You are on page 1of 10

ივ.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


Ivane Javakhishvili Tbilisi State University

სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი

ფაკულტეტი იურიდიული ფაკულტეტი

საგანმანათლებლო პროგრამა სამართალი


უმაღლესი განათლების საფეხური ბაკალავრიატი

საკონსტიტუციო კონტროლი და სამართალწარმოება


სასწავლო კურსის სახელწოდება
Constitutional control and litigation

სასწავლო კურსის სტატუსი არჩევითი სასწავლო კურსი

სახელი, გვარი გიორგი კახიანი


სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი

სასწავლო კურსის თანამდებობა ასოცირებული პროფესორი


განმახორციელებელი საკონტაქტო ტელ. 599 433090
E-mail giorgi.kakhiani@tsu.ge
კონსულტაციის დღე: ფაკულტეტის დეკანის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად

სასწავლო კურსის კოდი

სწავლების ენა ქართული

წინაპირობები სასწავლო კურსი - ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

კრედიტი (ECTS) 5
საათები (1 კრედიტი = 25 სთ) 125
საკონტაქტო საათები, მ.შ 31
სტუდენტის სასწავლო
დატვირთვა ლექცია 14 სთ.
პრაქტიკული მუშაობა 12 სთ.
შუალედური და დასკვნითი გამოცდები 5 სთ
დამოუკიდებელი საათები 94
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 გაუღრმაოს ცოდნა საკონსტიტუციო კონტროლისა და სამართალწარმოების თავისებურებების,


საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შინაარსის, ძირითადი ცნებების, ტერმინებისა და მოდელების,
საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპების, საკონსტიტუციო სამართალწარმოების
მონაწილეების, მათი უფლებებისა და ვალდებულებების, ასევე საქართველოში საკონსტიტუციო
კონტროლის განმახორციელებელი მთავარი ორგანოს - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
საქმიანობისა და სასამართლოში საქმის განხილვის პროცედურების შესახებ;
 გამოუმუშავოს მოსარჩელის, მოპასუხის, მოსამართლის, სპეციალისტის, ექსპერტის უნარი;
სასწავლო კურსის მიზანი
 გამოუმუშავოს სასამართლო პრაქტიკაზე მუშაობის უნარი, ასევე ჩამოუყალიბოს სასწავლო-სამეცნიერო
ლიტერატურაზე თუ ნორმატიულ აქტებზე დამოუკიდებელი მუშაობის კულტურა;
 გამოუმუშავოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმების ანალიზის, კონსტიტუციურ-
სამართლებრივი ნორმების სწორი სამართლებრივი განმარტების (ინტერპრეტაციის), ასევე საკუთარი
სამართლებრივი პოზიციის გამოხატვისა და დასაბუთების უნარი.
 ჩამოუყალიბოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ კანონმდებლობასთან, სასამართლო
გადაწყვეტილებებთან, სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურასთან და ნორმატიულ აქტებთან
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
 განუვითაროს იურიდიული არგუმენტაციის ტექნიკა და სამართლებრივი ლოგიკა.

სწავლის შედეგები
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას საკონსტიტუციო
მართლმსაჯულების ინსტიტუტის არსისა და დანიშნულების, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების
თეორიული საფუძვლების, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანოს ადგილის, როლისა და
უფლებამოსილებების, საკონსტიტუციო სასამართლოების კომპეტენციისა და სამართლებრივი სტატუსის,
აგრეთვე საკონსტიტუციო სამართალწარმოების ძირითადი სტადიებისა და შედეგების შესახებ.

სტუდენტი ასევე შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას საკონსტიტუციო სამართალწარმოების თავისებურებების,


ცოდნა და გაცნობიერება
საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპების, საკონსტიტუციო სამართალწარმოების
მონაწილეების, მათი უფლებებისა და ვალდებულებების, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს საქმიანობისა და სასამართლოში საქმის განხილვის პროცედურების შესახებ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გაცნობიერებული ექნება საკონსტიტუციო


მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხები, საკონსტიტუციო სასამართლოს
აქტების სამართლებრივი ბუნება, მათი გამოცემის წესი და შედეგები.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

 საკონსტიტუციო მართლმსაჯულების საკითხებზე არსებული პრობლემატური საკითხების


იდენტიფიცირებასა და მათი გადაწყვეტისათვის ნორმატიული საფუძვლების მოძიებას;
 საკონსტიტუციო მართლმსაჯულების მარეგულირებელი ნორმების განმარტებასა და პრაქტიკულ
საქმიანობაში გამოყენებას;
ცოდნის პრაქტიკაში
 საკონსტიტუციო მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად კვლევითი
გამოყენების უნარი
ხასიათის პროექტის განხორციელებას წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.
 კონსტიუციურ-სამართლებრივი საკითხების სწორად შეფასებასა და ანალიზს;
 მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენებას;
 კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრობლემებში წვდომას და ამ პრობლემების გადაჭრის გზების
შემუშავებას.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების


საკითხებთან და საკონსტიტუციო კონტროლის ინსტიტუტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული
დასკვნის უნარი პრობლემების ხედვას, პრობლემური საკითხების ანალიზს და სამართლებრივად დასაბუთებული
დასკვნის ჩამოყალიბებას.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების საკითხებზე


დებატებში ჩართვას, განსხვავებული აზრის გაგებას და იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით
კომუნიკაციის უნარი
ზეპირი და წერილობითი ფორმით ცოდნის გადმოცემას.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების საკითხებზე


სწავლის უნარი
საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის და მეცნიერული სიახლეების მიდევნებას და
ცოდნის მუდმივად განახლებას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის,
ღირებულებები
კანონის უზენაესობის პრინციპის, ინდივიდთა უფლებების, სოციალური და დემოკრატიული

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
ფასეულობების დაცვას.

ლექცია
სამუშაო ჯგუფში მუშაობა
სწავლება-სწავლის
პრაქტიკული მუშაობა
მეთოდები
სემინარი
ელექტრონული რესურსით სწავლება
ელექტრონული სწავლება
სხვა

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება


სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის
დონის შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას (მაქსიმუმ 60 ქულა) და დასკვნით შეფასებას (მაქსიმუმ 40 ქულა), რომელთა ჯამი
წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების კომპონენტებია შუალედური წერითი გამოცდა და იმიტირებულ
სასამართლო პროცესში მონაწილეობა. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების თითოეულ კომპონენტს
გააჩნია თავისი წილი შუალედური შეფასების 60 ქულის ფარგლებში. სტუდენტის შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის
ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს 21 ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი შეფასების კომპონენტია დასკვნითი გამოცდა. დასკვნითი გამოცდა სავალ-
დებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დააგროვილი აქვს მინიმუმ 21
ქულა. სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დაგროვილი არ ექნება შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
ანუ მინიმუმ 21 ქულა, დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი
შეადგენს 20 ქულას. დასკვნითი შეფასება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი დასკვნით გამოცდაზე დააგროვებს
მინიმუმ 20 ქულას.

სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების (40 ქულა) გათვალის-
წინებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი
დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
დადებითი შეფასება
A - ფრიადი შეფასების 91-100 ქულა
B - ძალიან კარგი მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა
C - კარგი მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა
D - დამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა
E - საკმარისი მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასება
მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა (სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და
FX - ვერ ჩააბარა ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. ამასთან,
დამატებითი გამოცდა შეიძლება დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან
არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში).
მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის
F - ჩაიჭრა
საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
შეფასების ფორმები და კომპონენტები
შეფასების ფორმები და კომპონენტები რაოდენობა თითოეულის მაქსიმალური შეფა-
N მაქსიმალური ქულა
სება

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 60 ქულა

1.1 შუალედური წერითი გამოცდა 1 40 40


1.2. სასამართლო პროცესში მონაწილეობა 1 20 20
2 დასკვნითი შეფასება 40 ქულა
2.1. დასკვნითი გამოცდა 1 40 40
სულ 100 ქულა
შუალედური შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს შუალედურ წერით გამოცდას. შუალედური წერითი
გამოცდა ტარდება მე-8-მე-9 სასწავლო კვირას. შუალედურ წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს
მაქსიმუმ 40 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 40 პროცენტის ტოლია.

შუალედური წერითი გამოცდის შესაფასებლად გამოიყენება ტესტური და თეორიული საკითხების შეფასების


მეთოდი. სტუდენტს მიეცემა 20 ტესტი და 2 თეორიული საკითხი. თითოეულ ტესტს გააჩნია 4 სავარაუდო პასუხი,
რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორად ამოხსნილი თითოეული ტესტი შეფასდება 1 ქულით. თითოეული
თეორიული საკითხი შეფასდება 10 ქულის ფარგლებში (ჯამურად 20 ქულა).

მაქსიმალური ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები

პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას,


საკითხი ლოგიკურად, თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული.
9-10
იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და
სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
შუალედური განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად, თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის
7-8
წერითი გამოცდა გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა
და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის
5-6
გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია. იურიდიული ტერმინოლოგია
დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
განვლილ მასალას, თუმცა აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხი გადმოცემულია
3-4
ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა
და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
განვლილ მასალას, გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ
1-2
ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული.
სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.

0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

სტუდენტის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა ფასდება 20 ქულით, რაც საბოლოო შეფასების 20
პროცენტის ტოლია.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესაფასებლად გამოიყენება წერითი და ზეპირი პრეზენტაციის


მეთოდი (შეფასების მეთოდები): იგი მოიცავს კაზუსს და ამ კაზუსის საფუძველზე იმიტირებულ პროცესში
მონაწილეობას. კაზუსის ამოხსნა ხდება წერილობითი ფორმით. თითოეული კაზუსი ფასდება 7 ქულის ფარგლებში.
იმიტირებული სასამართლო პროცესი თითოეულ კაზუსთან მიმართებით ფასდება 13 ქულის ფარგლებში.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმებია: მატერიალური, საპროცესო და


იმიტირებულ ეთიკური ნორმების ცოდნა, კამათის კულტურა, წერის კულტურა, რეგლამენტის დაცვა და პრეზენტაბელურობა.
სასამართლო კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის აღქმა, ჰიპოთეზის შედგენა,
პროცესში მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი, თეორიული მასალის ცოდნა, სამართლის ძირითადი
მონაწილეობა ღირებულებებისა და პრინციპების გააზრება და გამოყენება, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა და ენობრივი
სტილი, საბოლოო დასკვნა.
ქულა კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის
არსი. წერილობითი დოკუმენტი შედგენილია სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა
და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად
7 ფლობს თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს
სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია
და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დოკუმენტი სრულია და ზედმიწევნით
სწორია.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა
შედგენილია სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი
კარგია. სტუდენტი კარგად ფლობს თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და
5-6
კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს,
იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა
სრულია და სწორი.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი.
ჰიპოთეზა შედგენილია სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და
სამართლებრივი ანალიზი ნაკლოვანი. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს
3-4
თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად
ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი
დაცულია, საბოლოო დასკვნა დამაკმაყოფილებელია.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი.
ჰიპოთეზა შედგენილია სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და
სამართლებრივი ანალიზი ნაკლოვანი. სტუდენტი საკმარისად ფლობს თეორიული
1-2
მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად
ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი
ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა შეკვეცილი და ფრაგმენტულია.
სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი.
ჰიპოთეზა შედგენილია არასწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი
ანალიზი არადამაკმაყოფილებელია. სტუდენტი ვერ ფლობს თეორიულ მასალას და
0
კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და
პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ხოლო ენობრივი
სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა ნაკლოვანია.
მაქსიმალური ქულა იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები
მატერიალური, საპროცესო და ეთიკური ნორმების ცოდნა, ლიტერატურისა და
2 ქულა
ნორმატიული მასალის მოძიებისა და დამუშავების ხარისხი
შეკითხვის სწორედ დასმის, მისი შინაარსის სწორედ გაგების, ადექვატური პასუხის
3 ქულა
გაცემის და საკუთარი პოზიციის დამაჯერებლად მიწოდების უნარი
შესაბამისი სამართლებრივი ნორმების სწორად განმარტების და გამოყენების
3 ქულა
საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი
კამათის კულტურა, ვერბალური კომუნიკაცის, მათ შორის სამართლებრივი
3 ქულა
მსჯელობის უნარი
2 ქულა რეგლამენტის დაცვა და პრეზენტაბელურობა
დასკვნითი შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
დასკვნითი შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს დასკვნით გამოცდას. დასკვნითი გამოცდა ტარდება მე-16-
მე-19 სასწავლო კვირას. დასკვნით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40 ქულა, რაც საბოლოო
შეფასების 40 პროცენტის ტოლია.

დასკვნითი გამოცდის შესაფასებლად გამოიყენება წერითი და ზეპირი პრეზენტაციის მეთოდი (შეფასების


მეთოდები): დასკვნითი გამოცდა მოიცავს 2 კაზუსს და ამ კაზუსების საფუძველზე 2 იმიტირებულ პროცესში
მონაწილეობას. კაზუსის ამოხსნა ხდება წერილობითი ფორმით. თითოეული კაზუსი ფასდება 7 ქულის ფარგლებში.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა თითოეულ კაზუსთან მიმართებით ფასდება 13 ქულის
ფარგლებში.
კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის აღქმა, ჰიპოთეზის შედგენა,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი, თეორიული მასალის ცოდნა, სამართლის ძირითადი
ღირებულებებისა და პრინციპების გააზრება და გამოყენება, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა და ენობრივი
სტილი, საბოლოო დასკვნა.
ქულა კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
დასკვნითი
გამოცდა სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი.
წერილობითი დოკუმენტი შედგენილია სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი
ანალიზი მაღალ დონეზეა. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს თეორიული მასალას,
7
გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და
პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დოკუმენტი
სრულია და ზედმიწევნით სწორია.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია
სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი კარგია. სტუდენტი კარგად
5-6 ფლობს თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი
დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და სწორი.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა
შედგენილია სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი
3-4
ნაკლოვანი. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის
ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 5 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა დამაკმაყოფილებელია.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა
შედგენილია სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი
1-2 ნაკლოვანი. სტუდენტი საკმარისად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ
იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და
ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა შეკვეცილი და ფრაგმენტულია.
სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა
შედგენილია არასწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი
0 არადამაკმაყოფილებელია. სტუდენტი ვერ ფლობს თეორიულ მასალას და კაზუსის ამოხსნისას არ
იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია არ
არის გამოყენებული, ხოლო ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა ნაკლოვანია.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმებია: მატერიალური, საპროცესო და
ეთიკური ნორმების ცოდნა, კამათის კულტურა, რეგლამენტის დაცვა და პრეზენტაბელურობა.

მაქსიმალური
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები
ქულა

მატერიალური, საპროცესო და ეთიკური ნორმების ცოდნა, ლიტერატურისა და ნორმატიული


2 ქულა
მასალის მოძიებისა და დამუშავების ხარისხი
შეკითხვის სწორედ დასმის, მისი შინაარსის სწორედ გაგების, ადექვატური პასუხის გაცემის და
3 ქულა
საკუთარი პოზიციის დამაჯერებლად მიწოდების უნარი
შესაბამისი სამართლებრივი ნორმების სწორად განმარტების და გამოყენების საფუძველზე
3 ქულა
არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი
3 ქულა კამათის კულტურა, ვერბალური კომუნიკაცის, მათ შორის, სამართლებრივი მსჯელობის უნარი
2 ქულა რეგლამენტის დაცვა და პრეზენტაბელურობა

 გ. კახიანი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი, თბ.,


ძირითადი ლიტერატურა
2011, 403.

 საქართველოს კონსტიტუცია; https://matsne.gov.ge/ka/document/view/3811818?publication=1


 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 31 იანვრის ორგანული
ნორმატიული აქტები კანონი; https://matsne.gov.ge/ka/document/view/32944?publication=27
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი.
http://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=21

 ქ. ერემაძე, თავისუფლების დამცველნი თავისუფლების ძიებაში, საკონსტიტუციო კონტროლის 20 წელი


საქართველოში, თბილისი, 2018;
 ჯ.ხეცურიანი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, თბილისი, 2016;
 თ. ტუღუში, გ. ბურჯანაძე, გ. მშვენიერაძე, გ. გოცირიძე, ვ. მენაბდე, ადამიანის უფლებები და
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი, 2013;
 ქ. ერემაძე, ინტერესთა დაბალანსება დემოკრატიულ საზოგადოებაში, თბილისი, 2013;
 დ. გეგენავა, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში, სამართალწარმოების ძირითადი
სისტემური პრობლემები, თბილისი, 2012;
დამატებითი
 ო. მელქაძე, კონსტიტუციონალიზმი, თბილისი, 2008;
ლიტერატურა
 ბ. ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007;
 გ. კვერენჩხილაძე, კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვა, ზოგიერთი თეორიული საკითხი, „ადამიანი
და კონსტიტუცია“, 2006, N3;
 გ. კახიანი. საკონსტიტუციო კონტროლის ზოგიერთი თეორიული ასპექტი, “ადამიანი და კონსტიტუცია”,
2005, N4;
 ჰ. შვარცი, კონსტიტუციური მართლმსაჯულების დამკვიდრება პოსტკომუნისტურ ევროპაში, თბ., 2003;
 ა. შაიო, ხელისუფლების თვითშეზღუდვა, კონსტიტუციონალიზმის შესავალი, თბ., 2003.

საქართველოს პარლამენტი http://parliament.ge/ge/


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო http://www.constcourt.ge/ge/
ინტერნეტ-რესურსები
საქართველოს პრეზიდენტი https://www.president.gov.ge/
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე https://matsne.gov.ge/

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
სასწავლო კალენდარი
კვირა სწავლების მეთოდი საათი შეფასების კომპონენტი მაქსიმალური შეფასება
1-ლი კვირა ლექცია 2 სთ.
მე-2 კვირა ლექცია 2 სთ.
მე-3 კვირა ლექცია 2 სთ.
მე-4 კვირა ლექცია 2 სთ.
მე-5 კვირა ლექცია 2 სთ.
მე-6 კვირა ლექცია 2 სთ.
მე-7 კვირა ლექცია 2 სთ.

მე-8-9 კვირა 2 სთ. შუალედური წერითი გამოცდა 40 ქულა

მე-10 კვირა პრაქტიკული მუშაობა 2 სთ. იმიტირებული პროცესი 20 ქულა


მე-11 კვირა პრაქტიკული მუშაობა 2 სთ.
მე-12 კვირა პრაქტიკული მუშაობა 2 სთ.
მე-13 კვირა პრაქტიკული მუშაობა 2 სთ.
მე-14 კვირა პრაქტიკული მუშაობა 2 სთ.
მე-15 კვირა პრაქტიკული მუშაობა 2 სთ.
მე-16-მე-19 კვირა 3 სთ. დასკვნითი გამოცდა 40 ქულა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
სასწავლო კურსის შინაარსი
კვირა სწავლების მეთოდი შინაარსი/შეფასების კომპონენტი/მაქსიმალური შეფასება
საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე, შინაარსზე, სასწავლო პროცესის წარმართვის მეთოდებზე,
შეფასების სისტემასა და კრიტერიუმებზე. ლიტერატურული და ნორმატიული წყაროების ზოგადი
მიმოხილვა

თემა 1. საკონსტიტუციო კონტროლის არსი

განსახილველი საკითხები:

1 ლექცია (2 სთ.) კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვის პრობლემატიკა და საკონსტიტუციო სასამართლო


კონტროლის როლი ამ სფეროში. საკონსტიტუციო კონტროლთან დაკავშირებული თეორიული
საკითხების ზოგადი მიმოხილვა. საკონსტიტუციო კონტროლის ცნება, ფუნქციები, ტერმინთან
დაკავშირებული საკითხები, საკონსტიტუციო კონტროლის სახეები.
ძირითადი ლიტერატურა:
 გ. კახიანი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი,
თბილისი, 2011, გვ. 12-45.
 ჰ. შვარცი, კონსტიტუციური მართლმსაჯულების დამკვიდრება პოსტკომუნისტურ ევროპაში,
თბილისი, 2003, გვ. 35-61.
თემა 2. საკონსტიტუციო კონტროლის ფორმები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
სტატუსი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა, მოსამართლის სამართლებრივი
სტატუსი.

განსახილველი საკითხები:

საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლი, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის


განხორციელების მთავარი ფორმა. საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის მოდელები, მათი
წარმოშობა და განვითარების ტენდენციები. საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმები
საქართველოს კანონმდებლობაში, ისტორიული ასპექტი. საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლო, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი მთავარი ორგანო. მისი
სამართლებრივი ბუნება და ადგილი სახელისუფლებო სისტემაში. საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ორგანიზაციისა და საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი წყაროების
სისტემა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა და ფორმირების წესი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა, თანამდებობის პირები. საქართველოს
2 ლექცია (2 სთ.)
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სამართლებრივი სტატუსი და დამოუკიდებლობის
გარანტიები.
ძირითადი ლიტერატურა:
 გ. კახიანი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი,
თბილისი, 2011, გვ. 45-66, 69-147.
 გ. კვერენჩხილაძე, კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვა, ზოგიერთი თეორიული საკითხი,
„ადამიანი და კონსტიტუცია“, 2006, N3.
 ა. შაიო, ხელისუფლების თვითშეზღუდვა, კონსტიტუციონალიზმის შესავალი, თბილისი, 2003,
48-60.
 ჰ. შვარცი, კონსტიტუციური მართლმსაჯულების დამკვიდრება პოსტკომუნისტურ ევროპაში,
თბილისი, 2003, გვ. 350-354.
 ბ. ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი,
2007, 181-195.

თემა 3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების ზოგადი მიმოხილვა,


კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს
უფლებამოსილებანი.

განსახილველი საკითხები:
3 ლექცია (2 სთ.)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები და მათი კლასიფიკაცია.
რეფერენდუმისა და არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებული დავების
განხილვა. საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების კონსტიტუციურობის საკითხის
განხილვა, აბსტრაქტული ნორმათკონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
საქმიანობაში. მატერიალური და ფორმალური კონტროლის ობიექტები. სასამართლოსადმი
მიმართვის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები. პრევენციული და შემდგომი კონტროლის

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 8 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
ობიექტები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა.

ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.
 გ. კახიანი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი,
თბილისი, 2011, გვ. 164-197.
 ჯ. ხეცურიანი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები, თბილისი,
2016, გვ. 10-82, 82-91, 99-114, 155-189.
 ვ. გაული, კონსტიტუციის შემუშავება და მიღება საქართველოში, გვ. 247-266.

თემა 4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები კომპეტენციური დავების


განხილვისა და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროში.

განსახილველი საკითხები:

საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული


აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. სასამართლოსადმი მიმართვის უფლებამოსილების მქონე
სუბიექტები. მოთხოვნები კონსტიტუციური სარჩელის მიმართ. საერთო სასამართლოების
კონსტიტუციური წარდგინების განხილვა, კომპეტენციური დავები ჰორიზონტალურ და
ვერტიკალურ ჭრილში, სასამართლოს პრაქტიკა. დავა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სტატუსის შესახებ კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე. კონსტიტუციური კანონი,
როგორც კონტროლის წყარო, კონტროლის სფერო. საქართველოს კონსტიტუციასთან და სხვა
4 ლექცია (2 სთ.) ნორმატიულ აქტებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული
აქტების შესაბამისობის საკითხი. კანონიერების კონტროლი, კონტროლის ობიექტები.

ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.
 გ. კახიანი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი,
თბილისი, 2011, გვ. 197-241.
 ჯ. ხეცურიანი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები, თბილისი,
2016, გვ. 82-91, 114-155.
 გ. კვერენჩხილაძე, პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობისა
და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, თბილისი, 2006, გვ. 33-54.

თემა 5. საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპები.

განსახილველი საკითხები:

საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპები საქართველოში. კანონიერების პრინციპი,


კოლეგიალობის პრინციპი, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, საქმეთა
ზეპირი განხილვის პრინციპი, სამართალწარმოების ენის პრინციპი, მტკიცებულებათა უშუალო
5
ლექცია (2 სთ.) გამოკვლევის პრინციპი, საქმეთა სრული, ყოველმხრივი და ობიექტური განხილვის პრინციპი.
პარალელურად რამდენიმე საქმის განხილვაში მოსამართლეთა მონაწილეობის პრინციპი,
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.
 გ. კახიანი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი,
თბილისი, 2011, გვ. 292-315.
თემა 6. საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტადიები

განსახილველი საკითხები:

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის ზოგადი წესები. საკონსტიტუციო


6
სამართალწარმოების სტადიის ცნება და სახეები. საპროცესო ვადები. საკონსტიტუციო სარჩელი და
წარდგინება. საქმეთა წინასწარი განხილვა. საქმეთა განსახილველად მიღება. სასამართლო
ლექცია (2 სთ.)
განხილვის მომზადება. საქმის არსებითად განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. მოსამართლის
განსხვავებული და თანმხვედრი აზრი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
გამოცხადება, გამოქვეყნება და ძალაში შესვლა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
განსაკუთრებული სამართლებრივი ბუნება. გადაწყვეტილების აღსრულება. აღსრულების
მექანიზმები და აღუსრულებლობის შედეგები.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 9 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
შუალედური გამოცდის შედეგების განხილვა

ძირითადი ლიტერატურა:

 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი.
 გ. კახიანი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი,
თბილისი, 2011, გვ. 347-385.

თემა 7. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილენი საქართველოში

განსახილველი საკითხები:

საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილე სუბიექტები საქართველოში. სამართალწარმოების


სავალდებულო და ფაკულტატური მონაწილენი, მხარეები, მხარეთა წარმომადგენლები, მხარეთა
ინტერესების დამცველნი, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი,
7 ლექცია (2 სთ.) თარჯიმანი.
ძირითადი ლიტერატურა:

 საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.


 გ. კახიანი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი,
თბილისი, 2011, გვ. 315-348.

მოსამზადებელი სამუშაო: კეისის/კაზუსის გაცნობა, როლების გადანაწილება.

8-9 შეფასების კომპონენტი - შუალედური წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 40 ქულა


პრაქტიკული მუშაობა შეფასების კომპონენტი - სასამართლო პროცესში მონაწილეობა. მაქსიმალური შეფასება - 20 ქულა
10
(2 სთ.)
იმიტირებული სასამართლო პროცესის შედეგების განხილვა.
პრაქტიკული მუშაობა
11
(2 სთ.)
მოსამზადებელი სამუშაო: კეისის/კაზუსის გაცნობა, როლების გადანაწილება.

12 პრაქტიკული მუშაობა სასამართლო პროცესის ჩატარება


(2 სთ.)
სასამართლო პროცესის შედეგების განხილვა
პრაქტიკული მუშაობა
13
(2 სთ.)
მოსამზადებელი სამუშაო: კეისის/კაზუსის გაცნობა, როლების გადანაწილება.

14 პრაქტიკული მუშაობა სასამართლო პროცესის ჩატარება


(2 სთ.)

სასამართლო პროცესის შედეგების განხილვა


15 პრაქტიკული მუშაობა
(2 სთ.)
შემაჯამებელი დისკუსია
16-19 შეფასების კომპონენტი - დასკვნითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 40 ქულა

სილაბუსის ავტორი გიორგი კახიანი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი

You might also like