You are on page 1of 10

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის სილაბუსი

ფაკულტეტი იურიდიული
სწავლების საფეხური ბაკალავრიატი
პროგრამა სამართალი
სასწავლო კურსის შესავალი საკონსტიტუციო სამართალში
სახელწოდება Introduction to Constitutional Law
სასწავლო კურსის კოდი LAWB3017
სასწავლო კურსის სტატუსი სავალდებულო
სწავლების ენა ქართული
დაშვების წინაპირობები დაშვების წინაპირობები არ გააჩნია

სახელი, გვარი ირაკლი კობახიძე


სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი
თანამდებობა პროფესორი
სასწავლო კურსის
განმახორციელებელი საკონტაქტო ტელ. 599102380
E-mail ikobakhidze@yahoo.com
კონსულტაციის დღე: ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული
ცხრილის მიხედვით

კრედიტები 5
საათების საერთო რაოდენობა 125
საკონტაქტო საათები: 56
სტუდენტის სასწავლო
დატვირთვა ლექცია 26
სემინარი 26
შუალედური და დასკვნითი გამოცდები 4
დამოუკიდებელი მუშაობის საათები 69

სასწავლო კურსის მიზანი და სწავლის შედეგები

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 მისცეს სიღრმისეული ცოდნა კონსტიტუციური სამართლის არსის, ისტორიული განვითარების


თავისებურებების, საკონსტიტუციო სამართლის მეცნიერების, კონსტიტუციური სამართლის წყაროებისა
სასწავლო კურსის მიზანი და ფუნდამენტური პრინციპების (დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, სოციალური
სახელმწიფო), ასევე ძირითადი კონსტიტუციური ინსტიტუტების შესახებ;
 გამოუმუშავოს სასწავლო კურსების - საქართველოს საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის
ძირითადი უფლებების - დაუფლებისთვის სამართლებრივი კატეგორიებით აზროვნების საწყისი
უნარები.

სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება სტუდენტი:
(A) აღწერს კონსტიტუციური სამართლის არსს, თანამედროვე სახელმწიფოს ცნებასა და მის
მახასიათებლებს, სახელმწიფო მმართველობის ფორმის ცნებასა და სახეებს, სახელმწიფოს
ტერიტორიული მოწყობის ფორმის ცნებასა და სახეებს, თანამედროვე სახელმწიფოს
ინსტიტუციონალური მოწყობის ძირეული პრინციპებს, პიროვნების სამართლებრივ სტატუს;
(B) ხსნის სახელმწიფოსა და სამართლის ურთიერთკავშირს და თანაფარდობას;
(C) განსაზღვრავს კონსტიტუციონალიზმის ძირითად იდეებსა და ფუნდამენტურ დემოკრატიულ
ღირებულებებს.
სტუდენტი:

(D) აფასებს სახელმწიფო მმართველობის და სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ფორმებს;


(E) მოიძიებს და გამოარჩევს კონსტიტუციონალიზმის თეორიის ზოგად საკითხებთან, თანამედროვე
სახელმწიფოს ინსტიტუციონალური მოწყობის ძირეულ პრინციპებთან დაკავშირებულ საჭირო
უნარი ინფორმაციას და აღნიშნულ საკითხებზე შეიმუშავებს კვლევითი ხასიათის პროექტს, წინასწარ
განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
(F) ამოიცნობს სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ფორმების
სფეროში არსებულ სამართლებრივ პრობლემებს, შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის გზებს და
კონსტიტუციური სამართლის ცალკეული ინსტიტუტების თავისებურებების თაობაზე ასაბუთებს
საკუთარ პოზიციებს/დასკვნებს, ზეპირი და წერილობითი ფორმით.
სტუდენტი:
პასუხისმგებლობა და
ავტონომიურობა (G) ავლენს საკონსტიტუციო სამართლის თეორიისა და სახელმწიფოს ინსტიტუციონალური მოწყობის
ძირეული პრინციპების სფეროში საკუთარი ცოდნის დამოუკიდებლად განახლების უნარს.

სწავლება-სწავლის მეთოდები და აქტივობები

ანალიზი, სინთეზი
გონებრივი იერიში (Brain storming)
გუნდური (collaborative) მუშაობა
დამოუკიდებელი სწავლა
დემონსტრირება
დისკუსია/დებატები
ლექცია
სამუშაო ჯგუფში მუშაობა ევრისტიკული მეთოდი
სწავლებისა და სწავლის პრაქტიკული მუშაობა ვერბალური ახსნა–განმარტება
მეთოდები და აქტივობები სემინარი ინდუქცია, დედუქცია
ელექტრონული რესურსით სწავლება პრაქტიკული მეთოდები
ელექტრონული სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
სხვა
პროექტის შემუშავება და პრეზენტაცია
როლური და სიტუაციური თამაშები
ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება (lBD)
შემთხვევის ანალიზი (Case study)
წერითი მუშაობა
სხვა.

შეფასების სისტემა: შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის

2
შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას (70 ქულა) და დასკვნით შეფასებას (30 ქულა), რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას
(100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების კომპონენტებია: ზეპირი გამოკითხვა, ინდივიდუალური საშინაო
დავალება, შუალედური წერითი გამოცდა. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების თითოეულ კომპონენტს
გააჩნია თავისი წილი შუალედური შეფასების 70 ქულის ფარგლებში. სტუდენტის შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის
ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს 26 ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი შეფასების კომპონენტია დასკვნითი წერითი გამოცდა. დასკვნითი წერითი გა-
მოცდა სავალდებულოა. დასკვნით წერით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით
დააგროვილი აქვს შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (26 ქულა).

დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს 15 ქულას. დასკვნითი შეფასება ჩაბარებულად
ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი დასკვნით წერით გამოცდაზე დააგროვებს მინიმუმ 15 ქულას.

სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების მაქსიმალური ქულის (30
ქულა) გათვალისწინებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონ მდებლობით გათვალისწინებული
ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
დადებითი შეფასება
A - ფრიადი შეფასების 91-100 ქულა
B - ძალიან კარგი მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა
C - კარგი მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა
D - დამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა
E - საკმარისი მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასება
მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა (სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და
FX - ვერ ჩააბარა ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. ამასთან,
დამატებითი გამოცდა შეიძლება დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან
არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში).
მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის
F - ჩაიჭრა
საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
შეფასების ფორმები და კომპონენტები
შეფასების ფორმები და კომპონენტები რაოდენობა თითოეულის მაქსიმალური შეფასება მაქსიმალური ქულა

შუალედური შეფასება, მათ შორის: 70

ზეპირი გამოკითხვა 10 3 30
ინდივიდუალური საშინაო დავალება 1 10 10
შუალედური წერითი გამოცდა 1 30 30
დასკვნითი შეფასება 30
დასკვნითი წერითი გამოცდა 1 40 30
სულ 100
შუალედური და დასკვნითი შეფასების კომპონენტები და მეთოდები
ზეპირი გამოკითხვა
სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ფასდება 3 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის განმავლობაში, სტუდენტი ზეპირი
ფორმით გამოიკითხება ათჯერ. შესაბამისად, ზეპირ გამოკითხვებში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა (10X3), რაც
საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

ზეპირი გამოკითხვის შეფასების მეთოდებია: კითხვა-პასუხი, მოხსენებება, დისკუსიაში მონაწილეობა.


ქულა კითხვა-პასუხის, მოხსენებების, დისკუსიაში მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი მკაფიოდ და ადეკვატურადაა ფორმულირებული, მისი სამართლებრივი მსჯელობა
3
მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი მომზადებულია, პასუხი მკაფიოდ და ადექვატურადაა ფორმულირებული, თუმცა შეკვეცილია. მისი სამართლებრივი
2
მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული., პასუხი არასრულადაა ფორმულირებული, მისი სამართლებრივი მსჯელობა
1
ფრაგმენტულია, ხოლო იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია
სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, პასუხი ბუნდოვანი და არაადეკვატურია. მისი სამართლებრივი მსჯელობა არსებითად
0
მცდარია, იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას

3
ინდივიდუალური საშინაო დავალება
კურსის განმავლობაში სტუდენტი ამზადებს ინდივიდუალურ წერით საშინაო დავალებას (კვლევითი ხასიათის პროექტს) და მე-15 სასწავლო
კვირას ახდენს აუდიტორიის წინაშე მის საჯარო პრეზენტაციას. პრეზენტაცია სავალდებულოა ჩატარდეს Power Points გამოყენებით. საშინაო
დავალება და მისი საჯარო პრეზენტაცია ფასდება 10 ქულით, რაც საბოლოო შეფასების 10 პროცენტის ტოლია.

საშინაო დავალების მოცულობა უნდა იყოს 8-10 გვერდის ფარგლებში (სილფაინი 12, ერთი ინტერვალით). სტუდენტი ვალდებულია წერითი
საშინაო დავალება წარუდგინოს ლექტორს პრეზენტაციამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში
სტუდენტი პრეზენტაციაზე არ დაიშვება.

საშინაო დავალების შეფასების მეთოდებია: სტუდენტის ინდივიდუალური წერითი დავალების შინაარსობრივი მხარე, დავალების
პრეზენტაცია და დისკუსიაში მონაწილეობა. სტუდენტის ინდივიდუალური წერითი დავალების შინაარსობრივი მხარე ფასდება 6 ქულით,
ხოლო დავალების პრეზენტაცია და დისკუსიაში მონაწილეობა - 4 ქულით.
ინდივიდუალური წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმები
ქულა ა. შინაარსობრივი მხარე
სტუდენტი შესანიშნავად ავლენს ინფორმაციის/მონაცემების მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის უნარს, იყენებს უახლეს ინ-
ფორმაციას, მონაცემებს და ლიტერატურას, ბრწყინვალედ ახდენს პრობლემების კომპლექსურ შეფასებას და პრობლემური
6
საკითხების ანალიზითა და სინთეზით აყალიბებს საკუთარ ორიგინალურ სამართლებრივ დასკვნებს, სანიმუშოდ განსაზღვრავს
პრობლემის გადაწყვეტის ოპტიმალურ მიმართულებებს.
სტუდენტი ძალიან კარგად ავლენს ინფორმაციის/მონაცემების მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის უნარს, იყენებს უახლეს ინ-
ფორმაციას, მონაცემებს და ლიტერატურას, მაღალ დონეზე ახდენს პრობლემების კომპლექსურ შეფასებას და პრობლემური
5
საკითხების ანალიზითა და სინთეზით აყალიბებს საკუთარ სამართლებრივ დასკვნებს, ძალიან კარგად განსაზღვრავს პრობლემის
გადაწყვეტის ოპტიმალურ მიმართულებებს.
სტუდენტი კარგად ავლენს ინფორმაციის/მონაცემების მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის უნარს, იყენებს უახლეს ინ-
ფორმაციას, მონაცემებს და ლიტერატურას, ახდენს პრობლემების კომპლექსურ შეფასებას და პრობლემური საკითხების
4
ანალიზითა და სინთეზით აყალიბებს საკუთარ სამართლებრივ დასკვნებს, კარგად განსაზღვრავს პრობლემის გადაწყვეტის
ოპტიმალურ მიმართულებებს.
სტუდენტი დამაკმაყოფილებლად ავლენს ინფორმაციის/მონაცემების მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის უნარს, ნაკლებად
იყენებს უახლეს ინფორმაციას, მონაცემებს და ლიტერატურას, ახდენს პრობლემების შეფასებას და პრობლემური საკითხების
3
ანალიზითა და სინთეზით აყალიბებს საკუთარ სამართლებრივ დასკვნებს, დამაკმაყოფილებლად განსაზღვრავს პრობლემის
გადაწყვეტის ოპტიმალურ მიმართულებებს.
სტუდენტი სუსტად ავლენს ინფორმაციის/მონაცემების მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის უნარს, მწირად იყენებს უახლეს ინ-
ფორმაციას, მონაცემებს და ლიტერატურას, ახდენს პრობლემების შეფასებას, თუმცა პრობლემური საკითხების ანალიზითა და
2
სინთეზით ვერ აყალიბებს საკუთარ სამართლებრივ დასკვნებს და ვერ განსაზღვრავს პრობლემის გადაწყვეტის ოპტიმალურ
მიმართულებებს.
სტუდენტი ვერ ავლენს ინფორმაციის/მონაცემების მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის უნარს, არ იყენებს უახლეს ინ-
1 ფორმაციას, მონაცემებს და ლიტერატურას, ვერ ახდენს პრობლემების შეფასებას და ვერ აყალიბებს პრობლემების გადაჭრის
თაობაზე საკუთარ სამართლებრივ დასკვნებს.
0 სტუდენტმა საშინაო დავალება არ მოამზადა
ქულა ბ. საშინაო დავალების პრეზენტაციისა და დისკუსიაში მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტი ძალიან კარგად ავლენს პრობლემის დასმისა და წარმოჩენის უნარს, საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ
დისკუსიაში მონაწილეობისას ბრწყინვალედ მსჯელობს საკუთარი სამართლებრივი დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე,
4
შესანიშნავად იცავს საკუთარ მოსაზრებებს. ძალიან კარგად ავლენს მიწოდების ტექნიკის, მათ შორის, საპრზენტაციო მასა-
ლების გაფორმების უნარებს.
სტუდენტი კარგად ავლენს პრობლემის დასმისა და წარმოჩენის უნარს, საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ დისკუსიაში
3 მონაწილეობისას მსჯელობს საკუთარი სამართლებრივი დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე, კარგად იცავს საკუთარ
მოსაზრებებს. კარგად ავლენს მიწოდების ტექნიკის, მათ შორის, საპრზენტაციო მასალების გაფორმების უნარებს.
სტუდენტი დამაკმაყოფილებლად ავლენს პრობლემის დასმისა და წარმოჩენის უნარს, საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ
დისკუსიაში მონაწილეობისას მსჯელობს საკუთარი სამართლებრივი დასკვნებისა თაობაზე, თუმცა აკლია არგუმენტაცია. იცავს
2
საკუთარ მოსაზრებებს. დამაკმაყოფილებლად ავლენს მიწოდების ტექნიკის, მათ შორის, საპრზენტაციო მასალების გაფორმების
უნარებს.
სტუდენტი თითქმის ვერ ავლენს პრობლემის დასმისა და წარმოჩენის უნარს, საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ
დისკუსიაში მონაწილეობისას უჭირს საკუთარი სამართლებრივი დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე მსჯელობა და
1
საკუთარი მოსაზრებების დაცვა. დაბალ დონეზე ავლენს მიწოდების ტექნიკის, მათ შორის, საპრზენტაციო მასალების
გაფორმების უნარებს.
სტუდენტი ვერ ავლენს პრობლემის დასმისა და წარმოჩენის უნარს, საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონა -
0 წილეობისას ვერ მსჯელობს საკუთარი სამართლებრივი დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე, ვერ იცავს საკუთარ
მოსაზრებებს. ვერ ავლენს მიწოდების ტექნიკის, მათ შორის, საპრზენტაციო მასალების გაფორმების უნარებს.
შუალედური წერითი გამოცდა

4
შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს შუალედურ წერით გამოცდას. შუალედური წერითი გამოცდა ტარდება მე-8-მე-9
სასწავლო კვირას. შუალედურ წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30
პროცენტის ტოლია.

შუალედური წერითი გამოცდის შეფასების მეთოდებია: თეორიული საკითხი, ღია კითხვა. შუალედური წერითი გამოცდა მოიცავს 2
თეორიულ საკითხს და 5 ღია კითხვას. თითოეული თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, ხოლო თითოეული ღია კითხვა 2 ქულით.
დასკვნითი წერითი გამოცდა
დასკვნითი შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს დასკვნით წერით გამოცდას. დასკვნითი წერითი გამოცდა ტარდება მე-16-მე-19
სასწავლო კვირას. დასკვნით წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის
ტოლია.

დასკვნითი წერითი გამოცდის შეფასების მეთოდები: თეორიული საკითხი, ტესტი. დასკვნითი წერითი გამოცდა მოიცავს 1 თეორიულ
საკითხს და 20 ტესტს. დასკვნითი წერითი გამოცდისას თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, ხოლო თითოეული ტესტი - 1 ქულით.
თითოეული ტესტი შედგება შეკითხვისა და ოთხი სავარაუდო პასუხისგან, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.
ქულა ტესტის შეფასების კრიტერიუმები
1 პასუხი სწორია.
0 პასუხი არასწორია ან საერთოდ არაა მოცემული.
ქულა ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული შეკითხვის არსი. პასუხი არგუმენტირებულად დასაბუთებულია, სტუდენტი ზედმიწევნით
2
კარგად ფლობს თეორიული მასალას, სამართლებრივი მსჯელობა ძალიან კარგია.
სტუდენტს აღქმული აქვს შეკითხვის არსი. პასუხი დასაბუთებულია, სტუდენტი ფლობს თეორიული მასალას, სამართლებრივი
1
მსჯელობა დამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად, თანმიმდევრულად და
9-10 ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი
ანალიზი მაღალ დონეზეა.
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
7-8 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი
მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას. საკითხი
5-6 ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, თუმცა აღინიშნება
3-4 ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სამართლებრივი
მსჯელობა და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, გადმოცემულია საკითხის
1-2 შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული.
სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

სასწავლო ლიტერატურა

ძირითადი ლიტერატურა  ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე, შესავალი


საკონსტიტუციო სამართალში, თბილისი, 2016, გვ. 15-505.
 ი. კობახიძე, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი, ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის
სამართლის ჟურნალი, N1, 2013, გვ. 307-327.
 ი. კობახიძე, დედათა ძირითადი უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოს შრომის სამართალში,

5
სტატიათა კრებულში: კ. კორკელია (რედ.), ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და
საქართველო, თბ., 2011, გვ. 124-143;
 ი. კობახიძე, პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი, თბ., 2008.

 საქართველოს კონსტიტუცია (1995 წლიs 24 აგვისტო). https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346


 საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“.
ნორმატიული აქტები https://matsne.gov.ge/ka/document/view/3811829
 საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/28324

 ა. დემეტრაშვილი (რედ.), კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2005.


 ა. შაიო. ხელისუფლების თვითშეზღუდვა. კონსტიტუციონალიზმის შესავალი, თბ., 2003.
 ა.დემეტრაშვილი, გ. გოგიაშვილი, კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2016.
 ზ. რუხაძე, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, ბათუმი, 1999.
 მ. ტაშნეტი, შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები, თბ., 2016.
 ო. მელქაძე, კონსტიტუციონალიზმი, თბ., 2005.
 ო. მელქაძე, საარჩევნო სამართალი, თბ., 2005.
 ო. მელქაძე, ქართული კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრობლემები, თბ., 2001.
დამატებითი ლიტერატურა  პ. ცნობილაძე, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი: წიგნი პირველი, თბ., 2002.
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ავტორთა კოლექტივი – დ. გეგენავა, ბ. ქანთარია, ლ. ცანავა, თ.
თევზაძე, ზ. მაჭარაძე, პ. ჯავახიშვილი, თ. ერქვანია, თ. პაპაშვილი), დავით ბატონიშვილის სამართლის
ინსტიტუტი, თბილისი, 2016.
 Chemerinsky E. Constitutional Law: Principles and Policies, Fourth Edition, 2011.
 Nowak J.E/Rotunda R.D. Principles of Constitutional Law, 2004.
 Jarass H.D., Pieroth B., Grundgesetz für die Bundesrepublik Deutschland, 7. Aufl., Muenchen 2004.
 Страшун Б. А. (Отв. Ред.). Конституционное (государственное) право зарубежных стран - Общая часть. М.: Из-
во БЕК, 1995.

 www.matsne.gov.ge
 www.library.court.ge
 www.parliament.gov.ge
ინტერნეტ-რესურსები
 www.president.gov.ge
 www.government.gov.ge
 www.constcourt.gov.ge

სასწავლო კურსის შინაარსი

კვირის N სწავლების მეთოდი ლექციის/სემინარის/პრაქტიკუმის და ა.შ. თემა


ლექცია (2 სთ.) საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის მეთოდებზე, შეფასების
სისტემაზე და სავალდებულო ლიტერატურაზე.
1
თემა 1. საკონსტიტუციო სამართლისა და კონსტიტუციის არსი და მნიშვნელობა.
კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორია. კონსტიტუციის გადასინჯვის მოდელები

განსახილველი საკითხები:

6
საკონსტიტუციო სამართლის ადგილი და როლი სამართლის სისტემაში; საკონსტიტუციო
სამართლის რეგულირების სფერო; საკონსტიტუციო სამართლის განვითარების ისტორია;
საკონსტიტუციური სამართლის წყაროები; კონსტიტუციონალიზმი, როგორც სახელმწიფო მოწყობის
კონცეფცია; კონსტიტუციიის ფუნქციები; კონსტიტუციის გადასინჯვის წესი.
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საკონსტიტუციო სამართალში (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2016, გვ. 15 – 46.
თემა 2. კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტური პრინციპები - სამართლებრივი სახელმწიფო

განსახილველი საკითხები:

კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტური პრინციპების არსი და ზოგადი მნიშვნელობა;


სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსი და ელემენტები: ხელისუფლების დანაწილება,
ადამიანის ძირითადი უფლებები, სამართლის უზენაესობა, კანონის უპირატესობა და კანონის
2 ლექცია (2 სთ.) დათქმა, თანაზომიერების პრინციპი, სამართლებრივი სიცხადის პრინციპი, ნორმის უკუძალის
აკრძალვა, კანონიერი ნდობა, სასამართლო დაცვის გარანტია, საჯარო სამსახურის პოლიტიკური
ნეიტრალიტეტი.
ძირითადი ლიტერატურა:
 ი. კობახიძე, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტის სამართლის ჟურნალი, N1, 2013, გვ. 307-327.
ზეპირი გამოკითხვა თემაზე: საკონსტიტუციო სამართლისა და კონსტიტუციის არსი და
სემინარი (2 სთ.) მნიშვნელობა. კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორია. კონსტიტუციის გადასინჯვის
მოდელები.
თემა 3. კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტური პრინციპები - სოციალური სახელმწიფო და
დემოკრატია

განსახილველი საკითხები:

სოციალური სახელმწიფოს პრინციპის არსი. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, როგორც


სამართლებრივი პრეტენზიის (მოთხოვნის) წარმოშობის საფუძველი; სოციალური სახელმწიფოს
პრინციპი, როგორც ჩარევის ლეგიტიმაციის საფუძველი. სოციალური სახელმწიფოს და
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ურთიერთმიმართება.

3 ლექცია (2 სთ.) დემოკრატიის ცნება და არსი; სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი; დემოკრატიის ფორმები - უშუალო
და წარმომადგენლობითი დემოკრატია. წარმომადგენლობითი დემოკრატიის არსი; „ლეგიტიმაციის
ურღვევი ჯაჭვის“ პრინციპი. დემოკრატიული მანდატის ხელშეუვალობის პრინციპი; უშუალო
დემოკრატია - რეფერენდუმი, პლებისციტი და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმები.
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საკონსტიტუციო სამართალში (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბ., 2016, გვ. 59-88.
 ი. კობახიძე, დედათა ძირითადი უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოს შრომის
სამართალში, სტატიათა კრებულში: კ. კორკელია (რედ.), ადამიანის უფლებათა დაცვის
საერთაშორისო სტანდარტები და საქართველო, თბ., 2011, გვ. 124-143.
ზეპირი გამოკითხვა თემაზე: კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტური პრინციპები -
სემინარი (2 სთ.)
სამართლებრივი სახელმწიფო.
თემა 4. არჩევნები და პოლიტიკური პარტიები
4 ლექცია (2სთ.)
განსახილველი საკითხები:

დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები: საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი, პირდაპირი და


ფარული არჩევნები. საარჩევნო სისტემების შედარებითი დახასიათება. საარჩევნო ბარიერები.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. საარჩევნო პროცედურები. საარჩევნო კამპანიის
საკანონმდებლო რეგულირება. საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების წესი.

პარტიისა და პარტიული სისტემის ცნება; პარტიის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ფუნქცია.


პარტიების სამართლის ძირითადი პრინციპები: პარტიების თავისუფლება, პარტიების თანასწორობა,
შიდაპარტიული დემოკრატია, პარტიების საქმიანობის საჯაროობა. პარტიების დაფინანსების
სამართლებრივი მოწესრიგება. პარტიის აკრძალვის ინსტიტუტი.

7
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საკონსტიტუციო სამართალში (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბ., 2016, გვ. 222-270.
 საქართველოს ორგანული კანონიდან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“.
 ი. კობახიძე, პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი, თბ., 2008.
ზეპირი გამოკითხვა თემაზე: კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტური პრინციპები -
სემინარი (2 სთ.)
სოციალური სახელმწიფო და დემოკრატია.
თემა 5. სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები

განსახილველი საკითხები:

სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ზოგადი პრინციპები: სახელმწიფოს ტერიტორიული


მოწყობის არსი. პოლიტიკურ-ტერიტორიული მოწყობის ფორმები. სახელმწიფოს ფედერალიზაცია,
ლექცია (2 სთ.) მმართველობის სისტემის დეკონცენტრაცია და მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაცია;
5
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა: საქართველოს ტერიტორიული მოწყობის
საფუძვლები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი. აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის სტატუსი. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი
დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სტატუსი. საქართველოს ადგილობრივი
ხელისუფლების სისტემა. სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი.
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საკონსტიტუციო სამართალში (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბ., 2016, გვ. 149-171.
სემინარი (2 სთ.) ზეპირი გამოკითხვა თემაზე: არჩევნები და პოლიტიკური პარტიები.
თემა 6. ადგილობრივი თვითმმართველობა

განსახილველი საკითხები:

ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და ძირითადი პრინციპები: თვითმმართველობის არსი;


„ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია“. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი.
ლექცია (2 სთ.) თვითმმართველი ერთეულის ინსტიტუციური მოწყობა. თვითმმართველი ერთეულის ფუნქციები და
6 უფლებამოსილებები. თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკური საფუძვლები. მუნიციპალური
ზედამხედველობა.
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საკონსტიტუციო სამართალში (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბ., 2016, გვ. 485-505.
ზეპირი გამოკითხვა თემაზე: სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის
სემინარი (2 სთ.)
საფუძვლები.
თემა 7. სახელმწიფო მმართველობის ფორმები

განსახილველი საკითხები:
ლექცია (2 სთ.)
სახელმწიფო მმართველობის ფორმის დეფინიცია. სახელმწიფო მმართველობის ფორმების
7
შედარებითი დახასიათება: საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა,
საპარლამენტო რესპუბლიკა/მონარქია, სახელმწიფო მმართველობის არასტანდარტული მოდელები,
არადემოკრატიული მმართველობის სისტემები.
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საკონსტიტუციო სამართალში (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ.
თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბ., 2016, გვ. 127-148.
სემინარი (2 სთ.) ზეპირი გამოკითხვა თემაზე: ადგილობრივი თვითმმართველობა.
შუალედური
8-9 მოსამზადებელი მასალა - I-დან VII კვირის ჩათვლით განვლილი საკითხები
გამოცდა (2 სთ)
10 თემა 8. საკანონმდებლო ხელისუფლება
ლექცია (2 სთ.)
განსახილველი საკითხები:

პარლამენტის ინსტიტუტის ჩამოყალიბებისა და პარლამენტარიზმის განვითარების ზოგადი


ისტორია. პარლამენტების სტრუქტურა საზღვარგარეთის ქვეყნებში. პარლამენტის წევრის სტატუსი.
პარლამენტების უფლებამოსილებები. პარლამენტების მუშაობის წესი.

8
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საკონსტიტუციო სამართალში (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბ., 2016, გვ. 271-366.
სემინარი (2 სთ.) შუალედური გამოცდის შედეგების განხილვა
თემა 9. სახელმწიფოს მეთაური

განსახილველი საკითხები:
11 ლექცია (2 სთ.) სახელმწიფოს მეთაურის კონსტიტუციური სტატუსის შედარებითი მიმოხილვა; სახელმწიფოს
მეთაურის თანამდებობაზე გამწესება. სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები.
კონტრასიგნაცია. სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები და მისი
მოვალეობის დროებით შესრულება.
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საკონსტიტუციო სამართალში (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბ., 2016, გვ. 367-404.
სემინარი (2 სთ.) ზეპირი გამოკითხვა თემაზე: საკანონმდებლო ხელისუფლება.
თემა 10. მთავრობა

განსახილველი საკითხები:

მთავრობის ინსტიტუტის ადგილი და როლი უმაღლესი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში.


მთავრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი. მთავრობის სტრუქტურა. მთავრობის
12 ლექცია (2 სთ.) ფორმირების, უფლებამოსილების მოხნისა და გადაყენების წესი. მთავრობის უფლებამოსილებები;
მთავრობის მუშაობის წესი.
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საკონსტიტუციო სამართალში (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბ., 2016, გვ. 406-434.
სემინარი (2 სთ.) ზეპირი გამოკითხვა თემაზე: სახელმწიფოს მეთაური.
თავი 11. სასამართლო ხელისუფლება

განსახილველი საკითხები:

სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი; საკონსტიტუციო


13 ლექცია (2 სთ.) სასამართლოების სტატუსი და უფლებამოსილებები. საერთო სასამართლოები. მოსამართლის
სამართლებრივი სტატუსი. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის სამართლებრივი
გარანტიები.
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საკონსტიტუციო სამართალში (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბ., 2016, გვ. 435-484.
სემინარი (2 სთ.) ზეპირი გამოკითხვა თემაზე: მთავრობა.
თემა 12. თავდაცვა და უსაფრთხოება. ფინანსები და კონტროლი
ლექცია (2სთ.)
განსახილველი საკითხები:
14
თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა კონსტიტუციური მოწესრიგება. ეროვნული უშიშროების
საბჭოს სტატუსი და უფლებამოსილებები. ფინანსებისა და კონტროლის საკითხთა კონსტიტუციური
მოწესრიგება.
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საკონსტიტუციო სამართალში (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბ., 2016, გვ. 329-347.
სემინარი (2 სთ.) ზეპირი გამოკითხვა თემაზე: სასამართლო ხელისუფლება.
15 ლექცია (2 სთ.) თემა 13. სახელმწიფო და ინდივიდი

განსახილველი საკითხები:

ადამიანის ძირითადი უფლებები. მოქალაქის სტატუსი და მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის


წესი. სხვა სახელმწიფოს მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი.
ძირითადი ლიტერატურა:

9
 შესავალი საკონსტიტუციო სამართალში (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2016, გვ. 172-222.
სემინარი (4 სთ.) საშინაო დავალების პრეზენტაცია
დასკვნითი
16-19 მოსამზადებელი მასალა - სემესტრის განმავლობაში განვლილი საკითხები
გამოცდა (2 სთ)

სილაბუსის ავტორი ირაკლი კობახიძე

10

You might also like