You are on page 1of 5

ბრალდებულის დაკავების ოქმი

` ____ ~_________________, 201 __ წ. ______________________


/რიცხვი, თვე, წელი/ (ოქმის შედგენის ადგილი)

`_____ საათი და ,,____” წუთი


(ოქმის შედგენის ზუსტი დრო)

______________________________________________________________________________
(ოქმის შემდგენი კომპეტენტური პირის სამუშაო ადგილი, ზუსტი თანამდებობა, სახელი და გვარი)
_________________________________________________________________________________________
___________________

შევადგინე ეს ოქმი, ქვემოთ მითითებული პირის ბრალდებულად დაკავების შესახებ,


საქართველოს სსსკ-ის 170-ე, 171-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 174-ე, და 175-ე მუხლების
შესაბამისად:
1. სახელი, მამის სახელი, გვარი: ____________________________________________________
2. დაბადების წელი, რიცხვი, თვე: __________________________________________________
3. დაბადების ადგილი: ____________________________________________________________
4. მოქალაქეობა: _________________________________________________________________
5. განათლება და სპეციალობა: _____________________________________________________
6. მშობლიური ენა ან ენა, რომელსაც ფლობს: _____________________________________
7. ოჯახური მდგომარეობა: _________________________________________________________
8. აქვს თუ არა ნასამართლობა (რისთვის) ___________________________________________
_________________________________________________________________________________
9. სამუშაო ადგილი და თანამდებობა: _______________________________________________
_______________________________________________________________________________
10. რეგისტრაციის ადგილი: _______________________________________________________
_______________________________________________________________________________
11. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ზუსტი მისამართი: _____________________________
_______________________________________________________________________________
12. საკონტაქტო ტელეფონები მისი და ოჯახის (ახლობლების) აგრეთვე სამსახურის მობილური:
______________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
ვინ მოახდინა ფაქტობრივი დაკავება: ________________________________________________

_________________________________________________________________________________
(სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონები)
_________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________

ფაქტობრივი დაკავების ზუსტი ადგილი: _____________________________________________


(მაქსიმალურად კონკრეტულად)
________________________________________________________________________________
(მიუთითოს ქალაქი, სოფელი, ქუჩა, დაწესებულება, სხვა ადგილი, სადაც მოხდა დაკავება)

ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო: 201_წლის `___~_________ `___~ საათი და ,,___~ წუთი
1
(წელი, რიცხვი,თვე)

რა ვითარებაში მოხდა დაკავება: ________________________________________________

_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
სად იქნა მიყვანილი დაკავებული: ________________________________________________
_________________________________________________________________________________
დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში: __________________________
_________________________________________________________________________________
(მათ შორის, ხომ არ ჰქონდა რაიმე დაზიანება, კერძოდ, სად, რამდენი, რა სახის და ა.შ)
_________________________________________________________________

დაკავებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის


ზუსტი დრო: 201_წლის ,,___“ ,,__________~ ,,___“საათი და ,,___~ წუთი.

თუ დაკავების ოქმი ფაქტობრივი დაკავების ადგილზე არ ყოფილა შედგენილი, მიეთითოს


მიზეზი: _______________________________________________________
_________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
_____________

რომელი დანაშაულის ჩადენაშია დაკავებული: ______________________________

________________________________________________________________________________________
(მიეთითოს ფაბულა - ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო, თუ ეს შესაძლებელია,
__________________________________________________________________
ქმედების სავალდებულო კვალიფიკაცია სსკ-ის შესაბამის (მუხლებზე, ნაწილებსა და ქვეპუნქტებზე მითითებით)
_________________________________________________________________________________

დაკავების საფუძველი: 201_ წლის,, ,, ________________ სასამართლოს განჩინება.

საქართველოს სსსკ-ის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ___________________________


(დაკავებულის გვარი, სახელი)
დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების გარეშე, ვინაიდან:
ა) მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;
ბ) იგი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ
ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა მისი დაკავების მიზნით;
გ) მასზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;
დ) იგი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა
ამოიცნო;
ე) იგი შესაძლოა მიიმალოს;
ვ) იგი ძებნილია.
------------------------- (ხაზი გაესვას) --------------------------

2
დაკავებულს დამკავებელი პირის ______________________________ მიერ დაუყოვნებლივ
(სახელი, გვარი)
ფაქტობრივი დაკავების მომენტში მისთვის გასაგები ფორმით განემარტა:
ა) ადვოკატის ყოლის უფლება
ბ) დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება;
გ) უფლება არ დაიბრალოს დანაშაული, და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის,
შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სასამართლოში.

ასევე განემარტა ბრალდებულის უფლებები, გათვალისწინებული საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლით


1. დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე,
დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა
ეცნობოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი
დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდი. ბრალდებულს უნდა
გადაეცეს დაკავების ოქმის ან, თუ ის არ დაუკავებიათ, – ბრალდების შესახებ დადგენილების
ასლი.
2. დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე,
დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს
უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება,
უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის
წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული, და უფლება, დაკავებისას ან დაპატიმრებისას შესაბამის
დაწესებულებაში მიყვანისთანავე მიიღოს უფასო სამედიცინო შემოწმება.
3. თუ ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას,
ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი გადაეცემა მის ადვოკატს, რაც ითვლება ბრალის
წაყენებად.
4. ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ
ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის
დამადასტურებელ მტკიცებულებად.
5. ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული
ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია – უფლება, დაენიშნოს
ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს გონივრული დრო და
საშუალება დაცვის მომზადებისათვის. ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობა
კონფიდენციალურია. აკრძალულია ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე
ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ
განხორციელებას.
6. ბრალდებულს უფლება აქვს, უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე და
დამოუკიდებლად დაიცვას თავი, რისთვისაც მას უნდა მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება.
ბრალდებულს არ შეუძლია უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე, თუ არსებობს ამ კოდექსით
დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა.
7. ბრალდებულს უფლება აქვს: დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს
გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი
წესით; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება,
რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად;
მონაწილეობა მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო

3
მოქმედებაში; მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედების დროს.
8. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხვის და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
დროს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე, თუ არ იცის ან
სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი,
რომელიც თარჯიმნის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს.
9. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში
მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და მიიღოს შესაბამისი წერილობითი დასკვნა.
ბრალდებულის ეს უფლება დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. მას ასევე აქვს უფლება,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებისმიერ დროს, საკუთარი ხარჯით,
დაუყოვნებლივ ჩაიტაროს სამედიცინო შემოწმება მის მიერ არჩეული ექსპერტის მიერ.
10. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში თავისი
ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი და
ადგილსამყოფელი, თავისი მდგომარეობა, ასევე შეატყობინოს კრედიტორს, სხვა ფიზიკურ თუ
იურიდიულ პირს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები აკისრია.
11. ბრალდებულს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების
წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად
მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
12. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის,
მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულების განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის
საფრთხე.
13. ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში
და დადგენილი წესით გაეცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებისა
და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები.
14. ბრალდებულს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის
გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში; დააყენოს შუამდგომლობა და განაცხადოს აცილება;
დაცვის მხარის მტკიცებულება გამოიკვლიოს იმავე პირობებში, როგორშიც ბრალდების მხარის
მტკიცებულების გამოკვლევა ხდება; გაეცნოს მხარის მიერ შეტანილ საჩივარს და მასზე
გამოთქვას მოსაზრება; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და მასზე გამოთქვას შენიშვნა.
15. ბრალდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და
დადგენილი წესით გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედება პროკურორთან, პროკურორის
მოქმედება და გადაწყვეტილება – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით
გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოში. ბრალდებულს უფლება აქვს, გაასაჩივროს
განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება, მიიღოს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების
ასლი.
16. ამ მუხლში მოყვანილი ჩამონათვალი არ ზღუდავს ბრალდებულის უფლებას,
განახორციელოს ყველა სხვა უფლება, რომელიც მას საქართველოს კანონმდებლობით, მათ
შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით აქვს მინიჭებული.
17. ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში.
18. ბრალდებულის მიერ თავისი უფლებების გამოყენება ან გამოუყენებლობა არ
შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

4
დაკავების ოქმს გავეცანი _____________________________________ მიერ;
(წავიკითხე პირადად, ჩემი, როგორც ბრალდებულის უფლებები, რომელიც ჩამოთვლილია ზემოთ, განმემარტა
დაკავების მომენტში, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით)

დაკავებული: ______________________________ ______________________


/ხელმოწერა/ /სახელი გვარი/

დაკავებულის დამცველი: ________________________ ____________________________


/ხელმოწერა/ /სახელი გვარი/

დამკავებელი პირი: _____________________ ___________________________


/ხელმოწერა/ /სახელი გვარი/

დაკავების ოქმის ასლი მივიღე:


დაკავებული: ______________________ _______________________
/ხელმოწერა/ /სახელი,გვარი/

,,___“ ,,____________~, 201 წ. ,,___“ საათი და ,,____~ წუთი

დაკავების ოქმს ვადასტურებ: ________________________________________________________


(პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა)
_________________________________________________________________________________

________________________________ ________________________________________
/ხელმოწერა/ /სახელი,გვარი/

201 წლის `___~ ____________________ ~ ,,___~ საათი და,,___~ წუთი


ცნობა: _____________________________________
ბრალდებულად დაკავების შესახებ ეცნობა (ბრალდებულის სახელი,გვარი)
__________________________________ პროკურორს __________________________________
/სამუშაო ადგილი, თანამდებობა/ /სახელი გვარი/

200 wlis `___~ _______________ ~ ,,___~ საათი და ,,___~ წუთი


(წელი, რიცხვი, თვე)

ოქმის შემდგენი: ___________________________________________________________


/თანამდებობა/
___________________________ _____________________
/ხელმოწერა/ /სახელი,გვარი/

You might also like