You are on page 1of 4

საქმე # 020100120003899157 საქართველოს უზენაესი სასამართლო განჩინება

საქართველოს სახელითსაკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების


შესახებ საქმე №1285აპ-23
ქ. თბილისი ს-ა ზ 1285აპ-23 7
თებერვალი, 2024 წელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:ლევან თევზაძე
(თავმჯდომარე), მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძეზეპირი მოსმენის გარეშე
შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული
პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
საკითხი დაგ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023
წლის 9 ივნისის განაჩენით: 1.1. ზ. ს-ია, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, -
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000
ლარი. 2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ს-მ ჩაიდინა სხვისი
ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისათვის, მაშინ როდესაც ეს ნივთი
მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2.1. 2018 წლის 13
ივნისს, ქ. ზ-ში, შპს „მ-სა“ და ზ. ს-ას შორის დადებული ფინანსური ლიზინგის
ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „მ-ოს“ საკუთრებაში არსებული 6000
ლარად ღირებული „BMW-ს“ მარკის ავტომობილი (სახ.№...) ფლობისა და
სარგებლობის უფლებით გადაეცა ზ. ს-ს. აღნიშნულის შემდეგ, ზ. ს-ამ
ნაწილებად დაშალა ზემოაღნიშნული ავტომობილი, რომელსაც ფლობდა
მართლზომიერად და დაშლილი ნაწილები გაასხვისა. ზ. ს-ს მიერ
ავტომობილის მითვისების შედეგად შპს „მ-ს“ მიადგა 6000 ლარის
მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის განაჩენში შევიდა
ცვლილება, კერძოდ: 3.2. ზ. ს-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-
ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად
განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. 3.3.
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, ზ. ს-ს დამატებითი სასჯელის
სახით 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად
პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება. 4. კასატორმა -
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ საკასაციო
საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში
ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ ზ. ს-ის შეფარდებული სასჯელის დამძიმების
კუთხით.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები: საკასაციო სასამართლო
აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები
საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის
ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი
დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის
გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი
სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს
სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ
მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე
სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული
გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო
სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის
ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა
საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი
არასრულწლოვანი მსჯავრდებულია. 5.1. შესაბამისად, საკასაციო
სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის
მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში
განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი. 6. საკასაციო
სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში
წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ
მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: თავად ზ. ს-ს გამოკითხვის ოქმი,
მოწმეების - ა. მ-ს, ნ. ს-ას, ღ. გ-ს, გ. გ-სა და გ. ხ-ას გამოკითხვის ოქმები,
ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ავტომობილის გადაცემის
ხელშკრულება, ავტომობილის შეფასების აქტი, ამოღების ოქმი, რომლებიც
გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ზ. ს-ს მიერ მისთვის
ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რასაც არც კასატორი ხდის
სადავოდ. 7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ილია ტორუა ითხოვს
მხოლოდ მსჯავრდებულ ზ. ს-ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას. 8.
ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის
შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის
განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის
სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები
შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს
წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო
სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა
განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის
შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული
დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის
მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების
დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც
გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე
საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11,
N35839/11, 27/02/2020, §66). 9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ
საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის
თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც
გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ
შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის
პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-
ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს
როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ
გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის
აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის
რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა
იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში,
ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება
მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“
(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის
№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა
წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად,
სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი
გარდაუვალობა განაპირობებს. 10. საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად,
სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება
მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში
სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს
მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი. 11.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მსჯავრდებულ ზ. ს-ს მიმართ
შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე პროკურორ ილია ტორუას
საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ
მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა
საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რისი
მხედველობაში მიღებითაც, მას შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა
(საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი სასჯელის
სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით
ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე), კერძოდ: ზ. ს-ს პასუხისმგებლობის
შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად
ინანიებს ჩადენილ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, პირველადაა
სამართალში, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი
მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების
განხორციელებას. 12. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ არ
შეიძლება კანონმდებლის ჩანაწერის უგულებელყოფა განსახილველი
დანაშაულისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან
დაკავშირებით, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ შესაბამისი
ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის
ქმედებისათვის შესაძლებელია, დამნაშავისათვის შემაკავებელ ფაქტორს
წარმოადგენდეს ჯარიმაც. 13. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება
პროკურორის პოზიციას იმის შესახებ, რომ დაზარალებულისათვის
მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის და ეს გარემოება გამოყენებული
იქნეს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით, რადგან
სასჯელის მკაცრი ზომის გამოყენების მიზანშეწონილობის დაფუძნება ზიანის
ანაზღაურების კრიტერიუმზე სცილდება სასჯელის მიზნებს.14.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ
იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი
მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. 15.
საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-
33, მე-4 ნაწილების საფუძველზედ ა ა დ გ ი ნ ა :1. ზუგდიდის რაიონული
პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023
წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ს-ას მიმართ არ იქნეს
დაშვებული განსახილველად; 2. განჩინება საბოლოოა და არ
საჩივრდება.თავმჯდომარე ლ.
თევზაძემოსამართლეები: მ.
გაბინაშვილინ. სანდოძე

You might also like