულარული მოხსნებები და მიმართვები.
მრავალი სამთავრობო პროგრამა იწურება განსაზღვრულ ვადაში და ის უნდა
განახლდეს. როგორც სენატის კომიტეტის ერთმა თანამშრომელმა თქვა, როდესაც მას
კითხეს, თუ რატომ აქცევდა ის ყურადღებას ერთ საკითხს, და არა მეორეს, “ათიდან ცხრა
შემთხვევაში ჩვენ დაკავებულები ვართ კანონმდებლობით, რომელიც იწურება. ვიცი,
რომ ეს არ ჟღერს ძალიან შთამაგონებლად, მაგრამ, გულახდილად რომ ვთქვათ, ეს
სიმართლეა.” არა მხოლოდ კონგრესი, არამედ აგრეთვე აღმასრულებელი
ხელისუფლების სააგენტოები, რომლებიც განაგებენ პროგრამებს და დაინტერესებული
ხალხი, რომელიც მთავრობის გარეთ არის, მიიჩნევს, რომ მათი დღის წესრიგიც
განახლებადი ციკლით არის სტრუქტურირებული. მაგალითად, ჩემს რაოდენობრივ
ინდიკატორებში განხილვები ჯანდაცვის სამუშაო ძალის საკითხების შესახებ,
როგორიცაა – თვითონ სამუშაო ძალა, სპეციალობის არასწორი განაწილება, არასწორი
გეოგრაფიული განაწილება, ექიმების შერჩევა – პიკს აღწევდა 1976 წელს, შემდეგ
მკვეთრად დაეცა მომდევნო წლებში. მნიშვნელოვანი დისკუსია სამუშაო ძალის შესახებ
დაეცა 1976 წელს არსებული 43 პროცენტიდან 11 პროცენტამდე 1977 წელს. უფრო
მაღალი სიხშირე 1976 წლეს თითქმის მთლიანად იყო გამოწვეული იმ ფაქტით, რომ
მაშინ კანონმდებლობა უნდა განახლებულიყო. როგორც კი განახლება დასრულდა,
ხალხმა დროებით ამოწურა ის საკითხი, და მათი ყურადღება გადავიდა ჯანდაცვის
პოლიტიკის სხვა საკითხებზე.

თავდაპირველად ისეთი შთაბეჭდიელბა რჩება, რომ განახლება ხდება უფრო რუტინულ


დღის წესრიგში, ვიდრე დისკრეციონულ დღის წესრიგში (ისეთ დღის წესრიგში,
რომელიც საკუთარი თავისთვის არის მინდობილი), როგორც ამას ჯეკ უოლკერი ეძახის.
2
მართლაც ასეა, იმ აზრით, რომ საკითხები დღის წესრიგში ზევით იწევს და ვარდება
განახლებადი ციკლის მიხედვით. მაგრამ ის, რაც მოსდის განახლებას, საკმაოდ
დისკრეციონულია. პროგრამის განხილვა შეიძლება იყოს სხვა არაფერი, თუ არა
რუტინული გახანგრძლივება, ან მან შეიძლება მოიცვას არსებითი რევიზია, სერიოზული
დაკითხვა, და პროგრამის გაუქმებაც კი. როგორც ერთმა პოლიტიკურმა ჩინოვნიკმა თქვა
ჯანდაცვის სამუშაო ძალის შესახებ, “ჩვენ ვიცოდით რომ ეს მოხდებოდა. ეს
პროგნოზირებადი იყო, მაგრამ ის საკითხები, რაც უნდა წამოჭრილიყო ამ განახლებასთან
დაკავშირებით, სულაც არ იყო მაინცდამაინც პროგნოზირებადი.” ამგვარად, იციან რა,
როდის წამოიჭრება საკითხი, შტატის მუშაკები, ინტერესტთა ჯგუფები, ბიუროკრატები
და სხვანი აგროვებენ შესაძლო პირობებს, დამატებებს, ცვლილებებს, და წინადადებებს
წლების მანძილზე, და ელოდებიან განახლების დროს, რომ წამოჭრან ეს საკითხები.

ამგვარად, განახლება ხდება ფანჯარა, რომელიც სხვადასხვა დასახელების პოლიტიკის


საქმოსნებს აძლევს შესაძლებლობას, რათა წინ წაწიონ საკუთარი იდეები, წამოჭრან
პრობლემები და გაიტანონ საკუთარი შეთავაზებები. მათ არ სჭირდებათ დღის განრიგზე
გავლენის მოხდენა, იმიტომ რომ იციან, რომ განახლება მათ მაგივრად გააკეთებს საქმეს.
ამის ნაცვლად ისინი უბრალოდ მზად უნდა იყვნენ, როდესაც განახლების დრო მოვა.
ერთმა ანალიტიკოსმა საკანონმდებლო აქტის ამოწურვა აღწერა, როგორც “მთავარი
შემსვლელი სოლი ჩვენთვის. ჩვენ გვსურს, ჩავერთოთ და წარვმართოთ დებატები
განსაზღვრული მიმართულებებით.” იხილეთ გამოსახულება 8–1 ამის შესანიშნავი
ილუსტრაციისათვის. გაითვალისწინეთ, რომ დისკუსია გზისა და ხიდის დაძველების
შესახებ მკვეთრად გაიზარდა 1978 წელს და ასევე მკვეთრად შემცირდა 1979–ში. რა თქმა
უნდა, ყურადღების ეს ნახტომი არ იყო გამოწვეული ავტომაგისტრალებისა და ხიდების
ობიექტური მდგომარეობით. ისინი უცბად არ დანგრეულა 1978 წელს და სწრაფად არ
გამოკეთებულა 1979–ში. არამედ, ავტომაგისტრალების ავტორიზაციის განახლებამ 1978
წელს იმ ხალხისთვის, რომლებიც შეწუხებულნი იყვნენ ამ პრობლემებით, წარმოაჩინა
შესაძლებლობა, რომ ყურადღება გაემახვილებინათ მათზე და ზეწოლა მოეხდინათ
დაფინასებისათვის, რომელიც ამ პრობლემებს გადაჭრიდა. განახლება იყო ის ნაგვის
ყუთი, რომელშიც გზების და ავტომაგისტრალების დანგრევა, ტრასტის ფონდის
რეფორმა, დაფინასება და მრავალი სხვა პრობლემა და წინადადება იქნა ჩაყრილი.

2
Jack L. Walker, “Setting the Agenda in the U.S. Senate.” British Journal of Political Science 7 (October 1977): 423-
455.
განახლების ციკლს ზოგჯერ საკმაოდ შეუმჩნეველი შედეგები აქვს. წლების
განმავლობაში ტრანსპორტირების სპეციალისტები ცხოვრობდნენ გადაწყვეტილების
მიღების პროცესით, რომელშიც სხვადასხვა მეთოდები ერთმანეთისგან განცალკევებით
განიხილებოდა. მაგრამ ამ მეთოდების შესახებ პარალელურად ფიქრი მცირე ზომით
მაინც გამოიყენებოდა, როდესაც განახლებების დღის წესრიგის ჩამოყალიბება
იცვლებოდა. გამიზნულად თუ შემთხვევით, მასობრივი ტრანზიტი და
ავტომაგისტრალების კანონპროექტები განახლების ერთსა და იმავე ციკლში იქნა
მოთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვადასხვა კანონპროექტები იყო. კონგრესსა
და ტრანსპორტირების დეპარტამენტს მაინც გაუჭირდა მათი განხილვა ერთმანეთთან
მიმართების გარეშე, რადგან ორივე მათ ყურადღებას ერთსა და იმავე დროს იკავებდა.
ასეთმა დღის წესრიგმა არა მხოლოდ წაახალისა შედარება მეთოდებს შორის, არამედ მან
აგრეთვე შესაძლებელი გახადა ურთიერთმომგებიანი გაცვლების გაკეთება. როგორც
ავტომაგისტრალის კომიტეტის ერთმა თანამშრომელმა თქვა, “თუკი საკითხები
სხვადასხვა დროს წამოიჭრება, როდესაც ავტომაგისტრალის საკითხია წამოჭრილი,
ტრანზიტის მხარდამჭერი ხალხი უტევს ავტომაგისტრალის ხალხს, შემდეგ კი
ავტომაგისტრალის ხალხი უტევს ტრანზიტის ხალხს, როდესაც ტრანზიტის შესახებ
მიდის განხილვა. როდესაც ორივე ერთ ციკლშია მოთავსებული, შესაძლოა,
შესაძლებელია ამ კონფლიქტის თავიდან აცილება, როდესაც კანონპროექტიდან
თითოეული რაღაცას იღებს. “

განახლებების გარდა არსებობს სხვა რეგულარულად გაწერილი ფანჯრები. მაგალითად,


ბიუჯეტის ციკლი გადაადგილების საშუალებაა ყველასთვის, ვისაც მასთან შეხება აქვს,
რომ გაეცნონ როგორც დაფინანსების, ისე პროგრამულ ცვლილებებს. ყოველწლიურად,
როგორც საათის მექანიზმი, ბიუჯეტი საჭიროებს ყურადღებას და საქმოსნებს პროცესის
მთელი მწკრივის გასწვრივ აქვთ შანსი, გავლენა მოახდინონ დაფინანსებაზე. დაგეგმილი
მოხსენებები და მიმართვები იგივენაირად მოქმედებს. მაგალითად, პრეზიდენტის
მიმართვა ქვეყნის მდგომარეობის თაობაზე არის კლასიკური “ნაგვის ყუთი”.
სააგენტოები მთელი მთავრობის მასშტაბით, თანამდებობის პირები თეთრ სახლში,
ინტერესტთა ჯგუფები და სხვები – ყველანი ამ განცხადებაში ადგილისთვის ეჯიბრებიან
ერთამენთს. მათი კონკრეტული პრობლემის ან შეთავაზების მოხსენიება, მიუხედავად
იმისა, რომ შეზღუდულია ერთი–ორი წინადადებით, ეხმარება და აძლიერებს შემდგომ
განხილვას.

არსებობს აგრეთვე უფრო დიდი ციკლებიც, რომლებიც ნაკლები სიზუსტით არის


გაწერილი, მაგრამ მაინც შესამჩნევია მათი გამოვლინებისა და რეგულარობის მიხედვით.
არაერთ მკვლევარს დაუწერია რეფორმების ციკლის შესახებ ამერიკის პოლიტიკაში,
სადაც რეფორმის ენერგიის მოზღვავებას მოჰყვება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც
სისტემა ისვენებს, მას კი ისევ ახალი აფეთქება მოსდევს. შესვენების პერიოდი იძლევა
დროს შეფასებებისა და გაძიერებისათვის, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ზეწოლა
თანდათანობით ამზადებს ძლიერი აქტიურობის ახალ პერიოდს, რომელიც
მიმართულია არსებითი ცვლილებებისადმი. პოლიტიკური პროცესი მშვიდად არ რჩება
მეტისმეტად დიდი ხნის განმავლობაში, რადგან ყველა სტიმული არსებობს
პოლიტიკოსისათვის, რათა მოთხოვნები წამოაყენონ რაიმე საქმის შესრულების
თაობაზე. მოთხოვნების წამოყენება განპირობებულია დრამატული ცვლილებით, და არა
არსებული პროგრამების მშვიდი დახვეწით. ამიტომაც, პოლიტიკოსებს უჭირთ,
მეტისმეტად დიდხანს შეეგუონ ნაკლებად აქტიურ პერიოდებს.

ყურადღება ეროვნული ჯანდაცვის დაზღვევისადმი, შესაძლოა, ასეთ ციკლურ


საფუძველზე მოქმედებს. დიდი ინტერესი წარმოიშობა საკითხის გარშემო გარკვეული
ხნის განმავლობაშ, შემდეგ ინტერესი იკლებს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ
ხელახალი ძალით იფეთქოს. ისე ჩანს, რომ მომხრეებმა უნდა დააჩქარონ ეროვნული
ჯანდაცვის დაზღვევის საკითხის გატანა ერთი მხრივ მნიშვნელოვანი ოპოზიციის,
ხოლო მეორე მხრივ, საკითხების ინტელექტუალური სირთულის გამო. ისინი აჩქარებენ
საკითხს, შესაძლოა, ნაწილობრივ წარმატებულნიც კი იყვნენ, როგორც ეს იყო
სამედიცინო დახმარების შემთხვევაში, და შემდეგ ისინი ეცემიან ძალაგამოცლილები,
სანამ შეძლებენ რომ ისევ შეიკრიბონ და თავიდან სცადონ. ზეწოლის, ძალის გამოცლის
და მერე ისევ ზეწოლის ეს ციკლური დინამიკა პასუხობს ინტერესის რეგულარულ
ფეთქებებს თხუთმეტი–ოცი წლის ინტერვალებით, რაც იწყება ტედი რუზველტიდან, მას
მოსდევს ახალი კურსი (თეოდორ რუზველტის პოლიტიკა, მიმართული დიდი
დეპრესიის წინააღმდეგ), ჰარი ტრუმანის მრავალმხრივი შეთავაზება გვიან 1940–იან
წლებში, შემდეგ სამედიცინო დახმარება ადრეულ და შუა 1960–იან წლებში, და
საბოლოოდ, კენედი–მილსისა და კარტერის ადმინისტრაციის შსთავაზებები შუა და
გვიან 1970–იან წლებში.

მკვლევარებიცა და პრაქტიკულად დასაქმებულებიც ერთმანეთის მსგავსად ხშირად


საუბრობენ მოქანავე ქანქარაზე. ერთი მათგანია რხევები რეფორმის პერიოდებსა და
სიმშვიდის პერიოდებს შორის. მეორე არის რხევები ლიბერალურ და კონსერვატიულ
ეროვნულ განწყობებს შორის. გვიან 1970–ისნ წლებში ჩემი რესპონდენტებიდან მრავალი
აღნიშნავდა ამ განსხვავებას ერთი მხრივ შუა 1960–იან წლებში ლიბერალური დიდი
საზოგადოების კანონმდებლობის “ფეთქებასა” და მეორე მხრივ გამაერთიანებელ
კონსერვატიზმს შორის, რომლის კულმინაციაც იყო რეიგანის არჩევა 1980 წელს. როგორც
ერთმა დამკვირვებელმა აღწერა, “არსებობს იმის რწმენა, რომ ჩვენ მეტისმეტად
გავერთეთ სოციალური პოლიტიკით, და ახლა დროა გადავხედოთ, ავანაზღაუროთ,
შევზღუდოთ, დროა შინაურული ღირსებებისთვის და თვითკმარობისათვის.“ ან,
როგორც მეორემ თქვა, “პოლიტიკაში, ისევე როგორც ფიზიკაში, ყოველი ქმედება იწვევს
უკუქმედებას.”
გამოსახულება 8–1
დისკუსია ავტომაგისტრალების შესახებ
ტრასტ–ფონდი, ხიდის დაძველება და გზის დაძველება
რომლებიც საკითხს განიხილავენ ძალიან ან მეტ–
ტრანსპორტირების რესპონდენტების პროცენტი,

100

90
ნაკლებად მნიშვნელოვნად.

80

70 განახლება

60

50

40 ტრასტ–
ფონდი
30

20 ხიდის
დაძველება

10
გზის დაძველება

0 ლება
1976 1977 1978 1979

არაპროგნოზირებადი ფანჯრები

ჩვენ თავიდან ბოლომდე აღვწერეთ თითოეული ნაკადის დინამიკა და ის, თუ როგორ


ერთდებიან ცალკეული ნაკადები. ზოგჯერ მათი შეერთება ნაწილობრივ შემთხვევითია.
ნაკადების განცალკევებული განვითარება მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც
თითოეული ერთდროულად არის მზად შეკავშირებისათვის. პრობლემა
განსაზღვრულია, გადაჭრის გზა ხელმისაწვდომია, და პოლიტიკური კლიმატი
შესაფერისი ჩანს, და ეს ყველაფერი ერთდროულად. ან, შესაძლოა, ერთ–ერთი
კომპონენტი აკლდეს, რაც შედეგად იწვევს საკითხის არავითარ, ან ძალზედ ხანმოკლე
გამოჩენას დღის წესრიგში.

მრავალმა რესპონდენტმა შეამჩნია შემთხვევითობა, რომელიც რჩება პოლიტიკაში, და


მასზე საკმაოდ მჭერმეტყველურად მიუთითებდნენ:

მთავრობა არ აკეთებს დასკვნებს. ის ჩერდება პარადოქსულ სიტუაციებში,


რომლებიც აიძულებს მას, იმოძრავოს რომელიმე მიმართულებით. არსებობს
სოციალური ძალები, რისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელია, მაგრამ ის, თუ
რა გამოდის მათ შედეგად, უბრალოდ შემთხვევითობაა.
მე არ შემიძლია ვთქვა, რომელ იდეას დაეცემა ელვა. მე ამ პროცესს უკვე ოცი
წელია რაც ვუყურებ, და ამის თქმა არ შემიძლია. მე არ შემიძლია გითხრათ,
თუ რატომ იყო იდეა უსაქმოდ ხუთი წლის მანძილზე, შემდეგ ვიღაცამ ის
წამოსწია და სრულიად მოულოდნელად მან მხარდაჭერა მოიპოვა. მაშინ
როდესაც სხვა იდეას, რომელსაც ჰყავს იგივე მხარდამჭერები და რომელიც
ასევე ხუთი წლის მანძილზე სთავაზობდნენ, ცეცხლი არ მოეკიდება.
ყოველთვის არსებობს გამართლების მომენტი.

ის, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ აუხსნელ შემთხვევითობას არ ნიშნავს, რომ მთელი პროცესი
სხვა არაფერია, თუ არა კამათლის გაგორება. სხვადასხვა შეზღუდვები, როგორიცაა
ბიუჯეტი, ხალხის მხარდაჭერა, რესურსების განაწილება, ყველა ადგენს სისტემის
სტრუქტურას წინასწარგანსაზღვრებადი გზებით. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავადგინოთ
ნაკადები, და ის თუ როგორ ერთდებიან ისინი, და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რატომ არ
წამოიწევა ან რჩება ზოგიერთი საკითხი დღის წესრიგში. ჩვენ მივუბრუნდებით
შემთხვევითობის საკითხს დასკვნით თავში.

მრავალი ფაქტორი უბიძგებს საკითხს დღის წესრიგის მაღალი სტატუსისაკენ. თუ ერთი


მათგანი მაინც აკლია, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საკითხი დარჩეს მაღლა დღის
წესრიგში, და შესაძლოა, საერთოდაც ვეღარ წამოიწიოს. სხვა სიტყვებით, თუკი
რომელიმე ფაქტორი არის დამოკიდებული შემთხვევითობაზე, მაშინ მთელი პროცესი
ხდება მასზე დამოკიდებული. იმდენად, რამდენადაც პოლიტიკის ზოგიერთი სფერო
განიცდის კრიზისის გავლენას, მაგალითად ის, თუ როდის მოხდება კრიზისი -
თვითმფრინავის ჩამოვარდნა, Penn Central-ის კრახი, არაბული ნავთობის ემბარგო - არის
არაკონტროლირებადი და ნაწილობრივ პროგნოზირებადი. იქიდან გამომდინარე, რომ
პროცესი დამოკიდებულია საჭირო დროს ე.წ. საქმოსნის გამოჩენაზე, პერსონალის
წასვლა და მოსვლა გავლენას ახდენს შედეგებზე. მაგალითად, ფინანსურ კანონპროექტში
დაფინანსების შეთავაზების შეტანა შეიძლება დამოკიდებული იყოს აშკარა ოპონენტის
შემთხვევით არყოფნაზე. ადმინისტრაციულ შეთავაზებაში პირობის შეტანა შეიძლება
დამოკიდებული იყოს პრეზიდენტის ჩინოვნიკებს შორის მომხრის არსებობაზე.
მოცემული ჯგუფის ინტერესი შეიძლება არ იყოს ადეკვატურად წარმოჩენილი სენატში,
რადგანც სენატორი, რომელიც იცავს მათ საქმეს, შეიძლება იყოს ზარმაცი, საუბრის
უნარის არმქონე, ან თავის ოპონენთან შედარებით სიტყვაძუნწი.

ზოგჯერ ყველა ნაკადი განვითარებულია და მზადყოფნაშია, სურვილისა და


შესაძლებლობის მქონე საქმოსანიც გამზადებულია, მაგრამ საკითხს მაინც სჭირდება
ბერკეტი, რათა საქმოსანმა ის გამოიყენოს. ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც წყლის გზის
გადასახადების საკითხი გახდა აქტუალური ტრანსპორტირების დღის წესრიგში გვიან
1970იან წლებში. იდეა, რომ დაწესებულიყო გადასახადი ბარჟაზე ან სხვა წყლის შიდა
მოძრაობისათვის უკვე წლების განმავლობაში არსებობდა. ის, რამაც შესაძლებელი
გახადა მისი სერიოზული განხილვა და შემდგომი გასვლა 1970იან წლებში, იყო
„მძევლის“ ხელმისაწვდომობა - დანგრევის პირას მისული შლიუზი და კაშხალი 26
მდინარე მისისიპიზე, ალტონში, ილინოისი. ბარჟის ინტერესის დამცველებს ისე ძალიან
სურდათ ამ მოწყობილობის შეცვლა, რომ გადასახადის მომხრეებს შეეძლოთ მისი
გამოყენება მძევლად: არ იქნებოდა გადასახადი მოხმარებაზე, არ იქნებოდა ახალი
ობიექტი. სენატორმა პიტ დომენიჩიმ, მომხმარებლების დაბეგვრის იდეის წამყვანმა
ლიდერმა, საკითხები ასე დაუკავშირა ერთმანეთს, და პრეზიდენტი კარტერი ვეტოს
უფლებით დაიმუქრა ნებისიმიერ დაფინანსებაზე 26-ე შლიუზისა და კაშხალისათვის,
თუკი ამას არ მოჰყვებოდა მომხმარებლების დაბეგვრის უზრუნველყოფა. ამ მძევლის
არსებობის გარეშე, ისეთი ენერგიული საქმოსნებიც კი, როგორიც არიან დომენიჩი,
მდივანი ბროკ ადამსი, და კარტერი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებდნენ მომხმარებლების
დაბეგვრის საკითხის გატანას.

სპილოვერები/spillovers3

ერთი საკითხისთვის ფანჯრის გამოჩენა ხშირად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ


ფანჯარა გაიღოს სხვა მსგავსი საკითხისთვისაც. ერნსტ ჰაასის ტერმინოლოგიას რომ
დავესესხოთ, გამოვიყენოთ ტერმინი „სპილოვერი“, იმისათვის რომ აღვწეროთ
მოვლენების ასეთი ჯაჭვი. მოცემული ფანჯრის გამოყენება ზოგჯერ აწესებს პრინციპებს,
რომლებიც წარუძღვება მომავალ გადაწყვეტილებებს პოლიტიკის არენაზე. სხვა დროს,
პრეცედენტი „გადაიღვრება“ ერთი სფეროდან მეზობელ სფეროში.

ნორმის დაწესება

პოლიტიკის მოცემული სფეროს შიგნით, როგორიცაა ჯანდაცვა და ტრანსპორტირება, ან


მათი ნებისმიერი ქვე-სფერო, პოლიტიკის ცვლილებები ხდება თანმიმდევრულად,
ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა და თითქმის უჩინარი ნაბიჯებით. მაგრამ არის შემთხვევები,
როდესაც სრულიად ახალი კანონპროექტის მიღების ან პრეცედენტის განმსაზღვრელი
საპრეზიდენტო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იქმნება ქცევის ახალი წესი. როგორც
კი ეს მოხდება, საჯარო პოლიტიკა ამ სფეროში თითქმის არასდროს აღარ არის ისეთი,
როგორიც ადრე იყო, რადგან ახალი დამატებები ეფუძნება ქცევის ახალ წესს, ხალხი
ეჩვევა საქმეების ახლებურად კეთებას, და ისევე ძნელი ხდება ახალი მიმართულების
შეცვლა, როგორც ძველის შეცვლა იყო ძნელი. ხალხი ასეთ მდგომარეობას ეძახის
„ნორმის დაწესებას“, „მიმართულების შეცვლას“, „აქლემის ცხვირის შეყოფას კარვის
ქვეშ“, „კარში ფეხის შეყოფას“, „პრეცედენტის განსაზღვრას“.

წესის დადგენა აუცილებლად არ გულისხმობს, რომ პოლიტიკის წარმოებამ მართლაც


ახალი, დრამატული ცვლილება განიცადა, ხანმოკლე პერიოდში მაინც. ნაბიჯი შეიძლება
იყოს, ან არ იყოს საკმაოდ პატარა; ასეთი მოვლენების მნიშვნელობა მდგომარეობს მათ
უნარში, დაადგინონ პრეცედენტი. მაგალითად, წყლის გზის მომხმარებლების დაბეგვრის
შემთხვევაში ფაქტიური გადასახადი, რომელიც დაწესდა ბარჟებზე წყლის გზების

3
სიტყვა სიტყვით „გადაღვრა“, გარე ეფექტები
გამოყენებისათვის 1978 წელს, იყო მინიმალური, და გადაწეულ იქნა რამდენიმე წლით.
მაგრამ როგორც ამ პოლიტიკის მომხრეებისთვის, ისე მისი მოწინააღმდეგებისათვის
თანაბრად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომ ფედერალურმა მთავრობამ პირველად
გადაწყვიტა რომ ზოგიერთ წყლის გზაზე მომხარებლებისგან ბეგარა აიკრიბებოდა. იმ
ფაქტის მწარედ განცდის შემდეგ, რომ გადასახადი საგრძნობლად შესუსტდა
კანონპროექტის განხილვის განმავლობაში, ერთმა მომხრემ მაინც ასეთი დასკვნა
გამოიტანა, „ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი, ეს მნიშვნელოვანი შემტევი ხაზია“.
როგორც კი მომხმარებლების რაიმე სახის დაბეგვრა იქნა ძალაში შეყვანილი, უფრო
დიდი გადასახადების მომხრეებს შეძლოთ მომდევნო რამდენიმე წელიწადი დაეხარჯათ
გადასახადის თანმიმდვერულ შეცვლაში იმ ნიშნულამდე, როდესაც ისინი მიიჩნევდნენ
რომ გადასახადი სამართლიანი და ღირებულია. ამგვარად, ნებისმიერი საკანონმდებლო
აქტი მოიცავს მომავალს, რომელიც საკმაოდ განსხვავებულია ძველი რეჟიმისაგან.

ახალი ქცევის წესის შემოღების მნიშვნელობის ნაწილი მის ლოგიკაშია: პრეცედენტი


არსებობს, ამგვარად, არგუმენტები, რომლებიც პოლიტიკას გარს ეხვევა,
განსხვავებულად ფორმულირდება. მაგრამ წესის მნიშვნელობა ნაწილობრივ
პოლიტიკურია: ძველი კოალიცია, რომელიც ბლოკავდა ცვლილებას, დამარცხებულია,
და ცხოვრება ახლებურად გრძელდება. წინა კოალიცია, შესაძლოა, ებრძოდა ამ ქმედებას
წლების მანძილზე მაგრამ მას შემდეგ აღარ შეუძლია დაამტკიცოს, რომ
დაუმარცხებელია. როგორც ეროვნული ჯანდაცვის დაზღვევის ერთმა მომხრემ
მჭერმეტყველურად განაცხადა:

ამერიკული სამედიცინო ასოციაციის (AMA) ძალაუფლება შერყეული იყო


Medicare-ის მიერ. ჩემი აზრით, ეს Medicare-ის მართლაც უდიდესი მიღწევა იყო. ეს
იყო რუბიკონის ნამდვილი გადალახვა. მე არ ვგულისხმობ, რომ AMA აღარ არის
მნიშვნელოვანი. მათ შეუძლიათ საქმის შენელება, ხალხის გადაბირება. მაგრამ
ისინი აღარ არიან კანონმდებლობის მთავარი სპოსნორები ან მომხრეები. Medicare-
მა დაამტკიცა, რომ AMA-ს დამარცხება შესაძლებელია. როგორც კი ეს დამტკიცდა,
ამან გზა გაუხსნა სხვა პროგრამებს.
ქცევის ახალი წესის დაფუძნება ასეთი მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ხალხი ეჩვევა
საქმეების ახლებურად კეთებას და ახალ პოლიტიკას სტანდარტულ საოპერაციო
პროცედურებში ამატებენ. პროცესი ინერციით გრძელდება და რთული ხდება სისტემის
გადაყვანა მისი ახალი მიმართულებიდან. მაგალითად, Medicare-ს თანაბრად მოერგნენ
როგორც პაციენტები, ისე ექიმები. მოხუცებულ პაციენტებს და მათ ახალგაზრდა
შვილებს მოსწონდათ, რომ მათ გადასახადებს უხდიდნენ, და ექიმებსაც ასევე მოეწონათ
კომპენსაციის მიღება. Medicare-ის შემოღებით მთავრობის სერიოზული ჩარევა
ჯანდაცვის დაფინანსებაში მისაღები გახდა, როგორც ბიზნესის წარმოების ჩვეული გზა.
ამ დროს ყველაზე რთული იყო ოპონენტებისათვის, უკან დაეხიათ „სოციალიზირებული
მედიცინის“ სლოგანებისკენ, ან ემტკიცებინათ, რომ მთავრობის ჩარევას, როგორც ასეთს,
პრინციპში უნდა ეწინააღმდეგებოდე.

სპილოვერები ახლომდებარე სფეროებში

როგორც კი პრეცედენტი დაწესებულია ერთ სფეროში, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას


მსგავსი ცვლილებისათვის სფეროში, რომელიც პირველს რაიმენაირად წააგავს.
მაგალითად, როგორც კი დერეგულაცია ძალაში შევიდა ავიაციისათვის, სხვა
სატრასნპორტო საშუალებებში დერეგულაციის მომხრეებმა გამოიყენეს ავიახაზების
გამოცდილება მსგავსი ცვლილებების საჭიროების დასამტკიცებლად სატვირთო და
სარკინიგზო ტრანსპორტისათვის. როგორც ჩვენ ვიხილეთ პირველ თავში
(გამოსახულებები 1-2), დღის წესრიგის მნიშვნელობა სხვა სატრანსპორტო
საშუალებებისთვის დაეცა 1978 წელსა და 1979 წელს შორის. 1978 წლის კანონმდებლობის
მიუხედავადაც კი, ავიახაზები უფრო მნიშვნელოვნად იყვნენ მოხსენიებულნი, რადგანაც,
რესპონდენტები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან,
ახსენებდნენ ავიახაზების დერეგულაციას და იმას, თუ ამ გამოცდილებიდან რა ზომები
შეიძლებოდა, და რა არ შეიძლებოდა გამოყენებულ ყოფილიყო მათ მიმართ. ამის
მსგავსად, ავტო-უსაფრთხოების პირველი კანონმდებლობის მიღებას შედეგად მოჰყვა
უსაფრთხოების კანონმდებლობებიის აღლუმი ბავშვების აალებადი ტანსაცმლის,
ქვანახშირის შახტების, და სხვა სფეროების შესახებ, რისი კულმინაციაც იყო
პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის კანონმდებლობა. მართლაც, რალფ
ნედერის პირველი წარამტება ავტომობილების დაცვაში გადაიქცა მომხმარებლის დაცვის
შორს მიმავალ მოძრაობად.

რატომ წარმოიქმნება ასეთი სპილოვერები? პასუხის ნაწილი შეგვიძლია ვიპოვოთ ჯეკ


უოლტერის ნამუშევარში აშშ სენატში დღის წესრიგის შედგენის შესახებ. უსაფრთხოების
მაგალითის შემდეგ უოლკერი მიუთითებს, რომ ზოგი საქმის მწარმოებელი სენატორი
წარადგენს უამრავ კანონმდებლობას და თვლის რომ დაფასებას იმსახურებს
ინოვაციისათვის. როგორც კი მათ დაინახეს, თუ როგორი დაფასება და საზოგადოების
მხარდაჭერა მოჰყვა ავტომობილების უსაფრთხოებას, მათ წამოწიეს უსაფრთხოების სხვა
საკითხები, რადგან იქაც იგივე პოტენციალი დაინახეს. ამგვარად, კონგრესმა სწრაფად
გაიარა უსაფრთხოების ყველა საკითხი იმიტომ, რომ პირველი მათგანი აღმოჩნდა „ჰიტი“
და პოლიტიკური „ოქროს ფსკერი“ მისი სპონსორებისათვის. ამის მსგავსად, როგორც კი
პოლიტიკოსებმა დაინახეს დერეგულაციის მიმზიდველობა ავიახაზების მაგალითზე,
ისინი მიუბრუნდნენ ტრანსპორტის სხვა საშუალებებს იმ იმედით, რომ სარგებელს
ნახავდნენ მსგავსად პოპულარულ სიტუაციაში.

მაგრამ მნიშვნელოვანია სწრაფად გადაადგილება. ფანჯარა პირველ სფეროში ფანჯრებს


აღებს მეზობელი სფეროებისთვისაც, მაგრამ ეს ფანჯრები ასევე ძალიან სწარაფად
იხურება. პირველი პოლიტიკის განხორციელება სიახლეს უკარგავს მის მიღებას. მაშინ
როდესაც ავიახაზების დერეგულაციას მოჰქონდა აშკარა იმწამიერი სარგებელი,
როგორიცაა უფრო იაფი მგზავრობა, დატვირთვის გაზრდილი კოეფიციენტი, და
ავიახაზების უფრო მაღალი სარგებელი, პრობლემები მხოლოდ მოგვიანებით
გამოაშკარავდა. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკის გატარება ჩვეულებრივ
ააშკარავებს გარდაუვალ პრობლემებს, იდეები, რომლებიც პირველ პრეცედენტს
მოჰყვება, სწრაფად უნდა გავრცელდეს სხვა სფეროებზე, რადგან დროსთან ერთად ამის
საჭიროების დასაბუთება რთულდება.

სპილოვერი ასევე წარმოიქმნება, რადგან პირველი პრეცედენტის შემქმნელი


კანონმდებლობის მიღება ცვლის კოალიციის სტრუქტურას პოლიტიკის გარშემო.
კოალიცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ცვლილებას, დამარცხებულია, და კოალიცია,
რომელიც დაწესდა და გაიწვრთნა ახალი პოლიტიკის გატარებისთვის, მზად არის
გააგრძელოს ბრძოლა სხვა სფეროებში. მაგალითად, კოალიცია შეიქმნა ავტო
უსაფრთხოებისათვის, და ის შეიძლება გადაყვანილ იქნას უსაფრთხოებისა და
მომხმარებლის დაცვის სხვა საკიტხებზე. კოალიციის შექმნის სტრატეგიის გადაღებაც
არის შესაძლებელი. ავიახაზების დერეგულაციის მომხრეებმა შენიშნეს, რომ მათ ძალიან
დაეხმარა, როდესაც რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებამ გაარღვია ოპოზიციის
ერთიანი საფრონტო ხაზი და განახორციელა ცვლილება. ისწავლეს რა ამ სტრატეგიის
წარამტებისგან, ისინი შეეცადნენ თამაშიდან ასევე გამოეთიშათ რამდენიმე
რეგულირებული სატრანსპორტო საშუალება იმით, რომ ადგენდნენ შეთავაზებებს,
რომლებიც წაადგებოდა იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მათ მხარეს
აღმოჩნდნენ.

გარდა იმ სტიმულისა, რომ საქმოსნებმა უნდა ეძებონ ახლობელი სფეროები და


კოალიციების შესაძლებლობები, რომლებიც მათ დაეხმარებათ, არგუმენტაციის
პროცესიც წარმოქმნის სპილოვერს. წარმატება პირველ შემთხვევაში წარმოშობს
ანალოგიაზე დაფუძნებულ არგუმენტს მეორე შემთხვევის წარმატებისათვის.
მაგალითად, დერეგულაციის მაგალითში სატვირთო მანქანების დერეგულაციის
მომხრეები მიუთითებდნენ ავიახაზების დერეგულაციის ყვეალ დადებით მხარეებზე, და
ამტკიცებდნენ, რომ იგივე მოჰყვებოდა დერეგულაციას სატვირთო მანქანებისთვის.
მაგალითად, თუკი მგზავრობის გადასახადი უფრო დაბალი იქნებოდა, ფასები უფრო
დაბალი იქნებოდა ტვირთის გამგზვნებისთვის, რადგან სატვირთო მანქანებს შორის
კონკურენცია ასევე დაწევდა ფასებს. როგორც ჟურნალისტმა თქვა 1979 წლეს, „მე
შემიძლია ჩემი შვილი გავუშვა ლოს-ანჯელესში ბებიის სანახავად მთელი ქვეყნის
გავლით 99$-ად. ეს საკმაოდ იაფი მგზავრობაა. და ბიზნესმენი იტყვის, ‘იქნებ ჩვენ იგივეს
გაკეთება შეგვიძლია სატვირთო ტარიფთან დაკავშირებით.’“ ამასთან, უფრო რთული იყო
არგუმენტის გაკეთება სატვირთო მანქანების დერეგულაციის საწინააღმდეგოდ,
რადგანაც ის ნეგატიური შედეგები, რაც მოჰყვა ავიახაზების დერეგულაციის შემთხვევას,
ჯერ არ იყო გამოვლენილი მისი ამოქმედებიდან მოკლე პერიოდში.
ასეთ არგუმენტაციას სჭირდება კატეგორიების სათანადო გამოყოფა. ერთადერთი
საშუალება, რომ საკითხმა პროგრესი განიცადოს ერთი შემხვევიდან მეორე
შემთხვევისაკენ, არის ის, რომ ეს ორი საკითხი ერთსა და იმავე კატეგორიაში
მოათავსდეს. მაგალითად, ადამიანები ადვილად გადადიან უსაფრთხოების ერთი
საკითხიდან მეორე საკითხზე, იმიტომ რომ, ყველა მათგანი განსაზღვრულია, როგორც
„უსაფრთხოების“ კატეგორიის ნაწილი. მაგრამ ქვანახშირის საბადოს უსაფრთხოება
განსაზღვრული რომ ყოფილიყო მუშათა ურთიერთობების მენეჯმენტის კატეგორიის
ნაწილად, მაშინ გაცილებით უფრო რთული იქნებოდა მასზე უსაფრთხოების
არგუმენტების მორგება. ამის მსგავსად, როდესაც ტრანსპორტის სპეციალისტები
მოითხოვდნენ მეტ ფედერალურ დაფინანსებას ავტომაგისტრალისა და ხიდის
ტექნიკური მომსახურებისათვის, ისინი ხშირად იხსენებდნენ რკინიგზების შემთხვევას,
როგორც მაგალითს იმ საშინელი შედეგებისა, რაც ინფრასტრუქტურის დაზიანებას
მოჰყვება. ერთადერთი საშუალება, რათა გაკეთებულიყო მსგავსი ანალოგია, იყო უფრო
ფართო კარტეგორიის არსებობა, როგორიცაა „ინფრასტრუქტურის დაზიანება“, რომელიც
თავისუფლად მოერგებოდა როგორც რკინიგზის, ისე ავტომაგისტრალის შემთხვევებს.

ყოველთვის არ არის ცხადი, თუ რომელი კატეგორია უნდა იქნას გამოყენებული.


უნარშეზღუდულმა აქტივსტებმა მიაღწიეს კანონმბდელობას, რომელიც მოითხოვდა,
რომ მასობრივ სანტრანზიტო სისტემებს უზრუნველეყოთ თანაბარი ხელმისაწვდომობა
მიწისქვეშა გადასასვლელებთან. როგორც რეგულაციებში იქნა განმარტებული, ეს
კანონმდებლობა სინამდვილეში მოითხოვდა არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების
უზრუნველყოფას ესკალატორებით, რაც უაღრესად ძვირადღირებული გეგმა იყო. ამ
საკითხში დიდი როლი ითამაშა კატეგორიზაციამ. ის კლასიფიცირებული რომ
ყოფილიყო, როგორც სატრანსპორტო საკითხი, არსებობდა გაცილებით
ნაკლებადხარჯიანი გზები (მაგ. კარიდან კარამდე ტაქსის სერვისი), რაც უფრო
მოსახერხებელი იქნებოდა უნარშეზღუდული ადამიანებისთვის. მაგრამ ეს საკითხი
კლასიფიცირებული იყო, როგორც სამოქალაქო უფლებების შემთხვევა; და შესაბამისად,
„ცალ-ცალკე მაგრამ თაბარი“ პრინციპის მქონე სატრანზიტო გადაზიდვების უფლება არ
იყო საკმარისი. სამოქალაქო უფლებების მოძრაობა „გადაიღვარა“ უნარშეზღუდულების
ტრანსპორტირების საკითხში.

სპილოვერების ძალა

პირველი წარმატება წარმოქმნის სპილოვერების უაღრესად ძლიერ ეფექტებს.


პოლიტიკის საქმოსნებს მოტივაცია უჩნდებათ რომ სწრაფად გაექანონ შემდეგი
შესაძლებელი საკითხისაკენ, კოალიციები მოერგება ახალ საკითხს და წარმოიქმნება
ანალოგიასა და პრეცედენტზე დაფუძნებული არგუმენტები. მაგალითად,
დერეგულაციის შემთხვევაში, გვიან 1977-ში და 1978-ში რესპონდენტები ხშირად
ხელიდან უშვებდნენ ხოლმე სატვირთო ავტომობილების კანონმდებლობის
შესაძლებლობებს, მიუთითებდნენ რა რეგულირებადი სატვირთო ავტომანქანებისა და
მძღოლებისაგან შემდგარი ოპოზიციის შთაბმეჭდავ კოალიციაზე. თუმცა, 1979
წლისთვის, დიდწილად ავიახაზების დერეგულაციის მიღებისა და აშკარა წარამტების
შედეგად, ეს ოპონენტები უკვე გაქცევას ცდილობდნენ, და დერეგულაციის
კანონმდებლობასაც მიღებამდე ცოტაღა აკლდა. ძლიერი სპილოვერის ეფექტის
მეშვეობით ასეთი სახის მაბლოკირებელი კოალიციის დამარცხებაც კი შესაძლებელი
გახდა. დერეგულაცია გახდა ერთადერთი მისაღები თამაშის წესი, და იმ სფეროებზეც
გავრცელდა, რომლებიც შორს იყო ტრანსპორტირებისაგან.

დგება მომენტი, როდესაც პოლიტიკის საქმოსნები განიხილავენ ყველა საკითხს, და


აღარაფერი რჩება, რაზეც შესაძლებელი იქნებოდა „გადაღვრა“. როგორც ერთმა
რესპონდენტმა თქვა ავტო უსაფრთხოებაზე, „მათ ყველაფერი გააკეთეს, რისი
მოფიქრებაც შესაძლებელი იყო - უსაფრთხოების ღვედები, საჭის მექანიზმის ღერძი,
რომელიც ავარიის დროს იკეცება, და ასე შემდეგ - და მაინც აგრძელებენ საჰაერო
ბალიშების ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას. მათ უკვე აღარ იციან რა გააკეთონ.“ ამის
მსგავსად, წყლის გზების მომხმარებლების დაბეგვრამ ბოლო ცვლილება შემოიღო.
არსებობდა საწვავზე დამოკიდებული გადასახადები ავტომაგისტრალების
კონსტრუქციისთვის და ბილეთზე დამოკიდებული გადასახადები აეროპორტის
კონსტრუქციისთვის; ერთ-ერთი დამკვირვებლის სიტყვებით, „უკანასკნელი შეფერხება
იყო წყლის გზების ხალხი“. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ავიახაზების დერეგულაციის
მაგალითად მოყვანა არსებითად გაიზარდა მისი მიღების შემდეგ, რადგანაც ეს საკითხი
„გადაიღვარა“ სხვა სფეროებზე. ამისგან განსხვავებით, წყლის ხაზების მომხმარებლების
დაბეგვრის შემთხვევის მაგალითად მოყვანა დრამატულად დაეცა 1978-დან 1979 წლამდე
32 %-დან 4%-მდე, რადგანაც მეტი აღარაფერი იყო დარჩენილი რომ გაკეთებულიყო.
მომხმარებლების დაბეგვრის საკითხები ამოიწურა.

დასკვნა

პრობლემების, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განსხვავებული


ნაკადები ერთიანდება განსაზღვრულ კრიტიკულ დროს. გადაწყვეტილებები უერთდება
პრობლემებს, და ორივე მათგანი უერთდება ხელსაყრელ პოლიტიკურ ძალებს. ასეთი
დაწყვილება ყველაზე მეტად მოსალოდნელი არის როდესაც პოლიტიკის ფანჯარა -
ხელსაყრელი შესაძლებლობა, რომ გატანილ იქნას ვინმეს სასურველი წინადადება ან
პრობლემის კონცეფციები - ღიაა.

პოლიტიკის ფანჯრები იღება ან ძალზედ საინტერესო პრობლებების გამოჩენით, ან


პოლიტიკის ნაკადში მომხდარი ცვლილებებით. შედეგად, არსებობს „პრობლემების
ფანჯრები“ და „პოლიტიკური ფანჯრები.“ რომ მივუბრუნდეთ ჩვენს განსხვავებას დღის
წესრიგსა და ალტერნატივებს შორის, სამთავრობო დღის წესრიგი დგინდება
პრობლემების ან პოლიტიკის ნაკადებში, მაშინ როდესაც ალტერნატივები წარმოიქმნება
პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნაკადში.
ერთი მნიშვნელოვანი დაწყვილება მდგომარეობს პოლიტიკის ალტერნატივასა და სხვა
რამეს შორის. პოლიტიკის საქმოსნები, რომლებიც მხარს უჭერენ მათ სასურველ
ალტერნატივებს, პასუხისმგებელნი არიან ასეთ დაწყვილებაზე. მათ გამზადებული აქვთ
საკუთარი შეთავაზება, და ელოდებიან ერთ ან ორ რამეს: პრობლემას, რომელმაც
შეიძლება მათ ჩამოუაროს, და რომელსაც შეძლებენ, რომ მიაბან თავისი
გადაწყვეტილება, ან განვითარებას პოლიტიკის ნაკადში, როგორიცაა ადმინისტრაციის
ცვლილება, რაც წარმოშობს მგრძნობიარე კლიმატს მათი შეთავაზებისათვის. ზოგიერთი
ფანჯარა უმეტესწილად გეგმის მიხედვით იღება; დანარჩენები საკმაოდ
არაპროგნოზირებადია. თუკი შანსი ერთხელ გაშვებულ იქნა, საჭიროა მეორეს
დალოდება.

მაშინ, როდესაც სამთავრობო დღის წესრიგი დგება იმ შემთხვევებისგან, რომლებიც


ხდება ან პრობლემების ან პოლიტიკის ნაკადებში, გადაწყვეტილების დღის წესრიგის
შედგენა, საპირისპიროდ, ხელთ არსებულ ალტერნატივაზე ამახვილებს ყურადღებას.
კარგად შემუშავებული, სიცოცხლისუნარიანი წინადადება, რომელიც ხელთ არის
პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნაკადში, ზრდის იმის ალბათობას, რომ პრობლემა
წამოიჭრება გადაწყვეტილების მიღების დღის წესრიგში. სხვა სიტყვებით, ალბათობა,
რომ საკითხი წამოიჭრას გადაწყვეტილების დღის წესრიგში, დრამატულად იზრდება,
თუკი სამივე ელემენტი - პრობლემა, წინადადება და პოლიტიკური მზადყოფნა - ერთ
პაკეტში არის გაერთიანებული.

საბოლოოდ, ერთ სფეროში მიღწეული წარმატება ზრდის სხვა სფეროების წარამტების


ალბათობას. მოვლენები „გადაიღვრება“ ახლომდებარე სფეროებში, რადგან
პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ იქ მათ იგივე ჯილდო ელით, რაც წინა შემთხვევაში. ამას
გარდა, გამარჯვებული კოალიცია შესაძლებელია გადაყვანილ იქნას ახალ საკითხებზე,
და ასევე, შესაძლებელი ხდება არგუმენტის დაფუძნება არსებულ პრეცედენტზე.

You might also like