You are on page 1of 10

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის სილაბუსი

ფაკულტეტი იურიდიული
სწავლების საფეხური ბაკალავრიატი
პროგრამა სამართალი
სასწავლო კურსის კრიმინალისტიკა
სახელწოდება Criminalistica
სასწავლო კურსის კოდი LAWB5084
სასწავლო კურსის სტატუსი არჩევითი
სწავლების ენა ქართული
დაშვების წინაპირობები სასწავლო კურსი - სისხლის საპროცესო სამართლი (კერძო ნაწილი)

სახელი, გვარი ნინო გოგნიაშვილი


სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი
თანამდებობა ასისტენტ პროფესორი
სასწავლო კურსის
განმახორციელებელი საკონტაქტო ტელ. 577943936
E-mail nino.gogniashvili@tsu.ge
კონსულტაციის დღე: ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული
ცხრილის მიხედვით

კრედიტები 5
საათების საერთო რაოდენობა 125
საკონტაქტო საათები: 55
სტუდენტის სასწავლო
დატვირთვა ლექცია 26
სემინარი 24
შუალედური და დასკვნითი გამოცდები 5
დამოუკიდებელი მუშაობის საათები 70

სასწავლო კურსის მიზანი და სწავლის შედეგები

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 მისცეს სიღრმისეული ცოდნა კრიმინალისტიკის მიზნების, ამოცანებს, კრიმინალისტიკური მეთოდების,


იდენტიფიკაციის, დიაგნოსტიკის, ტექნიკის, კვალთა კლასიფიკაციის, კრიმინალისტიკური
ბალისტიკის, დაქტილოსკოპიის, დოკუმენტების კრიმინალისტიკური გამოკვლევის,
კრიმინალისტიკური აღრიცხვის, გარეგნული ნიშნების მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციის,
სასწავლო კურსის მიზანი შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების, ჩხრეკისა და ამოღების,
დაკითხვისა, ამოსაცნობად წარდგენის ჩატარების ტაქტიკის, ასევე ცალკეულ დანაშაულთა გახსნის
მეთოდიკის შესახებ;
 გამოუმუშავოს დანაშაულის გახსნის მეთოდიკასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მოძიების,
არსებული სამართლებრივი პრობლემების ანალიზის, მათი გადაწყვეტის შესაბამის მიდგომების
განვითარების და საკუთარი სამართლებრივივი დასკვნების თაობაზე, იურიდიული ტერმინოლოგიის
გამოყენებით, ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის უნარი.

სწავლის შედეგები
სტუდენტი:

(A) აღწერს კრიმინალისტიკის მიზნებსა და ამოცანებს, კრიმინალისტიკის სისტემას, კრიმინალისტიკური


იდენტიფიკაციის არსსა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ეტაპზე პლანიმეტრიული და
ფოტოგრაფიული მეთოდების გამოყენების სპეციფიკას, კვალთა კლასიფიკაციას, ბალისტიკური
ექსპერტიზით გადასაწყვეტ საკითხებს, დაქტილოსკოპიის არსსა და მნიშვნელობას, დოკუმენტების
კრიმინალისტიკური გამოკვლევის სახეებს, კრიმინალისტიკური აღრიცხვის სახეებს,
ცოდნა და გაცნობიერება კრიმინალისტიკური ტაქტიკის არსს, დათვალიერების სახეებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის სახეებს,
ჩხრეკისა და ამოღების სახეებს, შედეგების ფიქსაციის ხერხებსა და საშუალებებს, დაკითხვის სახეებს,
ამოსაცნობად წარდგენის სახეებს, ამოსაცნობად წარდგენის ჩატარების ტაქტიკას, ასევე დანაშაულთა
გახსნის მეთოდიკის ამოცანებს და ცალკეულ დანაშაულთა სისხლისსამართლებრივ და
კრიმინალისტიკურ ასპექტებს.
(B) განსაზღვრავს კრიმინალისტიკის არსსა და მნიშვნელობა, მის როლს გამოძიების პროცესში;
(C) ხსნის დანაშაულთა გახსნის ზოგადი მეთოდიკის არსს, მნიშვნელობას, სისტემას, სტრუქტურას და
პრინციპებს.
სტუდენტი:

(D) ამოიცნობს კრიმინალისტიკის სფეროში არსებულ რთულ და გაუთვალისწინებელ პრობლემებს და


სამართლის მეთოდების გამოყენებით შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის შესაბამის გზებს;
(E) აგებს საგამოძიებო ვერსიებს, განსაზღვრავს საგამოძიებო მოქმედებათა თანმიმდევრობას ცალკეული
დანაშაულის გამოძიების თავისებურებიდან გამომდინარე, აფიქსირებს საგამოძიებო მოქმედებათა
შედეგებს;
უნარი
(F) აყალიბებს დასაბუთებულ ვარაუდს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებთან და მათი ჩატარების
ტაქტიკასა და მეთოდიკასთან დაკავშირებით;
(G) აანალიზებს ყოველ კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებულ სიტუაციას და შეიმუშავებს შესაბამის
დასკვნებს;
(H) მსჯელობს დანაშაულთა გახსნის მეთოდიკის სფეროში არსებული სამართლებრივი პრობლემებისა და
მათი გადაჭრის გზების შესახებ, იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით, ზეპირი და წერითი
ფორმით.
სტუდენტი:
პასუხისმგებლობა და
ავტონომიურობა (I) მოიძიებს კრიმინალისტიკის კუთხით არსებულ სამეცნიერო სიახლეებს, აღნიშნულ სფეროში
საკუთარი ცოდნის გაფართოვების მიზნით.

სწავლება-სწავლის მეთოდები და აქტივობები

ანალიზი, სინთეზი
გონებრივი იერიში (Brain storming)
გუნდური (collaborative) მუშაობა
დამოუკიდებელი სწავლა
დემონსტრირება
დისკუსია/დებატები
ლექცია
სამუშაო ჯგუფში მუშაობა ევრისტიკული მეთოდი
სწავლებისა და სწავლის პრაქტიკული მუშაობა ვერბალური ახსნა–განმარტება
მეთოდები და აქტივობები სემინარი ინდუქცია, დედუქცია
ელექტრონული რესურსით სწავლება პრაქტიკული მეთოდები
ელექტრონული სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
სხვა პროექტის შემუშავება და პრეზენტაცია
როლური და სიტუაციური თამაშები
ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება (lBD)
შემთხვევის ანალიზი (Case study)
წერითი მუშაობა
სხვა

შეფასების სისტემა: შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის

2
დონის შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას (მაქსიმუმ 60 ქულა) და დასკვნით შეფასებას (მაქსიმუმ 40 ქულა), რომელთა ჯამი
წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების კომპონენტებია ზეპირი გამოკითხვა, წერითი გამოკითხვა და
შუალედური წერითი გამოცდა. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების თითოეულ კომპონენტს გააჩნია
თავისი წილი შუალედური შეფასების 60 ქულის ფარგლებში. სტუდენტის შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის
ხვედრითი წილი შეადგენს 21 ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი შეფასების კომპონენტია დასკვნითი წერითი გამოცდა. დასკვნითი წერითი გა-
მოცდა სავალდებულოა. დასკვნით წერით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით
დააგროვილი აქვს მინიმუმ 21 ქულა. სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დაგროვილი არ ექნება შუალედური შეფასების
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ანუ მინიმუმ 21 ქულა, დასკვნით წერით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი შეფასების მინიმალური
კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს 20 ქულას. დასკვნითი შეფასება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ
სტუდენტი დასკვნით წერით გამოცდაზე დააგროვებს მინიმუმ 20 ქულას.

სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების (40 ქულა) გათვალისწი-
ნებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი
დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
დადებითი შეფასება
A - ფრიადი შეფასების 91-100 ქულა
B - ძალიან კარგი მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა
C - კარგი მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა
D - დამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა
E - საკმარისი მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასება
მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა (სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და
FX - ვერ ჩააბარა ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. ამასთან,
დამატებითი გამოცდა შეიძლება დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან
არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში).
მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის
F - ჩაიჭრა
საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
შეფასების ფორმები და კომპონენტები
შეფასების ფორმები და კომპონენტები რაოდენობა თითოეულის მაქსიმალური შეფასება მაქსიმალური ქულა

შუალედური შეფასება, მათ შორის: 60

ზეპირი გამოკითხვა 5 3 15
წერითი გამოკითხვა 5 3 15
შუალედური წერითი გამოცდა 1 30 30
დასკვნითი შეფასება 40
დასკვნითი წერითი გამოცდა 1 40 40
სულ 100
შუალედური და დასკვნითი შეფასების კომპონენტები და მეთოდები
ზეპირი გამოკითხვა
სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ფასდება 3 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის განმავლობაში, სტუდენტი ზეპირი
ფორმით გამოიკითხება ხუთჯერ. შესაბამისად, ზეპირ გამოკითხვებში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 15 ქულა (5X3), რაც
საბოლოო შეფასების 15 პროცენტის ტოლია.

ზეპირი გამოკითხვის შეფასების მეთოდებია: კითხვა-პასუხი, მოხსენებება, დისკუსიაში მონაწილეობა.


ქულა კითხვა-პასუხის, მოხსენებების, დისკუსიაში მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი მკაფიოდ და ადეკვატურადაა ფორმულირებული, მისი სამართლებრივი მსჯელობა
3
მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი მომზადებულია, პასუხი მკაფიოდ და ადექვატურადაა ფორმულირებული, თუმცა შეკვეცილია. მისი სამართლებრივი
2
მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული., პასუხი არასრულადაა ფორმულირებული, მისი სამართლებრივი მსჯელობა
1
ფრაგმენტულია, ხოლო იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია
სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, პასუხი ბუნდოვანი და არაადეკვატურია. მისი სამართლებრივი მსჯელობა არსებითად
0
მცდარია, იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას

3
წერითი გამოკითხვა
სტუდენტის წერითი გამოკითხვა ფასდება 3 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის განმავლობაში, სტუდენტი წერითი
ფორმით გამოიკითხება ხუთჯერ. შესაბამისად, წერით გამოკითხვებში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 15 ქულა (5X3), რაც
საბოლოო შეფასების 15 პროცენტის ტოლია.

წერითი გამოკითხვის შეფასების მეთოდებია: კაზუსი, თეორიული საკითხი.


ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად, თანმიმდევრულად და
3 ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი
ანალიზი მაღალ დონეზეა.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას. საკითხი
2 ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, თუმცა აღინიშნება
1 ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა
და ანალიზი ფრაგმენტულია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
ქულა კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს სწორად აქვს მოძიებული შესატყვისი ნორმა, ქმედების იურიდიული შეფასება მაღალ დონეზეა. საბოლოო დასკვნა
3
სრულია და ზედმიწევნით სწორეა.
სტუდენტს სწორად აქვს მოძიებული შესატყვისი ნორმა, ქმედების იურიდიული შეფასება ძალიან კარგია. საბოლოო დასკვნა
2
არგუმენტირებულად დასაბუთებულია.
სტუდენტს სწორად აქვს მოძიებული შესატყვისი ნორმა, ქმედების იურიდიული შეფასება კარგია. საბოლოო დასკვნა სწორია,
1
თუმცა არგუმენტირებულად არ არის დასაბუთებული.
სტუდენტს არასწორად აქვს მოძიებული შესატყვისი ნორმა, ქმედების იურიდიული შეფასება მცდარია. საბოლოო დასკვნა არ
0
არის დასაბუთებული ან კაზუსი საერთოდ არაა ამოხსნილი.
შუალედური წერითი გამოცდა
შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს შუალედურ წერით გამოცდას. შუალედური წერითი გამოცდა ტარდება მე-8-მე-9
სასწავლო კვირას. შუალედურ წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30
პროცენტის ტოლია.

შუალედური წერითი გამოცდის შეფასების მეთოდებია: თეორიული საკითხი, ღია კითხვა. შუალედური წერითი გამოცდა მოიცავს 2
თეორიულ საკითხს და 5 ღია კითხვას. შუალედური წერითი გამოცდისას თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, ხოლო თითოეული ღია
კითხვა - 2 ქულით.
დასკვნითი წერითი გამოცდა
დასკვნითი შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს დასკვნით წერით გამოცდას. დასკვნითი წერითი გამოცდა ტარდება მე-16-მე-19
სასწავლო კვირას. დასკვნით წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 40
პროცენტის ტოლია.

დასკვნითი წერითი გამოცდის შეფასების მეთოდები: თეორიული საკითხი, ღია კითხვა. დასკვნითი წერითი გამოცდა მოიცავს 3
თეორიულ საკითხს და 5 ღია კითხვას.. დასკვნითი წერითი გამოცდისას თითოეული თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, ხოლო
თითოეული ღია კითხვა - 2 ქულით.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად, თანმიმდევრულად და
9-10 ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი
ანალიზი მაღალ დონეზეა.
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
7-8 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი
მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას. საკითხი
5-6 ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, თუმცა აღინიშნება
3-4 ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა
და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, გადმოცემულია საკითხის
1-2 შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი
მსჯელობა და ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.

4
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
ქულა ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული შეკითხვის არსი. პასუხი არგუმენტირებულად დასაბუთებულია, სტუდენტი ზედმიწევნით
2
კარგად ფლობს თეორიული მასალას, სამართლებრივი მსჯელობა ძალიან კარგია.
სტუდენტს აღქმული აქვს შეკითხვის არსი. პასუხი დასაბუთებულია, სტუდენტი ფლობს თეორიული მასალას, სამართლებრივი
1
მსჯელობა დამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

სასწავლო ლიტერატურა

ძირითადი ლიტერატურა  ნ.გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა, თბ.2021.


 ნ.გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა (ძირითადი საკითხები კითხვა-პასუხებით, ტესტებით. კაზუსებითა და
პრაქტიკული სავარჯიშოებით), თბ. 2021
 რ. გოგშელიძე, ა. ფალიაშვილი, კრიმინალისტიკა, თბ. 2004.
 კრიმინალისტიკა, ავტ. კოლექტივი, რედ. ა.ფალიაშვილი, თბ. 1995.

5
 რ.გოგშელიძე, ნ. თოდუა, ნარკოტიკული დანაშაული, თბ. 2004.
 შ. ფაფიაშვილი, კრიმინალისტიკა, I ტომი, თბ. 2010.
 შ. ფაფიაშვილი, კრიმინალისტიკა, II ტომი, თბ. 2007.
 შ. ფაფიაშვილი, კრიმინალისტიკა, III ტომი, თბ. 2006.
 შ. ფაფიაშვილი, კრიმინალისტიკა, დანაშაულთა გახსნის ტაქტიკა, თბ. 2001.

 ნ. გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა (ძირითადი საკითხები კითხვა-პასუხებით), თბ. 2015.


 რ. გოგშელიძე, კრიმინალისტიკური საექსპერტო დაწესებულებანი საქართველოში, 1921 წლამდე, თბ.
1996.
 რ. გოგშელიძე, სასამართლო კრიმინალისტიკური საექსპერტო დაწესებულებების ჩამოყალიბება და
განვითარება საქართველოში, 1997.
 რ. გოგშელიძე, სასამართლო ექსპერტიზის ცალკეული სახეების საფუძვლები ძველ ქართულ
სამართალში, ჟ. „ადამიანი და კონსტიტუცია“, №2, 1999.
 შ. ფაფიაშვილი, მკვლელობისა და გაუპატიურების გამოძიებისა და გახსნის მეთოდიკის პრობლემები
(თეორია და პრაქტიკა), თბ. 2004.
 ერნ. თრენკელი, მოწმის ჩვენების ფსიქოლოგია, თბ. 2003.
 შ. ფაფიაშვილი., გამოძიების სამეცნიერო-ტექნიკრ საშუალებათა სრულყოფისათვის, ჟ. „სამართალი“,
№3-4, 1994.
 შ. ფაფიაშვილი, დანაშაულთა გახსნის პროცესში სპეციალური ცოდნის გამოყენების ტაქტიკის
ზოგიერთი საკითხი, ჟ. „სამართალი“, №8, 2001.
 შ. ფაფიაშვილი, დაქტილოსკოპია და მისი როლი დამნაშავეობასთან ბრძოლის საქმეში, თბ. 1999;
 ა. ფალიაშვილი, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჟ. ,,სამართალი’’ 1996, #1-2;
 ა. ფალიაშვილი, ჩხრეკა და ამოღება, პროცესუალური წესი და ტაქტიკა ჟ. „სამართალი“, №6, 1991.
 ი. გაბისონია, დაკავება, მოყვანა, ძებნა: ზოგიერთი თეორიულ - პრაქტიკული და საკანონმდებლო
დამატებითი ლიტერატურა ასპექტი, ჟ. „სამართალი“, №3, 2003.
 ნ. გოგნიაშვილი, ბეჟან ხარაზიშვილი და მისი შეხედულებები კრიმინალისტიკური მეცნიერების
ზოგიერთი დარგის შესახებ, ივ.ჯავახიშვილის სახ. თბ. სახ. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის
80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კრებული, 2003.
 თ. ინაიშვილი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ზოგიერთი აქტუალური საკითხი, ჟ.
„სამართალი“, №3-4.
 ლ. ლაღიძე, ჩვენების ადგილზე შემოწმების ჩატარება ახალი დამოუკიდებელი სახის საგამოძიებო
მოქმედებაა, ჟ. „სამართალი“, №2, 1999.
 ზ. ცინცაძე, დაკითხვის ტაქტიკური ხერხები ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენი დანაშაულთა
საქმეებზე (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა), ჟ. „სამართალი“, №6-7, 2003.
 Криминалистика, под. ред. Белкина, М. 2000
 Криминалистика, под. ред. Яблокова Н.П., 2000.
 Gondolf E.W.Malie Bateres in: R.Hampton (ed) family violence: prevention and treatment. thouthand oaka. 1993.
 Francesco Donato, Criminalistica e tecniche investigative, Editorial olimpia, 2006, Firenze.
 Massimo Picozzi, Alberto Intini, Scienze Forensi _Teoria e prassi dell’investigazione scientifica, UTET _
GIURIDICA 2009;
 Francesco Donato, Lineamenti di Criminalistica forense (Tecniche di sopralluogo, identificazione del soggetto ed
elementi di balistica) -Editoriale Olimpia -1999.

სასწავლო კურსის შინაარსი

კვირის N სწავლების მეთოდი ლექციის/სემინარის/პრაქტიკუმის და ა.შ. თემა


ლექცია (2 სთ.) საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის მეთოდებზე, შეფასების
სისტემაზე და სავალდებულო ლიტერატურაზე.

6
თემა 1. კრიმინალისტიკის საგანი, სისტემა, მიზნები და ამოცანები. კრიმინალისტიკის
განვითარების ისტორია. კრიმინალისტიკური იდენტიფიკაცია და კრიმინალისტიკური
დიაგნოსტიკა. საერთომეცნიერული და კრიმინალისტიკური მეთოდები

განსახილველი საკითხები:

კრიმინალისტიკური მეცნიერების აღმოცენებისა და განვითარების მოკლე ისტორიული მიმოხილვა


საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. კრიმინალისტიკის საგნის ცნება, მიზნები და
1 ამოცანები. კრიმინალისტიკის სისტემა. კრიმინალისტიკის კავშირი მეცნიერების სხვა დარგებთან
(როგორც სპეციალურ იურიდიულ დისციპლინებთან, ასევე მეცნიერების სხვა დარგებთან).
კრიმინალისტიკური იდენტიფიკაციის არსი და მნიშვნელობა. იდენტიფიკაცია და მათი ჯგუფური
კუთვნილების დადგენა. იდენტიფიკაციის ობიექტები და მათი კლასიფიკაცია; საიდენტიფიკაციო
ნიშნები და კლასიფიკაცია. კრიმინალისტიკური იდენტიფიკაციის კვლევის სტადიები, მათი
ზოგადი დახასიათება, იდენტიფიკაციის სუბიექტები. მთელის იდენტიფიკაცია ნაწილების
მიხედვით და მისი როლი დანაშაულის გახსნის საქმეში. საერთო მეცნიერული და
კრიმინალისტიკური მეთოდების გამოყენება კრიმინალისტიკაში.
ძირითადი ლიტერატურა:
 ნ. გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა, თბ., 2021. გვ. 11-40.

 რ. გოგშელიძე, ა. ფალიაშვილი, კრიმინალისტიკა, თბ. 2004, გვ.6; 18; 26; 87; 42; 69.
თემა 2. კრიმინალისტიკური ტექნიკის საფუძვლები. შემთხვევის ადგილის დათვალიერება და
დათვალიერების ეტაპზე პლანიმეტრიული და ფოტოგრაფიული მეთოდების გამოყენების სპეციფიკა

განსახილველი საკითხები:

კრიმინალისტიკურ ტექნიკაში შემუშავებული სამეცნიერო-ტექნიკური საშუალებებისა და


ლექცია (2 სთ.) სპეციალური ცოდნის გამოყენების პროცესუალური საკითხები. შემთხვევის ადგილის
2 დათვალიერებისათვის დამახასიათებელი ძირითადი გარემოებები. დათვალიერების მეთოდოლოგია
და თავისებურებები. პლანიმეტრიული და ფოტოგრაფიული მეთოდების გამოყენება შემთხვევის
ადგილის დათვალიერების პროცესში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში კვალის
აღმოჩენა-გამოვლენის ძირითადი მეთოდები.
ძირითადი ლიტერატურა:
 ნ. გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა, თბ., 2021. გვ. 40-45;45-80.

 რ. გოგშელიძე, ა. ფალიაშვილი, კრიმინალისტიკა, თბ. 2009. გვ.107.


ზეპირი გამოკითხვა თემაზე: კრიმინალისტიკის საგანი, სისტემა, მიზნები და ამოცანები.
სემინარი (2 სთ.)
კრიმინალისტიკური იდენტიფიკაცია და კრიმინალისტიკური დიაგნოსტიკა.
თემა 3. კვალთა კლასიფიკაცია

განსახილველი საკითხები:
3 ლექცია (2 სთ.)
ფეხის კვალი. კბილის კვალი. სისხლის კვალი. გატეხის იარაღების კვალი. დნმ.
ძირითადი ლიტერატურა:

 ნ. გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა, თბ., 2021. გვ. 108-123; 123-143; 143-166, 166-189; 189-196.
ზეპირი გამოკითხვა თემაზე: კრიმინალისტიკური ტექნიკის საფუძვლები. შემთხვევის ადგილის
სემინარი (2 სთ.)
დათვალიერება.
თემა 4. კვალთა კლასიფიკაცია

განსახილველი საკითხები:

ლექცია (2სთ.) სატრანსპორტო საშუალებათა კვალი. თმის კვალი. ცხოველის ფეხის კვალი. მიკროკვალი და
4 მიკრონაწილაკები. სუნის კვალი.
ძირითადი ლიტერატურა:

 ნ. გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა, თბ., 2021. გვ. 196-211;211-215;216-220.


სემინარი (2 სთ.) ზეპირი გამოკითხვა თემაზე: კვალთა კლასიფიკაცია.
5 ლექცია (2 სთ.) თემა 5. კრიმინალისტიკური ბალისტიკა

7
განსახილველი საკითხები:

ცეცხლსასროლ იარაღთა კლასიფიკაცია. ცეცხლსასროლი იარაღის იდენტიფიკაცია. შედარებითი


გამოკვლევის მეთოდოლოგია. ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია. ცეცხლსასროლი იარაღის
გამოყენების დინამიკის აღდგენა (ექსპერიმენტი). ბალისტიკური ექსპერტიზით გადასაწყვეტი
საკითხები და ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება. ფეთქებად ნივთიერებათა კრიმინალისტიკური
დახასიათება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში ცეცხლსასროლი იარაღის და
საბრძოლო მასალის კვალის აღმოჩენა, ამოღება და ფიქსაცია.
ძირითადი ლიტერატურა:
 ნ. გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა, თბ., 2021. გვ. 254-273.
 რ. გოგშელიძე, ა. ფალიაშვილი, კრიმინალისტიკა, თბ., 2009. გვ.200.
სემინარი (2 სთ.) წერითი გამოკითხვა - კაზუსის ამოხსნა.
თემა 6. კრიმინალისტიკური სწავლება ადამიანის ხელის თითების კვალთა შესახებ
(დაქტილოსკოპია)

6 ლექცია (2 სთ.) განსახილველი საკითხები:

დაქტილოსკოპიის ცნება, არსი და მნიშვნელობა. ანაბეჭდების მნიშვნელობა საერთაშორისო


სივრცეში. გარემო პირობების ზემოქმედება მეტრიალურ სფეროზე დატოვებული თითის
ანაბეჭდების შენახვის ხანგრძლივობაზე. დვრილოვანი ქარგების კლასიფიკაცია. ხელის თითების
კვალთა კლასიფიკაცია მათი წარმოქმნის მექანიზმის მიხედვით;ხელის თითების ზედაპირულ
კვალთა სპეციალურ ფირებზე გადატანისა და მოცულობითი სახის კვალთა დამუშავების ხერხები და
მეთოდები; მასალების მომზადება დაქტილოსკოპიური ექსპერტიზისათვის.
ძირითადი ლიტერატურა:

 ნ. გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა, თბ., 2021. გვ.80-108.


სემინარი (2 სთ.) წერითი გამოკითხვა - კაზუსის ამოხსნა.
თემა 7. დოკუმენტების კრიმინალისტიკური გამოკვლევა

განსახილველი საკითხები:

7 ლექცია (2 სთ.) დოკუმენტების კრიმინალისტიკური გამოკვლევის მნიშვნელობა, მისი სახეები; ხელნაწერის ჩვევის
ჩამოყალიბების ინდივიდუალურობა და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები. ხელნაწერის (განზრახ
შეცვლილი ხელნაწერის) საიდენტიფიკაციო ნიშნები და მათი კლასიფიკაცია. მასალების მომზადება
ხელნაწერის კრიმინალისტიკური ექსპერტიზისათვის; ტექნიკური საშუალებების გამოყენებით
(ამოშლილი, ხაზგასმული, ლაქადასხმული, დამწვარი) დოკუმენტის ტექსტში ცვლილებების
შეტანის ხერხების დადგენა და მათი გამოკვლევა.
ძირითადი ლიტერატურა:
 ნ. გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა, თბ., 2021. გვ. 238-254.

 რ. გოგშელიძე, ა. ფალიაშვილი, კრიმინალისტიკა, თბ., 2009. გვ. 247.


სემინარი (2 სთ.) წერითი გამოკითხვა - კაზუსის ამოხსნა.
შუალედური
8-9 მოსამზადებელი მასალა - I-დან VII კვირის ჩათვლით განვლილი საკითხები
გამოცდა (2 სთ)
10 თემა 8. კრიმინალისტიკური აღრიცხვა. გარეგნული ნიშნების მიხედვით პიროვნების
ლექცია (2 სთ.) იდენტიფიკაცია. კრიმინალისტიკური ტაქტიკის ზოგადი დებულებანი. შემთხვევის ადგილის
დათვალიერების ჩატარების ტაქტიკა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ტაქტიკა

განსახილველი საკითხები:

გარეგნობის ნიშნების მიხედვით პიროვნების გაიგივების მნიშვნელობა. პიროვნების გარეგნობის


ნიშნების კლასიფიკაცია. „სიტყვიერი პორტრეტი“ და მისი გამოყენების მნიშვნელობა გამოძიების
სრულყოფილად წარმართვისა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის. პიროვნების
იდენტიფიკაცია თავის ქალის ჩონჩხის აღმოჩენის შემთხვევაში;კრიმინალისტიკური აღრისცხვის
მნიშვნელობა დანაშაულის გახსნისათვის, მისი სახეები: დაქტილოსკოპიური, დამნაშავეთა, უგზო-
უკვლოდ დაკარგული პირებისა და ამოუცნობი გვამების, დანაშაულის ჩადენის ხერხების მიხედვით
რეგისტრაცია. კრიმინალისტიკური ტაქტიკის ცნება და არსი. დათვალიერების ცნება და სახეები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ცნება, მიზნები, ამოცანები და მისი განსხვავება სხვა
მომიჯნავე საგამოძიებო მოქმედებებისაგან. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების
ტაქტიკა, შედეგების ფიქსაციის ხერხები და საშუალებები საგამოძიებო ექსპერიმენტის ცნება და

8
მნიშვენლობა, სახეები, მიზნები და ამოცანები. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მომზადება
და ჩატარების ტაქტიკა. საგამოძებო ექსპერიმენტის შედეგების ფიქსაცია.
ძირითადი ლიტერატურა:
 ნ.გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა , თბ., 2021. გვ. 295-297; 282-294.
 ნ. გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა (ძირითადი საკითხები კითხვა-პასუხებით, ტესტებით,
კაზუსებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით), თბ., 2021, გვ. 173-182; 182-186;186-192.
 რ. გოგშელიძე, ა. ფალიაშვილი, კრიმინალისტიკა,თბ., 2009. გვ.274; 289.
სემინარი (2 სთ.) შუალედური გამოცდის შედეგების განხილვა
თემა 9. ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების ტაქტიკა. დაკითხვისა და გამოკითხვის ჩატარების ტაქტიკა

განსახილველი საკითხები:

ჩხრეკისა და ამოღების ცნება, სახეები, მათი ჩატარების იურიდიული და ფაქტობრივი საფუძვლები.


ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების მომზადება დაჩატარების ტაქტიკა; შედეგების ფიქსაციის ხერხები
11 ლექცია (2 სთ.) და საშუალებები. დაკითხვის, გამოკითხვის ცნება, მიზანი, ამოცანები და სახეები. მოწმისა და
დაზარალებულის გამოკითხვის ტაქტიკა, ბრალდებულის გამოკითხვის ტაქტიკა.
არასრულწლოვანთა და სხვა სპეციფიკურ პირთა გამოკითხვის ტაქტიკა. დაკითხვისა და
გამოკითხვის ტაქტიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები. დაკითხვის(გამოკითხვისთვის) მომზადება
(დასაკითხი, გამოსაკითხი პირის შესწავლა და მიღებული მონაცემების გამოყენების შესაძლებლობა
მასთან ფსიქოლოგიური კონტაქტის დასამყარებლად).
ძირითადი ლიტერატურა:

 ნ. გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა (ძირითადი საკითხები კითხვა-პასუხებით, ტესტებით,


კაზუსებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით), თბ., 2021, გვ.192-196; 196-208.
ზეპირი გამოკითხვა თემაზე: კრიმინალისტიკური აღრიცხვა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების
სემინარი (2 სთ.)
ჩატარების ტაქტიკა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ტაქტიკა.
თემა 10. ამოსაცნობად წარდგენის ჩატარების ტაქტიკა. დანაშაულთა გახსნის ზოგადი მეთოდიკა
დანაშაულთა კრიმინალისტიკური დახასიათების, საგამოძიებო სიტუაციის და დანაშაულის
ხერხების ცნება, მნიშვნელობა და ადგილი დანაშაულთა გახსნის მეთოდიკის სტრუქტურაში

განსახილველი საკითხები:

ამოსაცნობად წარდგენის ცნება, არსი და მნიშვნელობა, მისი ახეები, მიზნები და ამოცანები;


ამოსაცნობად წარდგენის ჩატარების ტაქტიკა. დანაშაულის „გამოძიებისა“ და „გახსნის“ცნება, მათი
12 ლექცია (2 სთ.) არსი და ურთიერთშეფარდებითი მნიშვნელობა. დანაშაულთა გახსნის მეთოდიკის ცნება, საგანი,
მიზნები, ამოცანები, განვითარება და თანამედროვე მდგომარეობა; დანაშაულთა გახსნა, როგორც
წარსულში მომხდარი გამოსაძიებელი შემთხვევის შემეცნების პროცესი; კანონიერების განუხრელი
დაცვა დანაშაულთა გამოძიების პროცესში. დანაშაულთა კრიმინალისტიკური დახასიათების ცნება
და მნიშნელობა. საგამოძიებო სიტუაციის ცნება და მისი კავშირი დანაშაულთა კრიმინალისტიკურ
დახასიათებასთან.
ძირითადი ლიტერატურა:

 ნ. გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა (ძირითადი საკითხები კითხვა-პასუხებით, ტესტებით,


კაზუსებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით), თბ., 2021, გვ.208-214;220-223.
სემინარი (2 სთ.) წერითი გამოკითხვა - კაზუსის ამოხსნა.
თემა 11. მკვლელობის გახსნის მეთოდიკა
13
განსახილველი საკითხები:

მკვლელობის ზოგადი სისხლისსამართლებრივი დახასიათება და მასთან ბრძოლის ზოგიერთი


ლექცია (2 სთ.) პრობლემა და ამ მიმართებით არსებული საგამოძიებო-სასამართლო პრაქტიკა; ადამიანის გვამის
აღმოჩენასთან დაკავშირებით მიღებული ცნობების შემოწმების ორგანიზაცია და სისხლის
სამართლის საქმის გამოძიება. საგამოძიებო ვერსიების აგება, გამოძიების დაგეგმვა და გამოძებით
დასადგენი გარემოებების განსაზღვრა.
ძირითადი ლიტერატურა:

 ნ. გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა (ძირითადი საკითხები კითხვა-პასუხებით, ტესტებით,


კაზუსებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით), თბ., 2021, გვ.223-250.
სემინარი (2 სთ.) წერითი გამოკითხვა - კაზუსის ამოხსნა.

9
თემა 12. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გახსნის მეთოდიკა

განსახილველი საკითხები:
14 ლექცია (2სთ.)
ქურდობის სისხლისსამართლებრივი და კრიმინალისტიკური დახასიათება. საგამოძიებო
მოქმედებები და მათი ჩატარების ტაქტიკა. ძარცვისა და ყაჩაღობის სისხლისსამართლებრივი და
კრიმინალისტიკური დახასიათება. ქურდობის საქმეებზე საგამოძიებო ვერსიების აგება და
გამოძიების დაგეგმვა. საგამოძიებო ვერსიების აგება და გამოძიების დაგეგმვა ძარცვისა და
ყაჩაღობის საქმეებზე.
ძირითადი ლიტერატურა:

 ნ. გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა (ძირითადი საკითხები კითხვა-პასუხებით, ტესტებით,


კაზუსებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით), თბ., 2021, გვ.272-277.
სემინარი (2 სთ.) ზეპირი გამოკითხვა თემაზე: მკვლელობის გახსნის მეთოდიკა.
თემა 13. ნარკოტიკული დანაშაულის გახსნის მეთოდიკა

განსახილველი საკითხები:

ნარკოტიკული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი და კრიმინალისტიკური დახასიათება;


ექსპერტიზის დანიშვნის თავისებურებები ნარკოტიკული დანაშაულის საქმეებზე; საგამოძიებო
ვერსიების აგება და გამოძიების დაგეგმვა; ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების
15 ლექცია (2 სთ.) ტაქტიკა.
ძირითადი ლიტერატურა:
 ნ. გოგნიაშვილი, კრიმინალისტიკა (ძირითადი საკითხები კითხვა-პასუხებით, ტესტებით,
კაზუსებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით), თბ., 2021, გვ.293-300.
 შ. ფაფიაშვილი, კრიმინალისტიკა, III ტომი, თბ., 2006. გვ.656-695.

 რ. გოგშელიძე, ნ. თოდუა, ნარკოტიკული დანაშაული, თბ., 2004,


სემინარი (2 სთ.) შემაჯამებელი დისკუსია
დასკვნითი
16-19 მოსამზადებელი მასალა - სემესტრის განმავლობაში განვლილი საკითხები
გამოცდა (3 სთ)

სილაბუსის ავტორი ნინო გოგნიაშვილი

10

You might also like