You are on page 1of 7

სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის სილაბუსი

სასწავლო კურსის
ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია
დასახელება
ფაკულტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
საგანმანათლებლო
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამა
სწავლის სწავლების სასწავლო ECTS სტატუსი (სავალდებულო,
სასწავლო კურსის სემესტრი საათები
საფეხური წელი წელი კრედიტი არჩევითი)
პარამეტრები ბაკალავრიატი მეოთხე 2017-2018 მერვე 5 125 არჩევითი
დამოუკიდებელი
საკონტაქტო საათები
საათების მუშაობის საათები
ლექცია ჯგუფში მუშაობა პრაქტიკული გამოცდები
განაწილება 80
26 13 0 6
გვარი, სახელი თანამდებობა საკონტაქტო ინფორმაცია ინდივიდუალური მუშაობა
პასუხისმგებელი ტელეფონი ელ-ფოსტა დღე საათი
ლექტორი ალექსანდრე კვაშილავა მოწვეული დოქოტორი ორშაბათი 16.00.-18.00.
599 14 49 73 kak1930@mail.ru

სასწავლო კურსის მიზნები:

სასწავლოკურსისმიზანიასტუდენტს:

 შესძინოს სიღრმისეული ცოდნა სისხლის სამართლის კანონის შეფარდების და სწორად გამოყენების ლოგიკური და
სამართლებრივი საფუძვლების, დანაშაულის კვალიფიკაციის მეთოდიკის, აგრეთვე ქმედების დანაშაულად
კვალიფიკაციის პრობლემატური საკითხების შესახებ;
 გამოუმუშაოს სამართლებრივი ლოგიკა და არგუმენტაცია, სამართლებრივი წერის კულტურა, აგრეთვე
სისხლისსამართლებრივი ნორმისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და მისი უკეთესით შეცვლის უნარი.

დაშვების წინაპირობები

სასწავლო კურსი - სისხლის სამართალი(დანაშაულის სხვა სახეები)

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას სისხლის სამართლის კანონის შეფარდების
და სწორად გამოყენების ლოგიკური და სამართლებრივი საფუძვლების, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის
მეთოდიკის, აგრეთვე ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის პრობლემატური საკითხების შესახებ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გაცნობიერებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის თეორიული
საკითხები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისას სისხლისსამართლებრივი ნორმების განმარტებასა და საგამოძიებო
და სასამართლო პრაქტიკაში მათ სწორად გამოყენებას;
 ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე არსებული პრობლემების
იდენტიფიცირებასა და მათი გადაწყვეტისათვის ნორმატიული საფუძვლების მოძიებას;
 ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის საკითხებზე იურიდიული დასკვნებისა და კონსულტაციების გაცემას;
 დანაშაულის ფაქტების გამოვლენის და პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრას.

დასკვნის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის საკითხებზე არსებული პრობლემების მრავალმხრივ ხედვას,

1
სისხლის სამართლის ნორმების ანალიზს და მისი გადაწყვეტისათვის სამართლებრივად დასაბუთებული
დასკვნის ჩამოყალიბებას.

კომუნიკაციის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის საკითხებზე ინფორმაციის მოძიებას და იურიდიული ტერმინოლოგიის
გამოყენებით ზეპირი და წერილობით ფორმით ცოდნის დამაჯერებლად და დასაბუთებულად გადმოცემას.

სწავლის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის საკითხებზე სასამართლო პრაქტიკის და მეცნიერული სიახლეების
მიდევნებას და ცოდნის მუდმივად განახლებას.

ღირებულებები

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 ხელი შეუწყოს ინდივიდთა უფლებების განხორციელებას და ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისას
იმოქმედოს სამართლიანობის, ადამიანისუფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების
გათვალისწინებით.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

აღნიშნული სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდი. ლექციაზე მასალის
ვერბალურად გადაცემის გარდა (ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი), გამოყენებული იქნება დემონსტრირების
მეთოდი, რაც ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება
თვალსაჩინოს გახდის სასწავლო მასალის აღქმას. გარდა ამისა ლექციაზე გამოყენებული იქნება სწავლების ინდუქციური
და დედუქციური მეთოდები. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახსნა-განმარტების მეთოდს.
აღნიშნული მეთოდი გულისხმობს კონკრეტული საკითხის ირგვლივ მსჯელობას. მასალის გადმოცემისას მოყვანილი
ინება კონკრეტული მაგალითი (კაზუსი), რომლის დაწვრილებითი განხილვაც მოხდება მოცემული თემის ფარგლებში.
სემინარულ მეცადინეობებზე გამოყენებული იქნება კაზუისტიკური სწავლების მეთოდი (შემთხვევის ანალიზის (Case
study) მეთოდი), რომელიც ეფუძნება კონკრეტული შემთხვევების (კაზუსების) განიხილვას, აგრეთვე
დისკუსია/დებატების მეთოდი, რაც გულისხმობს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხისა და აქტივობის ამაღლებას.
დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ
დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი განუვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

სასწავლო კურსის შინაარსი:


სასწავლო კვირა და თემის დასახელება და შინაარსი
მეცადინეობის
ფორმა
თემა 1. კვალიფიკაციის ცნება და მნიშვნელობა. კვალიფიკაციის მეთოდოლოგიური საფუძვლები

1-ლი კვირა ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ცნება და მნიშვნელობა. კვალიფიკაციის ადგილი


სამართლის ნორმების გამოყენების პროცესში. კვალიფიკაციის სოციალური და სამართლებრივი
ლექცია(2 სთ) მნიშვნელობა. ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია სისხლის სამართლის
მეცნიერების სისტემაში.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი).
 გ. ნაჭყებია, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია, თბ., 2010.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის
მეთოდებზე, შეფასების სისტემაზე და სავალდებულო ლიტერატურაზე.
თემა 2. კვალიფიკაციის ფილოსოფიური საფუძველი

კვალიფიკაცია და ობიექტური რეალობა. კვალიფიკაციის ლოგიკური ფორმები. კვალიფიკაციის


პროცესი. სამართლებრივი ნორმის მოძიება. კვალიფიკაციის ლოგიკური პროგრამა. კვალიფიკაციის
პროცესის თავისებურებანი. კვალიფიკაციის ძირითადი ეტაპები. კვალიფიკაციის შეცვლა.
მე-2 კვირა კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კანონის შეცვლის შემთხვევაში. კვალიფიკაცია საქმის
ფაქტობრივი მასალების შეცვლის შემთხვევაში.
ლექცია (2 სთ) სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი).

2
 გ. ნაჭყებია, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია, თბ., 2010.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 3. სისხლისსამართლებრივი ნორმების კონკურენციის საკითხები ქმედების დანაშაულად
კვალიფიკაციისას. ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია ერთიანი დანაშაულისა და დანაშაულთა
ერთობლიობის დროს
მე-3 კვირა
კონკურენციის ცნება და სახეები. ნორმათა კონკურენციის საფუძვლები ზოგადი და სპეციალური
ლექცია (2 სთ) ნორმის კონკურენცია. ნაწილისა და მთელის კონკურენცია. კონკურენციის საკითხი მკვლელობის
მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების დროს. კონკურენციის საკითხის გადაწყვეტა
დასკვნის შედგენისას.
ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია სისხლის სამართლის ნორმათა კონკურენციის პირობებში.
ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია ერთიანი დანაშაულისა და დანაშაულის სიმრავლის დროს.
ქმედება ნატურალური გაგებით. ქმედება იურიდიული გაგებით. იდეალური კონკურენცია.
რეალური კონკურენცია. სამართლებრივი ფიქცია და მისი მეთოდოლოგიური მნიშვნელობა
ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის საქმეში.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი).
 გ. ნაჭყებია, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია, თბ., 2010.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 4. ქმედების შემადგენლობა

მე-4 კვირა ქმედების შემადგენლობა და მისი ფუნქციები. ქმედების შემადგენლობა და სისხლის სამართლის
კანონის მუხლის დისპოზიცია. ქმედების შემადგენლობების კონკურენცია.
ლექცია (2 სთ) სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი).
 გ. ნაჭყებია, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია, თბ., 2010.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 5. კვალიფიკაციის იურიდიული საფუძველი

მე- 5 კვირა შემადგენლობის შინაარსის დადგენა. ქმედების შემადგენლობის ნიშნები: პოზიტიური და


ნეგატიური ნიშნები, მუდმივი და ცვალებადი ნიშნები, შეფასებითი ნიშნები.
ლექცია (2 სთ) სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი).
 გ. ნაჭყებია, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია, თბ., 2010.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
მე- 6-მე-7 კვირა პირველი შუალედური გამოცდა (2 სთ) - 30 ქულა
თემა 6. დანაშაულთა გამიჯვნა ქმედების ობიექტური შემადგენლობის მიხედვით

დანაშაულის გამიჯვნა ქმედების ობიექტის მიხედვით. დანაშაულის გამიჯვნა ქმედების სუბიექტის


მიხედვით. კვალიფიკაციის საკითხები უმოქმედობით ჩადენილი დელიქტების დროს.
მე-8 კვირა უმოქმედობის დელიქტების კლასიფიკაცია. წმინდა უმოქმედობა. შერეული უმოქმედობა.
სამართლებრივი გარანტის საკითხი. განზრახ უმოქმედობის დელიქტის მცდელობა. მიზეზობრივი
ლექცია (2 სთ) კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის. დანაშაულის გამიჯვნა ქმედების ობიექტური
შემადგენლობის სხვა ნიშნების მიხედვით.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი).
 გ. ნაჭყებია, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია, თბ., 2010.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - პირველი შუალედური გამოცდების შედეგების განხილვა
თემა 7. დანაშაულთა გამიჯვნა ქმედების სუბიექტური შემადგენლობის მიხედვით

დანაშაულის გამიჯვნა ქმედების სუბიექტური შემადგენლობის მიხედვით. ქმედების დანაშაულად


მე-9 კვირა კვალიფიკაცია პირდაპირი განზრახვის მიხედვით. გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის
კვალიფიკაციის პრობლემა. გაუფრთხილებელი ქმედებისათვის პასუხისმგებლობა.
ლექცია (2 სთ) გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობა. გაუფრთხილებელი ქმედების
მართლწინააღმდეგობა და ბრალი. დანაშაულის კომპლექსური გამიჯვნა. ქმედების სუბიექტური
შემადგენლობის ნიშნების (მოტივისა და მიზნის) დადგენა და საკვალიფიკაციო მნიშვნელობა.
ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია დანაშაულებრივი ქმედების (საქციელის) მოტივების
მიხედვით. ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია სუბიექტის საქციელის მიზნის მიხედვით.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი).
 გ. ნაჭყებია, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია, თბ., 2010.
3
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 8. Aberratio ictus-ის და error in persona-ს პრობლემა ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის
დროს

მე-10 კვირა ფაქტობრივი ხასიათის შეცდომები. შეცდომა პიროვნებაში. შეცდომა ობიექტში. აცდენილი ისრის
თეორია. თანაბარღირებულების თეორია. კონკრეტიზაციის თეორია. მიზეზობრივი კავშირის
ლექცია (2 სთ) განვითარებაში შეცდომის პრობლემა დანაშაულის კვალიფიკაციის დროს.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი).
 გ. ნაჭყებია, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია, თბ., 2010.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 9. ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია დაუმთავრებელი დანაშაულის დროს

მე-11 კვირა დამთავრებული და დაუმთავრებელი მცდელობის დადგენის ტექნიკა. ფორმალური


თანაბარღირებულების თეორია. მატერიალური თანაბარღირე-ბულების თეორია. კონკრეტიზაციის
ლექცია (2 სთ) თეორია. დანაშაულის ჩადენაზე ხელის აღების საკითხი დანაშაულის კვალიფიკაციის დროს.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი).
 გ. ნაჭყებია, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია, თბ., 2010.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 10. ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია თანამონაწილეობის დროს

კვალიფიკაცია დანაშაულში თანამონაწილეობის დროს. დანაშაულში თანამონაწილეობის სახეები:


მე-12 კვირა ორგანიზატორი, წამქებეზებელი, დამხმარე. დუალისტური თანამონაწილეობის სისტემა.
ამსრულებლობის და თანამონაწილეობის გამიჯვნა: ფორმალურ-ობიექტური თეორია,
ლექცია (2 სთ) სუბიექტური თეორია. კვალიფიკაცია დანაშაულში თანააამსრულებლობის დროს: ამსრულებელი,
თანაამსრულებელი, შუალობითი ამსრულებელი.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი).
 გ. ნაჭყებია, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია, თბ., 2010.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
მე-13-მე-14 კვირა მეორე შუალედური გამოცდა(2 სთ) - 30 ქულა
თემა 11. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების საკითხები ქმედების
დანაშაულად კვალიფიკაციის დროს

ქმედების მართლსაწინააღმდეგობის დადგენის მეთოდოლოგია.აუცილებელი მოგერიება.


მე-15 კვირა მართლზომიერების პირობები. უკიდურესი აუცილებლობა. მართლზომიერების პირობები.
დამნაშავის შეპყრობა. მართლზომიერების პირობები. მართლზომიერი რისკი. მართლზომიერების
ლექცია (2 სთ) პირობები. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი სხვა ზეკანონური გარემოებები.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი).
 გ. ნაჭყებია, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია, თბ., 2010.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - მეორე შუალედური გამოცდების შედეგების განხილვა
თემა 12. ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოებების საკითხები ქმედების დანაშაულად
კვალიფიკაციის დროს

მე-16 კვირა ბრალუნარიანობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები. ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი


გარემოებები. აცტიო ლიბერა ინ ცაუსა-ს საკითხი. აკრძალვაში შეცდომის საკითხი დანაშაულის
ლექცია (2 სთ) კვალიფიკაციის დროს. შეცდომა ამკრძალავ ნორმაში. აკრძალვაში შეცდომის შედეგები.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი).
 გ. ნაჭყებია, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია, თბ., 2010.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
მე-17 კვირა თემა 13. ქმედების დანაშაულად სასამართლო კვალიფიკაციის მეთოდოლოგია

ლექცია (2 სთ) სასამართლოში ქმედების მართლსაწინააღმდეგობის დადგენის საკითხისათვის. სასამართლოში


სუბიექტის ბრალის დადგენის მეთოდოლოგია. სისხლის სამართლის საქმეთა ჭეშმარიტების
დადგენისა და ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის თანაფარდობის პრობლემა.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი).
 გ. ნაჭყებია, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია, თბ., 2010.
4
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
მე-18-მე-19 კვირა დასკვნითი გამოცდა (2 სთ.) – 30 ქულა
მე-20-21-ე კვირა განმეორებითი გამოცდა

სწავლის შედეგების მიღწევის ფორმები

ლექცია სემინარი (ჯგუფში მუშაობა) პრაქტიკული პრაქტიკა ინდივიდუალური/ჯგუფური საშინაო

დავალების პრეზენტაცია იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა დამოუკიდებელი მუშაობა

შეფასების კრიტერიუმები
N შეფასების კომპონენტები მოკლე აღწერა მაქსიმალური ქულა

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 70 ქულა

1.1 ზეპირი/წერითი გამოკითხვა (ტესტირება) (10X10):10 10


1.2 პირველი შუალედური გამოცდა 1X30 30
1.3 მეორე შუალედური გამოცდა 1X30 30
2 დასკვნითიგამოცდა 1X30 30
სულ 100ქულა

შემოთავაზებული კურსის დაუფლება სწავლების პროცესში სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და


შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება.

სტუდენტთა ცოდნის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც სასწავლო პროცესში ჩართული მეთოდების
წილისგან შედგება.

დადებით შეფასებად ჩაითვლება:


 (A) - ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
 (B) - ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
 (C) - კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
 (E) - საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;
უარყოფით შეფასებად ჩაითვლება:
 (FX) - ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
 (F) - ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ
არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტის სემესტრის განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით ითვალისწინებს:

 შუალედურ შეფასებას;
 დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

სტუდენტის შუალედური შეფასება ითვალისწინებს ყოველკვირეულ გამოკითხვას (წერითი გამოკითხვა


(ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა), პირველ შუალედურ გამოცდას და მეორე შუალედურ გამოცდას.

თითოეული ყოველკვირეული გამოკითხვა (წერითი გამოკითხვა (ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა) ფასდება 10 ქულით.


ყოველკვირეული შეფასებების საბოლოო ქულა იანგარიშება საშუალო არითმეტიკულით ანუ ყოველკვირეულ
გამოკითხვებში მიღებული ქულების ჯამის გაიყოფით ჩატარებულ ყოველკვირეულ გამოკითხვათა რაოდენობაზე.
ამრიგად, ყოველკვირეულ შეფასებებში (წერითი გამოკითხვა (ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა) სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 10 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 10 პროცენტის ტოლია.

სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების და კითხვა-პასუხის ფორმატში. ზეპირი გამოკითხვის


შეფასების კრიტერიუმებია:

 9-10 ქულა. სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი (მოხსენება) სრული, სამართლებრივად დასაბუთებული და
სწორია. სტუდენტს გააზრებული აქვს და კარგად ერკვევა პრობლემურ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა

5
მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას, ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად
და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა.
 7-8 ქულა. სტუდენტი მომზადებულია, პასუხი (მოხსენება) სრულია, თუმცა შეკვეცილი. სტუდენტს გააზრებული
აქვს და ერკვევა პრობლემურ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ
ტერმინოლოგიას, კარგად ფლობს განვლილ მასალას, ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
 5-6 ქულა. სტუდენტი მომზადებულია, იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ ბოლომდე გააზრებული არ აქვს იგი და
პასუხი (მოხსენება) საკმარისად სრულყოფილი არ არის. მისი სამართლებრივი მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო
იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ
აღინიშნება ნაკლოვანებები.
 3-4 ქულა - სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული. მართალია იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ
გააზრებული არ აქვს იგი და პასუხი (მოხსენება) არასრულია. საკითხის შესაბამისი მასალას გადმოცემს
ნაწილობრივ. მისი იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა. დაუშვა რამდენიმე არსებითი შეცდომა.
 1-2 ქულა - სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, ვერ ერკვევა პრობლემურ საკითხებში. მისი პასუხი არსებითად
მცდარია. იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას. გადმოსცემს საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ
ცალკეულ ფრაგმენტებს.
 0 ქულა - სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია.

შენიშვნა: ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება ითვალისწინებს სტუდენტის მიერ
დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.

სტუდენტის წერითი გამოკითხვა (ტესტირება) შეიძლება მოიცავდეს თეორიული საკითხის, კაზუსის, ღია კითხვის,
ტესტის კომბინაციას. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული
ღია კითხვა 2 ქულით. თითოეულ ტესტს გააჩნია 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორად
ამოხსნილი თითოეული ტესტი ფასდება 0.5 ქულით.

სემესტრის განმავლობაში სტუდენტი აბარებს ორ შუალედურ გამოცდას, რომლითაც მოწმდება მის მიერ მიღებული
ცოდნა. პირველი შუალედური გამოცდა ტარდება მე-6-მე-7 სასწავლო კვირას. პირველ შუალედურ გამოცდაში
სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია. პირველი
შუალედური გამოცდა მოიცავს 1 თეორიულ საკითხს, 2 კაზუსს და 20 ტესტს. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით,
თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული სწორად ამოხსნილი ტესტი 0.5 ქულით. სტუდენტის ცოდნა
ფასდება 30 ქულით, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია. მეორე შუალედური გამოცდა ტარდება მე-13-მე-14
სასწავლო კვირას. მეორე შუალედურ გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო
შეფასების 30 პროცენტის ტოლია. მეორე შუალედური გამოცდა ასევე მოიცავს 1 თეორიულ საკითხს, 2 კაზუსს და 20
ტესტს. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული სწორად
ამოხსნილი ტესტი 0.5 ქულით. სტუდენტის ცოდნა ფასდება 30 ქულით, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის
ტოლია.

სულ შუალედურ შეფასებებში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 70 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 70
პროცენტის ტოლია.

დასკვნითი გამოცდა ტარდება სასწავლო კურსის დასრულებისას მე-18-მე-19 კვირას და მოიცავს მთელ განვლილ
მასალას. შეფასების სისტემაში დასკვნითი გამოცდის ხვედრითი წილი 30 ქულას შეადგენს, რაც საბოლოო შეფასების 30
პროცენტის ტოლია. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში
შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 21 ქულას. სტუდენტს, რომელსაც დაგროვილი არ ექნება
სავალდებულო მინიმალური ქულა (21), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.

სწავლების პროცესში შეძენილი ცოდნის გამოსავლენად და სტუდენტის შესაფასებლად დასკვნითი გამოცდა ტარდება
წერითი ფორმით. დასკვნითი გამოცდის საკითხები შედგენილია წინამდებარე სილაბუსში ჩამოთვლილი თემების
გათვალისწინებით. დასკვნითი გამოცდა მოიცავს 1 თეორიულ საკითხს, 2 კაზუსს და 5 ღია კითხვას. თეორიული
საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული ღია კითხვა 2 ქულით.

ყოველკვირეულ წერითი გამოკითხვაში (ტესტირებაში), შუალედურ და დასკვნით გამოცდაში კაზუსის/თეორიული


საკითხის შეფასების კრიტერიუმებია:

 5 ქულა/9-10 ქულა. პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული. იურიდიული
ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად
აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა. შეცდომა არ არის. სამართლებრივი მსჯელობა მაღალ
დონეზეა.
 4 ქულა/7-8 ქულა. პასუხი სრულია, თუმცა შეკვეცილი. ტერმინოლოგიურად გამართულია. არსებითი შეცდომა არ
არის. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი

6
ლიტერატურა. სამართლებრივი მსჯელობა კარგია.
 3 ქულა/5-6 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები. არის ფრაგმენტული სამართლებრივი მსჯელობა.
 2 ქულა/3-4 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. საკითხის შესაბამისი მასალა
გადმოცემულია ნაწილობრივ. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. აღინიშნება
რამდენიმე არსებითი შეცდომა.
 1 ქულა/1-2 ქულა. პასუხი ნაკლოვანია. იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. პასუხი არსებითად
მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
 0 ქულა. პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

შენიშვნა: თეორიული საკითხის შეფასებისას ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება
ითვალისწინებს სტუდენტის მიერ დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.

ყოველკვირეულ, წერითი გამოკითხვაში (ტესტირებაში), შუალედურ და დასკვნით გამოცდაში ღია კითხვის შეფასების
კრიტერიუმებია:

 2 ქულა - სტუდენტმა სრულყოფილად უპასუხა დასმულ შეკითხვას;


 1 ქულა - სტუდენტმა არადამაჯერებლად უპასუხა დასმულ შეკითხვას;
 0 ქულა - სტუდენტს არ აქვს პასუხი შეკითხვაზე.

სავალდებულო ლიტერატურა:

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);


https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16426&lang=ge
 გ. ნაჭყებია, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია, თბ., 2010.

დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა:

 გ. ნაჭყებია, ბრალი, როგორც სოციალური ფსიქოლოგიის კატეგორია, თბ., 2001;


 გ. ნაჭყებია, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორიის შესავალი (პირველი ნაწილი), თბ., 2000;
 ქ. მჭედლიშვილი ჰედრიხი, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, წიგნი II: დანაშაულის გამოვლინების ცალკეული
ფორმები (დანაშაულის მომზადება და მცდელობა, თანამონაწილეობა დანაშაულში, უმოქმედობა, კონკურენცია),
თბ., 2011;
 ქ. მჭედლიშვილი-ჰედრიხი. კაზუსების ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში. თბილისი 2008;
 ნ. გვენეტაძე, მ. ტურავა. სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა. თბილისი 2005;
 მ. ტურავა. სისხლის სამართალი. ზოგადი ნაწილის მიმოხილვა. თანდართული ტესტების ნიმუშებითა და კაზუსის
ამოხსნის მეთოდის გამოყენებით. (მეცხრე გამოცემა) თბ., 2013 წ.
 გ. ნაჭყებია. სისხლის სამართალი ზოგადი ნაწილი (სახელმძღვანელო) თბ., 2011 წ.
 ო. გამყრელიძე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბ., 2005.
 სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი პირველი, ავტ. კოლ. გამომც. „მერიდიანი“, თბ. 2011.

სილაბუსის ავტორი

You might also like