You are on page 1of 1

საგანი: სისხლის სამართლის კერძო ნაწილი II (დანაშაულის სხვა სახეები)

სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე, სამართლის დოქტორი, თსუ


იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო შუალედური წერითი გამოცდა არ ჩატარდება


სილაბუსით გათვალისწინებული პირობებით. თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ
შემოგთავაზოთ შუალედური წერითი გამოცდის ალტერნატიული ვარიანტი 30 ქულის
ფარგლებში.

შუალედური წერითი გამოცდა დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით, ჩატარდება.


სტუდენტთა მხრიდან აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების შეძლებისდაგვარად
დასაცავად შუალდური წერითი გამოცდა ჩატარდება შემდეგი პირობებით:
1) შუალედური წერითი გამოცდა ჩატარდება საგამოცდო ცენტრის მიერ დადგენილი
გრაფიკის მიხედვით;
2) გამოცდა მოიცავს 6 ანალიტიკურ კაზუსს, რომელიც უნდა ამოიხსნას დასაბუთებით
(სქემის გარეშე) და შეფასდება 5 ქულით:
ა) 2 ქულა სწორი კვალიფიკაცია;
ბ) 3 ქულა კვალიფიკაციის დასაბუთება;
3) საგამოცდო ნაწერი დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნით თქვენი სამუშაო (სასემინარო)
ჯგუფების ხელმძღვანელს ელ.ფოსტაზე:
ა) ლევან ხარანაული levan.kharanauli@tsu.ge
ბ) ლევან ზაკალაშვილი levanizakalashvili@yahoo.com
გ) ცოტნე ცერცვაძე c.cercvadze@yahoo.com
4) თქვენ ვალდებული იქნებით:
ა) საგამოცდო საკითხებს უპასუხოთ დამოუკიდებლად. მსგავსი ნაშრომების შემთხვევაში
ნაშრომები განულდება;
ბ) ნაშრომი უნდა შეასრულოთ თქვენთვის გადმოგზავნილ ფურცელზე, სადაც კაზუსის
ქვეშ დაწერთ სასურველ პასუხს „სილფაინის“ შრიფტით;
გ) პასუხების დაწერამდე საგამოცდო ფაილის გარედან და შიგნით (დასაწყისში) დააწერთ:
1) თქვენს სახელს და გვარს;
2) სამუშაო (სასემინარო) ჯგუფის ხელმძღვანელის სახელს და გვარს.
5) გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი. საგამოცდო დავალებები დაგეგზავნებათ
გამოცდის დაწყებამდე 5 წუთით ადრე მისამართზე: admin.lms.tsu.ge;
6) კაზუსები შედგენილი იქნება სილაბუსის მე-5 კვირით გათვალისწინებული საკითხების
ჩათვლით;
7) მიღებული ქულის გასაჩივრება შესაძლებელია სასწავლო კურსის ხელმძღვანელთან
შემდეგ მისამართზე: irakli.dvalidze@tsu.ge . აღნიშნულ მისამართზე გადმოაგზავნეთ
მთლიანი ნაშრომი და შემდეგ საჩივარში თქვენ უნდა მიუთითოთ:
ა) რომელ კაზუსში არ ეთანმებით ნიშანს;
ბ) რატომ არ ეთანხმებით.

You might also like