You are on page 1of 27

სისხლის სამართალი

(ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ


მიმართული დანაშაული)

თბილისი
2024 წელი
სასწავლო კურსის სილაბუსის
მიმოხილვა
ზოგადი ინფორმაცია:
o სილაბუსის ავტორი: დავით მუზაშვილი
o სასწავლო კურსი: სისხლის სამართალი
(ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაული)
o სასწავლო კურსის სტატუსი: სავალდებულო
o კრედიტების რაოდენობა: 5 ECTS კრედიტი
კურსის მიზანი
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:
1. შეასწავლოს ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაულების შემადგენლობები;
2. შეასწავლოს ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაულების გამიჯვნა სხვა დანაშაულებისგან და
პრაქტიკაში არსებული შემთხვევებისთვის სწორი
სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემა;
3. განუმტკიცოს სისხლის სამართლებრივი შემთხვევის (კაზუსის)
ამოხსნისა და ანალიზის უნარ-ჩვევები;
კურსის მიზანი
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:
4. განუვითაროს ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ
მიმართულ დანაშაულთან დაკავშირებული საკითხების როგორც
ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით გადმოცემის უნარ-ჩვევები;
5. ხელი შეუწყოს სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის შესწავლის
დროს მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და განმტკიცებას
დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობების მაგალითზე.
6. განუვითაროს სისხლისსამართლებრივი ნორმების პრაქტიკულ
საქმიანობაში გამოყენებისას მათდამი კრიტიკული
დამოკიდებულებისა და მათი უკეთესით შეცვლის უნარი.
საათების განაწილება
125 საათი (5 ECTS)
38 სთ სტუდენტის საკონტაქტო მუშაობა, მათ შორის:
23 სთ ლექცია
8 სთ სამუშაო ჯგუფში მუშაობა
2 სთ ­
შუალედური გამოცდა
3 სთ პროექტის პრეზენტაცია
2 სთ დასკვნითი გამოცდა

87 სთ სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობა


o ცოდნა და გაცნობიერება:

o უნარი

o პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
ცოდნა და გაცნობიერება
სტუდენტი:
• აღწერს სისხლის სამართლის კერძო ნაწილის სისტემასა და
სტრუქტურას, კონკრეტული მუხლის სისხლის სამართლის
კოდექსის ამა თუ იმ კარსა და თავში მოთავსების პრინციპსა და
საფუძვლებს, ადამიანის და კაცობრიობის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაულის მარეგულირებელ
სისხლისსამართლებრივ ნორმებს, ამ სახის დანაშაულების
ნიშნებს.
• განსაზღვრავს კონკრეტული ქმედების დანაშაულად
კვალიფიკაციის არსსა და მნიშვნელობას.
უნარი
სტუდენტი:

• ახდენს ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ


დანაშაულთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების
იდენტიფიცირებას, მათი გადაწყვეტისათვის ნორმატიული
საფუძვლების მოძიებას, განმარტებასა და გამოყენებას;
• ახდენს ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული
ქმედებისთვის სწორი კვალიფიკაციის მიცემას;
უნარი
სტუდენტი:
• ახდენს ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებას;
• ახდენს საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო
პრაქტიკის, მეცნიერული სიახლეების მიდევნებას და ცოდნის
განახლებას;
• ახდენს ადამიანის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის შეფასების, იურიდიული ანალიზის საფუძველზე
სამართლებრივად და ლოგიკურად არგუმენტირებული
დასკვნების გაკეთებას.
უნარი
სტუდენტი:

• აანალიზებს ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ


დანაშაულთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრობლემებს,
ავითარებს მათი გადაწყვეტის გზებს;
• იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით, ზეპირი და
წერილობითი ფორმით, აყალიბებს საკუთარ დასკვნებს და
გადასცემს დაინტერესებულ სუბიექტებს.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

სტუდენტი:
• წარმართავს საკუთარი და სხვების განვითარებაზე
ორიენტირებულ საქმიანობას, ინდივიდუალური და გუნდური
მუშაობის ძირითადი პრინციპების დაცვით;
• ავლენს საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარს, „მთელი
ცხოვრების განმავლობაში სწავლის“ პრინციპის დაცვით.
სწავლების მეთოდები
o ახსნა–განმარტება
o შემთხვევის ანალიზი
o დისკუსია
o დებატები
o გონებრივი იერიში
o დემონსტრირება
o ჯგუფებში მუშაობა
o სწავლების ინტერაქტიული
მეთოდები
შეფასების ფორმები
შეფასების ფორმები და რაოდენო ­
თითოეულის მაქსიმალური მაქსიმალური
N კომპონენტები ბა ­ ­
შეფასება ქულა
1
­ ­
შუალედური ­ ­ ,
შეფასება 70
მათ შორის:

1.1
ზეპირი გამოკითხვა 2 (+1) 5 10
1.2.
წერითი გამოკითხვა 5 (+1) 5 25
1.3.
შუალედური წერითი გამოცდა 1 25 25
1.4.
პრეზენტაცია 1 10 10
დასკვნითი შეფასება
2 30
2.1.
დასკვნითი წერითი გამოცდა 1 30 30
სულ 100
დავალება
• თქვენთვის გადმოცემული მასალის გამოყენებით, შექმენით
სისხლის სამართლის კოდექსის სტრუქტურა, ე.ი. დაალაგეთ
ფურცელზე დაწერილი ცნებები კოდექსის კერძო ნაწილის
კარებად, თავებად და მუხლებად.
• დავალება გადაიტანეთ საპრეზენტაციო ფურცელზე
• შეარჩიეთ გუნდის სახელი და პრეზენტატორი
• დრო: 20 წუთი
სავალდებულო ლიტერატურა:

1. სისხლის სამართლის კოდექსი (2024 წლის მდგომარეობით);


2. ლეკვეიშვილი მზია, თოდუა ნონა, მამულაშვილი გოჩა, სისხლის
სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი I, მეშვიდე გამოცემა, თბილისი
2019;
3. ჯიშკარიანი ბაჩანა, დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, მეორე
გამოცემა, თბილისი, 2022;
4. დვალიძე ირაკლი, ხარანაული ლევანი, თუმანიშვილი გიორგი,
წიქარიშვილი კახა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ქართული სისხლის
სამართლის კოდექსის მიხედვით, თბილისი 2019;
სავალდებულო ლიტერატურა:

5. გეგელია თ., კელენჯერიძე ი., ჯიშკარიანი ბ., სქესობრივი


დანაშაულები, 2020;
6. ტურავა მერაბ, საერთაშორისო სისხლის სამართლის საფუძვლები,
თბილისი 2015.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის
გადაწყვეტილება №2/1/1289, 2021 წლის 15 ივლისი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5219106?publication=0#DOCUMENT
სს კერძო ნაწილის ცნება

სისხლის სამართლის კერძო ნაწილი არის სისხლის სამართლის


კანონით დადგენილ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც
განსაზღვრავს დანაშაულად აღიარებულ ქმედებათა წრესა და
ნიშნებს, ასევე მისი ჩადენისთვის დადგენილი სასჯელის სახესა და
ზომას.
სს კერძო ნაწილის
ნორმების სახეები

წამახალისებელ ახსნა-
ამკრძალავი
ი განმარტებითი
სს კერძო ნაწილის საგანი

სისხლის სამართლის კერძო ნაწილის შესწავლის საგანია ის ნორმები,


რომლებიც აყალიბებს კერძო ნაწილს. მისი მიზანია როგორც მთელი
სისტემის, ისე ცალკეული ნორმების ეფექტურობის, ასევე სისხლის
სამართლის კანონმდებლობის სრულყოფის პრობლემების
დამუშავება და ნორმების გამოყენების პრაქტიკის გაუმჯობესება.
სს კერძო ნაწილის სტრუქტურა

გვარეობით • კარი
ი ობიექტი

სახეობითი • თავი
ობიექტი

უშუალო • მუხლი
ობიექტი
სს კერძო ნაწილის
შემადგენლობების სახეები

კვალიფიციური/
ძირითადი განსაკუთრებით პრივილეგიური
კვალიფიციური
სს კერძო ნაწილის შემადგენლობის სახეები

• კლასიკური დელიქტები

• ბლანკეტური შემადგენლობები

• ადმინისტრაციული პრეიუდიციები
ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია

• რა არის კვალიფიკაცია?
საგნის ან მოვლენის განსაზღვრა მისი თვისების, თავისებურების
მიხედვით; შეფასება, დახასიათება.

• რა მნიშვნელობა აქვს სწორ კვალიფიკაციას?

• კვალიფიკაციისას შეფასებითი და ნორმატიული ნიშნები


საშინაო დავალება
სავალდებულო ლიტერატურა:
1. სისხლის სამართლის კოდექსი - სტრუქტურის შესწავლა.
2. ლეკვეიშვილი მზია, თოდუა ნონა, მამულაშვილი გოჩა, სისხლის
სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი I, მეშვიდე გამოცემა,
თბილისი 2019, გვ. 15-22 და 27-34.

ნებაყოფლობითი მასალა:
ფილმი: მშვენიერი სამყარო (A perfect world), 1993 წელი
კითხვები ???
მადლობა ყურადღებისათვის

You might also like