You are on page 1of 8

საქმე N110100119003180714

N1/242-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო


განაჩენი
საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

23 დეკემბერი, 2019 წელი


ქ.ზესტაფონი

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე


სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;

დაცვის მხარე:

ადვოკატები - მ-----– ხ--------- და ზ------ ბ--–-----

არასრულწლოვანი ბრალდებული - კ---- ბ------, დაბადებული 2----–-–-----------,


საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), არასრული საშუალო
განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები:
მცხეთის რაიონი, სოფელი წ---------;

კანონიერი წარმომადგენელი - ნ--- ბ------;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი,


მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით);

არასრულწლოვანი ბრალდებული - ს----- ბ---–----------, დაბადებული 2----–-–-------------


--–-, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), არასრული საშუალო
განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები:
გორის რაიონი, სოფელი ო-----–---;

1
კანონიერი წარმომადგენელი - მარინე ბალიაშვილი;

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი


და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის
ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი
საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით - 2019 წლის 23 ივლისის
ეპიზოდი); 2) საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი
მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების
მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით
ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით - 2019 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი);

სხდომის სახე - დახურული.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14, მე-17


მუხლებით, ჰავანის წესების მე-2 წესით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
სტანდარტული მინიმალური წესების არასრუწლოვანთა სისხლის სამართლის
ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე,
65-ე, 69-ე, 75-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე,
277-ე, 279-ე მუხლებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ---- ბ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2
ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით,
სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი)
წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე
მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და
განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით
და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი)
წელი;

კ---- ბ------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და


გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა
დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში
წარდგენის გზით;

2
კ---- ბ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო -
2019 წლის 15 აგვისტოდან, 2019 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით;
ს----- ბ---–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 ივლისის
ეპიზოდი), საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აგვისტოს
ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადე4ნისათვის და სასჯელის
სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’
ქვეპუნქტით (2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი), არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების
აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი
მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად
ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’
ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი),
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით-
თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე,
შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3
(სამი) წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე
მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი


სასჯელებიდან ერთმა, სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აგვისტოს
ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 3 (სამი) წლის
ვადით, შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ ს----- ბ---–---------ს
(დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს
თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით
და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი)
წელი;

ს----- ბ---–----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

ს----- ბ---–---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის


დრო - 2019 წლის 15 აგვისტოდან, 2019 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით;

3
მსჯავრდებულებს კ---- ბ------ს და ს----- ბ---–---------ს დაეკისროთ მოვალეობა
პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი
ბინადრობის ადგილი, ხოლო ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს
პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით;

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: 2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის


(დ----- ს----–-–---–ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს
ამოღებული ხელის 11 კვალი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

ცხრა ცალი მობილური ტელეფონის ყუთი - დაუბრუნდეს დ----- ს----–-–---–ს,


საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

მობილური ტელეფონის დასატენი მოწყობილობის ორი კოლოფი - დაუბრუნდეს


დ----- ს----–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

ანაწმენდები ოთხ ნიმუშად - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების


მიღების შემდეგ;

ტელეფონის დამცავი პარკი - დაუბრუნდეს დ----- ს----–-–---–ს, საქმეზე საბოლოო


გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (დ----- ს----–-–---–ის სარეალიზაციო) ადგილის


დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის
სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (მ----- ჭ------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის


დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ოთხი კვალი - განადგურდეს, საქმეზე
საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

ანაწმენდის ერთი ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების


მიღების შემდეგ;

ცამეტი ცალი ტელეფონის ყუთი - დაუბრუნდეს მ----- ჭ------ეს, საქმეზე საბოლოო


გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (მ----- ჭ------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის


დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის
სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (ტ------– ჯ--------ის სარეალიზაციო დახლი)


ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ხელის კვალი -
განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

4
ანაწმენდის ერთი ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების
მიღების შემდეგ;

ხუთი ცალი ტელეფონის ყუთი - დაუბრუნდეს ტ------– ჯ--------ეს, საქმეზე


საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (ტ------– ჯ--------ის სარეალიზაციო დახლი)


ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც
ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (მ------ ს---------ას სარეალიზაციო დახლი)


ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამი ხელის კვალი - განადგურდეს,
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (მ------ ს---------ას სარეალიზაციო დახლი)


ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც
ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (თ-- ხ--------ის სარეალიზაციო დახლი)


ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ერთი კვალი -
განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (თ-- ხ--------ის სარეალიზაციო დახლი)


ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც
ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (ა------------–---–-ს სარეალიზაციო დახლი)


ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდის ერთი ნიმუში -
განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (თ-- ხ--------ის სარეალიზაციო დახლი)


ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც
ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

2019 წლის 26 ივლისს შემთხვევის (მ------- ტ-------ის სარეალიზაციო დახლი)


ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ერთი კვალი -
განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

ფოტოაპარატის ერთი ყუთი - დაუბრუნდეს მ------- ტ-------ეს, საქმეზე საბოლოო


გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

2019 წლის 26 ივლისს (მ------- ტ-------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის


დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის
სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

5
ა------------–---–-სგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

2019 წლის 29 ივლისს ს----- ბ---–---------თან ჩატარებული ამოღების შედეგად


ამოღებული - ოქროსფერი ფერის კორპუსის მქონე „სამსუნგის“ ფირმის
მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 3-------------- და 3--------------; 2) შავი ფერის
კორპუსის მქონე „ნოკია ვერიზონს“ ფირმის მობილური ტელეფონი; 3)
ვერცხლისფერი ფერის კორპუსის მქონე „სამსუნგის“ ფირმის მობილური
ტელეფონი იმეი კოდებით 3-------------- და 3--------------; 4) შავი ფერის კორპუსის
მქონე „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი; 5) შავი ფერის კორპუსის მქონე
„სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 3-------------- და 3----------
----; 6) შავი ფერის კორპუსის მქონე „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი
იმეი კოდებით 3----------------------------------; ხუთი ცალი ციფრული ფოტოაპარატი: 1)
ვერცხლისფერი კორპუსის მქონე ფოტოაპარატი „nikon coolpix“-ის ფირმის; 2)
ვერცხლისფერი კორპუსის მქონე ფოტოაპარატი „sony cyber-shot“-ის ფირმის; 3)
შავი ფერის კორპუსის მქონე ფოტოაპარატი „fujifilm“-ის ფირმის; 4) შავი ფერის
კორპუსის მქონე ფოტოაპარატი „sony cyber-shot“-ის ფირმის; 5) შავი ფერის
კორპუსის მქონე ფოტოაპარატი „Fujifilm“-ის ფირმის, რაც ინახება ზესტაფონის
რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე
საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

ს----- ბ---–----------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ხელის ნახჭის ანაბეჭდის


ნიმუში -განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც


ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

არასრულწლოვანი ბრალდებულის (ს----- ბ---–----------ს) დაკავებისას ჩატარებული


პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოკლე სახელოიანი მოშავო ფერის მაისური,
ერთი ცალი წინდა, მოვერცხლისფრო ფერის ბეჭედი, რაც ინახება ზესტაფონის
რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს არასრულწლოვან ს----- ბ---–---------ს
ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების
მიღების შემდეგ;

არასრულწლოვანი ბრალდებულის (კ---- ბ------ს) დაკავებისას ჩატარებული


პირადი ჩხრეკისას ამოღებული ზურგჩანთა მასში მოთავსებული სილიკონის
ბუდეში ჩადებული შავი ფერის „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი;
„ქსიომის“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი; „პოკიფონის“ ფირმის
მოშავო ფერის მობილური ტელეფონი; „ქსიამომის“ ფირმის მობილური
ტელეფონი; „ქსიამომის“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი; „სამსუნგის“
ფირმის წითელი ფერის მობილური ტელეფონი; „ქსიამოს“ ფირმის ლურჯი
ფერის მობილური ტელეფონი; „სამსუნგის“ ფირმის წითელი ფერის მობილური
ტელეფონი, მასზე მიერთებული თეთრი ფერის სადენით; „სამსუნგის“ ფირმის
ვერცხლისფერი მობილური ტელეფონი მასზე მიერთებული თეთრი ფერის

6
სადენით; „ქსიამოს“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი; „ქსიამოს“
ფირმის ლურჯი ფერის მობილური ტელეფონი; თეთრი ფერის სპორტული
ფეხსაცმელი; ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი; შავი ფერის
სპორტული შარვალი თეთრი ფერის ზოლებით; მოშაო ფერის
მოკლესახელოებიანი მაისური თეთრი ნახატებით; მოთეთრო ფერის
მოკლესახელოიანი მაისური მოშაო და მოწითალო ნახატებით; თეთრი ფერის
წინდა; ერთი ცალი ქვა; ყურსასმენი; ასევე, კ---- ბ------სგან ამოღებული მოლურჯო
ფერის მაისური, რაც მას თავზე ჰქონდა გაკეთებული და ერთი თეთრი და ერთი
შავი ფერის წინდა, რაც ხელებზე ჰქონდა გაკეთებული, რაც ინახება ზესტაფონის
რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე
საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ხოლო ერთი ცალი ქვა -
განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

ადგილმდებარეობის (ზესტაფონი აღმაშენებლის ქუჩა N-- მდებარე აფთიაქ ა------ს


წინამდებარე ტერიტორია) დათვალიერების დროს ამოღებული ოთხი ცალი
„ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი; ერთი ცალი „ჰონორის“ ფირმის
მობილური ტელეფონი; ექვსი ცალი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი,
რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ
მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

შემთხვევის (მაღაზია უ------ის) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული


სამი ცალი ქვა - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების
შემდეგ

შემთხვევის (მაღაზია უ------ის) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული


ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ
იქნეს საქმის შენახვის ვადით;

ს----- ბ---–---------თან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული ნაცრისფერი


მოკლე სახელოებიანი მაისური, ნაცრისფერი შარვალი, ყავისფერი თასმებიანი
ფეხსაცმელი - დაუბრუნდეს ს----- ბ---–---------ს ანდა მისთვის ნდობით აღჭურვილ
პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

მ----- ჭ------ის სარეალიზაციო დახლთან განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერი


დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის
სამართლის საქმის შენახვის ვადით;

შპს „უ------ში“ განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერი დისკზე, რაც ერთვის


სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს


მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი


ადვოკატის მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო
7
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული
სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე ზურაბ
ბალავაძე

You might also like