You are on page 1of 19

გარემოს დაცვის სამართალი

§ 3 გარემოს დაცვის სამართლის ძირითადი


პრინციპები

კობა ყალიჩავა

სამ. დოქტ. LL.M


სტრუქტურა

A პრინციპების მნიშვნელობა

B მიმართება სზაკ-ის პრინციპებთან

C გარემოსდაცვითი პრინციპები (წინდახედულება,


ინტეგრირებული კონტროლი, დამბინძურებელი იხდის,
კოოპერაცია, მდგრადი განვითარება და გარემოსდაცვითი
სამართლიანობის პრინციპი)
A) გარემოს დაცვის სამართლის
პრინციპების ფუნქციები

 პოლიტიკური ფუნქცია - გარკვეული მიმართულების


მაჩვენებელია საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლების ორგანოებისათვის, როგორც
პოლიტიკური ინსტიტუციებისათვის

 ნორმატიული ფუნქცია - ადმინისტრაციული ორგანოებისა


და სასამართლოს მიერ გამოიყენება როგორც უშუალოდ
მოქმედი სამართალი (გდკ-ის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი)

 დესკრიფციულ-სამეცნიერო ფუნქცია - ორიენტაციას


აძლევს მკვლევარებს ამ სფეროში
B) სზაკ-ის პრინციპები უცვლელია, მოქმედებს
თავისებურებები

 კანონისმიერი დათქმის პრინციპი - გარემოს დაცვის


სამართალში უმეტესად რეგულაციების კონკრეტიზაციის
პასუხისმგებლობა დელეგირებულია აღმასრულებელ
ხელისუფლებაზე

 კანონიერი ნდობის პრინციპი - გარემოს დაცვის


დინამიზირებული ბუნების გამო ზოგჯერ ამ პრინციპს
შეზღუდული გამოყენება აქვს

 თანაზომიერების პრინციპი - ყველაზე მეტად გამოყენებადი


პრინციპია, განსაკუთრებით სხტ-ის მიმართ

 დისკრეციული უფლებამოსილების პრინციპი - უმეტესად


განუსაზღვრელი სამართლებრივი ცნებების სახით
მოქმედებს
C) გარემოს დაცვის სამართლის სპეციალური
პრინციპების სისტემა:

 დაცვის პრინციპი,
 წინდახედულების პრინციპი,
 ინტეგრირებული კონტროლის პრინციპი,
 მდგრადი განვითარების პრინციპი,
 დამბინძურებლის ფინანსური ტვირთის პრინციპი,
 საერთო ტვირთის პრინციპი,
 კოოპერაციის პრინციპი,
 ტრანსასაზღვრო გარემოს დაცვის პრინციპი.
C) დაცვის პრინციპი
 დაცვის პრინციპს აქვს კონსტიტუციური რანგი და
უშუალოდ მოქმედი სამართლის სახით გამოიყენება

 პრინციპი „არავის და არაფერს არ უნდა მიადგეს ზიანი“


გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებზე მაღლა
დგას და მოქმედებს როგორც გადაწყვეტილების
მიღებისას (გდკ-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტი), ისე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
ეტაპზე (გდკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტი)

 დაცვის პრინციპის ცენტრალური ელემენტია


საპოლიციო-სამართლებრივი საფრთხის ცნება
C) კაზუსი 1: მთავრობა თუ ექსპერტი?
საქართველოს მთავრობამ სპეციალური ტექნიკური
რეგლამენტის მეშვეობით X ნივთიერებისათვის დაბინძურების
მაქსიმალურ ზღვარად განსაზღვრა Y. ერთ-ერთმა აზოტის
დამამზადებელმა საწარმომ საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართა
ნებართვის გაცემის თხოვნით - X ნივთიერებისათვის Y ზღვრის
ფარგლებში. სამინისტრომ გასცა ნებართვა, რაც
გასაჩივრებული იქნა საწარმოს მეზობლის მიერ იმ მოტივით
რომ ნებართვით დადგენილი დაცვის სტანდარტი დაბალია
ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების
უფლების უზრუნველსაყოფად. სარჩელს თანდართული აქვს
ექსპერტის დასკვნა, რომელიც დაცვის მაღალი სტანდარტის
შესაქმნელად ითხოვს Yის 50%ით შემცირებას.

როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ექსპერტის დასკვნას რაიმე სამართლებრივი


უპირატესობა მთავრობის დადგენილების მიმართ? მეზობელმა უნდა მოითხოვოს
დაცვის მაღალი სტანდარტი მხოლოდ თავისთვის თუ უნდა მოხდეს მთავრობის
დადგენილების საერთოდ გაუქმება?
C) წინდახედულობის პრინციპი
 წინდახედულობა გარემოს დაცვის ახალი კონცეფციაა და
მიმართულია თავისუფალი სივრცის შენარჩუნებისაკენ

 რისკების წინდახედულობა (გდკ-ის მე-5 მუხლის მე-2


პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი)

 რესურსების წინდახედულების პრინციპი (გდკ-ის მე-5


მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი)

 წინდახედულობის პრინციპის ცენტრალური ელემენტია


საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა (გდკ-ის მე-4 მუხლის „ნ“
პუნქტი)
C) კაზუსი 2: ჩინური ჯობია თუ
ქართული?
ჩინური თუ ქართული ბიზნესი? ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ
2010 წელს სახელმწიფოსაგან 25 წლის ვადით მიიღო სვანეთის
მუნიციპალიტეტში 250 000 კუბური მეტრი ხე-ტყის დამზადების
ლიცენზია. 2014 წელს სახელმწიფოს მიმართა უკვე ქართულმა
კომპანიამ და სვანეთის ტერიტორიაზე მოითხოვა 25 000 კუბური
მეტრი ხე-ტყის მოპოვების ლიცენზია, რაზეც მან უარი მიიღო.
სახელმწიფოს არგუმენტაციით, სვანეთის ტერიტორიაზე
დამატებით ლიცენზიის გაცემის რესურსი არ არსებობს. ქართული
კომპანია ასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას.

სამართლიანია თუ არა სახელმწიფოს უარი? სამართლიანია თუ არა


სახელმწიფოს მიერ გაცემული პირველი სალიცენზიო
გადაწყვეტილება?
C) კაზუსი 3: საკვამური მილების
დაგრძელება
„ა“ - საკვამური მილები დავაგრძელე, ხალხს პრობლემები არა
აქვს და თქვენ მაინც რატომ არ მეშვებით! „ა“-მ, მოსახლეობის
უკმაყოფილების გამო, 1981 წელს აშენებულ ბითუმის ქარხანაში
საკვამური მილები დააგრძელა 50 მეტრით. ამან კი შექმნა
მოსახლეობისაგან მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების
წინაპირობა. მომჩივნებიც დაწყნარდნენ. თუმცა ამის
მიუხედავად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი ითხოვს მილის ბოლოში ისეთი ფილტრების
დამონტაჟებას, რომელიც შეზღუდავდა მავნე ნაწილაკების
ატმოსფერულ ჰაერში მოხვედრას. „ა“ უკმაყოფილოა.

სამართლიანია თუ არა დეპარტამენტის მოთხოვნა? რომელ


პრინციპს ემყარება ეს მოთხოვნა?
C) ინტეგრირებული კონტროლის პრინციპი
ერთმანეთისაგან განასხვავებენ:
 მატერიალურ ინტეგრაციას - მთლიანი გარემოს დაცვის
მოთხოვნა

 ტექნოლოგიურ ინტეგრაციას - გარემოს დაცვა არა წარმოების


ბოლოში, არამედ წარმოების პროცესში

 ფორმალურ ინტეგრაციას - ორგანიზაციული და წარმოება-


სამართლებრივი საკითხების გაერთიანება წარმმართველი
ორგანოს ხელში
C) ილუსტრაციები
 ადმინისტრაციულმა ორგანომ საწარმოს მოთხოვა ისეთ ფილტრების
დამონტაჟება, რომელიც ატმოსფერულ ჰაერში 2ჯერ ამცირებს
გაფრქვევას, თუმცა ფილტრში ხდება დიდი ოდენობით სახიფათო
ნარჩენების დაგროვება.

 იგივე შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ მოითხოვა


გამწმენდი ფილტრების დამონტაჟება, ნაკლებ სახიფათო საწვავის
გამოყენება და კატალიზატორების დაყენება.

 იგივე შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემამდე


შპს „საქცემენტმა“ უნდა მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა,
ატმოსფერული ჰაერის, წყლის დაცვის, ნარჩენების მართვისა და
დაცული ტერიტორიების სამსახურების თანხმობები.

მოახდინეთ პრობლემის იდენტიფიცირება ინტეგრაციის სახეების


მიხედვით
C) მდგრადი განვითრების პრინციპი
 მდგრადი განვითარების პრინციპი ერთ-ერთი
ცენტრალურია და ის თავის მტკიცე ადგილს იკავებდა
კონსტიტუციურ ღირებულებათა სისტემაში (სკ-იის 37.4
მუხლი, ახალ რედაქციაში ამოვარდა),

 გარემოს დაცვის კანონის მე-4 მუხლი,

 ის ემყარება სამი ელემენტის კონცეფციას (ეკოლოგია,


საზოგადოება, ეკონომიკა), სადაც მთავარი ადგილი
ეკოლოგიას უჭირავს
C) კაზუსი 4: ლაზიკა როგორც გადარჩენა?
2012 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო
გადაწყვეტილება ლაზიკის პროექტის შესახებ. პროექტი
გულისხმობდა ქალაქის მშენებლობას ჭაობიან ადგილზე,
რომელიც მიჩნეულია გადამფრენი ფრინველების
შესვენების ადგილად.

შეამოწმეთ პროექტის დასაშვებობა მდგრადი განვითარენის


პრინციპის მიხედვით
C) დამბინძურებლის ფინანსური ტვირთის
პრინციპი
 დამბინძურებელი იხდის პრინციპი - იხდის ის, ვინც
გარემოს პირდაპირ ან არაპირდაპირ აბინძურებს

 ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპი (კაზუსი: ჭა


კერძო საკუთრებაში; მოსარგებლის მიერ აღწარმოება)

 გდკ-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“


ქვეპუნქტები
C) საერთო ტვირთის პრინციპი
 გარემოს დაცვა ბიუჯეტის ამ მიზნით ხარჯვის
ლეგიტიმაციის საფუძველია

 ეკონომიკური სტიმულირება (გდკ-ის მე-18


მუხლი)

 ხომ არ აჯობებს გარემოსდაცვითი ფონდების


პრინციპის დანერგვა?
C) კოოპერაციის პრინციპი
 კომუნიკაციური სახელმწიფოს იდეა

 საზოგადოებისა და საექსპერტო ჯგუფების


ჩართულობა

 ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

 დერეგულირება, როგორც კოოპერაციის პრიციპის


საწინააღმდეგო მოვლენა?!
C) ტრანსასაზღვრო გარემოს დაცვის
პრინციპი
გაეროს ქარტიის 74-ე მუხლი, სადაც დადგენილია
სახელმწიფოებს შორის კეთილგანწყობილი
სამეზობლო პოლიტიკის გატარების ვალდებულება,
გარემოს ტრანსასაზღვრო დაცვასაც გულისხმობს.

მაგ: თურქეთის ტეროტორიაზე მდ. მტკვარზე კაშხლის


მშენებლობა (და გზშ-ის ახალი კოდექსი)
გმადლობთ ყურადღებისათვის

You might also like